გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2019
საქმის ნომერი
330210015001051780
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

1- ივლისი, 201- წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მ---რიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი

 

მოსარჩელე (ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლე) - ნ--- დ-----------.

წარმომადგენელი - ნ-----–- ს--------.

 

მოპასუხე - შპს ,,ნ--- ქ----------–--“

წარმომადგენლები - მ--- თ-------, ს---–------ ბ----–---–-, თ----- რ------.

 

მოპასუხეები - რ----- ჭ-------, ა----–--- ჩ--------–---.

წარმომადგენელი - მ--- თ-------, თ----- რ------.

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება და ხელშეშლის აღკვეთა.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. მოპასუხე შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს დაეკისროს ნ--- დ------------ სასარგებლოდ დივიდენდის სახით 50 000 ლარის გადახდა;

1.2. შპს ,,ნ--- ქ----------–--ს“, რ----- ჭ-------სა და ა----–--- ჩ--------–--- დაევალოთ ხელშეშლის აღკვეთა ნ--- დ------------ მიმართ პარტნიორული ურთიერთობების პრინციპებისა და წესდების შესაბამისად უფლების განხორციელებაზე შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ში (იხ. სხდომის ოქმი 7.05.201-, 1-:1-:40 – 1-:20:35).

 

მოსარჩელის განმარტებით, მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ ლ----------- დ------------ 2--- წ-–-- 1- მ------ სანოტარო აქტის საფუძველზე იყიდა შპს ,,ე------- 2---“-ის 50%-იანი წილის ნაწილი 47.5% კ------- კ--–--------- და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, ხოლო დარჩენილი 2,5% წილი კ. კ--–----- გაასხვისა დისშვილზე - ა----–--- ჩ--------–-----. ამასთან რ----- ჭ-------მ წილის ნაწილი 2,5% მიჰყიდა ა----–--- ჩ--------–---. 2--- წ-–-- 1- ა-----–- ახალი პარტნიორების (ლ. დ-----------, ა. ჩ--------–---, რ. ჭ-------) მიერ, ლ. დ------------ ინიციატივით განხორციელდა საწარმოში ცვლილება ახალი სახელწოდებით ,,ნ--- ქ----------–--“

 

ლ----------- დ----------- იმ მომენტში ეჭვი არ გასჩენია პარტნიორთა კეთილსინდისიერებაში და კანონმორჩილებაში, თუმცა მომავალში განვითარებულმა ურთიერთობებმა ცხადყო, რომ მათ აპრიორი შექმნეს დომინანტური მდგომარეობა და განიზრახეს უცხოეთიდან ჩამოსული წარმატებული ბიზნესმენის მოტყუებით მიეთვისებინათ და გეფლანგათ მისი პირადი ქონება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წ-–-- 4 თ-------–-- გამამტყუნებელი განაჩენით უტყუარად დადასტურდა, რომ მოპასუხე რ. ჭ-------მ ბოროტად გამოიყენა შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ის დირექტორის თანამდებობა და საწარმოს სახელით ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც გამოიხატება თანხების მითვისება-გაფლანგვაში. მას შემდეგ, რაც ლ. დ----------- საბოლოოდ დარწმუნდა პარტნიორთა არაკეთილსინდისიერებაში დაუყოვნებლივ, არაერთგზის, წერილობით მოსთხოვა დირექტორს - რ. ჭ-------ს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ, ასევე გასცნობოდა საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებს, დაუყოვნებლივ დაენიშნა აუდიტორული შემოწმება და წარმოედგინა დასკვნა საერთო კრებაზე, რაზეც რ. ჭ-------მ სრული იგნორირებით უპასუხა.

 

სახელფასო უწყისით დასტურდება, რომ 2--- წელს, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ისე რომ მოწვეული არ იყო პარტნიორთა კრება, შპს ,,ნ--- ქ----------–--ში“, რ----- ჭ-------სა და ა----–--- ჩ--------–----- გაიცა დივიდენდი 1-5263 ლარის ოდენობით. ამასთან დივიდენდის გაცემის ფაქტი დაუმალეს ლ----------- დ----------- და ამ უკანასკნელისათვის იგი ცნობილი გახდა მოგვიანებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხეთა განმარტებით მიმდინარეობს დავა კ------- კ--–----- და ლ----------- დ----------- შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნამდვილი მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ. კომპანიის წილი უნდა გადაფორმებულიყო დროებით, იურიდიული შედეგების დადგომის გარეშე და შემდგომ დაბრუნებოდა რეალურ მესაკუთრეს კ------- კ--–----. 2--- წ-–-- განმავლობაში ჩატარებულ ყველა პარტნიორთა კრებაზე ლ----------- დ----------- ცხადდებოდა კ------- კ--–------- ერთად და ასრულებდა მის მითითებებს, ვინაიდან იგი იყო წილის ფიქტიური მფლობელი. 2--- წ-–-- გაზაფხულზე დაიძაბა ურთიერთობა კ------- კ--–----- და ლ----------- დ----------- შორის და 2--- წ-–-- 2- მ------- პარტნიორთა კრებაზე არ გამოცხადდა ლ----------- დ-----------.

 

მართალია პარტნიორების მიერ შეტანილი იქნა სარჩელი ლ----------- დ------------ წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო პარტნიორის გარიცხვა და წილის გადანაწილება დანარჩენ პარტნიორებს შორის, მაგრამ აღნიშნული არ ყოფილა ,,იმედგაცრუებული“ პარტნიორების ქმედება, არამედ მიზანი იყო კომპანიიდან გაეძევებინათ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტნიორი. ის ფაქტი კი, რომ ორი პარტნიორის წილობრივი მონაცემები ჯამში არის 52.5% და მხარს არ უჭერენ საწარმოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს არ ნიშნავს, რომ წარმოადგენენ დომინანტ ჯგუფს, რომელნიც შეკრულნი არიან ლ----------- დ------------ წინააღმდეგ.

 

მოპასუხეთა განმარტებით კომპანიაში მოგების არსებობა ავტომატურად არ წარმოშობს დივიდენდის მიღების უფლებას. იმისათვის, რომ მოგების თანხა განაწილდეს დივიდენდის სახით აუცილებელია მიღებულ იქნას პარტნიორთა გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პარტნიორთა გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე და შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 1- მ------ ერთის მხრივ კ------- კ--–----- და მეორეს მხრივ ლ----------- დ----------- და ა----–--- ჩ--------–--- შორის შედგა შპს-ში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,ე------- 2---’’-ის 50% წილის მფლობელმა პარტნიორმა კ------ კ--–----- წილის 2,5% მიყიდა ა----–--- ჩ--------–---, ხოლო წილის 47,5% მიყიდა ლ----------- დ-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს-ში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 20-2-);

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,ე------- 2---’’-მა, რომელიც რეგისტრირებული იყო 2--- წ-–-- 1- თ--------–-, განიცადა საფირმო სახელწოდების ცვლილება და 2--- წ-–-- 1- ა-----–-- ცვლილებით ეწოდა შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ის წესდება (ტ.1. ს.ფ. 22-25);

- მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 2- ი--–---- მდგომარეობით შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ის დირექტორი არის რ----- ჭ-------, რომელიც ამავდროულად არის კომპანიის 47,5% წილის მფლობელი მესაკუთრე. ამავე პერიოდში კომპანიის 5% წილის მფლობელი მესაკუთრე არის ა----–--- ჩ--------–--- და 47,5% წილის მესაკუთრე არის ლ----------- დ-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 1-4-1-7);

 

3.1.4. დადგენილია, რომ ლ----------- დ----------- გარდაიცვალა 2--- წ-–-- 1- ო-----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ტ.2. ს.ფ. 368);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 1- ა-----–- გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №---------, რომლის თანახმად 2--- წ-–-- 1- ო----------- გარდაცვლილი ლ----------- დ------------ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების ½ ნაწილი მიიღო გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (მეუღლე) ნ--- დ------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა №--------- (ტ.2. ს.ფ. 376-378);

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 8 მ---- გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №---------, რომლის თანახმად 2--- წ-–-- 1- ო----------- გარდაცვლილი ლ----------- დ------------ კუთვნილი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა) ქ------- დ------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა №--------- (ტ.2. ს.ფ. 415-41-);

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 2- ი----- გაცემულია №--------- სანოტარო აქტი მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის თანახმად ნ--- დ----------- არის ½ ნაწილის მესაკუთრე ლ----------- დ-------------- თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი სახის ქონებიდან, მათ შორის, აქტივები და სხვა პირადი ხასიათის უფლებების ½ ნაწილზე, რომელიც ჰქონდა ლ----------- დ----------- მესამე პირთა მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №--------- სანოტარო აქტი მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების შესახებ (ტ.3. ს.ფ. 84-89);

 

3.1.8. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 1- ნ--------- საოქმო განჩინებით, №2/1-----15 სამოქალაქო საქმეზე ლ----------- დ------------ სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ის, რ----- ჭ-------სა და ა----–--- ჩ--------–---ს მიმართ, ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ ნ--- დ----------- და ქ------- დ-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წ-–-- 1- ნ--------- სასამართლო სხდომის ოქმი (ტ.2. ს.ფ. 407-414);

 

3.1.9. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 2- დ--------- საოქმო განჩინებით, №2/1-----15 სამოქალაქო საქმეზე ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლეების ნ--- და ქ------- დევდარიანების სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ის, რ----- ჭ-------სა და ა----–--- ჩ--------–---ს მიმართ, შეწყდა საქმის წარმოება ქ------- დ------------ სარჩელის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წ-–-- 2- დ--------- სასამართლო სხდომის ოქმი (ტ.3. ს.ფ. 1-9);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ში დივიდენდის გაცემა/არგაცემის საკითხი, კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ისე რომ მოწვეული არ იყო პარტნიორთა კრება, კომპანიაში 2--- წელს გაიცა დივიდენდი 1-5 263,5 ლარის ოდენობით, რომელიც მიიღეს პარტნიორებმა რ----- ჭ-------მ და ა----–--- ჩართოლანმა და აღნიშნულის შესახებ მათ დაუმალეს ლ. დ-----------. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ კომპანიაში დივიდენდის გაცემას ესაჭიროება პარტნიორთა კრება, რაც მოწვეული არ ყოფილა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ გაცემულია დივიდენდი 1-5 263,5 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ის საგადასახადო შემოწმების აქტი (ტ.2. ს.ფ. 542-596), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიაში ჩატარდა სრული კამერალური შემოწმება და შემოწმების პერიოდმა მოიცვა 2--- წ-–-- 1 ი---------- 2--- წ-–-- 1- ა--------- პერიოდი. შემოწმების აქტის თანახმად 2--- წ-–-- თებერვალში გაცემულია დივიდენდი 1-5263 ლარის ოდენობით (ს.ფ. 592). დივიდენდის გაცემის შესახებ ასევე მითითებულია შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ის მიერ საგადასახადო ორგანოში 2--- წ-–-- 3- მ------ წარდგენილი 2--- წ-–-- საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში (ტ.1. ს.ფ. 3---32-), რომლის თანახმად გაცემულია დივიდენდი 1-5263,2 ლარის ოდენობით და მასზედ გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 5263,1- ლარი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კომპანიას ჰქონდა დივიდენდის გაცემის ფინანსური რესურსი, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ის მიერ საგადასახადო ორგანოში 2--- წ-–-- 1 ა-----–- წარდგენილი 2--- წ-–-- საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაცია (ტ.1. ს.ფ. 301-3--), რომლის თანახმად საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა 2 223 452,9 ლარი.

 

სადაო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ში 2--- წელს დივიდენდის გაცემის ფაქტს, რაც ასახული იქნა კიდეც საგადასახადო შემოწმების აქტში. ამასთან მოპასუხეებს აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და მათ მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითეს, რომ კომპანიაში დივიდენდის გაცემის შესახებ არ ჩატარებულა პარტნიორთა კრება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ში 2--- წელს გაცემულია დივიდენდი 1-5 263 ლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირვგელი მუხლი, მე-2, მე-8, 91-ე, 44-ე, 46-ე, 47-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

 

ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებდა სადაო პერიოდში ანუ 2--- წელს მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წ-–-- ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან (იხ. სუსგ. საქმე №ას-132--1-70-201-).

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც იქმნება ერთი ან რამდენიმე პარტნიორის მიერ კაპიტალის დაბანდების, გაერთიანების შედეგად. კაპიტალის ამგვარი გაერთიანების შედეგად დაფუძნებულ საწარმოში თითოეულ პარტნიორს აქვს საწარმოსათვის გადაცემული საკუთარი კაპიტალის შესატყვისი წილი, რომელიც პარტნიორს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობდეს საწარმოს მართვაში, რაც გულისხმობს საზოგადოების უმაღლესი მართვის ორგანოს - პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას. ამასთან, პარტნიორობა ორიენტირებულია იმ იურიდიულ ინტერესზე, იმ სარგებელზე, რასაც დივიდენდის მიღება ჰქვია. თავის მხრივ, დივიდენდის მიღების შესაძლებლობას განაპირობებს საწარმოს პარტნიორთა და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საწარმოს საკეთილდღეოდ მოქმედება, პარტნიორთა მხრიდან მოგებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და მენეჯმენტისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა. შესაბამისად, დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ.

 

შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ის წესდების (ტ.1. ს.ფ.22-25) მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად საზოგადოების უმაღლესი მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. ამავე მუხლის 3.6 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელ პირთათვის მოგებას და საერთო შემოსავალში მონაწილეობის შესახებ. ხოლო მე-5 მუხლის ,,დ’’ პუნქტის შესაბამისად საზოგადოების პარტნიორის უფლება არის საზოგადოების მოგებიდან მიიღოს კუთვნილი წილი საზოგადოების კაპიტალში საკუთარი წილის პროპორციულად.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შპს ,,ნ--- ქ----------–--’’-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება 2--- წელს საწარმოში დივიდენდის გაცემის შესახებ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომპანიაში დივიდენდი გაცემულია 1-5 263 ლარის ოდენობით და ამასთან იგი მიღებული არ აქვს კომპანიის 47,5% წილის მფლობელ პარტნიორს ლ----------- დ-----------.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტად ითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. წილების მესაკუთრეები, კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევიან საწარმოს პარტნიორებად.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია მოგების მიღება და პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, არის სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღება დივიდენდის სახით. სხვა სიტყვებით, საწარმოს მიერ მიღებული მოგების შესაბამის წილზე პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლით და მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წ-–-- მდგომარეობით, ანუ იმ დროისათვის როდესაც შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ში გაიცა დივიდენდი კომპანიის პარტნიორები იყვნენ: რ----- ჭ------- - 47,5% წილის მფლობელი მესაკუთრე, 5% წილის მფლობელი მესაკუთრე იყო ა----–--- ჩ--------–--- და 47,5% წილის მესაკუთრე იყო ლ----------- დ-----------.

 

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2--- წ-–-- 1- ა-----–- გაცემული №--------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2--- წ-–-- 1- ო----------- გარდაცვლილი ლ----------- დ------------ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების ½ ნაწილი მიიღო გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (მეუღლე) ნ--- დ------------. 2--- წ-–-- 2- ი----- გაცემული №--------- სანოტარო აქტის საფუძველზე ნ--- დ----------- ასევე არის ლ----------- დ-------------- თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი სახის ქონებიდან, მათ შორის, აქტივები და სხვა პირადი ხასიათის უფლებების ½ ნაწილის მესაკუთრე.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლის ნ--- დ------------ მოთხოვნა დაეკისროს შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს 2--- წელს გაცემული დივიდენდის თანხა საფუძვლიანია. ამასთან სარჩელი დივიდენდის თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: მოსარჩელე მოითხოვს შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს დაეკისროს დივიდენდის სახით 50 000 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს 2--- წელს გაცემული დივიდენდის 1-5 263 ლარის 47,5%-ს.

 

ამასთან დადგენილია, რომ ნ--- დ----------- წინამდებარე დავაში მონაწილეობს, როგორც ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლე, რომელსაც საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს 2--- წ-–-- 2- ი----- გაცემული №--------- სანოტარო აქტის საფუძველზე ლ----------- დ-------------- თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი სახის ქონებიდან, მათ შორის, აქტივები და სხვა პირადი ხასიათის უფლებების ½ ნაწილზე და ასევე 2--- წ-–-- 1- ა-----–- გაცემული №--------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გარდაცვლილი ლ----------- დ------------ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების ½ ნაწილზე, რაც ჯამში შეადგენს ლ----------- დ------------ ქონების ¾ ნაწილს.

 

წინამდებარე დავაში უფლებამონაცვლის სახით ასევე მონაწილეობდა ქ------- დ-----------, რომელსაც 2--- წ-–-- 8 მ---- გაცემული №--------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული აქვს გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 2- დ--------- საოქმო განჩინებით, №2/1-----15 სამოქალაქო საქმეზე ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლეების ნ--- და ქ------- დევდარიანების სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ის, რ----- ჭ-------სა და ა----–--- ჩ--------–---ს მიმართ, შეწყდა საქმის წარმოება ქ------- დ------------ სარჩელის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ნ--- დ------------ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს დაეკისროს დივიდენდის სახით 50 000 ლარის გადახდა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე კომპანიას უნდა დაეკისროს ნ--- დ------------ სასარგებლოდ ლ----------- დ------------ მიერ მისაღები დივიდენდის ¾ ნაწილი, რაც შეადგენს 37500 ლარს.

 

6.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ა) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება; გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; დ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება; თ) წლიური შედეგების დამტკიცება; ი) აუდიტორის არჩევა; კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრება საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი უმთავრესი ინსტიტუტია. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა თუ რა სახის ხელშეშლას აქვს ადგილი მოპასუხეთა მიერ შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ში მისი როგორც პარტნიორის უფლებების განხორციელების დროს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- დ------------ სარჩელის იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს - შპს ,,ნ--- ქ----------–--ს“, რ----- ჭ-------სა და ა----–--- ჩ--------–--- დაევალოთ ხელშეშლის აღკვეთა ნ--- დ------------ მიმართ პარტნიორული ურთიერთობების პრინციპებისა და წესდების შესაბამისად უფლების განხორციელებაზე შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 322-323). გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს უნდა დაეკისროს ნ--- დ------------ სასარგებლოდ ლ----------- დ------------ მიერ მისაღები დივიდენდის ¾ ნაწილი, რაც შეადგენს 37500 ლარს, შესაბამისად მოპასუხე კომპანიას უნდა დაეკისროს ნ--- დ------------ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის მიხედვით, რაც შეადგენს 1-25 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 2- ი--–---- განჩინებით დაკმაყოფილდა ლ----------- დ------------ შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე რ----- ჭ-------ს (პ/ნ 3---------) აეკრძალა 2--- წ-–-- 2- ი------ შპს ,,ნ--- ქ----------–--ის” წესდების მე-4 მუხლით მინიჭებული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება, კერძოდ: პარტნიორების თანხმობის გარეშე საზოგადოების სახელით აიღოს და უზრუნველყოს ვალდებულება, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად აღემატება 1-00 (ათას) ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი, თავისი არსით, წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე სარგებლობს ეფექტიანი დაცვის უფლებით და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტიანი დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას უნდა არსებობდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სანამ მოსარჩელის უფლება აღდგება, იარსებებს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება.

 

განსახილველ შემთხვევაში ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლის ნ--- დ------------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე კომპანიას დაეკისრა თანხის გადახდა. შესაბამისად სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფა - კომპანიის დირექტორისათვის 2--- წ-–-- 2- ი------ შპს ,,ნ--- ქ----------–--ის” წესდების მე-4 მუხლით მინიჭებული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელების შეზღუდვის შესახებ, არ წარმოადგენს იმ ტიპის უზრუნველყოფის სახეს, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულების დაცულობას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 2- ი--–---- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარ-----ლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 364-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ნ--- დ------------ (მოსარჩელე ლ----------- დ------------ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს დაეკისროს ნ--- დ------------ სასარგებლოდ დივიდენდის 37500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა;

3. სხვა ნაწილში ნ--- დ------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 2- ი--–---- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც მოპასუხე რ----- ჭ-------ს (პ/ნ 3---------) აეკრძალა 2--- წ-–-- 2- ი------ შპს ,,ნ--- ქ----------–--ის” წესდების მე-4 მუხლით მინიჭებული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება, კერძოდ: პარტნიორების თანხმობის გარეშე საზოგადოების სახელით აიღოს და უზრუნველყოს ვალდებულება, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად აღემატება 1-00 (ათას) ლარს.

5. შპს ,,ნ--- ქ----------–--“-ს დაეკისროს ნ--- დ------------ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელწიფო ბაჟის ანაზღაურება 1-25 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გენადი მ---რიძე