განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-387-19
(№092250319004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ჯავარაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა--------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი ნომერი N0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი;
- კომერციული მოსყიდვა, ესე იგი იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ, თავის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავისი სამსახურეობრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის.
- ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად;
ბრალდებული ზ----------------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 5----------, საქართველოს მოქალაქე, ტ------------------–---თ, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ხ-–------------------------–------ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი;
- კომერციული მოსყიდვა, ესე იგი იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ, თავის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავისი სამსახურეობრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის.
- ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად;
ადვოკატები: შოთა კახიძე და თამარ შალამბერიძე,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
,,ს----------–--------------------------------------------–---–-ს’’, ს--–-------------------------ის, კ-------–------------------ის სამსახურის, მ--------–--------------–--------------ს - ა--------–-–---–ს და ლ---------------------------–-----–---------------–-----------------------ს -ზ-----------------ს, ევალებოდათ სს ,------------–--------------ს“ კუთვნილი მანქანა-მექანიზმების გამართულობის უზრუნველყოფა, მათ შესაკეთებლად საჭირო მასალების და დეტალების ნუსხის შედგენა და მომარაგება. 2----–-–----------ს სს „ს----------–--------------ს“ მიერ გამოცხადებული იქნა N--------------–------------–ი ტენდერი, რომელიც გულისხმობდა სამშენებლო ტექნიკის მიმდინარე შეკეთების ტექნიკურ მომსახურებას. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „------------------ და 2----–-–----------ს, შპს „---------------სა“ და სს „ს----------–--------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 27 056.47 აშშ დოლარით.
ა--------–-–---–მა და ზ----------------მა, შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების რეალური ღირებულების დაფარვის და გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ შპს „---------------ის“ დირექტორს - ქ---------–-----ს, მოსთხოვეს სატენდერო ხელშკერულებით გათვალისწინებული თანხიდან 5440 ლარის გადაცემა. ამ პირობით, ა--------–-–---–მა და ზ----------------მა, ქ---------–-----ისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის ჩარიცხვის შემდეგ, 2----–--–---------–--–------–--–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ ოფისში მიიღეს 3 000 ლარი, ხოლო 2019 წლის 27 მარტს დარჩენილი თანხა - 2440 ლარის ოდენობით. ასევე, ა----–-–---–-ა და ზ------------ა, შემდგომში გასამართ ტენდერთან დაკავშირებით ხელშეწყობისათვის, ქ--–-----ს მოსთხოვეს სახელშეკრულებო ღირებულებიდან გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემა.
2----–-–----------ს სს „ს----------–--------------ს“ მიერ გამოცხადებული იქნა N--------------–------------–ი ტენდერი, რომელიც გულისხმობდა სამშენებლო ტექნიკის მიმდინარე შეკეთების ტექნიკურ მომსახურებას. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „------------------ და 2----–-–----------ს, შპს „---------------სა“ და სს „ს----------–--------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 27 056.47 აშშ დოლარით.
,,ს----------–--------------------------------------------–---–-ს’’, ს--–-------------------------ის, კ-------–------------------ის სამსახურის, მ--------–--------------–--------------მა - ა--------–-–---–მა და ლ---------------------------–-----–---------------–--------------------------ა -ზ-----------------მა შპს „---------------ის“ დირექტორის ქ---------–-----ისათვის გადასაცემად დაამზადეს ყალბი 2----–-–----------------------------–------------------------------ი, შესასრულებელი მომსახურების ა------------, 2----–-–---------–------------------------------------–-–---------------–-----------------–---------------------------------–---------–----–-----------------------------------------–-–---------------–-----------------------------,სადაც მიუთითეს, რომ თითქოს შპს „---------------ის“ მიერ ელექტრონული ტენდერის N----------- თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა ჯამში 18 104,78 ლარს, მაშინ როდესაც შპს „---------------ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებში, ხელოვნურად იყო გაზარდილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარჯები და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 10 179.83 ლარს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ა--------–-–---–ის და ზ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ქ---------–-----ის განცხადებას, მოწმე ქ---------–-----ის გამოკითხვის ოქმებს, ც-------------–--------, ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედური ოქმს N------- დისკის დათვალიერების ოქმს, ოქმს ფულადი ნიშნის დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ, ფულის კუპიურების ასლებს 07 ფურცელი,ცნობა-ანოტაციას N---, ფარული საგამოძიებო მოქმედების შუალედური ოქმს N------- დისკის დათვალიერების ოქმს, ა--------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ავტომობილის ჩხრეკის ოქმს, ბრალდებულ ა--------–-–---–ის დაკავების ოქმს, ბრალდებულ ზ----------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, ბრალდებულ ა--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, ოქმს ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერებისა და დალუქვის შესახებ, დისკის დათვალიერების ოქმს, სატელეფონო მოსმენის ანოტაციას, მიმართვის წერილს სს ,,ს----------–--------------ს", სს ,,ს----------–--------------ს" მომართვის წერილს, N--------------–------------–ი ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაციას 118 ფურცელი, ა--------–-–---–ის შესახებ სს ,------------–--------------ს’’ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში დაცული დოკუმენტაციას 46 ფურცელად, ზ----------------ის შესახებ სს ,------------–--------------ს’’ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში დაცული დოკუმენტაციას 36 ფურცელად, მოწმე თ------------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე პ---–----------–--ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ს-------–--------ის გამოკითხვის ოქმს, ამოღებული დოკუმენტაციას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება და უდავოდ მიიჩნიეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
კომერციული მოსყიდვა - კანონმდებლის მიერ, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლით კრიმინალიზებულია კომერციული მოსყიდვა - სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აღნიშნული ნორმით დაცულია სამეწარმეო ურთიერთობათა სფერო, კომერციული ურთიერთობები. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის - იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ასევე მუშაობს ორგანიზაციაში, პირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნასა და მიღებაში, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება პირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნის მომენტიდან.
ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად - სასამართლო განმარტავს, რომ ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ქმნის სსკ-ს 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. დოკუმენტად მიიჩნევა რაიმე ინფორმაციის შემცველი, სათანადო წესით გაფორმებული მატერიალური საგანი, რომელიც ადასტურებს რაიმე ფაქტს. დანაშაულის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებასა და გამოყენებას. დანაშაულის საგანია-საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტი, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნულ მოქმედებათა ჩადენა ჯგუფურად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ა--------–-–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
ზ----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არ არიან ნასამართლევი, არ იმხილებიან სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ითვალისწინებს ზ----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას (საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას) და მიაჩნია, რომ მათი რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულების პიროვნებას, მათ ეკონომიურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ საბოლოოდ ჯარიმის ოდენობა დანაშაულთა ერთობლიობით და მათი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა განესაზღვროთ 5000-5000 ლარით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ა--------–-–---–ის და ზ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქმეზე ამოღებული 2440 ლარის ფულის კუპიურები და ამოღებული დოკუმენტები უნდა, დაუბრუნდეს შესაბამის სამსახურებს, ხოლო ოთხი ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათასორასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა--------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთიათასორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ა--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
2. ა--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. ზ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5200 (ხუთი ათასორასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთიათასორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით და 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
4. ზ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული 2440 ლარის ფულის კუპიურები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქვემო ქართლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში და ამოღებული დოკუმენტები, რომლის ნაწილი დედნების სახით ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი ქვემო ქართლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს შესაბამის სამსახურებს, ხოლო ოთხი ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე