გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2019
საქმის ნომერი
200210018002257811
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/32-18

N200210018002257811

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - ტ------– გ--------–---–ი

მოპასუხეები- ზ------ მ-------ე, შპს ,,თ-----–----ი“

წარმომადგენელი - ლ--–ი ჩ-------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეებს ზ------ მ-------ესა და შპს ,,თ-----–----ს“ მოსარჩელე ტ------– გ--------–---–ის სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 8800(რვაათასრვაასი)ლარის ანაზღაურება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ტ------– გ--------–---–ს, მოპასუხე ზ------ მ-------ეს და შპს ,,თ-----–----ს" შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის სფაუძველზეც მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას ზ------ მ-------ისათვის მიეწოდებინა გარკვეული საქონელი შესაბამისი ნასყიდობის ფასის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელეის განმარტებით ზ------ მ-------ე შპს ,,თ-----–----ში" ფლობს 100%-იან წილს. ტ------– გ--------–---–ს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ზ------ მ-------ესთან, როგორც ცალკე პიროვნებასთან და ასევე როგორც შპს ,,თ-----–----ის" წარმომადგენელთან. მოსარჩელე მოპასუხეს ეტაპობრივად აწვდიდა შემდეგ საქონელს: 1) მზის ენერგიის 05(ხუთი)ცალი პანელი 120ვ. თითოეულის ფასი 370 ლარი საერთო ჯამში 1850(ათასვაას ორმოცდაათი) ლარი.2)30(ოცდაათი)ცალი მზის ენერგიის პანელი 80ვ, თითოეულის ფასი 300(სამასი) ლარი, სულ 9000(ცხრაასი)ლარი. 3) 3 (სამი) ცალი კონტროლერი 12/24ვ 80ა, თითოეულის ფასი 380(სამსასოთხმოცი) ლარი, ჯამში 1140 (ათასასორმოცი) ლარი.4) 7(შვიდი) ცალი აკუმლატორი 13ვ 15ა/ჰ, 1 ცალის ფასი 500(ხუთასი)ლარი, სულ 3500(სამიათასხუთასი0 ლარი. 5) 05 (ხუთი) ცალი გარდამქმნელი 12-220ვ 2000წ. ჯამში სულ 3250 (სამიათასორასორმოცდაათი)ლარი. საერთო ჯამში ტ------– გ--------–---–ს მოპასუხეთათვის მიწოდებული აქვს 18740 (თვრამეტი ათას შვიდას ორმოცი)ლარის საქონელი, რის სანაცვლოდაც მოპასუხეებს გადახდილი აქვთ მხოლოდ 9940(ცხრაათას ცხრაასორმოცი) ლარი. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არ გაფორმებულა. თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, რამდენადაც მხარეთა შორის არსებობს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმოწერები და ასევე გადახდის ქვითრები, რითიც დადასტურდება ზ------ მ-------ისა და შპს ,,თ-----–----ის" მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების საფასურის გადახდა. მოპასუხეები თავს არიდებენ მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულებას და გადასახდელი თანხის-8800(რვაათას რვაასი) ლარის გადახდას. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ტ------– გ--------–---–მა მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ტ------– გ--------–---–თან მოპასუხის ურთიერთობა დაიწყო 2015 წელს მისი ინიციატივით, იგი ეძებდა საქართველოში მზის სისტემის რეალიზატორებს და თვითონ მომაკითხა მაღაზიაში თანამშრომლობის წინადადებით. მოსარჩელემ შესთავაზა წინასწარ თანხის გადახდის გარეშე საქონლის მიწოდება და მოპასუხე მიწოდებული საქონლის ღირებულებას აანაზღაურებდა გაყიდვების შესაბამისად. რის გამოც თანხები გადახდილია სხვადასხვა დროს ნაწილ-ნაწილ. მოპასუხე დათანხმდა რადგან შეთავაზებული ფასები ხელსაყრელი იყო. მის მიერ გადახდილია ყველა მოწოდებული საქონლის ღირებულება და წარმოდგენილი ქვითრები ამას ადასტურებს. 2016 წლის 11 დეკემბრის ელ. წერილი იძლევა ინფორმაციას, რომ მოპასუხეს უნდოდა დასახელებული ნივთები, მაგრამ ამის მოწოდება არ მომხდარა. 2017 წლის 05 ივნისის წერილში კი მითითებულია ის საქონელი, რაც მოპასუხესთან იყო უკვე და დამატებით რაც სჭირდებოდა.წერილში მითითებული აქვს, რომ მისაცემი ჰქონდა მხოლოდ ორი ცალი აკუმულატორის ფული. 2017 წლის 26 ივნისს მოპასუხის შპს-ს სახელით მან მეტობით(წინსწრებით) ჩაურიცხა 1000 ლარი, ასევე 14 ივლისსაც, რადგან უთხრა რომ მიაწვდიდა ჩამოთვლილ პროდუქციას. დამატებით ჩამოთვლილი საქონლის მიწოდება არ მომხდარა და არც დასტურდება სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურით, მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა თუნდაც კანონით გაუთვალისწინებელი დოკუმენტით. წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე განმარტავს, რომ დანართი 19-20-ზე არის შესყიდვების ობიექტის მონაცემთა ცხრილი, რაც პროდუქციის მიწოდებას არ ადასტურებს. მოპასაუხე მხარის განმარტებით მოსარჩელის მიერ მიწოდებულ საქონელზე სრულად აქვს გადახდილი თანხა, რაც წარმოდგენილიც აქვს სარჩელზე. პირიქით, მან წინასწარ გადაურიცხა თანხა საქონლისთვის, რომელიც უნდა მიეწოდებინა და არ მიაწოდა. სწორედ აქედან დაიწყო მათ შორის უთანხმოება, როცა მოსთხოვა 3000 ლარის დაბრუნება, ან საქონლის დროულად მოწოდება.უთანხმოების მიზეზი იყო ასევე მისგან მოწოდებული საქონლის შეძენის საკითხი, რომელსაც დამატებით ფაქტად უთითებს. მოპასუხე მხარის განმარტებით მას სრულად მაქვს გადახდილი შეძენილი საქონლის ღირებულება. წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ ამის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ მინიმუმ უნდა განმარტოს ალბათ, როდის მიაწოდა 18 740 ლარის ღირებულების საქონელი და რა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანებები აქვს მასთან. სარჩელი დანართი დოკუმენტებით ამის მტკიცებულებას არ იძლევა. მესამე პირებს და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ გახდება განსახილველ დავაში გამოკვლევის და შეფასების საგანი. თანაც აღნიშნული ადასტურებს მის საწინააღმდეგოს: მისგან სადავოდ გამხდარი თანხის საქონელი რომ იყოს მოწოდებული, ამგვარი ხელშეკრულება მაინც შედგებოდა მათ შორის. ხელშეკრულება შედგენილი აქვს 4900 ლარის საქონელზე და 18 740 ლარის საქონელს მას რატომ მისცემდა უსაბუთოდ. ასევეა ელ.ფოსტით გაკეთებული ,,შეკვეთის“ შესრულებაც, რომელიც უნდა დაადასტუროს მოსარჩელემ. 2016 წლის 11 დეკემბრის წერილში წერია, რომ უნდა კონკრეტული საქონელი, რომლიდანაც ერთი-კონტროლერის ღირებულება უკვე გადახდილი იყო. 2017 წლის 05 ივნისის წერილში იკითხება, რომ მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს 1ც. კონტროლერი და 2 ც აკუმულატორი. დანარჩენის ფული გადახდილია და გადასახდელად მითითებულია 2ც აკუმულატორის ღირებულება. 18 740 ლარის საქონლის მოწოდება კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება და რეალურად მოწოდებულიც არა აქვს. მოპასუხე მხარეს მოსარჩელისთვის გადარიცხული აქვს უფრო მეტი, ვიდრე უკვე შეძენილი საქონლის ღირებულებაა. მეტობით გადახდილ თანხაში მას უნდა მოეწოდებინა საქონელი, რაც აღარ შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო საეჭვო ხელშეკრულების შესრულების ადგილი. მხარეები კონკრეტული ერთჯერადი გარიგებისას თანხმდებოდნენ, რომ მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ქ. თელავში. მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მისმიერ წარმიდგენილ შესაგებელს და ითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელი დაკმაყოფილებაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მოსარჩელე ტ------– გ--------–---–ს და მოპასუხე მხარეს შორის არსებობს ზეპირი ფორმით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელე პერიოდულად აწვდიდა გარკვეულ საქონელს. მოპასუხე მხარეც თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას მიღებული საქონლის ნაცვლად ნასყიდობის ღირებულება გადაეხადა ტ------– გ--------–---–ისათვის, რასაც მოპასუხე მხარე ახორციელებდა როგორც ზ------ მ-------ის. ასევე შპს ,,თ-----–----ის“ სახელით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან; მხარეთა მიმოწერა; გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 15-32 ) 3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცება რომ მხარეებს შორის მიუხედავად იმისა წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა, მის მიერ სარჩელში და ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ფასი ავთენტურია, რის შესადარებლადაც მხარე უთითებს მასთან და სხვა მესამე პირებთან გაფორმებულ წერილობით ხელშეკრულებებს, სადაც ნასყიდობის საგანი მოპასუხე მხარესთან არსებული სიტყვიერი ხელშეკრულებების საგნის იდენტურია. ვინაიდან სხვა პირებთან დადებული ხელშეკრულებები არ ასახავს მოპასუხე მხარისათვის მიწოდებული პროდუქციის როგორც რაოდენობას ასევე ფასს. ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერით ნათლად ჩანს, თუ რა საქონელი აქვს მოსარჩელისგან ზ------ მ-------ეს მიღებული და მიწოდებული საქონლიდან რომლის თანხა აქვს მოსარჩელისთვის გადასახდელი. ვინაიდან 2016 წლის 11 დეკემბრის ელ. წერილი იძლევა ინფორმაციას, რომ მოპასუხეს უნდოდა დასახელებული ნივთები, თუმცა მოსარჩელე მხარემ რომ მიაწოდა აღნიშნული ნივთები ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოდუგენია. ასევე 2017 წლის 05 ივნისის წერილში მითითებულია ის საქონელი, რაც მოპასუხესთან იყო უკვე და დამატებით რაც სჭირდებოდა.წერილში მითითებული აქვს, რომ მისაცემი ჰქონდა მხოლოდ ორი ცალი აკუმულატორის ფული. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა რომ მან მოპასუხეს ეტაპობრივად მიაწოდა შემდეგი საქონელი: 1) მზის ენერგიის 05(ხუთი)ცალი პანელი 120ვ. თითოეულის ფასი 370 ლარი საერთო ჯამში 1850(ათასვაას ორმოცდაათი) ლარი. 2)30(ოცდაათი)ცალი მზის ენერგიის პანელი 80ვ, თითოეულის ფასი 300 ლარი, სულ 9000(ცხრაასი)ლარი. 3) 3 (სამი) ცალი კონტროლერი 12/24ვ 80ა, თითოეულის ფასი 380(სამსასოთხმოცი) ლარი, ჯამში 1140 (ათასასორმოცი) ლარი.4) 7(შვიდი) ცალი აკუმლატორი 13ვ 15ა/ჰ, 1 ცალის ფასი 500(ხუთასი)ლარი, სულ 3500(სამიათასხუთასი0 ლარი. 5) 05 (ხუთი) ცალი გარდამქმნელი 12-220ვ 2000წ. ჯამში სულ 3250 (სამიათასორასორმოცდაათი)ლარი. საერთო ჯამში ტ------– გ--------–---–ს მოპასუხეთათვის მიწოდებული აქვს 18740 (თვრამეტი ათას შვიდას ორმოცი)ლარის საქონელი, რის სანაცვლოდაც მოპასუხეებს გადახდილი აქვთ მხოლოდ 9940(ცხრაათას ცხრაასორმოცი) ლარი. ვინაიდან მხარეს არ წარმოდუგენია შესაბამისი მტკიცებულებები და მიღება- ჩაბარების აქტები. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წ. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, გადახდის ქვითრებით (დანართი 4) (იხ. ს.ფ. 23-40) - სარჩელი და შესაგებელი(ს.ფ.2-9;71-79) - მხარეთა განმარტებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317; 327-ე, მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩეულია კანონის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნაყიდი ქონება, ხოლო მყიდველის მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა თუ რომელი ნივთი, როდის მიაწოდა მოპასუხე მხარეს, რომელი ნივთების ღირებულება აქვს გადახდილი და რომელი ნივთების ღირებულება დარჩა მხარეს მისთვის გადასახდელი. შესაბამისად მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ მოპასუხე მხარეს გადასცა 18740 (თვრამეტი ათას შვიდას ორმოცი)ლარის საქონელი, რომლის ღირებულება სრულად არ გადაუხდია მოპასუხეს და გადასახდელი აქვს 8800 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები. 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა სარჩელი, შესაბამისად მოცემულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას: ა) ზ------ მ-------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-----ა, სოფელი კ--------ო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N5-----------, ასევე ყადაღა უნდა მოეხსნას მოპასუხე შპს ,,თ-----–----ის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში არსებული მოთხოვნის ოდენობით, რაც შეადგენს 8800 ლარს. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე ტ------– გ--------–---–ის სარჩელი მოპასუხე ზ------ მ-------ისა და შპს ,,თ-----–----ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 264.00 (ორასსამოცდაოთხი) ლარის ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 3. 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას: ა) ზ------ მ-------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-----ა, სოფელი კ--------ო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N5-----------, ბ)ასევე ყადაღა მოეხსნას მოპასუხე შპს ,,თ-----–----ის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში არსებული მოთხოვნის ოდენობით, რაც შეადგენს 8800 ლარს. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით; 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: მარინე ცერცვაძე