განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2019
საქმის ნომერი
330100116001373608
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2635-16

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------–------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ-------------–---–-

 

ბრალდებული - ფ----------------------------------, დაბადებული 1--- წლის 1--------------, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი #--, ბინა #--ში, ამჟამად ძებნილი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 111,151-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–-- მ--- კვარტალი, კორპუსი #--, ბინა #--ში, გამოვლენილ იქნა ერაყის მოქალაქე ფ----------------------------------, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - რ--------------- იძალადა მასზე, სარკე ჩაარტყა თავში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულმა გამოიწვია დაზარალებულ რ-------------- ფიზიკური ტკივილი.

 

2015 წლის 14 თებერვალს, იმავე სახლში, გამოვლენილ იქნა ფ----------------------------------, რომელიც მეუღლეს - რ-------------- შუშის ნატეხით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც რ-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი #--, ბინა #--ში, გამოვლენილ იქნა ერაყის მოქალაქე ფ----------------------------------, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - რ--------------- იძალადა მასზე, სარკე ჩაარტყა თავში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა რ-------------- ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - ფ----------------------------------ს წინააღმდეგ.

 

დაზარალებულის დედამ, მოწმე ნ-------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ შვილმა ნ---მ, იგივე რ--------------, დაურეკა მის მეორე ქალიშვილს, სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა და ტელეფონი გათიშა. მალევე მივიდნენ. სახლში ფ-----------, მისი ძმა და ბავშვის მომვლელი ა-- დახვდნენ. ფ----------- ხელი ჰქონდა გაჭრილი. მისმა შვილმა ისინი რომ დაინახა, გათამამდა და დაიწყო ნივთების მოკრება, ჩალაგება, მოვდივარო, უთხრა. მისგან გაიგო, რომ ფ------------ ბავშვის მომვლელს დაუწყო ალერსი, რაზეც ნ--- გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო, ფ----------- აჩუმებდა, მაგრამ რადგან არ გაჩუმდა და სახლში წასვლა უნდოდა, ამ ჩხუბში მაგიდის სარკე დაარტყა თავში. ფ-----------ს ძმა ეუბნებოდა მათ, რომ გაუშვებდნენ დამხმარე გოგოს და ფ-----------სთვის ეპატიებინათ, მაგრამ ეშინოდათ და პატრული გამოიძახეს. ნ--- თავს იტკიებდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, აშკარა იყო, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა, რის გამოც პატრულსვე სთხოვეს სასწრაფოს გამოძახება. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ნ---ს ტვინის შერყევის ნიშნები დაუდგინდა და მკურნალობა და წოლითი რეჟიმი დაენიშნა. სახლში იწვა, თან ნევროზულ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ ფ----------- არ წყვეტდა მათთან ურთიერთობას, რეკავდა ნ---სთან და ლ--–------, ბოდიშებს იხდიდა, შერიგება უნდოდა. გარკვეული პერიოდის მერე მან მიაღწია ნ---ს პატიებას, მაგრამ ბოლოს მაინც დაშორდნენ. რ----- თავი შეიკავა ჩვენების მიცემისგან ურთიერთობის დალაგების, აწყობის იმედით, მაგრამ აღარ აქვთ სურვილი, რომ ფ----------- დაბრუნდეს და ურთიერთობა ჰქონდეთ.

 

მოწმე ლ---–----------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, დილის 9-10 საათისთვის დაურეკა დამ, აღელვებული იყო და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო, მიხვდა, რომ რაღაც მოხდა და მასთან წავიდა, დედასთან ერთად. და აღელვებული დახვდა, თვალები გაწითლებული ჰქონდა, ნამტირალევი იყო, სახლში არეულობა დახვდათ, შუშები ჩამტვრეული იყო, საძინებელში ყველაფერი ძირს ეყარა, სარკეც ჩამტვრეული იყო, მთელი სახლი არეული იყო. მიხვდა, რომ იჩხუბეს. ჰკითხეს, რა მოხდა. ნ------- თავიდან ლაპარაკი არ უნდოდა და ჩალაგება დაიწყო, მერე დაგელაპარაკებიო, შემდეგ ტირილი დაიწყო და უამბო, რომ საძინებლის ფანჯრიდან დაინახა, ფ----------- არაბ გოგოსთან - ა-------, რომელიც საოჯახო საქმეებში ეხმარებოდათ და მათ სახლში ცხოვრობდა, სექსუალური ურთიერთობა უნდოდა. ამის ნიადაგზე მოხდა ჩხუბი, ფ----------- გაბრაზდა და სარკე ესროლა. ნ---ს დაზიანებები ფიზიკურად არ ეტყობოდა, გარედან ოდნავ ჰქონდა ნაკაწრების სახით. თავზე ჩაუტარეს გამოკვლევა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. 1-2 კვირა იმკურნალა, სამი თვის განმავლობაში რაღაცეები აუკრძალა ექიმმა. ფ----------- ნ---ს შერიგებას სთხოვდა, ეუბნებოდა, ვნანობ, რაც გავაკეთეო, მაგრამ ნ---ს არ უნდოდა შერიგება, რადგან სულ ემუქრებოდა, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანია და არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა.

 

მოწმე ა------------–-- დაკითხვის ოქმის მიხედვით (რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯაროდ იქნა წაკითხული, ვინაიდან მოწმე არ იმყოფება საქართველოში და დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი), მუშაობდა ფ----------------------------------ს შვილის, 6 წლის ნ------ ძიძად. 2015 წლის 13 თებერვალს, გვიან ღამით, სახლში მივიდა ფ----------- და გადაკოცნა, მოიკითხა, ცოტა ხანს ერთმანეთში ისაუბრეს, რის შემდეგ ბავშვი გაიყვანა ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტის ხმა შემოესმა, რაც ამოიწურა 5-7 წუთში, რაიმე განსაკუთრებული ყვირილი ან საშველად ხმობა არ ყოფილა, ფ----------- და რ---- ხმამაღალი ტონით კამათობდნენ. ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ რ-------------- ხელში აქანდაზი ეჭირა და დამტვრეულ შუშის ნატეხებს იღებდა. შენიშნა, რომ სასტუმრო ოთახსა და საძინებელს შორის შუშაბანდის ფანჯრის შუშა იყო გატეხილი, რაზეც ა----- განაცხადა, რომ მან გატეხა. შემდეგ რ---- აბაზანაში შევიდა, თვითონ არ ჩარეულა, დაიძინა. ფ----------- და რ---- ოთახებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, არავის არავინ შეუზღუდავს და არავინ არავის დასდევდა მუქარით ან რაიმე საგნით ხელში. დილას სახლში მივიდა ფ-----------ს ძმა და პირადი მცველი, შემდეგ რ----- პოლიცია გამოიძახა და განუცხადა, რომ ფ------------ სცემა. თვითონ არც ცემის ფაქტი უნახავს, არც შუშის გატეხვის ხმა გაუგია.

 

მოწმე შ-----------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ფ------------------------------------- პირად დაცვაში. 2015 წლის 14 თებერვალს სამსახურში არ უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ დილის საათებში დაურეკა რ-----, აღელვებული იყო, უთხრა, შენ არ იცი ვისთან მუშაობ, სასწრაფოდ მოდით და გეტყვით ყველაფერსო, მეწყვილეც იგულისხმა. მყისიერად გამოცხადდა დასაცავი ობიექტის ბინაში. სახლში კონფლიქტური სიტუაცია იყო, ნაცემი ადამიანი არ უნახავს, მაგრამ მინა იყო ჩამსხვრეული და ოთახში მოფანტული. მისი მისვლის შემდეგ მივიდნენ ნ------- (რ-----) დედა და და. რ---- გამოძინებულს ნამდვილად არ ჰგავდა, გამოიყურებოდა ისე, როგორც კონფლიქტის შემდეგ გამოიყურება ადამიანი, მოუწესრიგებელი იყო, მაკიაჟის გარეშე, აღელვებული, თუმცა დაჟეჟილობები და ცემის კვალი მის სახეზე არ შეუნიშნავს, ტანზე დაზიანება ჰქონდა თუ არა, არ იცის, ხელს იკიდებდა თავზე. მათ კონფლიქტს სხვა დროს არ შესწრებია.

 

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების, მოწმეების - დ-----------–---–--- და ი-----–------------- ჩვენებებით, ადგილზე გამოცხადებულებს რ-------------- განუცხადათ, რომ კონფლიქტი მოუხდა მეუღლესთან, მან სარკე ჩაამტვრია, ჩაარტყა, ასევე, სარკის ნაჭრით ხელში ემუქრებოდა - მოგკლავ და თავსაც მოვიკლავო. ქალი ძალიან აღელვებული იყო, ვერ აწყნარებდნენ. ვინაიდან სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული, გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური. ერთი შეხედვით, მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად აშკარად ტრავმირებული იყო, თან შეუძლოდ იყო, ფ-----------აც ხელი ჰქონდა გაჭრილი. შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. სარკე იყო ჩატეხილი, მიუხედავად იმისა, რომ სარკის ნამტვრევები აღებული იყო, შეძლეს ნიმუშების აღება. ქალი აცხადებდა, რომ იქ ვერ დარჩებოდა, ვინაიდან ეშინოდა ქმრის და ბარგს ალაგებდა, თან ამბობდა, რომ ჩალაგების პროცესშიც ჰქონდათ კონფლიქტი, ა----- არ უნდოდა მისი გაშვება. მასთან საუბრისას კომუნიკაცია თარჯიმნის მეშვეობით ჰქონდათ, აცხადებდა, რომ შეცდომა დაუშვა, ინანიებდა, არ აღიარებდა იმ ფაქტს, რომ მოკვლით დაემუქრა, თუმცა კონფლიქტს, ასევე, იმას, რომ სარკე გატეხა, აღიარებდა.

 

მოწმე ჯ--------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, საპატრულო პოლიციაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მეუღლემ ცოლზე იძალადა, გამოცხადდა ვ-–----–----–----. ბინაში დახვდათ რ---- ბ-------, მეუღლე ფ-----------, მისი ძმა და პირადი მცველი, ასევე, სახლში იყო ფ-----------ს ბავშვის ძიძა. რ-------------- განუცხადა, რომ 1-----------–-- ღამეს ფ-------------- იმყოფებოდა მისი შვილის ძიძა და დაინახა, რომ ერთმანეთს კოცნიდნენ, ამაზე გაღიზიანდა და ეკითხებოდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მეუღლე აწყნარებდა, აღელვებულმა განუცხადა, რომ სახლიდან წავიდოდა, რის გამოც მეუღლემ იძალადა მასზე, თავში ჩაარტყა სარკე. სახლში დაზიანებული იყო შუშაბანდსა და საძინებელს შორის შუშა, ძირს შუშის ნამტვრევები ეყარა, ასევე, იატაკზე სისხლის კვალი შეინიშნებოდა, რაც გამოძახებულმა ექსპერტებმა ამოიღეს. თვითონ ფ----------- ხელზე ჰქონდა დაზიანება და აცხადებდა, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს აღელვების ნიადაგზე შესასვლელის შუშა ჩაამტვრია ხელით და თვითდაზიანება მიიყენა. დაზარალებული, რა თქმა უნდა, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, როცა სარკე თავზე დაემტვრეოდა.

 

2015 წლის 1-----------–-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირის 2--- კორპუსის ბინა #--ში. ბინის საძინებელ ოთახს აქვს შუშაბანდი, მისაღებ ოთახთან ოთხი ფანჯრისგან შემდგარი რიგით მეორე შუშა არის დაზიანებული, რის ქვემოთ, იატაკზე, შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. საძინებელ ოთახში საწოლზე ალაგია ცელოფანში შეფუთული ნივთები, საწოლის წინ დგას სარკიანი ტუმბო, საძინებლის მარცხენა კარი ღიაა, აღენიშნება ნაჭდევები, ხოლო კარადის ძირში არის სარკის ნატეხები. სამზარეულოში, იატაკზე, დევს მოყვითალო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც შუშის ნატეხები ყრია.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა - ვ----–---–------ და ბ------------------- თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე, თბილისში, ვ-–----–----–-- მ--- კვარტალში, 2--კორპუსში მდებარე ბინაში, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება და განმარტეს, რომ დათვალიერების დროს ამოიღეს შუშის ნამტვრევები და სისხლის კვალი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, სს ,,კ----------------- ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის‘‘ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერებით, რ---- ბ------- 14.02.2015 წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკაში მოათავსეს 14.02.2015 წ. 14:45 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ, სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების მიხედვით (რომლებიც, ასევე, გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას), კლინიკაში მოთავსებისას, პაციენტ რ-------------- გადმოცემით, ოჯახური კონფლიქტის დროს თავში ჩაარტყეს სარკე, რის გამოც დაკარგა გონება, დაეწყო თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----------------.

 

მართალია, დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა სასამართლოში გამოკვლეულ იქნა 2015 წლის 14 თებერვალს გაცემულ შემაკავებელ ორდერსა და ოქმზე დართული, რ-------------- მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, გაეღვიძა და დაინახა, რომ მეუღლე ბავშვის ძიძას კოცნიდა, მოეშალა ნერვები და მეუღლეს მოსთხოვა ამ ფაქტის ახსნა, რაზეც მეუღლე გახდა აგრესიული და დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, თავში სარკე ჩაარტყა, რომელიც დაიმტვრა, ხოლო ნატეხი, რომელიც ხელში შერჩა, მოუღერა და მოკვლით დაემუქრა, თუ ამ ამბავს სადმე იტყოდა. შიშისგან გული წაუვიდა, მალევე მოვიდა აზრზე, უღერებდა ნამტვრევს, შემდეგ გაბრაზებულმა მეუღლემ შუშაბანდს დაარტყა ხელი და ჩაამტვრია. შუშის ნაჭრებმა ხელი გაუჭრა და წამოუვიდა სისხლი. შეეშინდა, მართლა არ მოეკლა და დაამშვიდა, აალაგა დამტვრეული შუშები, უნდოდა სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ არ გაუშვა, შეშინებულმა ვერც პოლიციაში დარეკა. დილას დაურეკა ოჯახის წევრებს, მეუღლის დაცვას და პოლიციას.

 

შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი, მ--- კვარტალი, 2--- კორპუსის #- ბინაში, რ-------------- მეუღლე ფ----------------------------------- თავში ჩაარტყა სარკე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ემუქრებოდა მოკვლით შუშის (სარკის) ნამტვრევით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1-----------–-- გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, მოძალადეს - ფ--------------------------- ა----- აეკრძალა მსხვერპლთან - რ--------------თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება. შემაკავებელი ორდერის ვადა განისაზღვრა ერთი თვით.

 

დაზარალებული რ---- ბ------- სრულად დაეთანხმა მის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას, რომელშიც მითითებულია, რომ ფ----------------------------------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა, ასევე, დაცვის მხარის მიერ წამოდგენილი, დაზარალებულ რ-------------- განცხადება, რომლის თანახმადაც, შერიგებულია ფ-------------------------------------, ერთად ცხოვრობენ და მის მიმართ პრეტენზია და საჩივარი არ გააჩნია.

 

იგივე შინაარსისაა გამომძიებლის მიერ 2016 წლის 1-----------–- შედგენილი ოქმი, რომლის თანახმადაც, დაზარალებულმა მასთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ ფ------------------------------------- კონფლიქტი აღარ აქვს და ცხოვრობენ ერთად, რის საფუძველზეც მოითხოვა მეუღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

 

მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს, ზემოთ განხილული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ფ----------------------------------ს მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

მართალია, სასამართლომ ვერ მიიღო ჩვენება უშუალოდ რ--------------გან, ხოლო სხვა მოწმეები არ შესწრებიან ფ----------------------------------ს მხრიდან მასზე ძალადობის განხორციელების ფაქტს, თუმცა მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია როგორც დაზარალებულის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის, ასევე, ბინაში არსებული ვითარების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ისინი წარმოადგენენ მოწოდებული ინფორმაციის პირველწყაროს. მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღების ფაქტი, სარკისა და შუშის ნამსხვრევების სახით.

 

ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ დავით მაღრაძის ჩვენებით, რომელთა მიხედვითაც, 2015 წლის 14 თებერვალს რ-------------- დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, დადგენილია, რომ დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზარალებულის დედისა და დის ჩვენებებით დასტურდება, რომ, რ-------------- განმარტებით, მას მეუღლემ თავში ჩაარტყა სარკე, რაც სრულ თანხვედრაშია თავად დაზარალებულის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებთან, რომლის საფუძველზეც იქნა გაცემული შემაკავებელი ორდერი, რაც დამტკიცებულია სასამართლოს მიერ.

 

იმავე შინაარსის შემცველია ბრალდებულისა და დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, ბინაში მისვლისას მათ რ-------------- განუცხადა, რომ მეუღლემ სარკე ჩაარტყა თავში და თავს შეუძლოდ გრძნობდა. იგივეზე მიუთითა ადგილზე მისულმა გამომძიებელმა ჯ--------------–---მაც.

 

გარდა ამისა, ბრალდებულის დაცვის წევრის, მოწმე შ-----------–---- ჩვენების თანახმად, მართალია, მას არ შეუნიშნავს დაჟეჟილობები რ-------------- სახეზე, თუმცა განმარტა, რომ მასთან საუბრისას ის ხელს იკიდებდა თავზე. ანალოგიურ ფაქტზე მიუთითა ნ--------------აც, რომ შვილი თავს იტკიებდა. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულიად თავსებადია ერთმანეთთან და ასახავს დაზარალებულის ფიზიკურ მდგომარეობას ტკივილის განცდასთან მიმართებით.

 

სასამართლოსთვის, ასევე, ინფორმატიულია სამედიცინო დოკუმენტების მონაცემები (რომლებიც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაშიც), რაც რ-------------- მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეიცავს, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს თავში ჩაარტყეს სარკე. მართალია, დაზარალებულს არ აქვს მითითებული ოჯახის წევრის ვინაობა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შემთხვევის დღეს კონფლიქტი მხოლოდ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა. აღნიშნული დასტურდება, აგრეთვე, მოწმე ა------------–-- დაკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, ის არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, თუმცა გაიგო ხმამაღალი ტონით საუბარი და ყვირილი. აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმის დაკითხვის ოქმი საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ბოლო სტადიაზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული მოწმის ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს ერთადერთს და გადამწყვეტს, რამდენადაც ფ----------------------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ამ ნაწილში მტკიცდება სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები ერთობლიობაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს ფ----------------------------------ს მიერ რ-------------- მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და ზემოთ განხილული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს, რომ სწორედ ფ----------------------------------- განახორციელა ძალადობა მეუღლის - რ-------------- მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის 14 თებერვალს, თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი #--, ბინა #--ში, ფ----------------------------------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სარკე ჩაარტყა თავში რ--------------- რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ----------------------------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა რ-------------- სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება.

 

მოწმე ლ---–----------- ჩვენებით, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა და ბრალდებულმა იჩხუბეს და ამ უკანასკნელმა თავში ჩაარტყა სარკე, მის დას ფ----------- არ უშვებდა. როდესაც ბრალდებულის სახლიდან წამოვიდნენ, დამ უთხრა, რომ უნდოდა მისგან წამოსვლა, მაგრამ შეეშინდა, რომ რამეს დაუშავებდა, რადგან ფ----------- სარკის შუშის ნაჭრით ემუქრებოდა, რომ, თუ რამეს იტყოდა ამ ფაქტის და რაც დაინახა იმის შესახებ, მოკლავდა.

 

მოწმე ნ-------------- ჩვენების თანახმად, ქმრის მიერ განხორციელებული ძალადობის შემდეგ ნ---ს დარეკვა უნდოდა, მაგრამ ემუქრებოდა და აშინებდა, არ დაერეკა, თორემ მოკლავდა, თან სარკის ნატეხი აუღია, ამის გამო, თვითონვე ჰქონდა ხელისგული გადაჭრილი. შვილისგან იცის, რომ ფ----------- ჰყავდა დაშინებული, მობილური გაუთიშა, არ არეკინებდა, ემუქრებოდა, ისეთი განრისხებული იყო, ეშინოდა რამის გაკეთება. შვილმა უთხრა, სიკვდილს ჩავხედე თვალებში, რაღაც რომ გამეკეთებინა, მეშინოდა, არ მოვეკალიო.

 

მოწმე შ-----------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ფ----------- ხელი ჰქონდა გაჭრილი, რ----- განაცხადა, რომ შუშის ნაჭერი ჰქონდა აღებული და მოკვლით ემუქრებოდა, ყელზე ჰქონდა მობჯენილიო. როგორც ახსოვს, ფ------------ ირონიული ღიმილით უარყო: ,,მე მაგას გავაკეთებდიო?‘‘ იგულისხმა, რომ ნ------ (რ----) მართალს არ ამბობდა. საპატრულო პოლიციასაც იგივე განუცხადა ნ------მ, რომ ღამე მოკვლით ემუქრებოდა ქმარი. კარგად ახსოვს, ნ------მ რომ თქვა, მახრჩობდა, ხელი ვკარი, რომ გამეწია და მერე გამწარებულმა მუშტი დაარტყა შუშას, ჩაამტვრია, ყველაზე დიდი ნამსხვრევი, რაც ნახა, ყელზე მომადო, მოგკლავ შენო.

 

დაახლოებით ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა მოწმეებმა - ჯ--------------–---მ, დ-----------–---–-- და ი-----–-------------, რომ, დაზარალებულის გადმოცემით, მას მეუღლე შუშის თუ სარკის ნატეხით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

მოწმე ა------------–-- დაკითხვის ოქმით, კონფლქტის დროს, ფ----------- და რ---- ოთახებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, არავის არავინ შეუზღუდავს და არავინ არავის დასდევდა მუქარით ან რაიმე საგნით ხელში.

 

დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე მითითებულია, ასევე, ამ უკანასკნელის ახსნა-განმარტებასა და შემაკავებელ ორდერში, რომელიც დამტკიცებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2015 წლის 14 თებერვალს ფ---------------------------------- რ-------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მართალია, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ დაზარალებულისგან მიიღეს ინფორმაცია მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, თუმცა სასამართლომ უშუალოდ დაზარალებულისგან ვერ მიიღო ჩვენება და, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის მხრიდან მუქარის რეალურობის მისეული აღქმის შეფასების საშუალება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის იმწუთიერად არსებული კონფლიქტი და დაზარალებულის შემდგომი ქცევა, დაადგინოს მის მიმართ მუქარის ფაქტი და შეაფასოს ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულში აღძრული შიშის რეალურობა, თუკი დაზარალებული თავად არ დაადასტურებს იმ განცდას, რასაც მასში შიშისმომგვრელი გრძნობები შეეძლო აღეძრა, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მარტო მუქარის ფაქტის დადგენა, არამედ მსხვერპლის მიერ მისი რეალურად აღქმა.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტის დროს ბინაში მყოფი ერთადერთი მოწმის - ა------------–-- ჩვენებაზე (დაკითხვის ოქმზე), რომლის თანახმადაც, 2015 წლის 14 თებერვალს, ღამით, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი ამოიწურა მაქსიმუმ 5-7 წუთში, რა დროსაც განსაკუთრებული ყვირილი ან საშველად ხმობის ხმა არ გაუგია, ისინი კამათობდნენ ხმამაღალი ტონით, ხოლო ოთახიდან გამოსულმა დაინახა, რომ რ---- ბ------- ხვეტდა დამტვრეული შუშის ნატეხებს, რის შემდეგაც შევიდა აბაზანაში, სადაც თავი მოიწესრიგა და დაბრუნდა საძინებელ ოთახში.

 

მითითებული მოწმის ჩვენებით არ იკვეთება დაზარალებულის განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობა, რაც სასამართლოს მისცემდა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ იგი მოცემულ სიტუაციაში იმყოფებოდა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად შესრულებით გამოწვეული შიშის მდგომარეობაში, ხოლო შემთხვევას სხვა თვითმხილველი მოწმე არ ჰყავს. რაც შეეხება დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს ჩვენებები მისცეს მოწმეებმა, მათ მიერ გადმოცემულია რ-------------- ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კონფლიქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რომელზეც გავლენის მომხდენია როგორც ფ----------------------------------ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ასევე, მეუღლის მხრიდან ბავშვის ძიძასთან სასიყვარულო ურთიერთობის მცდელობით გამოწვეული განცდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ----------------------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მუქარასთან მიმართებით ვერ იქნა დადასტურებული გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, რისი გათვალისწინებითაც ბრალდებული ამ ეპიზოდში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მ--- ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფ----------------------------------ს მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან 2015 წლის 14 თებერვალს მეუღლის - რ-------------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, სხვა მტკიცებულება კი ვერ გახდა მუქარის ფაქტის და მისი რეალურობის მისეულ აღქმაში დარწმუნების ძალის მქონე, რის გამოც ფ---------------------------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამასთან, ფ--------------------------- ა----- გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურდა მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), მკაფიოდ ესმევა ხაზი, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე, პირიქით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებას - თავში სარკის ჩარტყმას, ასევე, ქმედების ერთჯერად ხასიათს, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებასაც, რომ წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და დაზარალებულის პოზიციას, რომ ფარადზდაქ მ----------------------- მიმართ წყენა აღარ აქვს და არ ითხოვს მის დასჯას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გამკაცრებულია სასჯელი, გარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ, ფ---------------------------ი ა------ მიერ დანაშაულის ჩადენის დროს კი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ფ--------------------------- ა----- სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქციით, რა დროსაც ძალაში შევიდა 2015 წლის 18 თებერვლის ცვლილება და სასჯელის სახედ დაემატა თავისუფლების აღკვეთა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნები უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფ---------------------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ფ---------------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

ფ----------------------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - სარკის და კარის შუშის ნატეხები და მოწითალო ფერის ლაქები განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე