გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2019
საქმის ნომერი
100210119003065733
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210119003065733

#2/206 -2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14.08.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, კ------- ბ----“

წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა

 

მოპასუხეები: ლ-–- მ--------–---–ი, ბ-–-- ჩ------ე, თ----- ლ---–---–---–ი, ლ--–- მ--------–---–ი, მ----- მ--------–---–ი

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” კ------- ბ---”-მა (ს/კ 2--------) მოპასუხეების - ლ-–- მ--------–---–ის, ბ-–-- ჩ------ის, თ----- ლ---–---–---–ის, ლ--–- მ--------–---–ის და მ----- მ--------–---–ის მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 255,16 დოლარის გადახდა, საიდანაც 165,19 დოლარი არის სესხის ძირი, 6,54 დოლარი არის საპროცენტო სარგებელი, 9,42 დოლარი არის სადაზღვევო შენატანი, 74,01 დოლარი არის პირგასამტეხლო.

მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეებს ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს

სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი -25 ლარის ოდენობით, რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი-22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 40 ლარი.

1.2.მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 28 იანვარს შ.პ.ს ,,მ----------------- ო---------–-- კ-------“-ს, ამჟამად ს.ს.,, კ------- ბ----“ და ლ-–- მ--------–---–ს (პ/ნ3----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20160128LMAKA, რის საფუძველზედაც მან ისესხა 2000დოლარი 36 თვის ვადით 2019 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

მსესხებელს ჰყავს თავმდებები: ბ-–-- ჩ------ე (პ/ნ 3----------), თ----- ლ---–---–---–ი (პ/ნ3----------), ლ--–- მ--------–---–ი (პ/ნ3----------) და მ----- მ--------–---–ი (პ/ნ3----------) 2016 წლის 28 იანვარს ბ-–-- ჩ------ემ, თ----- ლ---–---–---–მა, ლ--–- მ--------–---–მა და მ----- მ--------–---–მა იკისრეს ვალდებულება 2016 წლის 28 იანვრის N20160128LMAKA ხელშეკრულებით ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე.

მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანეს მოპასუხეებმა ლ-–- მ--------–---–მა, ბ-–-- ჩ------ემ, თ----- ლ---–---–---–მა, ლ--–- მ--------–---–მა და მ----- მ--------–---–მა სადაც მიუთითებდნენ, რომ სარჩელს ცნობდნენ ნაწილობრივ, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტეს, რომ ისინი სარჩელს ცნობენ , მხოლოდ ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ 2016 წლის 28 იანვარს შ.პ.ს ,,მ----------------- ო---------–-- კ-------“-ს, ამჟამად ს.ს.,, კ------- ბ----“ და ლ-–- მ--------–---–ს(პ/ნ3----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20160128LMAKA, რის საფუძველზედაც მან ისესხა 2000დოლარი 36 თვის ვადით 2019 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.20-25)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. მსესხებელს ჰყავს თავმდებები: ბ-–-- ჩ------ე (პ/ნ 3----------), თ----- ლ---–---–---–ი (პ/ნ3----------), ლ--–- მ--------–---–ი (პ/ნ3----------) და მ----- მ--------–---–ი (პ/ნ3----------) 2016 წლის 28 იანვარს ბ-–-- ჩ------ემ, თ----- ლ---–---–---–მა, ლ--–- მ--------–---–მა და მ----- მ--------–---–მა იკისრეს ვალდებულება 2016 წლის 28 იანვრის N20160128LMAKA ხელშეკრულებით ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.30-33)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. 2019 წლის 17 ივნისის მდგომარეობით დავალიანების დოკუმენტის მიხედვით ლ-–- მ--------–---–ის, ბ-–-- ჩ------ის, თ----- ლ---–---–---–ის, ლ--–- მ--------–---–ის, მ----- მ--------–---–ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 255,16 დოლარს საიდანაც 165,19 დოლარი არის სესხის ძირი, 6,54 დოლარი არის საპროცენტო სარგებელი, 9,42 დოლარი არის სადაზღვევო შენატანი, 74,01 დოლარი არის პირგასამტეხლო.

 

ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ასევე გადახდილია სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი -25 ლარის ოდენობით, რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი-22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 40 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის გრაფიკი(ს.ფ.46)

- ქვითრები(ს.ფ83-87)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სამართალმემკვიდრეა ს.ს.,,კ------- ბ----“

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.55)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბ----”-ს სარჩელი ლ-–- მ--------–---–ის, ბ-–-- ჩ------ის, თ----- ლ---–---–---–ის, ლ--–- მ--------–---–ის, მ----- მ--------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სიცოცხლის დაზღვევა. პირგასამტეხლო არაგონივრულობის გამო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

დადგენილია რომ 2016 წლის 28 იანვარს შ.პ.ს ,,მ----------------- ო---------–-- კ-------“-ს, ამჟამად ს.ს.,, კ------- ბ----“ და ლ-–- მ--------–---–ს(პ/ნ3----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20160128LMAKA, რის საფუძველზედაც მან ისესხა 2000დოლარი 36 თვის ვადით 2019 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

2019 წლის 17 ივნისის მდგომარეობით დავალიანების დოკუმენტის მიხედვით ლ-–- მ--------–---–ის, ბ-–-- ჩ------ის, თ----- ლ---–---–---–ის, ლ--–- მ--------–---–ის, მ----- მ--------–---–ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 255,16 დოლარს საიდანაც 165,19 დოლარი არის სესხის ძირი, 6,54 დოლარი არის საპროცენტო სარგებელი. ამ შემთხვევაში მოთხოვილი პროცენტი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოთხოვნილი სიცოცხლის დაზღვევაც- 9,42 დოლარი ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე.

 

ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო-74,01 დოლარი არის პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ძირი თანხის ათ პროცენტამდე , კერძოდ 16,52 დოლარამდე.

 

6.9.სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულებები.

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.11. ამდენად სასამართლო თვლის , რომ სს. ,, კ------- ბ----“-ს (ს/კ.2--------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლ-–- მ--------–---–ს, ბ-–-- ჩ------ეს, თ----- ლ---–---–---–ს, ლ--–- მ--------–---–ს, მ----- მ--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 197,67 (ასოთხმოცდაჩვიდმეტი მთელი სამოცდაშვიდი მეასედი) დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (საიდანაც 165,19 დოლარი არის ძირითადი თანხა, 6,54 დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 9,42 დოლარი და პირგასამტეხლო - 16,52დოლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

7.2. დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხებმაა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ ბაჟის სახით 5.08 ლარის გადახდა.

 

სს.,, კ------- ბ---ს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 33.65 ლარი.

 

ლ-–- მ--------–---–ს, ბ-–-- ჩ------ეს, თ----- ლ---–---–---–ს, ლ--–- მ--------–---–ს, მ----- მ--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 25 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი- 40 ლარი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე მუხლის შესაბამისად თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს. ,, კ------- ბ----“-ს (ს/კ.2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლ-–- მ--------–---–ს, ბ-–-- ჩ------ეს, თ----- ლ---–---–---–ს, ლ--–- მ--------–---–ს და მ----- მ--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 197,67 (ასოთხმოცდაჩვიდმეტი მთელი სამოცდაშვიდი მეასედი) აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (საიდანაც 165,19 დოლარი არის ძირითადი თანხა, 6,54 დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 9,42 დოლარი და პირგასამტეხლო - 16,52დოლარი).

 

2. ლ-–- მ--------–---–ს, ბ-–-- ჩ------ეს, თ----- ლ---–---–---–ს, ლ--–- მ--------–---–ს და მ----- მ--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 5 ლარის და 08 თეთრის გადახდა.

 

3. სს. ,,კ------- ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი - 33ლარი და 65 თეთრი (საგადახდო დავალება N 697441, თარიღი - 20.06.2019 წ, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ----“, გადამხდელის ბ---- - სს კ------- ბ----, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300223150, ბ----ს კოდი - TRESGE22, თანხა - 50 ლარი) კანონით დადგენილი წესით.

 

4. ლ-–- მ--------–---–ს, ბ-–-- ჩ------ეს, თ----- ლ---–---–---–ს, ლ--–- მ--------–---–ს და მ----- მ--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 25 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი- 40 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი