გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.06.2019
საქმის ნომერი
030310519002927474
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310519002927474

№ 3/40-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე შპს ,,მ- დ----–---------“

წარმომადგენელი ე-–------- ა-------

 

მოპასუხეები: ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელები: დ----- ჯ---------, გ------- ა-–--–---

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანება და ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილება.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

2018 წლის 14 სექტემბერს ქ.ფოთის ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის განყოფილების თანამშრომლების: გ---- გ-------ს და გ-------– ხ----–--ს მიერ შედგა №129 შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილება, რომლითაც შპს ,,მ- დ----–---------“ დაჯარიმდა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით, აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანებით უარი თქვა მის დაკმაყოფილბაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მერიამ უკანონოდ უთხრა უარი საჩივრის დაკმაყოფიელბაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეთა წარმომადგენლები სასარჩელო მოთხოვნებს არ დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანება და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ:

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 7 დეკემბერს N4 დადგენილებით ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქუჩა N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს’’ დაჯარიმების შესახებ შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით ე.ი. 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის დაკისრებიდან, სამ თვეზე მეტის გასვლის შემდგომ, შპს ,,მ- დ----–--------ს“ მშენებლობა არ გაუგრძელებია. გამომდინარე აღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის N02/30 წერილით ეცნობა შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს გ------- ტ--------ს საქმის განხილვის დრო, ადგილი და განემარტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები. ზემოაღნიშნული წერილი შპს ,,მ- დ----–--------ს“ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით. 2019 წლის 11 იანვარს, 15 საათზე, განხილულ იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების საკითხი და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2019 წლის 11 იანვარს გამოტანილ იქნა N2/90 დადგენილება ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქ.N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების შესახებ.“

 

ზემოაღნიშნული დადგენილება გასაჩივრებულ იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ მიერ, კერძოდ: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, 2019 წლის 23 იანვარს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს ,,მ- დ----–---------ს“ წარმომადგენლმა ე-–------- ა-------მ და ითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, 2019 წლის 11 იანვრის, N02/90 დადგენილების შესწავლა და კომპანიის (შპს ,,მ- დ----–---------“) მიმართ დაკისრებული ჯარიმის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის გაუქმება. საჩივარში მითითებული იყო, რომ 2019 წლის 11 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის N02/90 დადგენილებით, შპს ,,მ- დ----–---------“, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმებულ იქნა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. დადგენილების თანახმად, ჯარიმის დაკისრება განხორციელდა, ქალაქ ფოთში მ–--------ს ქუჩა N--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით, (პირველადი) დაკისრებიდან 3 თვის ვადაში, საჯარიმო სანქციის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა ზემოაღნიშნული საჩივარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა 2019 წლის 14 თებერვალს, 16:00 საათზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქალაქი ფოთი, დ----- ა----–-----–-ს ქ.N--, მ----- ს--------–-).

 

ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ითხოვდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტერქტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ----- ჯ---------ს განმარტებით დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, 2017 წლის 7 დეკემბერს N4 დადგენილებით, ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქ.N--ში მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით, შპს ,,მ- დ----–---------ს“ დაჯარიმების შესახებ, შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, ე.ი 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით. ჯარიმის დაკისრებიდან გასულია სამ თვეზე მეტი, ხოლო შპს ,,მ- დ----–---------ს“ მშენებლობა არ გაგრძლებულა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად სამსახურის, 2019 წლის 8 ინვრას 02/30 წერილით, შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს გ------- ტ--------ს ეცნობა საქმის განხილვის დრო, ადგილი და განემარტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები.

 

2019 წლის 11 იანვარს, 15:00 საათზე, განხილული იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების საკითხი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. თუ საქმეზე დამატებითი მასალის მოძიება აუცილებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს გამოაქვს განჩინება საქმის გადადების შესახებ, რაც ეცნობება მხარეებს. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ამავე კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადმინისტრაციული წარმოებისას, დადგენილ იქნა, რომ საჩივარში და სარჩელში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხსიმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, 2019 წლის 11 იანვრის N02/90 დადგენილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს N3 დადგენილებით ,,ქალაქ ფოთში მ–--------ს ქ.N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს“ დაჯარიმების შესახებ“ შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

3.2.2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს N3 დადგენილების შესაბამისად, შპს "მ- დ----–---------“ ვალდებული იყო ჯარიმის დაკისრებიდან სამი თვის მანძილზე გაეგრძელებინა მშენებლობა, რაც არ განხორციელებულა.

 

3.2.3. 2017 წლის 22 ნოემბრის N48 შემოწმების აქტის თანახმად, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ შპს ,,მ- დ----–--------ს“ მშენებლობა არ გაუგრძელებია. სამსახურის 2017 წლის 27 ნოემბერს N49 წერილით შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს გ------- ტ--------ს ეცნობა საქმის გამხილვის დრო, ადგილი და განემარტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები. ზემოაღნიშნული წერილი შპს ,,მ- დ----–--------ს“ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 29 ნოემბერს.

 

3.2.4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 7 დეკემბრის N4 დადგენილებით ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქუჩა N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს’’ დაჯარიმების შესახებ შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

3.2.5. 2018 წლის 14 სექტემბრის N129 შემოწმების აქტის თანახმად ჯარიმის დაკისრებიდან სამ თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ შპს ,,მ- დ----–--------ს“ მშენებლობა არ გაუგრძელებია.

 

3.2.6. 2019 წლის 8 იანვრის N02/30 წერილით შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს გ------- ტ--------ს ეცნობა საქმის განხილვის დრო, ადგილი და განემარტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები. ზემოაღნიშნული წერილი შპს ,,მ- დ----–--------ს“ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით. 2019 წლის 11 იანვარს 15 საათზე განხილულ იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების საკითხი.

 

3.2.7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილებით შპს ,,მ- დ----–---------“ დაჯარიმდა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3.2.8. 2019 წლის 23 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, საჩივრით მიმართა შპს ,,მ- დ----–---------ს“ წარმომადგენელმა ე-–------- ა-------მ და ითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილების შესწავლა და კომპანიის (შპს ,,მ- დ----–---------“) მიმართ დაკისრებული ჯარიმის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის გაუქმება.

 

3.2.9 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 მარტის N04/272 ბრძანებით შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს უარი ეთქვა გ------- ტ--------ს (წარმომადგენელი ე-–------- ა-------) 2019 წლის 23 იანვრის ადმინიტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ,,მ- დ----–---------ს“ სასარჩელო მოთხოვნები: ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანების და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილების, ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

2019 წლის 23 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, საჩივრით მიმართა შპს ,,მ- დ----–---------ს“ წარმომადგენელმა ე-–------- ა-------მ და ითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილების შესწავლა და კომპანიის (შპს ,,მ- დ----–---------“) მიმართ დაკისრებული ჯარიმის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის გაუქმება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლის თანახმად, კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (პირველი ნაწილი). ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (მე-2 ნაწილი).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს N3 დადგენილებით ,,ქალაქ ფოთში მ–--------ს ქ.N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს“ დაჯარიმების შესახებ“ შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 50-ე მუხლის თანახმად, მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება თვითმმართველ ერთეულში, გარდა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილი მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე იწვევს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით.

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 7 დეკემბერს N4 დადგენილებით ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქუჩა N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს’’ დაჯარიმების შესახებ შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით ე.ი. 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის დაკისრებიდან, სამ თვეზე მეტის გასვლის შემდგომ, შპს ,,მ- დ----–--------ს“ მშენებლობა არ გაუგრძელებია. გამომდინარე აღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის N02/30 წერილით ეცნობა შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს გ------- ტ--------ს საქმის განხილვის დრო, ადგილი და განემარტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები.ზემოაღნიშნული წერილი შპს ,,მ- დ----–--------ს“ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით. 2019 წლის 11 იანვარს, 15 საათზე, განხილულ იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების საკითხი და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2019 წლის 11 იანვარს გამოტანილ იქნა N02/90 დადგენილება ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქ.N- მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით შპს ,,მ- დ----–---------ს" სამმაგი ოდენობით დაჯარიმების შესახებ.“

 

ზემოაღნიშნული დადგენილება გასაჩივრებულ იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ მიერ, კერძოდ: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, 2019 წლის 23 იანვარს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს ,,მ- დ----–---------ს“ წარმომადგენლმა ე-–------- ა-------მ და ითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, 2019 წლის 11 იანვრის, N02/90 დადგენილების შესწავლა და კომპანიის (შპს ,,მ- დ----–---------“) მიმართ დაკისრებული ჯარიმის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის გაუქმება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა ზემოაღნიშნული საჩივარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციოული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა 2019 წლის 14 თებერვალს, 16:00 საათზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქალაქი ფოთი, დ----- ა----–-----–-ს ქ. 1-, მ----- ს--------–-).

 

ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ითხოვდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტერქტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ----- ჯ---------ს განმარტებით დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, 2017 წლის 7 დეკემბერს N4 დადგენილებით, ,,ქალაქ ფოთში, მ–--------ს ქ. N--ში მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით, შპს ,,მ- დ----–---------ს“ დაჯარიმების შესახებ, შპს ,,მ- დ----–--------ს“ დაეკისრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, ე.ი 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით. ჯარიმის დაკისრებიდან გასულია სამ თვეზე მეტი, ხოლო შპს ,,მ- დ----–---------ს“ მშენებლობა არ გაგრძელებულა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად სამსახურის, 2019 წლის 8 ინვრას 02/30 წერილით, შპს ,,მ- დ----–---------ს“ დირექტორს გ------- ტ--------ს ეცნობა საქმის განხილვის დრო, ადგილი და განემარტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები.

 

2019 წლის 11 იანვარს, 15:00 საათზე, განხილული იქნა შპს ,,მ- დ----–---------ს“ სამმაგი ოდენობით დაჯარიმების საკითხი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ადმინისტრაციული საჩვრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. თუ საქმეზე დამატებითი მასალის მოძიება აუცილებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს გამოაქვს განჩინება საქმის გადადების შესახებ, რაც ეცნობება მხარეებს. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ამავე კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ -სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადმინისტრაციული წარმოებისას, დადგენილ იქნა, რომ საჩივარში და სარჩელში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხსიმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის, 2019 წლის 11 იანვრის N02/90 დადგენილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მ- დ----–---------ს“ სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნას ცნობილი: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანების და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს დაეკისროს სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ- დ----–---------ს“ სასარჩელო მოთხოვნები: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 მარტის №04/272 ბრძანების და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის №02/90 დადგენილების, ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეს დაეკისროს სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე