განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002764683
N1/266-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ნ---- შ---–---, დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, განქორწინებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, მაღლაკელიძის ქუჩა N-, ბინა N--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მ-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2014 წლიდან, კ---- ჩ------, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ---- შ---–---სთან. თა--ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები თ------- ჩ------ (დ-------------) და ჯ--- ჩ------ (დ--------------). 2017 წლის დეკემბრიდან, კ---- ჩ------ და ნ---- შ---–--- დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზესტაფონში კეკელიძის ქუჩა N-----ში, კ---- ჩ------ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის განყოფილების თანამშრომელთან ერთად მისული იყო ნ---- შ---–---სთან, სადაც, ასევე, სახლში იმყოფებოდნენ თ------- ჩ------, ჯ--- ჩ------ და ნ---- შ---–--ის წინა ქორწინებიდან შვილი - გ------- ს------- (დ-------------). ნ---- შ---–--- გახდა აგრესიული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კ---- ჩ------ს, რის შემდეგადაც მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში მარცხენა მხარეს, ასევე, სამჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში ზედა მხრიდან, განაგრძობდა რა ძალადობას, ნ---- შ---–---მ ერთდროულად ორივე ხელით, ორივე ყურისა და სახის მარცხენა არეში მიაყენა დაზიანება, რასაც შეესწრო თ------- ჩ------, ჯ--- ჩ------ და ნ---- შ---–--ის წინა ქორწინებიდან შვილი - გ------- ს-------. ნ---- შ---–--ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად კ---- ჩ------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2014 წლიდან, კ---- ჩ------ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ---- შ---–---სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები თ------- ჩ------ (დ-------------) და ჯ--- ჩ------ (დ--------------). 2017 წლის დეკემბრიდან კ---- ჩ------ და ნ---- შ---–--- დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზესტაფონში კეკელიძის ქუჩა N-----ში, კ---- ჩ------ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის განყოფილების თანამშრომელთან ერთად მისული იყო ნ---- შ---–---სთან, რა დროსაც, ნ---- შ---–--- გახდა აგრესიული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კ---- ჩ------ს და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელის თავის არეში, ასევე, დაზიანება მიაყენა მარჯვენა ყურის არეში. ნ---- შ---–--ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად კ---- ჩ------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა კ---- ჩ------მ განცხადა, რომ ნ---- შ---–---სთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ჯ--- და თ------- ჩ------ები.
4. სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნ---- შ---–---მ განაცხადა, რომ კ---- ჩ------სთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ჯ--- და თ------- ჩ------ები.
5. 2015 წლის 18 ივნისის ჯ--- და თ------- ჩ------ების დაბადების აქტების ჩანაწერების თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნ---- შ---–---, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია კ---- ჩ------.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- შ---–--- და დაზარალებული კ---- ჩ------ არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
8. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სახით დაკითხულმა კ---- ჩ------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს, სოციალურ მუშაკებთან ერთად, მივიდა მისი ყოფილი მეუღლის, ნ---- შ---–--ის საცხოვრებელ სახლში და მიიყვანა ბავშვები. სახლში ყოფნის დროს, ნ---- შ---–---მ მიაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახის და თავის არეში რამდენჯერმე, ასევე, "ჩამოპორჭყნა" ყურზე, რის გამოც აღენიშნებოდა დაზიანებები. განიცადა ტკივილი. როდესაც ნ---- მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ადგილზე იყვნენ მისი შვილები, ტყუპები ჯ--- და თ------- ჩ------ები, რომლებიც ხელში ეკავა ნ---- შ---–--ის შვილს, გ------- ს-------ს. მის მიმართ ნ---- შ---–--ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრნენ სოციალური მუშაკებიც.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-- ჩ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში, სოციალურ მუშაკად. 2018 წლის 31 ოქტომბერს, შეტყობინების საფუძველზე, რომ ნ---- შ---–--- მცირეწლოვან შვილებს ტოვებდა სალხში უმეთვალყურეოდ, გამოცხადდა ნ.შ---–--ის საცხოვრებელ სახლში სიტუაციის შესასწავლად. ადგილზე მივიდა თა--მშრომელ თ.ფ-----–---–თან და განმცხადებელ კ.ჩ------სთან ერთად. სახლში მისვლის დროს, დახვდათ მცირეწლოვანი ბავშვები, ტყუპები ჯ--- და თ------- ჩ------ები და მათი ძმა, გ------- ს-------. ადგილზე ნ.შ---–--- არ იმყოფებოდა. სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, გაირკვა, რომ ნ---- სახლში მივდოდა ერთ საათში. როდესაც ნ.შ---–--- სახლში მივიდა, ის იყო აგრესიული ყოფილი მეუღლის კ---- ჩ-----ის მიმართ, მიაყენა მას თავდაპირველად სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეუარცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმა ჩაარტყა ხელი თავის არეში. აურზაურის დროს, მეზობლებს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ ფოიეში, ხოლო გ------- ს------- წასული იყო სახლიდან (წავიდა სპორტზე). მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ რა დროს გაიყვანეს მეზობლებმა ბავშვები ფოიეში, აღნიშნული არ დაუნახავს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 49-51) ნაწილი, სადაც აღნიშნულია "ნ---- შ---–--- ბინაში მოვიდა მასთან სატელეფონო გასაუბრებიდან დაახლოებით 20 წუთში. ნ---- შ---–---მ მოსვლისთანავე დაიწყო ყვირილი მისი ყოფილი მეუღლის კ---- ჩ-----ის მისამართით. კერძოდ, კ---- ჩ------ს მან უთხრა "შენ მე ვერ მომიხსნი სოციალურ დახმარებას და ვერ წამართმევ შვილებს". გარდა ამისა უწოდა შეურაცხყოფელი სიტყვები, როგორც მახსოვს უწოდა "საქონელი". რამდენიმე წამში ნ---- შ---–--- სწრაფად მივიდა კ---- ჩ------სთან და ორივე ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. კონკრეტულად თუ რამდენჯერ დაარტყა, არ ვიცი. ასევე, ნ---- შ---–---მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში კ---- ჩ------ს, კონკრეტულად თუ რომელი ხელი დაარტყა არ მახსოვს, რადგან მე მთელი ყურდღება გადავიტანე ნ---- შ---–--ის დაწყნარებაზე. ამის შემდეგ ნ---- შ---–---მ აიღო იქვე, კომოდზე მოთავსებული უთო და ცდილობდა კ---- ჩ-----ისათვის თავზე დარტყმას. კ---- ჩ------მ ხელი დაუჭირა ნ---- შ---–---ს და ხელიდან გააგდებინა უთო. აღნიშნულ დროს მას დაეხმარნენ ასევე იქ მყოფი პირები. დავინახე, რომ ნ---- შ---–---მ კ---- ჩ------ს ჩამოკაწრა მარჯვენა ყურზე, რის გამოც მას ჭრილობიდან წამოუვიდა სისხლი". პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ფ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სოციალური მომსახურეობის ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში სოციალურ მუშაკად. 2018 წლის 31 ოქტომბერს მიიღო შეტყობინება, რომ ნ---- შ---–--- მცირეწლოვან შვილებს უმეთვალყურეოდ ტოვებდა სახლში. აღნიშნულზე, შეტყობინების ავტორთან და სოციალურ მუშაკთან თ-----------ესთან ერთად გამოცხადდა ნ---- შ---–--ის საცხოვრებელ სახლში. სახლში მისვლისას, მათ, ადგილზე არ დახვდათ ნ---- შ---–---. ნ---- შ---–--- როდესაც დაბრუნდა სახლში იყო აგრესიული და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კ---- ჩ------ს და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში. შემდგომ კ---- ჩ------მ გამოიძახა პოლიცია და ნ.შ---–--- წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებითვე, როდესაც ნ---- შ---–--- დაბრუნდა სახლში, ბავშვები მათთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა აურზაურის შემდეგ, როდესაც მიიხედა, ნახა, რომ ბავშვები, მეზობლებს სადარბაზოში ჰყავდათ გაყვანილები და იდგნენ სადარბაზოს ბაქანზე. მისთვის უცნობია თუ როდის გაიყვანეს ბავშვები მეზობლებმა სადარბაზოში, ვინაიდან აღნიშნულზე ყურადღება არ მიუქცევია.
11. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების თ------ შ------–---ს, გ------- გ-------–-–---–-ს, ნ---- შ---–--ის, მ-----–- ლ----ის და ა---–--------ის დაკითხვა.
12. მოწმე მ-----–- ლ----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, 2019 წლის 31 ოქტომბერს მას დაუკავშირდა კ---- ჩ------მ, რომელმაც განუცხადა რომ სოციალურ მუშაკებთან ერთად აპირებდა მისგან დაქირავებულ ბინაში, ნ---- შ---–---სთან მისვლას და სთხოვა მითითებულ ბინაში მისვლა. ბინაში მისვლისას, მას, ადგილზე დახვდნენ კ---- ჩ------, სოციალური მუშაკები, მცირეწლოვანი ჯ--- და თ------- ჩ------ები და ნ---- შ---–--ის შვილი გ------- ს------ე. სოციალურმა მუშაკებმა ცალკე ოთახში შეიყვანეს გ------- ს------- და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვიდნენ, რის შემდეგაც გ------- ს------- წავიდა ბინიდან. რამოდენიმე ხანში, ბინაში მივიდა ნ---- შ---–---, რომელიც იყო აგრესიული და კ---- ჩ------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში, ასევე, ჩამოკაწრა მარჯვენა ყურზე, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ამ დროს, ბავშვები იმყოფებოდნენ ფოიეში.
13. მოწმე ა-- ც---------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მ-----–- ლ-----სთან ერთად მივიდა ნ---- შ---–--ის საცხვორებელ ბინაში, სადაც მათ დახვდათ კ---- ჩ------, სოციალური მუშაკები, მცირეწლოვანი ჯ--- და თ------- ჩ------ები და ნ---- შ---–--ის შვილი გ------- ს------ე. სოციალურმა მუშაკებმა ცალკე ოთახში შეიყვანეს გ------- ს------- და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვიდნენ, რის შემდეგაც გ------- ს------- წავიდა ბინიდან. რამოდენიმე ხანში, ბინაში მივიდა ნ---- შ---–---, რომელიც იყო აგრესიული და კ---- ჩ------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში, ასევე, ჩამოკაწრა მარჯვენა ყურზე, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ამ დროს, ბავშვები იმყოფებოდნენ ფოიეში და ძირითადად კონფლიქტს უყურებდნენ.
14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 31.10.2018 წ. 19:58-20:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. კ---- ჩ------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (მარჯვენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება რკალოვანი ფორმის მოწითალო, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,7X0,2 სმ. მარცხენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნება უსწორო დორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8X0,4 სმ.).
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
15. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- შ---–---მ განხორციელებული ქმედებით, კ---- ჩ-----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
17. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
20. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულის საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ---- შ---–--ის მიერ კ---- ჩ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ბრალდების მხარე მიუთითებს იმ მოწმეებზე, რომლებიც აცხადებენ რომ ბავშვები იმყოფებოდნენ ფოიეში და კონკრეტულად შეესწრენ თუ არა აღნიშნულ ფაქტს არ დაუნახავთ. სხდომაზე დაზარალებულმა კ---- ჩ------მ განაცხადა, რომ ბავშვები შეესწრნენ კონფლიქტს და ისინი ამ დროს ხელში ეჭირა ნ---- შ---–--ის შვილს გ------- ს-------ს. უდავოდ ცნობილი მოწმეების მ-----–- ლ----ისა და ა---–--------ის გამოკითხვის ოქმებით კი დასტურდება, რომ სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შემდეგ, გ------- ს-------მ დატოვა ბინა და წავიდა. გ------- ს------ის მიერ ბინიდან წასვლის ფაქტი, ასევე, დადასტურებულია მოწმე თ-----------ის ჩვენებითაც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ გ.ს------- მათი მისვლის შემდეგ წავიდა სპორტზე. მოწმეების, თ-----------ისა და თ----- ფ-----–---–ის ჩვენებებით, ასევე, დადასტურებულია ფაქტი იმისა, რომ მართალია თავიდან, როდესაც ბინაში მივიდნენ, ბავშვები იმყოფებოდნენ მათთან ერთად, თუმცა როდესაც კონფლიქტის შემდეგ ისინი მოიძიეს, იმყოფებოდნენ თ-- ჩ--------ს განმარტებით ფოეში, ხოლო თ----- ფ-----–---–ის განმარტებით სადარბაზოში. როდის გავიდნენ ბავშვები ადგილიდან მათთვის უცნობია, ვინაიდან ყურადღება არ მიუქცევიათ. უდავოდ ცნობილი მ-----–- ლ----ის ჩვენებით, კონფლიქტის დროს ბავშვები იმყოფებოდნენ ფოიეში. ხოლო ა---–--------ის ჩვენებით, ბავშვები იმყოფებოდნენ ფოიეში და ისინი ძირითადად შეესწრნენ კონფლიქტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ნამდვილად შეესწრნენ თუ არა ნ---- შ---–---სა და კ---- ჩ------ს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მცირეწლოვანი ჯ--- და თ------- ჩ------ები, ნ---- შ---–--ის მიმართ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სამართლებრივი შეფასება:
21. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).
23. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ---- შ---–---მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ნ---- შ---–--ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნ---- შ---–--ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
24. ნ---- შ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
26. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ---- შ---–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ჰყავს 6 შვილი, არის სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ნ---- შ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ----–------–---–ი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ნ---- შ---–--ის მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.
27. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, ნ---- შ---–---ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
28. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ---- შ---–--ის მიმართ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ნ---- შ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
ნ---- შ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ნ---- შ---–---ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული კ---- ჩ-----ის სვიტერი და ნ---- შ---–--ის მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კ---- ჩ------სა და ნ---- შ---–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე