განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 0101001190027942-4
საქმე N1- 5/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
06 ივნისი, 2-19 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - რ------–-----
ადვოკატი - ბ-------------
თარჯიმანი - ი-----------
ბრალდებული: ლ----------–----------
მამის სახელი: ნ------
პირადი ნომერი: 2----------
დაბადებული: 1-.0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: თ--------------------–------------–---
განათლება: ს-–----–-----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-
მცხოვრები: თ--------------------–--------–------------
ნასამართლობა: ნ----------–--------------------------–---–-
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ----------–----------- ჩაიდინა ორი პირის - ი------------------–-–---------------–--------------------- განზრახ მკვლელობის მცდელობა და ი------------------–-–----- განზრახ მკვლელობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–----------- 2-17 წლის დეკემბრის თვეში, ქალაქ ბათუმში, გაიცნო ქალბატონი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ---–--------------------- რომელთანაც ჩამოუყალიბდა ახლო ინტიმური ურთიერთობა.
2-1- წლის ზაფხულში, ლ----------–---------- და ხ---–-------------------- გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში, რის შემდეგაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხ---–-------------------- საცხოვრებლად გადავიდა მეგობარ ქალბატონთან, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი------------------–-–-----თან, რამაც ლ----------–----------ს უკმაყოფილება გამოიწვია.
ლ----------–----------- დაიწყო ეჭვიანობა ხ---–----------- მიმართ და ხშირად უთვალთვალებდა მას, როცა ეს უკანასკნელი ი------------ ერთად, გართობის მიზნით, დროს ატარებდა ქ---------–---------–------------–---------------–------------------–---–--- ლ------- შერიგებას თხოვდა ხ---–----------, რომლისგანაც მიღებულმა კატეგორიულმა უარმა მისი უკმაყოფილება და აგრესია გამოიწვია. ის მიიჩნევდა, რომ მისი და ხ---–----------- ურთიერთობის გაუარესებაში დიდი წვლილი შეჰქონდა ი------------------–-–-----. აღნიშნული გარემოებით განაწყენებული ლ----------–---------- გაუჩნდა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის - ი------------------–-–----- და ხ---–--------------------ს განზრახ მოკვლის სურვილი.
თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2-1- წლის დეკემბრის თვეში, ქალაქ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამონადირეო მაღაზიაში ლ-------- შეიძინა დანა თავისივე ქარქაშით, დანას შემოახვია ქაღალდის მწებავი ლენტი, იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა სამორინე „-----–---–-- არსებულ ტექნიკური საშუალებებით მხილებისგან და ხსენებული დანის გამოყენებით ხ---–--------------------ს და ი------------------–-–-----თვის მოესპო სიცოცხლე.
2-1- წლის 24 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 0-:15 საათზე, ქ---------–---------–------------–- განთავსებულ სამორინე „-----–---–-- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ლ----------–-----------, შურისძიების მოტივით, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, ი------------------–-–----- გულმკერდისა და მარჯვენა ბარძაყის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ხ---–--------------------ს, ხსენებული დანის გამოყენებით, მარცხენა ქუთუთოს, საფეთქლის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან მას ხელი შეუშალეს სამორინე ,------–----- თანამშრომლებმა და იქ მყოფმა მოქალაქეებმა.
1.2 სასამართლო სხდომაზე ლ----------–----------- წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ არ სურდა ხ---–--------------------ს მკვლელობა.
1.3 ლ----------–----------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.4 სასამართლო სხდომაზე უშუალოდ იქნა გამოკვლეული ქ---------–---------–---------–---------------------–---–--- განთავსებული სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერები და ამ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმები.
ფაილი N1-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ დარბაზში განთავსებულია სათამაშო აპარატები, აპარატებთან სხედან იქ მყოფი პირები და თამაშობენ. პირდაპირ არსებულ სათამაშო აპარატთან ზის ხ---–--------------------- რომელიც ესაუბრება მის გვერდით მჯდომ მამაკაცს. 0-:10:50 საათზე დგება სკამიდან და ესაუბრება კვლავ მამაკაცს და ხელით უთითებს გვერდით, შემდეგ კვლავ ჯდება ისევ იმავე აპარატთან და ესაუბრება მის გვერდით მჯდომ მანდილოსანს. 0-:12:52 საათზე მასთან კვლავ მიდის იგივე მამაკაცი, ესაუბრება მას, დგება და 0-:13:08 საათზე სათამაშო აპარატებს გვერდის ავლით ეფარება კადრს.
ფაილი N2-ის დათვალიერებისას მაგიდებთან ჩანან იქ მყოფი პირები, მათ შორის პირველ მაგიდასთან მარტოდ ზის ბრალდებული ლ----------–----------, 0-:0-:2- საათზე ლ----------–---------- ესაუბრება მომსახურე პერსონალს (მანდილოსანს). 0-:05:10 საათზე ხსენებულ მანდილოსანს ლ----------–------------- მიაქვს ჭიქით სავსე სითხე და ეს უკანასკნელი იწყებს მის დალევას. 0-:07:2- საათზე ლ----------–------------- მიდის იქ მყოფი მომსახურე პერსონალი - მამაკაცი, რომელიც 0-:07:57 საათამდე ესაუბრება რაღაცას, რის შემდეგ ლ----------–---------- აგრძელებს დალევას. 0-:09:25 საათზე ლ----------–---------- დგება და გადის მარჯვენა მხარეს და ეფარება კადრს.
ფაილი N4-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:09:32 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც ათვალიერებს იქეთ-აქეთ და 0-:09:50 საათზე ეფარება კადრს.
ფაილი N5-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:09:48 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, თითქოსდა ეძებს ვიღაცას და ეფარება კადრს.
ფაილი N6-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:09:55 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, თითქოსდა ეძებს ვიღაცას და 0-:10:07 საათზე ეფარება კადრს.
ფაილი N7-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:10:10 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც მიდის და ჯდება მაგიდასთან, ათვალიერებს იქეთ-აქეთ, 0-:13:25 საათზე ლ----------–---------- დგება სკამიდან და ეფარება კადრს. 0-:13:42 საათზე ლ----------–---------- ბრუნდება უკან და და ჯდება იმავე მაგიდასთან, ათვალიერებს აპარატების მხარეს, თითქოსდა ეძებს ვიღაცას, 0-:14:17 საათზე თითქოსდა შენიშნა რაღაც, დგება სკამიდან და ეფარება კადრს.
ფაილი N9-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:14:30 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც ათვალიერებს და ეძებს ვიღაცას და 0-:14:46 საათზე ეფარება კადრს.
ფაილი N10-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:14:50 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც ათვალიერებს და მიდის გასასვლელი კარების მიმართულებით, მიდის გასასვლელ კარებთან, თუმცა ბრუნდება უკან, მიდის მარჯვენა მხარეს, იკიდებს მარცხენა მხარეს ქურთუკის შიდა ჯიბისკენ ხელს და 0-:15:14 საათზე ეფარება კადრს.
ფაილი N11-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:13:55 საათზე კადრში ჩნდება ხ---–--------------------- რომელიც გაივლის და მარჯვენა მხრისკენ 0-:14:01 მიეფარება ეკრანს. 0-:14:55 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც ათვალიერებს, იყურება მარჯვენა მხარეს, თითქოსდა დაინახა ვიღაც, გადის კარებთან, წარბებზე იკიდებს ხელს ფიქრობს წამიერად და მოტრიალდება უკან, მიდის მარჯვენა მხარს, ეფარება კადრს, უცებ ისმის წივილ-კივილის ხმა და ყველა გარბის მარჯვენა მხარეს და ირევა ხალხი. კადრი მთავრდება 0-:15:45 საათზე.
ფაილი N12-ის დათვალიერების მიხედვით, კადრების ჩართვისას (0-:10:23 საათი), საპირფარეშოს კარებიდან პირველ სათამაშო აპარატთან ჩანს ი------------------–-–----- რომელიც თამაშობს და თან სვამს ჭიქით სითხეს. დარბაზში მოძრაობენ იქ მყოფი პირები. 0-:14:01 საათზე ი------------------–-–-----თან მიდის ხ---–-------------------- და ჯდება გვერდით სათამაშო აპარატთან, რომელიც ი------------------–-–----- ესაუბრება და ხელებით უხსნის რაღაცას. 0-:15:15 საათზე კადრში ჩნდება ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც სირბილით მიირბენს ი------------------–-–-----თან და ხ---–--------------------სთან, რომელიც მისვლისთანავე მისი ტანთმოსილი პიჯაკის მარცხენა ჯიბიდან იღებს დანას და პირველად ურტყამს ი------------------–-–-----, შემდეგ ხ---–--------------------ს და ტრიალდება ი------------------–-–-----კენ და გულმკერდის არეში ურტყამს დანას, რომელიც ვარდება სკამიდან და ეცემა გვერდით ოთახში გასასვლელი კარების ძირში და უცებ იატაკზე დგება სისხლის გუბე, ხ---–--------------------- გარბის, რომელსაც ხელში დანით მისდევს ლ----------–----------, ხსენებული ფაქტის შემსწრენი კი მისდევენ უკან და იწყება ჩოჩქოლი. კადრი მთვრდება 0-:15:40 საათზე.
ფაილი N13-ის დათვალიერებისას ჩანს, რომ 0-:15:24 საათზე კადრში ჩნდება ხ---–--------------------- რომელიც მორბის და მას დანით ხელში მოყვება ბრალდებული ლ----------–----------, რომლებსაც შესაბამისად მოყვებიან იქ მყოფი პირები. კადრი მთავრდება 0-:15:27 საათზე.
ფაილი N1-ის დათვალიერებისას 0-:15:25 საათზე კადრში ჩანს სათვალთვალო კამერის ზურგის მხრიდან მორბის ხ---–--------------------- რომელსაც დანით ხელში მოსდევს ბრალდებული ლ----------–----------, რომელიც წააქცევს ხ---–---------------------ს და ურტყამს დანას, თუმცა მას აკავებენ მის უკან მოყოლილი მამაკაცები და დაცვის თანამშრომლები და ართმევენ დანას, ხოლო ხ---–--------------------- გარბის აპარატების ბოლოსკენ, გადის ხელმარჯვნივ, რომელსაც იქ მყოფი მანდილოსანი აწვდის ნაჭერს ჭრილობაზე დასადებად, ხოლო ხ---–-------------------- მიწოდებულ ნაჭერს იდებს მარცხენა მხარეს წარბის არეში და ჯდება იქვე სკამზე.
1.5 ი------------------–-–----- გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2-19 წლის 0- იანვრის N00832791- დასკვნის თანახმად, ი------------------–-–----- გვამს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, კანის, კანქვეშა ქსოვილების, IV ნეკნთაშუა სივრცის რბილო ქსოვილებისა და სისხლძარღვების, პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, გულის მარცხენა პარკუჭის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით თითქმის ჰორიზონტალურად - ზემოდან ოდნავ ქვემოთ, წინიდან - უკან, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, მწვავე სისხლნაკლებობა, ჰემორაგიული შოკი, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა გარეთა ზედაპირზე, ქვედა მესამედში.
ი------------------–-–----- გვამიდან აღებული კანის პრეპარატზე (გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობის პრეპარატზე - ჭრილობა N1) აღინიშნება დაზიანება, რომლებიც თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა გარეთა ზედაპირზე, ქვედა მესამედში - განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის/საგნების ზემოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, არ იმყოფება პირდაპირ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას.
ი------------------–-–----- სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობიდან, დაზიანებული გულის მარცხენა პარკუჭიდან, მარცხენა ფილტვის ქსოვილიდან, ნეკკთაშუა სისხლძარღვებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.
ი------------------–-–----- გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.
ი------------------–-–----- სიკვდილი დადგებოდა დაზიანებების მიღებიდან გარკვეულ პერიოდში.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ლ------------------, რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
1.6 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ხ---–--------------------ს ჩვენების თანახმად, ლ----------–---------- გაიცნო 2-17 წელს. ზაფხულში 2 თვე ერთად ცხოვრობდნენ. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ლ-------- კაზინოში დაიწყო თამაში, ფულის წაგების შემდეგ აგრესიული ხდებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გამო დაშორდა და გადავიდა მეგობართან - ი------------ საცხოვრებლად. ლ------- ცდილობდა მასთან შერიგებას და უკან დასდევდა. ის ვერ იტანდა ი-------- და ხშირად ჩხუბობდნენ. შემთხვევის ღამეს, 2-1- წ-–----------------- საღამოს 11:00 საათის შემდეგ ი------------ ერთად გავიდა სახლიდან და მივიდნენ კაზინო „-----–---–--, სადაც სხვადასხვა აპარატებთან თამაშობდნენ. ი------------ საუბრის პროცესში მოვიდა ლ----------–----------. მან დანა ამოიღო გულის ჯიბიდან. პირველად ი-------- ჩაარტყა გულში და შემდგენ მას სახეში. ლ------- ისევ ი-------- მიუბრუნდა. ამ დროს გაიქცა. ლ------- გამოეკიდა დანით ხელში და წაქცეულს კიდევ ჩაარტყა დანა. ჭრილობები მიაყენა მარცხენა ფეხის ბარძაყზე, მარჯვენა ხელის ცერა თითზე, მარჯვენა მხარზე, მარცხენა მხარეს სახეზე. ლ------- დააკავეს, თორემ ნამდვილად მოკლავდა. ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უარს ეუბნებოდა ერთად ცხოვრებაზე.
1.7 2-1- წლის 07 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთის მონაცემებით ხ---–-------------------- მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 24.11.1-წ. აღენიშნებოდა მარცხნივ ქუთუთოსა და საფეთქლის არეში ჭრილობები 3.5-0.2. 4.0—0.2სმ. ზომების სწორი კიდეებით, სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობები. მარცხენა მხრის შუა მესამედში ლატერალურად ნაკვეთი ჭრილობა კანის კანქვეშა ქსოვილებისა და კუნთების დაზიანებით 7.0-1.5-1.0სმ. ზომებით, სისხლმდენი ჭრილობა. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა სისხლდენით 4.5-0.5 სმ. ზომებით. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში აღენიშნება ნაკვეთი ზედაპირული ჭრილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სამედიცინო საბუთში ჭრილობების სიღრმეები და მიმართულებები მითითებული არ არის. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი, მ-----------------–-- რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
1.8 მოწმე ბ-------------- ჩვენების თანახმად, მუშაობს კაზინო „-----–---–-- ტექნიკოსად. შემთხვევის ღამეს ახორციელებდა სათამაშო აპარატების შემოწმებას, რა დროსაც შემოესმა ხმაური. დაინახა ორი მადილოსანი, რომელთაგან ერთ-ერთს მამაკაცმა ორჯერ მოუქნია დანა მუცლისა და გულმკერდის არეში. ის გადმოვარდა სკამიდან, ხოლო მეორე გაიქცა. მას დაედევნა ეს მამაკაცი. თვითონაც გაიქცა თავდამსხმელისკენ, რომელიც წაქცეულ ქალს ურტყამდა დანას. აქვე იყო დაცვის თანამშრომელი. მოხდა დაპირისპირება. ძალის გამოყებით მოხდა თავდამსხმელის შეჩერება. მას შეახტა მარჯვენა ხელზე, წაართვა დანა და შეინახა კაბინეტში, რომელიც შემდეგ გამომძიებელმა ამოიღო. განათება იყო კარგი და მხედველობის პრობლემა არ ყოფილა.
1.9 2-1- წლის 24 ნოემბერს ჩატარებული ამოცნობის ოქმის თანახმად, ბ-------------- ამოიცნო ბრალდებული ლ----------–----------.
1.10 ამოღების ოქმის თანახმად, 2-1- წ-–----------------- ქ---------–---------–---------–- განთავსებულ კაზინო „-----–------ ტექნიკური სამსახურის ოთახიდან, ამოღებულ იქნა ბ-------------- მიერ წარმოდგენილი დანა.
1.11 მოწმე მ-------------–--–---–-- ჩვენების (გამოქვეყნდა ასევე გამოკითხვის ოქმი) თანახმად, 2 წელია მუშაობს სამორინე „პრინცესას“ დაცვის თანამშრომლად. სამორინეს შესასვლელში არის დამონტაჟებული სპეციალური აპარატი (დეტექტორი), რომლის გავლით შედის სამორინეში მოსული მოთამაშე სტუმარი. მოწყობილობას გააჩნია ხმოვანი სიგნალი, რომელიც ირთვება მეტალზე, რის შემდეგაც შესულ მოთამაშეს ატრიალებენ უკან და ეკითხებიან თუ რა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილი იქნება მეტალის საგანი, ეს იქნება გასაღებები თუ სხვა და კვლავ გაივლის უხმაუროდ დეტექტორს, ამ შემთხვევაში მისი სხვანაირი შემოწმება აღარ ხდება, თუ კვლავ იქნება ხმოვანი სიგნალის შეტყობინება, ამ შემთხვევაში მოთამაშე პირს ამოწმებენ ხელის დეტექტორით, რომლითაც ხდება კონკრეტული ადგილის დაფიქსირება, თუ სად აქვს შემოსულ მოთამაშეს მეტალის საგანი და თუ ეს არ იქნება დადგენილი ნორმის საწინააღმდეგო, უშვებენ სამორინეში. დადგენილი ნორმის თანახმად, მოთამაშეს არ შეუძლია სამორინეში შევიდეს ცივი იარაღით, ეს იქნება დანა თუ სხვა მისმაგვარი საგანი. ასევე ცეცხლსასროლი იარაღით. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, გასასვლელში არის განთავსებული კარადები საკეტით, სადაც მოთამაშემ უნდა შეინახოს აკრძალული ნივთი და სამორინედან გამოსვლის მერე უნდა აიღოს. დადგენილი ნორმის თანახმად, სამორინეს გასასვლელში განთავსებულ აბრას უნდა გაეცნოს მოთამაშე, სადაც გაწერილია ქცევისა და შესვლის წესები და უნდა დაიცვას ეს წესები. სამორინეს ჰყავს რამდენიმე ვიაიპ მომხმარებელი და სტუმარი, რომლებსაც უფლება აქვთ დეტექტორის ავლითაც შევიდენენ და გამოვიდნენ სამორინეში. 2-1- წ-–----------------- მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული თურქი ეროვნების მამაკაცი, სახელად ლ------- სამორინეს ვიაიპ მომხმარებელი იყო. 2-1- წლის 23 ნოემბერს, საღამოს 2----------------------------------–------------------- იმყოფებოდა სამორინეში დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობა მუშაობა. სამორინეში იყო საკმაო ხალხი, რომლებიც სხვადასხვა აპარატებზე თამაშობდნენ. იყვნენ როგორც მოთამაშე მამაკაცები, ისე მანდილოსნებიც. ღამის დაახლოებით 0-:15 საათზე იმყოფებოდა სამორინეს შესასვლელში, რა დროსაც შემოესმა კივილისა და ჩოჩქოლის ხმა, რა დროსაც შევარდა სამორინეში და დაინახა, რომ სამორინეს ბარის მიმართულებით გარბოდა მანდილოსანი, რომელსაც უკან დანით ხელში მისდევდა ზემოხსენებული ვიაიპ კლიენტი, ლ-------, რომელიც ცდილობდა მანდილოსანის დაჭერას და მის მიმართულებით იქნევდა დანას. მათ უკან მისდევდა რამდენიმე პირი. ხსენებულის დანახვისთანავე ბუნებრივია გაიქცა აღნიშნული სიტუაციის აღმოსაფხვრელად. დაინახა, რომ მათი ტექნიკოსი ბ--- ქათამაძე მორბოდა მათი მიმართულებით. სანამ მათ მიუახლოვდებოდა, ლ------- წამოეწია უზბეკი ეროვნების მანდილოსანს, რომელიც წაიქცა სამორინეს დარბაზის შუა მარცხენა მხარეს მდებარე სათამაშო აპარატებთან და ცდილობდა წაქცეული მანდილოსნის დაჩეხვას თანნაქონი დანით, თუმცა მათ წააქციეს ლ------- და ამის საშუალება აღარ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ წაქცეული ყავდათ, ის უძალიანდებოდათ და კვლავ ცდილობდა მიწვდომოდა უზბეკ მანდილოსანს და დაერტყა მისთვის დანა, თუმცა ამის საშუალებას აღარ აძლევდნენ. მას წელის არეში შემოხვია ხელი და აღარ აძლევდა განძრევისა და გაქცევის საშუალებას, რა დროსაც ბ--- მიწვდა დანიან ხელზე და როგორც იქნა გამოგლიჯა დანა. მივიდა მეორე დაცვის თანამშრომელი და ლ------- წაიყვანეს დაცვის ოთახში.
2. სამართლებრივი შეფასება
2.1 საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული.
2.2 სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და შედეგიან დელიქტს წარმოადგენს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, ხოლო მკვლელობის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2.3 ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობა) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ.
2.4 სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ----------–----------- შურისძიების მოტივით (ლ----------–---------- ხ---–--------------------სთან დაშორებას ი------------------–-–----- აბრალებდა) განზრახ ხელყო ი------------------–-–----- სიცოცხლე. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო დაზარალებულისათვის ცივი იარაღით - დანით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობების მიყენება.
2.5 სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაციისას უპირატესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს ქმედებით გამოწვეულ მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ხ---–--------------------მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით). სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდებულის ქცევა ქმედების ჩადენამდე, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები.
2.6 მოცემულ შემთხვევაში, ლ----------–----------ს ქცევა ქმედების ჩადენამდე (წინასწარ შეიძინა დანა და დაუბრკოლებლად შეიტანა სამორინეში), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ლ----------–---------- დანით შეიარაღებული მოულოდნელად დაესხა თავს სამორინეში მყოფ დაზარალებულებს), დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა (ლ----------–----------- ხ---–--------------------ს დანის გამოყენებით, მარცხენა ქუთუთოს, საფეთქლის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ხუთი ჭრილობა) და ლოკალიზაცია (სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში - საფეთქელში), ქმედებაში გამოვლენილი მართსაწინააღმდეგო ნება (ლ----------–----------- ნების სიმტკიცეზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მან ხელყო ი------------------–-–----- სიცოცხლე, დანით დაჭრა ხ---–-------------------- და მიუხედავად ამისა, არ გაჩერდა და დანით ხელში დაედევნა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გაქცეულ ხ---–--------------------ს, დაეწია და კვლავ მიაყენა დანით ჭრილობები), დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები (შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ლ----------–---------- წაართვეს დანა და განაიარაღეს), ერთობლიობაში მიუთითებენ სწორედ ლ----------–----------ს განზრახვაზე - ი------------------–-–-----თან ერთად, მოეკლა ხ---–--------------------.
ლ----------–----------ს განაწყენება და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ გამოიწვია ხ---–--------------------ს მხრიდან მისმა იგნორირებამ და მასთან ურთიერთობის გაწყვეტამ. ლ----------–---------- დაზარალებულის მიმართ გაუჩნდა შურისძიების გრძნობა, რამაც მისი მკვლელობის სურვილი განაპირობა.
ლ----------–----------ს ქმედება უშუალოდ იყო მიმართული ხ---–--------------------ს სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომელიც შეიძლება ბრალდებულის ქმედებით რეალურად დამდგარიყო. ლ----------–---------- განზრახვის განხორციელებაში ხელი შეუშალა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რის გამოც დანაშაული შეწყდა ადრეულ ეტაპზე - მცდელობის სტადიაზე.
2.7 ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ----------–----------- ჩაიდინა განზრაზ მკვლელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------–---------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
3.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში, ლ----------–----------ს ქმედება უშუალოდ იყო მიმართული ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა ქმედების გაგრძელებაში მას ხელი შეუშალეს მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა (დანაშაულის ადგილზე სხვა ადამიანების დროულად მისვლა), რის გამოც დანაშაული შეწყდა ადრეულ ეტაპზე - მცდელობის სტადიაზე.
3.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ლ----------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
მოცემულ შემთხვევაში, ლ----------–---------- ჰქონდა ორი პირის მკვლელობის განზრახვა, მაგრამ შედეგი დადგა მხოლოდ ერთი პირის მიმართ, ხოლო მეორე გადარჩა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სახეზეა ერთი განზრახვით მოცული ქმედება და აღნიშნულიდან გამომდინარე ორი განსახვავებული შედეგი, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, მაგრამ უნდა დაინიშნოს ერთი სასჯელი.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ----------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
2. ლ----------–---------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2-1- წლის 24 ნოემბრიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-1- წლის 26 ნოემბრის განჩინებით, ლ----------–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ლ----------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და დოკუმენტები დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები და სხვა სისხლის ნიმუშები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შპს „-----–--------- გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ DVD-R დისკზე, - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი