გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/170-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - ნ-----–---------–----ა
წარმომადგენლები - ნ--------------–---–ი
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი შ------------–------ე
მესამე პირი - შპს „მ--------------“
წარმომადგენელი - ნ--------------ე
დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა; ახალი ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 20.03.2019 წ. სხდომის ოქმი)
1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის - შ------------–------ის მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს გამოცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №---------------- წინადადება;
1.2. დაევალოს კერძო აღმასრულებელს - შ------------–------ეს გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ახალი წინადადების გამოცემა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი შ------------–------ე არ დაეთანხმა სარჩელს. მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 12 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-------“, ხოლო მოვალე არის ნ-----–---------–----ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 8636.96 აშშ დოლარი, 1149,82 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო 2229,34 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარი.
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციით. იპოთეკის საგანს შეადგენს უძრავი ქონება, მდებარე: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------, ზონა თბილისი, 01, ს----------------------–----------------------------------0--, მისამართი - ქალაქი თბილისი, გ------------------------–---------------, მესაკუთრე ნ-----–---------–----ი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 114-118)
4.2. 2018 წლის 20 ნოემბრის განცხადებით სს მ-------------- განცხადებით კერძო აღმასრულებელს - შ------------–------ეს მიმართა. განცხადებით იძულებით აღსრულების მიზნით წარადგინა სააღსრულებო ფურცელი, აღსასრულებელი თანხის მოცულობად მითითებულია 12016.12 აშშ დოლარი და 124,36 ლარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 120-125);
4.3. კერძო აღმასრულებელმა შ------------–------ემ 2018 წლის 22 ნოემბერს გამოსცა №---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოვალეს ნ-----–---------–----ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა შეადგენს 12016.12 აშშ დოლარს და 124,36 ლარს. მოვალეს განემარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 22 ნოემბრის №---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 45-48);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი; ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ?? ??????? ??-2 ?????? გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ?? ??????? III?2 ????? გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-31 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი; გ) ვალდებულების შესრულების დრო; დ) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა; ე) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით − ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებისა და ლიზინგის მოწმობის საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების დაწყების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარდგენა აგრეთვე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება. თუ გადაწყვეტილება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-------“, ხოლო მოვალე არის ნ-----–---------–----ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 8636.96 აშშ დოლარი, 1149,82 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო 2229,34 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციით. იპოთეკის საგანს შეადგენს უძრავი ქონება, მდებარე: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------, ზონა თბილისი, 01, ს----------------------–----------------------------------0--, მისამართი - ქალაქი თბილისი, გ------------------------–---------------, მესაკუთრე ნ-----–---------–----ი. 2018 წლის 20 ნოემბრის განცხადებით სს მ-------------- განცხადებით კერძო აღმასრულებელს - შ------------–------ეს მიმართა. განცხადებით იძულებით აღსრულების მიზნით წარადგინა სააღსრულებო ფურცელი, აღსასრულებელი თანხის მოცულობად მითითებულია 12016.12 აშშ დოლარი და 124,36 ლარი.
დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა შ------------–------ემ 2018 წლის 22 ნოემბერს გამოსცა №---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოვალეს ნ-----–---------–----ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა შეადგენს 12016.12 აშშ დოლარს და 124,36 ლარს. მოვალეს განემარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით შესრულებისათვის წინადადების გამოცემისას არასწორად იქნა დათვლილი თანხები და მასში არ უნდა შესულიყო მოვალის მიერ უკვე გადახდილი 3379,16 აშშ დოლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს სააღსრულებო ფურცელში ასახული მონაცემებით და სააღსრულებო მოქმედებები განახორციელოს სააღსრულებო ფურცელზე დაყრდნობით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ ნოტარიუსის მიერ გაცმული სააღსრულებო ფუცელში ასახული თანხების ნაერთი ჯამი კერძო აღმასრულებლის მიერ ასახულ იქნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების გამოცემისას.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის კერძო აღმასრულებლის უკანონო მოქმედება, ვინაიდან კერძო აღმასრულებლის - შ------------–------ის მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს გამოცემული №---------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინება სრულ შესაბამისობაშია იძულებითი აღსრულების მიზნით წარდგენილ სააღსრულებო ფურცელსა და კრედიტორის განცხადებაში ასახულ აღსასრულებელი თანხის მოცულობასთან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა კერძო აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მისთვის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი წინადადების გამოცემის დავალდებულების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---------–----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე