გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
090210019002995295
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/57–19)0-0210019002995295

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე - ა-------–-------------–----–-------

წარმომადგენლები – ა-–----------–------------------–----------------------–--ე

მოპასუხე - შ-----------------’’

წარმომადგენელი - ზ-------–----–-----ი

დავის საგანი - პირგასამტელოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შ-----------------’’– სათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს თანხის –20-0-9,25 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა-------–-------------–----–-------- 20---–-–------------, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი და 2----–-–--------------- შ-------------------- და ა-------–-------------–----–------- შორის, გაფორმდა N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ს------–-------–- მდებარე ქ------------------------------–--- სამუშაოების შესრულებას. სამუშაოები ორ ეტაპად, უნდა შესრულებულიყო. 2----–--–ს შესასრულებელი სამუშაოს ვადა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან - 90 კალენდარული დღე - 2----–-–---------------ი. შ-------------------’ 2----–-–---------------ს მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გადაწევა ერთი თვით, 2----–-–---------------- განხორციელდა N-- ხელშეკრულებაში ცვლილება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოების მიწოდების ვადა გადაწეული იქნა 2----–-–-------------------. მეორე ეტაპის სამუშაოებისათვის – 2--- წელში გათვალისწინებული იქნა – 80 კალენდარული დღე.

 

2----–--–-------------- შ-------------------- და ა-------–-------------–----–------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებამ საფრთხე შეუქმნა მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებას. 20---–-–----------------- დასასრულებელი პირველი ეტაპის სამუშაოები შ-------------------’ – 8 – თვიანი ვადაგადაცილებით (-----–-–----------------- დაასრულა. 2----–-–------------------ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, დაიწყო მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც 20---–-–---------------- უნდა დაესრულებინა. შ--------------------’ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც კი, ვერ დაასრულა, ვადის გასვლის გამო, 2----–-–----------------- შეწყდა ხელშეკრულება. მეორე ეტაპის სამუშაოები შესრულებული იქნა ნაწილობრივ და მის ხარისხთან დაკავშირებით, მუ--–----–-------ა მიმართა სსიპ ლ----------------–--------------–--------------------------ს, შესრულებული სამუშაოების მოცულობითი და ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარებაზე, რადგან შ-------------------’ მეორე ეტაპის სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ, შეუსრულებლადაა დარჩენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილიც. 2----–-–------------- გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ სამუშაოები ზოგან შესრულებულია პროექტიდან გადახვევით და არადამაკმაყოფილებლად. ს----------–----------------------------–---------- რეკომენდაციას აძლევს მ----–----–------- შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოხდეს მას შემდეგ, რაც დასკვნაში აღნიშნული ხარვეზები გამოსწორდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა, შ-------------------’ მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება. საზედამხედველო ორგანო შ---------------------–----–------------------ ჯერ კიდევ 20---–-–--------------- თვეში აფრთხილებდა მ----–----–-------ა და შ-----------------’’, რომ მონიტორინგის დროს, გამოვლენილი იქნა დარღვევები, სამუშაოთა ორგანიზებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით, საზედამხედველო კომპანია მ----–----–------- ატყობინებდა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის ტემპის გათვალისწინებით, საფრთხე ექმნებოდა ნარჩენების ატანას უ----- ოთხის ტერიტორიაზე, ასევე იყო პერიოდი, როდესაც ობიექტზე სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მ----–----–-------- მე----- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა მოთხოვნა შ-------------------’ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე. ასევე, მოსთხოვა შ-----------------’’–ს ხ--––-------–----------------–-- 10.2---------- საფუძველზე, სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს – 20-0-9,25 ლარის გადახდა. თუმცა აღნიშნული თანხა შ-----------------’’ ა-------–-------------–----–-------სათვის არ აუნაზღაურებია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსარჩელის წარმომადგენლებმა მოთხოვნას მხარი დაუჭირეს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რაც სარჩელშია მითითებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ-------------------, წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება არ არის გამოწვეული მიმწოდებლის შ---------------------- ბრალეული ქმედების შედეგად და არ დგინდება შ-------------------’ მხრიდან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გარემოება, იგი უნდა გათავისუფლდეს მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდისაგან. ასევე, შ------------------’ უკვე გადახდილი აქვს აღნიშნული საჯარიმო თანხა ურთიერთგაქვითვის გზით და სხვა რაიმე ჯარიმის დაკისრება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ს----------–----------------------------–---------------–---- ა-------–-------------–----–------- გამოეყო ფინანსური სახსრები ს------–-------–-, ყოფილი ს------------------------- ტერიტორიაზე არსებული მავნე ნ-----------------------–--- სამუშაოების განხორციელების მიზნით, მ----–----–-------- ინტერესს წარმოადგენდა იმ მრავალწლიანი პრობლემის დროული მოგვარება, რომელსაც ს------------------------- ნარჩენები ქმნიდა. 2----–-–-------------------–----------–------------–----------------------–-–--------------- შ-------------------- და ა-------–-------------–----–------- შორის, გაფორმდა N-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ქ------------------------------–--- სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო – 2----–-–---------------ს. მიმწოდებელმა 2----–-–---------------ს, N--- წერილით მოითხოვა, ხელშეკრულების ვადის გადაწევა ერთი თვით. 2----–-–---------------- განხორციელდა N-- ხელშეკრულებაში ცვლილება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა გადაწეული იქნა – 2----–-–-------------------. 2----–-–----------------------------–---------–-------- დადგენილებით, გაუქმდა თ--------------–----------------–-------------–---–------ი და ხელშეკრულების მხარე გახდა ახლადშექმნილი მ----–----–--------------–-–------------–- განხორციელდა მ-------–--–--–-----------––-------–---- ღირებულება განისაზღვრა – 74997,58 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება N--

- ცვლილება N1 08/11/2017

- ცვლილება N2 25/04/2---

- შ-------------------’ წერილი (1----.2----–--------------

- საქართველოს გ-------------------------------------------–------------------------- (0-.0-.2017წ. N623)

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილი.

- მხარეთა განმარტებები

 

6.2.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა რვათვიანი ვადაგადაცილებით – 20---–-–----------------. სამუშაოების ს----––-------–---------------–----–---------------------–----- ხოლო ს----–--------–-------–-----–-----------------------–-------------–----------------–----------------------–---------------- ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--- წლის 1------------ პირველი ეტაპის მიღება – ჩაბარების აქტი

–წერილი ჯარიმის თაობაზე

 

6.2.4. დადგენილია, რომ 20---–-–------------ემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შ-------------------’ დაიწყო მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც 20---–-–---------------- უნდა დაესრულებინა. შ-------------------’ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც( 2----–-–--------------------) კი, ვერ დაასრულა. მეორე ეტაპის სამუშაოებიდან, შესრულებულად ჩაითვალა – 22437,57 ლარის შესრულება და პირგასამტეხლომ შეადგინა – 54065,12 ლარი. 2----–-–----------------- ვადის გასვლის გამო, შეწყდა ხელშეკრულება და შეუსრულებელი დარჩა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც, ა-------–-------------–----–-------- – 2----–-–------------–- გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2--- წლის 1------------ შეთანხმება

– აქტი 2----–--–------------

–ტექნიკური დავალება

–ზ------------–----- სამსახურის წერილი პირგასამტეხლოს შესახებ N4---

–2--- წლის 2---------------–---------------------–-----–---------------–-----–-“ გეგმა გრაფიკის დარღვევაზე

–მ------ 2--- წლის 2--------------------- წერილი სამუშაოების შესრულების გეგმის დარღვევაზე

–მ------ 2--- წლის 3----------ის წერილი სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევაზე

–მ------ 2--- წლის 0- ნოემბრის N7--- წერილი სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევაზე

–მ------ 2--- წლის 24 დეკემბრის N9--- წერილი შ---------------------–-----–----------------- სამუშაოების წარმოების დაბალ ტემპთან დაკავშირებით, 24/12/2---

–მეორე ეტაპის სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი

 

6.2.5. დადგენილია, რომ ს-----------–--- სამუშაოების მიმდინარეობაზე, ზედამხედველობას აწარმოებდა შ----------------------–----–-----------------, რომელიც ჯერ კიდევ, 20---–-–--------------- თვეში, აფრთხილებდა მ----–----–-------ა და შ------------------’, რომ მონიტორინგის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ, სამუშაოთა ორგანიზებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით, საზედამხედველო კომპანია მ----–----–------- ატყობინებდა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის ტემპის გათვალისწინებით, საფრთხე ექმნებოდა ნარჩენების ატანას უ----- ოთხის ტერიტორიაზე. ასევე, 2--- წლის 2-----------–ის (------------ წერილში საზედამხედველო უწყება კვლავ მიუთითებდა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების და შ-----------------–--------- მიერ, რომელიც წარადგენს საპროექტო ორგანიზაციას, მითითებული პრევენციული ღონისძიებების გატარება არ ხდებოდა, მეტიც, 2----–-–---------------------------–-–---------------–------ ობიექტზე სამუშაოები საერთოდ არ ხორციელდებოდა, ასევე, 2--- წლის 1----------–----- – 2-----------–-----, შეჩერებული იყო ნარჩენი მასალის სარკოფაგში ატანის სამუშაოები და მხოლოდ მაშინ განახლდა, როდესაც მ----–----–-------- მე----- ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შეწყვეტის საკითხის განმხილველმა კომისიამ შ------------------’ მოსთხოვა დოკუმენტაციის წარდგენა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შ-----------------’’ შეძლებდა სამუშაოების გაგრძელებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–შ---------------------–-----–-----------------–-----–- (22.1--2017წ. Nზედ 01/26)

–შ---------------------–-----–-----------------–-----–- (27.02.2---წ. Nზედ 01/31 რეგ. N1378)

–ამბროლაურის მინიციპალიტეტის მ------ 2017 წლის 04 დეკემბრის N34 წერილი

–ა-------–-------------–----–-------ს მ------ 2017 წლის 04 დეკემბრის N 35 წერილი

–ა-------–-------------–----–-------ს მეირიის2017 წლის 04 დეკემბრის N31 წერილი

–ა-------–-------------–----–-------ს მ------ 2017 წლის 08 დეკემბრის N103 წერილი

–2--- წლის 21 მარტის N758 ბრძანება შეწყვეტის პროცედურის დაწყება

–შ-------------------’ 2--- წლის 21 მარტის N1927 წერილი სამუშაოების გაგრძელებაზე კომისიის მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენაზე

–2--- წლის 2---------- კომისიის ოქმი

–2--- წლის 2-------------- წერილი შ----------------------–-----–-----------------------------------–---------) ჯარიმის თაობაზე

–მ------ 2--- წლის 2-----------–-------- წერილი ზ------------–----- სამსახურს ს-----------–--- სამუშაოების გაგრძელების თაობაზე

–შ-------------------’2017 წლის 2------მბრის N4- წერილი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის კორექტირებაზე

6.2.6 დადგენილია, რომ შ-------------------’ 2--- წლის 1-----–--- მიმართა ა-------–-------------–----–-------, პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების თაობაზე, მაგრამ ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზების გამო, სამუშაოების ჩაბარება არ მომხდარა. სამუშაო დასრულებული იქნა 20---–-–----------------. შ-------------------’ სამუშაოები აწარმოა ვადაგადაცილებით, სწორედ, სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო, იქნა დადგენილი პირგასამტეხლო. ხ--––-------–----------------–-- 10.2 პუნქტით შეუსრულებელი სამუშაოების 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მ----–----–------- ითხოვდა ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში შესრულებას, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება შ-------------------’ არ შეასრულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–2--- წლის 06 აგვისტოს შ---------------------–-----–----------------- დასკვნა

––--------------------ს N5--- წერილი სამუშაოს დასრულებაზე

–მ------ 2--- წლის 16 ივლისის N 4--- წერილი შ------------------’ სამუშაოების ჩაუბარებლობაზე

–2--- წლის 1------------ მიღება-ჩაბარების აქტი

–2--- წლის 10 აგვისტოს დაზუსტებული დასკვნა შ----------------------–-----–----------------

 

6.2.7 მეორე სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის დადგენის მიზნით, ლ----------------–-- ე------------------------–-----------------–-–-----------------------------------თ დადგენილია, რომ შ-------------------’ არაჯეროვნად შეასრულა 2017 წლის 0- აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები. დასკვნაში მითითებულია, რომ სამუშაოები ზოგან შესრულებულია პროექტიდან გადახვევით და არადამაკმაყოფილებლად. ს----------–----------------------------–---------- რეკომენდაციას აძლევს მ----–----–------- შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნდა მოხდეს მას შემდეგ, როცა დასკვნაში აღნიშნული ხარვეზები გამოსწორდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ლ----------------–-- ს----–-----------------–-----------------------------–-----------ს დასკვნა

 

6.2.8 ს---------–-–------–----------------------ს მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შ------------------- გაფრთხილებული მიმწოდებლების სიაში დარეგისტრირდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სააგენტოს განკარგულება

6.2.9 დადგენილია, რომ ა-------–-------------–----–-------ს მ------ მხრიდან, არაერთხელ ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შ-------------------’ დირექტორს და ეთხოვა თანხის გადახდა, მაგრამ მ----–----–-------- მოთხოვნის მიუხედავად, მას თანხის გადახდა არ მოუხდენია. 2--- წლის 13 მაისს, შ-------------------’ სარჩელით მიმართა, ა-------–------------------–---------თლოს და მოითხოვა 2----–-–--------------- გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოების ვადის დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება, ა-------–------------------–-------------–---------–-–----------------------–-------–-----------------------), შ-------------------’ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირგასამტეხლოს სახით – 80000 ლარის გადახდა დაეკისრა მ----–----–-------- სასარგებლოდ, გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით და ქ----------------–-–---------------–----------–-–-------------- განჩინებით, აპელანტის მიერ საქმის მასალების გამოხმობის გამო, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–წერილი თანხის გადახდის მოთხოვნაზე

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 9. სამართლებრივი შეფასება

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ.

 

9.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

9.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით, მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს, შესასრულებელი სამუშაოს დროზე მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-------–-------------–----–-------- 20---–-–------------ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი და 2----–-–---------------, შ-------------------- და ა-------–-------------–----–------- შორის, გაფორმდა N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ს------–-------–- მდებარე ქ------------------------------–--- სამუშაოების შესრულებას. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა შესრულებულიყო. 2----–--–ს შესასრულებელი სამუშაოს ვადა განსაზღვრული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან – 90 კალენდარული დღე - 2----–-–---------------ი. შ--------------------’ 2----–-–---------------ს მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გადაწევა ერთი თვით და 2----–-–---------------- განხორციელდა N-- ხელშეკრულებაში ცვლილება, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოების მიწოდების ვადა გადაწეული იქნა – 2----–-–-------------------, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოებისათვის – 2--- წელში გათვალისწინებული იქნა – 80 კალენდარული დღე.

 

2----–--–--------------, შ------------------ და ა-------–-------------–----–------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებამ, საფრთხე შეუქმნა მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებას. შ-------------------’ 20---–-–----------------- დასასრულებელი პირველი ეტაპის სამუშაოები, დაასრულა რვათვიანი ვადაგადაცილებით – 20---–-–----------------. 2----–-–------------------ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, დაიწყო მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულებულიყო – 20---–-–----------------, თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც კი, ვერ დაასრულა. 2----–-–-----------------, ვადის გასვლის გამო, შეწყდა ხელშეკრულება. მეორე ეტაპის სამუშაოები შესრულებული იქნა ნაწილობრივ და მის ხარისხთან დაკავშირებით, მუ--–----–-------ა მიმართა სსიპ ლ----------------–--------------–--------------------------ს, შესრულებული სამუშაოების მოცულობითი და ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარებაზე. 2----–-–------------- გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ სამუშაოები ზოგან შესრულებულია პროექტიდან გადახვევით და არადამაკმაყოფილებლად. ს----------–----------------------------–------------- რეკომენდაცია მისცა მ----–----–-------, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც გამოსწორდებოდა დასკვნაში მითითებული ხარვეზები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ყოველივე აღმიშნულიდან გამომდინარე სახეზეა, შ-----------------ს’ მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევაში, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად დატოვებაში. 20---–-–----------------- ხელშეკრულების მეათე მუხლის 10.3---------- შესაბამისად, სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შ-----------------’’ დაეკისრა ჯარიმა შეუსრულებლად დარჩენილი – 0,5% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და პირგასამტეხლომ მთლიანად შეადგინა – 20-0-9,25 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში, ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად, არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით, არ არის გამოწვეული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად, პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია – განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი, ამ დარღევევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის, იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით, გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე, უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის, ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხვა ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან, პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს, საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2---წ., 15 თებერვალი 2--- წელი).

 

ს----------–--------------------------–---------–-–-----------------------–-------–---–------------------------------------------–----–----------------------–---–-------------------------–--- ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ, ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით, (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. (სუ-----------------------------------------–--–--------------------------------------–--------–--–-------------------------------------------–--–---

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 2– ჯერ. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო 20-0-9,25 ლარის ოდენობით, შემცირდეს 2–ჯერ და უნდა განისაზღვროს 104549.62 ლარის ოდენობით.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც, იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც, მოპასუხე შ-----------------,, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 3136.49 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------–-------------–----–-------ს მ------ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1.შ------------------’ ა-------–-------------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 104549.62 (ასოთხი ათას ხუთასორმოცდაცხრა ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარის ოდენობით

2.მოპასუხე შ------------------’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3136.49 (სამი ათას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე