განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1961-19
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ---------------–---–-,ბრალდებული - გ------- ტ--------ის ძე ს-----, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. თ---–-------------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–---------–-------–--------------------------------------ში,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი და ამავე კოდექსის 128-ე მუხლი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2019 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 23:55 საათზე, ქ------–--–----------------------------- გ-------------ემ, რომელიც მთვრალ მდომარეობაში მყოფი მართავდა ,,ნ------“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით E------, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველო კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის, დანართი N2 ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე გადაკვეთა გზი8ს გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სადაც დაეჯახა ,,ო---–ის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით N------, რომელსაც მართავდა რ----–----------. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რ----–---------- და ავტომობილ ,,ო---–ის“ მგზავრი ე----- ს------ ადგილზე გარდაიცვალნენ. გ-------------ემ, რომელსაც ევალებოდა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ რ----–----------ზე და ე----- ს------ზე ზრუნვა, შეეძლო მათი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და განსაცდელში მიატოვა დაზარალებულები, რომელთაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.
გ-------------ემ სასამართლო სხდომაზე თავის სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია დანაშაული. ბრალდებულის ჩვენებით ნასვამ მდგომარეობაში მართავდა კუთვნილ ავტომობილს და თ------------------------ ის დაეჯახა საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იყო ცუდად, ჰქონდა თავბრუსხვევა და პირღებინება. გააჩერა ტაქსი და მძღოლს უთხრა სახლში წაეყვანა. როცა გაიგო, რომ მეორე მანქანაში მჯდომი პირები გარდაიცვალნენ გამოცხადდა პოლიციაში.
მხარეებმა გარდა ბრალდებულის ჩვენებისა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო თვლის, რომ როგორც ბრალდებულ გ-------------ის აღიარებითი ჩვენება, ასევე, მოწმეთა, დ-----------–-–---–ის, ნ-----–------------ის, გ------- თ-----–---–ის, თ---------------ს, გ------- ე-----იას, მ-----------იას, ლ-------------ის, გ----------------------ის, გ----------–-----–---–ის, ა---------–-------–-–---–ის, გ-------------–---–ის, ა---------–-------–-–---–ის, ლ--------------–---–ის, გ--–---------ას, გ--–-----------–---–ის, დ---------–---–---–ის, ნ--------–------ის, ზ------------იას და ვ-----------იას გამოკითხვის ოქმები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობა, ბრალდებულ გ-------------ის დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული სქემა, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის შემოწმების ქვითარი, გ-------------ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ვიდეო ჩანაწერები დათვალიერების ოქმები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ-------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 01 აპრილიდან და რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულმა ქმედებამ გადაინაცვლა ამავე მუხლის მე-9 ნაწილში, ხოლო დისპოზიცია და სანქცია დარჩა უცვლელი.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით და მანვე ჩაიდინა, განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
გ-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით დადგენილი არ არის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-------------ეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით; მასვე, 3(სამი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილზე;
გ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითა და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით; მასვე სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ-------------ეს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით და 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
გ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან;
გაუქმდეს გ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ნივთიერი მტკიცებულებები: გ-------------ის ტანსაცმელი დალუქული 1(ერთი) ფუთად, გარდაცვლილ ე----- ს------ს ტანსაცმელი დალუქული 1(ერთი) ფუთად, გარდაცვლილ რ----–----------ს ტანსაცმელი დალუქული 1(ერთი) ფუთად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ,,ნ----ი“-ს მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით: E------ და ,,ო---–ი“-ს მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით: N------ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო 03(სამი) ცალი კომპაქტ-დისკი დაულუქავი სახით სამ პაკეტად შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/