განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
330100119003039617
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2616-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ა-------------–--,ადვოკატ გ-------–-------–-----,ბრალდებულ ხ------------------ მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ------------------ (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების თბილსში, მ--------------, ბინა #--ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხ------------------ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა ხ------------------ გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 15:45 საათზე, თბილისში, ქ--------–-------–-- გამზირ #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, 0,00085 გრამის ოდენობით, რაც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, საქართველოს შ----------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომლების მიერ.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ხ------------------- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, არაერთგზის.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ხ------------------ დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ხ------------------, მოწმეების: ლ-–---------–---–--- და ა-–------------------- გამოკითხვის ოქმებით; ხ------------------ პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის #4------------- დასკვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2--------- და 2----–-–----------------- განაჩენებით - დადასტურებულად მიაჩნია ხ------------------ მიერ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ხ------------------ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ხ------------------ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ხ----------------- წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მას მაკვალიფიცირებელ გარემოებად აქვს შერაცხული დანაშაულის არაერთგზის ჩადენა, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მხედველობაში არ იღებს დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.

 

მართალია, ხ----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით, ასევე, ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, რაც წარმოადგენს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მითითებული დამამძიმებელი გარემოება ბრალდების მხარეს მისთვის ბრალად არ შეურაცხავს, აღნიშნულს სასამართლო ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ ვერ გამოიყენებს და სასჯელის დანიშვნისას არ იხელმძღვანელებს რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესით.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია, ხ------------------ მიერ კი ჩადენილია განზრახი მძიმე დანაშაული.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხ------------------ მიმართ სასჯელის ზომად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური ვადის გამოყენებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ხ------------------ მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ხ------------------ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ძირითადი და დამატებითი სასჯელები.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ხ-----------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას, მისი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხ------------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და ხ----------------- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ხ----------------- სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

ხ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ხ-----------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ხ------------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე