გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210019002838197
N2/81-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.08.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე- სს ,,თი---------ი",მოსარჩელის წარმომადგენელი- ია------–--აძე,მოპასუხე- გო---–---იძე
მოპასუხე -ირ------–---აძე
დავის საგანი:თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს გო---–---იძეს და ირ------–---აძეს სოლიდარულად სს თი---------ის სასარგებლოდ ----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე-42683.5- ლარი, საიდანაც სესხის ძირი არის-37112.45 ლარი, პროცენტი-4480.27 ლარი და პირგასამტეხლო-1090.80 ლარი.
1.2. მოპასუხეებს-გო---–---იძეს და ირ------–---აძეს სოლიდარულად დაეკისროთ N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი-7328.04 ლარის გადახდა სს თი---------ის სასარგებლოდ.
1.3. დაეკისროს გო---–---იძეს და ირ------–---აძეს სოლიდარულად სს თი---------ის სასარგებლოდ ----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1 %-ი (ყოველდღიურად 41.59 ლარი) ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
1.4. დაეკისროს გო---–---იძეს სს თი---------ის სასარგებლოდ -N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე-4759.06 ლარი, საიდანაც სესხის ძირი არის-4000 ლარი, პროცენტი-659.50 ლარი და პირგასამტეხლო-99.56 ლარი.
1.5. მოპასუხე-გო---–---იძეს დაეკისროს N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი-1104.60 ლარის გადახდა სს თბისი ბანკის სასარგებლოდ.
1.6. დაეკისროს გო---–---იძეს სს თი---------ის სასარგებლოდ -N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1 %-ი (ყოველდღიურად -4.65 ლარი) ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
1.7. დადგინდეს, მოპასუხეების-გო---–---იძეს და ირ------–---აძეს N---------------, N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს თი---------ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს გო---–---იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------- ს.კ 2--1-.5-.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.8. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულადდასაფარად, აეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხოის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების-გო---–---იძის და ირ------–---აძის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
მოსარჩელე ორგანიზაციის-სს თი---------ის წარმომადგენლის-ია------–--აძის განმარტებით 2017 წლის 20 ოქტომბერს სს თი---------სა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N0---.2------.--- საკრედიტო ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს თი---------სა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს თი---------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის-გო---–---იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 2--1-.5-.0--.
2017 წლის 25 ოქტომბერს ბანკსა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 40000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1-60 დღით, სარგებლის წლიური 20%-ის დარიცხვით, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 25 ოქტომბერს ირ------–---აძესა და ბანკს შორის გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება N-------------- რომლითაც ირ------–---აძემ იკისრა პასუხისმგებლობა 42000 ლარის ფარგლებში.
2017 წლის 26 ოქტომბერს სს თი---------სა და გო---–---იძეს შორი დაიდო N--------------- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარით, ვადა-1-61 დღე.
ვინაიდან გო---–---იძემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ბანკმა 2018 წლის 25 დეკემბერს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები და მიმართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გო---–---იძემ ცნო სარჩელი, მაგრამ ითხოვა ჯარიმების შემცირება და გრაფიკის დაწესება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 20 ოქტომბერს სს თი---------სა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N0---.2------.--- საკრედიტო ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.17-25).
3.2.2. 2017 წლის 25 ოქტომბერს ბანკსა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 40000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1-60 დღით, სარგებლის წლიური 20%-ის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.28-32).
3.2.3. 2017 წლის 25 ოქტომბერს ბანკსა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 40000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1-60 დღით, სარგებლის წლიური 20%-ის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.33-38).
3.2.4.2017 წლის 26 ოქტომბერს სს თი---------სა და გო---–---იძეს შორი დაიდო N--------------- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტი განისაზთვრა 4000 ლარით, ვადა-1-61 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.39-44).
3.2.5. 2017 წლის 25 ოქტომბერს ირ------–---აძესა და ბანკს შორის გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება N-------------- რომლითაც ირ------–---აძემ იკისრა პასუხისმგებლობა 42000 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.46-49).
3.2.6. სს თი---------სა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს თი---------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის-გო---–---იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 2--1-.5-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 50-55).
3.2.6.საქმეშია შეტყობინებები და ცნობა დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეტყობინება, ცნობა (ს.ფ 56-61).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცია,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 667-873-ე, 405-ე,286-ე, 301-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.
როგორც დადგენილია სს თი---------მა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2019 წლის 7 თებერვალს .
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს თი---------ის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მსეხებლის-გო---–---იძის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს სს თი---------სა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N0---.2------.--- საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. პუნქტი. 3.2.1).
2017 წლის 25 ოქტომბერს ბანკსა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 40000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1-60 დღით, სარგებლის წლიური 20%-ის დარიცხვით (იხ. პუნქტი. 3.2.2).
დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს სს თი---------სა და გო---–---იძეს შორი დაიდო N--------------- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტი განისაზთვრა 4000 ლარით, ვადა-1-61 დღე (იხ. პუნქტი. 3.2.4).
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს ირ------–---აძესა და ბანკს შორის გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება და სს თი---------სა და გო---–---იძეს შორის გაფორმდა N1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს თი---------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის-გო---–---იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 2--1-.5-.0-- (იხ. პუნქტი. 3.2.5-3.2.6).
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გო---–---იძემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მსესხებელი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
ვინაიდან მსესხებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხეები უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადონ ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ.
6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სს თი---------მა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების თანხის გადახდა.
საქართველოს სკ-ის 301-ე მუხლის 1 ნაწილით მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ვინაიდან გო---–---იძემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა კრედიტი, აღნიშნული არის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული არიან, რომ თუ იპოთეკის საგანი არ იქნება საკმარისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს მევალის სხვა ქონებიდან.
6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).
6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასამარტლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 49-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს თიბისი ბნკის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
1.1 დაეკისროს გო---–---იძეს და ირ------–---აძეს სოლიდარულად სს თი---------ის სასარგებლოდ ----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე-41702.00 ლარი, საიდანაც სესხის ძირი არის-37112.45 ლარი, პროცენტი-4480.27 ლარი და პირგასამტეხლო-109.08 ლარი.
1.2. დაეკისროს გო---–---იძეს და ირ------–---აძეს სოლიდარულად სს თი---------ის სასარგებლოდ ----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.01 %-ი (ყოველდღიურად 4.15 ლარი) ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
1.3. დაეკისროს გო---–---იძეს სს თი---------ის სასარგებლოდ -N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე-4759.06 ლარი, საიდანაც სესხის ძირი არის-4000 ლარი, პროცენტი-659.50 ლარი და პირგასამტეხლო-99.56 ლარი.
1.4. დაეკისროს გო---–---იძეს სს თი---------ის სასარგებლოდ -N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1 %-ი (ყოველდღიურად 4.65 ლარი) ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
1.5. დადგინდეს, მოპასუხეების-გო---–---იძეს და ორ------–---აძეს N---------------, N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს თი---------ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს გო---–---იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------- ს.კ 2--1-.5-.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.6. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების-გო---–---იძის და ირ------–---აძის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
1.7. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. სახ. ბაჟის თანხა- 1801.10 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მოსარჩელე სს თი---------ს შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 3--------- საგადახდო დავალება №1, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 28.12.2018 წ. თანხა -1801.10 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე