განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100119002932625
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1488-19

გამოძიების #0-----------

A

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ვ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა–---- ბ---------ს ძე ბ-----–---ი,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 6-----------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა–------- ქუჩა #---ში

 

ადვოკატი- ო-–--- გ------

თარჯიმანი - მ------ კ--–-----

 

კვალიფიკაცია:

 

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ალა ბ-----–---ის ეპიზოდი).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ი--- ბ-----–---ის ეპიზოდი).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ვ---------- ა-----------ის ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა–---- ბ-----–---ი ძირითადად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ალა ბ-----–---ს, ამცირებდა, ლანძღავდა და აგინებდა მას, რაც იწვევდა ალა ბ-----–---ის ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას.

 

1.2. ა–---- ბ-----–---ი ძირითადად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დას - ი--- ბ-----–---ს, ამცირებდა, ლანძღავდა და აგინებდა მას, რაც იწვევდა ი--- ბ-----–---ის ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას.

 

1.3. ა–---- ბ-----–---ი და მისი დისშვილი - ვ---------- ა-----------ი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა–---- ბ-----–---ი, ძირითადად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დისშვილს ვ---------- ა-----------ს, ამცირებდა, ლანძღავდა და აგინებდა მას, რაც იწვევდა ვ---------- ა-----------ის ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ა–---- ბ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ალა ბ-----–---ის, ი--- ბ-----–---ის, ვ---------- ა-----------ის გამოკითხვის ოქმებს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0--------, #0--------, #0-------- დასკვნებს, შემაკავებელი ორდერის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა–---- ბ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნას ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, ასევე ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ა–---- ბ-----–---ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, წლების განმავლობაში, ინტენსიურად აწყობდა ოჯახში დებოშს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ალა ბ-----–---ს, ი--- ბ-----–---ს, ვ---------- ა-----------ს, თითოეულ მათგანს ამცირებდა, ლანძღავდა და აგინებდა უშვერი სიტყვებით. ალა ბ-----–---ის, ი--- ბ-----–---ის, ვ---------- ა-----------ის მიერ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ფარგლებში ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ა–---- ბ-----–---ი აუტანელ მდგომარეობაში აგდებს ოჯახს, ადრე ის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი იყო, ამჟამად უფრო ალკოჰოლს ეტანება, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში სრულიად უმართავი ხდება და დაზარალებულებს აყენებს შეურაცხყოფას, სახლში ყველაფერს ამტვრევს და სიკვდილითაც ემუქრება. ოჯახი იმყოფება მუდმივ სტრესში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0--------, #0--------, #0-------- დასკვნებით ალა ბ-----–---მა, ი--- ბ-----–---მა და ვ---------- ა-----------მა ა–---- ბ-----–---ის ქმედებით განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა. შემაკავებელი ორდერის ოქმებით მოძალადე მსხვერპლებს ხშირად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს.

 

3.2 უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოძალადე და სამივე მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

3.3. პატივი და ღირსება წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ა–---- ბ-----–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ალა ბ-----–---ის, ი--- ბ-----–---ის, ვ---------- ა-----------ის ეპიზოდები), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა–---- ბ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ამ კუთხით სინანული, შეზღუდული შერაცხადობა.

 

4.2. ა–---- ბ-----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის მასშტაბი-მსხვერპლთა რაოდენობა, დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, დანაშაულის რეციდივი და ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის ვადაში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით დანაშაულის აღიარებას და სინანულს, დაზარალებულების შემრიგებლურ პოზიციას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის შეზღუდული შერაცხადობა, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით ა–---- ბ-----–---ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F61 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). გართულებული ნარკოტიზაციით და ალკოჰოლიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ა–---- ბ-----–---ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით და ალკოჰოლიზაციით, მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა–---- ბ-----–---ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ა–---- ბ-----–---ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ა–---- ბ-----–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა–---- ბ-----–---ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ დახმარებას არ საჭიროებს. ა–---- ბ-----–---ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა–---- ბ-----–---ს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. შემამსუბუქებელი გარემოებები აისახება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.

 

5.3.შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებულ გარემოებებს, დანაშაულის მასშტაბს, ეპიზოდთა სიმრავლეს - ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებებს ჰყავს სამი დაზარალებული, ჩადენილია 3 დამოუკიდებელი ეპიზოდი, თითოეულმა დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ალა ბ-----–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა–---- ბ-----–---ის ქმედებების გამო დაზარალებულებს უწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება, გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ძირითადად ჩადენილი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი მსხვერპლების სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის პიროვნება - რამდენჯერმე ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, ბოლო ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა გამოსაცდელ ვადაში.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ა–---- ბ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემტა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა–---- ბ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღუსრულებელია. ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, შესაბამისად სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების და რეციდივის მხედველობაში მიღებით ა–---- ბ-----–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (სამი ეპიზოდი) უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

5.6. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა–---- ბ-----–---ი იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ა–---- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ალა ბ-----–---ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2.ა–---- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი--- ბ-----–---ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3.ა–---- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ვ---------- ა-----------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ (ალა ბ-----–---ის ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელები და ა–---- ბ-----–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული 4 (ოთხი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 1000 (ათასი) ლარი და ა–---- ბ-----–---ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

6.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა–---- ბ-----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 თებერვლიდან.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა