განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
330100119003027360
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2503-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 2 ივლისი, 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა----------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ--------------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული თ---–--–-------------–---–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------------ში.

 

ადვოკატი - ქ-----------------–---–-

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი (განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 აპრილს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–--–------–-----------------ში, დ-------------–---–ი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ოჯახის წევრს დედას - მ--------------ს, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დ-------------–---–მა გამოძიებით დაუდგენლ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „----------- მოდელის, 12 კალიბრიანი, გადაჭრილი თოფი, 4 ცალ საბრძოლო ვაზნასთან ერთად, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული თოფი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ვაზნები - საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ-------------–---–ი ატარებდა თანნაქონ ჩანთაში მოთავსებულ ცეცხლსასროლ იარაღს „----------- მოდელის, 12 კალიბრიან გადაჭრილ თოფს, ოთხ ცალ საბრძოლო ვაზნასთან ერთად, რომლებიც ასევე მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად. 2018 წლის 4 აპრილს დ-------------–---–ი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. მიუხედავად აღნიშნულისა 2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე თ---–--–------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ-------------–---–ი ატარებდა თანნაქონ ჩანთაში მოთავსებულ დანას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა დ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - მ--------------ს, ა----------ს, ბ--------------ს, თ--------------ს, ბ-------------------ს, მ--------------ს გამოკითხვის ოქმების, პირადი ჩხრეკის ოქმის და ამოღებული ნივთების, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის, ცივი იარაღის N-----–- დასკვნის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ-------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 1 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის და ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის დარღვევით მათ დაუფლებას, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში ან ნაპოვარის დაუფლებაში. დანაშაული დამთავრებულია, როდესაც მის მფლობელს მიეცემა ამ საგნების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მათ მართლსაწინააღმდეგო შენახვას, აღნიშნული გულისხმობს საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დ-------------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული გადაჭრილი თოფი ადრე წარმოადგენდა „----------- მოდელის, 12 კალიბრიან, ორლულიან, გლუვლულიან სანადირო თოფს, რომელსაც თვითნაკეთი წესით გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი, გადაჭრილი თოფი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო ოთხი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრი ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას განკუთვნილს გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, ხოლო ობიექტურის მხრივ გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში, იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის, ანუ ცივი იარაღის ტარებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ნასამართლობა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან ანალოგიური ქმედებისათვის როცა ეს ნასამართლობა არაა მოხსნილი ან გაქარწყლებული. იარაღის ტარება ესაა ისეთი გარემოება, როცა პირს თან აქვს ცივი იარაღი, უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. მოცემულ შემთხვევაში ექპერტიზის N-----–- დასკვნის თანახმად დ-------------–---–ისგან ამოღებული დანა დამზადებული ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დ-------------–---–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად. 2018 წლის 4 აპრილს დ-------------–---–ი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - მ--------------ს, ა----------ს, ბ--------------ს, თ--------------ს, ბ-------------------ს, მ--------------ს გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, ექსპერტიზის N-----–- დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მეტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ-------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულების ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს რომ ბრალდებული არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ-------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს მითითებული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 5 წლის ვადით.

 

გამომდინარე იქიდან რომ დ-------------–---–ი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ:

გადაჭრილი თოფი და ვაზნები (ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;

 

დანა (ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

დ-------------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჩანთა, მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით და ნივთებით (ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 აპრილიდან.

 

3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

გადაჭრილი თოფი და ვაზნები (ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;

 

დანა (ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

დ-------------–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჩანთა, მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით და ნივთებით (ინახება შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე