განაჩენი

სისხლის სამართლის 10.08.2019
საქმის ნომერი
120100119002820251
დავის ტიპი
187 1
თარიღი
10.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2820251-1/017-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

31 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი –გ--–-----------;

დაცვის მხარე: ბრალდებული – შ-----–----–----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს ა------–-- პ/ნ0---------1, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა-----ა, სოფელი ო-------ა.

ადვოკატი - ე--------------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 23 ნოემბერს ა-----ის მუნიციპალიტეტში მდებარე ადგილმდებარე ლ---სში შ-----–----–----მ განზრახ ფეხი ჩაარტყა გ--- ყ------–-–---–-ს მფლობელობაში არსებულ ,,F------AC“-ის მარკის, ,,6-- DT“-ის მოდელის, სანომრე ნიშნით: L----6, ბორბლ---ანი ტრაქტორის კაბინის კარების მინას და გატეხა აღნიშნული მინა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1--0 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შ-----–----–----მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მტკიცებულებები, რომლ---ც ადასტურებენ, რომ შ-----–----–----მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მოწმე შ-------------–-–---–-ს დაკითხვით დადგენილია, რომ ცხოვრობს დაბა ა------–ი და სასოფლო საქმიანობას ეწევა ნ---–-ში. 2017 წლის 23 ნოემბერს როდესაც ნ---–-დან მიდიოდა, შეხვდა შ-----–----–---- და შ----- სთხოვა, რომ წაეყვანა ლ----–-- მიდიოდა ტრაქტორით, როდესაც წაიყვანა შ-----–----–---- გზაში კონფლიქტი არ ჰქონიათ, პირიქით უფრო ახლოს იყო ამ კაცთან. ლ---სში მისვლისას შ----- მის კუთვნილ ტრაქტორის მარცხენა კარებს დაარტყა წიხლი და გაუტეხა ტრაქტორი, არ იცის, რატომ დარტყა. როდესაც უთხრა შ----- ყ------–-–---–მა რატომ დაარტყიო, უპასუხა, რომ აუნაზღაურებდა, თუმცა არ აუნაზღაურებია. ამ ფაქტს შეესწრო ვ----–-------- ლ---სში ფერმასთან. ეს მოხდა 2017 წლის 23 ნოემბერს, თარიღი ახსოვს, რადგან გ------ობა იყო. მას და შ----- სიტყვიერი შელაპარაკება არ ჰქონიათ, არ იცის რატომ დაარტყა ფეხი, ნასვამი კი იყო. ბრალდებულმა დააზიანა მარცხენა მინა. მანამდე მის ხელში გატყდა მუშაობის დროს მარჯვენა მინა, მარცხენა მთელი იყო. ეს ტრაქტორი მამამისის მფლობელობაშია, რომელიც ჰუმანურ ორგანიზაციამ გადასცა სამუშაოდ. მეურნეობა შექმნილი და მისცეს ტრაქტორი, გადმოცემაზე დოკუმენტაცია არსებობს, საკუთრებაში არ არის ჰუმანური ორგანიზაციის კუთვნილებაშია. გადმოცემისას გაფორმდა აქტი როგორ გადაეცა ტრაქტორი და რა მდგომარეობაში იყო თავდაპირველად.

შ-----მ მომხდარის შესახებ უამბო სიძეს თ-----ს, ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ უთხრა. ბრალდებულის ქმედებით მას 1--0 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა. ტრაქტორის დაზიანება მოხდა 2017 წლის 23 ნოემბერს, საღამოს 5 საათისთვის. იქ იყო 10 მეტრში ვ----–--------, რომელმაც დაინახა ფაქტი, თუ როგორ ჩაარტყა მარცხენა ფეხი მაშინ, როდესაც გაჩერდნენ, კარები გააღო და დაარტყა. მამამისს მარცხენა მინის დაზიანების შესახებ უთხრა დიდი ხნის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. მანამდე არ უთხრა, რადგან შეპირებული იყო რომ მინას მიუტანდა, მაგრამ რომ არ აუნაზღაურა შემდეგ უთხრა მამას.

ფაქტის შემდეგ როდესაც შეხვდებოდა ეუბნებოდა, რომ უყიდდა. მოწმე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მასსა და შ----- შორის ოჯახური დაპირისპირება არსებობს 2018 წლის იანვრიდან, არ უარყოფს იმასაც, რომ შ----- უჩივლა, როცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მამამისმა გ--- ყ------–-–---–მა გათიბა. იმ საჩივრის მერე მოხდა განაცხადის შეტანა.

 

მოწმე ნ-----რ ყ------–-–---–-ს დაკითხვით დადგენილია, რომ ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად ა-----ის რაიონში, მუშაობს ა-----ის რაიონში ვეტ დაწესებულ---ს სააგენტოში. ჰყავს ერთი ძმა შ-------------–-–---–-. საკუთრებაში აქვთ ტრაქტორი ,,Farma trak“ ლურჯი ფერის. ბორბლ---ანი, არის მამამისის საკუთრებაში. არის დაფინანსებით გადმოცემული ტრაქტორი. ტრაქტორს ძირითადად ამუშავებდა მისი ძმა გაზაფხული-ზაფხულში სოფელ ნ---–-ში, სადაც ნ-----რ ყ------–-–---–-ც მიჰყვებოდა და ეხმარებოდა თავიანთ მიწებზე და ვისაც დასჭირდებოდა მათ მიწებზეც. შ-----–----–----ს იცნობს ნ---–-დან.

ზოგჯერ ეხმარებოდა თავის ძმას ტრაქტორის მუშაობისას. ტრაქტორს მარცხენა მინა ჰქონდა მთელი, ხოლო მარჯვენა თავად გაუტყდათ დახვნის დროს. ახლა არც ერთი მინა არ აქვს საღი. მარცხენა მინა მისი ინფორმაციით ნ---–-ში ასვლის დროს როცა დაინახა რომ მინა იყო ჩამტვრეული ძმას შეეკითხა თუ როგორ გატყდა მინა, მან უპასუხა, რომ ჩაუტეხა შ---ი წაა---–--ძემ, ამ დროს კაბინაში იყო შ-----–----–---- და შიგნიდან დაარტყა ფეხი და ჩატეხა. ეს მოხდა 2017 წლის შემოდგომაზე. მის ძმას შ----- ყ------–-–---–ს არ უთქვამს ნ-----რისთვის რატომ დაარტყა მინას. არ მოსვლიათ კონფლიქტი, შ-----–----–----მ უთხრა, რომ ან ფულს მისცემდა ან თავად მოიტანდა ფანჯრას და ჩასვამდა. ეს ფაქტი მოხდა ნ---–-ში., ნ-----რ ყ------–-–---–ს ძმამ შ----- ყ------–-–---–მა უამბო, რომ ერთად იყვნენ ის, შ-----–----–---- და მწყემსი, ერთად იყვნენ წასულ--- ლ---სში და იქ ჩამოამტვრია შ-----–----–----მ მინა. უთხრა, რომ ფეხი დაარტყა და დაამტვრია, შ-----–----–----ს არ აუნაზღაურებია ზიანი, არც ფანჯარა მოუტანია, არც ფული. ტრაქტორი რეგისტრირებულია ორგანიზაციის სახელზე. დაზიანებული ტრაქტორი, მან ნახა 2017 წლის ნოემბერში. დღე ახსოვს, რადგან იყო დღესასწაულის დღე გ------ობის დღე 23 ნოემბერს. რადგანაც მან არ შეასრულა დანაპირები, მამამისმა პოლიციას მიმართა. შ---ი წ----–---ის მხრიდან მინის ჩატეხვის ფაქტს დაადასტურებს მწყემსი, რომელიც იმ ფაქტს შეესწო. ფაქტის შესახებ ნ-----რ ყ------–-–---–მა იცის მისი ძმის შ----- ყ------–-–---–-საგან გადმოცემით, რადგან ის იმ მომენტში იქ არ იყო. მამამისმა ტრაქტორი მიიღო ფონდიდან, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მას აქვს.

 

მოწმე გ--- ყ------–-–---–-ს ჩვენებით დადაგენილია, რომ 2010 წელს ჩამოაყალიბა სასოფლო სამეურნეო მომსახურების ცენტრი დაარეგისტრირა და ახორციელებს არაკომერციული მიზნებით სამუშაოებს, ამ პერიოდისთვის ფუნქციონირებდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია ა-----------------–ო ამ ორგანიზაციამ გადასცა საჩუქრად უსასყიდლოდ ფარმატრაკ ბორბლ---ანი ტრაქტორი, რომელსაც იყენებდა ოჯახისათვის და მის გაერთიანებაში არსებულ მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწების მოხვნა დათესვა,აღებისათვის. ხოლო ტრაქტორს მართავდა მისი შვილი შ-------------–-–---–-. ამ ტრაქტორს წლ---ს მანძილზე ამუშავებდა მისი შვილი არაკომერციული მიზნებისათვის და ვისაც სჭირდებოდა ეხმარებოდნენ, შ-----–----–----საც რამდენჯერაც დასჭირდა ეხმარებოდნენ.

ფაქტს რაც შეეხება გ------ობა დღეს 2017 წლის 23 ნოემბერს ადგილმდებარე ლ---სში შ---ი გადაიყვანა მისმა შვილმა ტრაქტორით, ჩამოსვლისას კი შ----- ფეხი დაურტყამს გაუტეხია მარცხენა მინა. მარჯვენა მინა კი თავად გაუტყდათ. შ---ი შეპირებია, რომ აუნაზღაურებდა ან მინას მიუტანდა მაგრამ გავიდა დრო და არ მიუტანია, მერე იძულებული გახდნენ მიემართათ სამართალდამცავ ორგანოსთვის. ამ ფაქტს შესწრებია ხ-------სში მცხოვრები მწყემსი ა-----ე ვ--ო. აღნიშნული ტრაქტორი ჰუმანიტარული ორგანიზაციის იყო, მერე გაუქმდა ის ორგანიზაცია და საჩუქრად გადასცეს. მოწმე განმარტავს, რომ აღნიშნული ტრაქტორის მინა ადვილი დასაზიანებელი არაა, ფეხის დარტყმით კი ნამდვილად გატყდებოდა.

 

მოწმე თ----- ა------ს დაკითხვით დადგენილია, რომ საქმიანობს ოჯახში, დიდი მანქანა ჰყავს დადის ტყეში და ემსახურება, რაიონს შეშით ამარაგებს. შ-----–----–----ს ნ---–-დან იცნობს, შ----- მისი მეუღლის ძმაა, გ--- კი მისი სიმამრია. 23 ნოემბერი იყო გ------ობის თვე, ის ნ---–-ში იყო, ტრაქტორი, რომელიც გ--- ყ------–-–---–-ს საკუთრებაშია, მართავს მისი ცოლის ძმა შ-------------–-–---–-, 23 ნოემბერს იმ ტრაქტორს ეკეთა შუშა, ის წავიდა ნ---–-დან დაახლოებით 11 საათისთვის და მეორე-მესამე ასვლაზე დაინახა, რომ აღარ ეკეთა შუშა ტრაქტორს და შეეკითხა შ-----ს თუ რა მოუვიდა სტეკლოს, რაზეც უპასუხა, რომ შ-----–----–----ს გაუტყდა, როდესაც ჩადიოდა წიხლი მიურტყამს და მაშინვე დაიმსხვრა, შ----- უთქვამს, რომ ან ფულს მიუტანდა ან მინას, მაგრამ დღემდე იმ ტრაქტორზე არც სტეკლო დაყენებულა და არც ფული მიუცია. მოწმეს ახსოვს, რომ შ-----–----–---- იმ დროს იქ იყო.

 

მოწმე ვ---ლ ა-----ის დაკითხვით დადგენილია, რომ იცნობს გ--------–-------------–-–---–--ს. იქ რომ იყო ფერმაში მუშაობდა, გ--- მათი ექიმი იყო, ბიჭსაც იცნობს. შ-----–----–----ს იცნობს, იმ პერიოდში მწყემსად იყო ა------–---ლ----–-- იქ მივიდა შ-------- და ვ----- თავისი ყანა მოახნევინა, შემდეგ შ---ი და შ-------- მივიდნენ, არაფერი არ მომხდარა ტრაქტორს ,,სტეკლო“ გაუტყდა მეტი არაფერი. ტრაქტორს ამუშავებდა შ-------------–-–---–-. მინის გატეხვის ფაქტს არ შესწრებია, გაიგო, რომ ფეხი მიარტყა შ------ როდესაც მივიდა გაიგონა, რომ შ----- უთხრა აგინაზღაურებ მინის საფასურსო. იქ ჩხუბი არ ყოფილა , არ უჩხუბიათ არაფერი ფეხი მოუხვდა და გაუტყდა. შ--------მ უთხრა, ეს სტეკლო რომ გატყდა. იყვნენ ორივე ნასმები, მოწმეც იყო ნასვამი, ორი ჭიქა დალიეს და ამან უთხრა აგინაზღაურებ მე ამ სტეკლოს საფასურს, ჩხუბი არ ყოფილა.მინა შ----- გატეხა, ჩამოსვლის დროს ფეხი მიარტყა და გაუტყდა. რატომ გატეხა არ იცის. შემდეგ უჩხუბრად პატარა პური შეჭამეს და წავიდნენ. მათ შორის არანაირი კამათი არ მომხდარა. მოწმემ არ იცის რატომ გატეხა მინა შ-----–----–----მ, არ იცის აუნაზღაურა თუ არა, რადგან შემდეგ მთიდან წამოვიდა.მოწმე განმარტავს, რომ მან დაინახა მინა გატყდა მის ფერმასთან, სადაც მუშაობდა თვითონ. შ----- მოუხვდა ფეხი, უკვე ნასვამები იყვნენ. შემდეგ ,,უთხრა მე აგინაზღაურებ მაგ მინის საფასურსო," როცა ტრაქტორიდან გადმოდიოდა. ჩამოსვლისას რომ ჩამოდიოდა ჩამოიმსხვრა ტრაქტორის კარის მინა, რომელსაც მართავდა შ-------- ყ------–-–---–-. ადასტურებს, რომ შ-----–----–----მ გატეხა მინა და უთხრა, რომ აუნაზღაურებდა საფასურს. მწყემსად მუშაობდა ნ---–-ში გ------ი ჯ-----–---–თან, 16ში რომ წავიდა იცის. 2016 წლის მაისში წავიდა იქიდან. 2017 წლის ნოემბერში ის არ ყოფილა ლ----–-- ტრაქტორის დაზიანება მაგ პერიოდში არ მომხდარა. 2016 წლის ის 16-ში რომ წავიდა შემდეგ აღარ ყოფილა ასული. დაახლოებით 5-6 მეტრის მანძილზე იყო, როდესაც მოხდა შ----- მიერ მინის დაზიანება, რომ ჩადიოდა მაგ პერიოდში ჩაიმსხვრა. რომ ჩადიოდა სტოლბასთან იდგა ვ----–--------, 5-6 მეტრში დაღმართზე დააყენა ტრაქტორი, რომ ჩადიოდა ჩაიმსხვრა, ფეხი მიარტყა.

 

2018 წლის 18 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმებული იქნა მოწმე შ-------------–-–---–-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შ----- ყ------–-–---–მა გაიყვანა ა-----ის მუნიციპალიტეტის ადგილმდებარე ლ---სში და მიგვითითა ადგილზე, სადაც მის მართვის ქვეშ მყოფ ,,ვარმტრაქ 6-- OT“-ის ბორბლებთან ტრაქტორის კაბინის კარების მინა ჩაუმტვრია შ-----–----–----მ. ადგილი წარმოადგენს ბალახით დაფარულ გრუნტისსაფარიან ადგილს, რომელსაც ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება საქონლის სადგომი ფერმაში, ხოლო სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება მინდორი, ადგილი არის საერთო სარგებლობის. შ----- ყ------–-–---–მა განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილზე გაუჩერა მან ტრაქტორი შ-----–----–----ს ტრაქტორიდან გადმოსვლის მიზნით, რა დროსაც შ-----–----–----მ ფეხი დაარტყა და დაზიანა ტრაქტორის კაბინის მარცხენა კარების მინა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე ნივთი, საგანი ან კვალი არ ამოღებულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომლ---ც თან ერთვის ოქმს.(ტ.1.ს.ფ.15-21).

 

2018 წლის 08 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ამოღება ჩატარდა დღისით, ბუნებრივი განთების პირობებში, მშვიდ ვითარებაში, ხელისშემშლელი ფაქტების გარეშე, ნებაყოფლობით. ნივთის გადამალვის ან განადგურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ამოღების წესით ამოღებული იქნა შ-------------–-–---–-ს მფლობელობაში არსებულ ,,ფარმტრაქ 6-- OT“ მოდელის ბორბლ---ანი ტრაქტორი, სახ. ნომრით L----6, რომელიც დალუქული იქნა ლუქის ნომრით 46/32. ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, დასმული იქნა სს საქმის ნომერი და თარიღი( ტ.1.ს.ფ.25-33).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადსტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე,2018 წლის 15 დეკემბრის N------ საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დადგენილებაში მითითებული - 2010 წელს გამოშვებული - F------AC“-ის მარკის ,,6-- DT”-ის მოდელის, სანომრე ნიშნით L----6, ტრაქტორის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეესაბამება - 1--0 (ათას რვაას) ლარს( ტ.1. ს.ფ. 62-65).

 

მოწმე გ------ი ს---------ს დაკითხვით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 დეკემბერს საექსპერტო წარმოებაში საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში შევიდა ა-----ის რაიონული სამმართველოდან სისხლის სამართლის საქმეზე ტრაქტორის დაზიანების ფაქტზე ასეთი კითხვით:,, გთხოვთ დაგვიდგინოთ ტრაქტორის მარცხენა კარის მინის დაზიანების მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა." მის მიერ დასკვნა გაცემული იქნა 15 დეკემბერს. მოძიებული იქნა შესაბამისად მინა, რომელიც იქნა დაზიანებული, დადგენილებთ მითითებული. განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულება. მოძიებული იქნა ძირითადად ამ ტრაქტოერბის შემომყვანი ფირმა, ვისაც შემოჰყავს მსგავსი ტრაქტორები. დადგინდა მისი ღირებულება დოლარის კურსით, ლარებში იყო 1750 ლარი, ხოლო ის სამუშაო, რაც მოიცავდა ამ კარების აღდგენას ეს იყო 50 ლარი. შესაბამისად ერთმანეთის შეჯამებით გამოვიდა 1750 ლარს დამატებული 50 ლარი და სულ ზარალმა შეადგინა 1--0 ლარი. მასთან წარმოდგენილი იქნა დადგენილება, ასევე ფოტომასალა, მინა აღარ არსებობდა, იყო მხოლოდ მინის ნიშნები დარჩენილი. აღნიშნული ღირებულება დადგენილი იქნა მის მიერ, მოძიებული იქნა როგორც ინტერნეტ საიტებზე, ასევე მოიძიეს ტრაქტორების შემომყვანი ფირმა, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მათი გამოკითხვით და ინტერნეტ საიტებზე მიოკვლეული ინფორმაციით დადგინდა საბაზრო ღირებულება. ხდება ტრაქტორის შეკვეთა და დახლოებით 7 დღიდან ერთ კვირამდე ვადაში ჩამოჰყავთ. გ------ი ს---------- აქვს ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიკატი მოძრავი და უძრავი ქონების შეფასების. აქვს შესაბამისი განათლება და სერთიფიკატებიც აქვს, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ანახლებს სერთიფიკატებს. ინფორმაციის მოპოვება არის კონფიდენციალური, არსებობს საიტებზე განლაგებული ინფორმაცია, მითითებულია ტელეფონის ნომერი, შესაძლებელა მათთან დაკაშირება უშულო კონტაქტით, გამოკითხვით, კონკრეტული ნაწილის ღირებულებაზე ინფორმაციის გაგება. კონკრეტულ შემთხვევაში ეს არ არის ისეთი ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩამოიტანოს ვინმემ და დაასაწყობოს, იმიტომ, რომ იმდენად ნაკლებად მოხმარებადია, რომ შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ არავის დასჭირდეს, უკვეთავენ და ისინი პასუხისმგებელი არიან ჩამოტანაზე, დაემატება გამბაჟების ფასი 18%. ეს არ არის ისეთი ნაკლებად მოხმარებადი საგანი, ამიტომ მისი მოძიება ხდება მხოლოდ შემკვეთი ორგანიზაციების მიერ, ერთი კვირის განმავლობაში ვერ იქნა მოძიებული გ------ი ს---------ს ინფორმაცია, ამიტომ დასთანხმდა იმ ღირებულებას რაც შესთავაზეს და დაადგინა ეს ფასი. გ------ი ს---------- ჰქონდა ტრაქტორის პინ-კოდი გადაცემული.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები.

 

მოწმე ა-–---ი ნ----------ს დაკითხვით დადგენილია, რომ 2017 წელს იმყოფებოდა მთა ნ---–-ში, ავიდა სექტემბრის დასაწყისში დაახლოებით 10 რიცხვამდე პერიოდში და იქ იმყოფებოდა ზუსტად 3 თვე-ნახევრის განმავლობაში. ამ პერიოდში მამიდაშვილს ეხმარებოდა მეურნეობაში, ფერმის შეკეთებაში და სხვა საქმეებში. ა-–---ი ნ----------ს მამიდაშვილი არის შ-----–----–----. ა-–---ი ნ---------ე იცნობს ასევე შ----- და გ--- ყ------–-–---–ებს და მათი ოჯახის წევრებს. 2017 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა მთა ნ---–-ში. ა-–---ი ნ---------ე განმარტავს, რომ 2017 წლის 20-23 ნოემბერს შ-----–----–---- იყო ადგილზე, ეს კარგად ახსოვს, ვინაიდან 23-ში იყო გ------ობა, მეუღლემ შ-----–----–---- წაიყვანა თბილისში, რადგან თავში პრობლემები ჰქონდა და იქ იყვნენ ა-–---ი და მისი მუშები, შ-----–----–----მ დაურეკა და უთხრა ერთი ბატკანი დაეკალათ და აღენიშნათ, ისე არ გაეტარებინათ ის დღე, შ-----–----–---- და მისი მეუღლე არ იმყოფებოდნენ იქ. ა-–---ი ნ---------ეს და შ-----–----–----ს ჰქონდათ ურთიერთობა ყ------–-–---–ებთან, მაგრამ ნ---–-ში ყოფნის პერიოდში იქ არ უნახავს. ა-–---ი ნ---------ე განმარტავს, რომ ყ------–-–---–ებს და გ----ეებს მისი ინფორმაციით ერთი საცხოვრებელი აქვთ. შ-------------–-–---–- არ იცის ნ---–-ში მისი ყოფნის პერიოდში იყო თუ არა იქ, მას არ უნახავს, მისი თქმით 3 ან 4 ტრაქტორი იდგა გ-----ის ეზოში, მათ შორის ერთ-ერთი ტრაქტორი იყო გენედის საკუთრებაში, დანარჩენი ყ------–-–---–ების იყო, თუმცა ვინ მიიყვანა იქ არ იცის. მოწმე არ იცის 23-ში შ-------------–-–---–- იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა თუ არა, შესაძლოა იყო, თუმცა მას არ უნახავს. ერთ წითელ ტრაქტორს ამუშავებდნენ გზის გასაკვალად, დანარჩენი ტექნიკა არ ამუშავებულა, ერთი ტრაქტორი იყო, რომელსაც შუშები არ ჰქონდა მარცხენა მხარეს კარებზე, არ იცის ტრაქტორი გ-----ისი იყო თუ არა. წითელ ტრაქტორს, რომელსაც გზის გასაწმედად იყენებდნენ ამუშავებდა გ-----ი ძირითადად. მოწმე ადასტურებს, რომ 23-ში შ---ი და მისი მეუღლე არ იყვნენ ნ---–-ში. 2018 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა მთა ნ---–-ში და არც 2018 წელს არ ყოფილა მათგან რაიმე პრეტენზია ტრაქტორთან დაკავშირებით. 2016 წელსაც იყო ნ---–-ში. 3 წლის განმავლობაში ეხმარებოდა შ-----–----–----ს, ამ 3 წლის განმავლობაში ყ------–-–---–ები მამა-შვილი იმ ტრაქტორით საერთოდ არ ეხმარებოდნენ არავის, არ ხნავდნენ არავის მიწებს, ის ისეთ პერიოდებში ადიოდა იქ, რომ ტრაქტორი აღარ იყო საჭირო.

 

მოწმე გ------ი ჯ-----–---–ის დაკითხვით დადგენილია, რომ იცნობს შ-----–----–----ს და შ----- და გ--- ყ------–-–---–ებს. შ-----–----–---- მთაში იყო და იქ გაიცნო, ყ------–-–---–ებს კი ეხმარებოდა ვეტერინალურ საქმიანობაში და იცნობს. მათი ფერმა ტერიტორიულად არის ლ----–-- ლ---სში დამხმარე მუშები ჰყავდათ. ბევრი მუშები ჰვყავდათ, ზოგი მიდიოდა და იცვლებოდნენ. ვ----–-------- მასთან მუშაობდა. რა პერიოდიდან რა პერიოდამდე მუშაობდა ზუსტად არ ახსოვს, 2014-დან მუშაობდა და წავიდა სავარაუდოდ 2016-ში. ფერმას დროებით არ ამუშავებს, 2017 წელს შეაჩერეს მუშაობა. როდესაც შეაჩერეს მუშაობა, ვ----–-------- მათთან არ მუშაობდა მაშინ, რადგან სხვები ჰყავდა იმ დროს. 2017 წლის ოქტომბერში ფერმას ამუშავებდა. ვ----–-------- მაშინ იყო თუ არა მასთან არ ახსოვს, ბოლოს 2017 წელს ჰყავდა სხვა ხალხი და მალევე დაშალა ის ფერმა და აღარ ახსოვს. მოწმე განმარტავს, რომ ტრაქტორის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ იცის.

 

მოწმე მ-----–ა პ---–---–ის დაკითხვიის ოქმით დადგენილია, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში შ-----–----–----სთან არის 1----–-–---------–-------- ქორწინებაში არის 1----–-–---------–-------- ცხოვრობდით და ახლაც ცხოვრობენ მთა ნ---–-ში. შ-----–----–----ს შ-------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ ტრაქტორის დაზიანებაში ედება ბრალი, არავინ არ მისულა მათთან და არავის არაფერი არ მოუთხოვია, ბრალის წაყენება გაიგეს, როდესაც შეატყობინა პოლიციამ და შ---ი დაიბარეს დაკითხვაზე და მისმა მეუღლემ თქვა, რომ ბრალს სდებენ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში. შ-------------–-–---–-ს და მისი ოჯახებს ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მ-----–ა პ---–---–ის იქ ყოფნის პერიოდში არაფერი სადაო და ჩხუბი არ ჰქონიათ. მათ შორის დაძაბულობა მოხდა გ-----ი გ----ის მკვლელობის შემდეგ. მ-----–ა პ---–---–ი განმარტავს, რომ მათ სდებენ ბრალს, რომ მათი წაქეზებით, 2- 3 ვერსია აქვთ, ამბობენ, რომ მ-----–ა პ---–---–მა წააქეზა, მეორეს იძახიან რომ მის შვილს ჩხუბის გამო შემოაკვდა გ-----ი გ----ე და მესამე ვერსიით მ-----–ას სდებენ ბრალს და შეურაცხყოფას აყენებენ. გ-----ი გ----ის დისშვილია შ-------------–-–---–- და შ---ი სიძეა. შ-----–----–----ს 2017 წლის 23 ნოემბრიდან ედავებიან ტრაქტორის დაზიანებას. მოწმე განმარტავს რომ 2017 წლისთვის იყო თბილისში ექიმთან. მთიდან წამოვიდნენ 19-ში, თბილისში წავიდნენ 20-ში, 22-ში იყო ექიმთან, 23-ში არ მიიღო ექიმმა, რადგან დასვენების დღე იყო, შემდეგ 24-ში იყო კიდევ მისული, გადაიღო თავზე ტომოგრაფია, მ-----–ა და მისი მეუღლე იყვნენ წასულ--- მ-----–ას ძმისშვილთან ერთად. მისი მეუღლე რომ იყო წასული მასთან ერთად ამის დასადასტურებლად აცხადებს, რომ მაზლი იყო სახლში დატოვებული, მისი მეუღლის მამიდაშვილი საქმის მომვლელელად და საქონლის სადგომის გასაკეთებლად იყო ასული, ის დატოვეს, მისი მულიშვილი და მისი ბიჭი. მუდმივი საცხოვრებელი ნ---–-ში აქვთ, სხვაგან საცხოვრებელი სახლი არ გაქვთ, მაგრამ თავის მულთან რჩებიან ა------–ი. ეს ტრაქტორი შ-----ს დაახლოებით 2014-2015-ში ყავდა უკვე. რა მდგომარეობაში იყო არ ახსოვს, მაგრამ 2016-ში ერთი მინა რომ არ ქონდა ეგ იცის, არც ერთი და არც მეორე იმიტომ, რომ თეთრი ფერის ცელოფნები ჰქონდა ჩამოფარებული. როდესაც დაბრუნდნენ თბილისიდან მაგ პერიოდში გ--- ყ------–-–---–- არ იყო იქ. მ-----–ა პ---–---–ის თქმით, მის მეუღლეს არ დაუზიანებია ტრაქტორი და რომ ყოფილიყო მისი მეუღლის მიერ დაზიანებული აღადგენდა ალბათ. მათ ჰქონდათ პრეტენზია წარდგენილი ყ------–-–---–ების მიმართ პოლიციაში განცხადება, შეიტანეს 2018 წლის ივნისში, შეიტანა მ-----–ამ განცხადება ა------–-- უნდოდა თავის დაცვა, რომ ლანძღავდნენ, ათას რამეს აბრალებდნენ, ამ საჩივრამდე რომელიც ეხებოდა შ-------- ყ------–-–---–-ს მიერ მათი ნაკვეთის გათიბვ--. ამ განცხადებასთან დაკავშირებით დაკითხეს ის და მისი მეუღლე. ამ პერიოდში არ ყოფილა შემხვედრი განცხადება ტრაქტორის დაზიანებასთან დაკავშირებით. მანამდე არანაირი მოთხოვნა არ ჰქონიათ და არც არავინ გაუგზავნიათ, რომ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ყ------–-–---–ები და გ----ეები ერთი ოჯახივით იყვნენ. გ----ის მკვლელობამდე ყ------–-–---–ებთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაშინ არ უთქვამთ ყ------–-–---–ებს ტრაქტორის მინა დაზიანებულიაო. ადასტურებს, რომ 2 მინა იყო დაზიანებული, არ დაინტერესებულა რითი დაზიანდა, მისი მეუღლე 2017 წლის 23 ნოემბერს მთაში არ იყო და ვერც მოსახნავად ვერ გადავიდოდა ყ------–-–---–- 23 ნოემბერს.

 

2018 წლის 18 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილ---თ გ--- ყ------–-–---–- ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლ---ც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ---ი წ----–---ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითგათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

 

სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სხვისი ქონების დაზიანებაში, რაშიც იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულ---ს შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის.

 

მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, რის შედეგად იცვლება მისი თვისობრიობა, არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა და ხდება ქონების სამეურნეო ღირებულ---ს შემცირება.

 

სუბიექტური მხრივ შ---ი წ----–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა, რომ ანადგურებდა სხვის კუთვნილ ქონებას და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა მოქმედებით ტრაქტორის მინა დაამტვრია ფეხის დარტყმით, მექანიკური ზემოქმედების შედეგად.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა შ---ი წ----–---ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაზიარებისა და შ---ი წ----–---ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი. კერძოდ:

 

მოწმე შ-------------–-–---–-ს დაკითხვით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს როდესაც ნ---–-დან მიდიოდა, შეხვდა შ-----–----–---- და შ----- სთხოვა, რომ წაეყვანა ლ----–-- მიდიოდა ტრაქტორით, როდესაც წაიყვანა შ-----–----–---- გზაში კონფლიქტი არ ჰქონიათ, ლ---სში მისვლისას შ----- მის კუთვნილ ტრაქტორის მარცხენა კარებს დაარტყა წიხლი და გაუტეხა ტრაქტორი, არ იცის რატომ დარტყა. როდესაც უთხრა თუ რატომ დაარტყა ბრრალდბულმა უპასუხა, რომ აუნაზღაურებდა, თუმცა დრმდე არ აუნაზღაურებია. ამ ფაქტს შეესწრო ვ----–-------- ლ---სში ფერმასთან. ბრალდებული ნასვამი იყო. დაფეხის დარტყმით ჩუმსხვრიმა მარცხენა მინა. ბრალდებულის ქმედებით მას 1--0 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

 

მოწმე ნ-----რ ყ------–-–---–-ს დაკითხვით დადგენილია, რომ ჰყავს ერთი ძმა შ-------------–-–---–-. საკუთრებაში აქვთ ტრაქტორი ,,Farma trak“ ლურჯი ფერის. ბორბლ---ანი, არის მამამისის საკუთრებაში. არის დაფინანსებით გადმოცემული ტრაქტორი. ტრაქტორს ძირითადად ამუშავებდა მისი ძმა გაზაფხული-ზაფხულში სოფელ ნ---–-ში, სადაც ნ-----რ ყ------–-–---–-ც მიჰყვებოდა და ეხმარებოდა თავიანთ მიწებზე და ვისაც დასჭირდებოდა მათ მიწებზეც. შ---ი წა---–--შძეს იცნობს ნ---–-დან.

ზოგჯერ ეხმარებოდა თავის ძმას ტრაქტორის მუშაობისას. ტრაქტორს მარცხენა მინა ჰქონდა მთელი, ხოლო მარჯვენა თავად გაუტყდათ დახვნის დროს. ახლა არც ერთი მინა არ აქვს საღი. მარცხენა მინა მისი ინფორმაციით ნ---–-ში ასვლის დროს როცა დაინახა რომ მინა იყო ჩამტვრეული ძმას შეკითხა თუ როგორ გატყდა მინა, მან უპასუხა, რომ ჩაუტეხა შ-----–----–----მ, ამ დროს კაბინაში იყო შ-----–----–---- და შიგნიდან დაარტყა ფეხი და ჩატეხა. ეს მოხდა 2017 წლის შემოდგომაზე. მის ძმას შ----- ყ------–-–---–ს არ უთქვამს ნ-----რისთვის რატომ დაარტყა მინას. არ მოსვლიათ კონფლიქტი, შ-----–----–----მ უთხრა, რომ ან ფულს მისცემდა ან თავად მოიტანდა ფანჯრას და ჩასვამდა.

მოწმე გ--- ყ------–-–---–-ს ჩვენებით დადაგენილია, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს ლ---სში შ---ი გადაიყვანა მისმა შვილმა ტრაქტორით, ჩამოსვლისას კი შ----- ფეხი დაურტყამს გაუტეხია მარცხენა მინა. მარჯვენა მინა კი თავად გაუტყდათ. შ---ი შეპირებია რომ აუნაზღაურებდა ან მინას მიუტანდა მაგრამ გავიდა დრო და არ მიუტანია, მერე იძულებული გახდნენ მიემართათ სამართალდამცავ ორგანოსთვის. ამ ფაქტს შესწრებია ხ-------სში მცხოვრები მწყემსი ა-----ე ვ--ო.

 

მოწმე თ----- ა------ს დაკითხვით დადგენილია, რომ საქმიანობს ოჯახში, დიდი მანქანა ჰყავს დადის ტყეში და ემსახურება, რაიონს შეშით ამარაგებს. შ-----–----–----ს ნ---–-დან იცნობს, შ----- მისი მეუღლის ძმაა, გ--- კი მისი სიმამრია. 23 ნოემბერი იყო გ------ობის თვე, ის ნ---–-ში იყო, ტრაქტორი რომელიც გ--- ყ------–-–---–-ს საკუთრებაშია მართავს მისი ცოლის ძმა შ-------------–-–---–-, 23 ნოემბერს იმ ტრაქტორს ეკეთა შუშა, ის წავიდა ნ---–-დან დაახლოებით 11 საათისთვის და მეორე-მესამე ასვლაზე დაინახა, რომ აღარ ეკეთა შუშა ტრაქტორს და შეეკითხა შ-----ს თუ რა მოუვიდა სტეკლოს რაზეც უპასუხა რომ შ-----–----–----ს გაუტყდა, როდესაც ჩადიოდა წიხლი მიურტყამს და მაშინვე დაიმსხვრა, შ----- უთქვამს რომ ან ფულს მიუტანდა ან მინას, მაგრამ დღემდე იმ ტრაქტორზე არც სტეკლო დაყენებულა და არც ფული მიუცია. მოწმეს ახსოვს, რომ შ-----–----–---- იმ დროს იქ იყო.

 

მოწმე ვ---ლ ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს გ--------–-------------–-–---–--ს. იქ რომ იყო ფერმაში მუშაობდა, გ--- მათი ექიმი იყო, ბიჭსაც იცნობს. შ-----–----–----ს იცნობს, იმ პერიოდში მწყემსად იყო ა------–---ლ----–-- იქ მივიდა შ-------- და ვ----- თავისი ყანა მოახნევინა, შემდეგ შ---ი და შ-------- მივიდნენ, არაფერი არ მომხდარა ტრაქტორს ,,სტეკლო“ გაუტყდა მეტი არაფერი. ტრაქტორს ამუშავებდა შ-------------–-–---–-. მინის გატეხვის ფაქტს არ შესწრებია, გაიგო, რომ ფეხი მიარტყა შ------ როდესაც მივიდა გაიგონა, რომ შ----- უთხრა აგინაზღაურებ მინის საფასურსო. იქ ჩხუბი არ ყოფილა , არ უჩხუბიათ არაფერი ფეხი მოუხვდა და გაუტყდა. შ--------მ უთხრა, ეს სტეკლო რომ გატყდა. იყვნენ ორივე ნასმები, მოწმეც იყო ნასვამი, ორი ჭიქა დალიეს და ამან უთხრა აგინაზღაურებ მე ამ სტეკლოს საფასურს, ჩხუბი არ ყოფილა. მინა შ----- გატეხა, ჩამოსვლის დროს ფეხი მიარტყა და გაუტყდა. რატომ გატეხა არ იცის. შემდეგ უჩხუბრად პატარა პური შეჭამეს და წავიდნენ. მათ შორის არანაირი კამათი არ მომხდარა. მოწმემ არ იცის რატომ გატეხა მინა შ-----–----–----მ, არ იცის აუნაზღაურა თუ არა, რადგან შემდეგ მთიდან წამოვიდა. მოწმე განმარტავს, რომ მან დაინახა მინა გატყდა მის ფერმასთან, სადაც მუშაობდა თვითონ. შ----- მოუხვდა ფეხი, უკვე ნასვამები იყვნენ. შემდეგ ,,უთხრა მე აგინაზღაურებ მაგ მინის საფასურსო," როცა ტრაქტორიდან გადმოდიოდა. ჩამოსვლისას, რომ ჩამოდიოდა ჩამოიმსხვრა ტრაქტორის კარის მინა, რომელსაც მართავდა შ-------- ყ------–-–---–-. ადასტურებს, რომ შ-----–----–----მ გატეხა მინა და უთხრა, რომ აუნაზღაურებდა საფასურს. დაახლოებით 5-6 მეტრის მანძილზე იყო, როდესაც მოხდა შ----- მიერ მინის დაზიანება, რომ ჩადიოდა მაგ პერიოდში ჩაიმსხვრა. რომ ჩადიოდა სტოლბასთან იდგა ვ----–--------, 5-6 მეტრში დაღმართზე დააყენა ტრაქტორი, რომ ჩადიოდა ჩაიმსხვრა, ფეხი მიარტყა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას, რაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა. სხვისი ნივთის დაზიანებით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ზიანი იყოს მნიშვნელოვანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამავე კოდექსის 25-ე თავში (რომელშიც შედის ასევე 187-ე მუხლი) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ზიანი - 150 ლარს ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზიანებული ნივთის ღირებულებამ შეადგენა 1--0 ლარი შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ---ი წამლიძის ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-----–----–----მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს− უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადსღებას აქცევს საქმის შედეგით დაუინტერესებელი მოწმის ვ---ლ ა-----ის ჩვენებას, რომელიც ადასტურებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებს, რომ ფეხის მირტყმით შ-----–----–----მ ჩატეხა ტრაქტორის მინა, ხოლო შემდეგ უთხრა, რომ ზიანს აუნაზღაურებდა, ხოლო მის განმარტებაზე, რომ წლ---ა არ ყოფილა ნ---–-ში, სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენებით დადასტურებულია გარემოება, ბრალდებულმა ჩაამსხვრია ტრაქტორის მინა, ხოლო დანაშაულის ჩადენის დრო დადგენილია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ-----–----–----მ 2017 წლის 23 ნოემბერს ა-----ის მუნიციპალიტეტში მდებარე ადგილმდებარე ლ---სში შ-----–----–----მ განზრახ ფეხი ჩაარტყა გ--- ყ------–-–---–-ს მფლობელობაში არსებულ ,,F------AC“-ის მარკის, ,,6-- DT“-ის მოდელის, სანომრე ნიშნით: L----6, ბორბლ---ანი ტრაქტორის კაბინის კარების მინას და გატეხა აღნიშნული მინა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1--0 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლ---ც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ---ი წ----–---ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნისშნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

შ---ი წ----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილ---სა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელ---ს სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----–----–----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე ჯარიმა, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ---ი წ----–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულ---ს საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ,,F------AC 6-- DT” მოდელის ბორბლ---ანი ტრაქტორი, სახ. ნომრით L----6 დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლ---თ,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-----–----–---- (პ/ნ 0---------1) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.

 

2. შ---ი წ----–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ შ---ი წ----–---ის გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულს შ---ი წ----–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-----ის რაიონი, სახელმწიფო მარაგის მიწები, ,,ზ---ა ნ---–-", საკადასტრო კოდი -----1-----3--. (2019 წლის 22 იანვრის საქმე №190-------2-12/001-19წ განჩინება)

 

3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორცილება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:,,F------AC 6-- DT” მოდელის ბორბლ---ანი ტრაქტორი, სახ. ნომრით L----6 დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია