განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/180-17წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 აგვისტო, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - მ-------------–---–-, ვ------------–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - შ---------------- - დაბ. 0--0--1--- წელს, პ/ნ 3----------, რეგისტრირებული ნ----–------, სოფელი ე–---- (მონაწილეობის გარეშე)
ადვოკატი - ი-----–--–---------, გ----------–---
თარჯიმანი - ლ---------------, დ------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’პუნქტით, 362 მუხლის 1-ლი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შ----------------მა განიზრახა, მოტყუებით, საკუთრებაში დაერეგისტრირებინა ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფლების ე–----- და ყ-------- მთაზე მდებარე 2000 კვ/მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, საიდანაც 50 კვ/მ. 2002 წლიდან წარმოადგენდა მოქალაქე ს-------------------ს საკუთრებას, ასევე 400 კვ/მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის ზაფხულის ბოლოს, შ----------------მა დაიწყო აღნიშნული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების შეგროვება, თითქოსდა მიწის ნაკვეთები მის ოჯახს გადაეცა მიწის რეფორმის ფარგლებში. შ----------------მა იცოდა, რომ 1992-1997 წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად, მის ოჯახს (კომლს) გადაეცა 1,25 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. იმდენად, რამდენადაც შ----------------ის მიერ აღებული საარქივო ცნობის მიხედვით ვერ ხდებოდა რეფორმის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება, მან ი.მ. „მ-----------------“ დაამზადებინა მისთვის სასურველი, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებშიც მიწის ნაკვეთის კატეგორიად ნაცვლად „საძოვრისა“
მითითებული იქნა „სათიბი“. 2015 წლის 20 ნოემბერს, აღნიშნული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, მისთვის სასურველ მიწის ნაკვეთებთან ურთიერთშესაბამისობის დასამოწმებლად, შ----------------მა წარუდგინა ე–----- ადმინსტრაციულ ერთეულში ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ჰ---------------------ს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები რეფორმის ფარგლებში შ----------------ის ოჯახს (კომლს) არ გადაცემია, უფრო მეტიც, ე–----- და ყ-------- მთაზე არსებული ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენდა სოფლის საძოვრებს, მიწის რეფორმის ფარგლებში საერთოდ არ გაცემულა მოსახლეობაზე, ჰ---------------------მა თავისი ბეჭდით და ხელმოწერით დაადასტურა მიწის ნაკვეთების ურთიერთშესაბამისობა შ----------------ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებთან. აღნიშნული, ყალბი ინფორმაციის შემცველი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შ----------------მა 2015 წლის 25 ნოემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნ----–------- სარეგისტრაციო სამსახურში. 2015 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ორივე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით 6--0-.3-.0-- (2000 კვ/მ.) და 6--0-.--.0-- (400 კვ/მ.) აღირიცხა შ----------------ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში. აღნიშნული ქმედებით შ----------------მა თაღლითურად, მოტყუებით მიისაკუთრა ს-------------------ს კუთვნილი 25000 ლარის ღირებულების 50 კვ/მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მოექცა 6--0-.3-.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში და სახელმწიფოს კუთვნილი 590 ლარის ღირებულების 2350 კვ/მ. ფართობის (1950 + 400) მიწის ნაკვეთი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ეპიზოდი).
შ----------------ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმე დ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 1998 წელს იყო ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-------- მიწის განაწილების კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე იყო მ-----------------. სახნავი და სათიბი მიწების გაცემა ხდებოდა კომისიის მიერ. ისინი გასცემდნენ სოფელ ყ-------- მოსახლეობაზე და არა სოფელ ე–----- მოსახლეობაზე. როგორც მისთვის ცნობილია რომ ს------------------- გააჩნდა ყ-------- მთაზე საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი.
დაზარალებულ ს-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2002 წელს შეიტყო, რომ „--------–-- სურდა სოფელ ყ-------- მთავზე სატელეფონო ანძების განთავსება, რის შემდეგაც 2002 წელს მიმართა ნ----–------- მიწის ნაკვეთების განაწილების კომისიას ნ----–------ სოფელ ყ-------- მთაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, კომისიამ განიხილმა მისი განცხადება და ს-------------------ს სახელზე გაიცა 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ნ----–------, სოფელი ყ-------- მთაზე, რომელიც შემდგომ დაუზუსტებელი მონაცემებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შპს „ჯ------–----“ კი ხელშეკრულება გააფორმა. 2015 წელს ს-------------------- მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგიისტრაციის მოთხოვნით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს, საიდანაც შეიტყო, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა შ----------------ის საკუთრებაში არსებულ 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
მოწმე ჯ-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კომპანია „ჯ------––-“. 2002 წლიდან „ჯ------–-ს“ ანძა დგას ნ----–------ სოფელ ყ-------- მთაზე, რომლის მესაკუთრე იყო ს-------------------, მიწის ნაკვეთის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულებაც სწორედ გაფორმებულ იქნა შპს „ჯ------–-ა“ და ს------------------- შორის, მას შემდეგ რაც ახალმა მესაკუთრემ წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს------------------- შეუყდა ხელშეკრულება.
მოწმე რ-------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 1975- 1993 წლამდე მუშაობდა სოფელ ყ-------- კოლმეურნეობაში. 1990-იან წლებში მიწის რეფორმის დროს იყო კომისიის თავჯდომარის მ----------–------ს მოადგილე. ის კომლები რომლებსაც აკლდათ მიწის ნაკვეთები ეძლეოდათ სახნავი მიწები 1.25ჰა. მიწის რეფორმის პერიოდში არ გაიცემოდა საძოვრები და სოფელთან მიმდებარე სათიბი. როგორც მისთვის ცნობილია სოფლის ტერიტორიაზე მთაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ჯ------–-ს ანძა ეს მიწის ნაკვეთი არავისთვის არ განაწილებულა რადგან იყო საძოვრის კატეგორიის და ეკუთვნის სოფელ ყ-------- და იყენებენ საძოვრად. საზღვრები მონიშნული იყო ქვებით. სოფელ ყ-------- მიწის რეფორმის კომისია რეფორმის პერიოდში გასცემდა მიწის ნაკვეთებს მხოლოდ სოფელ ყ-------- მკვიდრებზე. უცნობია შ----------------ს სად ქონდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, სხვა სოფლიდან იყო. მიწის კომისიას მისთვის ყ-------–- არ გამოუყიათ მიწა, ვინაიდან ე–----ში ქონდა საკუთრება.
მოწმე ნ--------–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ 1980-1995 წლებში მუშაობდა სოფელ ე–----- მიწის რეფორმის კომისიის წევრად. კომისია ახორციელებდა სოფლის მოსახლეობაზე კერძოდ კი კომლზე მიწების გაცემას, 1.25 ჰა. სახნავი-სათესი მიწების. მისთვის უცნობია შ----------------ს რეფორმის დროს გამოეყო თუ არა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთების გამოყოფა ხდებოდა იმავე სოფლის მოსახლეობაზე.
მოწმე შ--–---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 1978-1991 წელბში მუშაობდა სოფელ ე–----- კოლმეურნეობაში. კომისიის წევრებთან ერთად ახორციელებდა სოფელში მცხოვრები მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების აზომვას და გაცემას. ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში სოფლის მოსახლეობაზე თითო კომლზე გაიცა სახნავ-სათესი დანიშნულების 1.25 ჰა მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ე.წ. ყ-------- მთაზე მიწის განაწილებას აღნიშნულ ტერიტორიაზე შ----------------ისათვის მიწის განაწილება არ მომხდარა.
მოწმე ვ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელში ხ--------------------- და ვ-–------------------------ნ გაიცნო ა-------------------, კერძოდ საჯარო რეესტრში ყოფნის დროს სადაც ვ-–---------------------ა მას სთხოვა სოფელ ე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, სადაც განთავსებული იყო „ჯ------–-ს“ ანძა, გადაფორმება, ვინაიდან მასზე უკვე რეგისტრირებული იყო სხვა ნაკვეთები, ვერ მოხდებოდა ამ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია. მოცემულ პერიოდში აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო ა--------------------ე, 2015 წლის დეკემბრის თვეში კი ვ------------------ ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 700 ლარად ფორმალურად შეიძინა იგი. საჯარო რეესტრტის მომსახურების თანხაც კი ვ-–---------------------ა და თავადგადაიხადეს. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემდეგ კი ს-------------------საგან შეიტყო, რომ აღნიშნული ნაკვეთი ყოფილა მისი. რის შემდეგაც ვ------------------ ვ-–--------------------- გაუკეთა მინდობილობა სოფელ ე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სრულად განკარგვის თაობაზე.
მოწმე ა-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში მასთან მივიდა მისი მეგობარი ვ-–-------------------- და სთხოვა სოფელ ე–----- მტაზე მდებარე, სადაც განთავსებულია „ჯ------–-ს“ ანძა, 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის გამხორციელება დროებით, რასაც ა------------------- დასთანხმდა და მოახდინეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ა--------------------ე რეგისტრაცია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით მისი გადაფორმება ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ვ------------------ სახელზე.
მოწმე ჰ---------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან მუშაობდა სოფელ ე–----- რწმუნებულად. 2015 წელში მასთან მივიდა შ----------------ი და მიუთანა 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ნ----–------ სოფელი ე–---- საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ცნობა არქივიდან, მოწმეთა ჩვენებები და სთხოვა აღნიშნული ნახაზების დამოწმება. მოწმეების გამოკითხვიდან გაირკვა, რომ რომ მიწის რეფორმის დროს შ----------------მა მითითებულ ადგილას მიიღო ნაკვეთები, თუმცა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა არ იცოდნენ. წარმოდგენილ ნახაზებში ჩანდა, რომ მიწის ნაკვეთზე არაფერი არ იყო განთავსებული. როგორც შემდგომში გაირკვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ყოფილა „ჯ------–-ს“ანძა და წარმოადგენდა ს-------------------ს საკუთრებას, რაც შ----------------მა არ განაცხადა.
მოწმე ო----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-------- მიწის რეფორმის დროს ე.წ. ყ-------- მთაზე, სადაც განთავსებულია შპს „ჯ------–-ს“ ანძა წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის საძოვარს და რეფორმის დროს არ განაწილებულა.
მოწმე ჰ----------------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც მისთვის ცნობილის მიწის რეფორმის დროს სოფელ ყ-------- მოსახლეობაზე კომლში ჯამზე გაიცა 1.25 ჰა სახნავ-სათესი დანიშნულების მიწის ნაკვეთი. როგორც სოფლის მოსახლეობისაგან იცის ის ტერიტორია, სადაც „ჯ------–-ს“ ანძაა განთავსებული წარმოადგენს სოფელ ყ-------- ტერიტორიას. რაც შეეხება შ----------------ს, იცის, რომ იგი არის სოფელ ე–--------.
მოწმე მ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სოფელ ე–----ში. 1983-1997 წლამდე მუშაობდა ე–----- კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. მიწის რეფორმის დროს იმავე სოფლის მოსახლეობაზე კოლზე გაიცემოდა სახნავ სათესი კატეგორიის მიწის ნაკვეთ ფართით 1.25ჰა. სოფელ ე–----- მთაზე, რომელსაც ასევე ქვია სოფელ ყ-------- მთა მდებარეობს „ჯ------–-ს“ ანძა, რომელიც ეკუთვნოდა ს-------------------. აღნიშნულ ტერიტორიაზე შ----------------ს მიწის ნაკვეთი არ გადაცემია.
მოწმე გ-------------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იყო ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც შ----------------მა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება სთხოვა. 2000-2003 წლებში მუშაობდა მიწის მართვის ნ----–------- სამმართველოში, აღნიშნულ წლებში ს-------------------- 2002 წლის დადგენილების საფუძველზე სოფელ ყ-------- მთაზე მიიღო 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია „ჯ------–-ს“ ანძა. როროც მისთვის ცნობილია ნ----–------- გამგეობის მიერ რეფორმის დროს გაიცემოდა სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთები.
მოწმე ა---------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 1997-200- წლებში მუშაობდა ნ----–------- რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად, რეფორმის დროს სოსფლის მოსახლეობაზე კომლზე ნაწილდებოდა სახნავი და საკარმიდამო 1.25ჰა. მიწის ნაკვეთის განაწილება. რაც შეეხება შ----------------ს მისთვის უცნობია სად გადაეცა მას მიწის ნაკვეთი ვინაიდან არ იცნობს, ხოლო ს------------------- მას სოფელ ე–----- მთაზე, რომელსაც ასევე ეძახიან ყ-------- მთას გააჩნია მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია „ჯ------–-ს“ ანძა.
მოწმე ვ-–---------–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ 20.11.2015 წლით დათარიღებული სოფელ ე–----ში მცხოვრებ შ----------------ის სახელით შედგენილი განცხადებაზე გამგებლის სახელზე, სადაც იგი ითხოვდა ნახაზებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების 400 კვ.მ. და 2000 კვ.მ. ოდენობით დადასტურებას, შ----------------ის თხოვნით მოაწერა ხელი, თუმცა მისთვის უცნობია კონკრეტულად რა ადგილას ფლობდა იგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს.
მოწმე კ----------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ 20.11.2015 წლით დათარიღებული სოფელ ე–----ში მცხოვრებ შ----------------ის სახელით შედგენილი განცხადებაზე გამგებლის სახელზე, სადაც იგი ითხოვდა ნახაზებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების 400 კვ.მ. და 2000 კვ.მ. ოდენობით დადასტურებას, შ----------------ის თხოვნით მოაწერა ხელი, განცხადება იყო ქართულ ენაზე შედგენილი, თავად კი ქართულ ენას არ ფლობს. მისთვის უცნობია სად ქონდა შ----------------ს მიწა გამოყოფილი, როგოც შ----------------ისაგან იცი მას მიწის ნაკვეთი გამოეყო 2000 წელს.
მოწმე გ---–---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ არის სპეციალისტი ი.მ. მ------------------ კომპანიაში, ამზადებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს. მიწის ნაკვეთების 400 კვ.მ. და 2000 კვ.მ. საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება მათ შეუკვეთა შ----------------მა, მ-------------------- მას გადასცა „ჯიპიეს“ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შ----------------ს უნდა აეღო მიწის ნაკვეთის კოორდინატები.
მოწმე მ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ არის ინდ. მეწარმე და აკეთებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს. დამკვეთი როცა მოდის ჯერ მიდიან იმ ადგილას, რომელიც უნდა გაიზომოს, შემდეგ კი იხაზება. 2015 წლის აგვისტოს თვეში მასთან მივიდა შ----------------ი და თხოვა მინდორი გაეზომათ, მ------------------ მას უთხრა, რომ გ---–-------------------------რთად მისულიყო გასაზომ ადგილას და გაეზომა, მერე კი დახაზავდნენ, რაზეც შ----------------მა უპასუხა, რომ არ ეცალა და მერე კი გვიან იქნებოდა. შ----------------მა შესთავაზა მას მიეცა „ჯიპიეს“ კოორდინატორი, წაიღებდა, კოორდინატებს განსაზღვრავდა, შემდეგ ეტყოდა და დახაზავდნენ. მ------------------ აუხსნა როგორ უნდა გამოეყენებინა „ჯიპიესი“. როდესაც მ----------------- შ----------------მა ნახაზი მოუტანა ზედა კუთხეში რაღაც კედლები ჩანდა, რაზეც მან უპასუხა, რომ ალბად სალოცავის კედლები იყო. შ----------------ის მაგივრად მას, რომ გაეზომა მინდორი რკინის კონსტრუქციას, თუ იქნებოდა, ის შეამჩნევდა და ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ნახაზზე.
მოწმე მ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრში სპეციალისტის თანამდებობაზე. საქმეში ჩართულია როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შევიდა წერილი, რომლითაც ეცნობათ რომ მიმდინარეობდა გამოძება და მოითხოვეს წარმომადგენლის მონაწილეობა. საქმე ეხებოდა დაურეგისტრირებელ სახელმწიფო ტერიტორიაზე სოფელ ყ-------- მთის ფერდს. მიწის რეფორმის დროს საძოვრის გარდა მოსახლეობაზე გაიცემოდა სხვა კატეგორიები. აღნიშნული ტერიტორია, რომლებიც დაირეგისტრირა შ----------------მა კი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მიწებს. შ----------------ის აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს 590 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.
მოწმე ნ---------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში რეგისტრატორის თანამდებობაზე. 2015 წელს მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია. ნაკვეთის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულ პირს უნდა წარმოედგინა განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, მიწაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2015 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა შ----------------მა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, წარადგინა საკომლო წიგნის ამონაწერი, კომლზე გამოყოფილი ქონების შესახებ ცნობა, საკადასტრო ნახაზი. მისი განცხადება აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. გადამოწმებისას მიწის ნაკვეთზე არ იყო სხვისი საკუთრება რეგისტრირებული და სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ნაკვეთი გამოყოფილი იყო სოფელ ე–----ში. მისამართი მითითებული იყო ნახაზზეც. კატეგორია „სათიბი“ ნახაზზე ქონდა დაინტერესებულ პირს მითითებული. თუკი იქ იქნებოდა საძოვრის კატეგორია მითითებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარს ეტყოდა ადმინისტრაციული ორგანო, ვინაიდან რეფორმის პერიოდში იგი გამოყოფილი არ ყოფილა.
მოწმე ნ-----–----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში რეგისტრატორის თანამდებობაზე. 2015 წელს უძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეგისტრაციისათვის მესაკუთრეს შეჰქონდა განცხადება, საკომლო ამონაწერი - მართლზომიერების ფლობის დოკუმენტი, საკომლო ამონაწერი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. შ----------------მა განცხადებისას წარადგინა დოკუმენტაცია სადაც ჯდებოდა მოთხოვნილი ფართები, რის საფუძველზეც დაურეგისტრირდა საკუთრება. საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული იყო „სათიბი“ს- კატეგორია.
ს-------------------ს 11.0--2016წ. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით დგინდება, რომ 2002 წლიდან ნ----–------- რაიონის სოფელ ყ--------თან არსებულ მთაზე ფლობდა, საქართველოს პრეზიდენტის 1992 წლის 16 მაისის N 327 ბრძანებულებისა და ამონაწერის საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ რეგისტრაციის N---------, 19.08.2010 წ შესაბამისად 50 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რის საფუძველზეც 2002 წელს კავშირგაბლულობის კომპანიამ შპს ,,ჯ------–---- მასთან გააფორმა ხელშეკრულება კავშირგაბმულობის სარელეო ანტენის ამ მიწის ნაკვეთზე დადგმისა და სარგებლობის შესახებ, სახელშეკრულებო ურთიერთობები გრძელდებოდა 2015 წელსაც. 2015 წლის 21 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ნ----–------- სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის და საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე, საიდანაც 2015 წლის 25 დეკემბერს მიივიღო პასუხი, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ასევე შეიტყო, რომ 2015 წლის 1 დეკემბრიდან, ა---–---–---- არქივიდან აღებული, სავარაუდოდ გაყალბებული ცნობით, გამგეობის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული საკადასტრო ნახაზის, სოფელ ჰე–----- ყოფილი საკრებულოს მიწის რეფორმის ფარგლებში შედგენილი სავარაუდოდ გაყალბებული ცნობის საფუძველზე, საკუთრების უფლებით, დაურეგისტრირებია სოფელ ჰე–----- მცხოვრებ შ----------------ს, რომელმაც თაღლითური გზით, სასწრაფოდ გაასხვისა სხვა პიროვნებაზე, რომელმაც ასევე სასწრაფო გაყიდა ვ------------------ე. შესაბამისად აღნიშნული პირების ქმედებით მიყენებული ზიანიდან გამომდინარე ითხოვა რეაგირება.
სააღსრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ნ----–------, სოფელი ყ------- (ყ-------- მთა) 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ს-------------------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნ----–------- რაიონის გამგეობის 03.0-.2002 წ. ცნობა.
ქირავნობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს-------------------- შპს „--------–-- დროებით სასყიდლით (ქირის ოდენობა თვეში 562.50 ლარი) სარგებლობაში გადასცა ნ----–------, სოფელი ყ------- (ყ-------- მთაზე მდებარე 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთ, რომლის მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა - ნ----–------ (კოდი 6-), სექტორი ჰე–---- (კოდი 0-), კვარტალი N--, ნაკვეთი N---, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო.
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს შ----------------ის სახელზე გაცმული საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 1986-1998 წლების საკომლო წიგნებში შ----------------ი ცალკე კომლად არ ირიცხება, იგი ფიქსირდება ა------------------- კომლის შემდგენლობაში:
1. ვ--------------------------- ძე - კომლის უფროსი, გადახაზულია - ამოწერილია, გარდაიცვალა;
2. ვ---------------------------- - მეუღლე, ამოწერილია;
3. ვ-----------------–----------- ძე - შვილი ამოწერილი;
4. ვ-----------–------------- ძე -შვილი, გაყოფილია ს. ე–---- 25.02.1991;
5. ვ-----------–------------------ ასული - რძალი, ამოწერილია;
6. ვ-------------------------–---- ასული -შვ.შვილი, ამოწერილია;
7. ვ-------------------------–---- ძე - შვ.შვილი ამოწერილია;
8. ვ--------------–----------- ასული - რძალი, გაყოფილია ს. ე–---- 25.02.1991;
9. ვ-----------------–------ ძე - შვ.შვილი, გაყოფილია ს. ე–---- 25.02.1991;
10. ვ-------------–---------–------ ძე - შვ.შვილი, გაყოფილია ს. ე–---- 25.02.1991;
11. ვ---------------–-------------- ასული - დედა, გადახაზულია-გარდაიცვალა;
12. ვ-------------–-–--–------ ასული - შც.შვილი გაყოფილია ს. ე–---- 25.02.1991;
კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აშენებული 1980 წელს, საერთო სასარგებლო ფართობი 100 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 80კვ.მ. სულ მიწა 0.29ჰა, მათ შორის განაშენიანება 0.02ჰა.
1999-2002წწ კომლის უფროსად ფიქსირდება შ----------------ი, კომლში ირიცხებიან
1. ვ-----------–------------- ძე - კომლის უფროსი;
2. ვ--------------–------------ ასული - მეუღლე;
3. ვ-----------------–------ ძე - შვილი;
4. ვ-------------–---------–------ ძე - შვილი;
5.ვ-------------–-–--–------ ასეული - შვილი;
კომლის პირად სკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აშენებული 1960 წელს. საერთო სასარგებლო ფართობი 100 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 80 კვ.მ. თავლა შენებული 1918წ. მიწა არ ფიქსირდება. ნ----–------- რაიონის სოფლი მაცხოვრებლებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის სიებში არსებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- მცხოვრებ ვ-----------–------ მიიღო მიწის ნაკვეთი რეფორმის პერიოდში 1992-1997წ. სულ მიწის ფართი 1.25ჰა.
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს შ----------------ის სახელზე გაცმული საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 2001-200- წლებში ნ----–------, სოფელ ჰე–----- საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება შ----------------ი, კომლში ირიცხებიან:
1. ვ-----------–------------- ძე - კომლის უფროსი;
2. ვ--------------–------------ ასული - მეუღლე;
3. ვ-----------------–------ ძე - შვილი;
4. ვ-------------–---------–------ ძე - შვილი;
5.ვ-------------–-–--–------ ასეული - შვილი;
2015 წლის 25 ნოემბერს შ----------------ის განცხადებით საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი დადგენილია, რომ ნ----–------, სოფელ ჰე–----ში მდებარე 400 კვ.მ. და 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია:
1.დაინტერესებული პირის პ/მ.
2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. ელ.ვერსია;
4.საარქივო ცნობა კომლზე ქონების შესახებ;
5. ამონაწერი საკომლო წიგნიდან.
6. კომლის წევრების პ/მ.
2015 წლის 17 აგვისტოს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მ-----------------, ხოლო დაინტერესებულ პირს წარმოადგენს შ----------------ი. ნახაზზე დატანილია მათი ხელმოწერები. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ----–------, სოფელი ჰე–----, არის 400 კვ.მ. ფართობის. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო, კატეგორია სათიბი.
28.03.2016წ.უძრავი ნივთი ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ა-–-–-------------ა, გ--–---------------ა, შ----------------მა, ხ-----------------ა გაყიდეს ნ----–------, სოფელ ე–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 400კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. 6--0-.--.0--, ვ-–------------------------
2015 წლის 17 აგვისტოს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მ-----------------, ხოლო დაინტერესებულ პირს წარმოადგენს შ----------------ი. ნახაზზე დატანილია მათი ხელმოწერები. ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ----–------, სოფელი ჰე–----, არის 2000 კვ.მ. ფართობის. ნაკვეთის ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო, კატეგორია სათიბი.
2015 წლის 01 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ნ----–------- რაიონი სოფელი ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მითითებული პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო ა-–-–---------------, გ--–----------------ს, ვ-–----------------------, შ----------------ის, ხ-----------------ს სახელზე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საარქივო ცნობა N2---------------------------3.
09.12.2015წ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შ----------------მა, გ--–---------------ა, ხ-----------------ა და ა-–-–--------------ა უძრავი ქონება რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - ნ----–------, კოდი - 6-, სექტორი - ჰე–----, კოდი - 0-, კვართლის N - 3-, ნაკვეთის N - 0--, დაზუსტებული ფართობი - 2000.00 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), მისამართი - ნ----–------, სოფელი ჰე–----, გააჩუქეს ვ-–------------------------
2015 წლის 16 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ნ----–------- რაიონი სოფელი ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მითითებული პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო ვ-–---------------------- სახელზე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საარქივო ცნობა N2---------------------------3, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება N---------. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 6--0-.3-.0--.
21.12.2015წ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ვ-–-------------------ნა უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მდებარე ნ----–------, ს. ჰე–----, სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი - 2000.00 კვ.მ. ს.კ. 6--0-.3-.0-- გაყიდა ა--------------------ე.
22.12.2015წ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ა------------------ა უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მდებარე ნ----–------, ს. ჰე–----, სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი - 2000.00 კვ.მ. ს.კ. 6--0-.3-.0-- გაყიდა ვ-----------------ზე.
2015 წლის 28 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ნ----–------- რაიონი სოფელი ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მითითებული პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო ვ-----------------ის სახელზე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 22.12.2015წ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 6--0-.3-.0--.
26.02.2016წ. ქირავნობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ვ-–---------------------ა, როგორც ვ-----------------ის მინდობილმა პირმა შპს „--------–-- დროებით სასყიდლით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ-დან 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ნ----–------, სოფელი ჰე–----, ს.კ. 6--0-.3-.0--.
2016 წლის 19 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ნ----–------- მუნიციპალიტეტის, სოფელ ე–----- და სოფელ ყ-------- მიმდებარედ არსებული მთა, ს.კ. 6--0-.--.0--, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N6--0-.--.0-- ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ლ-–---–------ს მიერ სპეციალური ხელსაწყო „ჯიპიესის“ მოწყობილობის მეშვეობით აღებულ იქნა კოორდინატები X----------------------------------------------------------------------------- აღმოჩნდა რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფლების ე–----- (ჰე–-----) და ყ-------- მიმდებარედ მთაგორიან მინდვრის საფარით დაფარულ, მთის ფერდობზე მწვერვალთან ახლოს ზღვის დონიდან 2257 მეტრზე. აღნიშნულიდან ტერიტორიაზე დგას რკინის საშუალო ზომის კონტეინერი, რომელზედაც დამაგრებულია სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობები.
2016 წლის 19 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ნ----–------- მუნიციპალიტეტის, სოფელ ე–----- და სოფელ ყ-------- მიმდებარედ არსებული მთა, ს.კ. 6--0-.3-.0--, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N6--0-.3-.0-- ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ლ-–---–------ს მიერ სპეციალური ხელსაწყოს „ჯიპიესის“ მოწყობილობის მეშვეობით აღებულ იქნა კოორდინატები: X----------------------------------------------------------------------------- აღმოჩნდა რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფლების ე–----- (ჰე–-----) და ყ-------- მიმდებარედ მთაგორიან მინდვრის საფარით დაფარულს, მთის ფერდობზე მწვერვალთან ახლოს ზღვის დონიდან 2257 მეტრის სიმაღლეზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმართულია რკინის კონსტრუქციის ანძა, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა მოწყობილობებით, ასევე განლაგებულია სამი ერთეული რკინის ვაგონი.
დათვალიერებაში მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ე---------------- დაადასტურა.
20.09.2016 წლის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა ზ--------------–---–-ა ჰ---------------------ისაგან აიღო ხელწერის ნიმუში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.11.2016 წლის N--------- ტექნიკური და ხელწერის ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე 2000 კვ.მ. და 400 კვ.მ. არსებული ბეჭდები დამოწმებულია ჰ---------------------ის მიერ, რომელიც არის ნ---–------- გამგებლის წარმომდგენელი ე–----- ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე მათზე დატანილი ბეჭედის ანაბეჭდი ერთიდაიგივე ბეჭდითაა შესრულებული, კერძოდ შესადარებლად წარმოდგენილი ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭედი
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ექსპერტმა მ-----------------მ და თ------------–-–---–მა დაადასტურეს დოკუმენტის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.12.2016 წლის N--------- სასაქონლო ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ----–------- რაიონის, სოფელ ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6--0-.3-.0--) მთლიანი ღირებულება 2016 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 25490 ლარს.
ნ----–------- რაიონის, სოფელ ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6--0-.3-.0--) მთლიანი ღირებულება 2015 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 25490 ლარს.
ნ----–------- რაიონის, სოფელ ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6--0-.3-.0--) მთლიანი ღირებულება 2016 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 25490 ლარს.
ნ----–------- რაიონის, სოფელ ჰე–----ში მდებარე 400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6--0-.--.0--) მთლიანი ღირებულება 2015 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 100 ლარს.
ნ----–------- რაიონის, სოფელ ყ-------–- მდებარე 50 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6--0-.03.180) მთლიანი საბაზრო ღირებულება 2015 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 25000 ლარს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ უდავოდ გახდა ლ-–---–------ს და ზ-------–------- მიერ 19.12.2016 წელს გაცემული N--------- სასაქონლო ექპერტიზის დასკვნა.
22.07.2016წ. N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 აპრილს შპს „-----------------------+“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სრულად მდებარეობს 6--0-.3-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ფაქტობრივად არსებული ანძა სრულყოფილად განტავსებულია შპს „-----------------------+“ მიერ შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
2016 წლის 19 ოქტომბერს ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ე–----ში (ჰე–----) მდებარე ე–----- ადმინისტრაციულ ერთეულში ნ----–------- მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ჰ---------------------ის სამუშაო ოთახში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ჰ---------------------ისგან გამოძიებელ ნ-----------–---–-- მიერ ამოღებულ იქნა ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ ჰე–----- ადმინისტრაციული ერთეულში ჰ--------------–---------- სახელზე შედგენილი სოფელ ჰე–----ში მცხოვრები შ----------------ის მიერ ხელმოწერილი 20.11.15წ დათარიღებული განცხადება ერთ ფურცლად. 2) 20.11.15წლის შ----------------ის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია კერძოდ შ----------------ის პირადობის მოწმობის ასლი, კ----------–----- საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის მოწმობის ასლი, ა---–---–---- არქივის მიერ 2015 წლის 16 ივლისს გაცემული N-------------03 საარქივო ცნობა, ა---–---–---- არქივის მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს გაცემული N--------------- საარქივო ცნობა, ა---–---–---- არქივის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს გაცემული N---------------, 31 ივლისის, ა---–---–---- არქივის სახელზე განმცხადებული შ----------------ის მიერ ხელმოწერილი განცხადება, განცხადების კოდი T------- თაბახის ფურცელი, რომელზეც მარცხენა მხარეს ნაბეჭდი სახით აღნიშნულია ტექსტი - გამგებლის პირველი მოადგილე, თაბახის ფურცელი, რომელზეც მარჯვენა ზედა მხარეს ნაბეჭდი სახით აღნიშნულია ჩანაწერი - დოკუმენტი ნაწარმოებია რუსულ ენაზე, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის მ----------------- მიერ ხელმოწერილი. ნ----–------- სოფელ ჰე–----ში მდებარე 400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის მ------------------ მიერ ხელმოწერილი, ნ----–------- სოფელ ჰე–----ში მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია წარმოადგენს სულ 11 ფურცელს. 3) განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალი, რომლის გარეკანზე ფოტოსურათის სახით ასახულია კალამი და შენობები, ასევე ყდაზე შესრულებულია წარწერა- NOTEBOOK, OFFICE STYLE ჟურნალი შედგება 94 ფურცლისგან. მის პირველ ფურცელზე აღნიშნულია წარწერა - შემოსული. ჰ--------------–-------- მითითებით ჟურნალის მეშვიდე ფურცელზე 84 ნომრად რეგისტრირებულია შ----------------ის განცხადება. აღნიშნულ ფურცელზე N--- ნომრად 2015 წლის 250 ნოემბერს რეგისტრირებულია შ----------------ის სახელითა და გვარით დოკუმენტი, რომლითაც მოთხოვნილია დამოწმება და დადასტურება წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის. ჟურნალი არ არის ზონა გაყრილი და დამოწმებული ბეჭდით, ასევე დაუნომრავია მისი ფურცლების რაოდენობა. 4) ჰ--------------–-------- მითითებით მის მიერვე 2015 წლის ხელმოწერილი დოკუმენტაცია კერძოდ: ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მ/შ ჰე–----- ადმინისტრაციულ ერთეულში სახელით ხელმოწერილი 2015 წლის 25 დეკემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 22 დეკემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 13 ნოემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 16 ნოემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 16 ნოემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 5 ოქტომბრის N3- ცნობა, 2015 წლის 1 ოქტომბრის N-- ცნობა, 2015 წლის 30 სექტემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 17 სექტემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 3 სექტემბრის N-- ცნობა, 2015 წლის 18 აგვისტოს N-- ცნობა, 2015 წლის 1 სექტემბრის N-- ცნობა, სულ 11 ცნობა. 5) მრგვალი ფორმის, ლურჯი მელნის ბეჭდით წარწერით ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ე–----- ადმინისტრაციულ ერთეულში. ბეჭდის შუაში ასახულია ჯვარი და წარწერა ნ----–------.
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის წერილით დადგენილია, რომ ნ----–------- რაიონის სოფელ ყ-------- კოლმეურნეობის 1970 წლის მიწათსარგებლობის გეგმისა და 1991 წლის ნიადაგების რუკის მიხედვით ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 6--0-.3-.0-- წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ხოლო ნაკვეთზე კოდით: 6--0-.--.0-- აღნიშნული ინფორმაცია არ მოიპოვება.
ნ----–------- მუნიციპალიტეტის გემგეობის 31.0-.2017წ. N------- წერილით დადგენილია, რომ ნ----–------- მუნიციპალიტეტში მდებარე N6--0-.3-.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელი ყ-------- ტერიტორიას, ხოლო N6--0-.--.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელი ე–----- ტერიტორიას, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს კატეგორია საძოვარი.
ნ----–------- მუნიციპალიტეტის გემგეობის 28.08.2017წ. N------- წერილით დადგენილია, რომ 1990-1998 წლებში, მაშინ როდესაც ჩატარდა მიწის რეფორმა, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N6--0-.3-.0-- შედიოდა სოფელ ყ-------- ტერიტორიაში, ხოლო N6--0-.--.0-- საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი - სოფელ ე–----- ტერიტორიაში.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ზ--------------–---–-- მიერ 2017 წლის 12 ივლისს ჩატარებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინტერნეტ გვერდის https://naprweb.reestri.gov.ge დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე, 125-126-ე, 134-135-ე მუხლების შესაბამისად, პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით ჩაატარა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინტერნეტ გვერდის https://naprweb.reestri.gov.ge დათვალიერება, დათვალიერებით დადგინდა, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს, ს-------------------- განცხადებით მიმართა ნ----–------- სარეგისტრაციო სამსახურს (განცხადების მიღების ბარათი N------------), წარუდგინა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-------- მთაზე მდებარე 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, თუმცა 2015 წლის 25 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შემდგომ კი შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ს-------------------ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზსა და საჯარო რეესტრში N6--0-.3-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ზ--------------–---–-- მიერ 2017 წლის 07 მარტს ჩატარებული 1992-1997 წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში, ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- მაცხოვრებლებზე, მიწის ნაკვეთების გამოყოფის სიის დათვალიერების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ
ზ--------------–---–-ა, რუსული და ქართული ენების მცოდნე თარჯიმნის ს-------–------------ მონაწილეობით, სისხლის სამართლის N-----------1 საქმეზე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, დაათვალიერა 1992-1997 წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში, ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- მაცხოვრებლებზე მიწის ნაკვეთების გამოყოფის სია. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ
2016 წლის 08 სექტემბერს, ა---–---–---- რეგიონული არქივიდან N-------- მომართვის წერილით გადმოგზავნილ, 1992-1997 წლებში, ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- მაცხოვრებლებზე მიწის ნაკვეთების გამოყოფის სია თანდართული დოკუმენტაციით წარმოებულია რუსულ ენაზე და შედგება 32 ფურცლისაგან.
დოკუმენტაცია იწყება 1998 წლის 26 ნოემბერს, ნ----–------- რაიონის გამგეობის მიერ მიღებული N-- დადგენილებით „ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----ში რეფორმისთვის გამოყოფილი მიწების ფონდის დამტკიცების შესახებ“, მას მოსდევს დადგენილება „ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- გამგეობის 1998 წლის 15 აპრილის N5 გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ“ და 1992-1997 წლებში სოფელ ე–----- მაცხოვრებლებზე მიწის გამოყოფის სია.
· 1998 წლის 26 ნოემბერს, ნ----–------- რაიონის გამგეობის მიერ მიღებული N-- დადგენილებაში აღნიშნულია შემდეგი:
1. 1992 წლის 23 მაისს, სოფლის მაცხოვრებლების საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი N1), მიწის რეფორმის კომიის წევრების არჩევის შესახებ (კომისიის წევრების ვინაობა დასახელებული არ არის);
2. 1992 წლის 23 მაისს, სოფლის მაცხოვრებლების საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი N1), სოფლის მაცხოვრებლების სიის დამტკიცების შესახებ რომლებმაც უნდა მიიღონ მიწის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთები;
3. 1992 წლის 20 აგვისტოს, სოფლის მაცხოვრებლების საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი N2), ოჯახების კატეგორიის მიხედვით, მიწის ნაკვეთების ნორმის დადგენის შესახებ;
4. 1997 წლის 20 აგვისტოს აქტი სოფლის კომისიის იმ წევრთა არჩევის შესახებ რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მიწის რეფორმის ფარგლებში გამოსაყოფი მიწის ფართობის ოდენობა;
5. 1998 წლის 15 აპრილის, სოფელ ე–----- გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი N5), მიწების შერჩევისა და სიის დამტკიცების შესახებ;
6. 1998 წლის 16 ნოემბრის, რაიონული კომისიის სხდომის N1 ოქმი, მიწის რეფორმის ფარგლებში, მიწის შერჩევის კომისიის მიერ მიღებული აქტის დამტკიცების შესახებ;
ყოველივე ზემოაღნიშნული დოკუმენტაციით კომისია თანხმდება, რომ სოფელ ე–----- მაცხოვრებლებზე, წიგნის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ფართობი შეადგენს 333.90 ჰა , ხოლო საველე სამუშაოების ჩატარებით კი დადგინდა, რომ არის 295.28 ჰა.
კომისიამ შეისწავლა რა საქმის მასალები დაადგინა, რომ აღნიშნული შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებს.
· ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- გამგეობის 1998 წლის 15 აპრილის N5 გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----- მაცხოვრებლებს და მიწის რეფორმის ფონდს გამოეყოს შემდეგი ოდენობით მიწის ფარობი:
ა) საკარმიდამო მიწის ნაკვეთები მიწის რეფორმამდე (1992 წ.) შემდეგი ოდენობით - 164.11 ჰა, მათ შორის სახნავი დანიშნულების 164.11 ჰა მიწის ნაკვეთი;
ბ) რეფორმის ფონდში დამატებით გამოყოფილი მიწები საერთო ფართობის - 954.88 ჰა, მათ შორის სახნავი დანიშნულების 954.88 ჰა მიწის ნაკვეთი;
დადნილების შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში სულ უნდა გამოყოფილიყო 1118.88 ჰა სახნავი დანიშნულების მიწის ფართობი.
საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის ნ----–------- რაიონის სამმართველოს, დადგენილი ნორმების შესაბამისად, შესათანხმებლად წარედგინა მიწის განაწილების დოკუმენტაცია და საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა დადგენილი ნორმების და ვადების შესაბამისად წარდგენილი მასალების შეთანხმება. დადგენილება ხელმოწერილია ნ----–------- რაიონის გამგეობის აპარატის უფროსის სახელით და დამოწმებულია ნ----–------- რაიონის გამგეობის ბეჭედით.
1992-1997 წელში, ჩატარებული რეფორმის ფარგლებში, სოფელ ე–----- მოსახლეობაზე მიწის გამოყოფის სიაში მითითებულია შემდეგი მონაცემები: კომლის უფროსის გვარი და ინიციალები, მისი სამუშაო ადგილი, რეფორმამდე მის საგებლობაში არსებული მიწის ფართობის ოდენობა, თითოეულ კომლზე გამოსაყოფი მიწის ნაკვეთების საერთ ნორმა, დამატებით გამოყოფილი სახნავი და სათიბი დანიშნულების მიწის ნაკვეთის ოდენობა და თითოეულ კომლზე საერთო ჯამში გამოყოფილი მიწის ოდენობა. სია იწყება - 1 ნომერად მითითებულ „ა--------------- ა.“ - ით და მთავრდება 840-ე ნომრად მითითებულ „-----–------------- მ.“-ით. სიაში 267 ნომრად მითითებულია შ----------------ის კომლი და აღნიშნულია, რომ დასახელებული კომლი მიწის რეფორმამდე ფლობდა 0.35 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, გამოსაყოფი მიწის ნაკვეთების საერთ ნორმად მითითებულია 1.25 ჰექტარი, დამატებით გამოყოფილ სახნავი დანიშნილების მიწის ფართობად მითითებულია 0.90 ჰექტარი, ხოლო შ----------------ის კომლზე საერთო ჯამში გამოყოფილმა მიწის ფართობმა კი შეადგინა 1.25 ჰექტარი. სიის შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში, სოფელ ე–----- მოსახლეობისთვის, მათ შორის შ----------------ის კომლისთვის, სათიბი დანიშნულების მიწის ნაკვეთები არ გაცემულა.
სოფლის მოსახლეობის მიწის გამოყოფის სია ხელმოწერილია სოფელ ე–----- კრების თავმჯდომარის „მ-----------------ს და მდივნის „----–-------------- სახელით, შესაბამისად დამოწმებულია ნ----–------- რაიონის ე–----- სოფლის საკრებულოს გამგეობის ბეჭდით.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებლებმა ნ-----------–---–-- და ზ--------------–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემრბის N------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა---–---–---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა შ----------------ის მოთხოვნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ, 2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნ----–------- რაიონი, სოფელი ჰე–---- ს/კ 6--0-.3-.0--. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ----------------მა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, შ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ა---–---–---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა შ----------------მა, რომლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2017 წლის 13 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ქონებრივი ზიანის მიყენების გამო სახელმწიფო ცნობილი იქნა დაზარალებულად თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენების ფაქტზე.
2017 წლის 13 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ქონებრივი ზიანის მიყენების გამო ს------------------- ცნობილი იქნა დაზარალებულად დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენების ფაქტზე.
2017 წლის 12 ივლისს შ----------------ი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით, 362 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გაჩინებით დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა და 2017 წლის 14 ივლისის დდგენილებით გამოცხადდა შ----------------ის ძებნა.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმე ჟ----–------------ ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ნ----–------- რაიონის სოფელ ე–----ში, 1995 წლამდე მუშაობდა სკოლაში, მის შემდეგ წელიწად ნახევრის შემდეგ მუშაობდა მიწათმომწყობად სოფლის საბჭოში. (ე–----- სოფლის საბჭო, შედიოდა 4 სოფელი). რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების განაწილების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. შ----------------ს იცნობს, როგორც თანასოფლელს. შემოწმების დროს შ----------------ის მიწის ნაკვეთს აკლდა 30 მეასედი, განაწილების დროს უნდა ყოფილიყო 1 ჰექტარი და 25 მეასედი, ვინაიდან შ----------------ს აკლდა მიწის ნაკვეთი იგი კომისიას უნდა გამოეყო, მაგრამ შ----------------მა თავად მიმართა სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს და სთხოვა მთაზე, მიწის ნაკვეთის გამოყოფა რათა შეევსო 1.25ჰა -მდე. ეს მიწის ნაკვეთი უპატრონო იყო და XIII-ე საუკუნიდან დღემდე ძველი ეკლესია მდებარეობდა, ამ მთას ეძახიან ,----–---------“. ამ მთის ძირითადი ნაწილი ეკუთვნის სოფელ ე–----ს. ტერიტორია, რომელიც შ----------------ს მოუზომეს სალოცავთან ახლოს იყო. ეს მიწის ნაკვეთი საძოვარის კატეგორიის არ იყო. როგორც მისთვის ცნობილია იმ პერიოდში მიწის რეფორმის დროს საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები არ გაიცემოდა საკუთრებაში. შ----------------ს 30 მეასედი აკლდა, მაგრამ 20-25 მეასედი გაუზომეს და შეუვსეს.
მოწმე გ---–----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 1996-1998 წლებში განხორციელდა მიწის რეფორმა, შექმნილი იყო კომისია, რომელიც ანაწილებდა მიწებს. თავად იყო კომისიის თავმჯდომარე. ყოველ კომლს ეკუთვნოდა 1.24ჰა მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ პერიოდში კომისია მიმართა შ----------------მა და სთხოვა გამოეჩინა ქველმოქმედება და მიწის ნაკვეთი მიეზომათ მაღალ ადგილზე სადმე მთაზე, გ---–----------------- შესთავაზა ადგილები, შ----------------ი დათანხმდა იმ ადგილას, სადაც „--------“ ეძახიან და არის სალოცავი. შ----------------ს როგორც ყველა კომლს ეკუთვნოდა 125ჰა, თვითონ კი 15 თუ 23 მეასედი სთხოვა გ---–----------------. ეს მიწის ნაკვეთი იყო ქვიანი, შ----------------მა გაგეობისგან აიღო ნებართვა, ნებართვის აღების შემდეგ დაევალა გ---–----------------- და ჟ----–-----------, რომელიც იყო მიწის ამზომველი წასულიყვნენ და აეზომათ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოეყო შ----------------ს შედის ე–----- ტერიტორიაში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო საძოვრის კატეგორიის და შ----------------ისათვის მიწის გაცემა მოხდა, როგორც მიწის რეფორმის ფარგლებში.
მოწმე ო------–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ მან შ----------------ს მისივე მითითებით აუზომა მიწის ნაკვეთი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.0-.2017 წლის N--------- დასკვნის თანახმად ს-------------------ს სახელზე გაცემულ N6--0-.0----- საკადასტო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შეუძლებელია, შესაბამისად შეუძლებელია მსჯელობა ექცევა თუ არა ხსენებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში N6--0-.3-.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურმა ექსპერტმა ლ---------------------ა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე, სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს, ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, რაც წარმოადგენს სიმართლის დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
თაღლითობის დროს პირი ისაკუთრებს სხვის ქონებას ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნების საწინააღმდეგო. მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. საჭიროა, ასევე, სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნეს თაღლითობად, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს ნდობის ბოროტად გამოყენების მეშვეობით პირის მოტყუება, რაც გახდება ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31 მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მიწის რეფორმის ფარგლებში სოფლის მოსახლეობაზე კომლზე გიცემოდა 1.25 ჰა მხოლოდ სახნავ-სათესი კარტეგორიის მიწები. კომლი რომელ სოფელსაც მიეკუთვნებოდა იმავე სოფელში ეძლეობდა მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ საძოვარი კატეგორიის მიწების განაწილება კომისიის მიერ არ მომხდარა. შ----------------ის ოჯახზე კი ზღვული ოდენობის სრულ შესავსებად გაიცა მიწის ნაკვეთი საერთო ჯამში 1.25 ჰა. მიუხედავად იმისა, რომ შ----------------ისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი, გადაწყვიტა მიწების რეგისტრაცია იმ ადგილებზე, სადაც მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. შეარჩია ტერიტორიები, რომელიც მდებარეობდა სოფელ ყ-------- მთაზე და ნაწილი წარმოადგენდა ს-------------------ს საკუთრებას, სადაც განთავსებული იყო შპს „ჯ------–-ს“ ანძა, დაამზადა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა მისივე სასურველ ადგილას აზომილი და სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, სადაც ნაკვეთის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო სამეურნეო - სათიბი, რაც წარმოადგენდა ცრუ ინფორმაციას. ამ გზით შესძლო მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშომლების შეცდომაში შეყვანა და ყალბად დამზადებული დოკუმენტის გამოყენებით, მათი მოტყუების გზით, მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება ა-–-–-------------------–----------------- შ----------------ის, ხ-----------------ს სახელზე, რომელიც დროის მცირე შუალედშივე გაყიდეს ვ-–-------------------ნზე, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა ა--------------------ე, ხოლო საბოლოოდ ვ-----------------ზე. აღსანიშნავია, რომ მისი დაკვეთით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავენ ცრუ ინფორმაციას, რადგან ნახაზებში მითითებული მიწის ნაკვეთების დანიშნულება არ არის სათიბი კატეგორიის. ასევე ერთი მიწის ნაკვეთი მდებარეობს არა სოფელ ე–----ში არამედ სოფელ ყ-------–-, რასაც ადასტურებს ნ----–------- მუნიციპალიტეტის გემგეობის 31.0-.2017წ. N------- წერილი, რომლის მიხედვით ნ----–------- მუნიციპალიტეტში მდებარე N6--0-.3-.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელი ყ-------- ტერიტორიას, ხოლო N6--0-.--.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის ნ----–------- მუნიციპალიტეტის სოფელი ე–----- ტერიტორიას, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს კატეგორია საძოვარი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით დადგენილი შეუსაბამობების გამო.
თაღლითობის, ჩადენის დროს დამნაშავისათვის ცნობილი, რომ იგი სხვის ნივთს ეუფლება მისაკუთრების მიზნით მისი მესაკუთრის მოტყუებით - შეცდომაში შეყვანით. მოცემულ შემთხვევაში შ----------------მა იცოდა რა, რომ მისთვის მიწის რეფორმის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ სადავო ტერიტორიაზე სათიბი მიწის ნაკვეთების გამოყოფა არ მომხდარა, ყალბი ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებითა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით შესძლო სახელმწიფოს და ს-------------------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისაკუთრება.
ბრალდებულების ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა გაიმიჯნოს მათი ქმედებები, ვინაიდან, ქმედება შეიცავს ორი სისხლის სამართლის დანაშაულს. პირველ რიგში დაამზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში. ხოლო, შემდეგ ეტაპზე მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომაში შეყვანით-მოტყუებით დაირეგისტრირა ერთის მხრივ სახელმწიფოს კუთვნილი და მეორეს მხრივ ს-------------------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ქმედებას მაკვალიფიცირებელ ნიშნად დართული აქვს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ხოლო ს-------------------სათვის კი დიდი ოდენობით ზიანის მიყენება. უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუების შედეგად უძრავი ქონების შ----------------ის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ სახელმწიფოს მიადგა ზიანი, ამასთან, დიდი ოდენობის, ვინაიდან, ნივთის ღირებულება აღემატება 590 ლარს, ხოლო ს------------------- 25000 ლარს.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, და მესამე ნაწილის ,,ბ,, პუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----------------ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
შ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ----------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ასევე გასათვალისწინებელია, ის რომ ბრალდებული ძებნილია შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის მე-292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
ამასთან, რამდენადაც საქმის არსებითი განხილვისას დადასტურებულ იქნა, რომ ს.კ. N6--0-.--.0-- და ს.კ. N6--0-.3-.0-- მიწის ნაკვეთები შ----------------მა თაღლითურად მიისაკუთრა და გაასხვისა, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ს-------------------ს სასარგებლოდ ვ-----------------ს უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ს.კ. N6--0-.3-.0--. 2000 კვ/მ მიწის ნაკვეთიდან 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ყადაღისაგან განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემრბის N------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა---–---–---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ----–------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა შ----------------ის მოთხოვნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ, 2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნ----–------- რაიონი, სოფელი ჰე–---- ს/კ 6--0-.3-.0--. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ----------------მა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, შ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ა---–---–---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული საკასაციო წესით გაასაჩივრა შ----------------მა, რომლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----------------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ასევე შ----------------ი (პ/ნ 3----------)ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, და მე-3 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
2. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ვ-–---------------------- (პ.ნ. 3----------) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 კ/მ. მიწის ნაკვეთის ს.კ. N6--0-.--.0--, და ვ------------------ (პ.ნ. 3----------) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000 კვ/მ. მიწის ნაკვეთის ს.კ. N6--0-.3-.0-- და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ს-------------------ს სასარგებლოდ ვ-----------------ს უსასყიდლოდ ჩამოერთვას ს.კ. N6--0-.3-.0--. 2000 კვ/მ მიწის ნაკვეთიდან 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ყადაღისაგან განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ.
3. სასჯელის მოხდის ვადის შ----------------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. შ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე