განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2167-18
(№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ონიანი და ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---, მ-----–----------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი--------------–---–-, გ----------------–---–-, ო-–-----------
ბრალდებული - გ------------------ (დასწრების გარეშე), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გ------------------მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა, ტაჯიკეთში რეგისტრირებული კომპანიის შპს „ა---------------------“ კუთვნილ დიდი ოდენობით საკონდიტრო ნაწარმს.
აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ------------------მ 2017 წლის 23 ოქტომბერს, თითქოსდა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ესკიშეხირიდან, ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეში, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გასაწევად, ყალბი მონაცემების გამოყენებით გააფორმა ხელშეკრულება, შპს „ა---------------------“ კონტრაქტორ კომპანიასთან შპს „ა--------------------------“, რის შემდგომაც, მისი ორგანიზებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით შემოტანილ და სს „ფ--------–------“ საბაჟო ტერმინალში განთავსებულ საქონელზე, 2017 წლის 16 ნოემბერს, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფ----–-“ წარადგინა ყალბი ინვოისები, რომელთა თანახმად საქონლის საბოლოო მიმღებად ფიქსირდებოდა გ------------------ს ფაქტობრივ მმართველობაში მყოფი კომპანია შპს „გ-----------“.
გ------------------ ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, 2017 წლის 22 ნოემბერს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა 69 031,38 ლარის ღირებულების საკონდიტრო ნაწარმს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შპს ,,ა---------------------’’ წარმომადგენლის ი-------–----–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2017 წლის ნოემბერში მას მიმართა საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი კომპანიის ,,ა------------------------“ წარმომადგენელმა, რომელსაც სურდა სამართლებრივი კონსულტაციის მიღება. მოგვიანებით ზემოაღნიშნულმა კომპანიამ დააკავშირა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანია ,,ა---------------------“ წარმომადგენელი, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ორ კომპანიას ჰქონდათ ორმხირივი ურთიერთობა და კომპანია ,,---------------------’’ თურქეთის რესპუბლიკიდან სურდა ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ქალაქ დუშამბეში მოეხდინა ტვირთის - საკონდიტრო ნაწარმის გადაზიდვა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გადამზიდავ კომპანიას ,,ა-----------------------“ თურქეთის რესპუბლიკაში არ ჰყავდა წარმომადგენლობა, ინტერნეტის მეშვეობით მოიძიეს ქართული გადამზიდავი კომპანია ,,გ-----------’’, რომლის დირექტორად მითითებული იყო მ----------------, ხოლო კომპანია ,,ა-----------------------’’ ,,გ------------ის’’ წარმომადგენელი გაეცნო როგორც გ--------–----–---–----. გ--------–----–---–---- (გ------------------) შეთანხმების თანახმად, ტვირთის გადაზიდვა უნდა განეხორციელებინა ფ------ ეკონომიკური არხების მეშვეობით. გადაზიდვის პირობების შეთანხმების შემდეგ, კომპანია ,,ა------------------------’’ წარმომადგენელმა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით ფულადი თანხა გადაურიცხა შპს ,,გ------------ს“ სს ,,თ------------–-“ გახსნილ ანგარიშზე. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილი გახდა საკონდიტრო ნაწარმი შემოვიდა სგპ ,,--------“ გავლით საქართველოში და საბაჟო პროცედურების გავლის მიზნით გაჩერდა გეზი ,,ფ----–-’’, თუმცა საკონდიტრო ნაწარმის დანიშნულ ადგილამდე გადაზიდვა არ განხორციელებულა. კომპანია ,,ა------------------------’’ და კომპანია ,,ა---------------------’’ წარმომადგენლებთან ერთად მოწმე ჩავიდა ქ.ფ----–-, სადაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ საკონდიტრო ნაწარმმა რამდენიმე დღე დაჰყო გეზი ,,ფ------’’ ,,ფ--------–------“ საბაჟო ტერმინალში, ხოლო მოგვიანებით შპს ,,გ------------ის“ წარმომადგენელმა გ------------------მ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინა საკონდიტრო ნაწარმის გატანა. მოწმის განმარტებით, კომპანია ,,ა------------------------’’ და კომპანი ,,ა---------------------’’ წარმომადგნლებს არ მიუციათ უფლება გ------------------სთვის ტვირთი გაეტანა. ტაჯიკეთში მოქმედ კომპანიას ,,---------------------“ საკონდიტრო ნაწარმში გადახდილი აქვს 20 000 აშშ დოლარზე მეტი, ხოლო აღნიშნული თანხის გარდა, ასევე გადახდილი აქვს 4 000 აშშ დოლარი.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------ ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს ,,პ------–-----------------“ დამფუძნებელი, რომელიც ეწევა საერთაშორისო გადაზიდვებს, ასევე საბაჟო-საბროკერო მომსახურებას. 2017 წლის ოქტომბერში მასთან მივიდა გ------------------, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა ტრანზიტული ტვირთი - საკონდიტრო ნაწარმი (ტვირთი შეადგენდა დაახლოებით 18 ტონას) და სურდა თურქეთის რესპუბლიკიდან, ქალაქ ესკიშერიხიდან, ფოთამდე ტრანსპორტირება, რადგან გადაწყვეტილი არ ჰქონდა ტვირთს აზიამდე გაიტანდა თუ არა. მოწმის თქმით, მან გ------------------ განუმარტა, რომ 3 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეძლებდა ტვირთის ქ. ფოთამდე ჩამოტანას, რომელიც საჭიროებდა სპეციფიკურ ა/მანქანას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის შედგა შეთანხმება, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა მასსა და კომპანია ,,გ------------ს“ შორის. მოწმის განმარტებით, იგი დაუკავშირდა ქართულ-თურქულ კომპანია შპს ,,ჯ---------------------–------------’’ წარმომადგენელს, რომლის მეშვეობითაც მოხდა ტვირთის საქართველოში, ქ. ფ----–- ჩამოტანა. რაც შეეხება, ტვირთის ტრანსპორტირების ანგარიშსწორებას, გ------------------ს ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა, მაშინვე, როგორც კი ა/მანქანა ფ------ საბაჟო ტერმინალში შევიდოდა და განახორციელა კიდეც. კერძოდ, თანხა კომპანია ,,გ------------ის“ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხა სს ,,თ------------–-“ განხსნილ შპს ,,პ------–-----------------’’ ანგარიშზე. მოწმის განმარტებით, ტვირთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, იგი შეხვდა გ-------------------- და განუმარტა, რომ ვინაიდან თურქეთიდან საქართველომდე მისმა კომპანიამ ტვირთი გადაზიდა, როდესაც იგი აღნიშნული ტვირთის სხვა ა/მანქანაში გადატვირთავდა ან დანიშნულების ქვეყანაში გააგზავნიდა, უნდა წარედგინა მისთვის შესაბამისი დოკუმენტები - საბაჟო მოწმობა, სატრანსპორტო ზედდებული და ა.შ, ვინაიდან მისი პასუხისმგებლობის საკითხი ტვირთის ფოთამდე ჩამოტანით იყო დასრულებული. ამის, შემდეგ გ------------------მ მოწმეს გადასცა სახელმწიფო საზღვრის კვეთის, აღრიცხვის და განბაჟების დეკლარაცია, სადაც ტვირთის იმპორტად მითითებული იყო კომპანია ,,გ-----------’’. გ------------------ს მიერ წარდგენილ დოკუმნეტაციას დაურთო ინვოისები, რადგან თვის ბოლოს გაესწორებინა საბუღალტრო ანგარიშსწორება. მოწმის განმარტებით, კონკრეტულად რა წარმომავლობის და რა დანიშნულების იყო აღნიშნული ტვირთი, მან არ იცის.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------- ჩვენებით დგინდება, რომ გ------------------ ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვებს. 2017 წლის 15 ნოემბერს, ის გ------------------ს თხოვნით, კუთვნილი ა/მანქანით გაყვა საბაჟო ტერმინალ ,,ფ--------–-----–-“, სადაც სატვირთო ა/მანქანაში განთავსებული იყო საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც განბაჟების შემდგომ გადატვირთულ იქნა სხვა სატვირთო ა/მანქანაში, რომელიც გ------------------ს მითითებით გადაიზიდა ქ. ბათუმში მდებარე წ------–------------- სასაწყობე მეურნეობაში. მოწმის განმარტებით, მას 2017 წლის დეკემბერში ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა გ-----------------, რომელიც ოჯახური მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან იყო წასული და სთხოვა ყურადღება მიექცია ქ. ბათუმში მდებარე წ------–------------- სასაწყობე მეურნეობაში არსებულ საკონდიტრო ნაწარმისთვის და მოეხდინა მისი გადაზიდვა ქ. თბილისში. ქ. ბათუმიდან ქ. თბილისში გადაზიდვის საკითხები გ------------------ს მოწესრიგებული ჰქონდა. მოწმის განმარტებით, იგი ა/მანქანას ქ. თბილისში, გლდანში, მეტრო ,,ახმეტელის’’ მიმდებარე ტერიტორიზე დახვდა (ზუსტს მისამართს ვერ იხსენებს). საკონდიტრო ნაწარმი მოწმის განმარტებით მხოლოდ ერთ სასაწყობე ფართში არ დაეტია, რის გამოც, ორი სასაწყობე ფართი დაიქირავა, ხოლო სასაწყობე ფართის წარმომადგენლებს გადაუხადა თანხა 700 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, ვინაიდან გ------------------ საქართველოში არ იმყოფებოდა, საკონდიტრო ნაწარმის შენახვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა მისი სახელით.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------------- ჩვენებით დგინდება, რომ ის არის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ფ------“ მომახურების სამმართელოს უფროსი მებაჟე ოფიცერი. მოწმის განმარტებით, მის ძირითად უფლება-მოვალეობაში შედის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციების შევსება, გაფორმება. 2017 წლის 16 ნოემბერს, გეზი ,,ფ------’’ მომსახურების სამმართველოში მივიდა შპს ,,გ-----------’’ წარმომადგენელი გ------------------, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ ორი ცალი ანგარიშფაქტურა, ორი ცალი ინვოისი, წარმოშობის სერთიფიკატი, სგპ ,,--------’’ მიერ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო ზედნადებები, ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა. დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს, ტვირთი სგპ ,,--------’’ გავლით იყო საქართველოში შემოსული, რომელიც მოთავსებული იყო ,,ფ--------–-----–-’’. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოწმის მიერ შევსებულ იქნა იმპორტის სასაქონლო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - საბაჟო დეკლარაცია (სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარიის ავთენტურობა, ასევე დაადასტურა სგპ ,,--------’’ მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობა). გ------------------ს მიერ წარდგენილი ორი ცალი ინვოსით, დგინდებოდა, რომ ტვირთის მიმღები კომპანია იყო არა ,,ა--------------------’’, არამედ შპს ,,გ-----------’’. მოწმის განმარტებით, გ------------------ს ვინაობა გადაამოწმა პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემებით.
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ--------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ფ------“ მომახურების სამმართელოს მებაჟე ოფიცერი, რომლის უფლება-მოვალეობაში შედის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და დარეგისტრირება. 2017 წლის ნოემბერში გეზი ,,ფ------’’ მომსახურების სამმართველოში მივიდა შპს ,,გ------------ის“ წარმომადგენელი გ------------------, რომელმაც წარუდგინა ანგარიშსწორების ქვითარი, პირადობის მოწმობა და მინდობილობა. მოწმის მიერ შემოწმებულ იქნა პირადობის მოწმობა და დარწმუნდა, რომ მინდობილობა ნამდვილად ნოტარიალურად იყო დამოწმებული და გ------------------ს ჰქონდა ტვირთვის განკარგვის უფლება. წარდგენილი ქვითრების საფუძველზე, „გაყვითლებული“ დეკლარაცია „გაამწვანა“, დახურა აღრიცხვის მოწმობა და შესაბამისად გ------------------ს უკვე ჰქონდა უფლება გაეტანა ტვირთი საბაჟო ტერმინალიდან. ამის შემდეგ მოწმემ, შპს ,,გ------------ის“ და გ------------------ს საკონდიტრო ნაწარმი ყვითელი დერეფნიდან გადაიყვანა მწვანე დერეფანში, რის შემდეგაც მას მიეცა უფლება საკონდიტრო ნაწარმის საბაჟო ტერმინალიდან გატანის. მოწმე დამატებით განმარტავს, რომ არსებობს წითელი, ლურჯი და ყვითელი დერეფანი. ყველა დერეფანს აქვს თავისი კრიტერიუმი, ამ შემთხვევაში გაყვითლებული დეკლარაციის კრიტერიუმი იყო გადასახადების გადახდა. შესაბამისად, გ------------------ ვერ გაიტანდა ტვირთს და ვერ დაასრულებდა დეკლარაციას თუ მოწმეს არ წარუდგენდა გადასახადის გადახდის დოკუმენტებს. დღგ-ს ოდენობა იყო დაახლოებით 20 000 ლარზე მეტი. ანუ მხოლოდ ამ გადასახადების გადახდის შემდეგ შეძლებდა გ------------------ ტვირთი განეკარგა. დერეფნის განსაზღვრა ხდება სისტემის მიხედვით, ეს არის რისკების მართვის ავტომატური სისტემა, რომელშიც ჩადებულია გარკვეული კრიტერიუმები და შესაბამისად, სისტემა განსაზღვრავს და თვითონ ანიჭებს ფერს ავტომატურად. მოწმე ადასტურებს, რომ პროკურორის მიერ პროცესზე წარდგენილი დოკუმენტები არის ის დოკუმენტები, რომლებიც გ------------------ს მიერ იყო წარდგენილი.
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის სს ,,ფ--------–-------“ ოპერატორი. 2017 წლის 16 ნოებერს საბაჟო კონტროლის ზონა ,,ფ--------–-----–-“ მოწმობის წარდგენის საფუძველზე, შევიდა ა/მანქანა, რომელსაც განსაბაჟებლად შეტანილი ჰქოდა საკონდიტრო ნაწარმი. საკონდიტრო ნაწარმით დატვირთული ა/მანქანა ხუთი დღის განმავლობაში დეკლარანტის მიზეზით იდგა საბაჟო კონტროლის ზონის სადგომში. 2017 წლის 22 ნოემბერს, გ------------------მ წარადგინა იმპორტის საბაჟო დეკლარაცია, რომელიც მოწმის მიერ შემოწმდა, ვინაიდან დარღვევა არ გამოვლენილა, გ------------------ს მიეცა ტვირთის გატანის უფლება, თუმცა გ-------------------- თხოვნით, საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც მოთავსებული იყო თურქულ სატვირთო ა/მანქანაში, გადატვირთული იქნა ქართულ სატვირთო ა/მანქანაში. ამის შემდეგ გ------------------ს მიერ მოხდა უნაღდო ანგარიშსწორება. მოწმე, დამატებით მიუთითებს, რომ დეკლარაცია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომელიც სხვა პიროვნებას არ გადაეცემა.
2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ--------------–--–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ინსპექტორ-გამომძიებელ ს------------------ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ადგილი ჰქონდა ყალბი მოწმობის, ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში - საბაჟო ორგანოში წარდგენას. კერძოდ, იმპორტის დროს წარდგენილი დოკუმენტები იყო გაყალბებული და ტაჯიკეთის მიმართულებით ტრანზიტულად განსაზღვრული ტვირთის იმპორტირება განხორციელდა უკანონოდ გ------------------ს მიერ, რომელიც სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოში წარდგენით დაეუფლა სხვის კუთვნილ ქონებას. გამოძიების დაწყებიდან, გარკვეულ პერიოდში საგამოძიებო ორგანოს განცხადებით მიმართა მოქალაქემ, რომელსაც გადამზიდავ კომპანიასთან ჰქონდა მოლაპარაკება და საქართველოში რეექსპორტის გავლით ტვირთი უნდა ჩაეტანა ტაჯიკეთში. თუმცა ტვირთის მიმღები მხარე იუწყებოდა, რომ დანიშნულ ადგილას ტვირთი არ ჩასულა. მოწმის მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა, რომ გაყალბებული ინვოისის საფუძველზე, ტვირთი იყო იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ადასტურებს ოქმებზე არსებულ თ--------------–--–---–-- სახელით და გვარით შესრულებული ხელმოწერის ავთენტურობას.
2.9 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–---------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ის არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 6 იანვარს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - ქ. თბილისში, გლდანში, მეტრო ,,ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სასაწყობო ფართიდან საკონდიტრო ნაწარმის ამოღება. საკონდიტრო ნაწარმის ამოღების შემდეგ, დაილუქა სასაწყობე ფართი და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. მოწმე ადასტრებს ოქმში არსებული ინფორმაციის სისწორეს და მის ხელმოწერის ავთენტურობას.
2.10. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე კ-------------------------- გამოკითხვის ოქმით (20.03.2018 წელი) დგინდება, რომ ის ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიას ,,ა-----------------------’’, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვებს. 2016 წლის დასაწყისში მეგობარმა დააკავშირა ,,ა---------------------“ დირექტორთან დ-----------–-----------, რომელსაც სურდა გარკვეული პროდუქციის გადაზიდვა რუსეთის ფედერაციიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკის დანიშნულებით. აღნიშნული პერიოდიდან მათ აკავშირებთ საქმიანი ურთიერთობა. 2017 წლის სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ,,ა---------------------“ დირექტორი ფ-----------–--------, რომელსაც სურდა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ დუშანბეში ნაწარმის გადაზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მანამდე თურქეთიდან ტაჯიკეთში გადაზიდვა არ მოუხდენია, მაინც დათანხმა შეთავაზებულ წინადადებას და 2017 წლის 8 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ფ-----------–----------- გადაზიდვის თაობაზე. კომპანია ,,ა-----------------------’’ ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკაში არ გააჩნდათ წარმომადგენლობა, გადაწყვიტა სხვა გადამზიდავი კომპანიის მოძიება, რომელსაც ექნებოდა გამოცდილება თურქეთიდან ტაჯიკეთში პროდუქციის გადაზიდვის. 2017 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში თანამშრომლისგან გ-----------–---------- შეიტყო, რომ კომპიუტერის გამოყენებით და ინტერნეტის საშუალებით მოიძია საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავი კომპანია შპს ,,გ-----------“, რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მისი დავალებით, ვ-–----------------- მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მობილურ ტელეფონის ნომერზე +9-------------- პიროვნებას, რომელიც გაეცნო გ--------–----–---–----ს სახელით, რომელმაც განაცხადა, რომ შეძლებდა საკონდიტრო ნაწარმის პროდუქციის გადაზიდვას თურქეთიდან ტაჯიკეთის მიმართულებით და გადაზიდვის ღირებულება იქნებოდა 8 400 აშშ დოლარი. ვინაიდან მათთვის მისაღები იყო აღნიშნული პირობები, გადაწყვიტეს დაედოთ ხელშეკრულება. გ--------–----–---–----ს მითითებით, მათ ურთიერთობა შეეძლოთ ელექტრონული მეილის ,,p---------------------“ საშუალებით. 2017 წლის 23 ოქტომბერს გ--------–----–---–------- გააფორმეს ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო გ--------–----–---–----, როგორც ,,გ--------–----------------------“ დირექტორი. ხელშეკრულების ხელმოწერით დადასტურებამდე კ-------------------------- გ--------–----–---–--- ჰკითხა, თუ რატომ ფორმდებოდა ხელშეკრულება ,,გ--------–------------------------“ და არა ,,გ------------სთან“. აღნიშნულთან დაკავშირებით, გ--------–----–-–----- განმარტებით, მას გააჩნდა კორპორაცია, სადაც გაერთიანებული იყო სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიები და მათ შორის იყო ეს ორი კომპანია და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ შეექმნებოდათ. აღნიშნულის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ ეს გ--------–----–---–---- მიაწვდიდა გადაზიდვასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციას და ასევე, ჩაურიცხავდა გადაზიდვის ღირებულების ნახევარს 4 100 აშშ დოლარს, ხოლო როდესაც გადასაზიდი პროდუქცია დანიშნულების ქვეყანაში - ტაჯიკეტში ჩავიდოდა და მიიღებდა გადაზიდვის დამკვეთი ,,ა---------------------“ დირექტორი ფ-----------–--------, მაშინ ჩაურიცხავდა გადაზიდვის ღირებულების მეორე ნახევარს. შეთანხმების თანახმად, თანხის ნაწილი გ--------–----–---–----ს მითითებით ჩაურიცხეს შპს ,,გ------------ს“ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვისთვის გამოიყენეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი ბანკი ,,U-------------“ და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სს ,,თ-------------“. 2017 წლის 11 ნოემბერს სატვირთო ა/მანქანაში ჩატვირთული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკიდან წავიდა საქართველოში, რომელიც ქ. ფ------ გავლით უნდა ჩასულიყო დანიშნულების ქვეყანაში ტაჯიკეთში. 2017 წლის 14 ნოემბერს, მობილური ტელეფონის საშუალებით, გიორგი ჟორჟლიანმა მას შეატყობინა, რომ პროდუქცია იყო საქართველოში და საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ რამდენიმე დღეში გადაიზიდებოდა ტაჯიკეთში, თუმცა ზემოახსენებული პროდუქციას დანიშნულ ადგილამდე არ მიუღწევია. აღნიშნულის შემდეგ, ისინი ადვოკატთთან ერთად ჩავიდნენ ქ. ფ----–- არსებულ საბაჟო სამსახურში გეზი ,,ფ----–-“, სადაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ საკონდიტრო ნაწარმი სგპ ,,--------“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა და საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,ფ----–-“ იქნა გაჩერებული, ხოლო გადასაზიდმა პროდუქციამ რამდენიმე დღე დაჰყო ქ. ფ----–- არსებულ ერთ-ერთ საბაჟო ტერმინალში. მათთვის, ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გეზი ,,ფ----–-“ დოკუმენტაცია წარადგინა და პროდუქციის განბაჟება მოახდინა ,,გ------------ის“ წარმომადგენელმა გ------------------მ, მაშინ როდესაც ტაჯიკურ კომპანიას ,,ა---------------------’’ დირექტორ ფ-----------–-------- ტვირთთან დაკავშირებით არავის სახელზე არ გაუცია მინდობილობა და შესაბამისად, დანიშნულების ქვეყანაც არ შეუცვლიათ.
2.11. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ-----------–------- გამოკითხვის ოქმით (20.03.2018 წელი) დგინდება, რომ ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიას „ა-----------------------“, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვას. მათი კომპანია არსებობს 5 წელზე მეტია და ისინი ახდენენ როგორც სატვირთო ა/მანქანებით გადაზიდვებს, ასევე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს საერთაშორისო მასშტაბით. 2016 წლიდან თანამშრომლობს გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ა-----------------------’’ და მის დირექტორთან - ფ-----------–-----------. რაც შეეხება, საკონდიტრო ნაწარმის თურქეთიდან ტაჯიკეთში გადაზიდვას, მოწმის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ დირექტორის კ------------------------- დავალებით, მან და მისმა თანამშრომელმა ვ--–------------------, ინტერნეტ გვერდზე f--------, მოიძიეს ინფორმაცია შპს „გ-----------“ შესახებ, რომლის წარმომადგენელს, რომელიც მათ გაეცნოთ გ--------–----–---–----ს სახელით, დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე, +9--------------, და 2017 წლის 23 ოქტომბერს გააფორმეს ხელშეკრულება ზემოაღნიშნული ტვირთის თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ესკიშეხირიდან, ტაჯიკეთში - ქალაქ დუშანბეში, გადაზიდვის შესახებ, 8400 აშშ დოლარის გადახდის პირობით.
2.12. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობისას გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
2.12.1. შპს ,,ა---------------------“ მიერ გაცემული მინდობილობით (04.12.2017 წელი) დგინდება, რომ შპს ,,ა--------------------’’ ს/კ 0-------- უფლებას ანიჭებს შპს ,,ა-----------------------“, ვატ/კპპ 2-------------------, წარმოადგინოს შპს ,,ა---------------------’’ ინტერესები საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოებში ტვირთის ექსპედიციისას ქ. ესკიშეხირიდან, თურქეთი, ქ. დუშანბეში ტაჯიკისტანის რესპუბლიკა, სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურეობის გაწევაზე შპს ,,ა------------------------“ და შპს ,,---------------------“ შორის 2017 წლის 8 ნოემბერს დადებული №--- ხელშეკრულების შესაბამისად, ინვოისი: ინი2------------, დათარიღებული 11.11.2017 წელი.
2.12.2. სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურეობის თაობაზე ხელშეკრულების თანახმად (08.11.2017 წელი) დგინდება, რომ ხელშეკრულება შეთანხმებულ და ხელმოწერილ იქნა ერთის მხრივ, შპს ,,ა------------------------“ დირექტორის გ--------------------------- შემდგომში ,,შემსრულებელი“ და ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,ა---------------------“ მიერ, შემდგომში დამკვეთი.
2.12.3. ტრანსპორტირების ხელშეკრულებით (02.11.2017 წელი) დგინდება, რომ საქონლის დატვირთის თარიღია 06.11.2017 წელი, საქონლის დატვირთვის ადგილი: ესკიშეჰირი; სატრანსპორტო საშუალების სერია და ნომერი 6---------/6---------; ტვირთის სახეობა: ტკბილეულობა; წონა: 0-17 ტონა; გამოსვლის განბაჟების ადგილი: ესკიშეჰირის საბაჟო გამშვები პუნქტი; ტვირთის ჩამოსვლის ადგილი: ქ. ფოთი; ტვირთის გადაზიდვის ღირებულება: 23 000 აშშ დოლარი; ანაზღაურების ფორმა: 13 000 აშშ დოლარი განბაჟების შემდგომ, დარჩენილი ნაწილი ტვირთის ჩამოცლისას ანაზღაურება.
2.12.4. სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურეობის თაობაზე №-- ხელშეკრულებით (23.10.2017 წელი) დგინდება, რომ წინარე ხელშეკრულება შეთანხმებულ იქნა და დაიდო მხარეებს შორის ერთის მხრივ, შპს ,,გ--------–--------------------“ დირექტორს გ--------–----–---–---- შემდგომში ,,შემსრულებელი“ და მეორეს მხრივ შპს ,,ა------------------------“ დირექტორს გ--------------------------- შორის შემდგომში ,,დამკვეთი“. ხელშეკრულების თანახმად, ტვირთის გადაცემა ხდება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია სატრანსპორტო მოთხოვნაში დამკვეთის მიერ, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით.
2.12.5. განცხადებით გადარიცხვის თაობაზე (15.11.2017 წელი) დგინდება, რომ შპს ,,ა------------------------“ (ანგარიში ნომერი 0----------------- – სს ,,ი-------------------’’) შპს ,,გ-----------“ (სრული მისამართი: ქ. ფოთი, ჩ------------------) საბანკო ანგარიშზე (G---------------------) გადარიცხა 4 100 აშშ დოლარი.
2.12.6. შპს ,,გ------------ის“ საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ იურიდიულ პირს სს ,,თ------------–-“ გააჩნია საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, კი ზემოაღნიშნულ საბანკო ანგარიშზე, 2017 წლის 16 ნოემბერს 4 100 აშშ დოლარი ჩარიცხა შპს ,,ა------------------------’’. ხოლო, 2017 წლის 17 ნოემბერს, ეროვნული ვალუტის შესაძენად გაიტანა გ------------------მ, რომელმაც იმავე დღეს მითითებული ვალუტის გადაცვლის შედეგად მიღებული 11 092,15 ლარი შეიტანა საწარმოს ანგარიშზე, ხოლო 9463,65 ლარი, როგორც მომსახურების საფასური გადარიცხა შპს ,,პ------–-----------------“ სახელზე.
2.12.7. ამოღების ოქმით (06.01.2018 წელი) დგინდება, რომ ქ. თბილისში, გ-–--------------–--------–- მდებარე შპს ,,ს-----------------“ სასაწყობე მეურნეობის №-- და №-- სასაწყობე ფართიდან, ამოღებულ იქნა 1919 ყუთი საკონდიტრო ნაწარმი. კერძოდ, №-- სასაწყობე ფართიდან ამოღებულ იქნა 940 ყუთი საკონდიტრო ნაწარმი, ხოლო №-- სასაწყობე ფართიდან ამოღებულ იქნა 979 ყუთი საკონდიტრო ნაწარმი.
საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით ადგილზე დათვალიერდა ქ. თბილისში, გ-–--------------–--------–- მდებარე შპს ,,ს-----------------“ სასაწყობო მეურნეობის №-- და №-- სასაწყობე ფართები, სადაც მოთავსებული იყო 1919 ყუთი საკონდიტრო ნაწარმი.
2.12.8. 2017 წლის 15 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს ,,ს----------------’’ დირექტორ ა----–----–--------- და გ--------------- შორის გაფორმდა სასაწყობე ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, წინარე ხელშეკრულებით დამქირავებლის დროებით სარგებლობაში გადავიდა ქ. თბილისში, გ-–--------------–---------- მიმდებარედ ნ------, კომერციულ ცენტრში - ,,გ-–--------’’, სართული პირველი, №-- ფართი. წინამდებარე ხელშეკრულებით დამქირავებლის მიერ დაკავებული ფართისთვის ქირა განისაზღვრა თვეში 275 ლარი, მ.შ. მომსახურება 100 ლარი, საფასურის გადახდა დასტურდება შემოსავლის ქვითრით.
2.12.9. შპს ,,პ------–-----------------“ მიერ თურქეთიდან საქართველოში გადმოგზავნილი დოკუმენტაციის თანახმად, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების - 3 500 აშშ დოლარის გადამხდელად დაფიქსირებულია შპს ,,გ-----------“, რომლის გადახდაც განხორციელდა შპს ,,პ------–-----------------“ საბანკო ანგარიშზე.
2.12.10. 2017 წლის 19 ოქტომბრის №-- განაცხადის მიხედვით დგინდება, რომ შემსრულებელი არის შპს ,,პ------–----------------’’, ხოლო დამკვეთი შპს ,,გ-----------’’. ექსპედიციის მარშუტს წარმოადგენს ესკიშეხირი/თურქეთი-ფოთი/საქართველო, ტვირთის გადმოგზავნის ქვეყანა - თურქეთი, ტვირთის ჩამოცლის ადგილი - ფოთი-საქართველო, ტვირთის დასახელება - ტკბილეული, მომსახურების საერთო ღირბეულება 3 100 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
2.12.11. ტვირთების ავტოგადაზიდვის №-- ხელშეკრულებით (19.10.2017 წელი) დგინდება, რომ შპს ,,პ------–----------------- (როგორც გადამზიდი) დირექტორს ნ------------ და შპს ,,გ-----------“ (როგორც შემკვეთი) დირექტორს მ----------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება.
2.12.12. სს ,,ფ---------–-------“ ტერიტორიაზე განსაბაჟებელ პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიხედვით, კერძოდ 2017 წლის 22 ნოემბრის აქტის თანახმად, ფოთი-მაცივარის საბაჟო კონტროლის ზონაში 2017 წლის 16 ნოემბერს შესული ა/მანქანიდან ს/ნ 6-------/6------- D------- გადმოიტვირთა ტვირთი (16547 კგ საკონდიტრო ნაწარმი), აღნიშნული ტვირთი განბაჟდა 2017 წლის 22 ნოემბერს დეკლარაციით C-----. A-----. ტვირთი ჩაიტვირთა ა/მანქანაში ს/ნ X-------------.
2017 წლის 22 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისი) დგინდება, რომ ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით 6-------/6-------, 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით იდგა სს ,,ფ--------–-------“ ტერიტორიაზე. ამასთან, მთლიანი ღირებულება დღგ-ის და აქციის ჩათვლით შეადგენდა 590,94 ლარს, რაც უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილ იქნა გ------------------ს მიერ.
2.1213. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს წერილის თანახმად (26.02.2018 წელი) ირკვევა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, საიდენტიფიკაციო ნომრით - 4-------- სუბიექტი რეგისტრირებული არ არის. ამასთანავე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, სახელწოდებით „გ--------------------–----------“ (იურიდიული მისამართი: 19/08/2015-10/04/2017 წლებში - ქ. ბათუმი, ფ---------------------) რეგისტრირებულია სუბიექტი საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------.
2.12.14. ქალაქ ფ------ მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 თებერვლის წერილის თანახმად, ქალაქ ფ----–- ჩ--------------–----- ქუჩა არ არსებობს.
2.12.15. სს ,,თ-------------ს“ 2018 წლის 1 მარტის წერილის თანახმად, ანგარიშის ნომერი G--------------------- ეკუთვნის შპს ,,გ-----------’’ (ს/კ 4--------), მისამართი: ქ. ფოთი, ზ--------------------.
2.12.16 CD დისკის დათვალიერების ოქმით (8.03.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 8 მარტს 15:05 – 15:30 საათზე, გამომძიებელ თ--------------–--–---–-- (საქართელოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი) მიერ დათვალიერდა შპს ,,მაგთიკომიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია - ტელეფონის ნომრის 5----------- მფლობელი პირის დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. ტელეფონი ნომრის 5----------- საძიებო სისტემაში შეყვანის შემდგომ, მოძიებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტელფონის ნომერი ეკუთვნის თ------------------ (პ--------------), რომლის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. ფოთი, რ----------. ნივთიერი მტკიცებულება მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე.
2.12.17. ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმით (8.03.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 8 მარტს 15:35 – 15:55 საათზე, გამომძიებელ თ--------------–--–---–-- (საქართელოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი) მიერ დათვალიერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა ,,pol.ge’’, სადაც პიროვნების პირადი მონაცემების გრაფაში შეყვანილ იქნა თ----------------- (პ--------------), რის შემდეგაც, მოძიებული ინფორმაციის თანახმად, თ----------------- 2006 წლის 17 მაისიდან იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში გ------------------სთან (პ--------------).
2.12.18. ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმით (21.03.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 21 მარტს 10:00 – 11:00 საათზე, გამომძიებელ თ--------------–--–---–-- (საქართელოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი) მიერ დათვალიერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა „pol.ge”, სადაც პიროვნების პირადი ნომრის გრაფაში შეყვანილ იქნა, გ------------------ს (პ--------------) მონაცემები, რის შემდეგაც გაიხსნა მისი პირადი და საზღვრის კვეთის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გ------------------მ 2017 წლის 29 ნოემბერს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბელორუსიის მიმართულებით და დღემდე (21.03.2018) არ დაბრუნებულა.
2.12.19. ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმით (23.03.2018 წელი) დგინდება, რომ 2018 წლის 23 მარტს 14:00 – 14:55 საათზე, გამომძიებელ თ--------------–--–---–-- (საქართელოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი) მიერ დათვალიერდა ელექტრონული საინფორმაციო სისტემა A-------ს ბაზა, ელექტრონული პროგრამა „t--------’’ ბაზა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პროგრამა „O-------’’ ბაზა, საძიებო გრაფაში შეყვანილ იქნა ,,გ--------–----–---–----ს“ მონაცემები, რადგან მოძიებული ყოფილიყო ინფორმაცია, აღნიშნული სახელით და გვარით პიროვნება თუ ფიქსირდებოდა დამფუძნებლად, დირექტორად ან წარმომადგენლად რომელიმე იურიდიულ პირში -სახელწოდებით „G--------------------’’ ან მსგავსი დასახელებით. მოძიებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანია „G--------------------” საერთოდ არ არის რეგისტრირებული, ხოლო მსგავსი დასახელების საწარმოებში დამფუძნებლად, დირექტორად ან წარმომადგენლად გ--------–----–---–---- არ ფიქსირდება.
2.12.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.12.21. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
2.12.22. სასამართლომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ------------------ს მიერ თაღლითობის ჩადენა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------------------ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, 2017 წლის 22 ნოემბერს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა 69 031,38 ლარის ღირებულების საკონდიტრო ნაწარმს, რის გამოც დაზარალებულმა კომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ზიანი.
2.12.23. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე SUOMINEN V. FINLAND, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე VAN DE HURK V. THE NETHERLANDS, №16034/90; 19/04/1994; §61); მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე GEORGIADIS V. GREECE, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.12.24. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომელმაც თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფი გ------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად. დაცვის მხარის ამ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ გ------------------ს მხრიდან დაზარალებული კომპანიის შეცდომაში შეყვანა საკონდიტრო ნაწარმის გადაზიდვის არსებობასთან დაკავშირებით დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, 2017 წლის 23 ოქტომბრის სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურეობის თაობაზე №-- ხელშეკრულებით, 2017 წლის 15 და 17 ნოემბრის საბაჟო დეკლარაციებით, საქონლის გადაზიდვის ხელშეკრულებით, საბანკო დაწესებულებებიდან და მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლის თანახმად, 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაში შპს ,,გ---------“ ნაცვლად დაფიქსირებული შპს ,,---------–---------------------“ და საიდენტიფიკაციო ნომერი არ არსებობს. მობილური ტელეფონი +9--------------, რომელიც მითითებული იყო ხელშეკრულებაში და რომლის მეშვეობითაც შპს ,,ა------------------------“ წარმომადგენლები კავშირს ამყარებდნენ ,,გ--------–----–---–-------’’, ეკუთვნის გ------------------ს მეუღლეს. ხოლო, საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კი ანგარიშის ნომერი, რომელიც დაფიქსირებული იყო ხელშეკრულებაში, როგორც შპს ,,გ--------–----------------------“ ანგარიშის ნომერი, არ არსებობს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - მ--------------------, თ--------------- და ლ--------------- ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, თუ როგორ მივიდა შპს ,,გ------------ის“ წარმომადგენელი გ------------------ გეზი ,,ფ------’’ მომსახურების სამმართველოში და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ როგორ მოხსნა ა/მანქანა კონტროლიდან და სს ,,ფ--------–-----–-“ 2017 წლის 22 ნოემბერს დეკლარაციის წარდგენის გზით, როგორ გაიტანა გ------------------მ საკონდიტრო ნაწარმი. ამასთან არ არსებობს თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მხარეთა უშუალო მონაწილეობით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები იყო სრულყოფილი და თანმიმდევრული.
2.12.25. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
2.12.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
2.12.27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------------------მ ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გ------------------ მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით, წინასწარ მომზადებული გეგმით, რაც მოიცავდა არაერთი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტის თუ ელექტრონული ფოსტის მისამართის დამზადებას) დაეუფლა შპს ,,ა---------------------“ კუთვნილ 69 031,38 ლარის ღირებულების საკონდიტრო ნაწარმს, რის შედეგადაც კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობით ზიანის 10 000 ლარიან ზღვარს).
4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ თანაზომიერი და პროპორციული ზომის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თავის მხრივ, ადეკვატური სასჯელის დანიშვნისთვის აუცილებელია, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, სახისა და ხასიათის, არამედ დამნაშავის როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის შეფასება. ნიშანდობლივია, რომ სასჯელი თავისი არსით, უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გაანალიზებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილთან ერთობლიობაში, რომლის თანახმადაც, სასჯელი უნდა პასუხობდეს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------------------ს მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასებს როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე ბრალდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში შეარჩევს, თუ რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.3. სასამართლო განმარტავს: როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ისე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია საკუთრების უფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევები უნდა იქნეს პასუხგაცემული ცივილიზებულ ფორმებში. 5.1. პუნქტში განვითარებულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკანონმდებლო წინაპირობების ცალ-ცალკე აღნიშვნასა და შეფასებას. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ გ------------------მ შპს ,,ა---------------------“ კთვნილი დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით, მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, შეცდომაში შეიყვანა კომპანია.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან და ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენენ. სასამართლო მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ გ------------------ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება, კერძოდ, მოტყუებით სხვისი ქონების დაუფლება, რის გამოც მან ჩაიდინა თაღლითობა, რაც წარმოადგენს მომეტებული საშიშროების მქონე მძიმე დანაშაულს.
5.5. გ------------------ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მან კომპანიის წარმომადგენლები წინასწარ დადგეგმილი, სინამდვილის განზრახ დამახინჯებით, აგრეთვე გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვით, შეიყვანა შეცდომაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად შეუძლია იმის თქმა, რომ გ------------------ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით - მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა დამდგარი შედეგი.
5.6. სასამართლო ამავდროულად, მხედველობაში იღებს გ------------------ს წარსულ ცხოვრებას და მის პიროვნებას - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გ------------------ს პიროვნების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა.
5.7. სასამართლო 5.3.-5.6. პუნქტებში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმსჯელებს გ------------------ს მიმართ დასანიშნ სასჯელზე. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მის მიმართ, სასჯელის სახედ გამოიყენოს ჯარიმა, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის გამოსწორება და მისი რესოციალიზაცია. განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, სამართლიანობის აღდგენის განსაკუთრებული სიმძაფრე. სასჯელის მიზანთა შორის პირველ ადგილს სწორედ სამართლიანობის აღდგენა იკავებს, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ნების გამოხატულებაზე - ადეკვატური სასჯელის დანიშვნაზე მიუთითებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია გ------------------სთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის დანიშვნა, არ იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რის გამოც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის უდაბლეს ზღვარს ზევით, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებთან.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
რაც შეეხება, ნივთიერ მტკიცებულებას 1919 ყუთ საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ინახებოდა შპს ,,ს----------------“ სასაწყობე მეურნეობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინების საფუძველზე, დაუბრუნდა მესაკუთრეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
გ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულ გ------------------ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი