გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2019
საქმის ნომერი
120210118002678986
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2678986-2/791-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 აგვისტო, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------ი ბანკი’’

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხე - ა-–---------- ხ--–-–---–ი, ლ---- ზ-----ე,ა------- მ---------–--ე (დასწრების გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ა------- მ---------–--ეს, ა-–---------- ხ--–-–---–ს და ლ---- ზ-----ეს სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 5690.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4187.36 ლარი, პროცენტი - 875.08 ლარი, პირგასამტეხლო - 627.86 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სს „ლ-------ი ბანკსა“ და ა------- მ---------–--ეს შორის 2013 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 6873 ლარი, წლიური 19.50%· კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 28.12.2020წ. პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება. კერძოდ, 2013 წლის 25 დეკემბერს ბანკსა და ა-–---------- ხ--–-–---–ს და ლ---- ზ-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12701.98 ლარით.

კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გარფიკით გათვალისწინებული წესით და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლის და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი 2017 წლის 28 დეკემბრიდან და ერიცხებათ პირგასამტეხლო/პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

მოპასუხეების დავალიანება 11.10.2018 მდგომარეობით სს "ლ-------ი ბანკის" მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5690.30 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 4187.36 ლარი, დარიცხული პროცენტი - 875.08 ლარი, ხოლო ჯარიმა - 627.86 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ა-–---------- ხ--–-–---–მა და ლ---- ზ-----ემ სარჩელი ცნეს.

2.2. მოპასუხე ა------- მ---------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს სს ,,ლ-------ი ბანკსა’’ და ა------- მ---------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6873 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 28.12.2020წ. საპროცენტო სარგებელი წლიური - 19.5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.12.2013წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------;

- 25.12.2016წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 25.12.2016წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ა-–---------- ხ--–-–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12701.98 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-–---------- ხ--–-–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.03.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლ---- ზ-----ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12701.98 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ---- ზ-----ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.03.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.4. 28.12.2017 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 26.12.2013წ-13.10.2018წ;

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.1.6. მოპასუხეების ა------- მ---------–--ის, ა-–---------- ხ--–-–---–ის და ლ---- ზ-----ის დავალიანება სს ,,ლ-------ი ბანკის’’ მიმართ 25.12.2013წ. N0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5690.30 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4187.36 ლარი, პროცენტი - 875.08 ლარი; ჯარიმა 627.86 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.12.2013წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------;

- 25.12.2016წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 25.12.2016წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ა-–---------- ხ--–-–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.03.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- ლ---- ზ-----ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.03.2013წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 26.12.2013წ-13.10.2018წ;

- 12.10.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 5690.30 გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ა-–---------- ხ--–-–---–მა და ლ---- ზ-----ემ ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ლაშა მარტინენკოს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------ი ბანკსა’’ და ა------- მ---------–--ეს) შორის გაფორმებული 2013 წლის 25 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა------- მ---------–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 4187.36 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს).

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 875.08 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 627.86 ლარის ოდენობით.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------ი ბანკსა'' და ა------- მ---------–--ე შორის 2013 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------ი ბანკსა'' და მეორეს მხრივ ა-–---------- ხ--–-–---–ს და ლ---- ზ-----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ა-–---------- ხ--–-–---–მა და ლ---- ზ-----ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 12701.98 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2013 წლის 25 დეკემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის - 4187.36 ლარი, დარიცხული საპროცენტო დავალიანების - 875.08 ლარის და პირგასამტეხლოს 627.86 ლარის ოდენობით.

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 3.4., ასევე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 5.3. პუნქტში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ა-–---------- ხ--–-–---–მა და ლ---- ზ-----შემ სარჩელი ცნეს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ა------- მ---------–--ეს მოსარეჩლე სს,,ლ-------ი ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 195 ლარის (171+24) გადახდა სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ლ-------ი ბანკის’’ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ა------- მ---------–--ეს (პ/ნ 0----------), ა-–---------- ხ--–-–---–ს (პ/ნ 0----------) და ლ---- ზ-----ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 5690.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4187.36 ლარი, პროცენტი - 875.08 ლარი, პირგასამტეხლო - 627.86 ლარი.

3. მოპასუხე ა------- მ---------–--ეს მოსარჩლე სს ,,ლ-------ი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 195 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი