გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.08.2019
საქმის ნომერი
330210019002922582
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/6979-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე -რ----- შ-----–--

წარმომადგენელი - ბ--- კ--------

მოპასუხე - სს ,,გ--------------–- ტ--–------’’

წარმომადგენელი - დ----- ც---------–---–-

დავის საგანი - სარჩოს ოდენობის გაზრდა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გაზრდილი სარჩოს ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად, 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა;

1.2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 18 000 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

რ----- შ-----–-- - შემდგომში მოსარჩელე, დასაქმებული იყო სს ,,გ--------------– ტ--–------’’-ში, შემდგომში მოპასუხე ე-–. მ------------ თანამდებობაზე. 1990 წლის 31 იანვარს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1990 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მას დაენიშნა პენსია. მოპასუხის მიერ მისთვის ხდება ყოველთვიურად სარჩოს სახით 44.80 ლარის ჩარიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე საწარმოში რამდენჯერმე გაიზარდა ხელფასები, მოსარჩელისთვის დანიშნული სარჩო არ გაზრდილა, მიუხედავად იმია, რომ მისთვის სარჩოს ოდენობის გაზრდა უნდა მომხდარიყო ხელფასის გაზრდის პროპორციული. მოპასუხე უარს აცხადებს გაზრდილი ოდენობით სარჩოს გადახდაზე.

მოსარჩელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ე-–. მ------------ კატეგორიის მუშაკის ხელფასის გაზრდილი ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგინა შესაგებე-–ი, რომლითაც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, კომპანია მოსარჩელეს მართლაც ურიცხავს გარკვეული ოდენობით თანხებს, თუმცა ეს არ გამომდინარეობს რაიმე ვალდებულებიდან. ამასთან, უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში კომპანიაში ხელფასები არ გაზრდილა, იმ მიზეზის გამო, რომ ფაქტობრივად კომპანია აღარ ეწევა აქტიურ მიზნობრივ საქმიანობას და დაკავებულია მხოლოდ მიმდინარე ვალდებულებების შესრულებით და კომპანიას 2010 წლიდან არ ყავს რაიმე სახის ტექნიკური პერსონალი და მისი საშტატო განრიგი განისაზღვრება 4 საშტატო ერთეულით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს არაერთხელ გაეგზავნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანიაში ხელფასები არ გაზრდილა და ამასთანავე, კომპანიაში საერთოდ არ ირიცხება ტექნიკური პერსონალი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1190 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, რ----- შ-----–--- სარჩელი დაკმაყოფილდა : 1990 წლის 31 იანვარს რ----- შ-----–--- სამუშაო პერიოდში მიყენებული ტრავმა ცნობილ იქნა სამტრედიის რესპუბლიკურ მაგისტრალების #5 ტექნიკურ კვანძში მიღებულ საწარმოო ტრავმად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.16-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელეს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მნიშვნელოვნად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ორგანიზაციიდან მოსარჩელეს ყოველთვიურად ერიცხება თანხა 44 ლარიდან 49 ლარამდე ოდენობით, დანიშნულებით ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ.24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე კომპანიაში გაუქმებულია ,,ი------–---------’’ და მსგავსი სახის ტექნიკური პერსონალის პოზიციები.

 

შესადარებელი ობიექტების - სს ,,ე--------პ-----ჯ--------–-’’ და შპს ,------------–--- გ--------------– წ---–-------------’’ კომპანიაში ე-–. მ------------ თანამდებობაზე დასაქმებული პირების თვიური ანაზღაურება ერთ შემთხვევაში განისაზღვრება 1 000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 440-დან - 600 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ.46);

- ცნობები (ს.ფ. 116-118);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ასევე საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ არეგულირებენ ყოველი ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის პოზიტიურ უფლებას (მუხლები 22, და 9).

 

სასამართლო მოიშხმობს „სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“ (Social security (minimum standarts) convention) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენციის იმ რეგულაციებს, რომლებიც აწესრიგებენ შრომითი ტრავმის საკითხებს (Empoyment injury benefit). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს. აღნიშნული დოკუმენტის მე-6 თავის (Empoyment injury benefit) 31-ე, 36-ე, 38-ე და ასევე მე-11 თავის 66-ე მუხლების რეგულაციები, ქმნიან საკითხის მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ანაზღაურებით საწარმოო ტრავმის შემთხვევაში; შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს პერიოდული გასაცემლის მიღება შრომისუნარიანობის დაკარგვის პროპორციულად (suitable proportion); უზრუნველყოფა უნდა ფარავდეს შრომისუუნარობის მთელ პერიოდს; პერიოდული გასაცემლების ოდენობა უნდა გადაიხედოს სახელფასო დონის არსებითი ცვლილების პარალელურად (66-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

 

მოცემული სამართალურთიერთობის შედასამართლებრივი რეგულაციები ასევე შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის წყაროებთან.

 

საქართველოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოს იდეას ამკვიდრებს. კონსტიტუციის მე-5 მუხლით გაცხადებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამომდინარეობს პრეამბულის ფუნდამენტური იდეებიდან დემოკრატიული წესწყობილებისა და ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დამკვიდრება ქვეყანაში. სოციალურია ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახელობის სოციალური დონე ამაღლდეს.

 

ეჭვგარეშეა, რომ სოციალური სახელმწიფოს ზემოაღნიშნული პრინციპი, რომელიც თავისთავად სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა, ცალსახად მოიაზრებს შრომით ურთიერთობაში შესული პირის - დასაქმებულის უფლებების სათანადო რეალიზაციას. ასეთი უფლებები კი, საწარმოო ტრავმის შემთხვევაში დასაქმებულის სათანადო დაცვის უზრუნველყოფის გარეშე ვერ ჩაითვლება სრულყოფილად დაცულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, შრომის უნარის დაკარგვის საფუძველზე დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება იმავე თანამდებობაზე გაზრდილი ხელფასის შესაბამისად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლოს მიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე. ამასთან, მოპასუხის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხორცილებული შედავების მიუხედავად, ვინაიდან, დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით, (აღნიშნულთან მიმართებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქმე №ას-1742-2018; №ას-52-48-2017) სასამართლოს არსებით სამსჯელ საგანს წარმოადგენს სარჩოს ოდენობის გაზრდის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.

 

სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი საშუალოდ 70%-ით.

 

სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.

 

ამდენად, ზემოთ მოხმობილი ნორმებით, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის შესაბამისად, სამართალურთიერთობის სწორ შეფასებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ახდენს მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (საქმე №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი),ერთიანი მიდგომაა ჩამოყალიბებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც, შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებდა მუშაობას და, ამის გამო, მას უკვე არ ჰქონდა უნარი, მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით. შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით; ამასთან, ვინაიდან დაზარალებულის განრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე ორგანიზაციაში გაუქმებულია ელ. მექანიკოსის შტატი, სასამარლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მიერ მითითებული კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძვე-–ზე. დადგენილია, რომ სს ,,ე--------პ-----ჯ--------–-’’ და შპს ,------------–--- გ--------------– წ---–-------------’’ კომპანიაში ე-–. მ------------ თანამდებობაზე დასაქმებული პირების თვიური ანაზღაურება ერთ შემთხვევაში განისაზღვრება 1 000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 440-დან - 600 ლარამდე. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნულთან სრულ შესაბამისობაშია მოსარჩელის მოთხოვნა გაზრდილი სარჩოს სახით ყოველთვიურად 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) მიღების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია და ასევე დაკმაყოფილებას ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებულ და მისაღებ სარჩოს შორის სხვაობის - 18 000 ლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს პრაქტიკულად არ განუხორციელებია უშუალოდ სარჩოს ოდენობებთან მიმართებით ფორმალური შედავებაც კი.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 080 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----- შ-----–--- სარჩელი მოპასუხე სს ,,გ--------------–- ტ--–------’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე სს ,,გ--------------–- ტ--–------’’-ს მოსარჩელე რ----- შ-----–--- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად დაეკისროს სარჩოს სახით 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა;

1.2. მოპასუხე სს ,,გ--------------–- ტ--–------’’-ს მოსარჩელე რ----- შ-----–--- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით 18 000 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე სს ,,გ--------------–- ტ--–------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 080 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია