განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
330100118002741465
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5325-18

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ------–----–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ--------–--–---–-, გ--–--------–--–---–-

 

ბრალდებული - ა------------------------, დაბადებული 1----–-–------------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ. თ-------------–-------------------–------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, წ-------–-------------------------.

 

კვალიფიკაცია/დისპოზიაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით); საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და ყალბი ბეჭდის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება).

 

თარჯიმანი - თ--------–-, ს----------------------, ლ--–-------–-–---–-, ს-----------, თ-------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2016 წლის დასაწყისში, ქ. თბილისში, ა--–-------------- მდებარე „-------–------- ოფისში ა-------------------------- გაიცნო კომპანია „----–----------------- დირექტორი მ--------------–-–----------, რომლისგანაც შეიტყო, რომ აღნიშნული კომპანია ეწეოდა კაფელ-მეტლახის იმპორტს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რის გამოც წარმოეშვა განზრახვა, რომ მოტყუების გზით დაუფლებოდა კომპანიის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა-------------------------- მ--------------–-–---------- შესთავაზა, რომ კაფელ-მეტლახის რეალიზაციას იგი თავისი კომპანიების მეშვეობით მოახდენდა საქართველოში და ნდობის მოპოვების მიზნით, 2----–-–------------ს, ქ. თბილისში, ა--–---------------ში მდებარე შპს „-------–------- ოფისში გაუფორმა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის პირობების შესრულებასაც იგი სინამდვილეში არ აპირებდა. 2----–-–-----------------------–-–---------–---- ჩათვლით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მ--------------–-–----------- ა------------------------ის კომპანიებს შპს „ჯ-----–-----“ და შპს „გ-----------“ მიაწოდა 113 568 აშშ დოლარის ღირებულების კაფელ-მეტლახი, თუმცა ა-------------------------- მიისაკუთრა, როგორც კაფელ-მეტლახი, ისე მისი რეალიზაციით მიღებული თანხა. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მ--------------–-–----------ს კომპანიას მიადგა 113 568 აშშ დოლარის (290 000 ლარის) მატერიალური ზიანი.

 

1.2. 2----–-–------------------, ა-------------------------- განიზრახა გამოძიების შეცდომაში შეყვანა და თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით განაცხადა, რომ მას რაიმე დავალიანება მ--------------–-–----------- წინაშე არ გააჩნია. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად კი წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ, თანხების გადაცემის ხელწერილები დედნების სახით 10 ფურცლად. 2018 წლის 18 ოქტომბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ მ--------------–-–----------- კომპანიის „----–----------------- ბეჭედი გადახდის ქვითარზე იყო გაყალბებული. გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნით დადგინდა, რომ ყალბი ქვითრის შინაარსი და ხელმოწერები შედგენილია ა------------------------ის მიერ.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ა------------------------ი უნდა გამართლდეს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

 

2.2. 2----–-–------------------, ა-------------------------- განიზრახა გამოძიების შეცდომაში შეყვანა და თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით განაცხადა, რომ მას რაიმე დავალიანება მ--------------–-–----------- წინაშე არ გააჩნია. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად კი წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ, თანხების გადაცემის ხელწერილები დედნების სახით 10 ფურცლად. 2018 წლის 18 ოქტომბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ მ--------------–-–----------- კომპანიის „----–----------------- ბეჭედი გადახდის ქვითარზე იყო გაყალბებული. გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნით დადგინდა, რომ ყალბი ქვითრის შინაარსი და ხელმოწერები შედგენილია ა------------------------ის მიერ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ--------------–-–----------- ჩვენებით დგინდება, რომ არის ბიზნესმენი, კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს გარკვეული საქონლის იმპორტს. საკუთარი კომპანია ცნობილია „----–----------------- სახელით. საქართველოში ყოფნის დროს, დაახლოებით 2016 წლის დასაწყისში, საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო ა------------------------ი, რომელიც ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. 2----–-–------------ს ამ უკანასკნელთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავად კისრულობდა ვალდებულებას, რომ ა------------------------ს ჩამოუტანდა კაფელ-მეტლახს, რომელიც მოახდენდა აღნიშნული საქონლის რეალიზაციას, შედეგად ორივე მათგანი მიიღებდა მოგებას. მოწმის განმარტებით, მან საქართველოში კაფელ-მეტლახი შემოიტანა 25 სატვირთო ა/მანქანის მეშვეობით. საქონლის ღირებულება, რომელიც ა------------------------ს უნდა გადაეხადა მისთვის, იყო დაახლოებით 120 000 აშშ დოლარზე მეტი, საიდანაც ბრალდებულმა მხოლოდ თანხის მცირე ნაწილი გადაუხადა, დაახლოებით 6 000, 7 000 ან 9 000 აშშ დოლარი. გარდა აღნიშნული თანხისა, მოწმემ აღნიშნა, რომ ა------------------------ი შეხვედრის დროს აძლევდა დაახლოებით 200-300 ლარს, რომელიც უნდა გაქვითულიყო ვალიდან, თუმცა სულ რამდენჯერ ან რა ოდენობის თანხა გადაუხადა, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს გადასახდელი აქვს 113 000 აშშ დოლარი. დარჩენილ ვალთან დაკავშირებით ა-------------------------- დაამშვიდა და უთხრა, რომ ნელ-ნელა გადაუხდიდა, გაყიდული საქონლის რაოდენობიდან გამომდინარე. მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ კუთვნილი თანხის მიღების მოლოდინი ჰქონდა მას შემდეგ, როდესაც ა------------------------ი გაყიდიდა საქონელს. მიუხედავად გასული დროისა, ბრალდებულს დაზარალებულისთვის კაფელ-მეტლახის ღირებულება სრულად არ გადაუხდია. ჩვენების მიცემისას მ--------------–-–----------- აგრეთვე აღნიშნა, რომ გარდა აღნიშნული ბიზნეს საქმიანობისა, მას ბრალდებულისთვის სხვა სავაჭრო საქონელიც ჩამოუტანია, მაგალითად, პომიდორი და საზამთრო, რისი ღირებულებაც ა-------------------------- გადაუხადა სრულად. მოწმემ საკუთარი კომპანიის ბეჭედთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაამზადა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რომლის ანალოგიც არ არსებობს. აღნიშნული ბეჭედი მას საქართველოში არასოდეს ჩამოუტანია. ადვოკატის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერა არ არის.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა-------------–----- ჩვენებით დგინდება, რომ იცნობს როგორც ბრალდებულს, ისე დაზარალებულს. მისთვის მ--------------–-–-----------გან ცნობილი იყო, რომ ა------------------------ს გააჩნდა მისი დიდი ოდენობით ვალი, რის გამოც დაზარალებულმა მას სთხოვა მისულიყო ა------------------------თან და ამ უკანასკნელისთვის გამოერთმია გადასახდელი თანხა, თუმცა თანხის გადაცემაზე ბრალდებულისგან უარი მიიღო.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ--–----–--–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ა------------------------ის კომპანია „-------–----–--. მის მოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და დეკლარაციების გაგზავნა. მისთვის ცნობილია, რომ კომპანია „----–----------------- კომპანია „ჯ-----–-----“ მიაწოდა საქონელი. საქონლის მიწოდება დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებელ ნ-----–-------------- ჩვენებით დგინდება, რომ ჩაატარა მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.

 

3.6. ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „-------–------- დირექტორი და 70%-იანი წილის მფლობელია ა------------------------ი. ეს უკანასკნელი აგრეთვე არის შპს „------------ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.

 

3.7. დათვალიერების ოქმით (24.09.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ბრალდებულ ა------------------------ის მიერ წარდგენილი დაზარალებულ მ--------------–-–-----------თვის შეძენილი საქონლის (კაფელ-მეტლახი) ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

3.8. ამოღების ოქმებით (5.10.2018) დგინდება, რომ მ--------------–-–----------- საცხოვრებელი ბინიდან და შპს „-------–---------- ამოღებულ იქნა ერთ-ერთი ცალი შტამპიანი ბეჭედი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.9. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ 2016 წლის 28 ივლისით, 2016 წლის 10 ივლისით, 2016 წლის 15 აგვისტოთი, 2016 წლის 20 სექტემბრით, 2016 წლის 28 იანვრით, 2016 წლის 5 მარტით, 2016 წლის 26 ივნისით, 2016 წლის 15 მაისით, 2016 წლის 18 აპრილით დათარიღებულ თანხის მიღების დოკუმენტებზე და უცხოენოვანი ტექსტით შედგენილი დოკუმენტის ქვედა მხარეს არსებული მართკუთხა შტამპების წარწერით „----------------------------------------- ანაბეჭდები არ არის იდენტური ნიმუშის სახით წარმოდგენილი პლასტმასის ბუდეში მოთავსებული შტამპით ექსპერტის მიერ აღებული ექსპერიმენტული ნიმუშებისა. 2016 წლის 28 ივლისით, 2016 წლის 10 ივლისით, 2016 წლის 15 აგვისტოთი, 2016 წლის 20 სექტემბრით, 2016 წლის 28 იანვრით, 2016 წლის 5 მარტით, 2016 წლის 26 ივნისით, 2016 წლის 15 მაისით, 2016 წლის 18 აპრილით დათარიღებულ თანხის მიღების დოკუმენტებზე არსებული შპს „-------–------- მრგვალი ბეჭდების ანაბეჭდები იდენტურია ნიმუშის სახით წარმოდგენილი პლასტმასის ბუდეში მოთავსებული ბეჭდით ექსპერტის მიერ აღებული ექსპერიმენტული ნიმუშებისა.

 

3.10. გრაფიკული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება შემდეგი:

- ხელნაწერი ტექსტები დოკუმენტებზე მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 4,11,18,25,32,39,46,53,60 შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა------------------------ის მიერ.

- ქართულენოვანი ასოითი ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 6,13,20,27,34,41,48,55,62 ა------------------------ის სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა------------------------ის მიერ.

- ლათინური ასოებით შესრულებული ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 2,9,16,23,30,37,44,51,58 მ--------------–-–----------ს სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა------------------------ის მიერ.

- მოკლე ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 1,3,8,10,15,17,22,24,29,31,36,38,43,45,50,52,57,59,64 მ--------------–-–----------ს სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - სავარაუდოდ ა------------------------ის მიერ.

- მოკლე ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 1,3,8,10,15,17,22,24,29,31,36,38,43,45,50,52,57,59,64 მ--------------–-–----------ს სახელით შესრულებულია არა მ--------------–-–----------ს, არამედ სხვა პირის მიერ.

- მოკლე ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 5,7,12,14,19,21,26,28,33,35,40,42,47,49,54,56,61,63 ა------------------------ის სახელით შესრულებულია ერთი და იმავე პირის - ა------------------------- მიერ.

 

3.11. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ---------------.

 

3.12. ხელშეკრულებით ერთობლივი საქმიანობის შესახებ (10.03.2016) დგინდება, რომ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ერთი მხრივ ა------------------------ი, როგორც შპს „--------–-------- და შპს „-------------- დირექტორი და მეორე მხრივ მ--------------–-–----------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კაფელ-მეტლახი, რომლის მიწოდებაც უნდა მოხდეს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. საქონლის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მ--------------–-–----------. საქართველოში გასაწევ ხარჯებზე (მაგ., განბაჟების, საშემოსავლო, სატრანსპორტო და სხვ.), აგრეთვე მიწოდებული საქონლის რეალიზაციაზე პასუხისმგებელია ა------------------------ი. ხელშეკრულების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება მხარეთა შორის თანაბრად ნაწილდება. აღნიშნული ხელშეკრულების სისწორე დადასტურებულია თარჯიმნის ხელმოწერით.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ფ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ საქართველოში ჩამოვიდა მ--------------–-–------------- ერთად. ამ უკანასკნელის მეშვეობით შეიტყო ბრალდებულის შესახებ. კერძოდ, მ--------------–-–----------- მას უთხრა, რომ ა------------------------თან აკავშირებდა საერთო ბიზნესი, რაც გულისხმობდა კაფელ-მეტლახის რეალიზაციას. მ--------------–-–---------- საქართველოში ჩამოჰქონდა საქონელი, ხოლო ა------------------------ი უხდიდა მას ჩამოტანილი საქონლის ღირებულებას. ანგარიშსწორება ხდებოდა მაშინ, როდესაც ა------------------------ი მოახდენდა საქონლის რეალიზაციას. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამ უკანასკნელმა მ--------------–-–---------- მოთხოვნილი თანხის გადაცემაზე უარი უთხრა, ამის მიზეზი იყო მიწოდებული საქონლის სახეობა, რაც განსხვავდებოდა მანამდე მიწოდებულისგან. ა-------------------------- მას უთხრა, რომ დალოდებოდა და როცა გაყიდიდა, მაშინ გადაუხდიდა კუთვნილ თანხას. ალტერნატივის სახით კი სთავაზობდა, რომ წაეღო მის მიერ ჩამოტანილი კაფელ-მეტლახი, რომელიც ჰქონდა საწყობში. მოწმემ ჩვენების მიცემისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ა------------------------ი მ--------------–-–---------- უხდიდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, თუმცა თანხის ზუსტად დასახელება ვერ შეძლო.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ-----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ, როგორც თარჯიმანს, განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში (დოკუმენტებში), ერთ-ერთი მოწმის სახელი და გვარად მითითებული აქვს ნ-----------------. აღნიშნულ გვარს ირანელები თარგმნიან როგორც ყ---------.

 

3.15. მოწმე ნ-------------–---–-- ჩვენება გახდა სასამართლო სხდომაზე ნ----------------ს მოწმის სახით დაკითხვის წინაპირობა. მისი ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 4-5 წელია იცნობს ა------------------------ს. ამ უკანასკნელმა მას ორჯერ მისცა ფული (პირველად გადასცა 4053 აშშ დოლარი, ხოლო მეორედ - 8650 აშშ დოლარი) და სთხოვა, რომ გადაერიცხა მ--------------–-–-----------თვის. ბრალდებულის მიერ გადაცემული თანხა მან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით გადაურიცხა მ--------------–-–----------. შემდეგ ქვითარი მიიტანა ბანკში და დაამოწმებინა ბეჭდით.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ა-------------------------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებულ მ--------------–-–------------- ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს უნდა მიეწოდებინა მისი კომპანიისთვის კაფელ-მეტლახი, თავად კი გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება. ხელშეკრულება დეტალურად აღწერდა მხარეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, საქონლის, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში უნდა შემოსულიყო, განბაჟების თანხა უნდა გადაეხადა დაზარალებულს, ხოლო საქართველოში ყველანაირი ხარჯი მოწმის გადასახდელი იყო. საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა მასსა და დაზარალებულს უნდა გაეყოთ თანაბრად. მოწმის თქმით, მას სრულად აქვს გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება - 130 000 აშშ დოლარი. მართალია საქმეში დაზარალებულისთვის გადარიცხული მთლიანი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოიპოვება, თუმცა იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად გადაურიცხა დაზარალებულს მისი კუთვნილი თანხა, ხსნის იმ გარემოებით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელს ვერ მიიღებდა. თანხის გადახდა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებითა და საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება - აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43).

 

4.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

 

4.4. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა------------------------ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.5. როგორც აღინიშნა, მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისათვის საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში უტყუარობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს დაზარალებულ მ--------------–-–----------- ჩვენება, რომელიც წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებას. აღნიშნულმა მოწმემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2----–-–------------ს ა------------------------თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავად იკისრა ვალდებულება, რომ ა------------------------ს ჩამოუტანდა კაფელ-მეტლახს, რომელიც თავისი კომპანიის მეშვეობით, მოახდენდა აღნიშნული საქონლის რეალიზაციას, შედეგად ორივე მათგანი მიიღებდა მოგებას. მან საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 120 000 აშშ დოლარის ღირებულების კაფელ-მეტლახი, რომელიც გადასცა ა------------------------ს. ამ უკანასკნელმა გადაუხადა თანხის გარკვეული ნაწილი, თუმცა გადახდილი თანხის ზუსტი რაოდენობა ვერ გაიხსენა. მხარის შეკითხვაზე უპასუხა, რომ ბრალდებულის მიერ გადახდილი თანხა იყო დაახლოებით 6 000, 7 000 ან 9 000 აშშ დოლარი. დაზარალებულმა ვერც თანხის ის რაოდენობა დაასახელა, რასაც ბრალდებული შეხვედრების დროს აძლევდა კუთვნილი ვალის გასასტუმრებლად. აგრეთვე ვერც ის, თუ რამდენი შეხვედრა შედგა თანხის გადაცემის მიზნით.

 

4.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მ--------------–-–----------- ჩვენება, სავარაუდო ხასიათიდან გამომდინარე (1. დაზარალებულმა ვერ დაასახელა ზუსტი თანხა, რაც ბრალდებულს უნდა გადაეხადა მისთვის; 2. დაზარალებულმა არ იცის, ზუსტად რა ოდენობით თანხა აქვს ა------------------------ს მისთვის გადახდილი, თუმცა, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, იმის თქმა დადასტურებულად შეძლო, რომ ა------------------------ს მისთვის გადასახდელად დარჩენილი აქვს 113 000 აშშ დოლარი), არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას.

 

4.7. უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს ვერც მოწმე ა-------------–----- ირიბი ჩვენება აკმაყოფილებს. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს წესს, რომელიც საქმის არსებითი განხილვისთვის ერთ დამატებით პირობას ადგენს - ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმს, ა------------------------ის ბრალდების დამადასტურებელ დამხმარე მტკიცებულებად (თაღლითობის ეპიზოდში) არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ა-------------–----- ჩვენება, ვინაიდან აღნიშნული პირისთვის ვალის არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა დაზარალებულ მ--------------–-–-----------გან. დამოუკიდებლად აღებული ფაქტი, რომ ა-------------------------- უარი განუცხადა მას თანხის გადაცემაზე, ვერ გამოდგება ბრალდებულის ბრალდების დამადასტურებლად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ლ--–----–--–-–---–-- ჩვენებასაც და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, - რომ კომპანია „----–----------------- კომპანია „ჯ-----–-----“ მიაწოდა საქონელი, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

4.8. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამდენად, ა------------------------ის ქმედების თაღლითობად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ დადგინდეს სუბიექტური კრიტერიუმი - დაზარალებულის კუთვნილი ნივთის მისაკუთრების განზრახვა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას სრულად აქვს გადახდილი დაზარალებულის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არ არის დადადასტურებული რაიმე მტკიცებულებით (საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულია მხოლოდ თანხის ნაწილის გადახდა). საკითხის - ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დაზარალებულის მოტყუებისა და მისი კუთვნილი ნივთის მისაკუთრების განზრახვა, დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--------------–-–-----------ა და ა------------------------ის სახელშეკრულებო ურთიერთობა კაფელ-მეტლახის მიწოდებით არ დაწყებულა. დაზარალებულის განმარტებით, მას ბრალდებულისთვის არაერთხელ მიუწოდებია სხვადასხვა იმპორტული პროდუქტი, რისი საფასურიც ა------------------------ს სრულად ჰქონდა მისთვის გადახდილი. დაზარალებულის მიერ ბრალდებულისთვის მიწოდებული კაფელ-მეტლახის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თანხის მიღების მოლოდინი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ა------------------------ი გაყიდიდა საქონელს. ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება საქონლის რეალიზაციის შემდეგ უნდა მომხდარიყო, დასტურდება მოწმე ფ---------------- ჩვენებითაც. ამ უკანასკნელის განმარტებით, ა-------------------------- მ--------------–-–---------- უთხრა, რომ დალოდებოდა და როდესაც გაყიდიდა საქონელს, მაშინ გადაუხდიდა კუთვნილ თანხას. ალტერნატივის სახით კი სთავაზობდა, რომ წაეღო მის მიერ ჩამოტანილი კაფელ-მეტლახი, რომელიც ჰქონდა საწყობში. სასამართლო სრულად იზიარებს დაზარალებულის ჩვენების ზემორე ნაწილს თანხის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმე ფ---------------- ჩვენებასთან და თავის მხრივ განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთება ბრალდებულის მიერ დაზარალებულის კუთვნილი საქონლის მისაკუთრების განზრახვა და მისი შეცდომაში შეყვანა, შეუძლებელია დადასტურებულად მივიჩნიოთ თაღლითობის ჩადენა. მით უფრო, როდესაც არაერთმა მოწმემ, მათ შორის თავად დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ბრალდებული მას უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას.

 

4.9. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.

 

4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას ა------------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ა------------------------ის ბრალეული ქმედების შესახებ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის ნაწილში, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ა------------------------ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, სასამართლო არამართებულად მიიჩნევს მისი დამამძიმებელი გარემოებების შეფასებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ა------------------------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ ამ ნაწილში გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

4.11. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. დანაშაულის საგანია მათ შორის სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისგან გასათავისუფლებლად. აგრეთვე ბეჭედი, რომელსაც გააჩნია ტექსტის (ან ტექსტისა და ნახატის) რელიეფური ან ჩაღრმავებული გამოსახულება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული დასახელებით ან სხვა რეკვიზიტით, რომლის ანაბეჭდი გამოიყენება დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე, მათ შორის, გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში, აგრეთვე ყალბი ბეჭდის გამოყენების მიზნით შეძენასა და გამოყენებაში. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.

 

4.12. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ა------------------------ის მიერ გადახდის ქვითარზე გაყალბებულია მ--------------–-–----------- კომპანიის „----–----------------- ბეჭედი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნა და თავად დასკვნის შემდგენილი პირის - ექსპერტ მ--------------- ჩვენება (იხ. პუნქტები 3.9. და 3.11.). ნიშანდობლივია გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნაც, რომლის თანახმად, ყალბი ქვითრის შინაარსი და ხელმოწერები შედგენილია ა------------------------ის მიერ (იხ. პუნქტები 3.10). ამდენად ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ფონზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას დაზარალებულის ვალი სრულად აქვს გადახდილი, რადგან ბრალდებულის მიერ შედგენილი თანხის გადახდის ქვითრების სიყალბე დადასტურებულია სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის დასკვნით. სასამართლო განმარტავს, რომ გარდა ობიექტური შემადგენლობისა, სახეზე გვაქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობაც - ა------------------------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა დამდგარი შედეგი.

 

4.13. მოცემული ბრალდების ნაწილში სასამართლო დეტალურად აღარ მიმოიხილავს დაზარალებულ მ--------------–-–---------- ჩვენებას და მიუთითებს მისი ჩვენების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ადასტურებს მის მიმართ ა------------------------ის დავალიანების არსებობას. აღნიშნული განმარტება გამორიცხავს ბრალდებულის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების განუხრელად შესრულებას და მის მიერ თანხის სრულად გადახდას.

 

4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, დადგენილად მიაჩნია, რომ ა------------------------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

5.2. სასამართლო განმარტავს, რომ ა------------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული - საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ვინაიდან ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს, სასამართლო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასებს მოცემული საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში შეარჩევს, თუ რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

5.3. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ა------------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა ბრალდებულის ქმედებაში - შეცდომაში შეეყვანა საგამოძიებო ორგანო გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვის მიზნით); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა------------------------ი ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და ყალბი ბეჭდის გამოყენებით შეეცადა სისრულეში მოეყვანა თავისი ჩანაფიქრი - დაემალა მ--------------–-–----------- წინაშე არსებული დავალიანება); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ა------------------------ის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებითა და ყალბი ბეჭდის გამოყენებით თანხის არაკანონიერად დაუფლების სურვილი); მის ოჯახურ მდგომარეობას (ა------------------------ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი).

 

5.4. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შეზღუდული არ არის სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების კუთხით, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცემული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან. სასამართლოს 5.3. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიაჩნია ა------------------------ს სასჯელის სახედ დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპუციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, შპს „-------–------- შტამპიანი ბეჭედი და შპს „----–----------------- შტამპიანი ბეჭედი - განადგურდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა------------------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა------------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ა------------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

ა------------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - შპს „-------–------- შტამპიანი ბეჭედი და შპს „----–----------------- შტამპიანი ბეჭედი - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი