განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/1780-19
(009050319001)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ-----------------–---ის,ბრალდებულ ა-------–--–---–ის
ადვოკატ ნ-----------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----–-----------–-----–--–---–ის (პ/№2----------) - დაბადებულის 19---–-–----------------ს; რეგისტრირებულის, ქ--------------------–-------------------–ი და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–-------–------------------------------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 184-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ა-------–--–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მასვე ბრალად ედება კოპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა-------–--–---–მა 2019 წლის 29 იანვარს 20:35 საათიდან 20:51 საათამდე პერიოდში, ქ.თ---–--–------------–აში, კერძოდ კი ვ---------–---------ში მდებარე ბანკომატის (ATM TBC – 586) მეშვეობით უნებართვოდ შეაღწია გ-----------–----ის კუთვნილ ს.ს. „თი ბი სი“ ბანკის პლასტიკური ბარათის ანგარიშზე (N 5---------------, ანგარიშის ნომერი NG---------------------) და ჯამში 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარი გაიტანა ანგარიშიდან. აღნინულით გ-----------–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ა-------–--–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მასვე ბრალად ედება კოპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა-------–--–---–მა 2019 წლის 18 თებრვალს 02:27 საათიდან 8:51 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ბანკომატიდან (ATM TBC – 62) უნებართვოდ შეაღწია გ-----------–----ის კუთვნილ ს.ს. „თი ბი სი“ ბანკის პლასტიკური ბარათის ანგარიშზე და 2000 (ორიათასი) ლარი გაიტანა ანგარიშიდან. ასევე იმავე დღეს დაახლოებით 00:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის მონაკვეთში, იმავე ბანკომატიდან უკვე საფრანგეთის ბანკის COCIETE GENERALIS-ის პლასტიკური ბარათის ანგარიშზე უნებართვო შეღწევით (ნომერი 4---------------) გაიტანა თანხა 496.02 (ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ევროს ოდენობით. აღნინულით გ-----------–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( ა-------–-–---–ის და გ-----------–----ის გამოკითხვის ოქმები, გ-----------–----ის მიერ წარმოდგენილი მასალები და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი სს „თი ბი სი“ ბანკიდან, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ა-------–------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; მას პასუხიმგებლობის დამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ ბრალდებულმა აანაზღაურა მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი (4500 ლარის ოდენობით); იგი სტუდენტია და ამჟამად დასაქმებულია, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოს არქივის თამანშრომელია;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით. (2019 წლის 29 იანვრის ეპიზოდი).
ა-------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.(2019 წლის 29 იანვრის ეპიზოდი).
ა-------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით. (2019 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი).
ა-------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.(2019 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი).
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ა-------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
გაუქმდეს ა-------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ა-------–--–---–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოდან გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
სს „თი ბი სი“ ბანკიდან გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი