გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3021859-2/349-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.07.2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - ს-------------------
წარმომადგენელი - რ--------–-------
მოპასუხე - ნ-----–---------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ-----–---------–---–- ს------------------- სასარგებლოდ დაეკისროს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -7302,40 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანახაა 5916,02 ლარი, პროცენტი 695,85 ლარი, დაზღვევის პრემია 12,77, ჯარიმა 677,76 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 09 იანვარს ს-----------------“ და ნ-----–---------–---–- შორის დაიდო N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,თ-----------ა“ ნ-----–---------–---–--ე სესხის სახით გასცა 7700 ლარი 1096 დღის (36 თვის) ვადით, სარგებლის წლიურად 25%-ის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო 2.10 -ე მუხლის მიხედვით კი განისაზღვრა, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შედაგენდა დავალინების 0.5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
2018 წლის 09 იანვარს ს------------------- მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის ნ-----–- მ-----–---–-- სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 0.72%-ს , რომლის გადახდის ვალდებულებაც რ----------------- ეკისრებოდა.
ნ-----–- მ------–---–-- დაარღვის სს ,,თ-------------ნ“ დადებული ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა სესხის თანხა, მასზედ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად, რის შესახებაც მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად ფოსტის მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ- არც დამატებით ვადაში მოუხდენია დავალიანების დაფარვა, შედეგად ნ-----–---------–---–-ს ვადამოსილი დავალიანების სს,, თ-----------ს“ მიმართ სარჩელის აღძვრის მომენტისთვის N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7302,40 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5916,02 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 695,85 ლარს, დაზღვევის პრემია 12,77 ლარია, ხოლო ჯარიმა შეადგენს 677,76 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ნ-----–- მ------–---–-- სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. 2018 წლის 09 იანვარს ს-----------------“ და ნ-----–---------–---–- შორის დაიდო N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,თ-----------ა“ ნ-----–---------–---–--ე სესხის სახით გასცა 7700 ლარი 1096 დღის (36 თვის) ვადით, სარგებლის წლიურად 25%-ის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო 2.10 -ე მუხლის მიხედვით კი განისაზღვრა, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შედაგენდა დავალინების 0.5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების პირობები;( ს.ფ.15-16)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;(ს.ფ.17-19)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;( ს.ფ. 20-21)
- სესხის ხელშეკრულება N3---------------ის დანართი( ს.ფ.22-24)
3.1.2. 2018 წლის 09 იანვარს ს------------------- მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის ნ-----–- მ-----–---–-- სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 0.72%-ს , რომლის გადახდის ვალდებულებაც რ----------------- ეკისრებოდა.
. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ( ს.ფ. 22)
3.1.3.ნ-----–- მ------–---–-- დაარღვა სს ,,თ-------------ნ“ დადებული ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა სესხის თანხა, მასზედ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად, რის შესახებაც მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად ფოსტის მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ- არც დამატებით ვადაში მოუხდენია დავალიანების დაფარვა, შედეგად ნ-----–---------–---–-ს ვადამოსილი დავალიანების სს,, თ-----------ს“ მიმართ სარცელის აღძვრის მომენტისთვის N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7302,40 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5916,02 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 695,85 ლარს, დაზღვევის პრემია 12,77 ლარია, ხოლო ჯარიმა შეადგენს 677,76 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შეტყობინება( ს,ფ.25)
-მხარეების ახსნა-განმარტება;
-30.05.2019წ. ცნობა დავალიანების დაფარვის შესახებ;(ს.ფ.27)
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
-მხარეების მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემობებები დადგენილი არაა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 77,76 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ნ-----–---------–---–- მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ნ-----–- მ------–---–-- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს,,თ-----------"უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხა - 5916,02 ლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია.
განსახილველ შემთხვევაში, სესხის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 695,85 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, დადგენილ ვადაში გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია, რადგან სესხის თანხაზე და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 677,76 ლარი უნდა შემცირდეს 77,76 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 219,08 ლარის ოდენობით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე მხარეს დაკისრებული თანხის შესაბამისად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნ-----–---------–---–- (პ/ნ 1----------- მოსარჩელე ს------------------- (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6702,4 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5916,02 ლარი, პროცენტი - 695,85 ლარი, დაზღვევის პრემია-12,77, ჯარიმა - 77,76 ლარი.
3. სს ,,თ-----------“ უარი ეთქვას მოპასუხე ნ-----–---------–---–-ს მიმართ ჯარიმის 600 ლარის დაკისრებაზე.
4.ნ-----–---------–---–- ს------------------- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 201,072 ლარის გადახდა.
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია