განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
010100119002952295
დავის ტიპი
178 3 გ , 178 2 ა
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002952295

საქმე N1-297/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30.07.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

ბრალდებული: ირ---–---------ა

მამის სახელი: ჯუ----–-

დაბადებული: 1--05.---- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–----–----–--

ნასამართლეობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართზე: ზუგდიდის რაიონი სოფელი ახ--–-------–ი, შ. ქი----------;

 

ადვოკატი - ნუ-------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, ირ---–---------ამ ქალაქ ქობულეთში, პუ–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თე---------------ის კუთვნილ ,,ა---------"-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას და სუნამოს, ასევე ლა---------------ის კუთვნილ ჯინსის შარვალს და ქამარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 23 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. 2019 წლის 03 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ირ---–---------ა დაკავბულ იქნა 2019 წლის 03 მარტს, 17:51 საათზე, ქ. ქობულეთში, დ.აღმ-–-----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ს.ფ 136-141).

 

2.4. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №6----, 26.03.2019წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შარვლის საბაზრო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 4 (ოთხი) ლარს; ქამრის მარკირებით ,,L------“ საბაზრო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს- 3 (სამი) ლარს.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი ბოთლი სუნამოს, მარკირებით “V-----------------------“ და მობილური ტელეფონის ,,i--------“ საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა, ვინაიდან კომერციულ სტრუქტურაში არ წარმოებს ექსპლუატაციაში ნაყოფი სუნამოების რეალიზაცია (ს.ფ 176-185).

 

2.5 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №3--, 15.04.20149წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,A----------------------------------------------------------- საბაზრო ღირებულება მისი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს -750 (შვიდასორმოცდაათი) ლარს. (ს.ფ 172-174).

 

2.7 ამდენად, გარდა ბრალდებულის აღიარებისა ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (თე---------------ის ჩვენება, ლა---------------ის ჩვენება, გუ-–---------------------------------------------------------------------ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, ამოცნობის ოქმი, ირ---–---------ას დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–---------ამ ჩაიდინა ძარცვა, ბინაში უკანონოდ შეღწევით და რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–---------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2019 წლის 02 მარტს ქალაქ ქობულეთში, პუ–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწევით, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა თე---------------ის კუთვნილ ,,ა---------„-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას და სუნამოს, ასევე ლა---------------ის კუთვნილ ჯინსის შარვალს და ქამარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ირ---–---------ა 30.06.2015 წელს მსჯავრდებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ გამოყენებული იყო კანონით გათვალისწინებული შეღავათი, დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით, რაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განჩინებით; 2018 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით ის გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; ის ამჟამად ნასამართლობის არმქონეა, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ მან კვლავ საუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა;

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის წარსული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ამჟამად მის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი სახის სასჯელი, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან, თუმცა სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ირ---–---------ა აღიარებს ჩადენილს, მან ხელი შეუწყო ეკონომიურ პროცესს, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება;

 

ამდენად, ირ---–---------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალური ვადით; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ირ---–---------ს პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: საცხოვრებელ სახლში აღებული ანაწმენდები, ირ---–---------ას ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ირ---–---------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ირ---–---------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ირ---–---------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თე---------------ის მობილური ტელეფონი ,,ა---------’’ და სუნამო, ლა---------------ის ჯინსის შარვალი და ქამარი, ირ---–---------ას შავი ფერის ქამარი, ფულადი თანხა 10 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საცხოვრებელ სახლში აღებული ანაწმენდები, ირ---–---------ას ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე