გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210019003058132
საქმე № 2/907-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აგვისტო, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
მოსარჩელე - შპს "ს----------–-------–------–-ა"
წარმომადგენელი - ზ------------ი
მოპასუხე - ა-------------–----ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სარწყავი წყლის თვითნებურად დატაცებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 21.75 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 06 აგვისტოს 10 საათსა და 25 წუთზე შპს "ს----------–-------–------–-ის" კომერციის ჯგუფის სპეციალისტის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი № 001236, რომლის მიხედვით, ა-------------–----ეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დოესი-გრაკლის მაგისტრალური არხიდან წყლის დატაცების ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 964 მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარის ოდენობით. იმავე დღეს შედგა სარწყავი წყლის დატაცებით შპს "ს----------–-------–------–-ისათვის" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმადაც ზარალის ოდენობამ შეადგინა 21.75 ლარი ამასთან, მოსარჩელემ ითხოვს თანხმობა განაცხადა სარჩელის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე(იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2019 წლის 02 ივლის გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა მოპასუხე ა-------------–----ის შესაგებელი, რომელის მიხედვით მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა სრულად სცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 06 აგვისტოს მოპასუხე ა-------------–----ემ თვითნებურად დაიტაცა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დოესი-გრაკალის მაგისტრალურ არხიდან სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყალი 0.29 ჰა ფართის გასარწყავებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი № 001236.
3.2.1. მოპასუხე ა-------------–----ის მიერ სარწყავი წყლის უკანონო დატაცებით შპს "ს----------–-------–------–-ისათვის" მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 21.75 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარწყავი წყლის დატაცებით შპს "ს----------–-------–------–-აზე" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოახდინა რა მათი ანალიზი და ურთიერთშეჯერება, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს "ს----------–-------–------–-ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე, 208-ე, 30916 -ე, 30917 -ე, 30920 -ე მუხლები;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. 2. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.6. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასაწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმა, თუმცა მან საწინააღმდეგოს დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მხარეებმა საკუთარი არგუმენტები უნდა გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მის მიერ მითითებული სასარჩელო მოთხოვნის საუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (რომელიც მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა), ხოლო მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულება, მისი ბრალეულეობის გასაქარწყლებლად, არ წარმოუდგენია.ამასთან მოპასუხემ შესაგებლით ცნო სარჩელი.
ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მოსარჩელემ მიუთითა და ასევე წარმოადგინა მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ს----------–-------–------–-ის" სარჩელი ა-------------–----ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ა-------------–----ეს შპს "ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 21,75 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე შპს "ს----------–-------–------–-ას" (ს/ნ: 2--------) დაუბრუდეს მის მიერ 2019 წლის 04 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №339).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი