გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №41----------------
(3---201-)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.08.201- წელი ქ. აბაშა
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
აბაშის მუნიციპალიტეტში - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თამთა გოგია
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ნა-----------------ა
მოპასუხე - მა--------–--ა
დავის საგანი - ზედმეტად აღებული სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაევალოს მოპასუხე მა--------–--ას გუ-–----ა გა---–--ას პირად ანგარიშზე მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და უკანონოდ აღებული სახელწმიფო გასაცემლის (პენსია) 7--.7- ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩლო მოთხოვნა ცნო და დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მა--------–--ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხე მა--------–--ას ოჯახის წევრი (დედა)გუ-–----ა გა---–--ა, დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომრით 0----------, მისამართი: აბ-–ა, დ. კა-------ს 1 შეს. N6-, 80 წლის ასაკში - 2--- წლის 30 სე---------ს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. გუ-–----ა გა---–--ას სამოქალაქო რეესტრის რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა 2--- წლის 1- მ---ს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 16 მ---ის №0------- წერილის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს ელექტრონული ვერსიის სახით გაეგზავნათ 2--- წლის მ---ის თვის უკან დასაბრუნებლად მოთხოვნილ თანხებზე სს „ლიბერთი ბანკი“-დან მიღებული ინფორმაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილების ბენეფიციარს წარმოადგენდა გარდაცვლილი გუ-–----ა გა---–--ა, რომლის ოჯახის წევრმა (შვილი) - მოპასუხე მა--------–--ამ ბენეფიციარის გარდაცვალების შემდგომ გარდაცვლილის სოციალური ანგარიშიდან გაიტანა უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) ჯამში 12--.7- ლარი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილების 2--- წლის 26 ი-----ს №04---------- წერილით მა--------–--ას ეცნობა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარ გუ-–----ა გა---–--ას გარდაცვალების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებულ კანონმდებლობით სახელმწიფო პენსია სოციალური პაკეტი წყდება ბენეფიციარის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და გარდაცვალების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადელობის გამო ადგილი აქვს სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას. დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 12--.7- ლარს. ამავე წერილით მა--------–--ას ეცნობა, რომ იგი ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილებ-–ი და ამ ვალდებულების შესრულებისთვის მისთვის მისაღები ოპტიმალური პირობების განსაზღვრაში დაეხმარებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილება და მა--------–--ას გაუწევდა საჭირო კონსულტაციას.
მა--------–--ამ ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ განცხადებით მიმართა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილებას. აღიარა, რომ მას გააჩნდა ფულადი სახის დავალიანება 12--.7- ლარი ოდენობით და ითხოვა აღნიშნული თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა. მა--------–--ამ 2--- წლის ა--------სა და სე--------ის თვეში გადაიხადა დავალიანების თანხის ნაწილი 4-- ლარის ოდენობით და მა--------–--ას დავალიანება სახელწმიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 7--.7- ლარს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილების წერილით კვლავ ეცნობა მა--------–--ას დავალიანების შესახებ, მაგრამ მა--------–--ას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი ;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილების წერილი;
- განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ ;
- გარდაცვალების მოწმობის ამონაწერი საინფორმაციო პორტალიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუცია ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - მა--------–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 7--.7- ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია პენსიის ცნება. კერძოდ, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს, ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
"სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი არის პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალება არის პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული პენსიონერის გარდაცვალებისას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე მა--------–--ას ოჯახის წევრი (დედა)გუ-–----ა გა---–--ა, დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომრით 0----------, მისამართი: აბ-–ა, დ. კა-------ს 1 შეს. N6-, 80 წლის ასაკში - 2--- წლის 30 სე---------ს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 16 მ---ის წერილის თანახმად სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს ელექტრონული ვერსიის სახით გაეგზავნათ უკან დასაბრუნებლად მოთხოვნილ თანხებზე სს „ლიბერთი ბანკი“-დან მიღებული ინფორმაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონულ განყოფილების ბენეფიციარს წარმოადგენდა გარდაცვლილი გუ-–----ა გა---–--ა რომელმაც ბენეფიციარის გარდაცვალების შემდგომ გარდაცვლილის სოციალური ანგარიშიდან გაიტანა უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 12--.7- ლარი.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსია მოპასუხე მა--------–--ას მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მა--------–--ამ 2--- წლის ა--------სა და სე--------ის თვეში სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა პენსიის დავალიანება 4-- ლარის ოდენობით, შესაბამისად, მის მიე დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 7--.7- ლარს.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე მა--------–--ას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უსაფუძვლოდ ჩაერიცხა გარდაცვლილი გუ-–----ა გა---–--ას პენსიის თანხა - სასარჩელო მოთხოვნა 7--.7- ლარის ოდენობით, რის გამოც - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა--------–--ას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული და გამოყენებული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 7--.7- ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მა--------–--ას (პ/ნ 0----------) დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 7--.7- (შვიდას სამოცდაცხრა ლარი და 7- მეასედი) ლარის ოდენობით.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა 32) აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: აბაშა, ს. ცომაიას ქუჩა N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე : ალექსანდრე გოგუაძე