გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
080210017002186941
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210017002186941

საქმე №2/3527-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.07.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე დ------ ჩ----–-–---–ი;

წარმომადგენელი რ--------- ხ----–--–--ა;

მოპასუხე ს----–-------------------–--------------------------------------–ა;

წარმომადგენლები: თ---------- ჭ--------ი, გ-------– გ--------ე, ს------- ბ----------ე;

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს----–-------------------–--------------------------------------–ის დირექტორის 2017 წლის 27 ოქტომბრის ბ---------------- დ------ ჩ----–-–---–ზე დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

1.2. დ------ ჩ----–-–---–ი აღდგეს მასწავლებლის თანამდებობაზე,1.3. დ------ ჩ----–-–---–ს აუნაზღაურდეს განაცდური გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, თვეში 1000 ლარის ოდენობით.

სარჩელის საფუძვლები:

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტი, აღნიშნული ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგან არანაირ დარღვევას და გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენლების განმარტებით, მოსარჩელე დ------ ჩ----–-–---–ის მიერ ჩადენილია ისეთი შინაარსისა და სიმძიმის დარღვევა, რომელიც ალტერნატივის გარეშე უმკაცრესი სახდელის გამოყენების წინაპირობას ქმნის.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დაწყებითი კლასის მასწავლებელი დ------ ჩ----–-–---–ი ს----–-------------------–---------–--------------------------------–ასთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. მასთან 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა მორიგი შრომითი ხელშეკრულება, რომლის 3.3.1 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის დ------ ჩ----–-–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა საჯარო სკოლის შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 1 სექტემბრის N---- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 50-53);

3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს 2017 წლის 06 ოქტომბერს განცხადებით მიმართა წ-------------------–------------------------–ის მე-2ა კლასის მშობელმა ლ------------ემ, მისი განმარტებით, „კლასის დამრიგებელი (დ------ ჩ----–-–---–ი) არის ძალიან უხეში და უტაქტო, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან. არ უმოწმებს ბავშვებს დავალებებს, არ აკეთებს შეფასებებს, მთელი კვირა შეიძლება ისე გავიდეს, რომ ბავშვებს გაკვეთილი არ გამოჰკითხოს, არ იცავს ჰიგიენის ნორმებს, ზეწოლას ახდენს ბავშვებზე, რომ კლასში მომხდარი ამბები სახლში მშობლებს არ მოუყვნენ, არ აცლის ბავშვებს დაფიდან გადაწერას, შლის დაფას მალევე და ეჩხუბება მოსწავლეებს, რომ ვერ ასწრებენ გადაწერას, ითხოვს ფულის აკრეფას დაჟინებით დღესასწაულებზე და ვინც ფულს არ დებს, მათ შვილებს უხეშად და ცუდად ექცევა. იყო შემთხვევები, მშობლებს თვითონ დაურეკა და ისე მოატანინა ფული, იმ მიზეზით რომ 8 მარტი იყო და მისთვის პატივი უნდა ეცათ, ასევე გამოიკითხა, თუ ვის არ ჰქონდა თანხა დადებული. იყო ბავშვების ცემის ფაქტები და როდესაც მშობლებმა რეაგირება მოახდინეს ამ ყოველივეზე, გაგვლანძღა და გვითხრა, რომ ჩვენ ვართ უზრდელები და გვყავს ცუდად აღზრდილი შვილები, რადგან ყველაფერი ტყუილია, რასაც ბავშვები ამბობენ. პირადად ჩემს შვილზეც განახორციელა ცემის ფაქტი და პასუხი მისი მხრიდან იყო ასეთი: „მერე რა მოხდა, შენ შენი შვილისთვის არ დაგირტყია?!“ როდესაც ვთხოვე ბავშვი ცუდ ადგილზე ზის, დაფას ვერ ხედავს, რადგან ანარეკლი ხვდება-თქო, თუ ვერ ხედავს, ექიმთან წაიყვანეო - გამცა პასუხი. გასულ სასწავლო წელს ამ ყოველივეს მშობლების მხრიდან მოჰყვა დაპირისპირება, რაზეც ქალბატონმა დ------ ჩ----–-–---–მა პირობა დადო დირექტორთან, რომ მსგავსი ფაქტები და პრობლემები აღარ განმეორდებოდა, თუმცა სასწავლო წლის დაწყებიდან 3 კვირაა გასული და ისევ გრძელდება ბავშვებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც ითხოვს რეაგირებას.

მტკიცებულება:

- ლ------------ის განცხადება (ს.ფ. 55. ტ1);

3.1.3. 2017 წლის 06 ოქტომბერს წ-------------------–---------–--------------------------------–ის დირექტორს თ---------- ჭ--------ს წერილობით მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც აცნობა ლ------------ის წერილის შესახებ, გადაუგზავნა განცხადება მითითებული საკითხის შესწავლის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.

2017 წლის 09 ოქტომბერს წ-------------------–------------------------–ის დირექტორმა წარდგინებით მიმართა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ჩაეტარებინა მოკვლევა დ------ ჩ----–-–---–ის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე.

მტკიცებულება:

- ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილი (ს.ფ.54);

- სკოლის დირექტორის წარდგინება (ს.ფ. 56);

3.1.4. დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაატარა მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც დ------ ჩ----–-–---–ის მოსწავლეებმა და მშობლებმა დაწერეს შემდეგი ახსნა-განმარტებები:

მოსწავლე ე-–------------ის განმარტა: “სკოლაში მისვლა უხარია ამხანაგების და არა მასწავლებლის გამო. მასწავლებელმა წიგნი თავში ჩაარტყა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო საკლასო დავალების დაფიდან გადაწერა. მასთან ურთიერთობაში ძალიან დაძაბულია. ეშინია, რომ რაიმე არ შეეშალოს. დაფას ვერ ხედავს, მაგრამ ვერ ეუბნება მასწავლებელს. იგი არ ამოწმებს საკლასო და საშინაო დავალების რვეულებს, უხეშად ექცევა. სურს მასწავლებლის შეცვლა“.

მშობელმა თ-----------–--–---–მა განმარტა: „ჩემი შვილი აღნიშნავს მასწავლებლისაგან ზეწოლას და გამოხატავს ყოველდღე ტირილით. იყო შემთხვევა, როდესაც თავში ჩაარტყა წიგნი, რადგან ვერ მოასწრო წიგნში თითის დადება. მიმართავს უხეშად. ეშინია როდესაც სხვა ბავშვებს უყვირის, იყო შემთხვევა სპორტის გაკვეთილზე, ცხვირზე ხელმოჭერილს გამოკითხა მიმატება-გამოკლება. ბავშვს ეშინია, ამბობს, როდესაც მიახლოვდება მეშინია არ დამარტყასო. ვერ ასწრებს დაფიდან გადაწერას, რადგან მასწავლებელი მალევე შლის. დაძაბულია გაკვეთილის მოყოლის დროს. მასწავლებელი იმართლებს თავს იმით, რომ ჩემი შვილი დებილია, არ სწავლობს და ამიტომ ტირისო. ეს ყველაფერი იმდენად მოქმედებს ჩემი შვილის ფსიქიკაზე, რომ იძულებული ვარ გადავიყვანო სხვა კლასში, თუ ეს არ მოხერხდება წავიყვან სკოლიდან“.

მოსწავლე ს-------–---–ის განმარტებით: „სკოლა მოსწონს, მაგრამ დ------ მასწავლებლის ეშინია. ფიზკულტურის გაკვეთილზე მასწავლებელმა ცხვირზე ხელი მოუჭირა და თან ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლებას ეკითხებოდა. გაკვეთილებზე ხშირად ტირის. პედაგოგი დაფაზე დაწერილს სწრაფად შლის და ვერ ასწრებს გადაწერას. ბავშვს ეშინია მისკენ მიმავალი მასწავლებლის, რომ არ დაარტყას. როცა პასუხის დროს რაიმე ეშლება, პედაგოგი ეუბნება: დაჯექი დებილი ხარო, ემუქრება მანდატურთან წაყვანით“.

მშობლის ლ---------------–---–ის განმარტება: „დ------ ჩ----–-–---–თან პირადი უთანხმოება არ მაქვს. ჩემთვის და ჩემი შვილისათვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ ძალიან დაძაბული გარემოა ჯგუფში. მშობლების უმრავლესობას აქვს მთელი რიგი პრობლემები მასწავლებელთან დაკავშირებით. საქმის კურსში ვარ და მთელი წლის განმავლობაში მესმოდა მშობლებისაგან საყვედურები დ------ მასწავლებლის მიმართ. დ------ მასწავლებელმა მთხოვა მის მხარდასაჭერ განცხადებაზე ხელი მომეწერა, მაგრამ მე თავი შევიკავე იმის გამო, რომ მე შეიძლება არ შემხებია მისი ცუდი დამოკიდებულებით, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა რომ მშობლები ტყუილს ამბობენ და ცილს სწამებენ. იყო ჯგუფში თმის შეჭრის შემთხვევა, მე შევჭერი დ------ მასწავლებელს თმები. ძალიან მინდა ყველას სასარგებლოდ დამთავრდეს ეს საქმე“.

მოსწავლე ს----–----------ის განმარტება: „სკოლაში მოსვლა უყვარს, უხარია. კარგად სწავლობს, მაგრამ დ------ მასწავლებელთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მასწავლებელი გაკვეთილზე ყვირის, უხეშად ექცევა ბავშვებს, სცემს და წიგნებს თავში ურტყამს. დავალებას არ უსწორებს არც ქართულში და არც მათემატიკაში. დაფაზე ახსნილ მასალას მალე შლის და ვერ ასწრებს გადაწერას, გაკვეთილზე ხშირად ტელეფონზე საუბრობს“.

მშობლის თ-------------–---–ის განმარტება: „მე მაქვს პრეტენზია დ------ მასწავლებლის წინააღმდეგ, ის ჩემი შვილის და არა მარტო ჩემი შვილის გაკვეთილებს არ ამოწმებს, დავალებებს არ აძლევს ქართულში. ბავშვი დააყენა კუთხეში, მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი გაინძრა გაკვეთილზე. თავში წიგნი ჩაარტყა იმ მიზეზით რომ დაფიდან დაიწყო ბავშვმა გადმოწერა. არის მშობლების მიმართ აგრესიული, რომ ვგებულობთ ბავშვების ამბებს, ან რომ ვეტყოდით რატომ დაარტყიო, გადმოდიოდა შეტევაზე. ბავშვები არიან დაძაბულები გაკვეთილზე, აღარ უნდათ მარტო გაჩერება. არ იცავს ჰიგიენის ნორმებს. ძალიან არ მოგვწონს მშობლების მიმართ არაწესიერი სიტყვების ძახილი. ამაში იგულისხმება „ფეხზე მკიდია“, „წაათრიეთ თქვენი შვილები აქედან“, „უზრდელი გაზრდილები გყავთ“. კიდევ მინდა ერთი ფაქტი დავაფიქსირო, რომ ბავშვი მოვიდა შუბლზე შრამით, რომ ვუთხარი რატომ გაქვს მეთქი, ბავშვმა ცივად იუარა არაფერიო, შემდეგ გავარკვიე, რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბავშვმა ვერ გააკეთა ერთი ილეთი და შუბლზე მიუჭერია ფრჩხილი, რომელიც ეხლაც აქვს ბავშვს შრამად. დ------ მასწავლებელი რეკავდა ჩემს მეუღლესთან, იძულებულს ხდიდა, რომ მივსულიყავი სკოლაში და ხელი მომეწერა თავის შედგენილ განცხადებაზე, რომ თვითონ კარგი მასწავლებელია. როდესაც ფულს ვკრიბავთ ჯგუფში, კითხულობს სპეციალურად, რომელმა მშობელმა დადო და რომელმა არა, რომ შემდეგში გაითვალისწინოს“.

მოსწავლე ნ-----–-----------–--ის განმარტება: „თავიდან ძალიან უხაროდა სკოლაში მისვლა, მაგრამ დ------ მასწავლებლის გამო აღარ სურს. მასწავლებელი ბავშვებს სცემს და ეშინია. სპორტის გაკვეთილზე რაღაც ვერ გააკეთა და შუბლზე ცერა თითის ფრჩხილი მიაჭირა, ბავშვს ახლაც აღენიშნება ნაკაწრი. ნ-----–----ი ამ ფაქტს დედას არ უმხელს, რადგან ეშინოდა, მას არ წაჩხუბებოდა პედაგოგი. ბავშვებს გაკვეთილზე ხშირად კუთხეში აყენებს. ხშირად არ იძახებს ქართულის გაკვეთილებზე. ბავშვებს ეუბნება, რომ ჩემი დაფაზე წერის დამთავრების შემდეგ დაიწყეთ გადაწერაო“.

მშობლის ნ----------------ის განმარტება: „უტაქტო და ცივია ბავშვების მიმართ. აქვს სპეციფიკური სუნი. მეძახის ინტრიგანს. 8 მარტს აიკრიბა თანხა, ზოგმა ვერ დადო და დაურეკა მშობლებს, თანხა არ დაგიდვიათ და მომიტანეთო. ბავშვზე მეუბნება, რომ ძნელად აღსაზრდელია. ჩვენი ურთიერთობა ბავშვზე აისახება. ბავშვს აფრთხილებს, რომ სახლში არ მიიტანოს ენა. გაკვეთილზე ტელეფონზე საუბრობს. აიძულებს მშობლებს ხელი მოუწერონ განცხადებაზე, ზეწოლას ახდენს მშობლებზე. როდესაც გამოვთქვამ პრეტენზიას შეურაცხყოფას მაყენებს და მეუბნება, რომ ვარ ინტრიგანი. ამასთანავე, სხვა მშობლებსაც ეუბნება, რომ ეს გოგო ინტრიგანია. არ ამოწმებს მათემატიკის რვეულს. პირადად შევესწარი ჯგუფში მოსწავლის მიმართ უხეშად მოქცევის ფაქტს“.

მოსწავლის მ-----------–--ის განმარტება: „ბავშვმა აღნიშნა, რომ მასწავლებელი ყველა გაკვეთილზე ყვირის, დღე არ გავა რომ არ უყვიროს მოსწავლეებს. როცა ბავშვს დავალება არ აქვს შესრულებული, უზრდელს და დებილს ეძახის. ცუდად ექცევა ბავშვებს და უხეშია. საკლასო დავალების რვეულებს არ ამოწმებს, განსაკუთრებით მათემატიკას. ხშირად არ იძახებს მოსწავლეებს დაფასთან, მათ შორის აღნიშნულ მოსწავლეს. ბავშვებს ემუქრება, რომ დედებთან არ თქვან, თუ რა ხდება სკოლაში. აფრთხილებს ბავშვებს, მე თუ გირტყამთ, არავის არ უთხრათ, ხშირად იჭამს ფრჩხილებს გაკვეთილზე და ძირს აფურთხებს. გაკვეთილზე ხშირად ლაპარაკობს მობილურზე, რომელიც ჩართულია ხმამაღალ რეჟიმზე და ბავშვებს ესმით, ვის ელაპარაკება. საუბრის საგანი არის ავეჯი, ბინის გაქირავება. რვეულების დარიგებისას მათ ისვრის და ისინი ზოგჯერ ძირს ვარდება. მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“.

მშობლის ა-------------ის განმარტება: „არ მომწონს დამოკიდებულება ქალბატონ დ------ ჩ----–-–---–სა და მშობლებს შორის, ის გამოირჩევა უხეშობით, არ უმოწმებს დავალებებს ბავშვებს, ამბობს, რომ დავალების შემოწმება არ ევალება მას. მომხდარი ფაქტის გამო ერთ დღეს შეასწორა სამი კვირის დავალება (პრაქტიკანტებს შეამოწმებინა). არ ახალისებს ბავშვებს და არ უკეთებს დადებით კომენტარებს. ახდენს ზეწოლას ბავშვებზე, რომ კლასში რაც ხდება არ თქვან სახლში. წლის ბოლოს დაურეკა მშობლებს და ვისაც 8 მარტის ფული არ ჰქონდა დადებული მაისის ბოლოს მიატანინა. მე პირადად მითხრა: თუ არ მოგწონვარ, წაიყვანე სხვა სკოლაშიო. მინდოდა ჩემი უფროსი შვილიც გადმომეყვანა ამ სკოლაში, მაგრამ ვიკავებ თავს, ქალბატონმა დ------მ შემიცვალა წარმოდგენა ამ სკოლაზე. მშობლებს აიძულებს, რომ ხელი მოუწერონ განცხადებაზე, რომ არ წავიდეს სკოლიდან. დაინტერესებულია სხვისი ოჯახის ამბებით. არ მოსწონს რომ მშობლებს კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში. არ უნდა ბავშვს სკოლაში წამოსვლა, ამბობს, რატომ წავიდე, მთელი დღე ტელეფონზე საუბრობს და ლანძღავს მშობლებს, აქირავებს ბინას ტელეფონით და ყველაფერს ისმენს ბავშვი, ამის გამო ამ დღეებში არ ვაპირებ ბავშვის წაყვანას სკოლაში. ასევე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მშობლებზეც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მ--–--ა მასწავლებელი ძალიან უყვართ ბავშვებს“.

მოსწავლე ე-–--------------ის განმარტება: „გაკვეთილზე მასწავლებელი ძირითადად მობილურზე საუბრობს პირად საკითხებზე. მოსწავლეებს განსხვავებულად ექცევა. მოსწავლე ფიქრობს, რომ ერთად დასვა ისეთი ბავშვები, რომელთაც დ------ მასწავლებლის აზრით, არ უყვართ პედაგოგი. ბავშვებს მიმართავს გვარებით, სახელებს არ ეძახის. მოსწავლეებს ხშირად სჯის, ცხვირზე ხელს უჭერს, თავში სცემს, კუთხეში აყენებს. იშვიათად იძახებს დაფასთან, განსაკუთრებით ქართულზე“.

მშობლის ხ-------------–----–--ის განმარტება: „ჩემს შვილზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ თმებს წიწკნის, უხეშია, უტაქტოა ჩემს მიმართაც. მშობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ერთმანეთს გვაძაგებს. ბოლო დროს სკოლაში არ მივდივარ, ვერიდები მასთან შეხვედრას. სახლში მომაკითხა, ტელეფონს არ ვპასუხობ, იძულებულს მხდის ხელი მოვაწერო განცხადებაზე, რომლის შინაარსი არ ვიცი. მის სიტყვას უნდა ვენდოთ, ბავშვებს არ უმოწმებს დავალებას ჩემი მოვალეობა არ არისო. ჩემს ბავშვს პირადად ეუბნება, შენ კარგად ვერ კითხულობო, ისე დაამთავრა პირველი კლასი, ერთხელაც არ წაუკითხავს. დავალების რვეული ქართულ ლიტერატურაში არ აქვთ. მშობლების თხოვნას არ ითვალისწინებს, მშობელი, რომელიც შეეპასუხება, მის ბავშვზე აგრესია უფრო მეტად აქვს“.

მოსწავლის ნ-----–---- მ----–----–--ის განმარტება: „დ------ მასწავლებელი ყვირის, ამის გამო არ უნდა სკოლაში წასვლა. უხარია ამხანაგებთან ურთიერთობა, ხშირად წიწკნის თმებს, არ უმოწმებს საკლასო რვეულებს, ვერ ასწრებს დაფიდან საკითხების გადაწერას. ბავშვზე ახდენს ზეწოლას, რომ კლასში მომხდარი სახლში არ თქვას. ბავშვებს სჯის და დაფის უკან აყენებს, არ აცლის დაფიდან გადაწერას“.

მშობლის ნ----- ხ-------ის განმარტება: „შარშანდელი წლიდან მოყოლებული ხორციელდება ბავშვების ცემა და მათზე ზეწოლა, ეს გამოიხატება თავში წიგნის ჩარტყმით, თან ბავშვებზე ახორციელებს ზეწოლას, რომ ბავშვებმა ეს სახლში არ თქვან მშობლებთან, რადგან მეორე დღეს უარესი დაემართებათ. შარშან ჩემს შვილზეც განახორციელა ასეთი ცემა, ბავშვმა დამალა და დიდი ხნის შემდეგ გვითხრა, ვკითხე მე მშობელმა რატომ დამალე-თქო, პასუხი ასეთი იყო ბავშვის მხრიდან - მასწავლებლის შიში, ბავშვი სკოლაში წამოსვლაზე უარს აცხადებს ამის შემდეგ. ბავშვის თქმით, მასწავლებელი არაჰიგიენურად იქცევა, იკვნეტს ფრჩხილებს, შემდეგ იფუთხება ამ ფრჩხილებს. მას ასდის სუნი. ყოფილა შემთხვევები დღესასწაულებზე ითხოვს ფულის აკრეფას. 5 დღეა ახორციელებს ზარებს ჩემთან, სურს რომ ხელწერილი დავუწერო მის სასარგებლოდ. ყოველდღე ხორციელდება ზარები, მე მხარს დავუჭერ და ვუჭერ ჩემი ბავშვის ნორმალურ განათლებას, ბავშვს ჩამოუყალიბდეს და გამოყვეს სკოლიდან ნორმალური ფსიქიკა“.

მოსწავლის თ----- ფ-----ის განმარტება: „თ-----მა აღნიშნა, რომ წიგნი ჩაარტყა თავში და თან გააფრთხილა, სახლში არ ეთქვა. ბავშვს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მასწავლებელი მერხებს შორის დგება, რვეულებს ისვრის და ეუბნება ბავშვებს, რატომ ვერ იჭერთო. ბავშვის თქმით, მალევე შლის დაფას, ისინი ვერ ასწრებენ დაფიდან გადაწერას და ესაყვედურება მოსწავლეებს ამის გამო. ვერ იცავს ჰიგიენის ნორმებს, აქვს სპეციფიკური სუნი. ფრჩხილებს იკვნეტს და აფურთხებს“.

მშობლის ლ--- ხ-----ას განმარტება: „კლასის დამრიგებელი არის ძალიან უხეში და უტაქტო, როგორც მოსწავლეებთან ასევე მშობლებთან. არ უმოწმებს დავალებებს. ზეწოლას ახდენს ბავშვებზე, რომ კლასში მომხდარი ამბები სახლში მშობლებს არ მოუყვნენ. ბავშვებზე ახდენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ცემის ფაქტზე ნამდვილად ჰქონდა შემდეგი პასუხი: „ მერე რა მოხდა, შენ შენი შვილისათვის არ დაგირტყია?“, ჩემ შვილზეც ჰქონდა ხელით შეხების ფაქტი. გასულ სასწავლო წელს ამ ყოველივეს მშობლების მხრიდან მოჰყვა დაპირისპირება, რაზეც ქალბატონმა დ------ ჩ----–-–---–მა პირობა დადო დირექტორთან, რომ მსგავსი ფაქტები და პრობლემები აღარ განმეორდებოდა, თუმცა სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ“.

მოსწავლის ვ-----------ის განმარტება: „ვ--ამ აღნიშნა, რომ დ------ მასწავლებელი გაკვეთილზე ყვირის, მასწავლებელი თმებზე შეეხო, ბავშვებზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ სკოლაში მომხდარი სახლში არ გაამხილონ. მოსწავლეებს პედაგოგი დავალებებს არ უმოწმებს, ამ განცხადების შემდეგ რვეულები პრაქტიკანტებს გაასწორებინა. დაფაზე დაწერილს მალე შლის და ვერ ასწრებენ დავალების გადაწერას. მასწავლებელს უსუფთაოდ აცვია, დალაქავებული აქვს კაბა. გაკვეთილის პერიოდში ხშირად ლაპარაკობს ტელეფონზე“.

მშობლის ნ----------–-–---–ის განმარტება: „ჩემი შვილი თ---–--------------ე სწავლობს ქალბატონ დ------ ჩ----–-–---–ის კლასში. პირველივე დღიდან მასწალებლის მიმართ კარგად განვეწყვეთ, ეს დამოკიდებულება ძალიან მალე შეიცვალა, როგორც ბავშვების, ასევე მშობლების მიმართ. დაფიქსირდა ბევრი უსიამოვნო ფაქტი, ბავშვების მიმართ უხეში მოქცევა, წიგნის ჩარტყმა. პირადად ჩემი შვილის მიმართ მას ცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ მის გვერდით მჯდომს მოექცეს ანალოგიურად. მასწავლებელი გაკვეთილზე დაკავებული უნდა იყოს არა საოჯახო საქმეების რჩევით, არამედ იმით როგორ მიაღებინოს ცოდნა მის მოსწავლეებს. რაც შეეხება განცხადებაზე ხელის მოწერას, ეს მოხდა დედაჩემის მიერ, რომელსაც დილით ადრე მიაკითხა სახლში და ხვეწნა-მუდარით მოაწერია ხელი, ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში. დარწმუნებული ვარ, არცერთ მშობელს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, მას რომ გამოეჩინა ბავშვების მიმართ ყურადღება, სიყვარული, სითბო. ბავშვს მისი ხათრი და სიყვარული კი არა აქვს, არამედ შიში. დაშინებული ჰყავს ბავშვები იმის გამო, რომ ბავშვმა სახლში არ მოიტანოს ამბავი, რასაც ის სჩადის ამ ბავშვების წინაშე. ჩემი სურვილია მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს არასოდეს“.

მოსწავლის თ---–--------------ის განმარტება: „თ---–ამ აღნიშნა, რომ სკოლაში მისვლა არ უხარია იმის გამო, რომ ეჩხუბება დ------ მასწავლებელი, იმ მიზეზით, რომ ვერ ასწრებს კარნახის დასრულებას. უწოდებს ბავშვებს და ზოგჯერ მშობლებსაც უზრდელს. არ უმოწმებს საშინაო დავალებებს, მხოლოდ პრაქტიკანტები ამოწმებენ. გაკვეთილზე ტელეფონზე საუბრობს, საუბრის საგანია ბინის გაყიდვა-გაქირავება. ბავშვის დასჯის მეთოდი იყო დაფის უკან დაყენება და თმების მოწიწკვნა. პრაქტიკანტებს პედაგოგმა უთხრა, რომ სჭირდებოდა მათი დახმარება, ბავშვებს ეშინია მასწავლებლის“.

მშობლის რ--------------–---–ის განმარტება: „დ------ ჩ----–-–---–ი ცემს ბავშვებს, ცუდად და უხეშად ექცევა მოსწავლეებს. ბავშვები შეშინებულები სხედან გაკვეთილზე, რომც სურდეთ რამის კითხვა, მგონი ვერც გაბედავენ. დღესასწაულებზე ითხოვს თანხას და თუ ვინმე გამორჩება, თუნდაც გასული იყოს ის დღესასწაული, ურეკავს იმ მშობელს და თხოვს, არ გქონია დადებული ფული და მოიტანეო. არ ასწორებს დავალებებს, არის უსუფთაოდ და უსიამოვნო სუნი სდის. გაკვეთილზე იყო ფაქტი თმის შეჭრის და დავარცხნით ფენით. ამ ამბების გამო ორი დღეა ბავშვი არ წამიყვანია სკოლაში, რადგან არ მაქვს სურვილი ჩემმა შვილმა ისმინოს მასწავლებლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. არ ტარდება გაკვეთილები და ჩემი მეუღლეც კი იკავებს თავს, რომ ბავშვი გამოიყვანოს სკოლიდან, რადგან დააძალებს და ხელს მოაწერინებს იმ განცხადებაზე, რომელიც მის სასარგებლოდ შეადგინა“.

მოსწავლის მ-------------–---–ის განმარტება: „მ----მ აღნიშნა, რომ დ------ მასწავლებელი არ იცავს ჰიგიენის ნორმებს. აქვს არასასიამოვნო სუნი. უხეში და უტაქტოა ბავშვების მიმართ. მათ ხელს უჭერს თავზე რომ ეტკინოს. თმებს წიწკნის, სპორტის გაკვეთილზე გვერდებში ხელს ურტყამს. არ ამოწმებს საშინაო დავალებებს. საკლასო რვეულების დარიგებისას ბავშვებს ესვრის და ეუბნება: „წადი, მე გესვრით რვეულებსო.“

მშობლის ქ------------------ის განმარტება: „გაკვეთილზე ახდენს ზეწოლას ბავშვებზე, გაკვეთილზე ივარცხნის თმებს და იჭრის. ბავშვებს დავალებებს არ უსწორებს. ხელმოწერებს აგროვებს მშობლებზე ზეწოლით, სახლში აკითხავს და აიძულებს რომ ხელი მოუწერონ მის განცხადებაზე. პირადად იყო მამასთან მისული, რადგან მე არ მოვუწერე ხელი ჩემთან მოვიდა სახლში და ჩემს მშობლებს მოაწერინა ჩემს მაგივრად ხელი, მიაწერა პირადი ნომერი. დამამცირებლად ექცევა ბავშვებს და ელაპარაკება. არ იცავს ჰიგიენის ნორმებს: გაკვეთილზე იჭამს ფრჩხილებს. ცემის ფაქტს ვერ დავაფიქსირებ, რადგან არ ვიცი დაზუსტებით ცემა თუ არა ჩემი შვილი“.

მშობლის ნ-----------ს განმარტება: „მასწავლებელმა დ------ ჩ----–-–---–მა გასულ წელს ჩემს შვილს ლ---------–--–-–---–ს კლასის წინაშე უწოდა ოროსანი და ბავშვებს მოუწოდა, რომ თუ არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ლ----სავით ოროსნები, უნდა ესწავლათ კითხვა. გამოკითხვა ჩაუტარა ჩემს შვილს, ვისთან ემზადება. იმის გამო რომ მწკრივში არ ჩადგა, ჩემი შვილს უპწკინა მკლავზე. ზარის დარეკვის შემდეგ კლასში განიხილავს მშობლებთან ერთად პრობლემებს, რაც ხელს უშლის გაკვეთილების ჩატარებას. გაკვეთილზე იჭრის თმას დაფის უკან. პირადად ჩემთან ლანძღავს მშობლებს. უკმაყოფილოა იმით რომ 8 მარტს არ დაუდვიათ ფული საჩუქრის. მშობლებს შორის ხლართავს ინტრიგებს და უნდა წაგვაკიდოს ერთმანეთს. არიგებს ბავშვებს რომ სახლში არ მიიტანონ ამბები, თუ რა ხდება გაკვეთილზე. პირადად ჩემს შვილს ჩაუტარა აგიტაცია, რომ სახლში არ მიეტანა ენა. ისე მლანძღა მშობელთან, მშობელმა ლ---------------–---–მა რჩევის სახით მითხრა, რომ დ------სთან ჩემი შვილი არ გამეჩერებია და გადამეყვანა სხვა სკოლაში. აიძულებს მშობლებს მოუწერონ ხელი განცხადებაზე. პირადად მოვისმინე როგორ აიძულებდა მათ“.

მშობლის რ----------------------ს განმარტება: „ჩემს შვილთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ჯგუფთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა და დაძაბულები ვართ, ვერიდებით ჯგუფში შესვლას. დავალებებთან დაკავშირებით დავალებებს არ ამოწმებს, ბოლოს პრაქტიკანტებმა შეუმოწმეს. ტელეფონზე საუბრობს, ფრჩხილებს იკვნეტს. ბავშვებს ცოტა წახალისება სჭირდებათ. დადის სახლში და ხელმოწერებს აგროვებს და ძალით აწერინებს ოჯახის წევრებს ხელს“.

მოსწავლის ჯ-------------ის განმარტება: „ჯ----მ აღნიშნა, რომ საშინაო დავალებებს არ უმოწმებს. გაკვეთილის პერიოდში ლაპარაკობს ტელეფონზე და გაკვეთილს არ კითხულობს. სპორტის გაკვეთილზე თითებით სცემს ბავშვებს შუბლზე“.

დ------ ჩ----–-–---–მა თავის ახსნა-განმარტებაში არ დაადასტურა მშობლების და მოსწავლეების მიერ მითითებული ფაქტები და მოითხოვა დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე, მისი და ადვოკატის თანდასაწრებით მათი გამოკითხვა.

მტკიცებულებები:

ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 58-99)

3.1.5. დ------ ჩ----–-–---–ის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის წარდგინების განსახილველად, დაინიშნა დისციპლინარული კომიტეტის სხდომა, რომლის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით ეცნობა თავად დ------ ჩ----–-–---–ს. იგი 2017 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა, აღნიშნული მიზეზით სხდომა გადადო 2017 წლის 25 ოქტომბერს. ახალი თარიღის შესახებ წერილობით ეცნობა დ------ ჩ----–-–---–ს.

მტკიცებულება:

- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 100)

- დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი N- (ს.ფ. 101-102)

- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 103-194)

3.1.6. დისციპლინური კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, დ------ ჩ----–-–---–ი არ გამოცხადდა სხდომაზე, ამასთან წერილობით აცნობა კომიტეტს, რომ იგი არ ენდობოდა მათ და პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ აპირებდა დასწრებას. მიუხედავად ამისა, დისციპლინარულმა კომიტეტმა მშობლებისა და მოსწავლეების ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, უშუალოდ სხდომაზე მათი გამოკითხვით, მიიჩნია, რომ მშობელთა და მოსწავლეთა პრეტენზიები იყო საფუძვლიანი, შესაბამისად დაადგინა: ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს სამსახურეობრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობის, ასევე დასაქმებულისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს საყვედური; ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს საყვედური; მოსწავლეების მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს სასტიკი საყვედური; მოსწავლის და მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს სასტიკი საყვედური; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს სამსახურიდან განთავისუფლება;

მტკიცებულება:

- დ------ ჩ----–-–---–ის მიმართვა (ს.ფ. 105-106);

- ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი N-- (ს.ფ. 107-119);

3.1.7. ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დირექტორმა 2017 წლის 27 ოქტომბერს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის წინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოსცა ბრძანება N-----, სსიპ - წ-------------------–---------–--------------------------------–ის მასწავლებლისათვის დისციპლინური სახედელის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: 1.ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს საყვედური. 2. ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის და დასაქმებულისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს საყვედური; 3. ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის/მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს სასტიკი საყვედური; 4. ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფსიქიკური ზეწოლისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს სასტიკი საყვედური; 5. ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისროს სამსახურიდან განთავისუფლება; 6. ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დაწყებითების მასწავლებელს დ------ ჩ----–-–---–ს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შეუწყდეს 2017 წლის 01 სექტემბერს N---- დადებული შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 27 ოქტომბრიდან; 7. დაევალოს ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის ბუღალტერს ნ-----------–-–---–ს, დ------ ჩ----–-–---–ისათვის საბოლოო ანგარიშსწორება 7 კალენდარული დღის განმავლობაში; 8. დაევალოს სკოლის საქმისმწარმოებელს ამ ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გაცნობა; 9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე; 10. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის სამეურვეო საბჭოში (მის: ქ.ქუთაისი, წმინდა ნინოს ქ. N2) ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. N-1). საფუძველი: ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი N--

ბრძანება გაეგზავნა და ჩაბარდა დ------ ჩ----–-–---–ს 2017 წლის 30 ოქტომბერს.

მტკიცებულება:

- 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ. 120-121);

-მიმართვა და ჩაბარების დასტური (ს.ფ. 122-124);

2.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----–-------------------–---------–--------------------------------–ის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებას, დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმეები, რომლებმაც განმარტეს შემდეგი: პედაგოგის მ--------------ის ჩვენებით, მისთვის უცნობია რა ხდებოდა დ------ ჩ----–-–---–ის საკლასო ოთახში, დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოისმინა მშობლების ბრალდებები მოსარჩელის მიმართ, სხვა ინფორმაციას კი არ ფლობს. თავად დ------ ჩ----–-–---–ი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა, მშობლები საუბრობდნენ მასწავლებლის მიერ ბავშვებისათვის თმების მოქაჩვაზე, ხელის მოკიდებაზე, რვეულის სროლაზე, მეტი აღარც ახსოვს, ერთმა მშობელმა თქვა, გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა შეიჭრაო.

პედაგოგის ლ--–------------ის ჩვენებით, მისთვის უცნობია რა ხდებოდა დ------ ჩ----–-–---–ის საკლასო ოთახში, მაგრამ იცის რომ მშობლები უჩოდნენ მას, მოსწავლეების მიმართ ფიზიკური და მორალური ძალადობის ფაქტზე. ასევე ესწრებოდა დისციპლინური კომიტეტის სხდომას, სადაც ისაუბრეს როგორც მშობლებმა, ასევე მოსწავლეებმა, ერთ-ერთი ბავშვის მონაყოლით, მასწავლებელი ცხვირზე უჭერდა ხელს და მიმატება-გამოკლებას ეკითხებოდა. ძალიან ბევრი რამე თქვეს მშობლებმა, ბავშვებს რვეულებს და წიგნებს ესროდაო, ურტყამდაო. ამ ფაქტებზე საუბრობდნენ თავად ბავშვებიც.

მშობლები ასევე ყვებოდნენ, რომ მოსარჩელე ზემოდან გვიყურებდა და გვამცირებდაო.

პედაგოგის ნ-------------ის ჩვენებით, მშობლები ძალიან ბევრ ფაქტებს ყვებოდნენ დ------ ჩ----–-–---–ის შესახებ. პატარა ბავშვი რომ იტყვის, მასწავლებელი ცუდად მექცევა და სკოლაში წასვლა არ მინდაო, ამაზე დიდი ფაქტი რა უნდა იყოს?!

პედაგოგის მ-----------------ის ჩვენებით, მან სხვებისაგან გაიგო, რომ დ------ ჩ----–-–---–ი იმ ბავშვებს, ვისაც გამრავლების ტაბულა ეშლებოდა, ცხვირზე უჭერდა ხელს, ასევე გაიგო ბავშვს ფეხი მიარტყაო, პირადად კი არაფერი უნახვს.

პედაგოგის თ----- კ--------ის ჩვენებით, მან გამოკითხა მშობლები, ძალადობდა თუ არა დ------ ჩ----–-–---–ი ბავშვების მიმართ, ამის შემდეგ მოიწვიეს კათედრის კრება, საიდანაც ძალიან ბევრჯერ დაურკეს დ------ ჩ----–-–---–ს, რათა მისგან მოესმინათ ყველაფერი, მაგრამ მოსარჩელემ ყურმილი არ აიღო. როცა დაესწრო დისციპლინური კომიტეტის სხდომას, იქ დახვდა შემზარავი სურათი, ისეთ ფაქტებზე საუბრობდნენ მშობლები.

მოწმე ს--–----------–---–--ას განმარტებით, მისი შვილის პედაგოგი იყო დ------ ჩ----–-–---–ი, რომელიც კარგად ექცეოდა ბავშვს, მაგრამ მას არ უნდა მისი შვილი სწავლობდეს ისეთ ჯგუფში, სადაც რამდენიმე ბავშვი მოსწონს მასწავლებელს, დანარჩენი კი უკამყოფილოა. მშობლები საუბრობდნენ აღნიშნულზე და ბავშვებსაც ეტყობოდათ, მაგალითად ს-------–---–ი ტიროდა და არ უნდოდა სკოლაში მისვლა. სკოლის ადმინისტრაციამ დააწერინა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ მისი შვილის მიმართ არავითარი ძალადობა არ განუხორციელებია დ------ ჩ----–-–---–ს და პრეტენზია არ ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, როგორც სხვა მშობლებმა, ასევე მანაც მიუთითა, რომ მასწავლებელს ჰქონდა სპეციფიკური სუნი.

მოწმე ლ------------ის განმარტებით, მისი შვილის მასწავლებელი იყო დ------ ჩ----–-–---–ი, პირველი კლასიდანვე გრძნობდა, რომ ბავშვი ჩაკეტილი იყო და არ ამხელდა სკოლის ამბებს. ერთხელაც სხვა მშობლებისაგან გაიგო, რომ მისი შვილი ნაცემი იყო. დ------ მასწავლებლს მისთვის რვეული და წიგნი ურტყია, იმის გამო, რომ დროულად ვერ ადგა და ვერ უპასუხა რაღაცას. თავიდან ამ ყველაფერს ბავშვი არ ამხელდა, შემდეგ კი ყველაფერი მოუყვა. მეორე დღესვე ძალიან მშვიდად და წყნარად შეეკითხა მასწავლებელს, აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელემ უპასუხა: „თქვენ, თქვენი შვილი არ გიცემიათო?!“ ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი ინციდენტი, სხვა ბავშვების ცემის ფაქტიც. მასწავლებელი ბავშვებს ეუბნებოდა, სახლში არაფერი არ თქვათ, თორემ თქვენი მშობლები მომივარდებიან და ცუდად მომექცევიანო, ასევე იყო ჰიგიენის პრობლემა. მასწავლებელი გაკვეთილებზე ფრჩხილებს არ უნდა იჭამდეს და სუნი არ უნდა ასდიოდეს. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა ბავშვებისაგან თანხის აკრებას, თუ ვინმე არ მიიტანდა გამოიკვლევდა და ავალებდა მიტანას. მას შემდეგ რაც დაწერა განცხადება აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელე მის სანათესაოში დადიოდა და ლანძღავდა. დაურეკა პირადადაც და დაემუქრა: დაგატოვებინებ სამსახურს და მთელ ქუთაისში ყველაზე სასაცილო იქნებიო. ბავშვს დასცინოდა კლასის წინაშე და რამეს თუ ვერ უპასუხებდა, ეუბნებოდა დაჯექი, დებილი ხარო.

მოწმე თ-----------–--–---–ის ჩვენებით, მისი შვილი პირველ კლასში რომ იყო დაიწყო ტირილი, არ მინდა სკოლაში წასვლა, მასწავლებელი დაფაზე ნაწერს შლის და არ მაცლის ჩაწერასო. ეს არ ჩათვალა იმდენად სერიოზულ პრეტენზიად, შემდეგ ბავშვი მოუყვა: „დედიკო მასწავლებელი რვეულებს რომ ასწორებს, ისვრისო“. ამასაც არ მიაქცია ყურადღება...მაგრამ ერთხელ ბავშვი სახლში დაბრუნდა ტირილით, სკოლაში არ წავალ, წიგნში ვერ მოვასწარი თითის ჩადება და მასწავლებელმა ის წიგნი ჩამარტყა თავშიო. ამ სკოლაში მისი ოთხი შვილი სწავლობს და არასოდეს პრეტენზია არ ჰქონია. მხოლოდ დ------ მასწავლებელთან შეექმნა პრობლემა. როდესაც მივიდა მასთან და ჰკითხა, რატომ ჩაარტყით ბავშვს წიგნიო, მოსარჩელემ უარყო, თუმცა შემდეგ იფიქრა დირექტორთან აპირებს წასვლასო და უთხრა: კარგით რა, არ წახვიდეთ ახლა, თქვენ ოდესმე არ გაწყრომიხართ თქვენს შვილსო?! ძალიან ნანობს, რომ იმ დროისათვის შესაბამისი ზომები არ მიიღო და არ მივიდა დირექტორთან. როცა ბავშვები მეორე კლასში გადავიდნენ, მასწავლებელი ცდილობდა თბილი ატმოსფერო შეექმნა, მაგრამ მისი შვილი მაინც ტიროდა და უარს ამბობდა სკოლაში წასვლაზე სხვადასხვა მიზეზით, ამბობდა მასწავლებელმა სპორტის გაკვეთილზე შუბლში ჩამარტყა, ასევე, ცხვირზე ხელი მომიჭირა და მიმატება-გამოკლება გამომკითხაო. კლასის წინაშე ეუბნებოდა მის შვილს, დაჯექი დებილო, დაჯექი შტერო, არაფერი არ იციო. ბავშვს არამარტო მასწავლებელი, არც ჯგუფი უნდოდა და არც სკოლა. ორი კვირის მანძილზე საერთოდ ვერ ატარა სკოლაში, ისე ტიროდა. ამის შემდეგ ბავშვი ფსიქოლოგთან დაჰყავდა, თუმცა დღესაც ქუჩაში რომ დაინახავს წითელთმიანს, ეშინია.

მოწმე ლ---------------–---–ის ჩვენებით, მის შვილთან კონფლიქტური ურთიერთობა პედაგოგს არ ჰქონია, თუმცა ბავშვა მოყვა, რომ ერთ მოსწავლეს, გვარად ა-----–--ეს, ფეხი ჰქონდა გამოწეული მერხიდან, მასწავლებელი წამოედო, რის გამოც საყვედური უთხრა ბავშვს, შემდეგ მშობლისაგან გაიგო, რომ დ------ მასწავლებელმა იმ მოსწავლეს ფეხი მიარტყა ფეხზე. ფულს კლასში კრებდნენ მასწავლებლის დღესთან და ახალ წელთან დაკავშირებით, პედაგოგისათვის გადასაცემად. მოწმის განმარტებით, ერთხელ როცა ბავშვებს დამოუკიდებელი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი, დ------ მასწავლებელმა სთხოვა თმა შეეჭრა მისთვის. საკლასო ოთახში, სანამ ბავშვები მუშაობდნენ, შეჭრა თმა მოსარჩელეს, რისთვისაც სულ 10 წუთი დასჭირდა.

მოწმე ნ----- ხ-------ის ჩვენებით, პირველ კლასში სწავლის დროს დაფიქსირდა მის შვილზე ზეწოლა, მაგრამ ბავშვმა არ გაამხილა. რომ ჰკითხა მიზეზი, უპასუხა: მასწავლებელმა გვითხრა, მეორე დღეს უარესი მოგელით, მშობლებს თუ ეტყვითო. დირექტორს უთხრეს აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც დ------ მასწავლებელმა გაფრთხილება მიიღო, თუმცა შემდეგ იგივე გაგრძელდა. მასწავლებელი სასკოლო ნივთებს არაჰიგიენურად ეპყრობოდა, ბავშვები მიუტანდნენ რვეულს გასასწორებლად და ესროდა, უშუალოდ მის შვილს წიგნი დაარტყა. ის უჩიოდა სუნს, რომელიც კლასში იდგა და რომელსაც მასწავლებელი მერხებს შორის გავლისას ტოვებდა.

მოწმე ლ--- ხ-----ას ჩვენებით, თავიდან მცირე უსიამოვნენები იყო მოსარჩელეს და ბავშვებს შორის, თუმცა მშობლებს არ სურდათ ამ ამბების გაზვიადება, პირველი კლასის ბოლოს შეიკრიბენ დირექტორთან, სადაც იყო მოსარჩელეც, თუმცა მეორე კლასში იგივე გაგრძელდა. მოსარჩელემ მოსთხოვა ხელი მოეწერა მისი კარგი დახასიათებისთვის, რასაც არ დაეთანხმა, რადგან მშობლები არ იტყუებოდნენ, რაც ითქვა ყველაფერი სიმართლე იყო. მისი შვილი არ ყვებოდა არაფერს, თუმცა მასწავლებელს წიგნი მისთვისაც ჩაურტყამს თავში, რაც მოგვიანებით გაიგო.

მოწმე ნ----------–-–---–ის ჩვენებით, დ------ ჩ----–-–---–ი იყო მისი უფროსი შვილის მასწავლებელი, ის პრობლემები რაც ახლა გამოვლინდა, უფროსი შვილის სწავლის პერიოდშიც იყო, მაგრამ ასე გამოკვეთილად არა. ბავშვი თავიდან დიდი სიხარულით მიდიოდა სკოლაში, შემდეგ კი შეიცვალა, შესაძლებელია მან განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი, რადგან კლასში ბევრი იყო ისეთი ბავშვი, რომელსაც პირადად შეეხო დ------ ჩ----–-–---–ი ხელით. ბავშვს არ უნდოდა სკოლაში წასვლა, იმიზეზებდა სხვადასხვაგვარ რამეებს, მაგალითად, მუცლის ტკივილს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას ეშინოდა მასწავლებლის.

მტკიცებულება:

- (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

2.2.2. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა დ------ ჩ----–-–---–ის ყოფილი მოსწავლეები (ისინი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე), სპეციალისტის სახით მოწვეული იქნა ფსიქოლოგი, ბავშვებთან გასაუბრების მიზნით. 2018 წლის 12 დეკემბერს მან სასამართლოს წარმოუდგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა დაადასტურეს პედაგოგის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ფსიქოლოგმა ლ--–------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი: ის სასამართლოს დავალებით შეხვდა დ------ ჩ----–-–---–ის ყოფილ მოსწავლეებს, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ბავშვები შიშით დადიოდნენ სკოლაში, მათ ქალბატონ დ------სთან შეხვედრის შიში ჰქონდათ. ზ-------------–-–---–ი იყო ერთი ბავშვი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას პირადად მასწავლებელი არ ექცეოდა ცუდად, მაგრამ სხვა ბავშვებს ურტყამდა, თუ იქნებოდა არასწორი პასუხი ან დისციპლინური დარღვევა. ისინი ადასტურებენ, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა ლ---------–--–-–---–ის მიმართ, რომელსაც ლოგოპედიური პრობლემები აქვს. ბავშვებმა თქვეს, რომ როდესაც გაკვეთილზე პრაქტიკანტები იმყოფებოდნენ, ლ---------–--–-–---–ი გამოიძახა პრაქტიკანტმა, დ------ მასწავლებელმა კი უთხრა, ეს შტერია, როგორ მოყვება გაკვეთილსო. ლ---- აღნიშნავს: მე გავბრაზდი და დავჯექი ჩემს ადგილზეო. ამის შესახებ აღნიშნავს ა---------ც, რამდენიმე ბავშვის ჩვენებაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პედაგოგისათვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ ვისაუბროთ. ა--------- ა-------–--ემ განაცხადა, ვციდლობდი კარგად მესწავლა, შენიშვნა რომ არ მოეცა დ------ მასწავლებელს და არ მომქცეოდა ისე, როგორც ჩამორჩენილ ბავშვებს ექცეოდაო. თ---–ა ც------–--ემ აღნიშნა, მე არ მირტყამდა, მაგრამ ერთხელ გამიბრაზდა და მითხრა, ამ ცელოფანს ახლა აგარტყამ სახეზეო.

მტკიცებულება:

- (სასამართლო სხდომის ოქმი);

- ფსიქოლოგის დასკვნა (იხ.ს.ფ. 329-334, ტ.2);

2.2.3. დ------ ჩ----–-–---–ის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რათა გამოერკვია დ------ ჩ----–-–---–ი ახდენდა თუ არა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე: ე-–------------ზე, ს-------–---–ზე, მ-----------–--ეზე, თ----- ფ-----ეზე, ე-–--------------ზე და ლ---------–--–-–---–ზე. ექსპერტიზის დასკვნებით, ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ობიექტური მონაცემების შეგროვება და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში განხილვა. შესაბამისად, განცხადებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა აღიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე მითითებულ დასკვნებთან დაკავშირებით დაიკითხა ექსპერტები. მოწმე ე------------------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგად, დ------ ჩ----–-–---–ის მიმართვის საფუძველზე შეხვდა მის მოსწავლეებს იმ საკითხის გასარკვევად, ახდენდა თუ არა მასწავლებელი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე. პირადად მასთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა ე-–--------------ი, მ--------–--–-–---–ი და თ----- ფ-----ე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მითითებული მოვლენებიდან გასულია 6 თვეზე მეტი პერიოდი, არ გამოვლენილა რაიმე ტრამვის ნიშნები. თუმცა, ფაქტები რაზეც საუბრობდნენ ბავშვები, რეალურია, რადგან ისინი ერთმანეთს შეესაბამება, ყველაფერს ყვებიან დამაჯერებლად და ლოგიკურად, არ აქვთ სიცრუისაკენ ან ფანტაზიურობისაკენ მიდრეკილება. ამასთანავე, ამ ფაქტების შეფასებები შესაძლებელია იყოს სხვისი ნაკარნახევი. მოწმე თ--------------–---–--ას ჩვენებით, იგი გაესაუბრა დ------ ჩ----–-–---–ის მოსწავლეებს ე-–------------ს და მ----ამ ა-----–--ეს, ბავშვების მიერ მოთხრობილი ემთხვეოდა ერთმანეთს და მასში მოგონილი არაფერი იყო, თუმცა გასული დროის გათვალისწინებით, ვერ დადგინდა, ჰქონდა თუ არა ადგილი ფსიქოლოგიურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე.

მტკიცებულება:

- (სასამართლო სხდომის ოქმი);

- ექსპერტიზის დასკვნები (იხ.ს.ფ. 33-84, ტ.3)

2.2.4. მოსარჩელე დ------ ჩ----–-–---–ის მხრიდან საჯარო სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა წარსულ პერიოდშიც. კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური წარმოების შედეგად მის მიმართ გამოყენებული იქნა დიციპლინური სახდელი - გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით.

მტკიცებულება:

- სკოლის დირექტორის 2017 წლის 12.06. N----- ბრძანება და 2017 წლის 14.06. N-------- წერილი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ მოსარჩელის მიერ ცალსახად ჩადენილ იქნა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი გადაცდომა (რომლის სამართლებრივ შეფასებასაც სამოტივაციო ნაწილშია გადმოცემული).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ვინაიდან, ვერ დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმის წინააღმდეგობა სხვადასხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე რეგულაციებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------ ჩ----–-–---–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N----- ბრძანება.

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997).

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

წინამდებარე საქმის გარემოებების თანახმად, დ------ ჩ----–-–---–ის წინააღმდეგ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს განცხადებით მიმართა ერთ-ერთმა მშობელმა, აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, სკოლის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, დისციპლინურმა კომიტეტმა განხორციელა წარმოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში გაფორმდა სკოლის დირექტორის - გასაჩივრებული ბრძანებით.

შესაბამისი წარმოებისას, საჯარო სკოლამ და მისმა დისციპლინური დევნის ორგანომ - დისციპლინურმა კომიტეტმა იხელმძღვანელა „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N----- ბრძანების რეგულაციებით (შემდგომში - წესი). ამ დოკუმენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა არის (სხვა გარემოებებთან ერთად) მის მიერ „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა. მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს სამსახურიდან დათხოვნა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის დაკისრების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სადისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და სხვა. წესის მე-9 მუხლის თანახმად, დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, თუმცა არანაკლებ 3 წევრისა. წესის მე-12 მუხლის თანახმად, კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით. სასამართლო აღარ გააგრძელებს ამ რეგულაციათა ჩამონათვალს და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუჩენია რაიმე ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურების დარღვევის თვალსაზრისით, არსებითად ხელყოფდა მის უფლებას სამართლიან გარემოში დაეცვა თავი.

დისციპლინური კომიტეტის ოქმში მითითებულია, რომ დ------ ჩ----–-–---–მა დაარღვია შრომის შინაგანაწესის ცალკეული მოთხოვნები.

საქმეში წარმოდგენილია ს-------–--------------------------------–ის შრომის შინაგანაწესი (იხ. ს.ფ. 125-151) და ეს დოკუმენტი მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილია, შესაბამისად, მისი რეგულაციები სავალდებულოა მოსარჩელისათვის. შრომის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით დისციპლინური გადაცდომაა მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით, დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნას შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე „ა“ ქვეპუნქტი), ასევე მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის („დ“ ქვეპუნქტი). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნას მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის („გ“ პუნქტი) და მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მიხედვით, მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გათვალისწინებულია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება.

სასამართლო მოიშველიებს „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს: „მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას“. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ. კოდექსის მე-7 მუხლი კი ადგენს, რომ მასწავლებლის მიერ ამ კოდექსის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ მნიშვნელოვან ეროვნულ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“. ამ საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა (გასაგებია, რომ ამ რეგულაციის მიზანი ასევე უნდა ვეძებოთ მოსწავლეთა აღზრდის მეთოდების ახლებური ხედვების ჩამოყალიბებაში). აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, პირდაპირ ავალდებულებს მასწავლებელს, რომ მან უნდა დაიცვას ზემოაღნიშნული კოდექსის მოთხოვნები. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ჩამოთვლილი სამართლებრივი რეგულაციები, ცალსახად აძლევდა დისციპლინურ კომიტეტს უფლებამოსილებას, რომ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ასევე ცალსახად აძლევდა საჯარო სკოლის დირექტორს საშუალებას, რომ გაეზიარებინა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება და სადავოდ ქცეული - 2017 წლის 27 ოქტომბრის №------ ბრძანებით მიეღო გადაწყვეტილება დ------ ჩ----–-–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

საბოლოო ჯამში, სასამართლო ამართლებს დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენებას და მიიჩნევს მას კანონიერად. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ თეზას - „საკმარისად სერიოზული“ წინაპირობა. ექსპერტთა კომიტეტის მიერ განმარტებულ იქნა, რომ იმისათვის, რათა დასაქმებული სამსახურიდან დათხოვნა ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ასეთი დათხოვნის საფუძველი უნდა აღწევდეს სწორედ საკმარისად სერიოზულ დონეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სამართალურთიერთობის შეფასებისას, ის ძნელად თუ წარმოიდგენს სკოლის პედაგოგის სამსახურიდან დათხოვნისათვის უფრო მეტად „სერიოზულ“ საფუძველს, ვიდრე ეს არის წარმოჩენილი ამ საქმეში.

საბოლოოდ, პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს; იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დ------ ჩ----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე