განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
330100119002791759
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- მე--------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ორ--- უ-----ის ძე სუ-–--------ი (დაბადებული - 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ---------1----------, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: გა---------, დ.აღ---–-----–ის ქუჩა #-, ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გა---------, ქვედა კ-------ის დასახლებაში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - ნ----- თო------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

2. ბრალდებული - ა----- ფა------ის ძე მე------- (დაბადებული - 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ---------1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გა---------, ქვედა კ-------ის დასახლებაში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - გრ-----– ჩო---–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

თარჯიმანი: ელ--- თა------

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 116,8918 გრამი, რომელიც ასევე ჯგუფურად ქ. გ---------ში, დ.ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღეს ან------–ი ოს------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლოს მ-------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე ან------–ი ოს------ის თანხმობის საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 116,8918 გრამი, რომელიც 2018 წლის 1-----------ს, ქ. გ---------ში, დ.ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ გაასაღეს ან------–ი ოს------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლოს მ-------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე ან------–ი ოს------ის თანხმობის საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ორ--- სუ-–--------ის და ა----- მე-------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ორ--- სუ-–--------ის და ა----- მე-------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოს გა----------–მა - ჯ--- ტე-----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ან------–ი ოს------მა მოწმის სახით გამოკითხვისას მიაწოდა ინფორმაცია, რომ პიროვნებას საქართველოში ჩამოტანილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და აპირებდნენ მისთვის მიყიდვას. ან------–ი ოს------მა ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, რა დროსაც განხორციელდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ორ--- სუ-–--------ისა და ა----- მე-------სგან საკონტროლო შესყიდვა და მოხდა მათი ბრალდებულის სახით დაკავება. მოწმის განმარტებით, იგი არის მოცემული საქმის ძირითადი გა----------–ი, ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორეს და კანონთან შესაბამისობას ადასტურებს.

 

4.2. მოწმე ან------–ი ოს------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------------–ის პოლიციის დეპარტამენტის მა-------–ის პოლიციის სამმართველოში, უ------------------გა---------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის თებერვლის თვიდან იგი მივლინებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტში, სადაც 2018 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო გამოძიება ი-----ს მოქალაქე ს--–--- გა---–----ს მიმართ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე. იგი ნებაყოფლობით ჩართულ იქნა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში და 2018 წლის სექტემბრის თვეში მასსა და ს--–--- გა---–----ს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც შეთანხმდნენ რომ ს--–--- გა---–---- მას მიაწვდიდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. 2018 წლის ნოემბრის თვეში, ინტერნეტ საშუალებით, ე.წ „ვ--–---ით“ დაუკავშირდა ს--–--- გა---–---- და აცნობა, რომ მისი მეგობარი და პარტნიორი, ვინმე „ბ---------“ იმყოფებოდა საქართველოში, რომელიც თავად დაუკავშირდებოდა და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ამის შემდეგ, ასევე ინტერნეტ საშუალებით, ე.წ „ვ--–---ით“ დაუკავშირდა ვინმე „ბ---------“, რომელმაც უთხრა, რომ ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ინახებოდა გ---------ში ვინმე ორ--- სუ-–--------თან და ა----- მე------თან, რომლებიც თავად დაუკავშირდებოდნენ და გადასცემდნენ აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას. მართლაც, მას დაუკავშირდა ა----- მე-------, რომელმაც უთხრა, რომ მისულიყო ქ. გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთ მოედანთან, სადაც მოხდებოდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. 2018 წლის 1-----------ს, იგი თანამშრომელთან - ა-–----------თან ერთად აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და მასთან ერთად, გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედანთან შეხვდა ა----- მე------ს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა და მისი მითითებით, ა-–----------ის კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ ქ. გ---------ში არსებულ ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მივიდა და ნარკოტიკული საშუალება მიიტანა ორ--- სუ-–--------მა, რომელიც ა----- მე-------ს მითითებით მივიდა მათთან, დაჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე და ერთ ფუთად შეკრული ორი წონაკი ნარკოტიკული საშუალება მიაწოდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მის (ან------–ი ოს------ის) გვერდით მჯდომ ა----- მე------ს, ხოლო ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გადასცა მას - ან------–ი ოს------ს. აღნიშნულის შემდეგ, მოშორებით მყოფ თანამშრომლებს ანიშნეს რომ საგამოძიებო მოქმედება - საკონტროლო შესყიდვა დასრულებული იყო, რის შემდეგაც ადგილზე მივიდნენ მათი თანამშრომლები, რომელთაც ორ--- სუ-–--------ს და ა----- მე------ს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ან------–ი ოს------ს განმარტებით, ადგილზევე, ქ. გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მასთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, რა დროსაც გა----------– მი----– ტუ------–--ის მიერ ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ორ--- სუ-–--------ისა და ა----- მე-------სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

4.3. მოწმე ა-–----------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტში, დ---------ის თ---–--–--გა---------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 1-----------ს, მისი თანხმობითა და ნებაყოფლობით, მონაწილეობა მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, თანამშრომელ ან------–ი ოს------თან ერთად აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, რათა განეხორციელებინათ მათი და ა----- მე-------სა და ორ--- სუ-–--------ის შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, რის შემდეგაც ის და ან------–ი ოს------ი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მივიდნენ ქ. გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მოედანთან, სადაც შეხვდნენ ა----- მე------ს, რომელიც ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და მისი მითითებით მივიდნენ და გაჩერდნენ იქვე ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან. შემდეგ, ა----- მე------მა დაუძახა ორ--- სუ-–--------ს, რომელიც მივიდა მათთან, ჩაჯდა ავტომანქანაში და ა----- მე------ს გადასცა ერთ ფუთად შეკრული ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, თავის მხრივ, ა----- მე------მა გადასცა ან------–ი ოს------ს. იმავდროულად იგი გადავიდა ავტომანქანიდან და წინასწარ შეთანხმებული მინიშნებით, მოშორებით მყოფ თანამშრომლებს აცნობა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება - საკონტროლო შესყიდვა დასრულებული იყო. შემდეგ, მათთან მივიდნენ მათი თანამშრომლები, რომელთაც ა----- მე------ს და ორ--- სუ-–--------ს თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და რომ მათთან უნდა ჩატარებულიყო სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

 

4.4. 2018 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსის თანახმად (კრებსის რეგისტრაციის #9---, გაფორმების თარიღი 1---------), დგინდება, რომ ორი მამაკაცი - მ (ან------–ი ოს------ი) და ვინმე „ი--------“ (ს--–--- ა-–-------- გა---–----) ქუჩაში ხვდებიან და საუბრობენ შესაძენი ნარკოტიკული საშულების რაოდენობაზე, სახეობაზე, მომარაგების ფორმაზე და ფასზე, კერძოდ: ან------–ი ოს------ის კითხვაზე რა საქონელი აქვს და რამდენი, ს--–--- გა---–---- პასუხობს რომ აქვს „ძვირფასი რაღაც“, მაგრამ საქართველოში არ აქვს, ასევე, შეუძლია რამდენსაც ეტყვის, იმდენი გამოუგზავნოს და თანხმდებიან, რომ სხვა პირის მეშვეობით, რომელიც ან------–ი ოს------ს დაუკავშირდება „ვ--–---ის“ მეშვეობით, გამოუგზავნის ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, გრამში 20 აშშ დოლარის გადახდის პირობით, ხოლო საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო არა გადაცემისთანავე, არამედ შემოწმების შემდეგ მოხდებოდა მისთვის თანხის გაგზავნა/გადარიცხვა.

 

4.5. 2018 წლის 1-----------ს განხორციელებული ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსის თანახმად (კრებსის რეგისტრაციის #1----, გაფორმების თარიღი 1---------) დასტურდება, რომ სამი მამაკაცი ქუჩაში ხვდება ერთმანეთს - მ (ა----- მე-------), მ1 (ან------–ი ოს------ი) და მ2 (ა-–----------ი), რა დროსაც ა----- მე------- ან------–ი ოს------ს და ა-–----------ს ეუბნება, რომ ნარკოტიკული საშუალება თან არ აქვს. შემდეგ საუბრობენ უსაფრთხო ადგილის შერჩევაზე, სადაც უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშულების გადაცემა, შემდეგ სამივე მათგანი სხდებიან ავტომანქანაში, რომლის საჭესთან ჯდება ა-–----------ი, მის გვერდით ან------–ი ოს------ი, ხოლო უკან სავარძელზე - ა----- მე------- და მიდიან ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აჩერებენ ავტომანქანას, ან------–ი ოს------ი გადადის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ა----- მე-------ს გვერდით, რის შემდეგაც ა----- მე------- ავტომანქანის ფანჯრიდან იყურება და მ3-ს (ორ--- სუ-–--------ს) ეძახის. ორ--- სუ-–--------ი ჯდება ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, რომელსაც ა----- მე------- ეუბნება, რომ „მალე ამოიღოს, ეჩქარებათ“. აღნიშნულზე ორ--- სუ-–--------ი იხსნის ქურთუკს, მარჯვენა ხელის მოძრაობით, ქურთუკის შიგნითა მხრიდან იღებს ცელოფანში გახვეულ შეფუთვას და აწვდის უკანა სავარძელზე მჯდომ ა----- მე------ს. იმავდროულად, ორ--- სუ-–--------ი აქეთ-იქეთ იყურება, (ეშინია არავინ დაინახოს). შემდეგ უკანა სავარძელზე მსხდომი ან------–ი ოს------ი და ა----- მე------- ხსნიან და ნახულობენ ორ--- სუ-–--------ის მიერ გადაწოდებულ შეფუთვას, რასაც შემდეგ წონიან და ირკვევა, რომ ან------–ი ოს------ისათვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება არის 388 გრამი, რაც არის შეთანხმებულზე ნაკლები, კერძოდ, ნახევარ კილოგრამზე (500 გრამზე) ნაკლები, რაშიც შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეხადათ 10.000 აშშ დოლარი.

 

4.6. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 1-----------ს, 16:52 საათიდან 17:05 საათამდე დროის შუალედში, გა----------– მი----– ტუ------–--ის მიერ ან------–ი ოს------ისაგან ამოღებულ იქნა ორ--- სუ-–--------ისაგან და ა----- მე-------საგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება - გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შეკრული ორი ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში ცალ-ცალკე მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით.

 

4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ----------გა----------–მა - მი----– ტუ------–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ან------–ი ოს------ი, ასევე, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ, მის მიერ ან------–ი ოს------ისაგან ამოღებულ იქნა გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შეკრული ორი ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში ცალ-ცალკე მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1----------ის ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნით დასტურდება, რომ ა) 2018 წლის 1-----------ს ან------–ი ოს------ისგან ამოღებული ორ--- სუ-–--------ისაგან და ა----- მე-------საგან შეძენილი: - უფერო, გამჭვირვალე, პოლიეთილენის პაკეტზე, ზემოდან გადაკრული მოყვითალო წებოვანი ლენტი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის, პოლიეთილენის პაკეტში შეხვეული ნოტიო მოყავისფრო ნივთიერება, წონით-23,52 გრამი, რომლებიც გამოშრობით მიყვანილ იქნა მუდმივ წონამდე, რომლის წონამ (გამოშრობის შემდეგ) შეადგინა-17,72გრამი შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 7,6107გრამს. (ობ.#-1) - უფერო, გამჭვირვალე, პოლიეთილენის პაკეტზე, ზემოდან გადაკრული მოყვითალო წებოვანი ლენტი, მასში მოთავსებული, ნოტიო მოყავისფრო ნივთიერება წონით - 343,48 გრამი. რომლებიც გამოშრობით მიყვანილ იქნა მუდმივ წონამდე, რომლის წონამ გამოშრობის შემდეგ) შეადგინა - 256,83 გრამი, შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 109,2811გრამს. (ობ.#-2). ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებში #1-2 ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 116,8918 გრამი.

 

4.9. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----- წი--–-----მა და პე----- წი-–---–--ემ.

 

4.10. ორ--- სუ-–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1-----------ს, 16:35 საათიდან 17:20 საათამდე დროის შუალედში ჩატარდა ორ--- სუ-–--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 8 (რვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, ოცი თურქული ლირა, ორ--- სუ-–--------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და „ა------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

4.11. ორ--- სუ-–--------ის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1-----------ს, 17:20 საათზე, ქ.გ---------ში, დ.ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ორ--- უ-----ის ძე სუ-–--------ი, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს.

 

4.12. ა----- მე-------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1-----------ს, 16:30 საათიდან 17:10 საათამდე დროის შუალედში ჩატარდა ა----- მე-------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მუქი ფერის ნაჭრის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3-----------------, მასში არსებული სიმბარათით. ამავე შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან, ასევე, ამოღებულ იქნა 60 ლარი - ერთი 50 ლარიანი კუპიურა, ნორმით A--------- და ერთი 10 ლარიანი კუპიურა, ნომრით D---------.

 

4.13. ა----- მე-------ს დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1-----------ს, 17:10 საათზე, ქ.გ---------ში, დ.ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ა----- ფა------ის ძე მე-------, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს.

 

4.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ----------გა----------–მა - ე-–------ ცე--–---ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 1-----------ს მონაწილეობა მიიღო თარჯიმნისა და გარეშე პირის მონაწილეობით ჩატარებულ ბრალდებულ ორ--- სუ-–--------ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში. ორ--- სუ-–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მხოლოდ პირადი ნივთები - თანხა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და „ა------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ----------გა----------–მა - ბა----- მჭ----–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 1-----------ს, ბრალდებულ ა----- მე-------ს მამას შეატყობინა შვილის დაკავების შესახებ, ასევე, თარჯიმნისა და ა----- მე-------ს მამის მონაწილეობით, მის მიერ გაჩხრეკილ იქნა ა----- მე-------ს სახლი, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ----------გა----------–მა - ზუ---- ქუ---–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 1-----------ს, გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამშრომელ მი----– ჩივიაშვილთან ერთად, თარჯიმნის - თი------ შა-----იას თანდასწრებით, ჩაატარა ა----- მე-------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ფულადი თანხა - 60 ლარის ოდენობით და „ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა ადგილზე. ბრალდებული ა----- მე------- თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, რის შემდეგაც მისი სისწორე მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით. აღნიშნულის შემდეგ, იმავე შემადგენლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ა----- მე------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა საგამოძიებო ორგანოში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 1--------ის ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, 1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. 2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ხმის ნიმუშზე (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერები) საიდენტიფიკაციო გამოკვლევა პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს გამოკვლევის მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

 

4.18. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა და---- გრ-----–---–მა და ელ----- ას-–-----მა.

 

4.19. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 2------------ს, გა----------–მა ჯ--- ტე-----ემ, მის სამუშაო ოთახში, მისი სამუშაო პერსონალური კომპიუტერიდან მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ვებ-გვერდზე „www.p-----------“-ზე შესვლა პერსონალური კოდის მეშვეობით, სადაც სპეციალურ ველში „პირადი ნომერი“ შეყვანილი იქნა ბრალდებულ ორ--- სუ-–--------ის პირადი ნომერი 1----------, რის შემდეგაც ვებ-გვერდზე გაიხსნა მოქალაქე ორ--- სუ-–--------ის (პ/ნ 1----------) პირადი მონაცემები, მასზე დართული ორ--- სუ-–--------ის 6 ცალი ფოტო სურათით, რომელთაგანაც მარჯვნიდან მარცხნივ რიგით პირველი სურათი, ხოლო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეექვსე სურათი გადატანილ იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელსაც მიენიჭა სახელი „1“. ასევე ამავე ვებ-გვერდზე არსებულ სპეციალურ ველში „პირადი ნომერი“ შეყვანილი იქნა ბრალდებულ ა----- მე-------ს პირადი ნომერი 1----------, რის შემდეგაც ვებ-გვერდზე გაიხსნა მოქალაქე ა----- მე-------ს (პ/ნ 1----------) პირადი მონაცემები, მასზე დართული ა----- მე-------ს 8 ცალი ფოტო სურათით, რომელთაგანაც მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე სურათი, ხოლო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეშვიდე სურათი გადატანილ იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელსაც მიენიჭა სახელი „2“· აღნიშნული ერთი ცალი CD-R დისკი, მასზე არსებული ორ--- სუ-–--------ის 1 ცალი სურათით და ა----- მე-------ს 1 ცალი სურათით მოთავსდა და დაილუქა 1 ცალ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის #-- ლუქებით, რასაც დაესვა შესაბამისი ხელმოწერები და თარიღი.

 

4.20. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 0------ის ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის #1--------- დასკვნის თანახმად, 1. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. 2. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 3. ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან „Rec1_0001“, „Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათებზე და „1“ არსებული ორ--- სუ-–--------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. 4. ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან „Rec1_0001“, „Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათებზე და „2“ არსებული ა----- მე-------ს ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

4.21. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გი------ გი-------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.22. ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტმა - თე--------- რე----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა გა---------–ის მიერ შედგენილი ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 1-----------ს, თარჯიმნისა და ადვოკატის მონაწილეობით, ა----- მე-------საგან, მისივე თანხმობით, აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც შეიფუთა/დაილუქა დადგენილი წესით და შემდგომი კვლევისთვის გადაეცა გა----------–ს.

 

4.23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1-------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...F---------” ...შესაფუთ მასალა...“, მოთავსებულ ერთ-ერთ პოლიეთილენის ფრაგმენტზე და მთლიანობა დარღვეულ შეფუთვაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.#2 და ობ.#3) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.#2-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ა----- მე------ს (ობ.#5; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში ...აღებული ბრალდებულ ... ა----- მე-------საგან...“), ხოლო მინორულ წილში ვლინდება ორ--- სუ-–--------ის (ობ.#6; პაკეტი, წარწერით: „..ნერწყვის ნიმუში ...აღებული ბრალდებულ... ორ--- სუ-–--------ი...“) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ.#3-ის პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ სხვა პოლიეთილენისა და წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე (ობ.#1,4) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

4.24.ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ეკ--------- სხ------–--ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.25. ბრალდებულმა ორ--- სუ-–--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-----------ს, მან და ა----- მე------მა ან------–ი ოს------ს გადასცეს ერთ ფუთად შეკრული ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში დაფიქსირებული პირები არიან თვითონ - ორ--- სუ-–--------ი და ა----- მე-------. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

4.26. ბრალდებულმა ა----- მე------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

4.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ორ--- სუ-–--------ის ბრალდების ნაწილში მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.30. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.31. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.32. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზუ---- მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

5.7. სასამართლო ბრალდებულების ორ--- სუ-–--------ის და ა----- მე-------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 116,8918 გრამი, რომელიც 2018 წლის 1-----------ს, ქ. გ---------ში, დ.ა----–-----–ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ გაასაღეს ან------–ი ოს------ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლოს მ-------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე ან------–ი ოს------ის თანხმობის საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.

 

5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ:

 

5.8.1. მოწმე - ან------–ი ოს------მა სასამართლო სხდომაზე დეტალურად აღწერა, როგორც უშუალოდ საკონტროლო შესყიდვის პროცესი, ასევე ის გარემოებები თუ როგორ მოხდა ბრალდებულებთან დაკავშირება, კერძოდ, ან------–ი ოს------ის განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში, ინტერნეტ საშუალებით, ე.წ „ვ--–---ით“ მას დაუკავშირდა ი-----ს მოქალაქე ს--–--- გა---–----, რომელმაც აცნობა, რომ მისი მეგობარი და პარტნიორი, ვინმე „ბ---------“ იმყოფებოდა საქართველოში, რომელიც თავად დაუკავშირდებოდა და გადასცემდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“. ამის შემდეგ, ასევე ინტერნეტ საშუალებით, ე.წ „ვ--–---ით“ დაუკავშირდა ვინმე „ბ---------“, რომელმაც უთხრა, რომ ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ინახებოდა გ---------ში ორ--- სუ-–--------თან და ა----- მე------თან, რომლებიც თავად დაუკავშირდებოდნენ და გადასცემდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულის შემდეგ მას დაუკავშირდა ა----- მე-------, რომელმაც უთხრა, რომ მისულიყო ქ. გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთ მოედანთან, სადაც მოხდებოდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. 2018 წლის 1-----------ს, იგი თანამშრომელთან - ა-–----------თან ერთად აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და მასთან ერთად, გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედანთან შეხვდა ა----- მე------ს, რომლის მითითებით, მივიდნენ ქ. გ---------ში არსებულ ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მივიდა და ნარკოტიკული საშუალება მიიტანა ორ--- სუ-–--------მა, რომელიც დაჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე და ერთ ფუთად შეკრული ორი წონაკი ნარკოტიკული საშუალება მიაწოდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომ ა----- მე------ს, ხოლო ამ უკანასკნელმა თავის მხრივ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გადასცა მას - ან------–ი ოს------ს.

 

5.8.2. მოწმე ა-–----------მა დაადასტურა ან------–ი ოს------ის მიერ მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 1-----------ს, მისი თანდასწრებით განხორციელდა ა----- მე-------სა და ორ--- სუ-–--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ, ის და ან------–ი ოს------ი, ქ. გ---------ში, დ. ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მოედანთან შეხვდნენ ა----- მე------ს, რომელთან ერთადაც წავიდნენ იქვე ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც ორ--- სუ-–--------მა მიიტანა და ა----- მე------ს გადასცა ერთ ფუთად შეკრული ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, თავის მხრივ, ა----- მე------მა გადასცა ან------–ი ოს------ს.

 

5.8.3. მოწმეების ან------–ი ოს------ის და ა-–----------ის ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რაც, ასევე, სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერებსა და აღნიშნული ჩანაწერების გაშიფრულ კრებსებთან.

 

5.8.4. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნითა და ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის #1--------- დასკვნით დადგენილია, რომ ფარულ აუდიო - ვიდეო ჩანაწერებს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ასევე, დადგენილია, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნებები არიან ორ--- სუ-–--------ი და ა----- მე-------, რაც ასევე დაადასტურა ბრალდებულმა ორ--- სუ-–--------მა.

 

5.8.5. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ან------–ი ოს------ისაგან ამოღებულ იქნა ორ--- სუ-–--------ისა და ა----- მე-------საგან შეძენილი გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შეკრული ორი ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში ცალ-ცალკე მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით, რაც ქიმიური ექსპერტიზის #3--------------- დასკვნის თანახმად, შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რომლის საერთო წონაა - 116,8918 გრამი.

 

5.8.6. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით კი დასტურდება, რომ ან------–ი ოს------ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე აღმოჩნდა როგორც ა----- მე-------ს (მაჟორული წილი), ასევე ორ--- სუ-–--------ის (მინორული წილი) გენეტიკური პროფილი.

 

5.9. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა და ბრალდებულ ორ--- სუ-–--------ის ჩვენებებით, ასევე ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დასტურდება, რომ ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

 

5.10.,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #1-ის თანახმად, „ჰეროინი“ წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის დანართი #2-ში განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-დან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ორ--- სუ-–--------ის და ა----- მე-------ს მიერ საკონტროლო შესყიდვისას ან------–ი ოს------ისათვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონაა - 116,8918 გრამი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს - 1 გრამს, შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

5.11. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.12. სასამართლო არ იზიარებს ა----- მე-------ს და მისი ადვოკატის პოზიციას, ა----- მე-------ს უდანაშაულობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თანაამსრულებლის - ორ--- სუ-–--------ის განმარტებას, რომელმაც დაადასტურა ა----- მე------თან ერთად ან------–ი ოს------ზე ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი.

 

5.13. სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატის არგუმენტებს საქმეში არსებული დარღვევებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების შესახებ, კერძოდ, სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ გრ-----– ჩო---–----ს მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს სრულად არ გადაუცია საქმის მასალები - CD დისკები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაშიფრული კრებსები, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 3-----------ით დათარიღებული შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმი, რომელსაც ადვოკატი გრ-----– ჩო---–---- ყველა გვერდზე აწერს ხელს, ხოლო ოქმის ბოლოს თავისივე ხელით აკეთებს ჩანაწერს, რომ ჩაიბარა „ოქმში ჩამოთვლილი მტკიცებულებები სრულად და ასევე დისკებიც“. აღნიშნულ ოქმში კი მითითებულია ის მტკიცებულებებიც, რომლებზეც ადვოკატი თითქოსდა, მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ დაუმალა და არ გადასცა, კერძოდ: ტ.1. სფ.496 – „#-- მომართვის წერილი ო----------, კრებსი #9---“ და ტ------------------ მომართვის წერილი ო----------, 2 ცალი დისკი და კრებსი #1----“; ამდენად, აღნიშნული ოქმით დასტურდება, რომ ადვოკატ გრ-----– ჩო---–---ს კანონით დადგენილი წესით და ვადაში გადაცემული აქვს, როგორც ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ასევე აღნიშნული ჩანაწერების გაშიფრული კრებსი (აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გარემოება სადაო არ გამხდარა არც წინასასამართლო სხდომის ეტპაზეც).

 

5.14. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბრალდების დადგენილებებში მითითებული არ არის დანაშაულის ჩადენის თარიღი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არის ტექნიკური ხარვეზი, რაც საქმის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, საქმის მასალებით ცალსახად არის დადგენილი, რომ ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა ნარკოტიკული საშუალება ან------–ი ოს------ზე გაასაღეს 2018 წლის 1-----------ს.

 

5.15. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ორ--- სუ-–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

6.2. ა----- მე------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

 

7.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ორ--- სუ-–--------ის და ა----- მე-------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ორ--- სუ-–--------მა და ა----- მე------მა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 116,8918 გრამი, რაც შემდეგ უკანონოდ გაასაღეს ან------–ი ოს------ზე), ბრალდებულების წარსულ ცხოვრებას - არ არიან ნასამართლევები, მათ პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულ ორ--- სუ-–--------ს გარდაცვლი ჰყავს მამა, ხოლო დედას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები), ასევე, კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება). ამასთან, ორ--- სუ-–--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და რომ მტკიცებულებები გახადა უდავოდ.

 

7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

7.9. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ორ--- სუ-–--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, ხოლო ა----- მე------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათი პიროვნებების შესაბამისად.

 

7.10. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორ--- სუ-–--------ს და ა----- მე------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებს უნდა ჩამოერთვათ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოთ სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ორ--- სუ-–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ორ--- სუ-–--------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ორ--- სუ-–--------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ა----- მე-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ა----- მე------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ან------–ი ოს------ისგან 2018 წლის 1-----------ს ამოღებული, ორ--- სუ-–--------ისგან და ა----- მე-------სგან შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შემცველი ნივთიერება და ან------–ი ოს------ისგან 2018 წლის 1-----------ს ამოღებული, ორ--- სუ-–--------ისგან და ა----- მე-------სგან შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შემცველი ნივთიერების შესაფუთი მასალა, ასევე, ა----- მე-------სგან და ორ--- სუ-–--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ო-----------–------------- სააგენტოდან 2018 წლის 1----------ის მომართვით გადმოგზავნილი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ დისკზე, სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და საინფორმაციო ბაზის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ბრალდებულ ა----- მე-------სა და ორ--- სუ-–--------ის ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ორ--- სუ-–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ორ--- სუ-–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1-----------დან.

 

3. ორ--- სუ-–--------ს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

4. ორ--- სუ-–--------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

5. ა----- მე------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

6. მსჯავრდებულ ა----- მე-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1-----------დან.

 

7. ა----- მე------ს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

8. ა----- მე------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ორ--- სუ-–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ორ--- სუ-–--------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს ორ--- სუ-–--------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ა----- მე-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს ა----- მე------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ან------–ი ოს------ისგან 2018 წლის 1-----------ს ამოღებული, ორ--- სუ-–--------ისგან და ა----- მე-------სგან შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შემცველი ნივთიერება და ან------–ი ოს------ისგან 2018 წლის 1-----------ს ამოღებული, ორ--- სუ-–--------ისგან და ა----- მე-------სგან შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შემცველი ნივთიერების შესაფუთი მასალა, ასევე, ა----- მე-------სგან და ორ--- სუ-–--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ო-----------–------------- სააგენტოდან 2018 წლის 1----------ის მომართვით გადმოგზავნილი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ დისკზე, სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და საინფორმაციო ბაზის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ბრალდებულ ა----- მე-------სა და ორ--- სუ-–--------ის ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე