გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.08.2019
საქმის ნომერი
130210018002580691
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002580691

2-850-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 ივლისი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი ირაკლი გვასალია

მოპასუხეები ქ--------–-------------------------–---–--------------------------

გ-------------–---–-----------------------------ის წარმომადგენელი მაია პირველაშვილი

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის

რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქე-------–--------------------------–---–-----------------------------ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ: 36 645 ლარი და 69 თეთრი, საიდანაც: 24 000 ლარი ძირი თანხაა, 7645 ლარი და 69 თეთრი - პროცენტი, 5000 ლარი - პირგასამტეხლო;

1.2. ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----–-–--–ი მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6-----------, რომელიც ვე------–--------ის საკუთრებად არის აღრიცხული, დარეგისტრირდეს ქ--------–--------ის (პირადი ნომერი 43---------) საკუთრების უფლება;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, ქ--------–--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6-----------;

თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 13 ივლისს, ,,-----------–--------სა“ და ვე------–--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,-----------–--------სა“ და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- რომელზეც ვე------–--------ის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. აღნიშნული საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 2 დეკემბერს, მოსარჩელესა და ვე------–--------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ვე------–--------ემ მიიღო სესხი 24 000 ლარი წლიური 19%-ით, 39 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით;

ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,ს----------–----------ან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, გ-------------–---–-----------------------------ემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს კრედიტორის წინაშე ვე------–--------ის ვალდებულების შესრულებაზე. თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 48 000 ლარით;

მსესხებელმა და თავდებებმა არ შეასრულეს ვალდებულება და საქმის აღძვრის მომენტისათვის, მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ სარჩელში მითითებული თანხა;

მოთხოვნილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა - როგორც მხარეთა შორის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შეთანხმებული არიან ასევე, - თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ/ვერ დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე;

2018 წლის 28 მაისს გარდაცვლილი ვე------–--------ის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა ქ--------–--------ე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ძირითადი მსესხებელი გარდაიცვალა, მათ კი თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ (იხ.2019 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი: 14:23:15-14:24:00; 14:26:20-14:26:50; 14:30:10-14:35:30)

 

,3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 13 ივლისს, ,,-----------–--------სა“ და ვე------–--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,-----------–--------სა“ და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- რომელზეც ვე------–--------ის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ (ს.ფ.19-30);

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.31-37);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.38-39);

3.1.2. საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 2 დეკემბერს, მოსარჩელესა და ვე------–--------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ვე------–--------ემ მიიღო სესხი 24 000 ლარი წლიური 19%-ით, 39 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.40-45);

3.1.3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,ს----------–----------ან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, გ-------------–---–-----------------------------ემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს კრედიტორის წინაშე ვე------–--------ის ვალდებულების შესრულებაზე. თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 48 000 ლარით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ.4657);

3.1.4. მსესხებელმა და თავდებებმა არ შეასრულეს ვალდებულება და საქმის აღძვრის მომენტისათვის, მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ სარჩელში მითითებული თანხა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ვე------–--------ის ანგარიშიდან (ს.ფ.58-59);

- ინფორმაცია ვე------–--------ის ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ.60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.5. 2018 წლის 28 მაისს გარდაცვლილი ვე------–--------ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ--------–--------ე (იხ. სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინება).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. პირგასამტეხლოს ოდენობა მოთხოვნილი 5000 ლარიდან უნდა შემცირდეს 2500 ლარამდე;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;

მოცემულ შემთხვევაში ვე------–--------ესა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. გრაფიკი დაირღვა რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ვე------–--------ეს უფლებამონაცვლისა და თავდებებისაგან, რომლებმაც ბანკის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მაგრამ მასში აღნიშნულ გარემოებებს ადასტურტებენ, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, მაგრამ, ამავე დროს, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა განახევრდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ვე------–--------ემ 20016 წელს ისესხა 24 000 ლარი 39 თვით, მოთხოვნლი პირგასამტეხლო დარჩენილი ძირი თანხის 20%-ზე მეტია, სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დანიშნულებას და იმ გარემოებას, რომ სესხის გადაუხდელობა გამოწვეულია ძირითადი მსესხებლის გარდაცვალებით, მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა გადახდეთ პირგასამტეხლო 2 500 ლარი;

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოპასუხე მხარემ (მოვალემ) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ;

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრუალად დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტით, იპოთეკის ხელშეკრულების 15.2. პუნქტით, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 11.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხე მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა გადაეცეს და იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით კრედიტორის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოპასუხეთა სხვა ქონების რეალიზაცია არ მოხდეს მოპასუხე მხარის მძიმე ეკონომიკურო მდგომარეობის გამო;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1099 ლარი და 37 თეთრი (ს.ფ.78). სარჩელი ნაწილობროვ დაკმაყოფილდა - მოთხოვნილი 36 645.69 ლარის ნაცვლად, მოპასუხეებს დაეკისრათ 34 145.69 ლარის გადახდა შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა გადახდეთ 1024.37 ლარი - სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული თანხა;

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. ქე-------–--------------------------–---–-----------------------------ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ: 34 145 ლარი და 69 თეთრი, საიდანაც: 24 000 ლარი ძირი თანხაა, 7645 ლარი და 69 თეთრი - პროცენტი, 2 500 ლარი - პირგასამტეხლო;

1.2. ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ სა-----–-–--–ი მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6-----------, რომელიც ვეფხვია შუბითიძის საკუთრებად არის აღრიცხული, დარეგისტრირდეს ქ--------–--------ის (პირადი ნომერი 43---------) საკუთრების უფლება;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, ქ--------–--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდოთ 6-----------;

თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ ,,ს----------–---------ს" სასარგებლოდ 1024 ლარი და 37 თეთრი - მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი