გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
140310017002003131
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140310017002003131

საქმე № 3/191-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

 

მოსარჩელე: ტ------– თ--–-–---–ი

წ---------------–ი: ხ---- ქ-------–-–---–ი

 

მოპასუხე: კ----- მუნიციპალიტეტის მერია

წ---------------–ი: ზ------ კ-----ე

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური

წ---------------–ი: თ----- ი------–---–ი

 

მოპასუხე (მესამე პირი): რ--------- მ---------–ი

წ---------------–ი: ი----- მ---------–ი

 

მესამე პირი: ე-–------ მ------–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის და კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბრის №8------------03 და 2014 წლის 25 ნოემბრის №8------------06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;

 

1.2. სოფელ გ-------ეში, რ--------- მ---------–ზე მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1-- აქტის ბათილად ცნობა;

 

სარჩელის თანახმად, ტ------– თ--–-–---–ი არის კასპის რაიონ სოფელ გ-------ეს მკვიდრი და მუდმივად მაცხოვრებელი. მან, 1991-1992 წლებში მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის შემდეგ, 1998 წლის 18 აგვისტოს, კასპის რაიონ სოფელ გ-------ეში, პრივატიზაციით მიიღო მიწის ნაკვეთები, მათ შორის 0,23 ჰა ცალკე მდებარე ნაკვეთი, რაც გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გადაეცა ტ------– თ--–-–---–ს, მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.

2017 წლის 11 მაისს, ტ------– თ--–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და კ----- სარეგისტრაციო სამსახურს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ-- ქ.კ---ში მცხოვრებ რ--------- მ---------–ზე. ასევე გაირკვა, რომ რ--------- მ---------–ზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენილ-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №1-- იმის შესახებ, რომ ტ.თ--–-–---–ის მიერ პრივატიზაციით მიღებული მიწის ნაკვეთი, თითქოს რ--------- მ---------–ზე იმავე კომისიის მიერ გაცემულ-- 198 წლის 15 სექტემბერს(აქტი ასეა დათარიღებული). ამ მიზეზით, ტ.თ--–-–---–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 21 ივნისის №8------------04 გადაწყვეტილებით შეწყდა წარმოება.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ოფისმა და კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა რ--------- მ---------–ზე აღნიშნული ნაკვეთის რეგისტრაცია მოახდინეს აშკარა კანონდარღვევით, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტის ფოტოასლის ფოტოასლი, რომლის დიდი ნაწილი, კერძოდ, რეკვიზიტები არ იკითხება ან ნაწილობრივ იკითხება კომისიის წევრთა ხელმოწერები და ბეჭდები. აქტი დათარიღებულია, როგორც 198 წელს გაცემული, თუმცა ნოტარიულად დამოწმებულია თითქოს 1998 წელს გაცემული. ამასთან ერთად, რ--------- მ---------–ი არასდროს ყოფილა სოფელ გ-------ის მაცხოვრებელი, არაფერი აკავშირებს აღნიშნულ სოფელთან და მასზე მიწის ნაკვეთის გაცემა პრივატიზაციით ვერ მოხდებოდა. რ.მ---------–ი და მისი ოჯახი წარმოადგენს ქ.კ----- მაცხოვრებლებს და მიწის რეფორმის დროს მის ოჯახს მიწის ნაკვეთები მიღებული აქვთ როგორც ქ.კ---ში, ისე სოფელ კ---------ში. არ არსებობდა სამართლებრივი ნორმა, რომლის შესაბამისად ასეთ ვითარებაში ქ.კ---ში მაცხოვრებელ მოქალაქეს რეფორმის ფარგლებში სხვა რომელიმე სოფელში მიეღო მიწის ნაკვეთი. რეფორმისას მიწის ნაკვეთები გაიცემოდა ოჯახებზე(კომლებზე) და არა ოჯახის თითოეულ წევრზე ცალ-ცალკე.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრს ნაკვეთების იდენტიფიცირება არ მოუხდენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს - კ----- სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის N-8------------03 და 2014 წლის 25 ნოემბრის N-8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხე არ სცნობს და შესაბამისად ითხოვს მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2014 წლის 29 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განაცხადით მიმართა რ--------- მ---------–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: რაიონი კასპი, სოფელი გ-------ე. უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით წარმოდგენილი იყო N-1-- მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2014 წლის 15 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N 8------------03 გადაწყვეტილება რ--------- მ---------–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2--.

 

2014 წლის 14 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს ისევ მიმართა რ--------- მ---------–მა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: რაიონი კასპი, სოფელი გ-------ე. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი იქნა შპს "ბ---ს" დირექტორის პ----–---–ის განმარტება, საკადასტრო მონაცემების ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

2014 წლის 25 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N-8------------06 გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.

 

2017 წლის 11 მაისს სარეგისტრაციო სამსახურს N 8----------- განცხადებით მიმართა ტ------– თ--–-–---–მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: კ---ი, ს. გ-------ე, მაგრამ 201- წლის 26 ივლისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N8------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 6-.1-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ასევე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაინიშნა მედიაცია, რომლის დასრულებამდეც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ უფლების დამდგენი დოკუმენტიდან, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადაო რეგისტრაცია, ნათლად ჩანს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, რაც საკმარისი იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და სანამ აღნიშნული დოკუმენტი ძალაში იქნება, რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულით დგინდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის სრული დაცვით და არ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, სოფელი გ-------ე არის მაღალმთიანი ტერიტორია და დიდი ხანი ამ სტატუსით სარგებლობდა. კომუნისტების პერიოდში მოხდა მოსახლეობის აყრა და ს-------სა და კ---ში ჩამოსახლება. 1970-იანი წლებიდან აღდგა აღნიშნულ სოფელში ცხოვრება და 1980-იან წლებში მაცხოვრებლებს დაურიგდათ მხოლოდ სასახლკარე მიწის ნაკვეთები. 1992-იან წლებში მოხდა მიწის რეფორმა და ს-------ელებსა და კ---ში მაცხოვრებლ მოსახლეობაზე განაწილდა მიწის ნაკვეთები. 1992 წელს მაცხოვრებლებს უფრო მეტი მიწის ფართობი დაურიგდათ, ვიდრე საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ სოფლის მკვიდრებს. სოფელ გ-------ეში ჩაწერილები იყვნენ, ძირითადად ს-------სა და კ---ში მცხოვრები ხალხი და ძირითადად სწორედ მათზე მოხდა მიწის ნაკვეთის განაწილება 1990-იან წლებში. მიწის განაწილების რუკები დღეის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის ხ--–---------–ობასთან და მიწის მართვის სამმართველოში დაცული არ არის. აღნიშნული სოფლის წ---------------–ი ტერიტორიულად ეკუთვნის ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულს, კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, მათ მოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა მიწის ნაკვეთი შეიძლება ჰქონოდა რ--------- მ---------–ს ან ტ------– თ--–-–---–ს, მაგრამ სოფელში ხალხის სიმცირის გამო ფიზიკურად ვერ მოხერხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების გამიჯვნა. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტს, იგი გაცემულია 1990-იან წლებში და არ გასაჩივრებულა, მიმდინარეობს საქმის წარმოება, დანიშნულია ექსპერტიზაც, დღეის მდგომარეობით არ არის ძალადაკარგული. აქედან გამომდინარე, იგი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოპასუხის (მესამე პირის) - რ--------- მ---------–ის წარმომადგენელმა, ი----- მ---------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა 2014 წლის 9 ოქტომბერს, მასზე თანდართული დოკუმენტაციით. მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულიად კანონიერად დაარეგისტრირა უძრავი ქონება, არა წ---------------–ზე, არამედ მის მარწმუნებელზე - რ--------- მ---------–ზე. საკითხავია, თუ რა საკითხი უნდა შეესწავლა დეტალურად იმ პერიოდში მარეგისტრირებელ ორგანოს მაშინ, როდესაც მოსარჩელეს სრულად რეგისტრირებული ჰქონდა მისთვის განკუთვნილი 3ჰა მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2014 წლის 19 ნოემბერს მიიღო №8------------03 გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რ--------- მ---------–ის მიერ მოთხოვნილია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია, ჩამოთვლილია შესაბამისი დოკუმენტები, მაგრამ წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ ხდებოდა ზედდება უძრავ ნივთზე ს/კ 6-.1-.4-.1--, მარეგისტრირებელმა ორგანომ მოითხოვა კორექტირება და მხოლოდ ასეთი კორექტირებული ნახაზის მიღების შემდეგ განაახლა წარმოება და მიიღო 2015 წლის 25 ნოემბრის №8------------05 გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო სიღრმისეულად სწავლობდა საკითხებს და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, განეხორციელებინა თუ არა რეგისტრაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოცემულ შემთვევაში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტები ან მისი ნაწილი, არანაირ ინდივიდუალურ ზიანს არ აყენებს მას და არც მის უფლებებს არ ზღუდავს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ამონაწერიდან დასტურდება, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელ სახლთან დაირეგისტრირა 16 მეასედი მიწის ფართობი, ასევე, ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 23 მეასედი მიწის ფართობი. მისი ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან ჰქონდა 0,37 ჰა და მის მეზობლად მომიჯნავედ 0,23 ჰა, რაც დაირეგისტრირა კიდეც. იმ ფართობებით მთლიანად ბალანსდება მისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმა -3 ჰა. აქედან გამომდინარე, ტ.თ--–-–---–ის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს მისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, იგი მივიდა საჯარო რეესტრში და მოითხოვა 0,23 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაც. ანუ, ის 23 მეასედი, რაც მომიჯნავედ ჰქონდა დარეგისტრირებული გაიუქმა და მოითხოვა ხელახალი 23 მეასედის რეგისტრაცია.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულ მუხლში ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელეს, რაც მოსარჩელეს არ მიუყენებია. არ არსებობს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და შესაბამისად, არც აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

მოსარჩელე აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ორჯერ შეაჩერა საქმის წარმოება, რათა სრულად და ობიქტურად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე განეხორციელებინა რეგისტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ, მესამე ეტაპზე განახორციელა რეგისტრაცია. სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსად ჩანს ტ------– თ--–-–---–ი და ბუნებრივია, მთელი სოფლის მოსახლეობა ვერ გამოიკითხებოდა. რაც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლს, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ბუნდოვანია თუ რატომაა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიწის ნაკვეთის განაწილების დროს, მესამე პირი და მისი წ---------------–ი იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოზომეს ნაკვეთები და ისე დაურიგეს.

რ--------- მ---------–ი და მისი მშობლები გადასახლდნენ სოფელ გ-------ედან ერთი კილომეტრის მოშორებით სხვა სოფელში, სადაც მათთვის პრივატიზაციის პერიოდში არ მიუციათ მიწის ნაკვეთი. სწორედ ამიტომ, მათ მიწის ნაკვეთები სოფელ გ-------ეს ტერიტორიაზე მიიღეს, რადგან იქ არსებული მიწის ნაკვეთები ამის საშუალებას იძლეოდა.

რაც შეეხება ბოლო სასარჩელო მოთხოვნას სოფელ გ-------ეში, რ--------- მ---------–ზე მიწის ნაკკვეთების გადაცემის შესახებ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1-- აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მოსარჩელე ზერელედ მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის მუხლზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სადავო არაა, რომ ნოტარიუსმა კანონის ფარგებლში დაადასტურა ფოტოასლის იდენტობა დედანთან და არა ფოტოასლის ფოტოასლის იდენტობა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ი---- ა-----–---–ს - რ--------- მ---------–ის მეუღლეს, რომელიც გარდაცვლილია, სოფელ კ---------ის ტერიტორიაზე აქვს მიწის ნაკვეთები, რეალურად ეკუთვნოდა ე-–------ ა-----–---–ს - ი---- აღაპაშვილის მამას. როგორც საქმეში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2017 წლის 11 მაისს, სარეგისტრაციო სამსახურს №8----------- განცხადებით მიმართა ტ------– თ--–-–---–მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: კ---ი, ს. გ-------ე, რაზედაც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 18 მაისს აცნობა, რომ წარმოედგინა დაკორექტირებული საკადასტრო ნახაზი, რაც ტ.თ--–-–---–მა არ შეასრულა მოცემულ ვადაში, რის შემდეგაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. 2017 წლის 20 მაისს მოსარჩელესათვის უკვე ცნობილი იყო, რომ რ--------- მ---------–ზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, რაც მან გაასაჩივრა. აღნიშნული გადაწყვეტილებები საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში, თუმცა ტ.თ--–-–---–მა ისინი მარეგისტრირებელ ორგანოში გაასაჩივრა და მხოლოდ 2017 წლის 10 ივლისს მიმართა სასამართლოს, რითაც დაარღვია კანონით დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნები არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2014 წლის 29 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურს №8----------- განაცხადით მიმართა რ--------- მ---------–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: რაიონი კასპი, სოფელი გ-------ე. უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით წარდგენილი იყო N-1-- მიღება-ჩაბარების აქტი.

მტკიცებულება: 2014 წლის 29 ოქტომბრის №8----------- განაცხადი;

 

3.2.2. საქართველოს ეროვნული არქივი - კ----- არქივის 2014 წლის 15 სექტემბრის სააქრივო ცნობის მიხედვით, კ----- ადგილობრივ არქივში დაცული, ა---–---–--ის თემის საკრებულოს, სოფელ გ-------ეს 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში რ--------- მ---------–ის კომლი არ ირიცხება; 2014 წლის 15 სექტემბერს ნოტარიუსმა რიმა ზ------იანმა დაამოწმა ი----- მ---------–ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1---ის ფოტოასლის იდენტურობა მის დედანთან; აღნიშნული აქტი დათარიღებულ-- 198 წლის 15 სექტემბრით და მითითებულ--, რომ ქალაქ კ---ში მცხოვრებ მ---------–ი რ--------- მ-----–ის ასულზე გამოყოფილ-- 1,25 ჰა. ხელმოწერილ-- კომისიის წევრების მიერ და აქვს ბეჭედი.

მტკიცებულება: საქართველოს ეროვნული არქივი - კასპის არქივის 2014 წლის 15 სექტემბრის სააქრივო ცნობა; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1--;

 

3.2.3. 2014 წლის 15 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N 8------------03 გადაწყვეტილება რ--------- მ---------–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2--. უფლებადამდგენ დოკუმენტად მითითებულ-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1--.

მტკიცებულება: 2014 წლის 15 ოქტომბერის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ N 8------------03 გადაწყვეტილება;

 

3.2.4. 2014 წლის 3 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ------ დ--–---–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: რაიონი კ---ი, სოფელი გ-------ე. განცხადებაზე თანდართული იყო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1--, რომელიც დათარიღებულ-- 1998 წლის 18 ოქტომბრით და რომლის თანახმად, კ----- რაიონ სოფელ გ-------ეში მცხოვრებ დ--–---–---– მ------ თ------ის ძეს გამოეყო 0,20 ჰა. აღნიშნულ აქტს ხელს აწერდნენ: ს.ნ----–---–ი, კ.ბ-----–---–ი, ნ.დ--–---–---–ი, ასევე, თემის საკრებულოს გამგებელი. საქართველოს ეროვნული არქივი - კ----- არქივის 2014 წლის 21 ოქტომბრის საარქივო ცნობის თანახმად, კ----- ადგილობრივ არქივში დაცული, ა---–---–--ის თემის საკრებულოს, სოფელ გ-------ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში მ------ თ------ის ძე დ--–---–---–ი არ ირიცხება. 2014 წლის 7 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება;

მტკიცებულება: 2014 წლის 3 ნოემბერის განცხადება; საქართველოს ეროვნული არქივი - კ----- არქივის 2014 წლის 21 ოქტომბრის სააქრივო ცნობა; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1--; 2014 წლის 7 ნოემბერის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება;

 

3.2.4. 2014 წლის 14 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა რ--------- მ---------–მა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: რაიონი კ---ი, სოფელი გ-------ე.

მტკიცებულება: 2014 წლის 14 ნოემბრის განცხადება;

 

3.2.5. 2014 წლის 25 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N-8------------06 გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.

მტკიცებულება: ცვლილების შესახებ 2014 წლის 25 ნოემბრის N-8------------06 გადაწყვეტილება ;

 

3.2.6. 2017 წლის 11 მაისს სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით მიმართა ტ------– თ--–-–---–მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: კ---ი, ს.გ-------ე. 201- წლის 26 ივლისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N8------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 6-.1-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ასევე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაინიშნა მედიაცია, რომლის დასრულებამდეც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.

მტკიცებულება: 2017 წლის 11 მაისის N8----------- განცხადება; 2017 წლის 26 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

 

3.2.7. 201- წლის 28 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №8------------05 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტ------– თ--–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულ-- უძრავი ნივთი ს/კ 6-.1-.4-.0-- -6029.00 კვ.მ (პროექტის ფარგლები); განცხადებით შეტანილი იყო 6305 კვ.მ, 10000 კვ.მ, 4039 კვ.მ, 2342 კვ.მ და 2245 კვ.მ, სულ 30960 კვ.მ, რაც 1%-ზე მეტად აღემატება საარქივო ცნობაში მითითებულ ფართს - 30 000 კვ.მ-ს;

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილება;

 

3.2.8. 2017 წლის 17 აგვისტოს ტ------– თ--–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, საარქივო ცნობა, მინდობილობა, აზომვითი ნახაზი, ელ-ვერსია, პირადობის მოწმობის ასლები და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე კ---ი, სოფელი გ-------ე(10000);

მტკიცებულება: 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადება;

 

3.2.9. 2017 წლის 17 აგვისტოს ტ------– თ--–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ-ვერსია და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე კ---ი, სოფელი გ-------ე(2700). 2017 წლის 23 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება და 2017 წლის 23 აგვისტოს №3----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია კ----- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან;

მტკიცებულება: 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადება; 2017 წლის 23 სარეგისტრაციო წარმოების შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება;

 

3.2.10. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №1-- შედგენილ-- 1998 წლის 18 აგვისტოს, აქტის თანახმად, კასპის რაიონ სოფელ გ-------ეში, კომისიის თავმჯდომარემ - სოფელ გ-------ეს საპატრიარქოს მეურნეობის ხ--–---------–მა ს.ნ----–---–მა, რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის განყოფილების უ--------- კ.ბ-----–---–მა და წ---------------–მა გ.დ--–---–---–მა ჩაიბარეს კ----- რაიონის სოფ.გ-------ის მცხოვრებ თ--–-–---–ი ტ------–ი პ------ს ძის სარგებლობაში გამოყოფილი მიწები, სულ 3.0 ჰა 7 ნაკვეთად. აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ ს.ნ----–---–ი, კ.ბ-----–---–ი, გ.დ--–---–---–ი, ტ.თ--–-–---–ი და ა---–---–--ის საკრებულოს გამგებელი მ.ი-------.

მტკიცებულება: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №1--;

 

3.2.11. 2017 წლის 18 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველ ინგა მ------–-–---–ისგან მყიდველმა ლ-- ჯ-----–---–მა წარმომადგენლის - ო----- თ--–-–---–ის მეშვეობით შეიძინა კ----- რაიონ სოფელ გ-------ეში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება(ფართობი 2823 კვ.მ), ს/კ 6-.1-.4-.1--;

მტკიცებულება: 2017 წლის 18 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.2.12. საქართველოს ეროვნული არქივის კ----- არქივის 2017 წლის 7 ივლისის №A------------03 ცნობიდან ირკვევა, რომ მოპასუხე რ--------- მ---------–ი 1986-1995, 1996-2006 წლებით დათარიღებულ, სოფ.გ-------ის საკომლო წიგნებში არ ირიცხება. ასევე, არ აღმოჩნდა 1992 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში.

მტკიცებულება: საქართველოს ეროვნული არქივის კ----- არქივის 2017 წლის 7 ივლისის №A------------03 ცნობა;

 

3.2.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის #21-2-- წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, რეგ. №8------------ზე თანდართულ მიწის ნაკვეთის საზღვრები ინფორმაციის მომზადების მომენტისთვის ზედდებაშია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებარეგისტრირებულ 2(ორი) უძრავ ნივთთან, ს/კ 6-.1-.4-.2-- და 6-.1-.4-.2--, რაც შეეხება სისტემურად აღწერილ მონაცემებს, ჩანაწერებში მითითებულია: ზ------ მ-----–-–---–ი, გ------- ი------- და ე-–------ მ------–-–---–ი. ხოლო რეგ. №82014613225-ზე თანდართულ მიწის ნაკვეთის საზღვრები ინფორმაციის მომზადების მომენტისთვის რეგისტრირებულია ს/კ 6-.1-.4-.2--. რაც შეეხება სისტემურად აღწერილ მონაცემების ჩანაწერებს, მითითებულ--: ზ------ მ-----–-–---–ი, გ------- ი------- და ე-–------ მ------–-–---–ი.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის #21-2-- წერილი თანდართულ მასალებთან ერთად;

 

3.2.14. მოწმეების კ--- ბ-----–---–ის და ს------ ნ----–---–ის ახსნა-განამრტებებით დადგენილია, რომ მიწის რეფორმის დროს მიწის ნაკვეთები განაწილდა კ----- რაიონის სოფელ გ-------ეს და წარმოშობით გ-------ედან მყოფ კ---ში მცხოვრებ მოქალაქეებზე. სადავო მიწის ნაკვეთის ტერიტორია ეკუთვნოდა საპატრიარქოს და გადაეცა მოქალაქეებს. მიღება-ჩაბარების აქტებს ნომრები ენიჭებოდა ნაკვეთების ნომრების მიხედვით, აქტების შედგენა ხდებოდა ადგილზე.

მტკიცებულება:

მოწმეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.15. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №59/3----- წერილის თანახმად, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, რ--------- მ---------–ი 24.05.1990 წლიდან 2000 წლის ჩათვლით რეგისტრირებული იყო მისამართზე - კ---ი, შ.რ---------–ის ქუჩა №52-ში. რ--------- მ---------–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი---- ა-----–---–თან, ქორწინების აქტი N90 რეგისტრირებულია 1985 წლის 28 სექტემბერს კ----- მმაჩის განყოფილების მიერ. ქორწინება შეწყვეტილია 2018 წლის 29 აგვისტოდან ი---- ა-----–---–ის გარდაცვალების გამო. რაც შეეხება ი---- ა-----–---–ის მისამართს, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის და აღნიშნულ პირზე გაცემული პირადობის მოწმობების განცხადება-ანკეტების გადამოწმების შედეგად, ი---- ა-----–---–ი 23.01.1995 წლიდან 2000 წლის ჩათვლით რეგისტრირებული იყო მისამართზე - კ---ი, შოთა რ---------–ის ქ.№52-ში. აღნიშნული პირის 1995 წლამდე რეგისტრაციის ადგილის დასადგენად, სააგენტოს კასპის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში გაგზავნილ იქნა მოთხოვნა ი---- ა-----–---–ის მიმართ გაცემული სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მონაცემების გადამოწმების მიზნით, სადაც ი.ა-----–---–ის სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მონაცემები არ დაიძებნა.

მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №59/3----- წერილი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

1.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის და კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბრის №8------------03 და 2014 წლის 25 ნოემბრის №8------------06 გადაწყვეტილებები, ხოლო სოფელ გ-------ეში რ--------- მ---------–ზე მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1-- აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, არ უნდაა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი" ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილება, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლოით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ)ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამისნითროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტირიებული მონაცემების სრულყოფას და ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამ კანონის მიზანი მისი მე-2-ე მუხლის თანახმად არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ:

ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად;

ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად;

გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

ხოლო მე-3-ე მუხლი განსაზღვრავს მართზლომიერი მფლობელობის და საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს და გარემოებებს.

ლ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი – მუნიციპალიტეტის მერი ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირი ან მოხელე;

მ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

ე) მიწის ნაკვეთი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე;

რ) მყარი სასაზღვრო მიჯნა – ღობე ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობა, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა;

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერად არის გაცემული მიღება- ჩაბარების აქტები N1-- და N1-- და წარმოადგენენ თუ არა უფლებადამდგენ დოკუმენტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის პოზიცია აქტის სიყალბის შესახებ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, რაც არ არის წარმოდგენილი. ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არ არის დასრულებული. ამიტომ სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად შეაფასებს მხოლოდ დოკუმენტის კანონიერებას.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. N503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის #148 დადგენილებით განისაზღვრა მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესი და დამტკიცდა შესაბამისი დებულება, რომლის პირველი პუნქტით, მიწის ნაკვეთის შერჩევის უფლება მიეცა მიწის რეფორმის რაიონულ კომისიას - საკუთრებაში, სარგებლობასა და მფლობელობაში გადასაცემად. იმავე დებულების მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მოსარგებლეზე ადგენდნენ მიწის ნაკვეთის აქტს 5 ცალად, სადაც აღნიშნავდნენ შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობას და საერთო ფართობს სავარგულების მიხედვით. მონაცემებს დაიტანდნენ მიწათსარგებლობის გეგმაზე. აქტს ხელს აწერდა კომისიის ყველა წევრი, აგრეთვე შესაბამისი სოფლის გამგეობისა და მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი. რაიონული კომისია მიწის შერჩევის მასალებს 3 დღის ვადაში წარუდგენდა რაიონის გამგეობას განსახილველად. დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, რაიონის გამგეობა 4 დღის ვადაში იხილავდა მიწის ნაკვეთების შერჩევის მასალებს თითოეული მიწათმოსარგებლის მიხედვით და იღებდა გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ. დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, რაიონის გამგეობა, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შერჩეული მიწის ფართობის შესახებ მასალებს (შერჩევის აქტებს 3 ეგზემპლარად, მიწათსარგებლობის გეგმებს) უგზავნიდა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და კადასტრის კომიტეტს შესათანხმებლად. მე-9 პუნქტის საფუძველზე, მიწის ფართობის ადგილზე გამიჯვნას, ახორციელებდა სასოფლო მიწის რეფორმის კომისია და რეგისტრაციაში ატარებდა ამავე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის განყოფილება. მე-10 პუნქტის თანახმად, ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდეგ თითოეულ პიროვნებაზე დგებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერდა სოფლის გამგეობისა და მეურნეობის (სასოფლო-სამეუნეო საწარმოს) ხელმძღვანელი, აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლეოდა მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას (გამგებელს), მიწის გამომყოფი რაიონის გამგეობას, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

 

ამ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი აქტი გაცემულია ყველა ამ სავალდებულო რეკვიზიტის დაცვით. რაც შეეხება თარიღს, სასამართლო იზიარებს საჯარო რეესტრის პოზიციას, რომ მიუხედავად აღნიშნული ხარვეზისა მარეგისტრირებელ ორგანოს ფაქტობრივი გარემოების, მონაცემის იდენტიფიცირების შესაძლებლობისას მიიჩნევს დოკუმენტს იურიდიული ძალის მქონედ, რაც არ წარმოადგენს კანონის დარღვევას.

 

სასამართლო უთითებს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების შესახებ კანონის მე -17 მუხლს, რომლის მეორე ნაწილის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები:

ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი;

ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის N1-- უფლებადამდგენ დოკუმენტად ჩათვლა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისია.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია ორი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებიც კანონიერად არის გაცემული მიწის რეფორმის პერიოდის კანონმდებლობის მიხედვით და სწორედ მათში მითითებული მონაცემების შეფასების შედეგად უნდა გაირკვეს სწორად დადგინდა თუ არა მიწის ნაკვეთების მახასიათებლები და ადგილმდებარეობა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების საკითხის გარკვევისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად და სათანადოდ არ შეფასა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არ დაადგინა სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სააგენტომ რ--------- მ---------–ის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით ისე დაარეგისტრირა მისი საკუთრების უფლება და შემდეგ ცვლილება სადავო მიწის ნაკვეთზე, რომ არ შეამოწმა მისი მდებარეობა და იდენტურობა, მასთან არსებულ და დაცულ სხვა, ამ შემთხვევაში, სისტემური აღწერის და მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებთან. სააგენტომ ისე ჩათვალა უტყუარად ზემოხსენებული საკადასტრო მონაცემები, რომ არ შეისწავლა და გაითვალისწინა მათი შესაბამისობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან. ასევე ისე უთხრა, უარი ტ------– თ--–-–---–ს მიღება-ჩაბარების აქტი N1-- მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე სხვა ნაკვეთთან ზედდების გამო, რომ არ გამოუკვლევია ამ ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ უფლებადამდგენ დოკუმეტებში, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია ნაკვეთების ადგილმდებარეობა და სხვა მომიჯნავე ნაკვეთები. მიღება-ჩაბარების აქტში N1-- ნაკვეთის დასახელებად აღნიშნულია ,,სოფელთან“, ზოგადი განმარტება. მიღება-ჩაბარების აქტში N1-- დაკონკრეტებულია მდებარეობა ,,ხ---------ები“, ორივე აქტში მოსაზღვრეების მიწის ნაკვეთები მხოლოდ დანომრილია და მფლობელების გვარები არ არის შეტანილი, მაგრამ გარკვეულია ფართობი მიწის ნაკვეთების და მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტები: გზა, ხევი, სახ. მიწა, საზ. მიწა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მდებარეობის დაზუსტება. გასათვალისწინებელია აგრეთვე მოწმეთა ახსნა-განმარტებით დადგენილი გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი განაწილდა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა საპატრიარქოს და რომლის აღმნიშვნელიც არის სავარაუდოდ სახ. მიწა და საზ. მიწა, რაც იდენტიფიცირების დამატებით საშუალებას იძლევა. სააგენტომ ისე დაარეგისტრირა რ--------- მ---------–ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბრის №8------------03 და 2014 წლის 25 ნოემბრის №8------------06 გადაწყვეტილებები, მიღება-ჩაბარების აქტის N1-- საფუძველზე, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლ-- და არ შეაფასა. არ შეამოწმა სხვა პირთა საკუთრების უფლება სისტემური აღწერის მონაცემებით სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, იდენტურობა არ დგინდებოდა სარწმუნოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად და ამიტომ უნდა გამოეკვლია მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით და დაედგინა, რაც არ გაუკეთებია.

 

სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ ადმინისიტრაციული წარმოებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის განსაკუთრებული ვითარება, რაც ახასიათებდა მიწის რეფორმის დროს მიწების განაწილებისას დოკუმენტების შედგენას, როდესაც სრულყოფილად არ ხდებოდა მითითება რაიმე მონაცემის, ამ შემთხვევაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მფლობელების ვინაობის და ადგილზე უნდა შეესწავლა და გაერკვია სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და არ მიეჩნია, რომ უტყუარად იყო დადგენილი წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ამასთან, აღნიშნავს, რომ ადგილმდებარეობის დაზუსტებისათვის გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მიღებულ ინფორმაციას ნაკვეთის მართლზომიერ ფლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (მტკიცების ტვირთი) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს და ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის და კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბრის №8------------03 და 2014 წლის 25 ნოემბრის №8------------06 გადაწყვეტილებები.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის ან მესამე პირებისათვის მიკუთვნება. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს მოცემულ მიწის ნაკვეთზე მხარეთა (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა, მიიღოს ინფორმაცია ყველა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად, ინფორმაცია მიიღოს და ადგილზე შეამოწმოს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მონაცემების შესაბამისობა ადგილზე არსებულ ვითარებასთან და, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნული დავალების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლოში აღძრული სარჩელის მოცულობისა და ფარგლების გათვალისწინებით; ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით” განსაზღვრული დებულებებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ტ------– თ--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას, სოფელ გ-------ეში რ--------- მ---------–ზე მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1-- აქტის ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამავე კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ამგვარ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარია. ლ--ნა ჯ-----–---–ის მიერ 201- წლის 07 ივლისს ტ------– თ--–-–---–ის ადმინისტრაციულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს ტ------– თ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაეკისროს ტ------– თ--–-–---–ის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 600 (ექვსასი) ლარის გადახდა, ტ------– თ--–-–---–ის სასარგებლოდ.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაეკისროს ტ------– თ--–-–---–ის მიერ საარქივო ცნობის გაცემისთის გაწეული ხარჯის 44 (ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა, ტ------– თ--–-–---–ის სასარგებლოდ.

 

ტ------– თ--–-–---–ის შუამდგომლობა, მოპასუხეებისთვის სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების 180 (ას ოთხმოცი) ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხ--–---------–ა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ტ------– თ--–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის, მოპასუხე (მესამე პირი) რ--------- მ---------–ის, მესამე პირი ე-–------ მ------–-–---–ი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.2. ტ------– თ--–-–---–ის სარჩელი სოფელ გ-------ეში რ--------- მ---------–ზე მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1-- აქტის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის და კ----- სარეგისტრაციო სამსახურის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 6-.1-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბრის №8------------03 და 2014 წლის 25 ნოემბრის №8------------06 გადაწყვეტილებები.

 

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალოს რ--------- მ---------–ის მიერ 2014 წლის 09 ოქტომბერს და 2014 წლის 14 ნოემბერს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ უძრავ ქონებაზე რ--------- მ---------–ის საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, უფლებადამდგენი დოკუმენტების მონაცემების სისწორე და შესაბამისობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მონაცემებთან, მათ შორის სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან და მათი გათვალისწინებით, ადგილმდებარეობის დადგენა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთშესაბამისობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

3. ლ--ნა ჯ-----–---–ის მიერ 2017 წლის 07 ივლისს ტ------– თ--–-–---–ის ადმინისტრაციულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს ტ------– თ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაეკისროს ტ------– თ--–-–---–ის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 600 (ექვსასი) ლარის გადახდა, ტ------– თ--–-–---–ის სასარგებლოდ.

 

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაეკისროს ტ------– თ--–-–---–ის მიერ საარქივო ცნობის გაცემისთის გაწეული ხარჯის 44 (ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა, ტ------– თ--–-–---–ის სასარგებლოდ.

 

7. ტ------– თ--–-–---–ის შუამდგომლობა, მოპასუხეებისთვის სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების 180 (ას ოთხმოცი) ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

8. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული