გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/30512-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.07.2019წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ს/ს „ტ--------ი“
წარმომადგენელი: ა----------ე
მოპასუხეები: შპს „ა-----------“, ნ-----–--------–--
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ა-----------“-ს და ნ-----–--------–--ს დაეკისროთ ს/ს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ: ძირი - 14 636,87 ლარი, პროცენტი - 919,69 ლარი, ჯარიმა - 2 018,53 ლარი;
1.2. შპს „ა-----------“-ს და ნ-----–--------–--ს დაეკისროთ ს/ს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 18 ოქტომბრიდან - 2019 წლის 22 მარტამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითადი დავალიანების - 14 636,87 ლარის წლიური 18%, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 22 მარტს ს/ს „ტ--------ი“-ს და შპს „ა-----------“-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 20 000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 22 მარტამდე. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ნ-----–--------–--სთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება - პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი - 22 019,49 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება, რაც გახდა სასამართლოში მომართვის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია
2018 წლის 7 ნოემბერს შესაგებელი წარმოადგინეს შპს „ა-----------“-მ და ნატო ჯანაშიამ, რითიც სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. მოპასუხეთა განმარტებით, პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრვი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 22 მარტს ს/ს „ტ--------ი“-ს და შპს „ა-----------“-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 20 000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა - 2019 წლის 22 მარტამდე;
3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა შორის ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 2%, მაგრამ არაუმტეს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა.
3.1.3. 2018 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იმავე დღეს ს/ს „ტ--------ი“-ს და ნ-----–--------–--ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება - პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 22 019,49 ლარი;
3.1.4. 2018 წლის აგვისტოდან მოპასუხემ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, რის გამო ს/ს „ტ--------ი“-მ მიმართა გაფრთხილების წერილით
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს/ს „ტ--------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876–ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411–ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ აწესებს ზღვარს თუ რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს პროცენტზე შეთანხმება და, ამავე დროს, არც სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას სამართლიანობის, გონივრულობისა და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელოს ამ უკანასკნელზე. შესაბამისად, არსებობს რა მხარეთა შეთანხმება 2018 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთზე, წლიურ 18%-ზე მსესხებელი ვალდებულია ძირითად თანხასთან ერთად (14 636,87 ლარი) გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური 619,69 ლარის ოდენობით. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს, სკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება რომ მის მიერ გადახდილია პროცენტი. ასევე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, რადგან 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი) მოპასუხეების მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისას, ს/ს „ტ--------ი“ მიიღებდა შემოსავლის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 18% საპროცენტო სარგებელს
ნაწილობრივ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილშიც, რაც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2018 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „ტ--------ს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა 2 018,53 ლარი არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 600 ლარამდე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს. თუმცა, თავდებობის ინსტიტუტი შედარებით განსხვავებულად არეგულირებს პასუხისმგებლობის პირობებს. კერძოდ, თუ სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანს მოპასუხის ქონება წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ვალდებულება უზრუნველყოფილია მესამე პირის პერსონალური პასუხისმგებლობით.
მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა თავდების ვალდებულება, საკუთარი თავდების ფარგლებში შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი მოვალეობები. შესაბამისად, კრედიტორის წინაშე ძირითად მოვალესთან ერთად პასუხისმგებელი პირი ხდება თავდები პირიც. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ნ-----–--------–--სთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით, პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობით - 22 019,49 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან ს/ს „ტ--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, გაწეული სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს/ს „ტ--------ის“ სარჩელი შპს „ა-----------“-ს და ნ-----–--------–--ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს „ა-----------“-ს და ნ-----–--------–--ს დაეკისროთ ს/ს „ტ--------ი“ - ს სასარგებლოდ 2018 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე: ძირი - 14 636,87 ლარი; პროცენტი - 619 ლარი; ჯარიმა - 600 ლარი;
1.2. შპს „ა-----------“-ს და ნ-----–--------–--ს დაეკისროთ ს/ს „ტ--------ი“ - ს სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 18 ოქტომბრიდან - 2019 წლის 22 მარტამდე, ძირითადი დავალიანების 14 636,87 ლარის - წლიური 18%, მაგრამ არაუმეტეს 2 634,63 ლარისა;
1.3. ნ-----–--------–--ს პასუხისმგებლობა განისაზღვროს 22 019,49 ლარის ვალდებულების ნაწილში;
2. შპს „ა-----------“-ს და ნ-----–--------–--ს დაეკისროთ ს/ს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 475,68 ლარისა ანაზღაურება, ასევე სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #2/30512-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
18.07.2019წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ს/ს „ტ--------ი“
წარმომადგენელი: ა----------ე
მოპასუხეები: შპს „ა-----------“, ნ-----–--------–--
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების