განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3656-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გ----------------
ადვოკატის - დ------------------,ბრალდებულის – გ-------–-–----------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
გ-------–-–--------- ძე ჰ-----ს, დაბადებულის - 2----–-–------------ ა-----------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტი №---------- დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა-----------------–------- რესპუბლიკა, ფ-----------------–--, ა-------- რაიონი, ი---- თ---------- უ---–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ გ-------–-–--------- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და 2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
გ-------–-–---------ა 2019 წლის 10 ივლისს უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და თურქეთიდან გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
გ-------–-–-- ჰ-----, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2019 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ყ-------- მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გამავალ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან შეეცადა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც შეჩერებული იქნა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ჩადენილი ქმედებისათვის გ-------–-–-- ჰ----- 2019 წლის 18 ივლისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა გ-------–-–---------ა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საზღვრის კვეთის მონაცემები და ა-----------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გ-------–-–---------ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
გ-------–-–--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
გ-------–-–--------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ გ-------–-–--------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------–-–-- ჰ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 344 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------–-–--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გ-------–-–---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. ნივთმტკიცება:
- ა-----------------–------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი