განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1553-19
გამოძიების # 0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- გ-------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო---- ს------- ძე ს--–----ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- მ----- ქუჩა #--, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ხ-----------ს ქუჩა #7--–--
ადვოკატი - ქ------- ი--–---–-
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 20:05 საათზე, თ---–--–-- ნ-----–---- ხ-----------ს ქუჩა #7--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო---- ს--–----ემ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - მ------ ჭ----------ის მიმართ. კერძოდ, ძლიერად გადაუტრიალა მარჯვენა ხელის მაჯა, მეორე ხელით სწვდა თმაში, ძლიერად მოჰქაჩა და ძალის გამოყენებით წააქცია დივანზე და განაგრძო თმის მოქაჩვა. ფიზიკური შეურაცხყოფის თითოეულ შემთხვევაში მ------ ჭ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 24 თებერვალს, ღამით, 04:40-დან 05:18-საათამდე დროის მონაკვეთში, ო---- ს--–----ე შერიგების მოთხოვნით წარმოშობილი შელაპარაკებისას, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით, ასევე ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის დაზიანებით დაემუქრა მ------ ჭ----------ეს. იმავე დღეს, დაახლოებით 20:10 საათზე, ო---- ს--–----ე, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ ჭ----------ეს თ---–--–-- ნ-----–---- ხ-----------ს ქუჩა #7--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში. მ------ ჭ----------ეს თითოეულ შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. დაზარალებულ მ------ ჭ----------ის ჩვენებით დადგინდა, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ ო---- ს--–----ესთან, ჰყავთ ერთი საერთო შვილი ნ-----–---- ს--–----ე. თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულის სისტემატური უსაფუძვლო ეჭვიანობის, ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულების, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებისა და მუქარების გამო, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ დაზარალებული შვილთან, დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს ო---- ს--–----ის მეზობლად ნ-----–---- ხ-----------ს ქუჩა #7--–-- დაშორების შემდეგაც ბრალდებულის მხრიდან პერიოდულად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას. ო---- ს--–----ე ალკოჰოლური თრობის ქვეშ დაზარალებულს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქუჩაში თავზე ლუდიც კი გადაასხა, უვარდებოდა სახლში, უზიანებდა ავტომობილს, უმტვრევდა მანქანის სარკეებს, ასევე დაუზიანა საბურავებიც. ბრალდებული მ------ ჭ----------ის ავტომანქანის დაზიანების ფაქტებს თავადვე უყვებოდა დაზარალებულს მომდევნო დღეებში, რამდენჯერმე თვითონ შეაკეთა მის მიერ დაზიანებული დეტალები. 2017-2018 წლებში ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ო---- ს--–----ის მიმართ. დაზარალებულის ჩვენებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ო---- ს--–----ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, ძირითადად იყო ნასვამი, ამ მიზეზით მ------ ჭ----------ე მას არ აძლევდა მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის უფლებას. 2019 წლის 24 თებერვალს, შუადღისას, აგრესიულად განწყობილი ო---- ს--–----ე მ------ ჭ----------ეს შეუვარდა საცხოვრებელ სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მას და მის ოჯახის წევრებს. ო---- ს--–----ის არაადეკვატური ქცევით შეშინებული მ------ ჭ----------ე თავდაცვის მიზნით ჩაიკეტა აბაზანაში. ბრალდებული ყვიროდა, ხელებს ურტყამდა კედლებს და კარებს. ბრალდებულის წასვლის შემდეგ, მ------ ჭ----------ემ აღმოაჩინა, რომ ავტომობილს ჰქონდა ერთი ხედვის სარკე მოტეხილი, ხოლო მეორე დამსხვრეული. მ------ ჭ----------ემ დახმარებისათვის დაურეკა მამას ვ----– ჭ----------ეს და პარალელურ რეჯიმში მოიწვია ო---- ს--–----ეც, რათა წერტილი დაესვა ბრალდებულის ქმედებებისთვის. საღამოს, სახლში მოსულ ო---- ს--–----ეს მ------ ჭ----------ემ მოსთხოვა აეხსნა თუ რატომ დაუზიანა ავტომობილი, ო---- ს--–----ემ ფაქტი უარყო, მ------ ჭ----------ემ წარუდგინა კუთვნილი მობილური ტელეფონი სადაც ინახებოდა იმ ღამით გამოგზავნილი ავტომანქანის დაზიანების მუქარის შემცველი „ვოის მესიჯები“. ო---- ს--–----ის მხილებამ ეს უკანასკნელი ძალიან გააღიზიანა, გახდა უკიდურესად აგრესიული, ეცა მ------ ჭ----------ეს და ძლიერად გადაუტრიალა მარჯვენა ხელი, ხოლო მეორე ხელი თმაში წაავლო და დააგდო დივანზე. ო---- ს--–----ის განეიტრალების მიზნით კონფლიქტში მყისიერად ჩაერთო ვ----– ჭ----------ე, რომელიც ცდილობდა აგრესიული ბრალდებულის შეკავებას, დაზარალებულმა თავდაცვის მიზნით მოძალადეს ხელზე უკბინა. დაზარალებულის ჩვენებით, ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ძალადობის თვითმხილველი მოწმის - დაზარალებულ მ------ ჭ----------ის დედის მ-----------ის ჩვენებით დადგინდა, ო---- ს--–----ე მ------ ჭ----------ეს თანაცხოვრების პერიოდში და მას შემდეგაც ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც. მ-----------ის ჩვენებით, იყო შემთხვევები, როდესაც მ------ ჭ----------ე ო---- ს--–----ის მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო ვერ გადიოდა გარეთ, ვერ ესწრებოდა უნივერსიტეტში ლექციებსა და გამოცდას. ო---- ს--–----ე დაშორების შემდეგაც ქუჩაშიც არ ერიდებოდა მ------ ჭ----------ის დამცირებას, ერთ-ერთი კამათის დროს ო---- ს--–----ემ ყოფილ მეუღლეს ქუჩაში ლუდი გადაასხა თავზე. 2019 წლის 24 თებერვალს, დღისით, ო---- ს--–----ე სახლში მიუვარდა მ------ ჭ----------ეს, როგორც მას, ასევე მის ოჯახის წევრებსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა სხვა უბანში გადასულიყვნენ საცხოვრებელად. ო---- ს--–----ის აგრესიული ქცევით შეშინებული მ------ ჭ----------ე აბაზანაში ჩაიკეტა, საიდანაც გამოვიდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ო---- ს--–----ემ სახლი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ მ------ ჭ----------ემ აღმოაჩინა, რომ კუთვნილ ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა ორივე უკანა ხედვის სარკე. მ------მა აღნიშნული აცნობა მამას ვ----– ჭ----------ეს, რომელიც მოვიდა სახლში, მ------ის ინიციატივით ბინაში საღამოს ასევე მოვიდა თავად ბრალდებულიც. ო---- ს--–----ე კვლავ გამოხატავდა აგრესიას მ------ ჭ----------ის და მისი ოჯახის წევრების მიმართ. დაზარალებულის კითხვაზე, თუ რატომ დაამტვრია მანქანის ხედვის სარკეები, ბრალდებულმა უარყო ფაქტი. მ------ ჭ----------ე ტელეფონში ინახავდა ო---- ს--–----ის მიერ გამოგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებს და ამ მტკიცებულებებით სურდა ბრალდებულის მხილება დანაშაულში, ამ მიზნით ჯიბისკენ წაიღო ხელი და სცადა ტელეფონის ამოღება, მაგრამ ბრალდებულმა გადაუტრიალა ხელი, დააგდო დივანზე, ზემოდან მოექცა მ------ს, ხელი ჩაავლო თმებში და არ უშვებდა. მ------ ჭ----------ე ითხოვდა შველას და გათავისუფლებას მოძალადისაგან, ო---- ს--–----ის განეიტრალების მიზნით, ვ----– ჭ----------ე მივარდა მათთან და შეძლო ბრალდებულის მოცილება მსხვერპლისაგან.
2.3. მოწმე ე-–--- გ------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 თებერვალს, დღის საათებში, ო---- ს--–----ე აგრესიულ და გაღიზიანებულ მდგომარეობაში მივიდა მ------ ჭ----------ესთან სახლში, შეშინებული მ------ ჭ----------ე ჩაიკეტა აბაზანაში. ო---- ს--–----ე ხმამაღლა ყვიროდა, რომ მ------ ჭ----------ის ოჯახი დატოვებდა მათ საცხოვრებელ უბანს და გაქრებოდნენ. ბრალდებულის წასვლის შემდეგ, მ------ ჭ---------ემ აღმოაჩინა, რომ მის კუთვნილ ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა უკანა ხედვის ორი სარკე. დაზარალებულმა დახმარებისთვის დაურეკა მამას ვ----– ჭ----------ეს, ასევე დაურეკა ო---- ს--–----ეს და სთხოვა სახლში მისვლა სიტუაციაში გასარკვევად. ვ----– ჭ----------ემ ბრალდებულს დაუსვა კითხვა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო კონფლიქტები. თავის მხრივ მ------ ჭ----------ე ცდილობდა მობილურ ტელეფონში არსებული ჩანაწერით დაემტკიცებინა, რომ მანქანას დაზიანებები მიაყენა სწორედ ო---- ს--–----ემ. მტკიცებულებების გამოაშკარავების ხელის შეშლის მიზნით, ბრალდებულმა მარჯვენა მაჯა გადაუგრიხა მ------ს, ეს უკანასკნელი დაეცა დივანზე, ო---- ს--–----ემ თმებში წაავლო ხელი და არ უშვებდა, ტკივილისაგან მ------ ჭ----------ემ ხელზე უკბინა ბრალდებულს. მყისიერად ვ----– ჭ----------ე მივარდა ო---- ს--–----ეს და სცადა მისი მოცილება მსხვერპლისგან, ორივენი წაიქცენ იატაკზე და ვ----– ჭ----------ემ თავი დაარტყა. დაზარალებულს ძალადობის შედეგად დალურჯებული ჰქონდა ხელები, ტიროდა და იყო აღელვებული.
2.4. მ------ ჭ----------ის მამის - მოწმე ვ----– ჭ----------ის ჩვენებით, დაშორების მიუხედავად ო---- ს--–----ე აგრძელებდა მ------ ჭ----------ესთან კონფლიქტებს, რადენჯერმე გამოიცა შემაკავებელი ორდერიც. 2019 წლის 24 თებერვალს, ვ----– ჭ----------ეს დაურეკა მ------ ჭ----------ემ რომელმაც უთხრა, რომ ო---- ს--–----ე აგრესიულად მიუვარდა სახლში და მთელს ოჯახს დაემუქრა. მ------ ჭ---------ემ სთხოვა მამას სიტუაციაში გარკვევის მიზნით მისულიყო სახლში. მ------ ჭ----------ესთან სახლში მივიდა ასევე ო---- ს--–----ეც. მ------ ჭ----------ე მოითხოვდა ო---- ს--–----ისგან აეხსნა თუ რატომ დაუზიანა მანქანა, ბრალდებულმა თავიდან უარყო აღნიშნული. ბრალდებულის პოზიციის შემდეგ მ------ ჭ----------ემ გადაწყვიტა ტელეფონის მეშვეობით მისთვის დაემტკიცებინა სიმართლე და ეჩვენებინა მუქარის ჩანაწერები. ო---- ს--–----ემ მ------ ჭ----------ეს ტელეფონის წართმევის მიზნით გადაუტრიალა ხელი, შემდეგ სწვდა თმებში და ქაჩავდა უკან. მ------ი კიოდა და ითხოვდა დახმარებას, ვ----– ჭ----------ე მივარდა მოძალადესთან, ხელები გაუყარა უკნიდან მხრებში, რითაც შეძლო მოეცილებინა დაზარალებულისაგან. გაშველების პროცესში მოხდა ძიძგილაობა, ო---- ს--–----ემ შეძლო თავის დაძვრენა და გაიქცა სახლიდან. ძალადობის გამო დაზარალებულს სტკიოდა თავი და ტიროდა.
2.5.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:
ა) მ------ ჭ----------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა მხრის და მარჯვენა მტევნის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ბ) პირადი შემოწმების მონაცემები: მარჯვენა მტევნის 1 თითის წინა ზედაპირზე ფალანგთაშუა სახსრის საპროექციოდ აღენიშნება მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით - 1,4X1,5სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე ნების III-IV ძვლის საპროექციოდ, ზომით - 2,0X1,2სმ. მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე -ზემო მესამედში, ზომით 0,5X0,8სმ. შესამოწმებელი უჩივის ტკივილს თავის მიდამოზე შეხებისას.
გ) შესამოწმებელმა პირმა მ------ ჭ----------ემ ექსპერტს განუცხადა როგორც დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, ასევე დაზიანების მიმყენებელი პირი, ,,შესამოწმებლის გადმოცემით - 2019 წლის 24 თებერვალს, ყოფილმა ქმარმა გადაუტრიალა მარჯვენა ხელი და თმები დაქაჩა.“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა -გვ.2/2)
2.6. ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსი და სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მ------ ჭ----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო მკვრივი-ბლაგვი საგნით. ხელი და ადამიანის სხვა კიდურები მიეკუთვნებიან ნატურალურ მკვრივ ბლაგვ საგანს.
2.7. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო---- ს--–----ე დაშორების მიუხედავად, წლების განმავლობაში მ------ ჭ-------ეს არ აძლევდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას, 2017 წლის 2 აპრილს პოლიციის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლის მ------ ჭ----------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და მოძალადეს ო---- ს--–----ეს აეკრძალა ერთი თვით მსხვერპლთან მიახლოების უფლება. შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მსხვერპლს ჩამოერთვა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ო---- ს--–----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი, თან ჰქონდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი რითიც იმუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულის ოჯახის წევრებსაც. 2018 წლის 23 ოქტომბერსაც, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეხუთე განყოფილების მიერ ასევე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლის მ------ ჭ----------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ამ შემთხვევაშიც მოძალადე ო---- ს--–----ეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება.
მუქარა
2.8. დაზარალებულ მ------ ჭ----------ის ჩვენებით, დაშორების შემდეგ ბრალდებულის მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი ქონების განადგურებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. 2019 წლის 24 თებერვალს, ღამის საათებში, ბრალდებული, სოციალური ქსელის მეშვეობით მ------ ჭ----------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (მანქანაში დაწვით) და მანქანის და ტელეფონის დაზიანებით. მუქარის შემდეგ, იმავე დღეს, დღის საათებში, აგრესიულად განწყობილი ო---- ს--–----ე შეუვარდა დაზარალებულს საცხოვრებელ სახლში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და მის ოჯახის წევრებს, ემუქრებოდა, რომ თუ არ დატოვებდა უბანს ფიზიკურად გაუსწორდებოდა და გააქრობდა. ო---- ს--–----ემ ასევე მიმართა დაზარალებულის დედას და უთხრა, რომ თუ სურდა გადარჩენილიყო მ------ ჭ----------ე გაერიდებინა იმ უბნიდან სადაც ცხოვრობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გააქრობდა. მოწმეს ჰქონდა რეალური შიში, რომ ბრალდებული მუქარას აღასრულებდა ანდა იძალადებდა, ამიტომ თავდაცვის მიზნით ჩაკეტილი იყო სააბაზანოში. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, საღამოს საათებში, ო---- ს--–----ემ ფიზიკურად იძალადა მ------ ჭ----------ეზე და კვლავ დაემუქრა, რომ ნივთების განადგურებიდან გადავიდოდა ფიზიკურ განადგურებაზე. ბრალდებული დაემუქრა ვ----– ჭ----------ესაც, რომ დატოვებდა პენსიის გარეშე. ბოლო მუქარას წინ უძღოდა ბრალდებულის მხრიდან ავტომანქანის დაზიანება და ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულს არწმუნებდა მუქარის რეალურობაში.
2.9. მოწმე მ-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ო---- ს--–----ე ხშირად ემუქრებოდა მ------ ჭ----------ეს სიცოცხლის მოსპობით, მუქარა ხორციელდებოდა მ-----------ის მიმართაც. 2019 წლის 24 თებერვალს, დღისით, ო---- ს--–----ე შეუვარდა სახლის სამუშაო კაბინეტში მ-----------ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა, რომ მათივე ინტერესებისთვის ჯობდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ. ო---- ს--–----ის წასვლის შემდეგ მ------ ჭ----------ემ აღმოაჩინა, რომ მის ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა ორივე უკანა ხედვის სარკეები. მ------ ჭ----------ე აცხადებდა, რომ მანქანა ო---- ს--–----ემ დაუზიანა, ვინაიდან წინა ღამით დაემუქრა მანქანის დაზიანებით. 24 თებერვალს, საღამოს განვითარებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ ო---- ს--–----ე მ------ ჭ----------ეს და ვ----– ჭ----------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მუქარა იყო შემდეგი შინაარსის - გააქრობდა მ------ ჭ----------ეს, ხოლო ვ----– ჭ----------ეს დატოვებდა პენსიის გარეშე. მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე მ------ ჭ----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.10. მოწმე ე-–--- გ------ის ჩვენებითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 თებერვალს, I ეპიზოდში, მას შემდეგ რაც ო---- ს--–----ემ დაზარალებულის სახლში მოაწყო სიტყვიერი დებოში, მ------ ჭ----------ეს და მთელ ოჯახს დაემუქრა, რომ დატოვებდნენ უბანს და გაქრებოდნენ. ო---- ს--–----ის წასვლის შემდეგ მ------ ჭ----------ემ აღმოაჩინა, რომ კუთვნილ ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა ხედვის სარკეები. იმავე საღამოს, მეორე ეპიზოდის - ფიზიკური ძალადობის შემდეგ ო---- ს--–----ე მ------ ჭ----------ეს ემუქრებოდა, რომ ნივთების დაზიანების შემდეგ გადავიდოდა მასზე და მოუსპობდა სიცოცხლეს. ე-–--- გ------ის ჩვენებით ბრალდებული დიდი ხნის განმავლობაში ახორცილებდა ქონების დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას მ------ ჭ----------ის მიმართ. არაერთხელ დამუქრებია, რომ გააქრობდა, შემდგომ შეცვალა მუქარის ტექსტი და მანქანაში დაწვით ემუქრებოდა. თითოეული მუქარის ფონზე დაზარალებული იყო ძლიერი სტრესის ქვეშ, განიცდიდა მუქარის განხორციელების საშიშროებას.
2.11. მოწმე ვ----– ჭ----------ის ჩვენებით, 2019 წლის 24 თებერვალს, ო---- ს--–----ე მ------ ჭ----------ეს ძალადობის შემდეგ დაემუქრა ფიზიკური გაქრობით, ბრალდებული ემუქრებოდა მოწმესაც, რომ არ მიიყვანდა პენსიამდე. ვ----– ჭ----------ის ჩვენებით ბრალდებული დიდი ხნის განმავლობაში ახორცილებდა ქონების დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას მ------ ჭ----------ის მიმართ, ბოლოს მანქანაში დაწვით დაემუქრა. მ------ ჭ----------ე მუქარების გამო მუდმივად განიცდიდა შიშს.
2.12. 2019 წლის 25 თებერვალს, თ---–--–-- ხ-----------ს ქუჩა #7---- მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა დაზარალებულ მ------ ჭ----------ის კუთვნილი ავტომობილი სახელმწიფო ნომრით B--------. ავტომანქანის დათვალიერება განხორციელდა ექსპერტ-კრიმინალისტებისა და დაზარალებულის თანდასწრებით. დათვალიერების ოქმის მიხედვით ავტომობილის წინა მარცხენა კართან გვერდითა ხედვის სარკე არის დაზიანებული, ასევე დაზიანებულია ავტომანქანის მარჯვენა წინა კართან განთავსებული სარკე. კერძოდ პლასტმასის ჩარჩოდან ამოტეხილია სარკე რომლის მცირე ნაწილი განთავსებულია ჩარჩოზე. ხოლო სარკის მოტეხილი ნაწილი გდია ასფალტიანი მიწის ზედაპირზე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ განხორციელდა ფოტო გადაღება, გადაღებული ფოტო კადრები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ფოტოებზე ნათლად ჩანს დაზიანებული ხედვის სარკეები.
2.13. სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის NISAN MICRA სახელმწიფო ნომრით B-------- დაზიანებებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს - 130 (ასოცდაათი) ლარს. ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ ფოტოცხრილშიც აშკარად ჩანს ავტომანქანის დაზიანებული მარჯვენა და მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინები.
2.14. 2019 წლის 7 აპრილს, სასამართლოს კონტროლით მ------ ჭ----------ისაგან გამოთხოვილ იქნა 2019 წლის 24 თებერვალს, 04:30 - საათიდან 05:30 საათამდე დროის მონაკეთში მასსა და ო---- ს--–----ეს შორის განხორციელებული ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები აუდიო ფაილის სახით. აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერების აუდიო ფაილის დათვალიერების ოქმით და სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებით - ხმოვანი შეტყობინებების აუდიო ჩანაწერით და ,,სქრინშოტებით“ დგინდება, 2019 წლის 24 თებერვალს, ღამის 04:57 საათზე ო---- ს--–----ე მ------ ჭ----------ეს ემუქრება სარდაფში ამობუგვით, მანქანაზე ბენზინის დასხმით, შიგნით გამოკეტვითა და დაწვით. 05:18 საათზე ო---- ს--–----ე აგრძელებს მუქარას, მ------ ჭ----------ეს ეუბნება თუ იქნება წყნარად, მთელი ექნება მისი საყვარელი ნივთები ტელეფონიდან დაწყებული მანქანით დამთავრებული.
2.15.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.15.1. ბრალდებულმა შესავალ და დასკვნით სიტყვაში უარყო დანაშაულის ჩადენა.
2.15.2.დაცვის მხარის მსჯელობა დაზარალებულ მ------ ჭ----------ის, მოწმეების ვ----– ჭ----------ის, მ-----------ისა და ე-–--- გ------ის ზეპირი ჩვენებების არასანდოობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე განსხვავებულად აღწერეს მომხდარი ფაქტები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული მ------ ჭ----------ე, მოწმეები ვ----– ჭ----------ე, ე-–--- გ------ე და მ-----------ე ფაქტებს გულწრფელად გადმოსცემდნენ და მათი ჩვენებები ძალადობის და მუქარის არსებით ნაწილში იყო თანმიმდევრული, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებაში უმნიშვნელო სხვაობები გამოწვეული იყო თავად პიროვნებების მიერ მოვლენების თავისებურად აღქმის გამო.
2.15.3. დაცვის მხარის არგუმენტი ბრალდებულის გამართლებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დანაშაულს არ ჰყავს ნეიტრალური მოწმეები სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ძალადობის ჩადენა დახურულ - ოჯახურ სივრცეში, სადაც დანაშაულის თვითმხილველები ობიექტურად მხოლოდ ოჯახის წევრები არიან, მსგავსია განსახილველი შემთხვევაც, ფიზიკური ძალადობა დაზარალებულ მ------ ჭ----------ის მიმართ განხორციელდა ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მამის - ვ----– ჭ----------ის, დედის - მ-----------ის, დეიდის - ე-–--- გ------ის თანდასწრებით, კონფლიქტს არ ესწრებოდა გარეშე პირი, მოწმეთა სანდოობის გაბათილება მხოლოდ მსხვერპლთან ნათესაური კავშირით, სხვა დასაბუთებულ და გონივრულ არგუმენტებზე მითითების გარეშე ვერ გახდება ამ პირთა ზეპირი ჩვენებების იმპიჩმენტის საფუძველი.
2.15.4. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარე მოსაზრებას, თითქოს მ------ ჭ----------ეს ხელზე დაზიანება მიღებული აქვს არა ძალადობის შედეგად, არამედ ხელზე ხელის მჭიდროდ შეხებით. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე დაზიანების მორფოლოგიური სურათით დადასტურდა, რომ ხელის მტევანზე არსებული დაზიანება მიყენებულია არა უბრალოდ ხელის ხელზე შეხებით, არამედ ფიზიკური ძალადობით.
2.15.5.დაცვის მხარე დაზარალებულის დისკრედიტაციას ადიულტერის ფაქტის დამტკიცებით ცდილობდა, საქმის არსებითი განხილვის პროცესში არაერთგზის გაესვა ხაზი დაზარალებულის ურთიერთობას ბრალდებულის მეგობრებთან, დაცვა ცდილობდა მ------ ჭ----------ისთვის ამორალური ქალის სტატუსის მინიჭებას, ღირსების შელახვას და ამ ხერხით ოჯახური ძალადობიდან აქცენტის გადატანას დაზარალებულის ღირსებაზე და მორალურ მხარეზე. სასამართლო შეგნებულად გვერდს უვლის დაზარალებულის ღირსების და მორალის შეფასებას, ვინაიდან ამ საკითხის შეფასება ერთი მხრივ მოახდენს დაზარალებულის დისკრედიტაციას და მეორე მხრივ ვერ გახდება ძალადობის გამართლების საფუძველი. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’, მუხლი 42, ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, რომ მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად.
2.15.6. დაცვის მხარის მცდელობა მოძალადე წარმოაჩინოს მსხვერპლად მიზნად ისახავს ამ უკანასკნელისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ო---- ს--–----ეს დაკავებისას მარცხენა ხელზე აღენიშნებოდა სილურჯე, ასევე ჰქონდა დაზიანებები ყელის მარცხენა მხარეს. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ო---- ს--–----ე არის მსხვერპლი, ხოლო მ------ ჭ----------ე მოძალადე. დაზარალებულის და ძალადობის თვითმხილველი მოწმეების ზეპირი ჩვენებებით დგინდება, როდესაც მოძალადემ მ------ ჭ----------ეს გადაუგრიხა ხელები და დივანზე დააგდო, შემდეგ კი თმებში წაავლო ხელი და არ უშვებდა, ტკივილისგან და თავიდან მოშორების მიზნით მსხვერპლმა მოძალადეს ხელზე უკბინა. გარდა ამისა, ვ----– ჭ----------ემ მოძალადის მსხვერპლისგან განცალკავების მიზნით ძალის გამოყენებით შებოჭა ო---- ს--–----ე, შესაძლებელია ამ ვითარებაში მიეღო ბრალდებულს დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი 2019 წლის 24 თებერვალს ჩადენილ ძალადობასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ დაზიანებას შორის დგინდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მსხვერპლს საექსპერტო შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები. რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას - ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას, ექსპერტიზის დასკვნით და ზეპირი ჩვენებებით ირკვევა, რომ ფიზიკური ძალადობის შემდგომ მსხვერპლი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოზე შეხებისას (მოძალადე ინტენსიურად ქაჩავდა თმებში ხელს) და სტკიოდა ხელის მტევანი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი არის მოძალადის ყოფილი მეუღლე, აღნიშნული სტატუსი და თანაცხოვრება ჰქმნის ოჯახური დანაშაულის შემადგენლობას.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული ჩვენებაში მიუთითებს, რომ ო---- ს--–----ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის და მოძრავი ნივთების განადგურების მუქარა, რომელსაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობა, ქონების განადგურების არაერთი ფაქტი და შემაკავებელი ორდერები, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი (დაეწვა მანქანაში). სასამართლოს შეფასებით შემთხვევის დღეს ო---- ს--–----ის მხრიდან ყოფილი მეუღლის მისამართით გაცხადებული მუქარის შინაარსი - ,,გაგაქრობ“, ,,ნივთების განადგურებიდან გადმოვალ შენზე“, მანქანაში ბენზინის გადასხმით გამოგწვავ“, ასევე წარსულში გაჟღერებული არაერთი მუქარა მანქანის, ტელეფონის დაზიანებისა და განადგურების, ასევე ბრალდებულის არაადეკვატური ქცევა მსხვერპლში რეალურად იქნა აღქმული. სასამართლოს განმარტებით, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ო---- ს--–----ის მიერ აგრესიული და აქტიური ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის და მოძრავი ქონების განადგურების მუქარა დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც დაზარალებული სტრესსა და შიშში ჩააგდო. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი („გაგაქრობ“, „სიცოცხლეს მოგისპობ“, ,,მანქანაში ჩაგწვავ“, ,,საყვარელ ნივთებს დაგიზიანებ“), პირველი მუქარის (24 თებერვლის ღამეს სოციალური ქსელით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება) განხორციელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მანქანა იყო დაზიანებული, რასაც რამდენიმე საათში მოჰყვა მსხვერპლზე ფიზიკური ძალადობა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, მტკიცდება დაზარალებულის და დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, თითოეული ეს პირი ადასტურებს, რომ მ------ ჭ----------ე იყო ძალიან შეშინებული, აღელვებული და ტიროდა. დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადასტურებს მატერიალურ ფაქტს, რომ ო---- ს--–----ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის და მოძრავი ნივთების განადგურების მუქარა, როგორც 24 თებერვლის ღამით სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე 24 თებერვალს საღამოს საათებში, დაზარალებულის მიერ აღქმული იყო რეალურად.
3.5. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ასევე, ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.6. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით და ფაქტების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ო---- ს--–----ის მიერ ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი, რაც სამართლებრივი კვალიფიკაციით გამოიხატა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ო---- ს--–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ო---- ს--–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, სიმრავლე, მუქარის ეპიზოდში დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ის, რომ ო---- ს--–----ე წარსულში ნასამართლევი არ არის, მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის მასშტაბს, ეპიზოდთა სიმრავლეს (ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი), რაც მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკზე. მუქარის ეპიზოდში პასუხისმგებლობას ამძიმებს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ორი შემაკავებელი ორდერის მიუხედავად ბრალდებულმა განაგრძო ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები. წარსულში განგრძობადად ყოფილი მეუღლის დამცირებამ, ფიზიკურმა და სიტყვიერმა შეურაცხყოფებმა (მოწმობს დაზარალებულის და მოწმეების ზეპირი ჩვენებები და შემაკავებელი ორდერები) გამოავლინა ბრალდებულის მიდრეკილება ოჯახური დანაშაულის ჩადენისკენ.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე მოძალადე უნდა ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ო---- ს--–----ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, მ------ ჭ----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოცხრილი და მუქარის ამსახველი ხმოვანი შეტყობინება ელექტრონულ დისკებზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო---- ს--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
2. ო---- ს--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო---- ს--–----ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით ო---- ს--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 თებერვლიდან.
5.ნივთიერი მტკიცებულება
მ------ ჭ----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოცხრილი და მუქარის ამსახველი ხმოვანი შეტყობინება ელექტრონულ დისკებზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა