განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
110100119003071089
დავის ტიპი
381 (1) , 151
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003071089

N1/61-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ------ კ-------–-;

 

ბრალდებული - პ----- შ--------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), უ-----–-----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქ-------, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში); 2) სსკ 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ადევნება, კერძოდ, პირადად პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის); 3) სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის თებერვლიდან, 2019 წლის აპრილამდე პერიოდში, მ-------- კ------ეს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა პ----- შ--------სთან. ამ უკანასკნელის მიერ სისტემატურად ალკოჰოლის მიღების და შეუსაბამო ქცევების გამო, მ-------- კ------ემ მასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულზე გაღიზიანებული პ----- შ--------, 2019 წლის 4 მაისიდან, 2019 წლის 26 მაისამდე პერიოდში, სისტემატურად ახორციელებდა მ-------- კ------ის მიმართ არასასურველ კომუნიკაციას, როგორც ტელეფონის საშუალებით, ასევე, უშუალოდ მიდიოდა მის სამსახურეობრივ და საცხოვრებელ ადგილზე, რა დროსაც დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხვედრას და საუბარს. ამავდროულად გამოხატავდა მუქარას, რაც მ-------- კ------ის მიმართ იწვევდა ძალადობის გამოყენების, ასევე, ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და იძულებულს ხდიდა შეეცვალა სამსახურეობრივი და საცხოვრებელი ადგილი, რითაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება ექმნებოდა.

 

2. 2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, პ----- შ--------, ქ.ჭიათურაში, გ---------- ქუჩა N--–- მცხოვრები მ-------- კ------ისაგან კატეგორიულად მოითხოვდა გაეღო მისთვის საცხოვრებელი სახლის, ბინის კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ქონების განადგურებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ-------- კ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. 2019 წლის 25 მაისს, მას შემდეგ რაც მ-------- კ------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე პ----- შ-------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ამ უკანასკნელმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და მ-------- კ------ესთან არაერთხელ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია.

 

4. პ----- შ--------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მ-------- კ------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა არ განუხორციელებია, რაც შეეხება ადევნებასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას, აღნიშნულ ბრალდებებში, პ----- შ--------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

5. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან სადავოდ მიიჩნევდნენ მხოლოდ ჯონი მიხელიძის, დ------–-–--–-–---–ის და მ-------- კ------ის გამოკითხვის ოქმებს, ხოლო დანარჩენ სხვა მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები (გარდა ჯონი მიხელიძის, დ------–-–--–-–---–ის და მ-------- კ------ის გამოკითხვის ოქმებისა) სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- შ-------ის მიერ დანაშაულების (ადევნებისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შუსრულებლობას) ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - ჯ------- გ---–--–---–--, რ---- ა------–---–--, თ-------- ც---–----, ლ------ ბ--------–-----, დ-------------–---ს, შ----------------ის, მ------ კ------ის, მაია გაფრინდაშვილის და ალექსანდერე კომლაძის გამოკითხვის ოქმები; რ---- ა------–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; მ------ კ------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; პ----- შ-------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; პ----- შ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები; პ----- შ-------ის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნა; N------ შემაკავებელი ორდერი და N------ შემაკავებელი ორდერის ოქმი; იმერეთის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 6 მაისის N2--------- მომართვა; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი; საჩხრეკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინება (გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ); საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, და მასალები.

 

10. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია პ----- შ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების -ადევნებისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ჩადენა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ-------- კ------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ჭიათურაში გ---------- ქუჩა N--–-. 2019 წლის 24 მაისს, სამსახურის შემდეგ, როდესაც დაბრუნდა სახლში, მასთან მივიდა მისი ყოფილი მეგობარი პ----- შ--------, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, აბრახუნებდა კარებზე, სთხოვდა კარების გაღებას. კარების არ გაღების შემთხვევაში კი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით და სახლში გამოწვით. მუქარის გამო ძალიან შეშინდა, აღიქვა რეალურად და კარი იქმადე არ გააღო, სანამ პოლიციელები არ მივიდნენ.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------–-–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 24 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ მ.კ------ესთან მისული იყო მისი ყოფილი მეგობარი, რომელიც ითხოვდა კარების გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულზე, მეწყვილე ჯ------–---სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. როდესაც შვიდნენ საბარბაზოში და ავიდნენ მე-7 სართულზე, გაიგონეს მამაკაცის ხმა, რომელიც აბრახუნებდა კარებზე და ითხოვდა კარების გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით. პლლიციელების დანახვაზე, პ.შ--------მ შეწყვიტა კარებზე ბრახუნი და გაჩერდა. მ.კ------ემ მხოლოდ მას შემდეგ გააღო სახლის კარები, რაც გაიგო, რომ ადგილზე მისულების იყვნენ პოლიციელები. მოწმის განმარტებით, პ.შ-------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ასდიოდა ალკოჰოლის სუნი.

 

13. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ----------–---მ. მისივე განმარტებით, როდესაც მ.კ------ემ კარი გააღო და გამოვიდა გარეთ, ის იყო შეშინებული.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ----- შ--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა - სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სამართლებრივი შეფასება:

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

 

20. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდება, კერძოდ, სსკ 3811 მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.

 

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ პ----- შ--------მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) ადევნება, კერძოდ, პირადად პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით); 3) შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა პ----- შ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრი-–-- ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ პ----- შ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ მუქარით წარდგენილ ბრალდებაში, და აღნიშნავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ დაზარალებულ მ-------- კ------ის და მოწმეების დ------–-–--–-–---–ის და ჯონი მიხელიძის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 24 მაისს, მ-------- კ------ის სახლთან მყოფი პ----- შ-------- აბრახუნებდა კარებზე, სთხოვდა მ.კ------ეს კარის გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით და სახლში გამოწვით. აღნიშნული მუქარა, მ-------- კ------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძველიანი შიში, რის გამოც, კარები იქამდე არ გააღო, სანამ პოლიციელები არ მივიდნენ ადგილზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ, პ----- შ-------ის ქმედება, შეიცავს საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. პ----- შ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

25. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პ----- შ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე, ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

26. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოდგენს ის, რომ პ----- შ-------- მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან სახეზეა რეციდივი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს. ასევე, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა რა ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები და მიაჩნია, რომ პ----- შ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

28. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- შ-------ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქვის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია პ----- შ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქვის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.

 

29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, პ----- შ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე დგას პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. შესაბამისად, პ----- შ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სასჯელთა შთანთქვის პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, უნდა შთანთქას წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ პ----- შ--------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

30. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პ----- შ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ----- შ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით პ----- შ-------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ პ----- შ--------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

პ----- შ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 მაისიდან;

 

პ----- შ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: პ----- შ-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი გამორთულ და დაზიანებულ მდგომარეობაში, შავი ფერის კორპუსით, მოყავისფრო ტყავის საფულე და მასში მოთავსებული ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი, ს----------–--------ის 4 ცალი ქვითარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვითარი, თ-----------ს ქვითარი, თავისივე სურათი, ფურცელი პინკოდის წარწერით, ფულადი თანხა - 65 ლარი (3 ცალი ქაღალდის 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი, ახალი 5 ლარიანი ქაღალდის კუპიურა), ასევე, ხურდა ფული 3 ლარი და 10 თეთრი (თანხა სულ ჯამში 68 ლარი და 10 თეთრი), რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს პ----- შ--------ს ან მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე