გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210119003011647
2-401-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 აგვისტო, 2019 წელი, ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“
წარმომადგენელი ქეთევან ჭულუხაძე
მოპასუხეები გუ---------–---------------------–-------------------------–---–---------------------------------------------------------ე
წარმომადგენელი ეკატერინე მაღრაძე
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გუ---------–---------------------–-------------------------–---–----------------------------------------------------------ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 38 777 ლარი და 93 თეთრი;
1.2. გ-----------–------ს, დაეკისროს 1 934 ლარის და 40 თეთრის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 15 ნოემბერს, გ-----------–------მა ,,ს----------–---------საგან" მიიღო სესხი 36 000 ლარი 36 თვით, წლიური 16 %-ით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, დ----------–--------------------------–---–----------------------- სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს გ-----------–------ის ვალდებულების შესრულებაზე, თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 72 000 ლარით;
2018 წლის 5 აპრილს, ,,სა---------–---------ა“ გ-----------–------ს მისცა სესხი 800 ლარი 12 თვით, პროცენტის გარეშე, გათვალისწინებული იყო საკომისიო და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, - თანხის 0.5%;
მოპასუხე მხარეს, 2018 წლის 27 აგვისტოს შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია და წარმოეშვა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე - 2017 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 38 777 ლარი და 93 თეთრი, საიდანაც 29 559 ლარი და 43 თეთრი ძირი თანხაა, 3 284 ლარი და 39 თეთრი - პროცენტი, 5 934 ლარი და 11 თეთრი - პირგასამტეხლო, 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, - გ-----------–------ს - 1934 ლარი და 40 თეთრი, საიდანაც 800 ლარი ძირი თანხაა, საკომისიო - 360 ლარი და პირგასამტეხლო - 774 ლარი და 40 თეთრი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ-----------–------მა სარჩელი ცნო ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნაზე გარდა პირგასამტეხლოსი - მოითხოვა ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განახევრება;
სარჩელი, გარდა პირგასამტეხლოს მოთხოვნისა, ცნეს სხვა მოპასუხეებმაც და აღნიშნეს, რომ პირგასამტეხლო მათ არ უნდა დაეკისროთ, რადგან გ-----------–------ს გააჩნია უძრავი ქონება, მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მათ პასუხი არ უნდა აგონ ძირითადი მსესხებლის ვალდებულებაზე.
,3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 15 ნოემბერს, გ-----------–------მა ,,ს----------–---------საგან" მიიღო სესხი 36 000 ლარი 36 თვით, წლიური 16 %-ით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების პირობები, გ-----------–------ის განაცხადი, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.24-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ,,ს----------–----------ან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, დ----------–--------------------------–---–----------------------- სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს კრედიტორის წინაშე გ-----------–------ის ვალდებულების შესრულებაზე. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 72 000 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ.54-71);
3.1.3. 2018 წლის 5 აპრილს, ,,სა---------–---------ა“ გ-----------–------ს მისცა სესხი 800 ლარი 12 თვით, პროცენტის გარეშე, გათვალისწინებული იყო საკომისიო და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, - თანხის 0.5%;
3.1.4. მსესხებელმა და თავდებებმა არ შეასრულეს ვალდებულება და საქმის აღძვრის მომენტისათვის, შესასრულებელი აქვთ ვალდებულება კრედიტორის წინაშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი, ამონაწერები გ-----------–------ის ანგარიშიდან, ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ.72-80);-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. გ-----------–------ი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, თავდებები - პირგასამტეხლოს მათთვის დაკისრების მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - მოთხოვნილი პირგასამტეხლო განახევრდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;
ვა--------------–---–----------------–----------------------------მ სოლიდარული ვალდებულება იკისრეს გ-----------–------ის ვალდებულების შესრულებაზე, თავდებობის ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა და ის გარემოება, რომ გ-----------–------ს უძრავი ნივთები აქვს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა გამოყენებული საქმეზე, თავდებების პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არის (დანარჩენ ნაწილში თავდებები სარჩელს ცნობენ);
მოცემულ შემთხვევაში, გ-----------–------სა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. გრაფიკი დაირღვა რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, 2017 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - გ-----------–------ისა და თავდებებისაგან, რომლებმაც ბანკის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე და 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - მხოლოდ გ-----------–------ისაგან;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
მოპასუხეები სარჩელში აღნიშნულ გარემოებებს ადასტურტებენ, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, მაგრამ ამავე დროს, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა განახევრდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ გ-----------–------მა ერთ შემთხვევაში ისესხა 36 000 ლარი, მეორე შემთხვევაში - 800 ლარი, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეფარდებას ძირ თანხასთან, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დანიშნულებას, მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა განახევრდეს. შესაბამისად, 2017 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ 35 810 ლარი, საიდანაც 29 559.43 ლარი ძირი თანხაა, 3 284.39 ლარი - პროცენტი, 2967 ლარი - პირგასამტეხლო, მხოლოდ გ-----------–------ს, 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1547.20 ლარი, საიდანაც 800 ლარი ძირი თანხაა, 360 ლარი - საკომისიო, 387.20 ლარი - პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე 1221 ლარი და 36 თეთრი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი, სულ - 1271 ლარი და 36 თეთრი (ს.ფ.106-107).
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე 37 358 ლარის და 7 თეთრის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 1167 ლარი და 24 თეთრი (1120 ლარი და 74 თეთრი სარჩელზე და 46 ლარი და 50 თეთრი - სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. დანარჩენი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა 37 357.2 ლარის გადახდევინების ნაწილში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეების წინააღმდეგ, დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების მოთხოვნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა 100 ლარი. მოითხოვს ამ თანხის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 9111 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში.
გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მართლაც მიმართა აღნიშნული მოთხოვნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მაგრამ გადახდევინების შესახებ ბრძანება არ გამოიცა მოპასუხეების მიერ პროტესტის წარდგენის გამო (ს.ფ.89). მოპასუხეები არ იყვნენ ვალდებული ეღიარებინათ მოთხოვნა რაც მათი უფლებაა. ,,ს----------–---------ს“ მოთხოვნის საფუძველზე გადახდევინების ბრძანება არ გამოიცა, რაც არ ავალდებულებს მოპასუხეებს გადაიხადონ აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გათვალისწინებული საფასური;
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - გ-----------–------ს აეკრძალა ხ-–------ რაიონის სოფელ ქ--–----–ი მდებარე უძრავი ნივთების საკადასტრო კოდებით 6-----------------------------, დ----------–------- - ჩ------------- რაიონში მდებარე ჩ------------–----- საკადასტრო კოდით 2----------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. გ-----------–------ს, დ----------–-------, ვ---------------–---–---------------------ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 35 810 ლარი;
1.2. გ-----------–------ს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1 547 ლარისა და 20 თეთრის გადახდა;
2. სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“ დაუბრუნდეს 2019 წლის 7 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1167 ლარი და 24 თეთრი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი