გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8128-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–ოს სახელით
16 ივლისი, 2--- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „ს----------–ოს ბ---ი“
წარმომადგენელი - მ------ა ს-------ა
მოპასუხე - ზ------ ბ-----–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ზ------ ბ-----–-–---–ს სს „ს----------–ოს ბ---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 11283.57 ლარის გადახსა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8189.88 ლარი, სარგებელი 1662.38 ლარი, პირგასამტეხლო - 1303,31 ლარი და საკომისიო 128 ლარი;
1.2. ზ------ ბ-----–-–---–ს სს „ს----------–ოს ბ---ის" სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 8189.88 ლარზე, წლიური სარგებლის 14.78%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.31 ლარს;
მოსარჩელემ მოითხოვა ასევე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელში განმარტებულია, რომ სს „ს----------–ოს ბ---სა" და ზ------ ბ-----–-–---–ს შორის 2--- წლის 1- დ-----ერს გაფორმდა ს----------ო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 200 ლარი ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური 14,78% სარგებლის დარიცხვით. ს----------ო ხელშეკრულები მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, 8 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ს----------ო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლი არღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის პირობებს და ვადებს. 2017 წლი 22 ნოემბრის შემდგომ ს----------ო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ფულადი ვალდებულებ მოპასუხეს არ შეუსრულებია.
სარჩელის შეტანის მომენტისთვის სს „ს----------–ოს ბ---ის" წინაშე ზ------ ბ-----–-–---–ის დავალიანება შეადგენს 16496.77 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8189.88 ლარი, სარგებელი 1662.38 ლარი, პირგასამტეხლო - 6516.51 ლარი და საკომისიო 128 ლარი.
სს „ს----------–ოს ბ---მა" მოპასუხის წინააღმდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროში შეიტანა განცხადება გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ და გამოიცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 5213,2 ლარის ოდენობით და მოითხოვა 1303,31 ლარის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება (იხ, 2--- წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:09:14).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე დააზუსტა და სარჩელი ცნო პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სრულად (იხ. 2--- წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:08:38).
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–ოს ბ---სა" და ზ------ ბ-----–-–---–ს შორის 2--- წლის 1- დ-----ერს გაფორმდა ს----------ო ხელშეკრულება №--- - 8----1-, რომლის თანახმად მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 200 ლარი ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური 14,78% სარგებლის დარიცხვით.
ს----------ო ხელშეკრულები მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.10 პუნქტიდან გამომდინარე, საკომისიოს მხარე იხდის კრედიტის თანხის ათვისებისას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2--- წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:08:38).
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 17-22; 34-39).
3.1.2. 2--- წლის 1- ა-----–ის მდგომარეობით, სს „ს----------–ოს ბ---ის" წინაშე ზ------ ბ-----–-–---–ის დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით შეადგენს 8189.88 ლარს, სარგებლის სახით 1662.38 ლარს, პირგასამტეხლოს სახით შეადგენს 6516,51 ლარს, ხოლო საკომისიოს სახით - 128 ლარს. პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელემ შეამცირა 1303,31 ლარამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2--- წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:08:38).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ 32).
3.1.3. საბ---ო კრედიტის ხელშერკულების 5.2 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ ბ---ის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 17-22; 34-39).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–ოს ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს ზ------ ბ-----–-–---–სა და სს ”ს----------–ოს ბ---ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ს----------ო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა ს----------ო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. დადგენილია, რომ მსესხებელ ზ------ ბ-----–-–---–ს ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, სს ”ს----------–ოს ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან ს----------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხიდან 8189,88 ლარის დაბრუნება.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი სს ”ს----------–ოს ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან ს----------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ზ------ ბ-----–-–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 1662,38 ლარის გადახდა.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (1303,13 ლარი) არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.10 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საკომისიოს მხარე იხდის კრედიტის თანხის ათვისებისას. შესაბამისად, იგი თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ფუნქციურად წარმოადგენს სარგებელს, სესხის სასყიდლიანობის გათვალისწინებით. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ზ------ ბ-----–-–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 128 ლარის გადახდა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს ”ს----------–ოს ბ---ის“ სარჩელი ს----------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 8189,88 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 1662,38 ლარის, პირგასამტეხლოს - 1303,13 ლარისა და საკომისიოს 128 ლარის ნაწილში.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
კონკრეტულ შემთხვევაში, ს----------ო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. ს----------ო ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის შესაბამისი წლიური 14,78%-ის ოდენობით. სს „ს----------–ოს ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოვალეს ზ------ ბ-----–-–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის დღიდან 2--- წლის 1- ა-----–იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე 8189,88 ლარზე წლიური სარგებლის 14,78%-ის გადახდა.
6.3. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა ს----------ო ხელშეკრულებით გაითვალისწინეს, რომ ბ---ის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, სს „ს----------–ოს ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს გაფორმებული ხელშერკულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
რამდენადაც მოპასუხემ სარჩელი ცნო 11283.57 ლარის ნაწილში, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 5213,2 ლარის ნაწილში, პროპორციულად შესაბამისი ბაჟი - 494.90 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს 109,09 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს გამარტივებული საქმის წარმოების სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს----------–ოს ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ზ------ ბ-----–-–---–ს სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 283,57 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 8189,88 ლარი, სარგებელი - 1662,38 ლარი, პირგასამტეხლო - 1303,31 ლარი და საკომისიო - 128 ლარი.
3. მოპასუხე ზ------ ბ-----–-–---–ს სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრის დღიდან 2--- წლის 1- ა-----–იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე 8189,88 ლარზე წლიური სარგებლის 14,78%-ის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,ს----------–ოს ბ---ს“ მის მიერ სარჩელზე 2--- წლის 11 ა-----–ს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 604,00 ლარიდან 494,90 ლარი.
6. მოპასუხე ზ------ ბ-----–-–---–ს სს „ს----------–ოს ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 109,09 ლარისა და გამარტივებული საქმის წარმოების სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე