განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2019
საქმის ნომერი
820100119002974222
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ა
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002974222

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/100-2019 წ.

 

21 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი ტ-----------------ე

 

ბრალდებული - მ---–------------ე (დაბადებული 2--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: ს-–----–--, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ძ---–-----ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი ან მეტი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კ--------ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძ---–-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილების, მ--------------ის (დაბ: 1---------), ნ------------ის (დაბ: 2---------) და ა------------ის (დაბ: 2---------) თანდასწრებით, მ---–------------ე, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ ხელების სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის ი------------ის მიმართ. 2016 წლის 14 დეკემბრის შემდეგ, მ---–------------ის მიერ, ი------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განმეორდა 2017 წლის 27 იანვარს, 2017 წლის 14 მაისს, 2017 წლის 16 ნოემბერს, 2019 წლის 20 იანვარს და 2019 წლის 2 თებერვალს, კერძოდ: 2016 წლის 14 დეკემბერს, მ---–------------ემ, თავისი ოჯახის წევრი - მეუღლე ი------------ე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, წააქცია და რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა იატაკზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2017 წლის 27 იანვარს, მ---–------------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი------------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 14 მაისს, მ---–------------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი------------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახეში მუშტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 16 ნოემბერს, მ---–------------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი------------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელის დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯამრთელობის მოშლის გარეშე. 2019 წლის 20 იანვარს, მ---–------------ემ, შვილის ნ------------ის ძალადობისაგან დაცვის მიზნით გასაშველებლად მისულ თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი------------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 2 თებერვალს, მ---–------------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი------------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2016 წლის დეკემბრის თვიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კ--------ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძ---–-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ---–------------ე, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების, მ--------------ის (დაბ: 1---------), ნ------------ის (დაბ: 2---------) და ა------------ის (დაბ: 2---------) თანდასწრებით, ლანძღვა-გინებით, დამცინავი, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს ი------------ეს და ასევე არასრულწლოვან შვილებს მ--------------ეს და ნ------------ეს, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კ--------ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძ---–-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ---–------------ე, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების, მ--------------ის (დაბ: 1---------) და ა------------ის (დაბ: 2---------) თანდასწრებით, თავის ოჯახის წევრს - არასრულწლოვან შვილს ნ------------ეს (დაბ: 2---------), სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ასევე, შვილის ნ------------ის ძალადობისაგან დაცვის მიზნით გასაშველებლად მისულ თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი------------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ძალადობრივ ქმედებას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი ან მეტი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 1999 წლიდან იმყოფება ქორწინებაში მ---–------------ესთან და ჰყავთ სამი შვილი. ბოლო ხუთი წელია მასს და მის მეუღლეს შორის დაიწყო ცუდი ურთიერთობა და მისი მეუღლე ტყუილად, უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, კერძოდ 2016 წლის 14 დეკემბერს ეჩხუბა და აივანზე ასფალტზე არტყმევინა თავი, რამაც ტკივილი გამოიწვია, რის შემდეგაც თვითონ მ---–------------ემ დარეკა 112-ში და უთხრა, რომ ცოლი ცემა, გალახა და უშველეთო. 2017 წელს 27 იანვარს ისევ ეჩხუბა, დაუწყო დარტყმა გაშლილი ხელით თავის და გულის არეში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი. სულ იტანჯებოდა, ლანძღავდა, აგინებდა ყოველთვის. 2017 წლის 14 მაისს სამზარეულოში გალახა, მაშინაც ტკივილი და სულიერი ტანჯვა განიცადა. ამ ყველაფერს მისი სამივე შვილი ყოველთვის ესწრებოდა. 2017 წლის 16 ნოემბერს გალახა და გალანძღა უწმაწური სიტყვებით. 2019 წლის 20 იანვარს მათ შვილს ნ------------ეს ეჩხუბა და გალახა, რის გამოც გადაეფარა და მაშინაც მოხვდა ერთი-ორი მუშტი და ძლიერი ტკივილი განიცადა. 2019 წლის 3 თებერვალს მისმა შვილებმა ნ---------------მ იჩხუბეს, რა დროსაც ისევ მოხვდა მისი გაშლილი ხელი გულის და თავის არეში, ამავე დროს მ---–------------ემ აიღო რკინის ჯოხი და ის უნდა ჩაერტყა, მაგრამ მეზობელმა ო----------------ემ გადააგდებინა და გადაარჩინა. ამის გამო მის შვილს ნ----ს ძალიან შეეშინდა და დარეკა 112-ზე. სულიერ ტკივილს და შეურაცხყოფას განიცდიან ისიც და ბავშვებიც, ყველას აგინებდა, ბავშვებსაც ლანძღავდა, არ აინტერესებდა ბავშვების სწავლა-განათლება, აძულებდა პატარა გოგოს მის თავს, ეუბნებოდა ცუდი ქალიაო. ბავშვებიც განიცდიან სულიერ ტანჯვას. ბავშვებსაც და მასაც სცემდა ხშირად, ღამე ეშინოდათ დაძინება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არასრულწლოვანმა ნ------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რაც ახსოვს ბავშვობიდან ყოველთვის იყო ჩხუბი მათ ოჯახში. რაც მამას არ მოსწონდა თუ რამეს ეტყოდნენ უყვიროდა და ცემდა. ბოლოს 20 იანვარი იყო, რომ მამა გაუბრაზდა ტელევიზორში სერიალის ყურების გამო. მასთან მივიდა და რამდენჯერმე დაარტყა, სანამ დედა მივიდა და გადაეფარა, მერე დედას დაარტყა. რომ ვეღარ მიწვდა აფურთხებდა და ფეხი, რომ დაიბანა ის ბინძური წყალი გადაასხა. იმ დღის მერე არ ელაპარაკებოდა და ცდილობდა მისგან თავი შორის დაეჭირა, მაგრამ სადაც წავიდოდნენ იქ მიყვებოდა, ლანძღავდა და ცემდა. 25 იანვარს, საღამოს 8 საათი იყო მის ძმას დასძინებოდა ტელევიზორის ყურებისას, მამასაც ეძინა, როდის წამოდგა ვერ შენიშნა და დაიწყო ყვირილი მისი მისამართით. შემდეგ მივიდა და ძმას დაუწყო ცემა, რადგან მას ვერაფერი უთხრა, რომ არ ელაპარაკებოდა და მძინარე ბავშვი ცემით შეიყვანა ოთახში, თვითონაც გაერიდა, რომ რამე არ ეთქვა, რადგან დედა არ იყო და ვერ დაიცავდა. რიცხვი არ ახსოვს მის ძმას ასწავლიდა დედა და დედამ უთხრა წკეპლა მოეტანა, რაზეც მისმა ძმამ დაიწყო კივილი, ამ დროს მამამისი მუშაობდა ეზოში და ამაზე გაბრაზდა, დედასაც დაუწყო გინება არ ხარ კარგი დედაო, იქ იყო მეზობელი ო----------------ე, ამ დროს აიღო რკინის ჯოხი და უნდოდა დაერტყა დედისთვის, თვითონ დედას გადაეფარა, მეზობელმა გამოართვა და მეორე აიღო უცებ, მოიქნია, მაგრამ ასცდა. ამდენის მოთმენა, რომ არ შეეძლო და ვეღარ უძლებდა და დარეკა პოლიციაში. მალევე მივიდნენ, ამაზეც გაბრაზდა რატომ დარეკეო. ყოველთვის ჩხუბობდა უმიზეზოდ, ტელევიზორს ყურებისას ჩაეძინებოდა და რომ გაეღვიძებოდა ისევ ყვიროდა და ჩხუბობდა რაზე ვერ მიხვდებოდი, მასაც ვერ იტანდა, ამბობდა ჩემი შვილები არ ხართ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა თქვენ ხართო, სულ ასე ელაპარაკებოდა, მამის სითბო რაა არ იციან. ეს ყველაფერი დიდი ხანი გრძელდებოდა, რაც ახსოვს ბავშვობიდან, ყოველდღიური ჩხუბი იყო, ილანძღებოდა ყველას მისამართით, მერე ცემდა მათაც და დედასაც. აივანზე, რომ თავი არტყმევინა თვითონ და მისი ძმა იყვნენ სახლში, მასაც მოუქნია და კარებზე მიარტყა ხელი. ყველაფერი ხდებოდა მათი თანდასწრებით. მის დას ეუბნებოდა სულელი ხარ, შენგან არაფერი გამოვაო. თუ რამე მოტივაცია ჰქონდათ ცდილობდა ჩაეხშო, სკოლაშიც არ უნდა იაროთო, თუ რამე წარმატება ჰქონდათ სიგელები ეგ არაფერს ნიშნავს ტუალეტში წავიღებო. ეს ყველაფერი გრძელდება სისტემატიურად ბოლო 5-6 წელია, მანამდეც ჩხუბობდა და ყვიროდა, მაგრამ ყოველდღიური არ იყო, ეს ბოლო წლებია ყოველდღიურად ასეა. ჩხუბს უმიზეზოდ იწყებდა. იყო შემთხვევა პური მოზილა და რაღაც ნამცეცი იყო და ამაზე გაბრაზდა და გალახა. ტელევიზორს, რომ უყურებდა და სცემა სახლში იყო დედა და ა---- და ძლიერი ტკივილი იგრძნო, გალურჯებულიც ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არასრულწლოვანმა მ--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბოლო სამი წელია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, ელემენტარულ რამეზეც ღიზიანდებოდა. პირველად 2016 წელს პოლიციაში თვითონ დარეკა ცოლს ვკლავ და უშველეთო. ბოლო შემთხვევის დროს მისმა დამ დარეკა, თვითონ სახლში არ იყო, რკინა უნდოდა დედისთვის დაერტყა. ღამითაც შესულა დედასთან და ხმაურზე, რომ გავიდოდნენ და დედას გადაეფარებოდნენ მათაც ხვდებოდათ მისი ხელი. სწავლაზეც უშლიდა, სკოლაში სიარულის ღირსიც არა ხართო. 2016 წელს დედას სახლის დალაგება უნდოდა და წადი თუ მასე შეგიძლია ნაკვეთში იმუშავეო და ცემაზე გადავიდა, ხელი დაარტყა სახეში და გულმკერდის არეში, მერე თარიღი არ ახსოვს აივანზე სცემა და სახლიდან წავიდნენ რამდენიმე დღით დედის სოფელში. მისი ძმა ა----ც ესწრებოდა ხოლმე, ერთხელ ღამითაც სცემა ა----, რადგან დივანზე ჩაეძინა და ვერ დაინახეს, ამ დროს მის დას არ ელაპარაკებოდა და ა----ს დაუწყო ცემა, მის დას, რომ ვერაფერი უთხრა. მის დასაც სწავლის გამოც ეჩხუბებოდა თქვენს სიგელებს ტუალეტში ჩავყრი, მხოლოდ იქ გამოდგებაო, დედათქვენს რატომ იცავთ, ის არ არის კარგი ქალი, ცუდ გზას ადგას, არ ვიცი სად დადის, სად მუშაობსო და ნ----მ, რომ დაიცვა დედა და გადაეფარა ნ----საც მოხვდა. მასაც და ნ----საც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თარიღები კონკრეტულად არ ახსოვს, მაგრამ ერთხელ დედას ტელეფონით ვერ დაუკავშირდა, რადგან დედა მუშაობდა და ვერ დაელაპარაკა, რომ იცოდა მისი ჩხუბის ამბავი და არ მოესმინათ მის თანამშრომლებს, ამიტომ ეჩხუბა და სცემა დედა, რომ მისი საბუთები მიიტანა პოლიციაში, რომ არ დაეპატიმრებინათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-----–--------------მ განმარტა, რომ - ი------------ე მისი ბიძაშვილია. 2016 წლის დეკემბერში დილით მათთან დარეკა ი------------ემ, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და ითხოვდა დახმარებას. ადგილზე, რომ ავიდნენ იყო კამათი და მ---–----- ამბობდა, რომ დაარტყა, იქაც გაგრძელდა მათ შორის კინკლაობა. ბავშვები იყვნენ შეშინებული და ნამტირალევი. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ განმეორდა ანალოგიური სიტუაცია, 2017 წლის ნოემბერში. ადგილზე, რომ მივიდნენ ანალოგიური სიტუაცია დახვდა, იყვნენ ნაჩხუბრები, ბავშვებიც სახლში იყვნენ ტიროდნენ და ამბობდნენ დედას ურტყამს და გვეშინია აღარ გვინდა გაჩერებაო. ამის შემდეგ კიდევ განმეორდა რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა.

 

ანალოგიურად განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი------------ის ძმამ დ-------------------მ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის დ------------------ის 2017 წლის 27 ოქტომბრის და 2017 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი, რაც მან დაადასტურა. გამოკითხვის ოქმების მიხედვით 2016 წლის დეკემბრის თვეში ბიძამისს ა--------------------- მობილურზე დაურეკა მისმა დამ ი------------ემ და გაირკვა, რომ უთანხმოება ჰქონდა მის მეუღლესთან. ბიძაშვილთან ა-----–--------------სთან ერთად ავიდნენ მისი დის ოჯახში, სადაც სახლში დახვდა მისი და ი------------ე და დისშვილები, ასევე სახლში იყო მ---–------------ე. მისი დისგან ცნობილი გახდა, რომ შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც მ---–------------ემ ხელი ჰკრა და წააქცია, ამ საუბარში მათ, ისვე დაიწყეს კამათი, რის შემდეგაც მისი და და დისშვილები წამოიყვანა თავის სახლში, ხოლო ორი კვირის შემდეგ ისევ დააბრუნა მათ სახლში. აღნიშნულის შემდეგ მისი დისგან შეიტყო, რომ 2017 წლის მაისის თვეში ისევ ჰქონია მის მეუღლესთან კონფლიქტურ სიტუაცია, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. 2017 წლის 16 ნოემბერს დილით დაახლოებით 08:00 საათზე დაურეკა ჩემს დას ი------------ეს, რა დროსაც ტელეფონიდან გავიგონე ჩხუბის ხმა, ი------------ე ტიროდა და უთხრა, რომ მ---–----მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბიძაშვილთან ა-----–--------------სთან და სოფლის გამგებელ თ-----------------ესთან ერთად მივიდნენ მ---–------------ესთან სახლში, სადაც ი---- და მისი შვილები დახვდნენ ნამტირალევი. ბავშვების თქმით მ---–------------ემ ი------------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ---–------------ის ნათესავმა რ-------------ე განმარტა, რომ 2019 წლის 2 თებერვალს იმყოფებოდა მ---–------------ესთან სამუშაოდ. საღამოს მ---–------------ემ და მისმა მეუღლემ დაიწყეს ერთმანეთთან კამათი და მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა ბავშვებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის რ-------------ის 2019 წლის 3 თებერვლის გამოკითხვის ოქმი, რაც რ-------------ემ დაადასტურა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით მ---–------------ის ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ იცის მთელმა სოფელმა. 2019 წლის 02 თებერვალს ეხმარებოდა მ---–------------ეს ჭიშკრის შეკეთებაში. საღამოს საათებში ბავშვებმა ნ---------------მ ერთმანეთში იჩხუბეს, რასაც მოჰყვა მ---–------------ეს და მის მეუღლეს ი------------ეს შორის შელაპარაკება, რა დროსაც მ---–-----მ დედის მისამართით შეაგინა ი----ს. მას არასდროს დაუნახავს, რომ მ---–-----ს ი----სთვის მიეყენებინოს, ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ---–------------ის მეზობელმა ო----------------ემ განმარტა, რომ ამა წლის 2 თებერვალს ეხმარებოდა მ---–------------ეს. შუადღით მ---–------------ის პატარა შვილთან დაკავშირებით ერთმანეთში შეკამათდნენ მ---–------------ე და მისი მეუღლე, რა დროსაც იყო უცენზურო სიტყვებით მიმართვები, ასევე მ---–------------ეს ეჭირა რკინის ნაჭერი, რაც გამოართვა, რადგან დაძაბული სიტუაცია იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ძ---–-----ში თ-----------------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს დაურეკა უბნის რწმუნებულმა რ------–------მ, რომ მ---–------------ეს და ი------------ეს შორის იყო ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც დახვდა გზაზე და ერთად წავიდნენ მ---–------------ის სახლისკენ, თუმცა გზად შეხვდათ მ---–------------ის ცოლის ძმა, ბიძაშვილი, ი------------ე და მისი ბავშვები, რა დროსაც ი------------ე მოუყვა მას თუ რა მოხდა, რომ იყო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის თ-----------------ის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი ნაწილობრივ, რაც მან დაადასტურა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2016 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში ტელეფონზე დაუკავშირდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ------–------ და სთხოვა გაყოლოდა მ---–------------ის საცხოვრებელ სახლში, რადგან მათ ქონდათ ოჯახური უთანხმოება და ხელვაჩაურის პოლიციაში შესული იყო შეტყობინება. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად წავიდა მ---–------------ის სახლისკენ, რა დროსაც გზაში შეხვდათ ა/მანქანა, რომელშიც ისხდნენ ი------------ე, მისი შვილები და უცნობი მამაკაცები. მის კითხვაზე ი------------ემ უპასუხა, რომ მ---–-----მ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფაო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ------–------მ აღნიშნა, რომ - 2017 წლის დეკემბერში ორჯერ და შემდეგ მაისში მიღებული იქნა შეტყობინებები და გასულები იყვნენ ადგილზე. შეტყობინება იყო შემოსული ასევე თვითონ მ---–------------ისგანაც ოჯახური ძალადობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხა მ---–------------ე და მისი მეუღლე და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მ---–------------ე განმარტავდა, რომ ნერვებს ვერ თოკავდა და მეუღლე სცემა. 2018 წლის თებერვალში მის მიერ გამოკითხული იქნა ი------------ე, რა დროსაც მან განაცხადა რეაგირება არ მიეცათ საქმისთვის, კატეგორიულად მოითხოვდა არ გამოეკითხათ მ---–------------ე, რადგან ამას შესაძლოა გამოეწვია ოჯახში კონფლიქტი და ჰქონდა შიში.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, შეტყობინებები, შემაკავებელი ორდერის ოქმები და შემაკავებელი ორდერები, 15---------–-–----------------- წლის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, ქორწინების აქტის ჩანაწერი, დაბადების აქტების ჩანაწერები, დაკავების ოქმი, 112-დან გამოთხოვილი აუდიოფაილები CD-R დისკზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თ------------------მ, ზ-----–-----–---მ, კ----------------მ, ე--------------მ, რ-----------------–---მ და ბ-----------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ------------------მ და ქ------------------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ღ----------------–---–მა და მ-----------------–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და აღნიშნეს, რომ შესაძლებელია ფიზიკური ზემოქმედების დროს კვალი არ დარჩეს და დაზიანება არ აღენიშნებოდეს.

 

დაცვის მხარემ აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ ბრალდებული მ---–------------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი მეუღლე პროვოკაციებს უწყობდა და თვითონაც პასუხს სცემდა, რადგან მეუღლე უძახდა მათხოვარს. მათ შორის ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ მის ავადმყოფ ძმას აძლევდა ამჟავებულ და ერთი კვირის საჭმელს. მას მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მის მეუღლეს და მას შორის იყო კამათი, მაგრამ ფიზიკური ჩხუბი არ ჰქონიათ, მათი შვილები არ ესწრებოდნენ, მის შვილთან ნ------------ესთან კონფლიქტი არ ქონია, არ უყვირია მისთვის და არ დაურტყამს.

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული მ---–------------ე და დაზარალებული ი------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები არიან და მათი შვილები არიან მ--------------ე (დაბ: 1---------), ნ------------ე (დაბ: 2---------) და ა------------ე (დაბ: 2---------), შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მ---–------------ემ ოჯახის წევრების არასრულწლოვანი შვილების მ-----მ, ნ---- და ა------------ეების თანდასწრებით, ოჯახის წევრის, მეუღლის ი------------ის მიმართ, განახორციელა სისტემატური ცემა და ძალადობა, რამაც ი------------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ოჯახის წევრების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების მ-----მ, ნ---- და ა------------ეების თანდასწრებით, არასრულწლოვნი შვილების მ-----მ და ნ------------ეების და მეუღლის ი------------ის მიმართ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ი----, მ-----მ და ნ------------ეების ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ოჯახის წევრების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების მ-----მ, ნ---- და ა------------ეების თანდასწრებით, არასრულწლოვნი შვილის ნ------------ის და მეუღლის ი------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ი------------ის და ნ------------ის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა მ---–------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - არასრულწლოვანი შვილების მ-----მ, ნ---- და ა------------ეების თანდასწრებით, ოჯახის წევრის, მეუღლის ი------------ის სისტემატური ცემით და ძალადობით, რამაც ი------------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა მ---–------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების მ-----მ, ნ---- და ა------------ეების თანდასწრებით, არასრულწლოვნი შვილების მ-----მ და ნ------------ეების და მეუღლის ი------------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით და დამცირებით, რამაც გამოიწვია ი----, მ-----მ და ნ------------ეების ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

ბრალდებულმა მ---–------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების მ-----მ, ნ---- და ა------------ეების თანდასწრებით, არასრულწლოვნი შვილის ნ------------ის და მეუღლის ი------------ის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ი------------ის და ნ------------ის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან სისტემატურად ჰქონდა ადგილი დაზარალებულის და მათ შორის არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მნიშვნელოვანია, რომ მისი ასეთი ქმედებები და შემდგომში მასთან დაკავშირებული სტრესი განსაკუთრებით უარყოფითად და მტკივნეულად აისახება არასრულწლოვანის ფსიქიკაზე და ხანგრძლივ უარყოფით ემოციურ უსიამოვნებებს იწვევს, აღნიშნული ქმედება თავის მხრივ აზიანებს არასრულწლოვანის ნორმალურ გონებრივ განვითარებას, რის გამოც ასეთი ტრამვა შესაძლოა მსხვერპლს და მის ოჯახს მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე დაღად დააჩნდეს, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად რამდენჯერმე განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებებისა, როგორიცაა არაერთხელ შემაკავებელი ორდერის გამოცემა -ბრალდებულის მხრიდან გრძელდებოდა მისი ოჯახის წევრების მიმართ სისტემატიურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორც მეუღლის, ასევე არასრულწლოვანი შვილების მიმართ, რაც მიუთითებს ბრალდებულის საზოგადოებრივ საშიშროებაზე და ნების სიმტკიცის დაბალ ხარისხზე. სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა. მ---–------------ე არაა ნასამართლევი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებები ბრალდებულების წარსულიდან არ არსებობს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრალდებულის საზოგადოებისგან იზოლაცია და ჩადენილი ქმედებების პროპორციულად მის მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. მით უფრო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (ბრალდებული არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას და დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას).

 

მ---–------------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელთა შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცებად წარმოდგენილი 112-დან გამოთხოვილი აუდიოფაილები CD-R დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ---–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მ---–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

მ---–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ მ---–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მ---–------------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 03 თებერვლიდან.

 

ნივთმტკიცებად წარმოდგენილი 112-დან გამოთხოვილი აუდიოფაილები CD-R დისკზე, შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი