გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210019002914177
საქმე N2/219-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - შპს ,,ინ--------–----ი“
წარმომადგენლები - ოთ----------–---–ი, ნი---–-------–--ლი
მოპასუხე - მა-------–--------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ბექა გავაშელი
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მა-------–--------–---–----------------ს მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 16 ოქტომბრის N 238 ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა;
1.2. მა-------–--------–---–---------------- მიერ 2017 წლის 16 ოქტომბრის N 238 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობა;
1.3. მა-------–--------–----–--------------ისათვის შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების გადაუხდელი ღირებულების 81-5.1- ლარის და შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს 1300 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,ინ--------–----ი“ დასაქმებულია ძირითადად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებით და ხშირად იღებს მონაწილეობას აღნიშნული მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში. 2017 წლის 6 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელ.ტენდერი შენობების მშენებლობის შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 ოქტომბრის N 5 სხდომის ოქმით შპს ,,ინ--------–----ი“ გამოვლინდა გამარჯვებულად, რის საფუძველზეც შპს ,,ინ--------–----ს“ და მა-------–--------–----–--------------ას შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება N 238 სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. შპს ,,ინ--------–----ს“ უნდა შეესრულებინა ქ.მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები 80 კალენდარული დღის ვადაში. სატენდერო პირობებით წარმოდგენილი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის და შესაბამისად განსაზღვრული სამუშაოების გარდა, სხვა არანაირი ვალდებულება რაიმე სახის დაატებითი სამუშაოების წარმოებისა შპს ,,ინ--------–----ს“ არ ჰქონია. სამუშაოების დაწყებიდან ერთ კვირაში მოსარჩელეს მოუხდა მშენებლობის შეჩერება, რადგან აღმოჩნდა, რომ პროექტის შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა არ არსებობდა. ვინაიდან სამშენებლო ობიექტზე რაიმე სახის სამუშაოების წარმოება და პროექტის შედგენა დაუშვებელია გეოლოგიური დასკვნის გარეშე და მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ნახეს რა, რომ არაერთი არსებითი დარღვევა და შეუსაბამობები იყო სატენდერო პირობებით წარმოდგენილ მშენებლობის პროექტს და ხარჯთაღრიცხვაში, თხოვდნენ მოსარჩელეს, რომ მათ გამოესწორებინათ არსებული შეუსაბამობები და არა მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების ვადას გაუგრძელებდნენ, არამედ აუნაზღაურებდნენ იმ დანახარჯებს, რაც მათ მიერ იქნებოდა დამატებით გაწეული. აღნიშნული დაპირების საფუძველზე მოსარჩელის მიერ განხორციელდა გეოლოგიური კვლევა. შპს ,,ინ--------–----ი“ დადგა აუცილებლობის წინაშე, რომ გეოლოგიური დასკვნის გაკეთების შემდეგ ხელახლა დაეწყო შესასრულებელი სამუშაოების შესრულების დაგეგმვის სამუშაოები, რადგან წარმოდგენილ ხრჯთაღრიცხვაში საერთოდ არ იყო გაწერილი ისეთი უმნიშვნელოვანესი სამუშაოების შესრულების ღირებულება, რის გარეშეც შეუძლებელი იყო ობიექტის მშენებლობა. ასევე გამოვლინდა არათანხვედრა შესასრულებელი სამუაოების პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას შორის პროექტში არსებული შენობის კოორდინატები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რის შესახებაც მოსარჩელემ დაუყოვნებლივ აცნობა მა-------–--------–----–--------------ას 2017 წლის 16 ნოემბრის წერილით N 160, სადაც დეტალურად მიუთითა არსებული ხარვეზების და სამუშაოების გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ და მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა. შეუძლებელი იყო სამუშაოების დაწყება დაკვალვის აქტის წარმოდგენამდე, რომელიც არ არსებობდა და რომლის გაკეთებაც მოსარჩელეს მოუწია. 2017 წლის 30/11 N 03/13281 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ შესრულებული კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შეცვლილი იყო მასალების ზომები, კომპანიას მოუხდა სამშენებლო მასალების ხელახლა შესყიდვა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარჯები. საჭირო გახდა გარკვეული პუნქტების შეთანხმება, რასაც დასჭირდა გარკვეული დრო. ამ პერიოდში აღარ არსებობდა პროექტის ავტორი ორგანიზაცია და მოსარჩელეს დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რომ ეპოვა პროექტის ავტორი ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე შპს ,,არკონ ჯგუფი“-ს სახით, რასაც დასჭირდა მნიშვნელოვანი დრო. შპს ,,არკონ ჯგუფი“დან მოსარჩელეს უპასუხეს, რომ მათ მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული იქნა მხოლოდ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და ცვლილებების შეტანა შეეძლოთ მხოლოდ კონსტრუქციულ სამუშაოებზე. კვლავ გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარმოდგენილ პროექტს შორის. მოსარჩელემ აცნობა შემსყიდველ ორგანიზაციას და მოითხოვა სამშენებლო სამუშაოების ვადის დასრულების გაზრდა 70 კალენდარული დღით. შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიერ მოხდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა და შეთანხმება საზედამხედველო კომპანიასთან, რომელიც 2018 წლის 01.02 გადაეგზავნა შემსყიდველს, ეცნობა, რომ მათი მიზეზით სამუშაოები შეჩერებული იყო და კვლავ მოითხოვა მოსარჩელემ სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა 70 კალენდარული დღის ოდენობით. რადგან როგორც კი მოსარჩელე იწყებდა სამუშაოებს, მაშინვე იჩენდა თავს არასწორი პროექტის და სრულიად შეუსაბამო ხარჯთაღრიცხვის შედეგად წარმოშობილი, სრულიად გაუთვალისწინებელი უარყოფითი ხელისშემშლელი გარემოებები, რაზეც დაუყოვნებლივ ხდებოდა შემსყიდველის წერილობითი შეტყობინება ზომების მიღების მოთხოვნით. ვიდრე კორექტირებულ ხარჯთაღრიხცვაში მოხდა ძირეული ცვლილებების შეტანა, იძულებული იყო მოსარჩელე შეეჩერებინა სამუშაოები და 19.02.2018 წელს N 14 წერილით კვლავ დეტალურად განუმარტა აღნიშნულის შესახებ შემსყიდველს და კვლავ მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა 70 კალენდარული დღით. 19.02.2018 წლის N 1- წერილით მოსარჩელემ შემსყიდველს გადაიგზავნა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებული ვერსია შესწავლის და შეთანხმების მიზნით. მოსარჩელე ორგანიზაციამ 2018 წლის 29 მარტს მოპასუხისაგან მიიღო წერილი, რომლითაც შეატყობინეს, რომ მშენებლობის პროცესი 2018 წლის მარტიდან არ მიმდინარეობს და დარღვეული ჰქონდათ სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი და თხოვდნენ ეცნობებინათ სამუშაოების შეჩერების მიზეზი. 2018 წლის 3 მაისს მოპასუხე მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილით მოსარჩელეს ადანაშაულებდა ვადის დარღვევასა და სამუშაოების შეუსრულებლობაში, ითხოვდა სამუშაოების დასრულების ვადის დაზუსტებას მოსარჩელისაგან. შპს ,,ინ--------–----მა“ 2018 წლის 4 მაისის წერილით უპასუხა მა-------–--------–----–--------------ას და განუმარტა, რომ მიმდინარე სამუშაოები საჭიროებდა ამ ფორმით მუშაობას და ასევე მოითხოვა, რომ აენაზრაურებინათ უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რაც აუცილებელი იყო სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად და რასაც ელოდებოდა მოსარჩელე 22 აპრილის შემდეგ. ამავე წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ კვლავ იყო საჭირო პროექტის კორექტირება იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა მოსარჩელეს რაიმე სახის უსაფუძვლო პრეტენზიები. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს შეეჩერებინა საჯარიმო სანქციების გამოყენება, რადგან მათი მიზეზით უჩერდებოდათ სამუშაოების წარმოება და გაურკვეველი იყო რის საფუძველზე არიცხავდნენ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით თანხებს. 2018 წლის 24 ივლისის წერილით მოსარჩელემ კიდევ ერთხელ შეატყობინა მოპასუხეს, რომ სამუშაოების შეჩერება არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალეულობით და დამკვეთის ბრალეულობის გამო შეექმნათ არაერთი ბარიერი და დასჭირდათ დამატებითი სამუშაოების შესრულება, რომელიც მოსარჩელისათვის არავის არ აუნაზღაურებია. მოსარჩელე ითხოვდა, რომ მომხდარიყო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მისცემოდა საშუალება ემუშავა ნორმალურ ვიტარებაში. მოპასუხე ორგანიზაციიდან 2018 წლის 13 აგვისტოს წერილით მოსარჩელე ორგანიზაციას ეცნობა, რომ მოსარჩელის მიერ გადაგზავნილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა გადაიგზავნა განსახილველად ზემოდგომ ორგანიზაციაში და მიღებული ჰქონდათ თანხმობა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 24.08.2018 წელს მოსარჩელემ მიიღო მოპასუხისაგან წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს ,,არკონ ჯგუფი“-დან გადმოგზავნილი იყო ინსპექტირებული ხარჯთაღრიცხვა, უნდა წარედგინა მოსარჩელეს წარმომადგენელი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ურთიერთშეთანხმების აქტის გასაფორმებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყდებოდა ხელშეკრულება. აღმოჩნდა, რომ ვინაიდან შპს ,,არკონ ჯგუფი“ ხარჯთაღრიცხვას აკორექტირებდა მხოლოდ კონსტრუქციულ ნაწილში,, ეს იწვევდა მნიშვნელოვან უზუსტობებს და იქმნებოდა აუცილებლობა ერთიანობაში დამატებით მომხდარიყო ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირება, რის გამოც მისი შეთანხმება ვერ მოხერხდა. 2018 წლის 4 სექტემბერს მოპასუხემ წერილით მიმართა მოსარჩელეს, სადაც მიუთითა, რომ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა არ არის შესაბამისობაში და თხოვდა წარმოედგინა მოსარჩელეს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.უმოკლეს ვადაში მოხდა მოსარჩელის მიერ ხარჯთაღრიცხვის კორექტირება სა 2018 წლის 11 სექტემბერს წერილით გადაეგზავნა შემსყიდველს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის ახალი ვარიანტი და მოთხოვნილი იქნა სამუშაოების გასაგრძელებლად გონივრული ვადა. აღნიშნულის შემდეგ პირადად მოხდა მარნეულის მუნიციპელიტეტის პასუხისმგებელი პირების და შპს ,,ინ--------–----ი“-ს დირექტორის შეხვედრა და სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ინ--------–----ს“ გაეგრძელებინა სამუშაოები და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ვადის გაგრძელებაზე. ითხოვეს, რომ შპს ,,ინ-------–----ს“ მერიაში შეეტანა წერილი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ შპს ,,ინ--------–----ი“ იღებდა ვალდებულებას, რომ მშენებლობა დაესრულებინა 2018 წლის 20 დეკემბერს, ასევე დაეფიქსირებინა რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვინაიდან მერიის მიერ არ ხდებოდა შესრულებული სამუშაოების თანხების ანაზღაურება. 2018 წლის 1- ოქტომბერს მოპასუხე ორგანიზაციაში ჩაბარებული იქნა N 51 წერილი. შპს ,,ინ--------–----მა“ ოქტომბრის თვეში გააგრძელა მუშაობა და შეასრულა მნიშვნელოვანი ღირებულების სამუშაოები. 11.10.2018 წელს შპს ,,ინ--------–----ს“ წერილით მიმართა მოპასუხემ, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ხელშეკრულების ვადა და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 19 აპრილს, ამიტომ ამოქმედდა ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუქნტი, რის საფუძველზეც შპს ,,ინ--------–----ს“ დაეკისრა შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%, რაც შეადგენს 4192,33 ლარს. 2018 წლის 23 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს, სადაც დაფიქსირებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამტომატურად შეწყდა, მაგრამ მოსარჩელისათვის გაურკვეველია რომელი რიცხვიდან შესყდა ხელშეკრულება, ვინაიდან მას არ ჩაბარებია არანაირი აქტი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ მოპასუხეს აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მოითხოვეს ჯარიმის თანხის გადახდა. მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადააგზავნა წერილი, მასზედ, რომ შპს ,,ინ--------–----მა“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის N 3077 განკარგულებით შპს ,,ინ--------–----ს“ მიეცა გაფრთხილება. შპს ,,ინ--------–----მა“ წერილით მიმართა მა-------–--------–----–--------------ას და აცნობა, რომ შპს ,,ინ--------–----ისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების და მისი ბრალეულობის გარეშე ხდებოდა სამუშაოების შესრულების დაყოვნება, ვადის დარღვევა და ხელშეკრულების შეწყვეტა იყო უკანონო. ასევე შპს ,,ინ--------–----მა“ მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. მა-------–--------–----–--------------ამ 13.02.2019 წელს შპს ,,ინ--------–----ს“ აცნობა, რომ მათი მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან შპს ,,ინ--------–----ისათვის’’ ცნობილი იყო სატენდერო პირობები, მათ შორის სამუშაოების შესრულების ვადა და ვინაიდან არაჯეროვნად შეასრულა შპს ,,ინ--------–----მა“ ვალდებულება მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე მხარის განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს მოსარჩელის მითიტება, რომ თითქოს მა-------–--------–----–--------------ა განზრახ არ აძლევდა მოსარჩელს მშენებლობის დასრულების საშუალებას. მოსარჩელის განმარტებით, მშენებლობის შეჩერების მიზეზი იყო გეოლოგიური კვლევის არ ქონა. სამშენებლო მოედანს არც თავიდან ჩატარებია გეოლოგიური კვლევა და არც შემდგომ მუნიციპალიტეტს მოუთხოვია აღნიშNული კვლევის ჩატარება. შესაბამისად ამ მიზეზით მშენებელი ვერ შეაჩერებდა მშენებლობას. შპს ,,ინ--------–----ს“ სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა უნდა დაეწყო 2017 წლის 16 ოქტომბრიდან, რაც მან არ შეასრულა. მოსარჩელეს სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 25 ოქტომბრამდე საერთოდ არ დაუწყია. მოსარჩელის განმარტება, რომ მას შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით მოუწია რიგი მასალების ხელახლა შესყიდვა, ვინაიდან მათთან შეუთანხმებლად განხორციელდა ხარჯთაღრიცხვის და პროექტის ცვლილება, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან როდესაც მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ხელახლა მოუწია სამშენებლო ბლოკების შესყიდვა შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით, მას უნდა ახსოვდეს 2017 წლის 16 ნოემბრის N 160 წერილი. აღნიშნულ წერილში მშენებელი შენიშვნის სახით განმარტებას აკეთებს სამშენებლო ბლოკის შეცვლის აუცილებლობაზე და მიუთითებს იმ ზომებზე, რომელიც გათავლისწინებული იყო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და 2017 წლის 30 ნოემბრის N 03/13281 წერილით ეცნობა ცვლილებების შესახებ. შესაბამისად მშენებელს ჰქონდა ვარაუდი აღნიშნული ცვლილებების შესახებ და ცვლილება განხორციელდა მისი რეკომენდაციით. რაც შეეხება პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში უზუსტობებს, მართალია იყო რიგი უზუსტობები, მაგრამ აღნიშნული უზუსტობები ვერ შეაფერხებდა ძირითადი სამუშაოების განხორციელებას. ასევე მუნიციპალიტეტის მითითებით არ ხდებოდა მშენებლობის შეჩერება. შპს ,,ინ--------–----ი“ მშენებლობას აჩერებდა მხოლოდ თავისი ნებით და ეძებდა იმ მიზეზებს, რა მიზეზითაც შეიძლებოდა მშენებლობის შეჩჩერება, ამას მოწმობს არაერთი წერილი, მაგ: შპს ,,ინ--------–----ი“-ს 2017 წლის 1- დეკემბრის N 195 წერილი, სადაც მშენებელი აღნიშნავს არსებულლ ხარვეზებზე და რიგ შემთხვევებში სხვადასხვა წერილებში ხარვეზები ერთი და იგივეა და მოთხოვნა ერთი - გაზრდილი იქნას მშენებლობის დასრულების ვადა. 2018 წლის 1 თებერვალს N 12 წერილით მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, წერილში აღნიშნა, რომ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა შეთანხებული იყო საზედამხედველო კომპანიასთან, მაგრა გაუგებარის, თუ შეთანხმებული იყო ყველა დეტალი, რამ განაპირობა 7 კალენდარულ დღეში ისევ დარღვევების აღმოჩენა. მოპასუხისათვის გაუგებარია, თუ რატომ საუბრობს მოსარჩელე იმაზე, რომ მარნეულის მუნიციალიტეტი მას არ უნაზრაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებებს. მოსარჩელეს ორჯერ აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხოლო მესამედ მას აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 2018 წლის 27 აგვისტოს, 9012.65 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს მშენებლობის დასრულებაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მშენებელი ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს იგი ხელოვნურად ქმნიდა სირთულეებს და მიზეზად ყოველთვის მოჰქონდა პროექტის და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. მოსარჩელე მხარე მა-------–--------–----–--------------ის გაფრთხილების მიუხედავად არ აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, მერიამ 2018 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ და განუმარტა, რომ ვინაიდან მათი მხრიდან არაჯეროვნად შესრულდა სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობა მიმდინარეობდა შეფერხებით, მა-------–--------–----–--------------ამ შეწყვიტა 2017 წლის 16 ოქტომბრის N 238 ხელშეკრულება, ასევე აცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 30 სექტემბერი, ვინაიდან მა-------–--------–---–---------------- არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მშენებელმა არ მოავლინა არმომადგენელი, რათა გაფორმებულიყო ურთიერთშეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდა 2018 წლის 30 სექტემბერს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ოქტომბრის თვეში შეასრულა 8 1-5.1- ლარის ღირებულების სამუშაოები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს აღნიშნული სამუაოების ჩატარების ვალდებულება აღარ გააჩნდა 2018 წლის 30 სექტემბრის შემდეგ. ამდენად მას არ უნდა აუნაზღაურდეს აღნიშნული თანხები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N 3077 განკარგულებით, შპს ,,ინ--------–----ი“ ცნობილი იქნა ხელშეკრულების პირობების დამრღვევა მხარედ და მიეცა გაფრთხილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა-------–--------–----–--------------ას (შემსყიდველი) და შპს ,,ინ--------–----ს“ (მიმწოდდებელი) შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქალაქ მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახამრების ცენტრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა. (C----------- -შენობების მშენებლობა). ხელშეკრულების თანახმად, გასაწევი სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 1-2 000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 მარტი. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში. იგი პასუხისმგებელია გაწეული სამუშაოების ხარისხსა და დროულობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 (ტ. 1. ს.ფ. 30-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N238 ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების (ხარისხი და დროულობა) შეუსრულებლობის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02% ოდენობით. 13.3 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციები არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 (ტ. 1. ს.ფ. 30-34);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულებულა 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.10.2018 წ. N 03/10602 წერილი (ტ.1. ს.ფ. 123);
- 1-.10.2018 წ. წერილი (ტ.1. ს.ფ. 122);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N238 ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოები გაწეულად ჩაითვლება შესაბამისი ,,მიღება ჩაბარების“ აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. 10.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 (ტ. 1. ს.ფ. 30-34);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N238 ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 (ტ. 1. ს.ფ. 30-34);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. 2017 წლის 16 ნოემბერს წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა პროექტსა და ხალჯთაღრიცხვაში არსებული მონაცემების ერთმანეთთან შეუსაბამობის შესახებ. მიმწოდებელმა მოითხოვა აღნიშნული საკითხის მოწესრიგება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.11.2017 წლის N 160 წერილი (ტ. 1. ს.ფ. 35-36);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.7. 2017 წლის 30 ნოემბერს N 03/13281 წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების საკითხი განხილული იქნა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, რომლის მიერ მოწოდებული ტიპიური საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს შპს ,,ინ--------–----ს“, რომ მშენებლობის სამუშაოები აწარმოოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.12.2017წ, N 03/13610 წერილი (ტ.1. ს.ფ. 45)
3.1.8. 2018 წლის 9 იანვრის N 002 წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ ყველა საპროექტო მონაცემი დაზუსტებული იყო და მიმწოდებელი იწყებდა სამუშაოების შესრულებას, მაგრამ სამუშაოების ვადები არ იძლეოდა სამუშაოების ხელშეკრულების ვადებში დასრულების საშუალებას, რასაც ემატებოდა ზამთრის მკაცრი პირობები. მიმწოდებელმა მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა 70 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ინ--------–----ი“-ს 09.01.2018 წ. N002 წერილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ (ტ.1. ს.ფ. 54);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.9. 2018 წლის 1 თებერვლის N 12 წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შეთანხმებული იყო ზედამხედველ კომპანიასთან. ასევე აღნიშნა რომ შეთანხმების მიღწევამდე სამუშაოები შეჩერებული იყო. მიმწოდებელმა მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა 70 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.02.2018 წ. N 12 წერილი (ტ.1. ს.ფ. 55);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.10. 2018 წლის 19 თებერვლის N 14 წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა 2018 წლის 9 იანვრის N 002 წერილში მითითებული გარემოებების შესახებ. მიმწოდებელმა მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა 70 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.02.2018 წ. N14 წერილი (ტ.1. ს.ფ. 56);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.11. 2018 წლის 19 თებერვლის და 23 თებერვლის N 1- და N 18 წერილებით მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებული ვარიანტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.02.2018 წ. N1- წერილი (ტ.1. ს.ფ. 57);
- 23.02.2018 წ, N 18 წერილი (ტ.1, ს.ფ. 58);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.12. 2018 წლის 9 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება - N 238 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დამატება დანართი N1. ურთიერთშეთანხმების თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულების 2.3, 3.1, 4.1., 16.1 პუნქტები. ურთიერთშეთანხმების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 09.03.2018 წ. ურთუერთშეთანხმება (ტ.1. ს.ფ. 79);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.13. 2018 წლის 29 მარტს შემსყიდველმა წერილობით მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წარუდგინა 2018 წლის 23 მარტს N 1334-03 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც აუწყა, რომ ქალაქ მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის 13 მარტიდან არ მიმდინარეობს და შესაბამისად დარღვეულია სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი, რასაც შეეძლო გამოეწვია შპს ,,ინ--------–----თან“ გაფორმებული 2017 წლის 16 ოქტომბრის N 238 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საპასუხოდ შპს ,,ინ--------–----მა“ 2018 წლის 20 მარტის N 30 წერილით აცნობა, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო ხარჯთაღრიცხვის კორექტირების და სამუშაოების მიწოდების ვადის დადგენამდე. ვადის გაგრძელების შემდეგ სამუშაოები მიმდინარეობს სწრაფი ტემპით აღნიშნულ ობიექტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.03.2018 წ. N03/3003 წერილი (ტ.1. ს.ფ. 59);
- 30.03.2018წ. N 30 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 60).
3.1.14. 2018 წლის 3 მაისს მა-------–--------–----–--------------ამ წერილობით მიმართა შპს ,,ინ--------–----ს“ და აცნობა, რომ შპს ,,ინ--------–----ის“ მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გაწევის ვადები. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. აცნობა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული N 238 ხელშეკრულებასთან მიმართებაში ამოქმედებულია წიმანდებარე ხელშეკრულების მე-13 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეგულაცია, რაც არ ათავისუფლებს მიმწოდებლის ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან. მა-------–--------–----–--------------ამ მოითხოვა სამუშაოს შეჩერების და ვადის დარღვევის მიზეზების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების ზუსტი ვადის შესახებ ინფორმაცია და მიუთითა, რომ აღნიშნული ვადით გადაწყვეტდა შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს. აღნიშნულ წერილზე შპს ,,ინ--------–----მა“ მოპასუხეს აცნობა, რომ პროექტი საჭიროებს კვლავ კორექტირებას, რაც ხელს უშლის სამუშაოების დასრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.05.2018 წ. N 03/4381 წერილი (ტ.1. ს.ფ. 62);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.1-. 2018 წლის 7 ივნისის N 50 წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ დამთავრებულია შენობის კარკასის მოწყობის სამუშაოები, თუმცა სახურავის კონსტრუქცია საჭიროებდა კორექტირებას. მიმწოდებელმა მოითხოვა სამუშაოს დაკორექტირებამდე საჯარიმო სანქციების შეჩერება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.06.2018 წ. N 50 წერილი (ტ.1. ს.ფ. 65);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.16. 24.08.2018 წლის N 03/8794 წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ მიმწოდებლის მიერ 2018 წლის 24 ივლისს N 51 წერილით წარდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა გადაგზავნილი იყო შპს ,,ოპტიმალ გრუპ“-ში და საპროექტო ორგანიზაცია შპს ,,არკონ ჯგუფში“ განსახილველად. შპს ,,არკონ ჯგუფი“ არ არის წინააღმდეგი დოკუმენტაციაში შევიდეს ცვლილება. შემსყიდველმა მიმართა მიმწოდებელს, რომ წარედგინა წარმომადგენელი, რათა მხარეებს შორის გაფორმებულიყო შესაბამისი ურთიერთშეთანხმების აქტი და დროულად განახლებულიყო სამშენებლო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყდებოდა 2017 წლის 16 ოქტომბრის N 238 ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.08.2018 წ. N 03/8794 წერილი (ტ.1. ს.ფ. 102);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.17. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს 2018 წლის 4 სექტემბერს მიმართა წერილით, რომლითაც აცნობა, რომ მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს N 100 წერილით წარდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა არ იყო შესაბამისობაში შპს ,,ოპტიმალ გრუპ“-ის კორექტირებულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან. მიმართა, რომ უმოკლეს ვადებში წარმოედგინა მიმწოდებელს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა შპს ,,ოპტიმალ გრუპ“-ის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყდებოდა 2017 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.09.2018 წ. N 03/9069 წერილი (ტ.1. ს.ფ. 103);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.18. მიმწოდებელმა ორგანიზაციამ 2018 წლის 11 სექტემბრის წერილით მიმართა შემსყიდველს და წარუდგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებული ვარიანტი. ასევე ითხოვა სამუშაოთა წარმოების ვადის გახანგრძლივება გონივრული ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.09.2018 წ. N 75 წერილი (ტ.1. ს.ფ. 105);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.19. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2018 წლის 11 ოქტომბერს წერილობით მიმართა მიმწოდებელ ორგანიზაციას და აცნობა, რომ ქ.მარნეულში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 19 აპრილამდე. ვადის დარღვევის შედეგად ამოქმედდა ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტი, რის საფუძველზეც მიმწოდებელ ორგანიზაციას დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი ვალდებულების ღირებულების 0.02 %-ის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 4192.33 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.10.2018 წ. N 03/10602 წერილი (ტ.1. ს.ფ. 123);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.20. მიმწოდებელმა ორგანიზაციამ შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობოთ მიმართა 2018 წლის 1- ოქტომბერს და აცნობა, რომ კომპანია არ გაურბის მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იღებს მთლიანი პროექტის მშენებლობა დაამთავროს მიმდინარე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1-.10.2018 წ. წერილი (ტ.1. ს.ფ. 122);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.21. 19.12.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებით N 238 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს ,,ინ--------–----ს“ მიეცა გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.12.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება (ტ.1. ს.ფ. 147-1-2)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მიმწოდებლის - შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ დროში არ შესრულდა 2017 წლის 16 ოქტომბრის N 238 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2018 წლის 30 სექტემბერს ამოიწურა მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ინ--------–----მა“ იკისრა ვალდებულება სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში შესრულების თაობაზე. მიმწოდებელმა რამდენჯერმე მიმართა წერილით შემსყიდველს და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე ითხოვა სამუაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება. 2018 წლის 9 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებმა ცვლილება შეიტანეს N 238 ხელშეკრულებაში. შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 სექტემბრამდე. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილისათვის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად არ შესრულდა. ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლად შპს ,,ინ--------–----ი“ უთითებს მოწინააღმდეგე მხარის მა-------–--------–----–--------------ის ბრალეულობას, კერძოდ იმას, რომ მხარემ არ მისცა მას შესაძლებლობა ვადაში დაესრულებინა სამუშაოები.
სასამართლოში წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ მხარეების მიერ ერთმანეთისათვის გაგზავნილი წერილები, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,ინ--------–----მა“ რამდენჯერმე მიმართა მა-------–--------–----–--------------ას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის გაგრძელების თხოვნით, რაზეც მა-------–--------–----–--------------ა წინააღმდეგი არ წასულა და ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელებული იქნა გარკვეული პერიოდით. მიუხედავად ამისა ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2018 წლის 30 სექტემბერით. აღნიშნული ვადის ცვლილების თაობაზე მხარეები არ შეთანხმებულან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის ბრალეულობის გამო შეუსრულებლობის ფაქტს.
3.2.2. შპს ,,ინ--------–----ის“ მიერ 2018 წლის 30 სექტემბრის შემდეგ მარნეულის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე გაწეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 81-5.1- ლარის ოდენობით. გაწეული სამუშაოს ღირებულება მა-------–--------–----–--------------ის მიერ ანაზღაურებული არ არის.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოადგინა ინსპექტირების ანგარიში N IR_17-11-A010/F/04, რომლის თანახმად, შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიერ 2018 წლის 30 სექტემბრის შემდეგ მარნეულის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე გაწეული იქნა 81-5.1- ლარის ღირებულების სამუშაოები. მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 361-ე, 417-ე, 629-ე, 976-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მა-------–--------–----–--------------ას (შემსყიდველი) და შპს ,,ინ--------–----ს“ (მიმწოდებელი) შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქალაქ მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახამრების ცენტრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა. (C----------- -შენობების მშენებლობა). ხელშეკრულების თანახმად, გასაწევი სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენდა 1-2 000 ლარს. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში. იგი პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოების ხარისხსა და დროულობაზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 სექტემბრამდე. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. დადგენილია, რომ მხარეები აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე არ შეთანხმებულან. ამასთანავე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების შეწყვეტა. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შედეგად.
დადგენილია, რომ მიმწოდებელმა არაერთხელ მიმართა შემსყიდველს ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე. რამდენჯერმე წარუდგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მიმწოდებელი გამოხატავდა სამუშაოების წარმოების გაგრძელების სურვილს. სასამართლო განმარტავს, რომ მიმწოდებლისათვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 238 ხელშეკრულების გაფორმებამდე ცნობილი იყო სატენდერო პირობები, ასევე მისთვის ცნობილი იყო სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადა. მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებით დაადასტურა თავისი ვალდებულება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს შეასრულებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიმწოდებელს ჰქონდა შესაძლებლობა გაეთვალისწინებინა სამუშაოების წარმოებისას სავარაუდო ხელისშემშლელი გარემოებები.
მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებები აშკარად შეიცვალა და შპს ,,ინ--------–----ს“ არ უნდა მოეთხოვოს ხელშეკრულების პირობების მკაცრად დაცვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შედეგად, დადგენილია, რომ მიმწოდებლის თხოვნით მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა სამუშაოების შესრულების ვადა. 2018 წლის 9 მარტის ურთიერთშეთანხმებით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების ვადა 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ამასთანავე მოპასუხე მხარეს 19 აპრილის შემდეგ ხელშეკრულება არ შეუწყვეტია. მიმწოდებელი აგრძელებდა სამუშაოების წარმოებას, რასაც ადასტურებს მისი წერილები შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ, ამასთანავე თავად მიმწოდებელი არ უარყოფდა ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ფაქტს და აღნიშნავდა, რომ თანახმა იყო სამუშაოები ეწარმოებია და დაესრულებინა 2018 წლის 20 დეკემბრისათვის, ხელშეკრულებით შეთანხმებული საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით. ამასთანავე აღსანიშნავია მიმწოდებლის 2018 წლის 4 მაისის N 59 და 2018 წლის 24 ივლისის N 51 წერილები, რომელშიც მიმწოდებელი აღნიშნავდა პროექტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, ამასთანავე დადგენილია, რომ რამდენიმე თვით ადრე შემსყიდველისათვის გაგზავნილ წერილში მიმწოდებელი აღნიშნავდა, რომ ყველა საპროექტო მონაცემი დაზუსტებული იყო. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაცია არ იყო მკაცრად შეზღუდული თავდაპირველი შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებით. ამასთანავე მითითებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელი სათანადოდ არ გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, არსებულ პროექტს. მოსარჩელეს შეეძლო სატენდერო წინადადების წარდგენის დროს გაცნობოდა სატენდერო პირობებს, ფაქტობრივ მდგომარეობას და შესაბამისად დაეგეგმა სამუშაოების წარმოება. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვია პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეუსაბამობამ და მოპასუხის ბრალეულმა ქმედებებმა.
აქვე სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შემსყიდველის მიერ არ მომხდარა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა. ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შედეგად.
ამდენად, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N238 ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დადგენილ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ინ--------–----ს“ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. მან დადგენილ ვადაში არ შეასრულა ვალდებულებები, მხარეთა შეთანხმებით, შპს ,,ინ--------–----ი“ განაგრძობდა სამუშაოების შესრულებას, რაც მას არ ათავისუფლებდა შეთანხმებით ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოსაგან. აღნიშნულს ადასტურებს თავად მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის 2018 წლის 1- ოქტომბერს გაგზავნილი წერილიც.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.201-წ. საქმე №ას-11-8-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-201-).
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების (ხარისხი და დროულობა) შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა. ამასთანავე დადგენილია, რომ შპს ,,ინ--------–----ი“-ს მიერ დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალეულობით. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობის და გადახდილი პირგასამტეხლოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ინ--------–----ს“ და მა-------–--------–----–--------------ას შორის დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 238, რომლის საფუძველზეც შპს ,,ინ--------–----მა“ აიღო ვალდებულება ეწარმოებია მარნეულის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 სექტემბერი. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა. დადგენილია, რომ შპს ,,ინ--------–----მა“ 2018 წლის 30 სექტემბრის შემდეგ გასწია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 81-5.1- ლარის სამუშაოები. ამ პერიოდისათვის მხარეებს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. დადგენილია, რომ მა-------–--------–----–--------------ის მიერ შპს ,,ინ--------–----ისათვის" არ არის ანაზღაურებული აღნიშნული თანხა.
ამდენად, მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მა-------–--------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,ინ--------–----ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 81-5.1- ლარის გადახდა.
6.4. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 81-5.1- ლარის გადახდა. დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 244.65 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 244.65 ლარის ანაზღაურება. ვინაიდან დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ინ--------–----ი“ - ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მა-------–--------–----–--------------ას შპს ,,ინ--------–----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 81-5.1- ლარის გადახდა;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მარნეულის მუნიციალიტეტის მერიას შპს ,,ინ--------–----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 244.65 გადახდა. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ფხალაძე