განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
330100119002831390
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/446-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ი-----–-------------------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული ლ-------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ---–-----------------------------------------------------------

ადვოკატი - ა----–-–---–---–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტები - მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში ქ. თბილისში------------------–----------–-- მე-12 კორპუსის სიახლოვეს მდებარე, შ---------------–-------------- დისტრიბუციის სამსახურის ჯიხურიდან, ამავე სამსახურის რეალიზატორმა, ლ---------------, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შ---------------–-------------- კუთვნილი ფულადი თანხა 2 727 (ორი ათას შვიდას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით, რითაც შ----------------–-------------- მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებული შ----------------–-------------- წარმომადგენელის, თ----------------- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, შ----------------–------------–-- მუშაობს იურისტად და მის მოვალეობაში შედის საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობისას კომპანიისთვის წარმომადგენლობის გაწევა. 2016 წლის სექტემბერში ლ--------------, ჯიხურის რეალიზატორს, არაგეგმიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა 2 727 ლარის ოდენობის დანაკლისი. ლ--------------- და შ---------------–-------------- შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ნებაყოფლობით არ ასრულებდა, რის გამოც იძულებითი აღსრულების წესით ლ-------------- ყოველთვიურად პენსიიდან უკავდება მცირეოდენი თანხა, რომელიც კომპანიის წინაშე არსებულ დავალიანებას ვერ ფარავს.

მოწმე კ---------–---–--, შ---------------–-------------- სუპერვაიზერმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის სამსახურებრივ მოვალეობებს წარმოადგენს დაქვემდებარებაში მყოფი პრისეილერების და რეალიზატორების კონტროლი და დახმარება. ,------------–-------------- აქვს სავაჭრო ობიექტები, ჯიხურების სახით, სადაც თამბაქოს, საღეჭი რეზინის, პრესის, ლოტოს და მომენტალური ლატარიის ბილეთების რეალიზაცია ხდება. პრისეილერების მიერ, სავაჭრო ჯიხურებში, პერიოდულად, კვირაში ერთხელ, ხდება რეალიზატორების არაგეგმიური შემოწმება, რაც იქ არსებული პროდუქციის სრულ აღწერა-ინვენტარიზაციას გულისხმობს. 2016 წელს პრისეილერმა გ----------------–---–-- ჩაატარა რეალიზატორ ლ--------------- ჯიხურის არაგეგმიური შემოწმება, რა დროსაც ლ-------------- არ აღმოაჩნდა სხვადასხვა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხა და ნაკლული თანხა ავტომატურად იქნა მიჩნეული დანაკლისად. ნავაჭრი თანხის დანაკლისმა შეადგინა დაახლოებით 3 000 ლარი (ზუსტი ოდენობა არ ახსოვს), რაზედაც პრისეილერსა და რეალიზატორს შორის შედგა ვალის აღიარების აქტი. დანაკლისის არსებობის შესახებ, შიდა პროცედურების შესაბამისად, გ----------------–---–-- აცნობა, მან კი, თავის მხრივ, მოხსენებითი ბარათით შ----------------–-------------- დისტრიბუციის უფროსს მიმართა.

მოწმე ნ-----–-------–--–-–---–--, შ---------------–-------------- იურიდიული სამსახურის იურისტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის სექტემბერში ლ--------------, შ---------------–-------------- ჯიხურის რეალიზატორს, არაგეგმიური აღწერის დროს, დაუფიქსირდა დაახლოებით 2 700 ლარის ოდენობის დანაკლისი, რაც დადასტურდა აღნიშნულის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად. შ---------------–--------------- და ლ-------------- შორის დაიდო ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. დღეის მდგომარეობით ლ--------------- მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის, მიმდინარეობს იძულებითი აღსრულების პროცესი.

მოწმე დ---------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ლ--------------- ბრალდების საქმეზე, როგორც ქ. თბილისის----------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორს, ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საგამოძიებო ორგანომ ვერ მოახერხა ზემოღნიშნული მოქმედებების განხორციელება თავად ბრალდებულის - ლ--------------- მიმართ, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში. ბრალდებულის ოჯახის წევრებთან შემდგარი არაერთი კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ ლ-------------- სამუშაოდ გაემგზავრა იტალიაში.

2014 წლის 11 ივნისით დათარიღებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ლ-------------- დანიშნული იქნა შ---------------–-------------- გაყიდვების სამსახურის დისტრიბუციის ჯგუფში რეალიზატორის თანამდებობაზე.

 

შ---------------–-------------- გენერალური დირექტორის 2016 წლის 06 ოქტომბრის ბრძანებით, შ---------------–-------------- კომერციული დეპარტამენტის დისტრიბუციის თბილისის სამსახურის რეალიზატორი ლ-------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.

 

შ---------------–-------------- მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სააღსრიცხვო პროგრამის მონაცემებით, ლ--------------- დავალიანება 2016 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენდა 2 825 ლარს (ძირითადი დავალიანება - 2 727,00 ლარი, პირგასამტეხლო - 98,00 ლარი).

 

ვალის აღიარების შესახებ 2016 წლის 29 სექტემბრის შეთანხმების, მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტის თანახმად, ლ--------------, შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის, სრულად არ ჰქონდა გადახდილი შ---------------–------------------- მის მიერ რეალიზებული პროდუქტების ღირებულება და კომპანიის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება 2 727 ლარის ოდენობით.

 

შ---------------–-------------- იურიდიული სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის P--------------- მომართვის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლ--------------- მიერ მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი თანხა 2 727 (ორი ათას შვიდას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით.

 

შ---------------–-------------- მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩამორთმეული, გენერალური დირექტორის სახელზე 2016 წლის 29 სექტემბერს შედგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, ლ--------------- აღიარა კომპანიის კუთვნილი 2 727 ლარის მითვისების ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა გამოიყენა კერძო მევალისთვის პირადი ვალის გასასტუმრებლად.

შ---------------–-------------- იურიდიული სამსახურის 2018 წლის 25 მაისის P--------------- შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 09 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააკმაყოფილა შ---------------–-------------- განცხადება მოვალეზე დაკისრებული ვალდებულების - 3118.78 ლარის განწილვადების შესახებ, რის საფუძველზეც ლ--------------- ყოველთვიური შემოსავლიდან - პენსიიდან, 47.66 ლარი, დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მიზნით, შ---------------–-------------- ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ლ-------------- ჯამში გადახდილი ჰქონდა 333.62 ლარი. დარჩენილი დავალიანება კი შეადგენდა 2785.16 ლარს.

შსს ს-----------–--------–---------- დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან 2018 წლის 05 მარტს და 18 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, ლ--------------- მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ბოლო ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით დაფიქსირდა 2017 წლის 05 დეკემბერს, თურქეთის მიმართულებით.

სამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ლ--------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში ლ--------------- უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალადშერაცხულ დანაშაულში მისი ბრალეულობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შ---------------–-------------- თანამშრომელთა ჩვენებებით, ლ----------------- ჩატარებული არაგეგმიური შემოწმების მასალებით (მათ შორის, ლ--------------- ახსნა-განმარტებით, რომელიც შეიცავს მისსავე აღიარებას კომპანიის კუთვნილი 2 727 ლარის მითვისების შესახებ) და შ---------------–----------------- მიღებული შეტყობინებებით ცალსახად დადგინდა, რომ 2016 წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში, „-----------–-------------- დისტრიბუციის სამსახურის რეალიზატორმა, ლ---------------, პირადი მოხმარების მიზნით, მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი, პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული, შ---------------–-------------- კუთვნილი ფულადი თანხა 2 727 (ორი ათას შვიდას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ლ---------------, „-----------–-------------- დისტრიბუციის სამსახურის რეალიზატორმა, განიზრახა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი თანხა 2727 ლარის ოდენობით.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსკ 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტის ქმედება მიმართულია მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე.

მითვისების, როგორც დანაშაულის, ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, - სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, ითვალისწინებს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ისიც, რომ სუბიექტს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ამოძრავებს.

საქართველოს სსკ 182-ე მუხლი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს მის ჩადენას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტი), ასევე - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი), რაც, საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, სახეზეა მაშინ, როცა დანაშაულის საგნის ღირებულება აჭარბებს 150 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ ლ---------------, შ---------------–-------------- დისტრიბუციის სამსახურის რეალიზატორმა, მიითვისა და პირადი საჭიროებისათვის გამოიყენა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სხვადასხვა დასახელების პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, 2 727 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ეტაპობრივად ანაზღაურების ფაქტი გამორიცხავს ლ-------------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, მიყენებული ზიანისათვის პირისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, - რომელიც მხოლოდ ქონებრივ ხასიათს ატარებს, - არ გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამნაშავის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი წარმოადგენს მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს პირის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას, უკვე ჩადენილი, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას კი არ იწვევს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ლ--------------- მიერ კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება წარმოებს იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენების გზით, რაც, ცხადია, მის კეთილსინდისიერებაზე აპელირების შესაძლებლობასაც არ იძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა რა საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორციელება შესაძლებელია ლ--------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენების პირობებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

ლ--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ლ-------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე