გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/800-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - თ----------------–-ა
წარმომადგენელი - ნ-------–--–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
მესამე პირი:
1. მ------------ა
2. გ-------------–--
კანონიერი წარმომადგენლები: მ------------ა, თ----------------–-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ----------------–--- ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მხარეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირმა - მ------------ამ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. მან აღნიშნა, რომ მეუღლესთან - თ----------------–---თან და შვილთან - გ-------------–--სთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში და საცხოვრებელ ადგილს ტოვებს მხოლოდ მეუღლის - თ----------------–--- მივლინებაში ყოფნის შემთხვევაში. შესაბამისად, არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თ----------------–-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ს--------------–-------------–--–--------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ბ--–--–---–--------, ჭ------------------------–-. მისი სარეგისტრაციო ნომერია №0--------. ამავე ნომრით არიან რეგისტრირებულები ი-----–--------–--ა და ბ----------–--.
დადგენილია, რომ 2005 წლის 19 ნოემბრიდან მ------------ა და თ----------------–-ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2007 წლის 22 ნოემბერს შეეძინათ შვილი - გ-------------–--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლები (ს.ფ. 18, 27, 29);
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 21);
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 152).
3.2. მ------------ამ 2015 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, დ-------------------------------------------ში. აღნიშნულთან დაკავშირებით შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი.
კითხვარის თანახმად, მ------------ას და გ-------------–--ს (შვილი) სარეგისტრაციო ნომერს წარმოადგენს 0--------, ხოლო თ----------------–--- სარეგისტრაციო ნომერს - 0--------.
მოდულში - ინფორმაცია ოჯახის შესახებ (A) დაფიქსირდა, რომ მ------------ა მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან - თ----------------–---თან და შვილთან - არასრულწლოვან გ-------------–--სთან ერთად. განმცხადებელს ჰყავს: დედა - ი-------------ძე, რომელსაც აქვს ბინა; მამა - მ---------------- და დასაოჯახებელი და - ნ-------------, ასევე, დაოჯახებული და - ს----------------, რომელსაც აქვს ბინა. ყველა მათგანი არის დევნილი. მეუღლემ - თ----------------–-ამ, რომელსაც მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდერი, ომში მიიღო ტრავმა.
მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B) დაფიქსირდა, რომ მ------------ა და თ----------------–-ა არიან დაქირავებით მომუშავე პირები. მათ საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე, სარგებლობაში არ გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ოჯახს ჰყავს ავტომობილი, საბაზრო ფასით 3500 აშშ დოლარი. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები შეადგენს: სურსათსა და სასმელზე - 300 ლარს, თამბაქოს ნაწარმზე - 30 ლარს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 20 ლარს, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 30 ლარს, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 100 ლარს, ტრანსპორტზე - 150 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 100 ლარს, განათლებაზე - 350 ლარს. სულ ხარჯი აქვთ 1080 ლარი. მათი შემოსავალი შეადგენს 1990 ლარს, საიდანაც 1900 ლარი არის დაქირავებით შრომიდან მიღებული ხელფასი და 90 ლარი - დევნილთა შემწეობა. ოჯახს გააჩნია კრედიტი სს „საქართველოს ბანკში“ და სს „თიბისი ბანკში“. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.
მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) მ------------ამ დააფიქსირა, რომ „ოჯახის საცხოვრებელი ფართის სტატუსი“ არის ნათესავის/ახლობლის ბინა, სადაც ცხოვრობს ქირის გარეშე. ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.
მოდულში - საცხოვრებელის მდგომარეობა და ცხოვრების პირობები (D) დაფიქსირდა, რომ საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.
წინასწარი მონაცემებით განმცხადებლის ოჯახის ქულა განისაზღვრა 3,50 ერთეულით, რომელიც მიენიჭა: 1 ქულა - „სოციალურ კრიტერიუმში“ ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე; 1,50 ქულა - კრიტერიუმში „ომის ვეტერანი/ვეტერანი“; 1 ქულა - კრიტერიუმში „სახელმწიფო ჯილდო, III ხარისხის“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ------------ას 2015 წლის 2 თებერვალს განცხადება (ს.ფ.136-137);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 138-149);
- ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 150);
- მოწმობა №0---- (ს.ფ. 151);
- ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 162-165);
- 2015 წლის 02 ივლისის წინასწარი მონაცემების შედეგები (ს.ფ. 134-135).
3.3. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა--–---–-------------------------–----------------------, კ--------------------------------------------------------------------------------------------- თ----------------–-ამ 2013 წლის 27 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ნ----------–--ეზე.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ლ----–--------------–------------------------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 2015 წლის 29 იანვრის №--- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ნ-------------ს საკუთრებას.
ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ს------–---------–------------------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და ჩ-------–---–----------–--–-------–- მდებარე უძრავი ქონებები წარმოადგენს მ----------------ს საკუთრებას.
ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ------------–-----------------––-----------------–--------------------------------------------------------------------- და ამავე მისამართზე არსებული სარდაფი, საკადასტრო კოდით: №----------------------- წარმოადგენს ი--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------წ. (ს.ფ. 153);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 154);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------წ. (ს.ფ. 155);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 5--------წ. (ს.ფ. 157);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 158);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------წ. (ს.ფ. 159);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 160);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------წ. (ს.ფ. 161).
3.4. დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის მიზნით, 2017 წლის 22 თებერვალს სამინისტროს მიერ განხორციელდა წარმომადგენელთა ვიზიტი ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში, მ-------------–-------------ში, სადაც ოჯახი განსახლებულია 1998 წლიდან. წარმომადგენელთა მიერ შევსებული აღწერის ფორმის თანახმად, მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ ი-----–--------–--ა, ბ----------–-- და რ---------------–-ა, ხოლო მეორე შვილი - თ----------------–-ა ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად, ქირით. აღნიშნული ფორმის შინაარსის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა ბ----------–--მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის ფორმა (ს.ფ. 123).
3.5. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მ------------ას განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში დაფიქსირდა, რომ განმცხადებლის ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს: ქ. თბილისი, დ------------------------------------------, ხოლო იურიდიულ მისამართს - ქ. თბილისი, დ------------------------------------------. სარეგისტრაციო ნომერზე (ორგანიზებული №0--------) ცხოვრობს 8 სული, განაცხადს აკეთებს შვილთან და მეუღლესთან - თ----------------–---თან ერთად. განმცხადებლის მამას - მ----------------ს გააჩნია ხუთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; დას - ნ-------------ს გააჩნია მშენებარე ბინა, მდებარე, ქ. თბილისი, ლ----–-----------------------------------------–--------------; დედას - ი-------------ძეს გააჩნდა ქ. თბილისში, დ------------–-----------------––-----------------–--------------- ბინა, სარდაფი და ორი ფართი, რომელთა ამონაწერი არ იძებნება. განმცხადებლის მეუღლემ, თ----------------–-ამ 2014 წლის 28 აპრილს ნ----------–--ეზე გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა--–---–----------------------–---------------------------------------------.
ამავე ფორმის თანახმად, წინასწარი მონაცემებით განმცხადებლის ოჯახის ქულა განისაზღვრა 4,50 ერთეულით, რომელიც მიენიჭა: 1,50 ქულა - C.1.1. კრიტერიუმში „საცხოვრებლის ფინანსური პირობები“ ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე, 1,50 ქულა - კრიტერიუმში „ჯილდოები“, თ----------------–--- მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, 1,50 ქულა - კრიტერიუმში „ომის მონაწილე“, თ----------------–-ა არის ომის ვეტერანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა (ს.ფ. 133-135).
3.6. ი-----–--------–--ას და ბ----------–--ს ოჯახის მოკვლევის მიზნით, 2018 წლის 21 იანვარს განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი მისამართზე, ქ. ქუთაისი, ს---–-----------------------. მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება ოჯახს აქვს გასხვისებული. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ხ---------------ე, რომლის განმარტებით, აღნიშნული ფართი შეიძინა ი-----–--------–--ასგან 2013 წელს და მას შემდეგ, ცხოვრობს იქ, მეუღლესთან, მის მშობლებთან და შვილებთან ერთად. მისივე განმარტებით, ი-----–--------–--ასთან არავითარი ნათესაური კავშირი არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 124).
3.7. ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში მდებარე ჭ------------------------–-, სადაც დასახლებულნი იყვნენ დევნილები, წარმოადგენდა გადაუდებელი სახელმწიფოს ინტერესის შემცველ ობიექტს და შესაბამისი უწყების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტრომ პრიორიტეტულად განახორციელა მისი დევნილი მოსახლეობისაგან გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 45-53).
3.8. თ----------------–-ამ 2018 წლის 25 ივნისის №2------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იმ საფუძვლით, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და 1997 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–----------------ში, მშობლებთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ამასთან, მისი მშობლების და დის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიუხედავად, თ----------------–-ა მეუღლესთან და შვილთან ერთად დარჩა ბინის გარეშე, გაურკვეველი მიზეზით ისინი სიაში აღარ ფიქსირდებიან.
თ----------------–-ამ 2018 წლის 5 ივლისს დამატებით წარადგინა ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში მდებარე ჭ------------------------–-- მაცხოვრებელთა ხელმოწერები იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, მშობლებთან, დასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ----------------–--- 2018 წლის 25 ივნისის №2------- განცხადება (ს.ფ. 126);
- თ----------------–--- 2018 წლის 05 ივლისის №3------- განცხადება, დანართით (ს.ფ. 128-131).
3.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 6 ივლისს განიხილა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით იმ დევნილ ოჯახთა მიერ შეტანილი განცხადებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას (ოქმი №--) და ითხოვდნენ საკითხის განმეორებით შესწავლას.
ქ. თბილისში, კომისიის მიერ განხილულ ნგრევად ობიექტებში დამისამართებული, მაგრამ ფაქტობრივად არმცხოვრები დევნილი ოჯახების მიერ შეტანილი განცხადებების განხილვის შედეგად, თ----------------–--- მიმართ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 118-122).
3.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის №0------------- წერილით თ----------------–---, 2018 წლის 25 ივნისის №2------- და 5 ივლისის №3------- განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მოკვლევის შედეგად წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იგი არ არის ქ. თბილისში, ა------–--–---–---------------------ში მდებარე ჭ------------------------–-- მუდმივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №--) უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე. ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, მისი განცხადებების საფუძველზე, განმეორებით შეისწავლა საკითხი და უცვლელად დარჩა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი №--). შესაბამისად, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხი განხილული იქნებოდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის №0------------- წერილი (ს.ფ. 125).
3.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე თ----------------–--- ოჯახს უარი ეთქვა, ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში მდებარე ჭ------------------------–-ში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება (ს.ფ. 117).
3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ნ-----–-----–--მ განმარტა, რომ არის პენსიონერი და ცხოვრობს ვ----------ში, თუმცა 2000 წლიდან გასახლებამდე ცხოვრობდა დ------ში და ახლოს იცნობს მოსარჩელის ოჯახს. მისი საცხოვრებელი ფართი კ----–----- საცხოვრებელიდან გამოყოფილი იყო ერთი კედლით, შესაბამისად, მისთვის ცნობილი, რომ სადავო ფართში ცხოვრობდნენ ბ----------–-- მეუღლით, თ----------------–-ა მეუღლით და რ---------------–-ა. თ----------------–-ა ოჯახით მუდმივად იქ ცხოვრობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მივლინებაში მიდიოდა, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ტ---------------–---მ განმარტა, რომ დაახლოებით 19 წელია ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში და ამ დროიდან იცნობს მოსარჩელის ოჯახს. შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ თ----------------–--- ოჯახი ცხოვრობს პირველ სართულზე, ძალიან ვიწროდ, ვინაიდან ოჯახში არიან ბ----------–-- მეუღლით და ორი შვილით, ასევე თ----------------–--- ოჯახი. თავად ტ---------------–--- ცხოვრობს მე-4 სართულზე და ყოველთვის ხედავდა მათ. თ----------------–--- შვილი გაიზარდა იქ. მოწმის განმარტებით, მამა-შვილი არიან სამხედრო პირები და ხშირად მიდიან მივლინებაში, თუმცა ოჯახი მუდმივად იქ რჩებოდა. მას არასდროს სმენია, რომ ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი, 13.06.2019წ. იხ. ს.ფ. 199-207).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ----------------–--- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც თ----------------–-ა უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს თ----------------–--- სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. საქმეში წარმოდგენილი დევნილის მოწმობით, დადგენილია, რომ დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ს--------------–-------------–--–--------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ბ--–--–---–--------, ჭ------------------------–-. ასევე, დადგენილია, რომ 2005 წლიდან თ----------------–-ა იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მ------------ასთან და მათ ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი - გ-------------–--.
შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული წესის მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების წესებსა და პროცედურებს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის უფლებამოსილი დეპარტამენტები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებას და დანართი №5-ით დამტკიცებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარის შევსებას, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახების მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. წინასწარი შეფასების შემდეგ, განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით წარედგინა ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მის ქულაზე მოახდენდა ზეგავლენას. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, ასევე, შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებას. აღნიშნულის შედეგად მოძიებული ინფორმაცია ეგზავნებოდა კომისიას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების, განმცხადებლის საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას.
ამასთან, „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ თ----------------–-ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ბ--–--–---–--------, ჭ------------------------–-, რომელიც 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფოს გადაუდებელი ინტერესის ობიექტს და შესაბამისმა უწყებამ წერილობით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანებით, თ----------------–--- ოჯახს (მეუღლე და შვილი), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ჭ------------------------–-ში მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას თ----------------–--- რეგისტრირებული ადგილისაგან განსხვავებულ ადგილას მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ თ----------------–--- მეუღლემ - მ------------ამ საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის გაკეთებისას საცხოვრებელ ადგილად დააფიქსირა სხვა მისამართი, სადაც ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში, ქირის გარეშე, ხოლო მოსარჩელის მამამ - ბ----------–--მ მონიტორინგისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა თ----------------–--- ქირით, სხვა მისამართზე ცხოვრებასთან დაკავშირებით. მითითებული ინფორმაცია ეხება, ერთის მხრივ, 2015 წლის თებერვალში გაკეთებულ განაცხადსა და შევსებულ კითხვარს და მეორეს მხრივ, 2017 წლის თებერვალში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბ----------–--ს და მ------------ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია იდენტური იქნებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად არ გულისხმობდა მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ თ----------------–--- ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მითუმეტეს მოწმეთა განმარტებით, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 28-29 კვ.მ. იქნებოდა. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში მდებარე ,,ჭ------------------------–-ში“ ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.
სასამართლო აქვე მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლითაც ხაზგასმით დაადასტურეს მოსარჩელის სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მათი განმარტებით, თ----------------–--- ოჯახს იცნობენ ახლოს, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში და მას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი, გარდა მივლინებაში ყოფნის პერიოდისა. მათივე განმარტებით, თ----------------–-ა და ბ----------–-- არიან სამხედრო პირები და ხშირად იმყოფებიან მივლინებაში, რა დროსაც უწევთ საცხოვრებლის დატოვება. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მ------------ამ, რომელმაც განაცხადა, რომ დედის ბინაში ცხოვრობდა მეუღლის მივლინებაში ყოფნის დროს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება თ----------------–--- მუდმივად რეგისტრაციის ადგილას - ქ. თბილისი, ბ--–--–---–---------ში მდებარე ჭ------------------------–-ში არცხოვრების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. უფრო მეტიც, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განმეორებით შეისწავლა იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რითაც კომისიის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი ახალი დოკუმენტისა თუ შემოწმების შედეგად მოძიებული ინფორმაციის გარეშე. ამრიგად, სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ----------------–--- ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----------------–--- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ----------------–--- ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე