გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.08.2019
საქმის ნომერი
160210018002705882
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002705882

საქმე № 2/938-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’;

წარმომადგენელი - მე--------------–---–ი;

მოპასუხე - ხვ---------–---–ი;

მოპასუხე - ნა--------–-–---–ი (დასწრების გარეშე);

დავის საგანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის 2/680010 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის მოვალე შპს ,,ნ-------8“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად კომპანიის 30% წილის მფლობელის ხვ---------–---–ის და კომპანიის 70%-ის წილის მესაკუთრის ქე------------–---–ის მემკვიდრის ნა--------–-–---–ის განსაზღვრა; შპს ,,ნ--- -2008“-ის კაპიტალში 70% წილის ნა--------–-–---–ის საკუთრებაში აღრიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს გაცემული N 2/6800-10 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით შპს ,,ნ----2008“-ს, ქე------------–---–ს და ხვ---------–---–ს სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 80 000 აშშ დოლარის და გაწეული სასამართლოს ხარჯების გადახდა; დავალიანებიდან 64000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შპს ,,ნ--- - 2008“-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფიზკულტურის ქუჩა N 3--ში. სამეწარმეო რეესრის ამონაწერით დასტურდება, რომ განხორციელდა სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს და სს ,,თ----------ი“-ს შერწყმა. სს ,,თ----------ი“ გახდა სრული უფლებამონაცვლე იმ უფლებამოვალეობებისა, რაც გააჩნდა სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს. მოვალეების დავალიანება სს ,,თ----------ი“-ს მიმართ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეადგენს 33.397.75 აშშ დოლარს, 5000 ლარს და 3933.26 აშშ დოლარს, რასაც ემატება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების საფასური, მოთხოვნის 2%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლით გათალისწინებული სარეალიზაციო უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება შპს ,,ნ--- - 2008“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ,,ნ-------8“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ქე------------–---–ი, ხოლო კომპანიის კაპიტალში 70%-იანი კაპიტალი ფიქსირდება ქე------------–---–ის საკუთრებაში, ხოლო 30% ფიქსირდება ხვ---------–---–ის საკუთრებაში. ქე------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 12 იანვარს. ელექტრონული სამკვიდრო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქე------------–---–ის დანაშთ ქონებაზე არ გაცემულა სამკვიდრო და არც სამემკვიდრეო საქმის წარმოება მიმდინარეობს.

სს ,,თ----------მა“ მიმართა სამეწარმეო რეესტრს შპს ,,ნ-------8“-ის ამონაწერის განახლების მიზნით, თუმცა კომპანიის რეგისტრაციას, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი კომპანიის დირექტორის გარდაცვალების გამო. ქე------------–---–ის ერთადერ პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მისი შვილი ნა--------–-–---–ი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ხვ---------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლო სხდომაზე მან არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

2.2. მოპასუხე ნა--------–-–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს გაცემული N 2/6800-10 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით შპს ,,ნ----2008“-ს, ქე------------–---–ს და ხვ---------–---–ს სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 80 000 აშშ დოლარის და გაწეული სასამართლოს ხარჯების გადახდა; დავალიანებიდან 64000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შპს ,,ნ--- - 2008“-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფიზკულტურის ქუჩა N 3--ში.

 

3.1.2. განხორციელდა სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს და სს ,,თ----------ი“-ს შერწყმა. სს ,,თ----------ი“ გახდა სრული უფლებამონაცვლე იმ უფლებამოვალეობებისა, რაც გააჩნდა სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს.

 

3.1.3. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარეალიზაციო უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, ვა----------------–---–-ს ქუჩა N 3-, კომერციული ფართი N 2, საკადასტრო კოდი : 01.10.13.023.050.01.5--) მესაკუთრედ ფიქსირდება შპს ,,ნ--- - 2008“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ,,ნ-------8“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ქე------------–---–ი, ხოლო კომპანიის კაპიტალში 70%-იანი კაპიტალი ფიქსირდება ქე------------–---–ის საკუთრებაში, ხოლო 30% ფიქსირდება ხვ---------–---–ის საკუთრებაში. ქე------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 12 იანვარს.

 

3.1.4. ელექტრონული სამკვიდრო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქე------------–---–ის დანაშთ ქონებაზე არ გაცემულა სამკვიდრო და არც სამემკვიდრეო საქმის წარმოება მიმდინარეობს.

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-------8“-ს, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი კომპანიის დირექტორის გარდაცვალების გამო. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე. განიმარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი. დადგენილ ვადაში ხარვეზი აღმოფხვრილი არ არის. შპს ,,ნ-------8“-ის ლიკვიდაციის პროცესი არ არის დაწყებული.

 

3.1.6. ნა--------–-–---–ი არის ქე------------–---–ის შვილი.

 

3.1.7. N 2/6800-10 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს გაცემული N 2/6800-10 სააღსრულებო ფურცელი (ტ 1, ს.ფ. 19-20);

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 25-27);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 23-24);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (18.06.2018);

-შპს ,,ნ--- - 2008“-ს წესდება (ტ.1. ს.ფ. 38-44);

-შპს ,,ნ--- - 2008“-ს რეგისტრაციის მოწმობა (ტ.1. ს.ფ. 3-);

- ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ( 22.11.2018წ, N 54/364956), (ტ.2, ს.ფ. 180-181);

ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატიდან (ტ.1. ს.ფ. 36);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი (ტ.1., ს.ფ. 28-29);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-4, მე-51-ე, 71-ე, მე-9, მე-14 მუხლებით; სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მე-2 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ნ-------8“-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი. წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, შპს ,,ნ-------8“-ის დირექტორია ქე------------–---–ი. დადგენილია, რომ ქე------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 12 იანვარს.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ ამ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტის მიხედვით დაინტერესებული პირი განიმარტება, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება;

 

,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 71 - ე მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ:

ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე;

ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე;

გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული.

ამავე კანონის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.

 

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).

 

ამავე მუხლის მე- 3 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ნ----2008“-ის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და პარტნიორი ქე------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 12 იანვარს. მოპასუხე ხვ---------–---–ი ფლობს საწარმოს 30%-იან წილს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-------8“-ს, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. განისაზღვრა ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება. განიმარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ორგანიზაციის იძულებითი ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამავე მუხლის მე-12 პუქნტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,ნ-------8“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მოპასუხეების განსაზღვრა, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს ,,ნ----2008“-ის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია შპს-ს დირექტორი, რომელიც გარდაცვლილია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოფხვრილი არ არის, ამასთანავე შპს ,,ნ----2008“-ის ლიკვიდაციის პროცესი არ არის დაწყებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სახით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მოპასუხეების განსაზღვრა შესაბამის უფლებამოსილ პირებად, რომ მათ ჩაბარდეთ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. მოპასუხეების შპს ,,ნ-------8“-ის აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში წარმომადგენლად განსაზღვრის შემთხვევაშიც, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ვერ მიენიჭებათ უფრო მეტი უფლებები, ვიდრე სააღსრულებო ბიუროსთან წარმომადგენლობისა. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ მოვალის ინფორმირებულობის ვალდებულების არსი არ არის მხოლოდ ის, რომ შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები ფორმალურად გადაეცეს მოვალის წარმომადგენელს, რომელსაც არ ექნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით სხვა ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება (ქონების რეალიზაციის, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების და ა.შ). კანონმდებლობის და საწარმოს მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ნ-------8"-ის წესდების თანახმად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს პარტნიორთა კრება და დირექტორი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შპს ,,ნ-------8“-ის ერთ-ერთი პარტნიორი ხვ---------–---–ი, რომელიც ფლობს შპს-ს 30 % წილს. შპს ,,ნ-------8“-ის 70- % წილის მფლობელის ქე------------–---–ის დანაშთი ქონება მის მემკვიდრეებს, მათ შორის არც ნა--------–-–---–ს არ მიუღია. მოპასუხე ხვ---------–---–ისათვის უცნობია ნა--------–-–---–ის ადგილსამყოფელი. მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ნა--------–-–---–ის მიერ ქე------------–---–ის დანაშთი ქონების დაუფლების ფაქტს.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილია რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში შემდგომი პროცედურები, რაც საბოლოოდ იწვევს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ასევე იმის გათვალიწინებით, რომ დღეისათვის შპს ,,ნ-------8“ წარმოადგენს ფაქტობრივად ქმედუუნარო სამეწარმეო სუბიექტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შედეგად არ დასტურდება, რომ მოპასუხე ხვ---------–---–ის და ნა--------–-–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით გარკვეული ქმედებების (უმოქმედობის) განხორციელებას.

 

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, ქე------------–---–ის მემკვიდრედ ნა--------–-–---–ის ცნობის და შპს ,,ნ-------8“-ის 70% წილის ნა--------–-–---–ის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ ქე------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 12 იანვარს, შესაბამისად მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. დადგენილია, რომ მის დანაშთ ქონებაზე არ გაცემულა სამკვიდრო მოწმობა და არც სამემკვიდრეო საქმის წარმოება მიმდინარეობს. დადგენილია, რომ ქე------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეა ნა--------–-–---–ი. ამასთანავე როგორც მხარეები აღნიშნავენ, ნა--------–-–---–ი წლების განმავლობაში იმყოფება საზღვარგარეთ. მოპასუხე ხვ---------–---–ის განმარტებით ნა--------–-–---–ის ადგილსამყოფელი უცნობია. წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია ნა--------–-–---–ის მიერ ქე------------–---–ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე. ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ნა--------–-–---–ი განზრახ არიდებს თავს სამკვიდროს მიღებას, ვალდებულებებისაგან განთავისუფლების მიზნით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე პირის მოთხოვნით შესაძლებელია პირი ცნობილი იქნეს მემკვიდრედ, თუ დასტურდება, რომ მემკვიდრე სამკვიდროს განზრახ არ იღებს, რითაც ცდილობს ვალდებულებისაგან თავის არიდებას, აღნიშნულით კი ირღვევა მოსარჩელის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი ნა--------–-–---–ის მიერ ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით მემკვიდრეობის მიუღებლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებულ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის დანაწესს, აღნიშნული წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის და ადგენს, რომ პარტნიორის გარდაცვალებისას ყოველ მემკვიდრეს შეუძლია გახდეს საზოგადოების პარტნიორი, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და აღნიშნული ნორმა მოცემულ ურთიერთობაზე არ ვრცელდება. ამასთანავე მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ნ-------8"-ის წესდებაში არაფერია აღნიშნული გარდაცვლილი პარტნიორის წილის გადაცემის შესახებ. ამასთანავე პარტნიორობაზე დაფუძნებული საზოგადოების არსებობას და მის ფუნქციონირებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პარტნიორთა შორის დამოკიდებულება, მათი სერთო ინტერესები, მისწრაფებები და ა.შ.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,ნ--- - 2008“-ს კაპიტალში 70 %-იანი წილის ნა--------–-–---–ის საკუთრებაში აღრიცხვის და შესაბამიოსად შპს-ს პარტნიორად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიმართული რეალური მიზნისაკენ და გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი.

აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

6.3. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი მოპასუხეების ხვ---------–---–ის და ნა--------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის N 2/6800-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მოვალე შპს ,,ნ----2008“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად კომპანიის 30%-იანი წილის მესაკუთრის ხვ---------–---–ის და კომპანიის 70 %-იანი წილის მესაკუთრის ქე------------–---–ის მემკვიდრე ნა--------–-–---–ის განსაზღვრის შესახებ და შპს ,,ნ--- - 2008“-ის კაპიტალში 70%-იანი წილის ნა--------–-–---–ის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე