განაჩენი

სისხლის სამართლის 13.08.2019
საქმის ნომერი
080100119002990608
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002990608

საქმის #1/392-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.08.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------–--ე;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ---------–--ე;

ადვოკატი - ი-----–----------ე, მ-----–-------ე;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მ---------–--ე

მამის სახელი: ა---------–-

დაბადებული: 24.02.1992 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლობა: მქონე

 

მისამართი: ქ. ქუთაისი, ქ--------–-------–----------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა„ ქვეპუნქტი;

 

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 03 თებერვალი, 17:10 საათი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისში, რ---------–---–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---------–--ემ იძალადა 02.06.2017 წელს დაბადებულ გერზე გ-------–----------ეზე (ცემა სახის არეში). ძალადობის შედეგად გ-------–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ----------–---–--ემ დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ მ---------–--ე არის მეუღლის გ-----------------ის დის მ--------------ის ქმარი (სიძე). მარის და მ----ს ჰყავთ ერთი საერთო შვილი ა-----------------აძე, ასევე მარის ჰყავს შვილი პირველი ქორწინებიდან გ-------–----------ე, რომელიც დაახლოებით იქნება წლის და რვა თვის. საქმესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა რიცხვი იყო დეკემბრის თვის, დაახლოებით თვის ბოლო იქნებოდა, როდესაც ქ----------–---–--ე და მისი მეუღლე გ-----------------ე, სტუმრად იყვნენ გიორგის დის მ--------------ის სახლში, საკმაოდ დიდი ხანი მოუწიათ იქ ყოფნა, დაახლოებით 2 კვირის - 15 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე ერთადერთი ფაქტი იყო, რომ ბავშვს მ----მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახის მიდამოში გაარტყა, მაგრამ არა ისე, რომ დაზიანებები მიეღო. ბავშვი ატირდა, ცოტა რთულად, მაგრამ მაინც დააწყნარეს. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, თავად ქ----------–---–--ე, მისი მეუღლე გ-----------------ე, მ--------------ე და მ----. მ---- ბავშვის ტირილმა გააღიზიანა და ცოტა უხეში იყო ამ მხრივ. მათ აუხსნეს, რომ ის იყო ბავშვი და ამიტომ ტიროდა და ძირითადად ბავშვზე გადაერთვნენ, რომ გაერთოთ და დაეწყნარებინათ. მოწმემ განმარტა, რომ მსგავს ფაქტს სხვა დროს არ შესწრებია, მაგრამ მარის გადმოცემით იცის, რომ სხვა დროსაც ქონია მ----ს მხრიდან ბავშვის ცემის ფაქტს ადგილი რამდენჯერმე, მათ შორის იმ ფაქტსაც რაზეც არის მ----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------------ემ დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ გ-----------------ე არის ბრალდებულ მ---------–--ის მეუღლის - მ--------------ის ძმა. მოწმის განმარტებით მ---------–--ე და მისი და დაახლოებით 2 წელია რაც მეუღლეები არიან, მარის და მ----ს ჰყავთ ერთი საერთო შვილი, მარის ასევე ჰყავს მორე შვილი გ-------–----------ე, რომელიც დაახლოებით ერთი წლის და 8 თვის იქნება. საქმესთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში რამდენიმე დღით სტუმრად იმყოფებოდნენ მარისთან ოჯახში ის და მისი მეუღლე ქ----------–---–--ე. რაც შეეხება შეკითხვას შესწრებია თუ არა მ----ს მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტს, მოწმე განმარტავს, რომ დილით როდესაც გაიღვიძეს, გ-------–----------ე იჯდა დივანზე, ცხვირზე ჰქონდა სისველე, მ----მ მოწმინდა ცხვირი ბავშვს, ბავშვი ატირდა, მ----მ თავზე წამოარტყა ხელი პატარაზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს უყურებდა თავად გ-----------------ე, მისი მეუღლე ქ----------–---–--ე და მისი და მ--------------ე. მოწმის განმარტებით წარსულში მსგავს ფაქტს არ შესწრებია, ხოლო რაც შეეხება დეკემბრის თვის შემდეგ, 13 იანვარი იყო სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, რა დროსაც დარეკა დედამ, დამ მ--------------ემ და შემდეგ ბავშვის მეურვემ ი--------------–---–მა და უთხრეს მისულიყვნენ, რადგან დახმარება სჭირდებოდათ ბავშვთან დაკავშირებით. როდესაც მივიდნენ პოლიციაც ადგილზე დახვდათ, სადაც მარიმ თქვა, რომ მ----მ გალახა ბავშვი, მოწმის ჩვენებით პირადად მას აღნიშნული ცემის ფაქტი არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------ემ დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ბრალდებული მ---------–--ე არის მისი მეუღლე, რომელთანაც ორი წელია იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი ა-----------------აძე. ვიდრე მ---------–--ესთან შექმნიდა ოჯახს მანამდე ჰყავდა ერთი შვილი გ-------–----------ე, რომელიც არის ორი წლის. ერთად ცხოვრების პერიოდში დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ არასდროს. მოწმის განმარტებით მ----ს უხეში დამოკიდებულება გ-------–----------ესთან არ ჰქონია. გ-----------------ე არის მისი ძმა და ქ----------–---–--ე რძალი. მათ საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდათ და რამდენიმე დღით იმყოფებოდნენ მარისთან სახლში, შემდეგ წავიდნენ. მ----ს მიმართ მისი ოჯახის წევრებს ძალიან აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ ნასამართლევი იყო და უნდა დაშორებოდა. მოწმის განმარტებით უყვარს მ---- და ერთად სურთ ცხოვრება. მოწმის განმარტებით, მარის ოჯახის წევრებს მ----ს მიმართ, დღესაც იგივე დამოკიდებულება აქვთ და ეუბნებიან, რომ უნდა დაშორდეს. ქ----------–---–--ისთვის არასოდეს უთქვამს, რომ მ---- ბავშვს სცემდა. მოწმე ადასტურებს, რომ ქ----------–---–--ე დეკემბრის თვეში ნამდვილად იყო მის სახლში, მაგრამ მ---- ამ პერიოდში სახლში არ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით მ----ს მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობრივ ფაქტს არასდროს არ ქონია ადგილი. დაადასტურა, რომ გ-------–ს დეკემბრის თვეში მარჯვენა ლოყაზე ჰონდა სილურჯეები, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო, იმით რომ თავად მოეფერა და უკბინა, ამიტომ ჩაულურჯდა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გ-------–----------ის მეურვის ი--------------–---–ის განცხადების საფუძველზე, რომ მის მეურვეობაში მყოფ გ-------–----------ეს აღენიშნება სხეულზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები.

 

2019 წლის 14 იანვრის მოქალაქე ი--------------–---–ის განცხადებით დადგენილია, რომ მიმართა შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას, არასრულწლოვან გ-------–----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და წარადგინა 2018 წლის 16 ოქტომბრის N1-------- მინდობილობა და გ-------–----------ის დაბადების მოწმობის ასლი.

 

16.10.2018 წლის N1-------- მ--------------ის მიერ ი--------------–---–ისთვის გადაცემული მინდობილობით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ-------–----------ის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს ი--------------–---–ი.

 

N6---------- დაბადების მოწმობის ასლით დადგენილია, რომ გ-------–----------ე დაბადებულია 2017 წლის 02 ივნისს და დედა არის მ--------------ე;

 

14.01.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ,,14.01.2019 წ. 21:10 – 21:39 - ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. გ-------–----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.... დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთისა და მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ--------------ემ და ნ-----–-------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზების დასკვნის სისწორე.

 

14.01.2019 წლის N479 შეტყობინებით დადგენილია, რომ პატრულ - ინსპექტორი თ---------------------ე, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.ქუთაისში, ნ---------------ა-ში, პოლიციის მე-4 განყოფილების მორიგის მოთხოვნით, რომელიც ითხოვდა დახმარებას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და შემაკავებელი ორდერის გაცემას მოძალადის მიმართ.

 

14.01.2019 წლის N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ სავარაუდო მსხვერპლს წარმოადგენს გ-------–----------ე, ხოლო სავარაუდო მოძალადეს ბავშვის ბიოლოგიური დედა - მ--------------ე.

 

14.01.2019 წლის მოქალაქე ი--------------–---–ის განმარტებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ-------–----------ე იმყოფება ი--------------–---–თან მინდობით აღრზდაში, ი--------------–---–ი წარმოადგენს არასრულწლოვან გ-------–----------ის მეურვეს. მისი ჩვენებით, 2019 წლის 11 იანვარს არასრულწლოვან გ-------–----------ის ბიოლოგიურმა დედამ - მ--------------ემ, მისივე თანხმობით ბავშვი წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - მ---------–--ესთან ერთად. 2019 წლის 14 იანვარს ი--------------–---–მა მიაკითხა ბავშვს წამოსაყვანად, რა დროსაც ნახა, რომ ბავშვს სხეულის მიდამოებში აღენიშნებოდა ნაკაწრები, სილურჯეები და დაზიანებები სახის მიდამოში, აღნიშნულზე ამ უკანასკნელმა დარეკა 112 - ში და გამოიძახა პოლიცია.

 

14.01.2019 წლის მოქალაქე მ--------------ის განმარტებით დადგენილია, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გ-------–----------ე, მისივე თანხმობით, იმყოფება ი--------------–---–ის მეურვეობის ქვეშ, მას პერიოდულად მიჰყავს ბავშვი თავის საცხოვრებელ სახლში, 2019 წლის 11 იანვარს წაიყვანა ბავშვი, რომელსაც 14 იანვარს წასაყვანად მიაკითხა ი--------------–---–მა. ბავშვს აღენიშნებოდა სილურჯეები და ნაკაწრები სახის მიდამოში, რომელსაც მოფერების დროს უკბინა - თავად მიაყენა შვილს დაზიანება. აღნიშნულის გამო ი--------------–---–მა დარეკა პოლიციაში.

 

ბრალდებულის დაკავებისა ოქმით დადგენილია, რომ მ---- ა---------–-ს ძე ხმელიძე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 03 თებერვალს.

 

15.02.2019 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ,,მ---------–--ეს აღენიშნება - ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F 60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ---------–--ეს აღენიშნებოდა ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ---------–--ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მ---------–--ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, მ---------–--ე ამჟამად რაიმე სახის ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას მოცემულია საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნაში. კერძოდ ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისში, რ---------–---–---------- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ---------–--ემ იძალადა 02.06.2017 წელს დაბადებულ გერზე გ-------–----------ეზე (ცემა სახის არეში). ძალადობის შედეგად გ-------–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით (გ-----------------ის და ქ----------–---–--ის) დასტურდება, რომ მ---------–--ის მიერ, გ-------–----------ის მიმართ, ჩადენილი ძალადობის ფაქტი დადასტურებულია და მას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი.

 

მოწმეთა ჩვენებით, მ---------–--ის მხრიდან გ-------–----------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, ადრეც ჰქონია ადგილი, თუმცა წარსულში არასრულწლოვანზე მიყენებული ფიზიკური ძალადობის კვალი არ ყოფილა ვიზუალურად შესამჩნევი. მოწმეებმა აგრეთვე დაადასტურეს, რომ მ--------------ემ მათაც განუცხადა, რომ მ---------–--ემ იძალადა გ-------–----------ეზე.

 

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ექსპერტმა შეაფასა არასრულწლოვან გ-------–----------ეზე მიყენებული დაზიანებები, დადგენილია, რომ სახეზე არსებული ნაჭდევები, სისხლანაჟღენთები წარმოადგენენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და ისინი შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დაზიანებები ეწინააღმდეგებიან მითითებულ თარიღს. რაც შეეხება მ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, სადაც განმარტავს, რომ მ---------–--ეს არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია გ-------–----------ისთვის მიუთითებს მის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ, მ---------–--ისათვის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------–----------ის ასაკიდან გამომდინარე, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოადგენს ქმედებას, რომლის მონაწილენი არიან ერთი ოჯახის წევრები, ნათესავები ან მუდმივად ერთად მცხოვრები პირები, შესაბამისად დანაშაულებრივი ფაქტის გასაჯაროებისა და დამნაშავის მიმართ დევნის განხორციელების შემდეგ, დაზარალებულში გარკვეულწილად იღვიძებს სიბრალულის/სინანულის გრძნობა და ცდილობს დაფაროს ან შეძლებისდაგვარად ამართლოს მოძალადის ქცევა, რაც მომავალში საფრთხეს უქმნის და აზარალებს საზოგადოების საჯარო ინტერესს, ბადებს დამნაშავეში დაუსჯელობისა და ტოლერანტობის გაუმართლებელ რწმენას, რაც მომავალში ანალოგიური ხასიათის განმეორებით დანაშაულებებში იჩენს თავს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ---------–--ე საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებული გ-------–----------ე არის ბრალდებულის გერი და იგი არასრულწლოვანია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ბრალდების მხარის მოწმის - ქ----------–---–--ის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება ვერ იქნება მტკიცებულება იქედან გამომდინარე, რომ მას აქვს ფსიქიკური ნაკლი და არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარე მიუთითებს შპს ,,ქ----------------------------------–------–------ის“ მიერ 2019 წლის 05 თებერვალს გაცემულ ცნობას, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქე ქ----------–---–--ე არის შპს ,,ქ----------------------------------–------–------“-ში განხორციელებული ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის პროგრამის ბენეფიციარი 17.07.2015 წლიდან - 11.09.2015 წლის ჩათვლით, დიაგნოზი: დისოციალური პერსონოლოგიური აშლილობა (F60.2).

 

აღნიშნულთან დაკავაშირებით, სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს ცნობაში მითითებულ თარიღზე და იმ შუალედზე, რა პერიოდშიც ხდებოდა აღნიშნული პიროვნების, ცნობაში მითითებული დიაგნოზის მიხედვით ქრიტინე წულაძე ბენეფიციარად რეგისტრირება (17.07.2015 წლიდან 11.09.2015 წლამდე). ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმე გამოკითხული იქნა 14.01.2019 წელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75.1. მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვოს ან აღიდგინოს ფაქტები.

 

აღნიშნულთან დაკავაშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული მიზნებისა და მის ჩვენების დაუშვებლობის საკითხის განსაზღვრისათვის სასამართლოს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ საფუძველს, თუ რა სახის სამედიცინო დოკუმენტით უნდა განისაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში მოწმის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი, ანუ შეუძლია თუ არა მოწმეს სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

 

საპროცესო ნორმის ანალოგიის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105.2. მუხლის „ბ„ პუნქტის გათვალისწინებით, დანაშაულის ჩადენისას პირის შეურაცხაობის საკითხი დადასტურებული უნდა იყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. პირის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად კანონმდებლი ითხოვს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დასკვნას, შესაბამისად, მოწმის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხიც სწორედ შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით უნდა იყოს დადასტურებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი დასკვნის არ არსებობის პირობებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმე ქ----------–---–--ის ჩვენება, არ იქნას მიღებული მტკიცებულების სახით.

 

რაც შეეხება ბრალდებულ მ---------–--ის პოზიციას, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია სასამართლო აღნიშნულს არ იზიარებს, ვინაიდან მოწმეთა გ-----------------ისა და ქ----------–---–--ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რაიმე გარემოება, რაც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არ ყოფილა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ მ---------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე ქ----------–---–--ის, გ-----------------ის, შ--------------ის და ნ-----–-------------ის ჩვენებების გარდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ---------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ---------–--ის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ასევე სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს, აგრეთვე ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მის ხასიათს.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა„ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით მ---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუზველზე ჩაეთვალა პირობით 05 წლით გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშჯერებითა და გაანალიზებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - მ---------–--ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------–--ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

ამასთან, ბრალდებულ მ---------–--ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

ამდენად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ---------–--ეს სასჯელი ასევე უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-1 ნაწილის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გამოყენებით.

ბრალდებულ მ---------–--ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ მ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ---------–--ის პიროვნების გათვალისწინებით, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მ---------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ მ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 თებერვლიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, (ქ. ქუთისი, კუპრაძის ქუჩა #11.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე