განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/56-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივ--- - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-- შა---–----ე.
მამის სახელი: მ-----–-.
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: ქ. სამტრედია, გე-----ლ მა-----–---–ის ქ. N--ში.
ადვოკატი - თე----- ჟვ---ა.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ-- შა---–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.2. 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ-- შა---–----ე სამტრედიაში, სოფელ ნი-----------ში მდებარე მისი ძმის, ნუ---- შა---–----ის კუთვნილი საცხოვრებელ სახლის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან გადატეხილი ბოთლის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გუ-–----- ქლ----ეს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.3. 2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ნი-----------ში, მდებარე მისი ძმის, ნუ---- შა---–----ის კუთვნილი საცხოვრებელ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-- შა---–----ემ გუ-–----- ქლ----ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ქვა და ხის (შეშის) ნაჭერი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც და---რალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---რალებულმა გუ-–----- ქლ----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში დედასთან. როდესაც საქართველოში ჩამოდის არის ან სოფელ გო-–ი, ან ბიძასთან ნუ---- შა---–----ესთან ნი-----------ში, სადაც ასევე ცხოვრობენ ნუ----ს შვილი (მ-----–- შა---–----ე), მისი მეუღლე ვ--- ბე-–----ე შვილთან ერთად, ბებია ნ--–- შა---–----ე და გ-- შა---–----ის შვილები შ---- და თ---- შა---–----ეები. თავად გ-- შა---–----ე ცხოვრობს მა-----–---–ის ქუჩის 7 ნომერში.
ვინაიდან იგი ძირითადად საქართველოში არაა, მისთვის უცნობია გ-- და ნ--–- შა---–----ის ურთიერთობის დეტალები, თუმცა იცის რომ გ-- ხშირად თხოვს დედამისს ფულს და ამის გამო ისინი არიდებდნენ გ--ს ნ--–-სთან. გ. შა---–----ე ნ. შა---–----ეს ურეკავდა მ-----–- შა---–----ის კუთვნილ ტელეფონზე. რამოდენიმეჯერ გ--ს უთხრეს, რომ დედამისი სახლში არ იყო და არ ალაპარაკეს მასთან. ამის გამო იყო გ-- გაბრაზებული მათზე და წერდა სალანძღავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. 2019 წლის 1 მარტს გ. შა---–----ე მათთან ნუ---- შა---–----ის სახლში მივიდა ზედმეტად მთვრალი, თავს ვერ აკონტროლებდა წაიბორძიკა, მაგიდას მიეჯახა და წაიქცა. იგი ნ--–- შა---–----ემ გაიყვანა სახლიდან. გ. შა---–----ეს არავისთვის არაფერი უთქვამს, ფული არ მოუთხოვია და არც არავის დამუქრებია. იგი იგინებოდა ზოგადად, თავისი მდგომარეობის გამო. 2019 წლის 20 მარტს, გ. შა---–----ე მთვრალი მივიდა ნუ---- შა---–----ის სახლში. იგი იგინებოდა ნ. შა---–----ის მისამართით. სურდა ბებიის დაცვა, ცდილობდა გ. შა---–----ე არ შეეშვა ეზოში და აწვებოდა ჭიშკარს. გ. შა---–----ემ ბოთლი დაარტყა გ. ქლ----ის დედის კუთვნილ მანქანას, შემდეგ კი გადატეხილი ბოთლი მოუქნია, მაგრამ ვერ მიწვდა. მას შეეშინა, თუმცა რაღაც მომენტში გ-- მოდუნდა და ბოთლი გააგდებინა. გ. შა---–----ე ცემდა მას ხელებით სახესა და ტანზე. შემდეგ აიღო ქვა და ჩაარტყა ბეჭში, ასევე შეშის ნაჭერი ჩაარტყა ზურგში, რისგანაც მან განიცადა ტკივილი. ამ ყველაფერს ესწრებოდა ვ. ბე-–----ე და ნ. შა---–----ე. მას გ--ს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა. გ--ს ყველა ადრინდელი მუქარა მიმართული იყო ნ--–-ს მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---რალებულმა არასრულწლოვანმა ვ--- ბე-–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ჩხენიშში მეუღლე მ-----–- შა---–----ესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მათთან ცხოვრობენ ასევე მეუღლის ბებია ნ--–- შა---–----ე და გ-- შა---–----ის შვილები შ---- და თ----. გ-- შა---–----ე არის მისი მეუღლის ბიძა. 2019 წლის 1 მარტს, ყველანი იყვნენ სახლში. მათთან იყო ასევე მეუღლის მამიდაშვილი გუ-–----- ქლ----ე. გ-- მივიდა მათთან მთვრალი, ბარბაცებდა. ბავშვებს გამოელაპარაკა. შემდეგ ნ. შა---–----ეს თხოვა ფული სახლში ტაქსით წასასვლელად. ნ. შა---–----ემ უთხრა რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ ტაქსით გაუშვებდა, დაურეკა ნაცნობ ტაქსის მძღოლს და ისე გაუშვა. პირადად მისთვის რაიმე შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია. 2019 წლის 20 მარტს გ. შა---–----ე მათთან მისულა მთვრალი და გასულა გუ-–-----. იგი გ--ს არ უშვებდა და ნ--–-ს უძახდა არ გამოსულიყო. ამ ხმაურზე გავიდა გარეთ დაინახა როგორ ჩაარტყა ზურგში შეშის ნაჭერი გ--მ გუ-–-----ს. მანამდე სახეში დაურტყამს ხელი და ქვა ჩაურტყამს თუმცა ეს მას არ დაუნახავს. გ. შა---–----ე ითხოვდა ნ--–-სთან საუბარს, რომელსაც თხოვდა თანხას. ნ. შა---–----ე ვერ აძლევდა მას თანხას და ამაზე თვითონაც ნერვიულობდა. ამის გამო ცდილობდნენ არ მისცემოდა გ--ს ნ--–-სთან საუბრის საშუალება. მას პირადად გ--სგან აგრესია არ უგრძვნია და არ შეშინებია, რომ იგი რაიმე ზიანს მიაყენებდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გო--------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ გ. ქლ----ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ გი------ ნა–--–-–---–ის დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივი თანაშემწე-გამომძიებელმა ნ----- ნი-------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 20 მარტს განსახილველ საქმეზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღო ქვა და ბოთლი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, ასევე გუ-–----- ქლ----ე, რომლებმაც ხელის მოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივი თანაშემწე-გამომძიებელმა გი------ ნა–--–-–---–მა განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო გუ-–----- ქლ----ის შეტყობინების საფუძველზე გ-- შა---–----ის მიერ ძალადობის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გ. ქლ----ისა და ნ. შა---–----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა გ. შა---–----ე, დანიშნა ექსპერტიზა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- შა---–----ემ განაცხადა, რომ ვ--- ბე-–----ე არის მისი მეუღლე, ნ--–- შა---–----ე - ბებია. გ-- შა---–----ე აგრესიული იყო ნ. შა---–----ის მიმართ და იგი მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად გ--ს შვილებთან ერთად. პირველ და ოც მარტს იგი სახლში არ იყო და გამოცემით იცის, რომ გ-- მისულა მთვრალი და უჩხუბია. მისივე განმარტებით გ. შა---–----ე მის მობილურ ტელეფონზე ურეკავდა ნ. შა---–----ეს და თხოვდა ფულს, რაზეც კამათობდნენ. ამავე ტელეფონზე ნ--–-ს უგზავნიდა ასევე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. მას პირადად არასდროს უნახავს გ--სა და ნ--–-ს კონფლიქტი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნივთიერ მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება ჩაატარა სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ----- ნი-------ემ გუ-–----- ქლ----ის, ექსპერტების ა---- გა-----ას და ა--- ხა----–---ის მონაწილეობით. დათვალიერებისას გუ-–----- ქლ----ის საცხოვრებელი სახილის ეზოს ჭიშკრის მიმდებარედ, ქუჩაში ღობესთან გამავალ წყლის საწრეტ არხში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ორი ცალი ხის (შეშის) ნაჭერი, ერთი ქვა და მინის ნამსხვრევები, რაც დაილუქა ცალ-ცალკე სულ ოთხ პაკეტად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ხორციელდებოდა ფოტოგადაღება. ფოტოსურათები ერთვის ოქმს.
(ს.ფ. 3-7).
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირადი გასინჯვისას გუ-–----- ქლ----ე უჩიოდა ტკივილს გულმკერდისა და მარცხენა ბეჭის მიდამოში. გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში მარცხნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ზომით 2,8 X4,5სმ. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ. 15-18).
2.10. საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 21 მარტს, სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზ----- თე------მ მ-----–- შა---–----ისა და ვ--- ბე-–----ის მონაწილეობით, მათივე კუთვნილი ტელეფონის გამოყენებით დაათვალიერა მ-----–- შა---–----ის სახელზე არსებული სოციალურ ქსელ ფეისბუკის გვერდი, კონკრეტულად ე.წ. „მესენჯერით“ გ-- შა---–----ის მიერ განხორციელებული მუქარას და შეურაცხმყოფელ სიტყვების შემცველი ტექსტური შეტყობინებები 2019 წლის 1 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. რაც ამოიბეჭდა და დაერთო საქმეს.
(ს.ფ. 52-110).
2.11. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით გ-- შა---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მულის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესზღვრა ერთი წელი.
(ს.ფ. 34).
2.12. იმერეთის იმერეთი პრობაციის ბიუროს წერილით ირკვევა, რომ გ. შა---–----ის მიმართ მითითებული განაჩენი აღსრულებულია და საქმის წარმოება დასრულდა კალენდარულად.
(ს.ფ. 36-41).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 2--ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.3. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგო-–ი მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.4. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ და---რალებულს.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.7. შესაბამისად მოწმის (და---რალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.8. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაენიშნება თარჯიმანი.
3.10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
3.11. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.12. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას.
4. გ-- შა---–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის დასაბუთება.
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძულება განმარტებულია როგორც ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია იძულება იყოს უკანონო და განხორციელდეს ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედების გზით. ფსიქიკურ იძულებაში კი მოიაზრება ნებისმიერი სახის მუქარა.
4.3. როგორც განაჩენის წინა ნაწილშია მითითებული, და---რალებულმა ნ--–- შა---–----ემ არ მისცა ჩვენება სასამართლოს.
4.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გ-- შა---–----ის მიერ სოციალური ქსელების გამოყენებით განხორციელებული მიმოწერა შესრულებულია უცხო, არა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე და შესაბამისად, სასამართლო მას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
4.5. ბრალდების ამ ნაწილში მოწმეების ვ. ბე-–----ის, გ. ქლ----ისა და მ. შა---–----ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები კი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გ. შა---–----ე თანხას თხოვა დედას - ნ. შა---–----ეს, თუმცა არასაკმარისია იმის გასარკვევად ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან და---რალებულის იძულებას.
5. გ-- შა---–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის დასაბუთება.
5.1. გ-- შა---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ბრალი დაედო მასში, რომ 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 22;00 საათზე, სამტრედია, სოფელ ჩხენიშში მდებარე ნუ---- შა---–----ის საცხოვრებელ სახლში იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ვ--- ბე-–----ეს, გუ-–----- ქლ----ეს და დედას ნ--–- შა---–----ეს. და---რალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდგომ 2019 წლის 20 მარტამდე დროის მონაკვეთში სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის საშუალებით თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდა აღნიშნულ პირებს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით. 2019 წლის 20 მარტს, სამტრედია, სოფელ ჩხენიშში მდებარე ნუ---- შა---–----ის საცხოვრებელ სახლში გუ-–----- ქლ----ეს მინის ბოთლის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ნ--–- შა---–----ეს. და---რალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, აუცილებელია მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მსხვერპლს ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
5.3. სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია და---რალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად და---რალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ შიში სუბიექტური აღქმაა და და---რალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
5.5. სასამართლო სხდომაზე ვ--- ბე-–----ემ განმარტა, რომ გ. შა---–----ე მას არასოდეს, მათ შორის არც 2019 წლის 1 მარტს და 20 მარტს დამუქრებია და მასაც არასოდეს განუცდია შიში.
5.6. მისივე განმარტებით, 2019 წლის 20 მარტს, მან დაინახა, გ-- შა---–----ემ როგორ ჩაარტყა შეშის ნაჭერი ზურგში გუ-–----- ქლ----ეს.
5.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე გუ-–----- ქლ----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 20 მარტს, გ. შა---–----ე აგრესიას გამოხატავდა ნ. შა---–----ის მიმართ. იგი ცდილობდა არ შეეშვა გ. შა---–----ე ეზოში, რა დროსაც გ. შა---–----ე გადატეხილი ბოთლით დაემუქრა მას, რის გამოც როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს მასაც შეეშინდა. გ. შა---–----ე მას ცემდა, ასევე ზურგში ჩაარტყა ქვა და შეშის ნაჭერი, რის გამოც განიცადა ტკივილი.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
5.11. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სახით სახეზეა აშკა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს ობიქტურ პირს, რომ გ-- შა---–----ემ ჩაიდიანა :
- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ცემა, რამაც და---რალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შესაბამისად გ-- შა---–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, რომელიც მოიცავს 2019 წლის 1 მარტს და 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე დროის შუალედში ასევე 2019 წლის 20 მარტს არასრულწლოვან ვ--- ბე-–----ის, გუ-–----- ქლ----ის და ნ--–- შა---–----ის, მიმართ განხორციელებულ მუქარას უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2019 წლის 20 მარტს გუ-–----- ქლ----ის მიმართ ჩადენილი მუქარისათვის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებაში უნდა გამართლდეს ვინაიდან საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გ-- შა---–----ემ 2019 წლის 1 მარტს და 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე დროის შუალედში ასევე 2019 წლის 20 მარტს არასრულწლოვან ვ--- ბე-–----ის მიმართ განხორციელა მუქარა, ხოლო ნ--–- შა---–----ის მიმართ - იძულება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.1. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები გ-- შა---–----ის ქმედებას არ ახლავს.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
7.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
7.2 სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
7.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
7.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
7.6. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-- შა---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ხოლო რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ გ. შა---–----ე ნასამართლობის არ მქონეა, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის შთანთქმის პრინციპი.
8. ნივთიერი მტკიცებულება
8.1. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა, 2 ცალი ხის (შეშის) ნაჭერი და მინის ნამსხვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ-- შა---–----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გ-- შა---–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებული გ-- შა---–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
გ-- შა---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გ-- შა---–----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით.
გ-- შა---–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 მარტიდან.
გაუქმდეს გ-- შა---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, ორი ცალი შეშის ნაჭერი და მინის ნამსხვრევები, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი