განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1540-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–-------
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ზ------------–---–-, ლ-----------, მ--–--------–----- და ა-----–-–---–---–-
ბრალდებული - გ--------------- (პირადი #0----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული თბილისში, ა--------------ს ქ.--, ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, უ------- ქ.----ში, ამჟამად პატიმარი;
ბრალდებული - ა---------–--------–---–---–- (პირადი #0----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თბილისში, გ-------–----–----- ქ.#----, ბინა #---ში, ამჟამად პატიმარი
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ და ,,ე‘‘ ქვეპუნქტები - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, ეროვნული შეუწყნარებლობის გამო
სხდომის სახე - ღია
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისში, ა-–------------------- ქ.----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ა---------–--------–---–---–-- ვ-----–-------------, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული დანით დაუწყო სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობების მიყენება, რა დროსაც ვ-----–------------- შეეცადა მისგან თავის დაღწევას, რაც ვერ მოახერხა, რადგან ზურგის მხრიდან მივარდა გ---------------, რომელმაც დაიჭირა იგი და, განზრახ მოკვლის მიზნით, არ მისცა საშუალება, გასცლოდა მას. ა---------–--------–---–---–- აგრძელებდა რა ვ-----–-------------სთვის სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობების მიყენებას, პარალელურად, გ---------------მ დაუწყო ცემა ხელზე წამოცმული ე.წ. ,,კასტეტით‘‘. მიყენებული ჭრილობების გამო, ვ-----–------------- დაეცა, ხოლო ა---------–--------–---–---–- და გ--------------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ-----–------------- იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ა) განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად
დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ---------–--------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იცის, რომ შემთხვევის დღეს ვ-----–-------------, მეგობარ ო---------–-–---–---- ერთად, იმყოფებოდა ბარში. ღამით ვ-----–- დასთან - ლ-------- უნდა დარჩენილიყო, თუმცა დილით ლ------- გაიგო, რომ ვ-----–- სახლში არ მისულა. მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. მოგვიანებით გაიგო, რომ თ---------–---------------- არსებულ ერთ-ერთ ბართან მომხდარი ჩხუბის შედეგად ვ-----–- იყო დაჭრილი. არ უთხრეს, რომ გარდაიცვალა, მეუღლეს ელოდებოდნენ, რომ მას ეთქვა. დაკრძალვის შემდეგ მეზობლებს სთხოვა, რომ ო---- (ო-----) გ--–-–---–- მიეყვანათ მასთან, რათა გაეგო, რა მოხდა. მისგან ნაამბობით იცის, რომ ღამის 3 საათისთვის დ-------- ბაღში მდებარე ბარიდან სახლში დაბრუნებისას ბარ ,,ვ---–--------‘‘ გაიარეს, იქ ო----ს მეგობარი ბ--–----- შეხვდა, რუსი ეროვნების ტურისტთან ერთად, და რადგან რუსულად ლაპარაკობდნენ, ამის გამო დაიწყო პრობლემა, სიტუაცია დაიძაბა და სიბნელეში ჩავიდნენ. ვ-----–-, რომელიც ყოველთვის დიპლომატიურად აგვარებდა ყველაფერს, დასამშვიდებლად ჩავიდა, მაგრამ ის მარტო აღმოჩნდა სამ ადამიანთან წრეში, ყვირილი ატყდა და როდესაც ო---- მიტრიალდა, დაინახა, რომ ა---------–--------–---–---–- დანას ურტყამდა ვ-----–-ს, ხოლო გ--------------- - კასტეტს, თან ყვიროდა: ,,მოკალი, ეს ებრაელიო‘‘.
მოწმე ო----- გ--–-–---–-ს ჩვენების თანახმად, არის ვ-----–-------------ს ბავშვობის მეგობარი და იცის, რომ ის უკონფლიქტო, მეგობრებისთვის საამაყო და საყვარელი ადამიანი იყო. შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე დაგეგმეს დ-------- ბაღში მდებარე ბარში წასვლა. 2018 წლის 29 სექტემბერს ვ-----–- 8 საათისთვის მივიდა უბანში და ერთად წავიდნენ მეგობრის ბიძის პანაშვიდზე, რის შემდეგაც დ-------- ბაღის მიმართულებით გაემართნენ. დაახლოებით ერთ საათში ბარში თავისი საცოლე, მისი ძმა და ორი მეგობარი მივიდნენ, ერთად სვამდნენ, ოთხი საათი იქნებოდა დაწყებული, რომ საცოლე გააცილა, ვ-----–-სთან ერთად. როდესაც ბარში ჩაბრუნდნენ, უკვე დაკეტილი იყო და პ--–----- ქუჩაზე მდებარე ბარ ,,ვ---–---–-‘‘ წავიდნენ. ბარის ტერასაზე ძველი მეგობარი ი-----–- ბ--–----- ნახა, მოიკითხა, ის რუსი ეროვნების ორ გოგონასთან და ახალგაზრდა, წვერებიან ბიჭთან ერთად იყო. ვ-----–-- კარგად იცოდა რუსული ენა და საუბრობდნენ, ცოტა ხანში ბარში შევიდნენ, მაგრამ უკვე დაკეტილი იყო და უკან გამობრუნდნენ. ამ დროს შენიშნა მანამდე მისთვის უცნობი პიროვნებები ტერასაზე, რომელთა შორის იყვნენ, როგორც შემდეგ გაიგო, ა-------------–---–---–-, გ--------------- და ნ----–-----. მათაც დააპირეს ბარში შესვლა, მაგრამ რადგან დაკეტილი იყო, შესასვლელთან გაჩერდნენ. ი-----–- ბ--–----- ნასვამი იყო და აღნიშნულ პირებს საქართველოზე ლაპარაკი დაუწყო, უთხრა, რომ ქართველი იყო და ქართველები ერთად უნდა მდგარიყვნენ, გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. გ---------------მ დაუდასტურა, რომ ქართველები იყვნენ, რის შემდეგაც ი-----–-მ სამივეს ჩამოართვა ხელი და ისევ მეგობრებს მიუბრუნდა. შემდეგ ს-------, კ------–---–---–-- და შ-----მ რამდენიმე მეტრით იქით, ტერასაზე, კ---–------------- მხარეს გადაინაცვლეს. ი-----–- ისევ მივიდა მათთან და ისევ საქართველოზე ელაპარაკებოდა. ამაზე გ---------------მ ხმამაღალი ტონით და აგრესიით უპასუხა: ,,რა გამიხურე ამ საქართველოზე ლაპარაკითო‘‘, და შეიგინა. ამ დროს თვითონაც მივიდა და ი-----–-ს იგივე გაუმეორა: ,,რა გაახურე ამ საქართველოზე ლაპარაკითო‘‘, და შეიგინა. აღნიშნულზე ნ----–-----მ უთხრა, რატომ შეაგინე საქართველოსო. უხსნიდა, რომ საქართველოსთვის არ შეუგინებია, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა. ამ ლაპარაკის დროს ა----- კ------–---–---–-- თქვა, რომ იმ ადგილას კამერები იყო და სხვაგან გასულიყვნენ. შ-----, ს------ და კ------–---–---–- ,,ს---------‘‘ დაიძრნენ ტერასაზე. მათ გაჰყვნენ თვითონ, ი-----–- ბ--–----- და ვ-----–-. ,,ს------‘‘ მხარეს ვ-----–-- ზ--------------–--- ნახა, გადაკოცნა, როგორც გაირკვა, ზ----- იმ სამსაც იცნობდა. კიბეებით ცოტა მოფარებულ ადგილზე ჩავიდნენ, თუმცა ისეთი განათება კი იყო, რომ ერთმანეთი გაერჩიათ, დაიწყეს ლაპარაკი და სიტუაციის განეიტრალება, მაგრამ ნ-----–---- შ----- იგივეს იმეორებდა, რატომ შეაგინა საქართველოს. ამავდროულად, ვ-----–- ა-------------–---–---–-- და გ---------------ს ელაპარაკებოდა, რატომ კამათობდნენ საქართველოზე და ქართველობაზე, ამბობდა: ,,მე, მაგალითად, ებრაელი ვარ, ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და ვიცავ ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს, მაგრამ არავისზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველოო‘‘. შემდეგ ვ-----–- მასთან და შ-----სთან მივიდა და, სიცილით, გაღიმებული სახით უთხრა შ-----ს: ,,რა მითხარი, ვინ ხარო? რა გაქვს სანერვიულოო‘‘. ამ დროს გ---------------ც მივიდა შ-----სთან ახლოს და უთხრა: ,,ნახე, ბიჭო, დაჟე დაგცინისო‘‘, არადა ვ-----–- ისეთი პიროვნება იყო, ყოველთვის ღიმილით აგვარებდა ყველანაირ კონფლიქტს, მთელი ცხოვრება ღიმილი ჰქონდა სახეზე. ამ დროს შ-----მ ეგრევე მუშტი დაარტყა სახეში ვ-----–-ს, რომელიც წაბორძიკდა, შ-----მ ახლა ფეხი მოუქნია, მაგრამ ააცილა და თვითონვე დაეცა. მის უკან მდგომმა ზ--------------–---მ დაქაჩა, რომ ვ-----–-სთან აღარ მისულიყო, თვითონ, ი-----–- ბ--–-----სთან ერთად, გ---------------ს აკავებდა, რომ არ ჩარეულიყო, რა დროსაც ა-------------–---–---–-, მარჯვენა ხელში მუქი ფერის, დაახლოებით 12 სმ-იანი დანით, მივარდა ვ-----–-ს და მუცელში დარტყმები დაუწყო, თან აგინებდა: ,,შენი ებრაელი დედაო‘‘. ვ-----–- მოძრაობდა, ცდილობდა გასვლას, ამ დროს გ--------------- ხელიდან დაუსხლტა მათ, მივარდა ვ-----–-ს, უკნიდან შებოჭა, დააკავა და თვითონაც ორივე ხელით დაუწყო დარტყმა, თან ერთ ხელზე ორთითიანი კასტეტი ეკეთა, რაც მასზე ჯერ კიდევ ტერასაზე ყოფნისას შენიშნა. ს------ ამ დროს ა---------– კ------–---–---–- უყვიროდა: ,,მოკალი, მაგის ებრაელი დედაო‘‘, ა-----– განაგრძობდა ვ-----–-ზე დანის დარტყმას. ვ-----–- ვერაფერს აკეთებდა, რადგან ორ ადამიანს შორის იყო მოქცეული. თვითონ შიშის გამო ვეღარ მივიდა, მის გვერდით ი-----–- ბ--–----- იდგა, ისიც ვერ მიდიოდა. შ----- წაქცევის შემდეგ აღარ ჩარეულა ჩხუბში, მოშორებით იდგა, მხოლოდ კ------–---–---–- და ს------ ურტყამდნენ ვ-----–-ს, ის ძირს დაეცა სისხლიანი. რომელიღაცამ დაიყვირა, გავიქეცითო, და სამივე ვ---–--–-- ქუჩის მიმართულებით გაიქცა. თვითონ, ი-----–- ბ--–----- და ზ--------------–--- ვ-----–-ს ასულიერებდნენ, ბევრი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე, სახეზეც, სულ სისხლიანი იყო და უკონტაქტო. სასწრაფო დახმარებაში დარეკეს, პატრულიც მივიდა, ვ-----–- დააწვინეს საკაცეზე და საავამდყოფოში გადაიყვანეს.
მოწმე ნ-----–---- შ-----ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 8 საათისკენ, სპორტდარბაზში ნახა ა-------------–---–---–-, მიწერეს ს-–------ს, გ---------------ს, და დაახლოებით 11 საათისთვის ლ----–------ შეხვდნენ ერთმანეთს. ბარში დალიეს და რ---------–-- გამზირზე გავლა გადაწყვიტეს. ქ-–------ ეკლესიის უკან, ბარში შევიდნენ, იქ ნახა ახლობელი ზ--------------–---, დალიეს, დაახლოებით 3 საათი იყო, ბარები იკეტებოდა, ამიტომ თ---------–---------------- ავიდნენ, სხვა ბარში აპირებდნენ სმის გაგრძელებას, მაგრამ გაიგეს, რომ დაკეტილი იყო. ამასობაში ერთი ბიჭი მივიდა, რუსი ეროვნების ორ გოგოსთან ერთად, რუსულად ლაპარაკობდნენ. ის ბიჭი ს-–------სთან მივიდა, ქართველები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდესო. ს-–------მ ხელი ჩამოართვა და გაიწია. 2 წუთში ისევ მივიდა მათთან ის ბიჭი - თქვენ გაიხარეთ ბიჭებოო და ა.შ. ს-–------მ უთხრა: ,,რა ტვინი შეჭამეო‘‘. ამ დროს გვერდზე მდგომმა კეპიანმა ბიჭმა, როგორც გაიგო, გ--–-–---–- იყო გვარად, დაიძახა: ,,მართლა და მართლა, რა ტვინი შეჭამეთ, ერთი საქართველოს დედაც ვატირე, რას დაობთ ამდენი ხანიაო‘‘. ეს მათ არ მოეწონათ და დაიწყეს ხმამაღალი საუბარი, საქართველოზე ასე როგორ ლაპარაკობდა. ამ დროს ა-----მ თქვა, რომ იქ კამერები იყო და სხვაგან გადასულიყვნენ. ,,ს------‘‘ უკან, ბნელ ადგილზე, ჩავიდნენ თვითონ, ა----- და ს-–------, ასევე, ზ--------------–---, გრძელთმიანი ბიჭი (ი-----–- ბ--–-----), ო----- გ--–-–---–- და ვ-----–-------------. თვითონ გ--–-–---–- ელაპარაკებოდა, თუ რატომ აგინებდა საქართველოს, ხოლო გ--–-–---–- ამბობდა, რომ ცუდი გაგებით არ უთქვამს, მთვრალები ვართო. საუბარს რომ მორჩნენ და მიტრიალდა, გაიგო, რომ ვ-----–------------- ამბობდა: ,,რა შუაშია ქართველობა, მე ებრაელი ვარ და, ამისდა მიუხედავად, საქართველო მაინც მიყვარსო‘‘. იმ დროს გ---------------ც იქ იდგა და უსმენდა. შემდეგ პირადად მას მიუბრუნდა ვ-----–------------- და უთხრა: ,,შენ, შ----ს რომ გეძახიან, ერთი გაგვეცანი, ვინ ხარო‘‘. უპასუხა: ,,შ---- ვარ და როგორ გაგეცნოო‘‘, მან კი პასუხად - ,,შენ მაგარი ბიჭი ხარო‘‘, დამცინავად უთხრა, გააჯავრა კიდეც, რა მაგრად მოძრაობო. ვეღარ მოითმინა დამცინავი ლაპარაკი და დაარტყა, ვ-----–------------- წაბორძიკდა, ადგა და ისევ მისკენ წამოვიდა, ამ დროს თვითონ ფეხი მოითრია და წაიქცა, ჟაკეტიც გაეხა. დარტყმაზე ვ-----–-------------ს რეაქცია იყო მისი მისამართით გინება, დედა შეაგინა. ადგომა და ისევ ს------------- მისვლა დააპირა, მაგრამ დაინახა, რომ ა----- მივიდა მასთან, მარჯვენა ხელში დანა ეჭირა, ,,შენი ებრაელი დედაო‘‘ და დაუწყო დარტყმა მუცელში, ს----------- უკან გაწევა და გაქცევა სცადა, მაგრამ ს-–------ მივარდა, გაქცევა არ აცადა, შებოჭა, თან ხელზე ორთითიანი კასტეტი ეკეთა, რითაც უკნიდან დაუწყო დარტყმა მარჯვენა ხელით, თავშიც ურტყამდა, თან ხმამაღლა ყვიროდა: ,,ამის ებრაელი დედაო‘‘. თვითონაც უნდოდა ჩხუბში ჩართვა, მაგრამ, რომ დაინახა, ერთი დანით იყო და მეორე კი - კასტეტით, შეეშინდა და აღარ მივიდა. დანარჩენებმაც ვერ გაბედეს, გაშველება უნდოდათ, მაგრამ ს-–------ს ვერ მოერივნენ, ფიზიკურად ძლიერი იყო, მერე უკვე ს---------- დაეცა და რომელიღაცამ დაიყვირა: ,,დავაი, გავიქეცითო‘‘, და მათთან ერთად გაიქცა. ქუჩას ჩაჰყვნენ, რომელიღაც სახლის სადარბაზოში შევიდნენ, რა დროსაც შენიშნა, რომ ხელები ორივეს სისხლიანი ჰქონდა. ა-----მ დანა ქარქაშში ჩადო, ამბობდა: ,,მგონი, დავბრიდე ის ებრაელიო‘‘. ს-–------ც ამბობდა: ,,სულ კასტეტი ვურტყიო‘‘. თვითონ ჟაკეტი გაიხადა, დაბნეული იყო, ჩანთაში ჩადო, მოწესრიგდნენ. წყალი ჰქონდა ჩანთაში, ხელებზე გადაივლეს და გამოვიდნენ. ისევ იმ ქუჩას ჩაუყვნენ, ქუჩის ბოლოს რაღაც მშენებლობა იყო, ა-----მ თქვა, ვინმემ რომ დაგვიჭიროს, დანა თან რომ არ გვქონდეს, აქ შევაგდებო, და შეაგდო ზემოთ, ხოლო ს-–------მ თავისი კასტეტი დატოვა სადარბაზოში, რადგან მერე აღარ ჰქონია. რ---- პარკში ჩავიდნენ და დილამდე დადიოდნენ, შემდეგ სახლებში წავიდნენ.
მოწმის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს თვითონ სამხედრო შავი ბათინკები ეცვა, სამხედრო შარვალი, შავი მაისური და ლურჯი ჟაკეტი; ს-–------ს - ლურჯი კედები, მუქი ფერის სპორტული შარვალი და შავი მაისური ეცვა, შავი ქუდი ეფარა, ა-----საც - კედები, მანჟეტიანი შავი შარვალი და წითელი მაისური ეცვა, სახეზე პირბადე ჰქონდა. თვითონ და ა-----ს ჩანთები ეკიდათ. სამედიცინო პირბადეები სულ დაჰქონდათ. დანას, სანამ გაახვევდა ა-----, სისხლის წვეთები გასდიოდა და, ალბათ, იმ დროს მოხვდა მის ფეხსაცმელზე ვ-----–-------------ს სისხლი.
მოწმე ი-----–-----–-----ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 29 სექტემბერს, 8-9 საათისთვის, ბათუმიდან დაბრუნდა თბილისში. ამ დროს დაურეკა მეგობარმა ქ-------–------მ და უთხრა, რომ თბილისში იყო და მისი ნახვა უნდოდა. 10 საათისთვის გავიდა სახლიდან და შეხვდა ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე ფაბრიკაში, ქ------ თან მეგობარი გოგო ახლდა, ასევე, რუსი ეროვნების. ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. შემდეგ წავიდნენ რ---------–-- გამზირზე მდებარე ,,დ----------–-‘‘, იქაც დალიეს 2-3 ჭიქა არაყი. გადაინაცვლეს პ--–----- ქუჩაზე მდებარე ბარ ,,ვ---–---–-‘‘, რომლის ტერასაზეც სვამდნენ და რუსულ ენაზე საუბრობდნენ, თუ როგორ მოსწონდათ სტუმრებს საქართველო. რაღაც პერიოდის შემდეგ ბარ ,,ვ---–--------‘‘ გამოჩნდა მისი ნაცნობი ო----- გ--–-–---–-, რომელსაც თან ახლდა ვ-----–------------- და ისინიც შეუერთდნენ საუბარში. ნახეს სხვა ნაცნობებიც. დაახლოებით 3-4 საათი იყო დაწყებული, რომ იქ სამი უცხო პირი მივიდა, სასმელის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ ბარი იხურებოდა, ვერ მოასწრეს, გამოვიდნენ და დადგნენ ,,ვ---–----‘‘ შესასვლელთან, ანუ სადაც თვითონ იდგნენ ტერასაზე, მათ უკან. შეამჩნია, რომ აგრესიული გამოხედვა ჰქონდათ მათ მიმართ, რაღაც შეძახილიც მოესმა და თვითონაც რუსი რომ არ ჰგონებოდათ, შეუტრიალდა და დაუწყო ქართველობაზე საუბარი, რომ ქართველებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. შემდეგ ისევ მეგობრებთან გააგრძელა საუბარი. მცირედი დროის შემდეგ ისევ მივიდა მათთან და ისევ საქართველოზე გააგრძელა ლაპარაკი. ამით ისინი შეწუხდნენ, გ---------------მ უთხრა, თავი დაენებებინა და აგრესიაზე გადავიდა, უთხრა: ,,თავი დაგვანებე, ბიჭო, რა გაგვიხურე ამ საქართველოზე საუბრით საქმეო‘‘, და შეიგინა. ამასობაში მისი ნაცნობი ო----- გ--–-–---–-ც მივიდა და მანაც ზოგადად შეიგინა - ,,რა გაახურეთ ამ საქართველოზე ლაპარაკით საქმეო‘‘. ამ დროს ნ-----–---- შ-----მ თქვა, რატომ აგინებთ საქართველოსო, უხსნიდნენ, რომ საქართველოსთვის არ შეუგინებიათ. ამ კამათში ა---------–--------–---–---–-- თქვა, რომ კამერები უყურებდათ და ქვემოთ ჩასულიყვნენ, კიბეებით ჩავიდნენ, გაჰყვნენ თვითონ, ო----- გ--–-–---–-, ვ-----–- ს---------- და მისთვის უცნობი ადამიანი. კიბეებიდან მარჯვენა მხარეს ო----- გ--–-–---–- შ-----ს ელაპარაკებოდა, კიბეების მოპირდაპირედ, მანქანასთან ახლოს, იდგნენ ვ-----–------------- და ა-------------–---–---–-, თვითონ ო----- გ--–-–---–-ა და მათ შორის იდგა. აქეთ გ--–-–---–- და შ----- კამათობდნენ, აქეთ კი ვ-----–------------- ამბობდა: ,,რატომ კამათობთ, ბიჭო, საქართველოზე და ქართველობაზე, მაგალითად, მე ებრაელი ვარ, ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესებს ვიცავ, მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველებიო‘‘. ამ სიტყვებზე კ------–---–---–-ს და ს------- სახეზე აგრესია შენიშნა, დაიძაბნენ. შემდეგ ვ-----–- მივიდა ო----- გ--–-–---–-სა და ნ-----–---- შ-----ს მხარეს და შ-----ს ამშვიდებდა, თან სახელი ჰკითხა, მერე ვეღარ გაარკვია, რა უთხრა. ამ დროს მომენტალურად ხელი მოუქნია შ-----მ და სახეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც ვ-----–- წაბორძიკდა, შ-----მ ახლა ფეხი მოუქნია და ინერციით თვითონვე დაეცა. ამ დროს თვითონ, ო---------–-–---–---- ერთად, ცდილობდა გ------- ს------- დაკავებას, რომ ჩხუბში არ ჩართულიყო და დაინახა, რომ ა---------–--------–---–---–-, რომელსაც მარჯვენა ხელში დანა ეჭირა, მივარდა ს----------, ,,შენი ებრაელი დედაო‘‘, და რამდენჯერმე მოუქნია მუცლის არეში. ვ-----–- ცდილობდა, მორიდებოდა. ამ დროს გ--------------- დაუსხლტა მათ, ზურგის მხრიდან მივარდა ს----------, დაიჭირა და კ------–---–---–- დაუყვირა: ,,მოკალი, ამის ებრაელი დედაო‘‘. კ------–---–---–- არ ჩერდებოდა, აგრძელებდა დანის დარტყმას მუცლის არესა და გულმკერდში, რა დროსაც გ---------------ც მარჯვენა მუშტით ურტყამდა, მარცხენათი აკავებდა, მისი აზრით, კასტეტს ურტყამდა, რომელიც კიბეებზე ჩასვლისას დაუნახა, რომ ხელზე ეკეთა. შემდეგ უკვე ვ-----–------------- დასისხლიანებული დაეცა ძირს. ვიღაცამ დაიყვირა, გავიქეცითო, და სამივე ვ---–--–-- ქუჩის მიმართულებით გაიქცა. ს------------- დარჩნენ თვითონ, ო----- გ--–-–---–- და მესამე უცხო პიროვნება, შველას ითხოვდნენ, ხალხი მიცვივდა, ზოგს წყალი მიჰქონდა, დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ ვ-----–- კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. მივიდა პოლიცია და სასწრაფო და წაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ზ---------------–---- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს სამსახურის შემდეგ, დაახლოებით 9 საათზე, მივიდა ბ----–- საცოლესთან, იქ იყო 3 საათი, მიიღო ალკოჰოლი, შემდეგ ქ-–------ ეკლესიის გვერდით მდებარე ბარში დალია. მოსაწევად ამოვიდა და გ--------------- შეხვდა, თან ა---------–--------–---–---–- და ნ----–----- ახლდნენ, რომლებიც გააცნო. ერთად სვამდნენ, თან საუბრობდნენ. 4-ის წუთები იქნებოდა, სხვა ბარში წასვლა შესთავაზა, დათანხმდნენ და გაჰყვნენ, მაგრამ უთხრეს, რომ ,,შ----------–-‘‘ გაშავებული იყვნენ და ისინი ბარ ,,ვ---–--------‘‘ დარჩნენ. ,,შ----------–-ც‘‘ დალია ორი ჭიქა ლუდი. შემდეგ ბარიდან ამოვიდა და ,,ს------‘‘ მხრიდან გ---------------მ დაუძახა: ,,მოდი, რაღაც ხდებაო‘‘. წავიდა ,,ს------‘‘ მხარეს, რა დროსაც ტერასაზე ვ-----–------------- შეხვდა. მას არ იცნობდა, თუმცა ხვდებოდა ხოლმე ბარებში, ამიტომ მიესალმა, თან ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზეც ვ-----–-- უპასუხა, რაღაც საქართველოს თემაზე მოხდა შეკამათებაო. იქვე, ბართან, ,,ს------‘‘ უკან კიბეზე ჩადიოდნენ გ---------------, ა---------–--------–---–---–- და ნ-----–---- შ-----. უკან მიჰყვებოდნენ იმ დროისთვის მისთვის უცნობი ო----- გ--–-–---–- და ი-----–- ბ--–-----. მათ ის და ვ-----–-ც გაჰყვნენ. თან ელაპარაკებოდა კიბეებზე, როგორ შეიძლება საქართველოს გულისთვის ასეთი რამ მომხდარიყო. ვ-----–-ც დაეთანხმა და თქვა: ,,საქართველოს გულისთვის ასეთი კამათი რატომ უნდა დაგვემართოსო‘‘ და შეიგინა. ამის შემდეგ მათთან მივიდნენ ა---------–--------–---–---–- და გ--------------- და ვ-----–-- მათთან გააგრძელა წყნარად საუბარი. ამავდროულად, შ----- და გ--–-–---–- აგრესიულად კამათობდნენ ერთმანეთში. გასანეიტრალებლად მივიდა და გაიგო, რომ შ----- გ--–-–---–- ეუბნებოდა, რატომ შეაგინე საქართველოსო. გ--–-–---–- უმტკიცებდა, მე არ შემიგინია საქართველოზე, ისე შევიგინეო, ის კი იგივეს უმეორებდა. ამ დროს წამოვიდა ვ-----–-------------, მივიდა შ-----სთან და გელაშვილთან და ღიმილიანი სახით ჰკითხა შ-----ს: ,,რატომ ნერვიულობ, რა განერვიულებს, რატომ ხარ ასე დაძაბული, აგრესიული?.. მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი, მითხარი შენი სახელიო‘‘. შ-----მ უთხრა: ,,რატომ უნდა გითხრა ჩემი სახელი, რატომ უნდა გაგეცნოო‘‘, და სახეში დაარტყა მუჭი. ამ დროს ს---------- წაბორძიკდა, მას ფეხიც მოუქნია შ-----მ, მაგრამ თვითონ შ-----ს უკან იდგა და ზურგიდან დაქაჩა, რის გამოც ის წაიქცა. გახედა ვ-----–------------- და სწორედ ამ დროს მას უეცრად მივარდა ა---------–--------–---–---–- გინებით, ამოიღო რაღაც ბასრი ნივთი, შეიძლება, დანაც იყო, ვერ გაარჩია კარგად, შეაგინა: ,,შენი ებრაელი დედაო‘‘, და დაუწყო გულმკერდის და მუცლის არეში დარტყმა. ს---------- ცდილობდა გაცლას, უკან იხევდა, მაგრამ ზურგიდან გ--------------- მივარდა, რომელიც მანამდე ი-----–- ბ--–-----სა და ო----- გ--–-–---–- ეჭირათ, და ზურგიდან დაუწყო დარტმა ვ-----–------------- იმ ნივთით, რომელიც ხელში ეჭირა, თან ეუბნებოდა: ,,მოკალი, მაგის ებრაელი დედაო‘‘. კ------–---–---–-ც აგრძელებდა დანის დარტყმას. შედეგად ვ-----–------------- წაიქცა, რა დროსაც ერთ-ერთმა დაიყვირა: ,,ჩქარა, გავიქცეთო‘‘, და გ---------------, ნ-----–---- შ----- და ა---------–--------–---–---–- გაიქცნენ. ადგილზე დარჩნენ თვითონ, ბ--–----- და გ--–-–---–-. ეგრევე მივარდნენ ს----------, მას ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა, ცდილობდნენ დახმარებას, თუმცა კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. მივიდა სასწრაფო დახმარება და პოლიცია. შემდგომ უკვე პოლიციის თანამშრომლებმა იკითხეს, ვინ იყვნენ თვითმხილველები, რაზეც გამოეხმაურნენ და წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც დაიკითხა.
მოწმეების - ზ---------------–----ა და ი-----–-----–-----ს განმარტებით, ა---------–--------–---–---–-- ვ-----–------------- დაახლოებით 6-7-ჯერ დაარტყა დანა, ხოლო ო----- გ--–-–---–-ს განმარტებით - 5-6-ჯერ მაინც, თუ მეტი არა.
მოწმე ზ---------–---- ჩვენებით, შემთხვევის დღეს ბარში იყო, ღამის 4 საათზე იკეტება. ამ დროს ჩავიდა ვ-----–-, მეგობრებთან ერთად, მაგრამ რომ გაიგო, იკეტებოდა, არ შესულა. შემდეგ თვითონაც გარეთ გავიდა. დაინახა გ---------------, რომელსაც ბარიდან იცნობდა. ის ორ ბიჭთან ერთად იყო, ერთს სამედიცინო პირბადე ეკეთა, ბიჭებს ესაუბრებოდნენ, ერთი ი-----–- ბ--–----- იყო, ი-----–- ვ-----–-სთან ერთად ჰყავდა იმ ღამით ნანახი, ორ გოგოსთან ერთად იყვნენ. ქართული კარგად არ ესმის და საუბრის შინაარსი ვერ გაიგო, მაგრამ ისინი რაღაცას ამტკიცებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ უკან გადავიდნენ. თვითონ, მეგობარ ლ-------- ერთად, სიგარეტს ეწეოდა. ამ დროს მათ შორის კამათის ხმა ესმოდა. შემდეგ ,,ს-----–-‘‘ შევიდა და 2-3 წუთში მაღალი ბიჭი მივიდა, ლ----- ქართულად უთხრა, რომ რაღაც მოხდა, შოკში იყო. გავიდნენ ,,ს------‘‘ უკან და ნახეს, ვ-----–- მიწაზე იწვა, ჭრილობები ჰქონდა სხეულზე, სახეზე. ამასობაში სამედიცინო დახმარება და პოლიცია მივიდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლ-----------------, რომელმაც განმარტა, რომ, მას შემდეგ, რაც ბარში შევიდა მაღალი, მისთვის უცნობი ბიჭი და თქვა, რომ ბიჭი იყო დაჭრილი, გავიდა და, ზობადთან ერთად, ჩავიდა დ------ ქუჩისკენ, სადაც ნახა დაჭრილი ვ-----–-------------, რომელიც მიწაზე იწვა. ს------, კ------–---–---–- და შ----- ადგილზე აღარ დახვედრია. ამობრუნდა, ბარიდან ხელსახოცები გაიტანა და დაბრუნდა დაჭრილთან, მაგრამ ვ-----–- უკვე აღარ სუნთქავდა.
ბრალდებულ ა---------–--------–---–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 10-11 საათზე, სპორტდარბაზში შეხვდა ნ-----–---- შ-----ს. შემდგომ ისინი ერთად წავიდნენ მეგობრის დაბადების დღეზე ბარ ,,ს----–------–-‘‘. იქ ნახეს ბიჭები, მიიღეს სპირტიანი სასმელი და თვითონ, გ--------------- და ნ----–----- წავიდნენ რუსთაველზე, ბარ ,,რ----------‘‘, სადაც გაიცნეს ს------- ნაცნობი ზ--------------–---, რომელთან ერთადაც დალიეს, რის შემდეგაც თ---------–---------------- მდებარე ბარ ,,ვ---–---–-‘‘ წავიდნენ, მაგრამ დახურული დახვდათ. ზ--------------–--- ჩავიდა ,,შ----------–-‘‘ და მოუწიათ ,,ვ---–--------‘‘ 10-15 წუთს დალოდება, შემდგომ ისევ ,,ს----–------–-‘‘ უნდა დაბრუნებულიყვნენ. ბარ ,,ვ---–----‘‘ შესასვლელთან მივიდა მათთვის უცნობი პირი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ი-----–- ბ--–----- და გ---------------სთან დაიწყო ძალიან მოსაბეზრებელ თემაზე ლაპარაკი - საქართველოს სიყვარულზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ა.შ. გ---------------მ რამდენჯერმე მოკლედ უპასუხა, დაეთანხმა ყველაფერზე, მაგრამ ის ისევ მივიდა და იმავე თემაზე გააგრძელა საუბარი. რადგან არ ეშვებოდა, ოდნავ ქვემოთ, კიბეებთან ჩავიდნენ, რომ თავი დაენებებინა, გ-------ს მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ბ--–----- არ მოეშვა, ისიც ჩავიდა და აგრძელებდა საქართველოზე საუბარს. ამას ესწრებოდა ბ--–-----ს მეგობარი გ--–-–---–-ც, რომელმაც თქვა: ,,კარგი, გეყოფათ საქართველოზე ლაპარაკი, ამის დედა ვატირე, რაღა მოგივიდათო‘‘. იქვე იყო ნ-----–---- შ-----, რომელმაც იფიქრა, რომ საქართველოს მისამართით იგინებოდა და დაუწყო ლაპარაკი, რატომ შეაგინა საქართველოს. ცოტა აგრესიულ ტონში გაგრძელდა საუბარი, ს------ ქვემოთ, კიბეებთან, იყო, მას შ-----მ პროვოკაციულად დაუძახა: ,,მოდი, საქართველოს აგინებსო‘‘, ვითომ რაღაც ხდებოდა, ს------- უთხრა: ,,გაანებე თავი, გავიდეთო‘‘, მაგრამ შ----- არ მოეშვა: ,,მოდი, ბიჭო, მარტოს ხო არ მტოვებო‘‘. მიიწიეს მათკენ, საუბარი აგრესიულ ტონში გადაიზარდა. მათივე ინიციატივით, ჩავიდნენ ,,ს------‘‘ ქვემოთ. თვითონ 4-5 მეტრის მოშორებით დადგა, უყურებდა და ელოდებოდა, როდის დამთავრდებოდა საუბარი მშვიდობიანად. ერთ მხარეს ბ--–----- და ს------ იდგნენ, საპირისპირო მხარეს - შ----- და ს----------, ს------ ბ--–-----ს უხსნიდა, რომ არ იყო საჭირო არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი, ჩამოერთმიათ ერთმანეთისთვის ხელი და დაშლილიყვნენ. ბ--–-----მ უთხრა ს---------- ს------- სიტყვები, მაგრამ ს---------- მიუტრიალდა ს------ს და უთხრა: ,,სად მიდიხარ ჯერ, რა მშვიდობიანი ბიჭი მყავხარო‘‘. 2-3 წუთში მათი საუბრის ტონი შეიცვალა, მაღალ ხმაზე მოუწიათ ლაპარაკი, კიდევ 2-3 წუთში უკვე ყვირილის ხმა გაიგო და შ-----მ წიხლი მოუქნია ს----------, აუსრიალდა ფეხი და წაიქცა, ვ-----–--აც მუშტების დარტყმა დაუწყო წაქცეულს. ვ-----–-სთან ერთად, შ-----ს კიდევ ორი-სამი პირი ურტყამდა, ამ დროს ს------ იმ მიმართულებით წავიდა, რომ შ----- გამოეთრია, არ უნდოდა დაპირისპირება არც მას. ახლა ბ--–-----მ შემოატრიალა ს------ და დაუწყო სახეში დარტყმა, გამოვიდა, რომ ბ--–----- უკვე ს-------- იყო დაკავებული, შ-----ს სამი კაცი ურტყამდა წიხლებს და მუშტებს. პანიკაში ჩავარდა, შეეშინდა და მათკენ გაიქცა თვითონაც, სცადა, შ----- რამენაირად გაეწია და გაეშველებინა, დაინახეს იმ სამმა და მთლიანი ზეწოლა მასზე გადმოვიდა, შემოუტრიალდნენ, შ-----ზე უკვე თავი ჰქონდათ დანებებული და პირადად მას დაუწყეს ცემა, მათ შორის იყო ვ-----–-------------. უკვე გამოსავალი აღარ ჰქონდა და, თავის და შ-----ს გადასარჩენად, დანა ამოიღო, რომელიც ჯიბეში ჰქონდა. დაზიანებები მიაყენა ბარძაყშუა დაახლოებით სამ-ოთხჯერ. ვინ ვის ურტყამდა, ძნელი გასარჩევი იყო. ამორჩეულად, კონკრეტულად, არავისზე მიუტანია იერიში. შ-----მ მოახერხა როგორღაც თავის დაღწევა, დაიყვირა: ,,გავრბივართ, ბიჭებოო‘‘, თვითონაც გაიქცა შ-----სთან ერთად და ს------ც გაჰყვა მათ. თავი სადარბაზოს შეაფარეს, ფიქრობდნენ, ისევ საფრთხეში იყვნენ. სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, გამოვიდნენ. სადარბაზოდან მოშორებით, საწვიმარ მილში შეტენა თავისი დანა. გაიქცნენ რ---- პარკის მიმართულებით. შემდეგ გ---------------მ იკითხა, რა მოხდაო, მან რეალურად არ იცოდა, რა მოხდა, ჰკითხა მათ, დაზიანებულია თუ არა ვინმეო. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ მსუბუქი დაზიანებები იყო და მნიშვნელოვანი და სერიოზული არაფერი, ამიტომ უთხრა, რომ კარგად იყო ყველაფერი, თუ სერიოზული აღმოჩნდებოდა, მათზე გავიდოდნენ და სხვა გზა არ დარჩებოდათ, ითანამშრომლებდა, რატომ უნდა დაემალა დანაშაული. რ---- პარკიდან დაშორდნენ ერთმანეთს. შემთხვევის ადგილიდან წასვლა განაპირობა იმან, რომ ძალიან ცოტანი იყვნენ, შ-----ს გარდა, ფაქტობრივად რჩებოდნენ თვითონ და ს------ დაახლოებით ათი კაცის გარემოცვაში და მეტი გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ გაქცეულიყვნენ. ამგვარ დაპირისპირებაში საფრთხეში იყო არა მარტო მისი სიცოცხლე, არამედ - ნ-----–---- შ-----სიც. ბასრი იარაღი გამოიყენა, რადგან თავდაცვის ინსტიქტი ჰქონდა, ამის გამოყენებეზე არავისთან შეთანხმებულა და არც ქმედების გაადვილებაში შეუწყვია ვინმეს ხელი. გ---------------მ არ იცოდა, დანა რომ ჰქონდა. სეზონურად ალერგიას უჩივის, ძირითადად სექტემბრის თვეში, და დასაცავად პირბადეს იკეთებს. პირბადე ეკეთა 2018 წლის 29 სექტემბრის საღამოს და 30 სექტემბრის გამთენიასაც.
ბრალდებულ გ------- ს------- ჩვენებით, 2018 წლის 29 სექტემბერს, ღამით, თ---------–----------------, ბარში ნახა მეგობარი ზ------, ერთად დალიეს. შემდეგ ნ-----–---- შ-----მ მოიკითხა ტელეფონით, სად იყო, და ის და ა---------–--------–---–---–-ც შეუერთდნენ. გააცნო მათ თავისი მეგობარი და წავიდნენ ბარ ,,რ-----–-‘‘, სადაც ნახა ნაცნობი ზ--------------–---. იქაც დალიეს რამდენიმე ჭიქა და წავიდნენ ბარ ,,ს------თან‘‘. ზ----- ქვევით ჩავიდა, თვითონ ,,ს------‘‘ ტერასასთან გაჩერდნენ, მშვიდად იდგნენ, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რა დროსაც მაღალი ქერა ბიჭი დაეკონტაქტათ, ნასვამი იყო და ეუბნებოდა, ხომ ქართველები ხართ, ერთმანეთს ქართველების სიყვარულში შევეჯიბრო----. ვერ მიხვდა, უცხო ადამიანი ასე რატომ საუბრობდა და მოკლე პასუხები გასცა, არ გაუჩნდა მისი გაცნობის სურვილი, ერთი-ორჯერ უპასუხა, იქნებ შეშვებოდა, მაგრამ მან მაინც გაუგრძელა საუბარი. ამის გამო წავიდა ტერასიდან ჩამავალ კიბეებთან, მაგრამ უკან გაჰყვა და ცდილობდა დალაპარაკებას. ბოლოს უპასუხა, რომ შეაწუხა და სხვასთან ელაპარაკა. ცოტა ხანში იმ ბიჭთან მეგობარიც მივიდა, ო----- გ--–-–---–-, და შენიშვნა მისცა, წამოდიო. ამ დროს დაიწყეს ჩხუბი, შ-----მ უთხრა: ,,გაიგე? საქართველოს შეაგინაო‘‘. უპასუხა, რომ არ აინტერესებდა და სიარული გააგრძელა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ზ------ს დაბადების დღეზე დაბრუნებულიყვნენ. ზურგით იყო, როცა კამათი დაიწყო, რა დროსაც, როგორც ახსოვს, კ------–---–---–-- დაუძახა, სალაპარაკოდ გაჰყოლოდა. ,,ს------‘‘ წინ კიბეებზე ჩავიდნენ, ხალხი შეიკრიბა, საუბრობდნენ, ყველაფერს ყურადღებას ვერ აქცევდა, რადგან ნასვამი იყო, თან სიბნელე იყო. ი-----–- ბ--–-----ც მივიდა, რომელსაც უთხრა, ნუ იკამათებდნენ, ნასვამები იყვნენ და ჯობდა, დაშლილიყვნენ. ამაზე ბ--–-----ც დაეთანხმა, მაგრამ ვ-----–- შეუბრუნდა და უთხრა: ,,შენ ვინ ხარ საერთოდო‘‘. უთხრა, რომ მეგობარი იყო. მან ირონიით მიმართა: ,,შენ რა მშვიდობიანი ბიჭი მყავხარო‘‘. აგდებულად ესაუბრებოდა, თითქოს, ზემოდან უყურებდა. ვ-----–-ს უპასუხა, რომ ირონია არ იყო საჭირო, სიტუაციის განმუხტვა უნდოდა და რაღაც თქვა, რაზეც ვ-----–- წამოეკიდა, გამოეცალა და შ-----მ და ვ-----–-- გააგრძელეს საუბარი. ცოტა ხანში უკვე შ----- და ს---------- ძირს გორაობდნენ, შემდეგ უკვე ვ-----–-ს ჰყავდა მომწყვდეული, ვ-----–-ს აკავებდნენ, რადგან აგრესიული იყო. ჩხუბში მეგობრის გადასარჩენად ჩაერია. გაშველებისას სახეში დაარტყა ბ--–-----მ, მისი პროვოცირებით იყო დაწყებული ეს ამბავი და ნერვები მოეშალა, რომ კიდევ მას ეჩხუბებოდა, გამწარდა და ბ--–-----სკენ გაიწია, მაგრამ მან უკან დაიხია და თავი დაანება. ამ დროს გაიგო შ-----ს ან ა-----ს ყვირილი, გავიქეცითო. ასეც მოიქცნენ. ვიღაც ეძახდა: ,,ბიჭო, მოდი შენ აქაო‘‘. დარწმუნებულია, რომ ეს ვ-----–- იყო, შეუტრიალდა და ამ დროს შ-----მ უთხრა: ,,მე მგონი, ბიჭია დაჭრილიაო‘‘. ეს რომ გაიგო, გაიქცნენ, სადარბაზოში შევიდნენ, რომ ვერ მიეგნოთ. თვითონ კიბის ქვედა საფეხურზე იდგა, კ------–---–---–- და შ----- ზევით იდგნენ, არ დაუნახავს, რას აკეთებდნენ, ერთი ის კი შენიშნა, რომ წყლით იბანდნენ ხელს. თავიდან ეგონა, ნაცემები იყვნენ, არ უფიქრია, რომ ვინმე დაიჭრებოდა. ფრთხილად გამოვიდნენ სადარბაზოდან და გაიქცნენ. ამ დროს დაინახა, რომ ა-----მ რაღაც შეაგდო მილში, მაგრამ სიბნელის გამო ვერ გაარჩია, თან შეშინებული იყო. არ უეჭვია, რომ დანა იქნებოდა, იფიქრა, სისხლიანი გადასახვევი ან რამე სხვა შეაგდო. დაჭრის თემა რომ გაიგო, შეეშინდა და დასალაპარაკებლად პარკში დასხდნენ. იქ ჰკითხა, რომელმა იხმარა დანა, რაზეც შ-----მ უპასუხა, ა-----მ იხმარაო, თან აღფრთოვანებული იყო. სასიხარულო არაფერი იყო, ან ისევ ჩხუბი უნდა მოსვლოდათ მათთან, ან ისინი პოლიციაში განაცხადებდნენ. ა----- ამშვიდებდა, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ პოლიცია თუ მიაკითხავდა, თვითონ გასცემდა პასუხს. ამასობაში დაიშალნენ, თან შ----- გააფრთხილა, რომ მასაც იგივე გაეკეთებინა, თუ დაკითხავდნენ, ეთანამშრომლა, უთხრა, ახალგაზრდა ხარ და ნასამართლობით გაიფუჭებ ცხოვრებასო. დილით, გაღვიძებულს, პოლიციელები დახვდნენ სახლში და გაჰყვა. არ უფიქრია, თუ მისი ორივე მეგობარი დაკავებული იყო. გზად უამბო პოლიციას ბარში მომხდარი, რომ დალიეს და ნასვამები აუშარდნენ, იჩხუბეს და გაიქცნენ. დანაზე უთხრა, რომ არ უხმარიათ, ასეთი არ დაუნახავს, მაგრამ ეჭვი ჰქონდა, რომ ა-----მ იხმარა. განყოფილებაში ყველაფერი უამბო, დანაზე უთხრა, რომ მართლა არ იცოდა, სად იყო, ა-----მ მილში რაღაც შეაგდო, მაგრამ არ იცოდა, დანა თუ იყო, რომ ეჩვენებინათ, ვერ იცნობდა, რადგან არ უნახავს. ვ-----–-------------ს დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, ხატზე შეუძლია დაიფიცოს. კასტეტი არ კეთებია, ჩვეულებრივი კერამიკის ბეჭედი იყო ორ თითზე გასაკეთებელი, ჩხუბის შემდეგ არ ჰქონია, რადგან ჯიბეში ედო და, ალბათ, ამოუვარდა და დაკარგა.
გვამის დათვალიერების ოქმით, ,,ა-----–-----------–-------------------‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, სასწრაფო დახმარების მანქანაში, დათვალიერდა ვ-----–-------------ს გვამი, რომლის ტანსაცმელი მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, განვითარებულია გვამური გაშეშება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და აღინიშნება გვამური ლაქები, სახესა და გულმკერდზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, დ------ ქ.----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ასევე, პლასტმასის გამჭვირვალე ჭიქები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ასეთივე ლაქები იქნა აღმოჩენილი მიწის ზედაპირზე და ხის კიბის საფეხურზე; დ------ ქუჩაზე, შეღრმავებული ადგილიდან გასასვლელში, ელექტრობოძის ძირში ნანახი იქნა ერთი ცალი სამედიცინო პირბადე; გაყოლებაზე, ქვაფენილის ზედაპირზე, რამდენიმე ადგილას იქნა ნანახი, ასევე, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული ობიექტები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში და დასურათდა.
ამოღების ოქმების მიხედვით, ო----- გ--–-–---–-სგან, ი-----–-----–-----სგან და ზ---------------–----გან, სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ეცვათ 2018 წლის 30 სექტემბერს, შემთხვევის დროს. დაკავების შემდეგ ა---------–--------–---–---–-სგან ამოღებულია, ასევე, შარვალი.
მოწმე ნ-----–---- შ-----ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა ზურგჩანთა, მასში არსებული ,,ფარმადეპოს‘‘ ქაღალდის პარკით, რომელშიც მოთავსებულია 5 ცალი პირბადე, ასევე, ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი.
ბრალდებულ გ------- ს------- შარვალი იქნა ამოღებული მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულ იქნა მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ბრალდებულ ა---------–--------–---–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, ხელჩანთა.
მოწმე ნ-----–---- შ-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნ-----–---- შ-----ს მიერ მითითებულ იქნა ადგილი, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მის კითხვაზე, თუ რატომ აგინებდა საქართველოს, ვ-----–-ს პასუხი არ გაუცია და დამცინავად და ირონიულად უსაუბრია, რის გამოც ნ-----–---- შ-----ს მუშტი დაურტყამს ვ-----–-სთვის სახეში, რომელიც წაქცეულა და უცებ წამომდგარა, მისი ხელის დარტყმის შემდეგ ამტყდარა ჩხუბი, რა დროსაც დაუნახავს, როგორ ურტყამდა დანას ა---------–--------–---–---–- ვ-----–-ს გულმკერდისა და ტანის არეში, თვითონ ჩხუბში აღარ ჩართულა და, ზ---------------–---- გარდა, მეგობრებთან - ა---------–--------–---–---–---- და გ---------------სთან ერთად გაქცეულა. მიუთითა იმ სახლის სადარბაზო, სადაც დაისვენეს და მოწესრიგდნენ, რა დროსაც გ---------------ს ხელიდან მოუხსნია ე.წ. კასტეტი, რომელსაც ჩხუბში იყენებდა, ხოლო კ------–---–---–- სისხლიანი დანა, რომელსაც ურტყამდა ვ-----–-ს, ჩაუდია ნაჭრის ქარქაშში, რომელიც შემდეგ მოუთავსებია თავის შავი ფერის ზურგჩანთაში. ამის შემდეგ მოწმემ მიუთითა ჩ----------- ქ.----თან მდებარე მშენებარე კორპუსის საწვიმარ მილზე, სადაც ა---------–--------–---–---–-- მოათავსა დანა ქარქაშით, რომლითაც დაჭრა ვ-----–-------------. აღნიშნულ მილში ნამდვილად აღმოჩნდა შავი ფერის ნაჭრის ქარქაში და მასში მოთავსებული შავი ფერის დანა, რომელზეც აღინიშნებოდა ლაქები. აღნიშნული დანა, ქარქაშით, ამოღებულ იქნა და დაილუქა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (ტ.1. ს.ფ.333-337) თანახმად, მოწმე ი-----–- ბ--–-----მ ამოიცნო ა---------–--------–---–---–-, რომელმაც 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, დ------ ქ.----სთან მომხდარი ჩხუბის დროს, რამდენჯერმე დაარტყა დანა ვ-----–-------------. ამ დროს თვითონ იმყოფებოდა ვ-----–- ს------------- და ო---------–-–---–---- ერთად, ხოლო შელაპარაკება მოუხდათ სამ უცნობ ახალგაზრდა ბიჭთან.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (ტ.1. ს.ფ.338-343) თანახმად, მოწმე ზ---------------–---მ ამოიცნო ა---------–--------–---–---–-, რომელმაც დანა რამდენჯერმე დაარტყა ვ-----–-------------. მისი განმარტებით, ბარ ,,ვ---–--------‘‘ შეხვდა ნაცნობ ახალგაზრდა ბიჭს, ზედმეტსახელად ს-–------ს, და მის ორ მეგობარს. ამ სამ პირს შეკამათება მოუხდათ ვ-----–- ს-------------, რაც გაგრძელდა დ------ ქ.----ის მიმდებარედ, რა დროსაც შავკაპიშონიანმა ახალგაზრდა ბიჭმა დანა რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა ვ-----–-------------, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (ტ.1. ს.ფ.344-349) თანახმად, მოწმე ო---------–-–---–-- ამოიცნო ა---------–--------–---–---–-, რომელმაც დანა დაარტყა და მოკლა მისი მეგობარი ვ-----–-------------. მოწმის განმარტებით, მის მეგობარ ვ-----–------------- შელაპარაკება მოუხდა მისთვის უცნობ პირებთან. შელაპარაკების დროს დაწყებული ჩხუბისას მან დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანა კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ვ-----–-------------.
ფოტოსურათით ამოცნობის სამივე ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებულმა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე.
პ--–----- ქ.----ში მდებარე სწრაფი კვების ობიექტ ,,ს----------------–----‘‘ გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერების დათვალიერებით დასტურდება 2018 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, ინციდენტში მონაწილე პირების ადგილზე ყოფნა და გადაადგილება. 03:47:10 საათიდან კადრში ფიქსირდება ორი ახალგაზრდა მამაკაცი - ვ-----–------------- და ო----- გ--–-–---–-, რომლებიც გადაადგილდებიან საფეხმავლო ხიდზე და მიდიან ბარ ,,ვ---–----‘‘ მიმართულებით. ო----- გ--–-–---–- უკან ბრუნდება და შედის ,,ს-----–-‘‘, ხოლო ვ-----–------------- აგრძელებს გზას ბარ ,,ვ---–----კენ‘‘‘. 04:14:43 საათზე საფეხმავლო ბილიკზე ფიქსირდება გ---------------, რომელსაც გვერდით მიჰყვება ა---------–--------–---–---–-, ნაჭრის ზურგჩანთით. ორივე მიემართება ,,ს------‘‘ გვერდით არსებული ხიდისკენ. 04:14:50 საათზე მათ უკან მიჰყვება ო----- გ--–-–---–- და შემდეგ - ნ-----–---- შ-----. 04:14:53 საათზე ბარ ,,ვ---–----‘‘ მხრიდან გამოდის ვ-----–-------------, რომელსაც მიჰყვება ზ---------------–---. 04:15:00 საათზე ა---------–--------–---–---–- მიემართება ხიდის გავლით დ------ ქ.----სკენ, მას მიჰყვება გ---------------. 04:15:17 საათზე იმავე მიმართულებით გაივლის ო----- გ--–-–---–- და შემდეგ - ნ-----–---- შ-----. მის გვერდით მიდის ვ-----–-------------, რამდენიმე ნაბიჯით უკან - ზ---------------–---. კადრში, ასევე, ფიქსირდება ორი ახალგაზრდა მამაკაცი. 04:15:47 საათზე იმავე მიმართულებით მიდის კიდევ ერთი მამაკაცი. დ------ ქ.----ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიბნელის გამო შეუძლებელია იქ მიმდინარე პროცესების გარჩევა. 04:35:26 საათზე კადრში ჩნდება ზ---------------–---, რომელიც გამოდის სიბნელიდან, ჩერდება ხიდთან და საუბრობს ტელეფონზე, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. 04:35:50 საათზე კადრში ჩანს ორი მამაკაცი, ერთი იღებს ტელეფონს და აკვირდება მიწაზე უძრავად დაწვენილ სხეულს, 04:36:21 საათზე უკან ამორბის და სირბილით გადის ხიდზე. ცოტა ხანში მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება ხალხი და მოდის სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
სასტუმრო შპს ,,ლ-----------‘‘ გარე პერიმეტრზე არსებული კამერის ვიდეოჩანაწერზე 2018 წლის 30 სექტემბრის 04:35:39 საათზე ფიქსირდება სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ფეხით მირბიან დ------ ქ.----ის მხრიდან ვ---–--–-- ქუჩის მიმართულებით, შემდეგი თანმიმდევრობით - ა---------–--------–---–---–-, ნ-----–---- შ----- და გ---------------.
ბარ ,,ვ---–----‘‘ გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერებით (რომლებზეც არის 15 წუთიანი ცდომილება ,,ს----------------–----‘‘ ჩანაწერებთან მიმართებაში), 2018 წლის 30 სექტემბერს, 04:03:36 საათზე, კადრში ჩანს ვ-----–-------------, რომელსაც ხელში უჭირავს მინის სასმისი, 04:04:05 საათზე შედის ბარ ,,ვ---–---–-‘‘, რამდენიმე წამში გამოდის და 04:04:27 საათზე მიდის ,,ს------‘‘ მიმართულებით. 04:05:11 საათზე ბარიდან გამოდის რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალბატონი. 04:18:08 საათზე კადრში ისევ ფიქსირდება ვ-----–-------------, რომელიც აღნიშნულ ქალბატონთან ერთად შედის ბარ ,,ვ---–---–-‘‘. 04:18:58 საათზე ბარში შედის ი-----–- ბ--–-----, სხვა ქალბატონთან ერთად. 04:20:14 საათზე კადრში ფიქსირდება ნ-----–---- შ-----, რომელიც ჩერდება ბარის შესასვლელთან და მასთან მიდიან გ--------------- და ა---------–--------–---–---–-. 04:20:23 საათზე ბარიდან გამოდიან ი-----–- ბ--–----- და ვ-----–-------------, მითითებულ ქალბატონებთან ერთად, და ჩერდებიან ბარის შესასვლელთან არსებულ ხიდზე, სადაც, ასევე, დგანან ა---------–--------–---–---–-, ნ-----–---- შ----- და გ---------------. მათ შორის იწყება საუბარი. კადრში ჩანს, რომ ა---------–--------–---–---–- უსმენს გ---------------სა და ი-----–- ბ--–-----ს შორის საუბარს. 04:21:31 საათზე ბ--–----- ხელს ართმევს გ---------------ს და აგრძელებს საუბარს. 04:25:38 საათზე ფიქსირდება ო----- გ--–-–---–-, ხელში სასმისით. 04:25:30 საათზე ა---------–--------–---–---–-, ნ-----–---- შ----- და გ--------------- მიდიან ბ-------–---–-- ქუჩის მიმართულებით, რამდენიმე წამში მათ უკან მიჰყვება ი-----–- ბ--–-----. 04:26:05 საათზე ვ-----–-------------, თანმხლებ მანდილოსნებთან ერთად, მიემართება იმავე მიმართულებით, საითაც წავიდნენ ა---------–--------–---–---–-, თანმხლები პირებით, და ი-----–- ბ--–-----. 04:30:10 საათზე ბრუნდება ა---------–--------–---–---–-, რომელიც გზად იხდის თავზე წამოფარებულ კაპიშონს, უკან მიჰყვებიან გ--------------- და ნ-----–---- შ-----, მათ მიჰყვება ო----- გ--–-–---–-. ყველანი მიდიან ,,ს------‘‘ მიმართულებით. 04:30:30 საათზე მათ უკან მიჰყვება ვ-----–-------------, ხოლო 04:30:44 საათზე - ი-----–- ბ--–-----.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერები გამოძიების მიმდინარეობისას დათვალიერდა მოწმეების - ნ-----–---- შ-----ს, ი-----–-----–-----ს, ო----- გ--–-–---–-სა და ზ---------------–---- მონაწილებით, ასევე, მხარეთა მონაწილებით გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. როდესაც ბრალდებულები, ნ-----–---- შ-----სთან ერთად, გამორბიან შემთხვევის ადგილიდან, ვიდეოჩანაწერში ა---------–--------–---–---–-ს ხელში ფიქსირდება დანა, ხოლო ბარ ,,ვ---–----‘‘ კამერებზე ჩანაწერში ჩანს გ------- ს------- ხელზე ე.წ. კასტეტი.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ჩვენებებით.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-------, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ 1 ცალ პლასტმასის ჭიქაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, ასევე, ნიადაგიდან აღებულ მოთეთრო ქაღალდებზე, კენჭებზე და ნიადაგზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ვ-----–-------------; 1 ცალ ერთჯერად ჭიქაზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ო----- გ--–-–---–-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია; ასფალტის ამონატეხზე არსებული ლაქა წარმოადგენს ა---------–--------–---–---–-ს სისხლს; პირბადეზე არსებული ბიომასალა იდენტურია ა---------–--------–---–---–-ს გენეტიკური პროფილის; დანასა და ქარქაშზე არსებული მოწითალო ლაქები წარმოადგენს ვ-----–-------------ს სისხლს, ასევე, მასზე არსებული გენეტიკური პროფილები იდენტურია ვ-----–-------------სა და ა---------–--------–---–---–-ს გენეტიკური პროფილების; ო----- გ--–-–---–-ს ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე, ასევე, მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფიქსირდება ვ-----–-------------ს სისხლი; ი-----–-----–-----ს შარვალზე არსებული სისხლი ეკუთვნის ი-----–- ბ--–-----ს, ასევე, ფიქსირდება ი-----–-----–-----სა და ვ-----–-------------ს შერეული გენეტიკური პროფილი; ზ---------------–---- ხელის მტევნებიდან აღებულ ანაწმენდებზე შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ზ---------------–---ს, მეორე წილი - ვ-----–-------------; ზ---------------–---- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებული ლაქები წარმოადგენს ვ-----–-------------ს სისხლს; გ------- ს------- შარვალზე არსებული ლაქები წარმოადგენს ა---------–--------–---–---–-ს სისხლს; ვ-----–-------------ს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ვ-----–-------------ს სისხლს; ა---------–--------–---–---–-ს ფეხსაცმელსა და სპორტულ მოსაცმელზე, ასევე, ფიქსირდება ვ-----–-------------ს სისხლი; ვ-----–-------------ს სისხლს წარმოადგენს, აგრეთვე, ნ-----–---- შ-----ს სამხედრო ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რაც სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–--, ი-----–- ბ--–-----ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, 2018 წლის 2 ოქტომბერს გ---------------ს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, 2018 წლის 2 ოქტომბერს ა---------– კ------–---–---–- მარჯვენა მტევნის პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა, ხოლო ნიკაპის მიდამოში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაკაწრი. ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით (აღნიშნული თვისება გააჩნია დანასაც), ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.
ბრალდებულთა მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის ორივე დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–--.
ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური #0-------- ექსპერტიზის დასკვნით, რაც სასამართლოში დაადასტურეს ექსპერტებმა - ა------------–---- და მ---------------, ა---------– კ------–---–---–- დაუდგინდა შერაცხადობა. იგი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, არც ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ყოფილა ფსიქიკურად დაავადებული და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას იგი არ იმყოფებოდა არც ფიზიოლოგიური აფექტის და არც სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი განვლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.
სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ჰისტოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის სისწორეც სამედიცინო კუთხით სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------------------, ვ-----–-------------ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად, გულის, ფილტვის და ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 8 საათი;
· ვ-----–-------------ს გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწის შუა ხაზზე, მე-2-3 ნეკნთა შუა სივრცის დონეზე, ტერფის ძირიდან 135 სმ-ის დაშორებით სწორკიდეებიანი პირღია ჭრილობა #2, შემავალი გულმკერდის ღრუში; გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ლავიწის შუა და მკერდახლო ხაზებს შორის, მე-5-6 ნეკნთა შუა სივრცის დონეზე, ტერფის ძირიდან 124,5 სმ-ის დაშორებით, განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, სწორკიდეებიანი პირღია ჭრილობა #3, რომელიც შემავალია გულმკერდის და მუცლის ღრუებში; გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის წინა ხაზზე, მე-6-7 ნეკნთა შუა სივრცის დონეზე, ტერფის ძირიდან 118,5 სმ-ის დაშორებით, დასწვრივად და ოდნავ ირიბად მდებარე, სწორკიდეებიანი პირღია ჭრილობა #4, რომელიც შემავალია გულმკერდის ღრუში; გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, იღლიის ხაზზე, მე-9-10 ნეკნთა შუა სივრცის დონეზე, ტერფის ძირიდან 114,5 სმ-ის დაშორებით, დასწვრივად და ოდნავ ირიბად მდებარე, სწორკიდეებიანი პირღია ჭრილობა #5, რომელიც შემავალია მუცლის ღრუში, დაზიანებულია კანი, კანქვეშა რბილი ქსოვილები, დიაფრაგმა და ღვიძლის მე-6 სეგმენტის დიაფრაგმული ზედაპირი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრებიან როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
· ვ-----–-------------ს გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანება - ჭრილობა სახის მარჯვენა ნახევარში, სწორკიდეებიანი ნაკვეთი პირღია ჭრილობა #1, სახის რბილი ქსოვილების, ცხვირის მარჯვენა ნახევრის ხრტილოვანი ნაწილის და ზედა ტუჩის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება;
· ასევე, აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ხერხემლის ახლო ხაზზე ნეკნთა რკალის დონეზე, ტერფის ძირიდან 113 სმ-ის დაშორებით, დასწვრივად და ოდნავ ირიბად მდებარე, სწორკიდეებიანი პირღია, ზედაპირული, ზერელე ჭრილობა #6; წელის არეში მარჯვნივ, მარჯვენა იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის, მარჯვენა თეძოს ფრთისზედა კიდის საპროექციოდ, ტერფის ძირიდან 97 სმ-ის დაშორებით, განივად და ოდნავ ირიბად მდებარე, სწორკიდეებიანი პირღია ჭრილობა #7, დაზიანებულია კანი, კანქვეშა რბილი ქსოვილები, ჭრილობა დადის მარჯვენა თეძოს ძვლის უკანა ზედაპირამდე და ძვალთან სრულდება. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად, განისაზღვრებიან როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და დამდგარ შედეგთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არიან;
· გვამს, ასევე, აღენიშნება თავის, კისრის, გულმკერდის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან;
· დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 30.09.2018 წ-ს.
ამავე დასკვნითა და ექსპერტ თ---------–------- ჩვენებით დადასტურებულია, რომ ვ-----–-------------ს გვამიდან აღებულ სისხლსა და შარდში აღმოჩნდა ეთილის სპირტი. შინაგან ორგანოებში და სისხლსა და შარდში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, საძილე საშუალებები და მომწამლავი ნივთიერებები.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რაც სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა თ----------------, ა---------–--------–---–---–-ს სპორტული ჟაკეტის, გ------- ს------- შარვლის, ი-----–-----–-----ს შარვლის და ო----- გ--–-–---–-ს სვიტერის ზედაპირებზე აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ვ-----–-------------ს შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რაც სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა გ--------–--–----, დანის გამოკვლევის და ექსპერტის დასკვნა #0---------ის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა:
· თანახმად ექსპერტის დასკვნა #0---------ის მონაცემებისა, ვ-----–-------------ს გვამზე აღინიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები: #2,3,4,5,6,7,8-8ა, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი;
· სხეულზე არსებული ჭრილობების (ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები: #2,3,4,5,6,7,8-8ა), ხასიათის და პარამეტრების, ასევე, მოშავო ფერის მეტალის დანის თვისებებისა და პარამეტრების გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ ვ-----–-------------ს სხეულზე არსებული ჭრილობები განვითარებული ყოფილიყო ექსპერტიზაზე წარდგენილი დანის მოქმედების შედეგად, ან სხვა რაიმე საგნით (საგნებით), რომლებიც სხეულზე ზემოქმედებისას დატოვებს ვ-----–-------------ს სხეულზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების მსგავსი მორფოლოგიური სურათის მქონე დაზიანებებს (ჭრილობებს);
· ვ-----–------------- სხეულზე, ასევე, აღენიშნება სწორკიდეებიანი ნაკვეთი (ჭრილობა #1) სახის მარჯვენა ნახევარში, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. ასეთივე თვისება გააჩნია ექსპერტიზაზე წარდგენილ დანასაც;
· ვ-----–-------------ს სხეულზე - თავის, კისრის, გულმკერდის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოებში, ასევე, აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, და შედეგი - სიკვდილის სახით. დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა წარმოადგენს განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებას, რაც უნდა ატარებდეს ურთიერთშეთანხმებით ხასიათს, ასეთი თანხმობა კი აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელთა შორის შეიძლება მიღწეულ იქნეს როგორც ქმედების ჩადენამდე წინასწარ, ასევე, უშუალოდ ქმედების ჩადენის პროცესში. იმისათვის, რომ მკვლელობა დაკვალიფიცირდეს ჯგუფის მიერ ჩადენილად, აუცილებელია, დამნაშავენი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით. გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს ქცევა და აქტიური მოქმედებები დინამიკაში მიუთითებს სწორედ ამ სავალდებულო სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ამდენად, ბრალდებულის ქმედების განზრახ ქმედებად მიჩნევისათვის აუცილებელია, მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდაუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.
როგორც აღინიშნა, იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს განზრახი დანაშაულის, მოცემულ შემთხვევაში, მკვლელობის ჩადენა, უნდა წარმოჩინდეს როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური მხარე, ჰქონდათ თუ არა გ---------------სა და ა---------– კ------–---–---–- ამგვარი განზრახვა, თუნდაც არაპირდაპირი, რაც უნდა დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზით, კერძოდ, უნდა შეფასდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, დაზარალებულისა და ბრალდებულების ურთიერთდამოკიდებულება, მოტივი, მიზანი და სხვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე Grădinar v. Moldova, #7170/02, 08/04/2008, §107, განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, #21522/93, 29/05/1997, §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, #184/02, 11/01/2007, §84). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს და იმსჯელებს მხოლოდ იმ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომლებიც გავლენის მომხდენია გადაწყვეტილებაზე პირთა დამნაშვედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან ვ-----–-------------სთვის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის წარმოშობა, რაც განაპირობა მათსა და მათ თანმხლებ პირებს შორის მომხდარმა ურთიერთშელაპარაკებამ.
მოწმეების - ნ-----–---- შ-----ს, ი-----–-----–-----ს, ო----- გ--–-–---–-სა და ზ---------------–---- ჩვენებებით, რომლებიც არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი, დადგენილია, რომ ბრალდებულები და გარდაცვლილი ვ-----–------------- ერთმანეთს არ იცნობდნენ და შემთხვევის დღეს მათ პირველად ნახეს ერთმანეთი. მხარეებს შორის კონფლიქტი კი განაპირობა ვ-----–-------------ს თანმხლები პირის - ი-----–-----–-----ს მხრიდან საუბრის წამოწყებამ მისთვის უცნობ გ---------------სთან, რაშიც, ასევე, ჩაერთო ო----- გ--–-–---–-, შემდეგ - ნ-----–---- შ----- და ბოლოს გადაიზარდა ვ-----–-------------ა და ნ-----–---- შ-----ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაშიც მყისიერად ჩაერთნენ ა---------–--------–---–---–- და გ---------------, რომლებიც დადგენილია, რომ არიან ნ-----–---- შ-----ს მეგობრები.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის საწყისი ეტაპი აღბეჭდილია ბარ ,,ვ---–----‘‘ კამერებზე ასახულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, გვიან ღამით, ბარ ,,ვ---–----‘‘ შესასვლელთან მდგარ ი-----–- ს------სთან მიდის მისთვის უცნობი პირი ი-----–- ბ--–-----, რომელიც იმყოფება მთვრალ მდგომარეობაში, და იწყებს მასთან საუბარს, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ქართველობაზე და საქართველოზე, რაზეც გ--------------- პასუხობს ინდიფერენტული განწყობით და ხელის ჩამორთმევით შორდებიან ერთმანეთს, თუმცა ი-----–- ბ--–----- მალევე ბრუნდება უკან იგივე თემით, რაზეც გ--------------- ღიზიანდება და ეუბნება, რა გაახურა საქმე საქართველოზე ლაპარაკით, რა დროსაც საუბარში ერთვება და იგივე პოზიციას იკავებს ვ-----–-------------ს მეგობარი ო----- გ--–-–---–-, რომელიც დაახლოებით იგივე სიტყვებს იმეორებს, თან იგინება. მისი გინება ნ-----–---- შ-----ს მხრიდან აღქმულ იქნა საქართველოს გინებად, რაზეც გამოხატა უკმაყოფილება ო----- გ--–-–---–-ს მიმართ და მათ შორის დაიწყო დაძაბული საუბარი, თუ რატომ შეაგინა საქართველოს, რაზეც ო----- გ--–-–---–- პასუხობს, რომ მას არ შეუგინებია საქართველოსთვის და ისე შეიგინა. ამ დროს ა---------–--------–---–---–-, ბართან დამონტაჟებული კამერებისგან გარიდების მიზნით, სთავაზობს მათ დაბლა ჩასვლას და ზემოთ მითითებული ყველა პირი, ასევე, მათთან ერთად, ვ-----–------------- და ზ---------------–--- ჩადიან ,,ს------თან‘‘ არსებულ კიბეებზე.
მითითებული ფაქტები დადგენილია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ვიდეოჩანაწერით, რომელიც სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან და მასზე ასახულია კიბეებისკენ მიმავალი პირები და მათი თანმიმდევრობა, მათ შორის, ვ-----–-------------, რომელიც ქვემოთ ჩამავალი კიბეებისკენ მიემართება მეხუთე. მართალია, ვიდეოჩანაწერზე უკვე აღარ ფიქსირდება უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, სიბნელის გამო, თუმცა თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ, ერთის მხრივ, საუბარი გრძელდება ო----- გ--–-–---–-ა და ნ-----–---- შ-----ს შორის, ხოლო, მეორეს მხრივ, ვ-----–------------- ელაპარაკება გ---------------სა და ა---------– კ------–---–---–-, რის შემდგომაც ვ-----–------------- ტრიალდება უკვე ნ-----–---- შ-----სკენ, რომელსაც ეკითხება ვინაობას, ასევე, ეუბნება, რომ დაწყნარდეს, რატომ ნერვიულობს. ნ-----–---- შ-----ს ჩვენების თანახმად, ეუბნება შემდეგ სიტყვებს: ,,შენ რა მაგარი ბიჭი ხარო‘‘, თან გააჯავრა, რა მაგრად მოძრაობო. მისი მიმართვა ამ უკანასკნელის მხრიდან აღქმულ იქნა აგდებულ დამოკიდებულებად და გახდა გამაღიზიანებელი. ო----- გ--–-–---–-ს განმარტებით, სწორედ ამ დროს ჩაერთო გ--------------- და ნ-----–---- შ-----ს მიმართა სიტყვებით: ,,ნახე, ბიჭო, დაგცინის კიდეცო‘‘, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გადადის უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვ-----–- ს------------- და სახეში ურტყამს მუშტს, რის შედეგადაც ვ-----–------------- წაბორძიკდება. ამის შემდეგ ნ-----–---- შ----- კვლავ ცდილობს ვ-----–-------------სთვის დარტყმას, თუმცა ზ---------------–---- მხრიდან დაქაჩვისა თუ წონასწორობის დაკარგვის გამო, თავად ეცემა. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ამ დროს უკვე ვ-----–------------- მივარდება ა---------–--------–---–---–-, დანით ხელში, და იწყებს დარტყმების მიყენებას დანით. ამავდროულად, გ------- ს------- შეკავებას ცდილობენ ი-----–- ბ--–----- და ო----- გ--–-–---–-, თუმცა ის მაინც ახერხებს თავის დაღწევას, მიდის ვ-----–- ს------------- უკანა მხრიდან და ბოჭავს მას, რა დროსაც მეგობარ ა---------– კ------–---–---–- უყვირის; ,,მოკალი, ამის ებრაელი დედა“, და, თავის მხრივ, გ--------------- კასტეტიან ხელს ურტყამს თავსა და სხეულზე, ხოლო ა---------–--------–---–---–- აგრძელებს დანით ჭრილობების მიყენებას.
საგულისხმოა, რომ ა---------– კ------–---–---–- არ უარყვია ვ-----–-------------სთვის თანნაქონი დანით ჭრილობების მიყენება, თუმცა განმარტა, რომ ის გარდაცვლილს დანას ურტყამდა ბარძაყშუა, და რადგან ვ-----–-------------ს სხეულზე აღმოჩნდა ჭრილობები, რომლებიც მიყენებულია გულმკერდისა და მუცლის არეში, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი, არ გამორიცხა დანის გამოყენება სხვა პირის მხრიდან, თუმცა მას ასეთი ფაქტი პირადად არ დაუნახავს. თავის მხრივ, დანის გამოყენება ახსნა აუცილებლობით, რადგან, მისი ჩვენების თანახმად, ნ-----–---- შ-----ს სიცოცხლე იყო საფრთხეში, რადგან ამ უკანასკნელს, ვ-----–- ს------------- ერთად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ასევე, მისი თანმხლები პირები, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ყველა თვითმხილველი მოწმის ჩვენებასთან და არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით, გარდა ბრალდებულ გ------- ს------- ჩვენებისა, ამავდროულად, წინააღმდეგობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ვ-----–-------------ს მიმართ, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს არ უფიქსირდება ბარძაყშუა 3-4 ჭრილობა, როგორც ამას ბრალდებული უთითებს.
ა---------–--------–---–---–-ს მიერ დანის არაერთჯერად მოქნევას და დარტყმებს ვ-----–-------------ს მიმართ მუცლისა და გულმკერდის არეში ადასტურებენ ო----- გ--–-–---–-, ი-----–- ბ--–----- და ზ---------------–---, ასევე, ნ-----–---- შ-----. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ი-----–- ბ--–----- და ო----- გ--–-–---–- ცდილობდნენ გ------- ს------- დაკავებას, რათა ისიც არ ჩართულიყო ჩხუბში, მაგრამ ეს უკანასკნელი დაუსხლტა მათ, უკნიდან მივარდა და გააკავა ვ-----–-------------, რომელიც უკან-უკან დახევით ცდილობდა, გასცლოდა ა---------– კ------–---–---–-. ამდენად, გ---------------მ გაუადვილა თავდასხმა ა---------– კ------–---–---–- და, ამავდროულად, თვითონაც დაუწყო ცემა ხელზე გაკეთებული ე.წ. კასტეტით. შესაბამისად, გ---------------მ თავისი ქმედებით ხელი შეუწყო ა---------– კ------–---–---–- ვ-----–-------------სთვის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობების მიყენებაში, რამაც გამოიწვია კიდეც ამ უკანასკნელის სიკვდილი.
არასწორია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს, გ------- ს------- ჩხუბში მონაწილეობასთან და მისი მხრიდან გარდაცვლილის წინააღმდეგ ე.წ. ,,კასტეტის‘‘ გამოყენებასთან დაკავშირებით მოწმეებმა ჩვენებები მისცეს შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილის თვეში, მაშინ, როდესაც ვ-----–-------------ს მკვლელობა მოხდა 2018 წლის 30 სექტემბერს, რაც, დაცვის მხარის მტკიცებით, განპირობებულია მათზე განხორციელებული ზემოქმედებით, როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწყებული კამპანიით ბრალდებულთა მიმართ.
პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმეებზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენასთან დაკავშირებით სასამართლოს არ აქვს არანაირი ინფორმაცია და ყველა იმ მოწმემ, ვისზეც აპელირებს დაცვის მხარე, სასამართლოს კატეგორიულად განუცხადა, რომ ისინი სასამართლოში სრულ სიმართლეს ლაპარაკობენ. აღნიშნულ პირებს არც სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების შემდგომ მიუმართავთ შესაბამისი ორგანოებისთვის ან სასამართლოსთვის ბრალდების მხარის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან მათზე რაიმე სახის ზემოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მოწმეები - ნ-----–---- შ----- და ზ---------------–--- არიან გ------- ს------- მეგობრები და ნ-----–---- შ-----ს იგივე პოზიცია ეჭირა დანაშაულში მის ჩართულობასთან დაკავშირებით 2018 წლის 30 სექტემბერსაც. კერძოდ, 2018 წლის 30 სექტემბრის გამოკითხვის ოქმში, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში სწორედ დაცვის მხარის ინიციატივით, ნ-----–---- შ-----ს მითითებული აქვს, რომ შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, ერთ-ერთ სადარბაზოში, სადაც ა-----მ დანა ჩადო ქარქაშში, გ---------------მ მარჯვენა ხელიდან მოიხსნა ე.წ. კასტეტი და თქვა, რომ ამ კასტეტით ჩხუბობდა და, სავარაუდოდ, იმავე სადარბაზოში დატოვა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერითაც დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს გ---------------ს ხელზე ეკეთა ე.წ. კასტეტი.
რაც შეეხება გ------- ს------- მეორე მეგობარს - ზ---------------–---ს, მართალია, მას გამოძიების ეტაპზე არ უთქვამს გ------- ს------- მხრიდან ე.წ. კასტეტის გამოყენებაზე, თუმცა 2018 წლის 30 სექტემბრის ოქმში ის უთითებს გ---------------სა და ვ-----–------------- შორის დაძაბული საუბრის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ჩხუბი და ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან ვ-----–-------------ს დაჭრა.
ვ-----–- ს------------- გ------- ს------- ფიზიკურ დაპირისპირებაზე აღნიშნულია ო----- გ--–-–---–-ს 2018 წლის 30 სექტემბრის გამოკითხვის ოქმშიც, რაც, ასევე, სრულად იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი განხილვისას. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდისთვის მისთვის უცნობი იყო კონფლიქტში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო მის მიერ აღწერილი პირის გარეგნობა (ბლანჟეანი ბიჭი) ემთხვევა გ------- ს------- მონაცემებს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ყველა თვითმხილველი მოწმის განაცხადებით, მათი დაკითხვა მოხდა იმავე დღეს, შესაბამისად, დაკითხვისას ისინი იყვნენ დაღლილები, დაბნეულები და განერვიულებულები და შესაძლოა მათ გამოძიებას იმ მომენტისთვის სწორად და სრულყოფილად ვერ გადასცეს მომხადრი ფაქტის შესახებ, თუმცა მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები წარმოადგენს სრულ სიმართლეს.
სასამართლო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, ასევე, მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ანალოგიური მიდგომა აქვს ევროპულ სასამართლოს - სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Huseyn and Others v. Azerbaijan, 26.07.2011. §211), ვინაიდან სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა, მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს.
ამდენად, დაცვის მხარის აპელირება, რომ გ------- ს------- თანამონაწილება საქმეში გაჩნდა გამოძიების დაწყებიდან 6 თვის თავზე, 2019 წლის აპრილს თვეში, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არ არის სინამდვილესთან შესაბამისი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მკვლელობის თანამონაწილეობასთან მიმართებით მოწმეები ვერ მისცემენ ჩვენებას სამართლებრივი კუთხით, ისინი იკითხებიან ფაქტების ირგვლივ, რის შეფასებასაც შემდეგ ახდენს გამოძიების ორგანო - გამოძიების მიმდინარეობისას, ხოლო სასამართლო - საქმის არსებითი განხილვისას.
მართალია, გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული გ------- ს------- კუთვნილი ე.წ. კასტეტი, თუმცა სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს მისი მხრიდან მითითებული ნივთის გამოყენებაში, რამდენადაც მოწმეთა ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ იგი ე.წ. კასტეტიან ხელს ურტყამდა ვ-----–-------------. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ------- ს------- განცხადებას, რომ ის ცაციაა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა გ------------------ კატეგორიულად განაცხადა, რომ, შესაძლოა, ცაცია იყოს პიროვნება და იგივე დაზიანებები მიაყენოს.
გ------- ს------- განცხადება, რომ არ დაუნახავს ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან დანის გამოყენება, მოკლებულია დამაჯერებლობას და წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ სწორედ მისი მხრიდან ხორციელდებოდა მოწოდება ა---------–--------–---–---–-ს მისამართით - ,,მოკალი, ამის ებრაელი დედაო‘‘. ამასთან, შეუძლებელია, ა---------– კ------–---–---–- ვერ გაეგო გ------- ს------- მოწოდება და ვერ შეემჩნია მის ხელზე ე.წ. კასტეტი, რომელსაც ვ-----–------------- ურტყამდა, მაშინ, როდესაც, დადგენილია, რომ, იმ დროს, როდესაც ის ვ-----–-------------ს მიმართ დარტყმებს ახორციელებდა დანით, პარალელურად დარტყმებს ახორციელებდა გ--------------- და სხვა არავინ. ვ-----–-------------ს მიმართ ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან დანით არაერთჯერადი დარტყმების განხორციელება დადასტურებულია ყველა თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, ისევე, როგორც უტყუარადაა დადასტურებული გ------- ს------- მხრიდან, ასევე, არაერთჯერადი დარტყმების განხორციელება ე.წ. კასტეტით, იმ დროს, როდესაც მას შებორკილი ჰყავდა ვ-----–------------- და თავისი დარტყმებით უადვილებდა ქმედების განხორციელებას და განზრახვის სისრულეში მოყვანას ა---------– კ------–---–---–-.
დანა, რომლითაც ა---------–--------–---–---–-- ჭრილობები მიაყენა ვ-----–-------------, ამოღებულია გამოძიების ეტაპზე ნ-----–---- შ-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ შ-----------–------- ჩვენებით დადგენილია, რომ დანის პირზე აღმოჩნდა ვ-----–-------------ს სისხლი. ამასთან, ქარქაშსა და დანაზე დადასტურდა ა---------–--------–---–---–-სა და ვ-----–-------------ს შერეული გენეტიკური პროფილის არსებობა. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამოღებული დანით ვ-----–-------------სთვის ჭრილობების მიყენება ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან.
გამოკვლეული მტკიცებულებების, ვ-----–-------------ს გვამზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ გ------------------ ჩვენების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-----–-------------ს სიკვდილის მიზეზია გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად, გულის, ფილტვის და ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობა. მიყენებულ ჭრილობათაგან ოთხი არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია ვ-----–-------------ს სიკვდილთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ თ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა ტანსაცმელზეც, გარდა ა---------–--------–---–---–-სა და გ------- ს-------ა, აღინიშნება ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ვ-----–-------------ს შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოწმეების სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას მათ ჩართულობასთან დაკავშირებით ვ-----–-------------სთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას მოწმეთა ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გარდა ბრალდებულთა ჩვენებებისა, არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით. მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში ახსნილი იყო როგორც მათ სხეულზე არსებული დაზიანებების განვითარების, ასევე, მათ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი კვლების შესახებ. სასამართლოში დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებების სანდოობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუპირებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------- და ა---------–--------–---–---–- მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით, მათი ერთობლივი მოქმედებებით ვ-----–-------------სთვის მიყენებულ იქნა არაერთი ჭრილობა, მათ შორის, ოთხი ჭრილობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. რაც შეეხება სხვა ჭრილობებს და დაზიანებებს, არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება თითქმის ანალოგიურ შემთხვევას და მონაწილე პირებთან მიმართებით მითითებულია შემდეგი: ,,შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს ერთდროულად ორი პირი დაესხა თავს, რომლებიც ერთობლივად ცდილობდნენ მისთვის ტელეფონის წართმევას. ამ ქმედებით თავდამსხმელებმა დ.დ-ს ფაქტობრივად მოუსპეს თავის დაცვისა და გადაადგილების საშუალება და, ამავდროულად, გ.ც-მ დანით, ხოლო პ.ო-მ ,,კასტეტით‘‘ მიაყენეს მას დაზიანებები, რასაც პირდაპირი მიზეზობრივი კავშირში აქვს დამდგარ შედეგთან - დ.დ-ს სიკვდილთან‘‘.
მოცემულ შემთხვევაშიც, გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მიერ განხორციელებული ერთობლივი დარტყმები, დანით და ე.წ. კასტეტით, ასევე, გ------- ს------- მხრიდან ვ-----–-------------ს გადაადგილების დაბრკოლება, წარმოადგენდა ერთმანეთის ქმედებებისთვის ხელშემწყობ ფაქტორს, რამაც მსხვერპლს მოუსპო გადაადგილებისა და თავის დაცვის საშუალება, რასაც მოჰყვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა დაზიანება და, შესაბამისად, დადგა სიკვდილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------------- და ა---------–--------–---–---–- მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების დროს ითვალისწინებდნენ მათი ქმედებით დაზარალებულის სიკვდილის გამოწვევის შესაძლებლობას და სურდათ ასეთი შედეგის დადგომა, რის გამოც სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, მათი ქმედებები წარმოადგენდა დაზარალებულის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულს, აკრძალულს და მართლსაწინააღმდეგოს და სწორედ მათი ერთობლივად განხორციელებული ქმედებების შედეგად დადგა საბოლოო შედეგი სიკვდილის სახით.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, როდესაც ორი ან მეტი დამნაშავე სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს მკვლელობის ობიექტურ შემადგენლობას და გამოდის ამ დანაშაულის თანაამსრულებლად. ამაში გამოიხატება მათი ერთობლივი ქმედება, რომელსაც მივყავართ დაზარალებულის მკვლელობასთან.
სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა გამოიხატა გ------- ს------- მიერ ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან ვ-----–-------------სთვის დანის დარტყმის შემდეგ მისთვის განმეორებით დარტყმებში ხელის არშეშლაში და, პირიქით, თავისი ქმედებებით ვ-----–-------------ს წინააღმდეგობის განეიტრალებასა და მისთვის დარტყმების მიყენებაში ე.წ. კასტეტით, რამაც საბოლოოდ გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გაბათილება ვერ მოხდა დაცვის მხარის არგუმენტებით, სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
ბ) მკვლელობა, ჩადენილი ეროვნული შეუწყნარებლობის გამო
სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები ვ-----–-------------ს მკვლელობის ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან მიმართებაში, რამდენადაც ის იყო ებრაელი და, ბრალდების მხარის მტკიცებით, სწორედ ამის გამო მოკლეს ის ბრალდებულებმა, რაც არ მიიჩნია დადასტურებულად.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ---------–--------- ჩვენებით, მისი შვილით ყველა ამაყობდა, ის მრავალეროვან ოჯახში გაიზარდა, ქართულ-ებრაული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ვ-----–-ს ებრაული ტანსაცმელი არ სცმია და არ კეთებია რაიმე ატრიბუტი, რაც მის ეროვნებაზე მიანიშნებდა, თუმცა, ზოგადად, ვ-----–-- ყველგან იცოდა თქმა, რომ ებრაელი იყო, საქართველოში ცხოვრობდა და საქართველო იყო ყველასი. დარწმუნებულია, რომ ის ამას იტყოდა შემთხვევის დროსაც.
მ---------–--------- განმარტებით, მკვლელობის შემდეგ მოიძია ინფორმაციები, ფეისბუქზე ნახა პირები, ვინც შეიძლება ყოფილიყვნენ მისი შვილის მკვლელები და გაიგო, როგორ ატერორებდნენ ისინი ხალხს და იყვნენ სიძულვილის მატარებლები, ხოლო მას შემდეგ, რაც ტელევიზიებში დაიწყო ამ საქმეზე საუბარი, ასეთი შინაარსის წარწერები წაშალეს.
მოწმე ნ-----–---- შ-----ს განმარტებით, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში გაიცნო ა-------------–---–---–-, ერთად ვარჯიშობდნენ სპორტულ დარბაზში, გასახდელში დაინტერესდა მის მკერდზე დახატული ფაშისტური ნიშნით, სვასტიკით. აუხსნა, რომ პატრიოტული ნიშანი იყო და განცხადებას აკეთებდა, რომ საქართველო ქართველებისთვის უნდა ყოფილიყო. მოეწონა ეს იდეოლოგია, რის შემდეგაც უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, საუბრობდნენ, რომ ქართველები ერთად უნდა ყოფილიყვნენ, გვერდში დადგომოდნენ ერთმანეთს და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, უცხოელებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ასეც იქცეოდნენ - ბარებში რომ დალევდნენ და გარეთ ვინმე თვალში მოხვდებოდათ, ინდოელი იყო, თურქი, ირანელი თუ ებრაელი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაის-ივნისის თვეში ა-----მ გ--------------- გააცნო, დალიეს და საუბარი ეროვნულობაზე ჩამოვარდა, რომ უცხოელები ბინძურსისხლიანები არიან და უნდა გავყაროთ საქართველოდანო.
ნ-----–---- შ-----ს ჩვენებით, 2018 წლის 30 სექტემბერს, ბარ ,,ვ---–--------‘‘, გ---------------სთან საქართველოს თემაზე საუბარი დაიწყო ი-----–- ბ--–-----მ, შემდეგ ჩაერია ო----- გ--–-–---–-, რომელთანაც მას მოუვიდა შელაპარაკება, თუ რატომ შეაგინა საქართველოს. ჩავიდნენ მოფარებულ ადგილას, სადაც მან ისევ ო---------–-–---–---- გააგრძელა საუბარი, ხოლო ამ დროს ვ-----–------------- ელაპარაკებოდა გ---------------სა და ა---------– კ------–---–---–-, როდესაც მორჩნენ საუბარს და მიტრიალდა, გაიგო, რომ ვ-----–------------- ამბობდა: ,,რა შუაშია ქართველობა, მე ებრაელი ვარ და, ამისდა მიუხედავად, საქართველო მაინც მიყვარსო‘‘. ამის შემდეგ ვ-----–------------- მიუბრუნდა მას და უთხრა: ,,შ----ს რომ გეძახიან, ერთი გაგვეცანი, ვინ ხარო‘‘, თან გააჯავრა, რა მაგრად მოძრაობო. მისი დამცინავი ლაპარაკი ვეღარ მოითმინა და დაარტყა, ვ-----–- შებორძიკდა, გასწორდა და ისევ მისკენ წამოვიდა, ამასობაში თვითონვე წაიქცა. ადგომა და ისევ ვ-----–- ს------------- მისვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს დაინახა, რომ მასთან ა---------–--------–---–---–- მივარდა მარჯვენა ხელში დანით და სიტყვებით: ,,შენი ებრაელი დედაო‘‘, დაუწყო დანით დარტყმების მიყენება. მერე გ---------------ც ჩაერთო, უკნიდან შებოჭა ვ-----–------------- და დაუწყო დარტყმები, თან ისიც ყვიროდა: ,,ამის ებრაელი დედაო“. მოწმის განმარტებით, დანა იმიტომ დაარტყეს, რომ ებრაელი იყო, თან გამოიწია და დამცინავად ელაპარაკებოდა, ესეც იყო მიზეზი.
მოწმე ი-----–- ბ--–-----მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ ქართველობაზე დაწყებული საუბარი, რაც შემდეგ მასსა და გ---------------ს შორის კამათში გადაიზარდა. გ--------------- ეუბნებოდა, რა ტვინი შეჭამეო, რაშიც მას მხარი დაუჭირა ო---------–-–---–--ც, ხოლო შემდეგ ჩაერთო ვ-----–-------------, რომელმაც თქვა: ,,რატომ კამათობთ, ბიჭო, საქართველოზე და ქართველობაზე, მაგალითად, მე ებრაელი ვარ, ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესებს ვიცავ, მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველებიო‘‘. შემდეგ ვ-----–- მივიდა ო----- გ--–-–---–-სა და ნ-----–---- შ-----ს მხარეს და შ-----ს ამშვიდებდა, თან სახელი ჰკითხა. ამ საუბარში ნ-----–---- შ-----მ მომენტალურად ხელი მოუქნია მას და სახეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც ვ-----–- წაბორძიკდა, წამოდგა და ნ-----–---- შ-----მ ისევ მოუქნია ფეხი, მაგრამ თვითონვე დაეცა ინერციით. ამ დროს ის, ო---------–-–---–---- ერთად, ცდილობდა გ------- ს------- დაკავებას, ჩხუბში რომ არ ჩართულიყო. დაინახა, რომ ა---------–--------–---–---–- მირბოდა უკვე, მარჯვენა ხელში დანა ეკავა, მივარდა ვ-----–------------- და რამდენჯერმე მოუქნია, თან იძახდა: ,,შენი ებრაელი დედაო‘‘. ამასობაში, გ---------------ც დაუსხლტათ ხელიდან, ზურგიდან მივარდა ვ-----–-------------, დაიჭირა და კ------–---–---–- დაუყვირა: ,,მოკალი, ამის ებრაელი დედაო‘‘. თან თვითონაც ურტყამდა მუშტებს. მისი აზრით, ვ-----–------------- მოკლეს, რადგან ებრაელი იყო, ამ ფაქტმა გააღიზიანა ეს ადამიანები და მოკლეს.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს ვ-----–-------------ს მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს მოწმეებმა - ო---------–-–---–-- და ზ---------------–---მ. ო----- გ--–-–---–-ს განმარტებით, ვ-----–------------- მოკლეს, რადგან უთხრა, რომ ებრაელი იყო და მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რაც მათ გამაღიზიანებლად მოხვდათ, ხოლო ზ---------------–---- განმარტებით, ვ-----–------------- მოკლეს შელაპარაკების ნიადაგზე, მიზეზი მისთვის უცნობია. ამასთან, მანვე განმარტა, რომ გ--------------- ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო და უნახავს, რომ ბარში შეურაცხყოფა მიუყენებია უცხოელისათვის, თუმცა ამ თემაზე არ უსაუბრია მასთან.
ბრალდებულების იდეოლოგიასთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენებები მისცეს გარდაცვლილ ვ-----–-------------ს მეგობრებმა და ნაცნობებმა. კერძოდ:
მოწმე გ-----------------–---–-- ჩვენებით, ვ-----–------------- მისი მეგობარი იყო. 30 სექტემბერს მისი დისგან - ლ------- შეიტყო, რომ ვ-----–- მოკლული იყო. დაიწყო მოძიება, ვინმემ რამე ხომ არ იცოდა, რა მოხდა, დაურეკა ბარების თანამშრომლებს, რომლებიც მისი და ვ-----–-ს მეგობრები იყვნენ - ს----–--------------, ი----------–----, ნ-------------–---–-. მათგან გაიგო, რომ ვ-----–-ს შელაპარაკება მოუხდა ბარ ,,ვ---–----‘‘ მიმდებარედ ს-–------სთან და მის ორ მეგობართან. ეს სამივე ადამიანი ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ, ემუქრებოდნენ უცხოელებს, ერჩოდნენ ძირითადად ფერადკანიან ადამიანებს. გაიგო, რომ შემთხვევის დროს ზ---------------–---ც ყოფილა, ამიტომ მოიძია მისი ნომერი და მისგან გაიგო, რომ, როდესაც მას უკითხავს, ბარის გარეთ რა ხდებოდა, ვ-----–-ს უთქვამს, საქართველოს შეგინებაზეა, მაგის დედა ვატირეო. ასევე, ვ-----–-ს უთქვამს, რომ ებრაელი იყო და რატომ ჩხუბობდნენ საქართველოს გამო, მასაც ისევე უყვარდა საქართველო, და გაუღიმია. ვ-----–- ყოველთვის ხუმრობით და ღიმილით ცდილობდა ნებისმიერი სიტუაციის მოგვარებას. იცის, რომ ვ-----–------------- გ---------------მ და ა---------–--------–---–---–-- მოკლეს. ზ-----მ უთხრა, რომ ერთ-ერთი ბასრ საგანს იქნევდა და შემდეგ მიიმალნენ.
მოწმე ს----–-------------- ჩვენებით, ის ვ-----–-------------ს მეგობარია, საუბრობდნენ ხოლმე ადამიანის უფლებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. მეგობრობდა მის მეგობრებთანაც, გ-----------------–---–---- და სხვებთან. ვ-----–-ს გვარი თავიდან არ იცოდა, ეჭვი არ გასჩენია, რომ ქართველი არ იყო, მერე გაიგო, რომ დედა ჰყავდა ებრაელი. გ--------------- და მისი მეგობრები გასული წლის აგვისტოში გაიცნო, ისინი ბარში შედიოდნენ და სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, კონფლიქტებს იწყებდნენ. ამის გამო ბარში შესვლა აუკრძალეს, მაგრამ ისინი ბარის გვერდით ისხდნენ, სვამდნენ თავიანთ ნაყიდ ალკოჰოლურ სასმელს და თუ ვინმე არაბი, ინდოელი, ჩადრიანი გაივლიდა, აგინებდნენ. კონფლიქტი მოუხდათ ბარის ინდოელ მენეჯერთანაც. ებრაელების მიმართ როდესმე ასეთი რამე არ გამოუხატავთ, არ გაუგია. პოლიცია როცა მიდიოდა, ს------ პირობას იძლეოდა, რომ ცუდად აღარ მოიქცეოდა. იცოდა, რომ ნაცისტური თუ ფაშისტური დაჯგუფების წევრები იყვნენ, ს------ს ქუდიც ჰქონდა ეს-ეს-ის ნიშნით, ასევე, სულ თან ჰქონდა კასტეტი, თითებზე ეკეთა, ხელშიც ათამაშებდა, უნახავს დანაც, დიდი ჯაჭვი. გ------- ს-------გან და მისი მეგობრებისგან გაუგია არაბების, ინდოელების, ებრაელების და სხვების გინება. ა---------–--------–---–---–---- ამ კუთხით შეხება არ ჰქონია. ვ-----–-ს მკვლელობაზე მეგობრებისგან, ბარის თანამშრომლებისგან და სტუმრებისგან გაიგო. ა---------–--------–---–---–-- რომ ჩაიდინა ეს ქმედება, კონკრეტულად ვინ უთხრა, არ ახსოვს, ბევრისგან გაიგო მკვლელობაზე. უთხრეს, რომ ვ-----–- რუსულენოვან მეგობრებთან ერთად იყო და კონფლიქტიც ამის ნიადაგზე მომხდარა. მისი ბარი მოშორებითაა დ------ ქუჩიდან და არაფერი გაუგია, 4-5 საათისთვის დაკეტა და წავიდა.
გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს უცხოელებთან დამოკიდებულებასთან მიმართებით სასამართლოს ჩვენებები მისცეს მოწმეებმა - ნ-------------–---–-- და ი----------–----. არცერთი მათგანი მკვლელობის შემსწრე არ ყოფილა და მომხდარის შესახებ სხვებისგან გაიგეს.
გ------- ს-------ა და მისი მეგობრების სხვა ეროვნების ხალხთან დამოკიდებულებასთან მიმართებით სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმე გ--–--–-----–-----–, რომელმაც განმარტა, რომ 2-3 წლის წინ თავადაც გამოხატავდა სიძულვილს სხვა ეროვნებების მიმართ, ამ თემაზე გ---------------სთანაც ჰქონია საუბარი, აუხსნა, რომ იესო ებრაელი იყო და თუ ნაცისტი ხარ, ვერ იქნები ქრისტიანიო. უნახავს, შეურაცხყოფა რომ მიუყენებია უცხოელებისთვის.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა, ასევე, ზ---------–---, რომელიც იმ პერიოდში ბარ ,,ვ---–---–-‘‘ მუშაობდა ბარმენად, ეროვნებითაც და კანითაც განსხვავდება ქართველებისგან, ფერადკანიანია, ბანგლადეშიდან არის. გ---------------ს იცნობს ბარ ,,შ---------------‘‘, ბრალდებულებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია. ა---------– კ------–---–---–- მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს და არც შეურაცხყოფა მიუყენებია. მკვლელობამდე ა---------– კ------–---–---–- ვ-----–-სთან რაიმე კონფლიქტი ეროვნული ან რაიმე სხვა ნიშნით არ ჰქონია. ვ-----–- ქართველებისგან ვიზუალით არ განსხვავდებოდა, იცოდა, რომ ქართველი იყო, არასდროს უკითხავს ეროვნება, არც ის უთქვამს მისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.
ბრალდებულმა ა---------–--------–---–---–-- უარყო დანაშაულის ჩადენა ეროვნული კუთვნილების ნიშნით და განმარტა, რომ მრავალეროვან უბანში გაიზარდა, ჰყავდა სხვადასხვა ეროვნების მეგობრები და ამაზე არანაირი გართულება არ ჰქონია. შეყვარებულიც ჰყავდა ეროვნებით ებრაელი დედის მხრიდან. ვ-----–-------------სგან არანაირი ეთნოსის, რელიგიური მიმდევრობის ხსენებას ადგილი არ ჰქონია. ასეთი არ გაუგია, სურათიც რომ ნახა, არაფერი ეტყობოდა უცხოელის, ჩვეულებრივი ქართველის შესახედაობა ჰქონდა, დიალოგებიც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ის ჩვეულებრივი ქართველის გარეგნობის იყო, კანის ფერიც არ ჰქონდა განსხვავებული, არც ჩაცმულობით გამოირჩეოდა. ეს შემთხვევა არ ყოფილა რასობრივი და ეთნიკური მოტივით გამოწვეული, მისი ეროვნების შესახებ არაფერი იცოდა. იმ ბარში ფერადკანიანი ბარმენი მუშაობდა, რომელთანაც ბევრჯერ დაულევია სასმელი, გ---------------სთან ერთად, და არანაირი სიძულვილი არ ჰქონია. 2018 წლის 30 სექტემბერს ვ-----–------------- თანნაქონი დანით დარტყმები მიაყენა, რადგან ის და მისი მეგობრები სცემდნენ ნ-----–---- შ-----ს და საფრთხეში იყვნენ, როგორც შ-----, ისე, თვითონ და გ---------------.
ბრალდებულ გ------- ს------- ჩვენებით, ის ქრისტიანია, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული ქრისტიანობაზეც და ნაცისტურ იდეოლოგიაზეც, მაგრამ ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი არ არის. სიცრუეა, თითქოს, უცხოელ ხალხზე ამბობდა, რომ ბინძურსისხლიანები არიან და საქართველოში ცხოვრების საშუალება არ მიეცათ. ს----–-------------- მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება სხვა ამბებიდან მოდის. მეგობრებს პატიჟებდა ხოლმე სასმელზე, ეუბნებოდა, წავიდეთ, კარგი სასმელი დავლიო----, რაზეც ს----–----------------- და ეუბნებოდა, კლიენტებს მართმევო, იბოღმებოდა და პოლიციაში რეკავდა. პოლიცია რომ მიდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ არაფერს აშავებდა. რამდენი ჩხუბიც მოხდებოდა, მას აბრალებდნენ, ს-–------ს ახლავსო. ინდოელს და არცერთ ფერადკანიანს არასდროს შეხებია და ხელი არ დაურტყამს. ნახევრად აზერბაიჯანელია დედით და გამოდის, ბინძურსისხლიანი თვითონაა. ამ საკითხზე ტყუილი თქვა ნ----–-----მაც. ვ-----–- ს------------- დაკავშირებული შემთხვევა გამოწვეული იყო იმით, რომ მან ირონიით და აგდებულად მიმართა ნ-----–---- შ-----ს, ასევე, რაღაც სიტყვა თქვა და ამაზე წამოეკიდა, ეს რას ნიშნავსო. არ იცის, ეთნიკურობაზე საერთოდ თუ იყო საუბარი, ვ-----–-ს არც ეროვნებაზე საუბარი არ ჰქონია და არც მისი სახელი გაუგია, ჩვეულებრივ, ქართველი ეგონა.
სასამართლომ, ზემოთ განხილული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად არ მიიჩნია ბრალის ფორმულირება გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მიერ ვ-----–-------------ს ეროვნული შეუწყნარებლობის ნიშნით განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548;22/01/2015; §4).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მკვლელობის ჩადენა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უტყუარად დადასტურდა ვ-----–-------------ს მკვლელობის ჩადენა გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მიერ, ჯგუფურად, თუმცა არ დგინდება, რომ ბრალდებულთა განზრახვა მოიცავდა ვ-----–-------------ს მკვლელობის ჩადენას ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით. იმისათვის, რომ დანაშაულს მიეცეს ამგვარი დამამძიმებელი ნიშნით კვალიფიკაცია, აუცილებელია დადგინდეს, მოიცავდა თუ არა პირის/პირების განზრახვა ამას. მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის მიზნის გარდა, აუცილებლად უნდა დადგინდეს სპეციალური მიზანი და დამნაშავის სურვილი, თავისი ქმედებით სიცოცხლე მოუსპოს მისგან განსხვავებული რასის, რელიგიის, თუ ეროვნულ და ეთნიკურ წარმომადგენელს და ეს უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის ერთადერთი მოტივი.
სასამართლოში დაკითხულმა თვითმხილველმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ ა---------–--------–---–---–- და გ--------------- მათ მიერ განხორციელებული ქმედებების დროს ვ-----–------------- მოიხსენიებდნენ ებრაელად, რის გამოც, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულები არ იყვნენ კეთილგანწყობილი სხვა რასის თუ ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, ბრალდებამ მათ ბრალი წარუდგინა ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაში, რასაც სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიჩნევს უტყუარად დადასტურებულად.
ბრალდებულების არაკეთილგანწყობა სხვა ერების მიმართ არ წარმოადგენს მათი მხრიდან მკვლელობის ჩადენის დამადასტურებელ გარემოებას ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ხოლო მათი რელიგიური მრწამსი და შეხედულებები კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს სასამართლო განხილვის საგანს.
ამასთან, სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს იმ საკითხს, რომ ვ-----–-------------ს არცერთი მეგობარი, ვინც სასამართლოში დაიკითხა, გარდა ო----- გ--–-–---–-სა, არ ყოფილა შემთხვევის თვითმხილველი და მათ სასამართლოს გადმოსცეს შემდგომში გაგებული და გარკვეული ინტერპრეტაციებით გადაცემული ინფორმაცია (მაგალითად, თითქოს, კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო ვ-----–-------------ს რუსულენოვან მეგობრებთან ერთად ყოფნა) და ძირითადად აქცენტი გააკეთეს ბრალდებულების აგრესიაზე სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ, რაც შესაბამისად იქნა მისადაგებული კონკრეტულ შემთხვევაზე, რადგან ვ-----–------------- არ წარმოადგენდა ეროვნებით ქართველს.
მოწმე ს----–-------------- ჩვენების დასაწყისში, როდესაც ის აწვდიდა ინფორმაციას ბრალდებულების დამოკიდებულებაზე არაქართველების მიმართ, აღნიშნა, რომ მათ გართულება ჰქონდათ არაბებზე, ირანელებზე, ჩადრიანებზე, ხოლო შემდეგ თხრობისას ჩამონათვალს დაამატა ებრაელები, რასაც სასამართლო ვერ მიიჩნევს ბუნებრივად და ქმნის მისი შედეგით დაინტერესებულობის განცდას.
რაც შეეხება მოწმე გ--–--–-----–----, მან განაცხადა, რომ გ--------------- იყო ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი და უნახავს, შეურაცხყოფა რომ მიუყენებია უცხოელებისთვის. იგივე განმარტეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------–---–-- და ი----------–----.
სასამართლო, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ბრალდებულების ამგვარ დამოკიდებულებასა და განწყობას უცხოელთა მიმართ, თუმცა უტყუარად დადასტურებულადაც ვერ მიიჩნევს აღნიშნულს ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანის მიმართ, რამდენადაც გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, დადასტურდა და ვიდეოჩანაწერშიც ნათლად ჩანს ფერადკანიანი ადამიანი, რომლიც ჩვეულებრივ დგას ბართან და არანაირ აგრესიას ბრალდებულებში არ იწვევს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზობად ალამმა, რომელიც წარმოშობით ბანგლადეშელია და ქართველებისგან განსხვავდება როგორც ეროვნებით, ისე, კანის ფერით, თავის ჩვენებაში განმარტა, რომ არცერთ ბრალდებულთან არ ჰქონია დაპირისპირება და უსიამოვნება ეროვნების გამო. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ნაწილმა, მათ შორის, ნ-----–---- შ-----მ, სასამართლოში დაადასტურა, რომ ბრალდებულები გამოირჩეოდნენ სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ აგრესიით და აყენებდნენ მათ შეურაცხყოფას, ყველა დაკითხულმა მოწმემ (გარდა ს----–--------------ა) განაცხადა, რომ მათი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მით უფრო, ადგილი არ ჰქონია მკვლელობას ან მის მცდელობას. ამ კუთხით მოწმეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ ადგილზე პოლიციის თანამშრომლების ყოფნის გამო, დამაჯერებლობას მოკლებულია, რამდენადაც, თუკი (მათივე ჩვენებების თანახმად) ამის შესაძლებლობა მიეცათ ვ-----–- ს------------- მიმართებაში, სხვა დროსაც შეძლებდნენ მოფარებულ ადგილას მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.
რაც შეეხება მოწმე ს----–-------------- მონათხრობს ბარის მეპატრონესთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე, მისი ჩვენების გარდა, არ დადასტურებულა არაფრით, ხოლო მის დაინტერესებულობაზე სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ-----–-------------ს მკვლელობა არ ყოფილა ჩადენილი ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე სიძულვილის მოტივით და ადგილი ჰქონდა შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და დასრულდა ეთნიკურად არაქართველის მკვლელობით, რაც გაცნობიერებული ჰქონდათ ბრალდებულებს.
სასამართლოს, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე, ევროპული სასამართლოს მიდგომები მსგავს საკითხზე. საქმეში Willis v. the United Kingdom (no. 36042/97, §48, ECHR 2002-IV) განმარტებულია, რომ დისკრიმინაცია არის განსხვავებულად მოპყრობა მსგავს პირობებში მყოფი პირების მიმართ ყოველგვარი ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს გააჩნიათ ზოგადი ვალდებულება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით, განახორციელონ სიცოცხლის ხელყოფის საქმეთა ეფექტური გამოძიება, ხოლო იქ, სადაც არსებობს ეჭვი, რომ რასობრივმა განწყობამ გამოიწვია ძალადობრივი აქტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური გამოძიება წარიმართოს ყურადღებით, მიუკერძოებლობით, იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოება მუდმივად გმობს რასიზმსა და ეთნიკურ შუღლს, ამასთან, უზრუნველყოფს უმცირესობათა რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება დაიცავს მათ რასისტული ძალადობისგან. რასობრივი ძალადობა ადამიანური ღირსების განსაკუთრებული შელახვაა და სახიფათო შედეგების გამო საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან საგანგებო სიფხიზლესა და აქტიურ რეაგირებას.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვ-----–-------------ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება წარიმართა სრულყოფილად იმ გარემოებების დასადგენად, ეთნიკურად არაქართველი, ბრალდებულთა შეხედულებებისა და განწყობების გამო (რაზეც მოწმეები მიუთითებდნენ), ხომ არ იყო მსხვერპლი ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი აქტის, რაც, თავის მხრივ, გამოძიებამ დადასტურებულადაც მიიჩნია და ბრალდებულებს ბრალი დასდო სწორედ ამ მოტივით ჩადენილ მკვლელობაში.
ამიტომ სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილით და ზედმიწევნით ყურადღებით ამოწმებს და აანალიზებს მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ დანაშაულის ამ ნიშნით დამძიმებისთვის ეროვნული ნიშანი უნდა იყოს ბრალდებულთა ქმედების ერთადერთი მოტივი, სწორედ ამის გამო უნდა სჩადიოდეს პირი მკვლელობას, ყველა სხვა წინაპირობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში კი, დადასტურებულია, რომ ბარ ,,ვ---–--------‘‘ შელაპარაკება იწყება გ---------------სა და ი-----–- ბ--–-----ს შორის, რომელიც არის ქართველობაზე და საქართველოზე საუბრის დაწყების ინიციატორი, რასაც არ აქცევს ყურადღებას გ---------------, მეტიც, უხეშად პასუხობს და ცდილობს მის თავიდან მოშორებას. შემდგომში მათ საუბარში, ასევე, ერთვება ო----- გ--–-–---–-, რომელიც არის გარდაცვლილ ვ-----–-------------ს მეგობარი, და ისიც იმავე შენიშვნას აძლევს ი-----–- ბ--–-----ს, რასაც გ---------------, კერძოდ, ეუბნება, რა გაახურა საქმე საქართველოზე ლაპარაკით, თან იგინება, რაზეც უარყოფით რეაქციას გამოხატავს იქვე მყოფი ნ-----–---- შ----- და იწყებს დაძაბულ საუბარს და საქმის გარჩევას ო---------–-–---–----, თუ რატომ შეაგინა საქართველოს. ნათლად იკვეთება, რომ ნ-----–---- შ-----ს რეაქცია განპირობებულია ო----- გ--–-–---–-ს გინებით, რაც მისი მხრიდან აღქმულ იქნა საქართველოს შეურაცხყოფად. ხაზგასასმელია, რომ ამ დროისთვის ვ-----–------------- სრულებით არ ფიგურირებს საუბარში, თუმცა იმავე ტერიტორიაზე იმყოფება. შემდგომ ადგილზე მყოფი ყველა პირი - გ---------------, ა---------–--------–---–---–-, ნ-----–---- შ-----, ო----- გ--–-–---–-, ი-----–- ბ--–-----, ვ-----–------------- და ზ---------------–--- ბართან მდებარე ტერასის კიბეებით ჩადიან დ------ ქ.----სკენ სალაპარაკოდ.
ამდენად, იმ დროს, როდესაც მხარეები ჩადიან მოფარებულ ადგილას, მათ შორის უკვე არსებობს გაურკვევლობა და დაძაბულობა, რაც გამოიწვია ო----- გ--–-–---–-ს გინებამ, მოწმეთა ჩვენებების თანახმად კი, ვ-----–-------------ს ეროვნული კუთვნილება იქ მყოფი პირებისთვის, გარდა ო----- გ--–-–---–-სა, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე ჩავიდნენ დ------ ქ.----სთან, სადაც დაძაბულობა და სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა ნ-----–---- შ-----სა და ო----- გ--–-–---–- შორის, რაშიც, თავის მხრივ, ერთვება ვ-----–------------- და ნ-----–---- შ-----სა და ვ-----–------------- შორის ადგილი აქვს უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც თავდაპირველად არ მონაწილეობს არცერთი ბრალდებული, რომელთათვისაც უკვე ცნობილია ვ-----–-------------ს ეროვნული კუთვნილება, რამდენადაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ვიდრე ნ-----–---- შ-----სა და ვ-----–------------- შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა, კერძოდ, ნ-----–---- შ----- დაარტყამდა ხელს ვ-----–-------------, მანამდე ეს უკანასკნელი სწორედ ბრალდებულებს ესაუბრებოდა, შესაბამისად, მათთვის უკვე ცნობილი იყო ვ-----–-------------ს წარმომავლობა, რომ იგი ებრაელი იყო და, მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი აგრესია მათი მხრიდან ამ კუთხით გამოხატული არ ყოფილა. გ------- ს------- გაღიზიანება, ისევე, როგორც ნ-----–---- შ-----ს აგრესია განაპირობა არა ვ-----–-------------ს განცხადებამ მის ეროვნულ კუთვნილებასთან დაკავშირებით, არამედ - მისმა ნ-----–---- შ-----ს მისამართით დამცინავად ნათქვამმა სიტყვებმა (,,შენო მაგარი ბიჭი ხარო.. რა მაგრად მოძრაობო“), ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული ასე იქნა აღქმული მათი მხრიდან, რასაც მოჰყვა კიდეც ფიზიკური დაპირისპირება ნ-----–---- შ-----ს მხრიდან.
დადგენილია, რომ ა---------–--------–---–---–- და გ--------------- ჩხუბში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ნ-----–---- შ-----, რომელიც მათი მეგობარი იყო, ზ---------------–---- მხრიდან მაისურზე დაქაჩვის შემდეგ ძირს დაეცა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გამორიცხავს, რომ მსგავს სიტუაციაში, ვ-----–-------------ს ნაცვლად, ეროვნებით ქართველის მიმართ გ--------------- და ა---------–--------–---–---–- იგივეს არ განახორციელებდნენ.
გადაწყვეტილებაში Nachova and Others v. Bulgaria, რომელიც ეხება ბოშური წარმომავლობის ორი პირის მკვლელობას პოლიციის მაიორის მიერ, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ აქტთან დაკავშირებული რასობრივი შეურაცხყოფის ამგვარი მტკიცებულება უნდა გადამოწმებულიყო ხელისუფლების მიერ, თავისთავად მაიორის მიერ მათი მიმართულებით გასროლის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები: ,,თქვე წყეულო ბოშებო‘‘, არასაკმარისი საფუძველია დასკვნისათვის, რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია რასობრივი მკვლელობისათვის და ყველა შესაბამისი ელემენტის შეფასების შედეგად სასამართლომ არ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა რასისტულ მოტივს ორი ბოშის - ანგელოვისა და პეტკოვის სიკვდილში.
ამდენად, სასამართლო ვალდებულია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს, რასიზმი და ეროვნული შეუწყნარებლობა იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის განმაპირობებელი მიზეზი და დამნაშავე ასევე იმოქმედებდა თუ არა ნებისმიერ მსგავს გარემოებაში, მიუხედავად მსხვერპლის ეთნიკური წარმომავლობისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ უშუალოდ ჩხუბის დროს ბრალდებულების მიერ ნათქვამი სიტყვები: ,,მოკალი, ამის ებრაელი დედა‘‘ ან ,,შენი ებრაელი დედა‘‘, ვერ შეფასდება იმგვარად, რომ ბრალდებულებმა მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო ჩაიდინეს. აღნიშნული ნიშნის დასადასტურებლად სავალდებულოა, არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ჩხუბის ამ მოტივით დაწყებაზე. დანაშაულის ჩადენა ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ ნიშნის გამო დაიწყო დანაშაულის სუბიექტმა ქმედების შემადგენლობის განხორციელება და ვერაფერს შემატებს ქმედების ამ დამამძიმებელი გარემოებით დაკვალიფიცირების საკითხს ბრალდებულთა მხრიდან ზემოთ ნათქვამი სიტყვები, მაშინ, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არცერთი მოწმე არ უთითებს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა შეიტყვეს ვ-----–-------------ს ებრაელობის შესახებ, მათი მხრიდან, მანამ, სანამ მოხდებოდა ფიზიკური დაპირისპირება ამ უკანასკნელსა და მათ მეგობარ ნ-----–---- შ-----ს შორის, რაიმე ფორმით შეურაცხყვეს მისი ეროვნება და გამოხატეს აგრესია მის ეროვნულ კუთვნილებასთან დაკავშირებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს ამგვარი ქმედება განაპირობა ვ-----–-------------ს ებრაელობამ და ისინი სხვაგვარად იმოქმედებდნენ ვ-----–-------------ს ადგილას ეროვნებით ქართველის ყოფნის შემთხვევაში.
რაც შეეხება მოწმეთა მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს, რომ, მათი აზრით, ვ-----–------------- მოკლეს ებრაელობის გამო, წარმოადგენს მათ შეფასებას, რაც, სავარაუდოდ, გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში გაჩენილი აზრით და წარდგენილი კვალიფიკაციით. საგულისხმოა, რომ გამოძიების ეტაპზე ყველა მოწმე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებში, რა დროსაც მოხდა მათი მხრიდან ა---------–--------–---–---–-ს ამოცნობა, მიუთითებდნენ ვ-----–- ს------------- მომხდარ შელაპარაკებაზე და არა მის ებრაელობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები სასამართლოში იკითხებიან მათთვის ცნობილი, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, ხოლო მათ მიერ გადმოცემული ფაქტებისა და მოვლენების შეფასება წარმოადგენს არა თავად მოწმეთა, არამედ - სასამართლოს პრეროგატივას. მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, შეფასებას ახდენს სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ამდენად, სასამართლო ბრალდებულებს, მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხავს ეროვნული შეუწყნარებლობის ნიშნით მკვლელობის ჩადენას და უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მხრიდან დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, როდესაც ორი ან მეტი დამნაშავე სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს მკვლელობის ობიექტურ შემადგენლობას, რაც გამოიხატება მათ ერთობლივ ქმედებაში, რამაც განაპირობა ვ-----–-------------ს სიკვდილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მიერ ჩადენილია განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, რის გამოც თითოეულ მათგანს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი უნდა ამოერიცხოთ წარდგენილი ბრალდებიდან.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------------სა და ა---------– კ------–---–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულების - გ------- ს-------ა და ა---------–--------–---–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, რომ ჯგუფურად ხელყვეს ადამიანის სიცოცხლე და მიაყენეს არაერთი ჭრილობა, მათ შორის, ოთხი სასიკვდილო, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ მათი ქმედებებით დადგა უმძიმესი შედეგი ადამიანის სიკვდილის სახით, აგრეთვე, მხედველობაში იღებს ბრალდებულთა ასაკს, წარსულ ცხოვრებას, დახასიათებას, რის საფუძველზეც ნიშნავს შესაბამის სასჯელს.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ნივთიერ მტკიცებულებებზე, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში, ასევე, იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. კერძოდ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კენჭები, მოწითალო ლაქებით; პლასტმასის გამჭირვალე ჭიქა, მოწითალო ლაქებით; პოლიეთილენის ერთჯერადი ჭიქები; ქვაფენილის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ლაქები; სამედიცინო პირბადე; ასევე, დანა, შავი ნაჭრის ქარქაშით; ა---------–--------–---–---–-ს ნერწყვის ნიმუში და ვ-----–-------------ს სისხლის ნიმუში უნდა განადგურდეს, ხოლო ვიდეოჩანაწერები, 3 ცალ მეხსიერების ბარათზე, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ---------------სა და ა---------– კ------–---–---–- წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი.
გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 30 სექტემბრიდან.
გ------- ს------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ა---------–--------–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ა---------– კ------–---–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 30 სექტემბრიდან.
ა---------–--------–---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; კენჭები, მოწითალო ლაქებით; პლასტმასის გამჭირვალე ჭიქა, მოწითალო ლაქებით; პოლიეთილენის ერთჯერადი ჭიქები; ქვაფენილის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ლაქები; სამედიცინო პირბადე; დანა, შავი ნაჭრის ქარქაშით, მოწითალო ლაქებით; ა---------–--------–---–---–-ს ნერწყვის ნიმუში და ვ-----–-------------ს სისხლის ნიმუში განადგურდეს, ხოლო ვიდეოჩანაწერები, 3 ცალ მეხსიერების ბარათზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე