გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210015001189908 (3/23-2017 წ.)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ო---- ბა------
წარმომადგენელი- რო--- მა----–--, გუ---- სა------
მოპასუხე - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია,წარმომადგენელი - ცო---- კა----–--
მესამე პირი - დ----- ა--–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერთან) არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების-მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გუ-----–- მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა;
1.2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერთან) არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გუ-----–- მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლამდე ცხოვრობდა მარტვილის რაიონის სოფელ გუ-----–-, მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთზე. რეგისტრირებული ქონდა 6302.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 41.1--3-.0--), ხოლო მომიჯნავედ, 2001 წლიდან თვითნებურად ქონდა დაკავებული 2636.3 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებული აქვს თხილის პლანტაცია. 2014 წელს გაყიდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც ამჟამად დ----- ა--–---ს საკუთრებაა. 2017 წლის 12 იანვარს განცხადებით მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ მუდმივმოქმედ კომისიას თვითნებურად დაკავებულ 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე მისი უფლების აღიარების შესახებ, თუმცა კომისიის მიერ 2017 წლის 7 თებერვალს, საოქმო გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული უარის თქმის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მოპასუხის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ვინაიდან სადავო, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი მდებარეობს არა მოსარჩელის, არამედ დ----- ა--–---ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
2.2. მესამე პირის პოზიცია
დ----- ა--–---მ ასევე, არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი. 2014 წელს სახელმწიფომ მისთვის მარტვილის რაიონის სოფელ გუ-----–-, ო--------------გან შეიძინა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელსაც ემიჯნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და სურს მისი უფლების აღიარება ამ ნაკვეთზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის დეკემბრამდე მოსარჩელე ო-------------- და მის ოჯახს, მარტვილის რაიონის სოფელ გუ-----–- საკუთრებაში გააჩნდა 6302 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა) (ს/კ 41.1--3-.0--), რაც საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ო--------------ა და მისი მეუღლის იზ---–--- ბა------ს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. აღნიშნული ნაკვეთის მომიჯნავედ, ო-------------- თვთნებურად მიტაცებული ქონდა მის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთის მოსაზღვრე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით-2636,33 კვ/მ, სადაც გაშენებული ქონდა თხილის პლანტაცია. აღნიშნული გარემოება, გარდა ო-------------- განმარტებისა, დასტურდება ასევე, საქმეზე 2019 წლის 14 მარტს მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებითაც (სხდომის ოქმი-14.03.2019წ). ო-------------- მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2636,33 კვ/მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლების ფაქტი, რომელსაც იგი 2014 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა, სასამართლო სხდომაზე სადავოდ, არც მოპასუხე მხარეს გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.1.3. 2013 წლის 11 დეკემბერს ო--------------ა და სახელმწიფოს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ო---- ბა------მ გაყიდა, ხოლო სახელმწიფომ შეიძინა ო-------------- საკუთრებაში არსებული, მარტვილის რაიონის სოფელ გუ-----–- მდებარე, 6302 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) და შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით- 41.1--3-.0-- ( ნასყიდობის ხელშეკრულება N5086/37, დამოწმების თარიღი-11/12/2013 წ), რაც 2013 წლის 17 დეკემბერს აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.4. აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ 41.1--3-.0--) სახელმწიფომ, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს N1253 ბრძანების (დამოწმების თარიღი-23/06/2014 წ) საფუძველზე, საკუთრებაში გადასცა იძულებით გადაადგილებული პირის დ----- ა--–---ს ოჯახს, რაც 2014 წლის 11 ნოემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა დ----- ა--–---სა და მისი ოჯახის წევრების, სულ 7 პირის, თანასაკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.5. 2017 წლის 12 იანვარს ო---- ბა------მ განცხადებით მიმართა (განაცხადის რეგისტრაციის N8-----------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2636,33 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა ი/მ დ----- ღვ--–---- მიერ 2017 წლის 05 იანვარს შედგენილი 2636.33 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სუბსიდირების პროექტი. განმცხადებელმა იმავდროულად ითხოვა განცხადების გადაგზავნა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო-------------- განცხადება (პN27);
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
3.1.6. აღნიშნულზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას წერილობით ეცნობა ო-------------- განაცხადის შესახებ და მოეთხოვა მისი (კომისიის) კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N30657 წერილი (30.01.2017 წ);
3.1.7. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 8 თებერვლის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ო-------------- უარი ეთქვა 2636.33 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, რის შემდეგაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 15 თებერვლის N8-----------) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იმავე ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ო-------------- მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის N54 წერილი (08.02.2017 წ)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------- გადაწყვეტილება(15.02.2017 წ);
3.1.8. ო--------------, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცა 2017 წლის 7 თებერვლის კომისიის სხდომის ოქმიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, ო-------------- მიერ მოთხოვნილი 2636.33 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს დ----- ა--–---ს საკარმიდამო ნაკვეთის მომიჯნავედ, გაშენებულია მრავალწლიანი თხილის ნარგავები, ფლობს და სარგებლობს დ----- ა--–---. სხდომის ოქმის მიხედვით, ო-------------- მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუთრების უფლების აღიარებისათვის არ იყო სრულყოფილი და არ შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კომისიის სხდომის ოქმი (07.02.2017 წ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2636,33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგო----ეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგო----ეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
კანონთა მითითებული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ამასთან, იგი ვალდებულია, წერილობით დაასაბუთოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მისი მიღების გარდაუვალი აუცილებლობა. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ამდენად, ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი შესაბამისობაშია კონკრეტულ სფეროში მოქმედ ყველა სამართლებრივ ნორმებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში, ვერ დადგინდა. კერძოდ;
დადგენილია, რომ ო-------------- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერთან) არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გუ-----–- მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს ადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“,ასევე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
იგივე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია კი, თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
იგივე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, ხოლო მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკუთრების
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
მითითებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე (20-- წლამდე) ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა დაინტერესებული ფიზიკური პირი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 12 იანვარს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2636,33 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა ი/მ დ----- ღვ--–---- მიერ 2017 წლის 05 იანვარს შედგენილი 2636.33 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სუბსიდირების პროექტი. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა განცხადების გადაგზავნა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის, ხოლო კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთი ესაზღვრებოდა დ----- ა--–---ს (და არა ო--------------) საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. ო-------------- მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუთრების უფლების აღიარებისათვის არ იყო სრულყოფილი და არ შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ არის ო-------------- საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, არ გამომდინარეობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან, კერძოდ:
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწა, რომლის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის შესაბამისად, თუ პირი (ფიზიკური თუ იურიდიული) 20-- წლამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე ნაკლებ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, სახელმწიფოს მიერ განუკარგავ, მიწის ნაკვეთს, მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად და მითითებული წინაპირობების არსებობის შეთხვევაში, ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების მექანიზმი და ამიტომ ის გამოყენებულ უნდა იქნეს მიზანმიმართულად, კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანი -საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაა (მ.1), რაც მიიღწევა ამ კანონის ტექსტის მიზანმიმართულად განმარტებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელოს არა ამოგლეჯილად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, არამედ სისტემურად, კანონმდებლის განზრახვით, ნებითა და მიზნით, რაც კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გარანტიაა.
იმისათვის, რომ აღიარებულ იქნეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე პირის საკუთრების უფლება, უნდა დასტურდებოდეს 20-- წლამდე ამ ნაკვეთის დაინტერესებული პირის კუთვნილი (საკუთრება ან მართლზომიერი მფლობელობა) ნაკვეთის მომიჯნავედ არსებობისა და ამ პირის მიერ ფლობის ფაქტი, ამასთან, თვითნებურად დაუფლებული ნაკვეთის ფართობი ნაკლები უნდა იყოს დაინტერესებული პირის კუთვნილ ნაკვეთის ფართობზე და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. ამ წინაპირობების გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, კანონის ამოქმედებამდე ო-------------- საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, სადავო მიწის ნაკვეთზე, ო-------------- მიერ თხილის ნარგავების გაშენების, სარგებლობის და ფაქტობრივად ფლობის ფაქტი, სასამართლოს მიერ უდავოდ დადასტურებულია, ასევე დადასტურებულია, რომ ო-------------- მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი (2636.33 კვ.მ) ნაკლები იყო მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე (6302 კვ/მ) და ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, სადავო გადაწყვეტილებით უარი უთხრა ო--------------.
გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის და ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, ადმინისტრაციულ ორგანოს უწესებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მითითებული კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო იმავე მუხლის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ უცნობებია დაინტერესებული პირისათვის, არ მოუსმენია მისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები და ზედაპირულად, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა არა ო--------------, არამედ დ----- ა--–---ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის-ო-------------- მოწვევის და მისი მოსმენის შემთხვევაში, აღიარების კომისიისათვის ცნობილი გახდებოდა იმის შესახებ, რომ სადავო ნაკვეთი, შემოკავებული და მასზე თხილის ნარგავები, რასაც კომისიაც ადასტურებდა სადავო გადაწყვეტილებაში (2017 წლის 7 თებერვლის კომისიის სხდომის ოქმიდან ამონაწერი), გაშენებული ქონდა ო-------------- და სარგებლობდა თვითონვე, ასევე, ცნობილი გახდებოდა ისიც, რომ ეს ნაკვეთი მდებარეობდა ო-------------- საკარმიდამო ნაკვეთის, რომელიც დ----- ა--–---ს საკუთრება გახდა 2014 წლის 23 ივნისიდან, მომიჯნავედ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებათა, კერძოდ, კანონის ამოქმედებამდე (20-- წლამდე) ო-------------- საკარმიდამო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებული, სადავო ნაკვეთის ო-------------- მიერ ფლობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნა იმის შესახებ, რომ ო-------------- მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. (ოქმი).
ვინაიდან ო---- ბა------ ამ კანონის („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის) ამოქმედებამდე, თავისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ფლობდა 2636.33 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას თვითნებურად ქონდა დაკავებული, იძლეოდა ამ ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევა და სათანადოდ შეფასება კი, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ძირითადი პრინციპია, რომლის უგულებელყოფაც იწვევს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებას.
კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ვინაიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერთან) არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე და სასამართლოს მოსაზრებით, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა, ასეთი გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ვინაიდან დადგინდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების კანონდარღვევით მიღების ფაქტი, იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ამდენად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება მარტვილის რაიონის სოფელ გუ-----–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2636,33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად უნდა იყოს ცნობილი.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე, წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერთან) არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გუ-----–- მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
მოსარჩელის 6.2. მოთხოვნა დაკავშირებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში, წარმოადგენს აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის სახეს და მისი განხილვისა და გადაწყვეტისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლებით დადგენილი პირობები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
იმავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების კანონდარღვევით მიღებისა და მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფის ფაქტი, შესაბამისად, არსებობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან (მერთან) არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გუ-----–- მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარების დავალების, შესაბამისად, ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ ო-------------- მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გათვალისწინებით მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე ო-------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 7 თებერვლის მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო გადაწყვეტილება.
3. დაევალოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა -მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 2636.33 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ო-------------- საკუთრების აღიარების შესახებ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისის, ნიუპორტის ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის 247) მეშვეობით.
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია