განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/380-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ი--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------- - ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1--- წლის 6-----ს, მცხოვრები: თ---–--–-- ქ--------–-------–ის გამზირი #4----, ბინა #2--–-, ბინადრობის მოწმობის პირადი #0----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ადვოკატები - ტ------– კ-------, ა------------–---–-
თარჯიმანი - მ----------–--ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.მ----------- ქ------ და ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------- 5 წელია იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ 2 საერთო შვილი - 2 წლის ს---- ჰ--------- და 6 თვის მ--–--ა ჰ---------.
1.2.2018 წლის 14 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ---–--–-- ქ--------–-------–ის გამზირი #4----, ბინა #2--–-, ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის მ----------- ქ------ს მიმართ. კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------მა გაშლილი მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა სახეში ვ--------ა ქ------ს, დარტყმის შედეგად დაზარალებული დაეცა საწოლზე. აღნიშნულის შემდეგ ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------მა ძლიერად მოუჭირა ხელები ხელზე მ----------- ქ------ს, რა დროსაც დაზარალებულმა მარჯვენა ხელზე მიიღო დაზიანება.
1.3.ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს ქმედებების შედეგად მ----------- ქ------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1.2018 წლის 14 დეკემბერს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული მ----------- ქ------.
2.2. ძალადობის მსხვერპლის მ----------- ქ------ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე და მსხვერპლი დაუყოვნებლივ გამოიკითხა გამომძიებლის მიერ. მ----------- ქ------მ გამომძიებელს დაუდასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ძალადობასთან დაკავშირებით, ამხილა მოძალადე მეუღლე ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------, დეტალურად აღწერა ძალადობის ფაქტი, დაასახელა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ძალადობის დროს მასთან სახლში იმყოფებოდნენ.
2.3.საგამოძიებო ორგანოში მსხვერპლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. ექიმებმა მ----------- ქ------ს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, მ----------- ქ------ს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი - დაზიანებები და უჩიოდა ტკივილს. პაციენტი სხეულზე დაზიანების არსებობას უკავშირებდა ოჯახში კონფლიქტს, მისი გადმოცემით მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.4.სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მსხვერპლის მონაწილეობით და ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით, 2018 წლის 14 დეკემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი: ქ--------–-------–ის გამზირი #4----, ბინა #--- შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით მ----------- ქ------მ დეტალურად და თანმიმდევრულად ახსნა ძალადობის გარემოებები, მიუთითა საძინებელ ოთახზე და განმარტა, რომ ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს მხრიდან 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათისთვის ძალადობას ადგილი ჰქონდა მის მიერ მითითებულ საძინებელ ოთახში. მ----------- ქ------მ ასევე მიუთითა საძინებელ ოთახში საწოლზე და განმარტა, რომ მეუღლის მიერ ხელის დარტყმის შედეგად წაიქცა მითითებულ საწოლზე. ასევე მ----------- ქ------მ მიუთითა იატაკზე და განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის დროს მისმა მეუღლემ ხელი ჰკრა და დააგდო მის მიერ მითითებულ იატაკზე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება, გადაღებული ფოტო კადრები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები. ფოტოებში ნათლად ჩანს თუ როგორ ახდენს დაზარალებული იმ ადგილების (საძინებელი ოთახის, საწოლის, იატაკის) მითითებას, სადაც მისი განმარტებით განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი ლ---- ბ-------–---–ი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ექსპერტ-კრიმინალისტის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის - ბინის დათვალიერების დროს დაზარალებულმა მ----------- ქ------მ აღწერა მომხდარი ფაქტი და მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მისი გადმოცემით მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ მოხდა ფოტოაპარატით დეტალურად იმ ადგილების გადაღება, სადაც მსხვერპლი უთითებდა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა გამომძიებელმა გ------- ი-----–---მა რომელმაც ჩაატარა შემთხვევის ადგილის - საცხოვრებელი ბინის დათვალიერება. გამომძიებლის გ------- ი-----–---ის ჩვენებით, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით დეტალურად აღწერდა ბინაში იმ ადგილებს, სადაც ბრალდებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.6. მ----------- ქ------ს მოთხოვნით და შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე 2018 წლის 14 დეკემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი მოძალადის ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მსხვერპლი და ამ ხელმოწერით ეთანხმება ორდერის შინაარს, - დასტურდება, რომ მ----------- ქ------ს ორდერის გამოცემის დროსაც აღენიშნებოდა ძალადობის კვალი - ფიზიკური დაზიანებები. გარდა აღნიშნულისა, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც ასევე მისი ხელმოწერითაა დადასტურებული, მითითებულია, რომ ბრალდებულმა ბოლო პერიოდში იგი ორჯერ სცემა (2018 წლის 14 დეკემბერს და 2018 წლის ნოემბრის თვის დასაწისში), ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, მსხვერპლი გამოთქვამდა შიშს, რომ მოძალადეს იგი შესაძლოა კიდევ ეცემა და მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება. შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოიცა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე არ გასაჩივრებულა მსხვერპლის ან მოძალადის მიერ, რაც ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ორივე ეს პირი ადასტურებდა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------მა ფიზიკურად იძალადა მ----------- ქ------ზე.
2.7. მ----------- ქ------ საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 14 დეკემბერს გამოკითხა გამომძიებელმა გ------- ი-----–---მა. გამომძიებლის ჩვენებით, დაზარალებული იყო აღელვებული, შეშინებული, ჰყვებოდა, რომ ბოლო პერიოდში მეუღლე გახდა კონფლიქტური, თავდაპირველად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. დაზარალებულმა საკუთარი ინიციატივით გამომძიებელს აჩვენა მაჯაზე ნაკაწრი და დაუფიქსირა, რომ აღნიშნული დაზიანება იყო მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალი. დაზარალებულის ხელზე არსებული ფიზიკური დაზიანებიდან და ემოციური მდგომარებოდან გამომდინარე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. სასწრაფოს ექიმებმა დაზარალებულს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
2.8. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ვინაიდან იგი ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება სადაც მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე არიან, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ან მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო ვერ ააშკარავებენ ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, მსხვერპლმა შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში გამომძიებელს დაუდასტურა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ნოემბრის თვეშიც, თუმცა მას პოლიციისთვის არ მიუმართავს, მიმართა მხოლოდ 2018 წლის 14 დეკემბერს და გამოთქვა შიში, რომ მოძალადემ შესაძლოა კიდევ სცემოს და მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა.
2.9. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული მ----------- ქ------, რომელმაც ზეპირ ჩვენებაში რადიკალურად შეცვალა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და უარყო ბრალდებულის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობა. დაზარალებულმა ზეპირი ჩვენებაში განმარტა, რომ ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------თან ცოლქმრული თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა იდეალური ურთიერთობა, მეუღლეს არასდროს მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. 2018 წლის 14 დეკემბერს ოჯახში ჰყავდათ სტუმრები ნ----- ჭ--–--- და ვ------- ქ------. მ----------- ქ------მ სტუმრებთან დალია ერთი ჭიქა ლუდი, რაზედაც ს---–---- ჰ--------- გაბრაზდა და დაიწყო ჩანთაში პირადი ნივთების ჩალაგება, მ----------- არ აძლევდა წასვლის უფლებას, ეჭიდავებოდა ჩანთაზე, ჭიდაობის დროს შემთხვევით მოხვდა ბრალდებულის ხელი და საწოლზე წაბორძიკდა. წაბორძიკების მიუხედავად გააგრძელა ჩანთის წართმევა, შემთხვევით გამოეკრა ხელი ჩანთაზე და გაეკაწრა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ბრალდებული წავიდა სახლიდან. მ----------- ქ------ს ჩვენებით, მას შეეშინდა რომ მეუღლე მიატოვებდა და იმავე ღამეს გაფრინდებოდა საზღვარგარეთ, ამიტომ დარეკა ,,112-ში“ და განაცხადა, რომ მოხდა ოჯახური ძალადობა, კონკრეტულად კი მეუღლემ დაარტყა ხელი, ,,112-ის“ ოპერატორს სთხოვა, რომ ს---–---- ჰ--------- არ დაეჭირათ, უბრალოდ არ გაეშვათ საზღვარგარეთ. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში ასევე დაადასტურა, რომ ,,112“-ს ოპერატორს, ასევე გამომძიებელს გამოკითხვის დროს დაუდასტურა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს მეუღლემ დაარტყა ხელი, თუმცა ეს ყველაფერი, ზეპირ ჩვენებაში ახსნა იმით, რომ არ სურდა ს---–---- ჰ--------- საზღვარგარეთ წასულიყო. დაზარალებული უკიდურესი დაბნეულობით და აღელვებით ცდილობდა არ ესაუბრა დანაშაულის მამხილებელ ფაქტობრივ გარემოებებზე, ალოგიკური პასუხებით ცდილობდა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციების გაბათილებას და ამ მიზნით ახდენდა საკუთარი თავის თვითინკრიმინირებას, მისი ეს მცდელობა სასამართლოს შეფასებით გამოწვეული იყო სწორედ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტით. შიშის ფაქტორის გამო საკუთარი თავის თვითინკრიმინირებით დაიხსნას მოძალადე, მკაფიოდ გამოვლინდა მ----------- ქ------ს პასუხებით და იმის ახსნით, თუ რატომ შეცვალა სასამართლოში გამოძიებაში ბრალდებულს წინააღმდეგ მიცემული მამხილებელი ინფორმაცია. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე არსებით საკითხზე რაც დაზარალებულის ზეპირი ჩვენების არასარწმუნოობაზე მიუთითებს:
ა). დაზარალებულის ჩვენება, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, ადგილი არ ჰქონია ოჯახში ფიზიკურ ძალადობას ბათილდება 2018 წლის 14 დეკემბერს დაზარალებულის მიერ ,,112-ში“ შესული შეტყობინებით. გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ შეტყობინების ინიციატორმა - დაზარალებულმა მ.ქ------მ პოლიციას აცნობა, რომ მეუღლემ დაარტყა ხელი და სურს აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა პოლიციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შეცვლილი პოზიციით გამორიცხა ბრალდებულის მხრიდან ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, ვერ უარყო, რომ ,,112-ის“ ოპერატორს ნამდვილად განუცხადა ოჯახური დანაშაულის შესახებ და ამ მამხილებელი მტკიცებულების გაბათილებას შეეცადა იმის ახსნით, რომ შეტყობინებაში ოპერატორს სთხოვდა არ დაეჭირათ მისი მეუღლე, უბრალოდ არ მიეცათ ქვეყნის დატოვების საშუალება. მოვლენების ამგვარი ახსნა ერთი მხრივ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული და მეორე მხრივ შეტყობინებაში მსგავსი ინფორმაცია მითითებული არ არის.
ბ) დაზარალებულის ჩვენება, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, ადგილი არ ჰქონია ოჯახში ფიზიკურ ძალადობას ასევე ბათილდება შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლის შინაარსობრივ მხარეს ხელმოწერით ადასტურებს მსხვერპლი მ----------- ქ------. ოქმის მე-3 პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს მ----------- ქ------ს. მე-4 პარაგრაფის 1-ელ პუნქტში მითითებულია მსხვერპლის განმარტება, ბოლო პერიოდში მეუღლემ ორჯერ სცემა, რის გამოც ეშინია, რომ კიდევ სცემს და შესაძლოა მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, მე-3 პუნქტში მსხვერპლი უთითებს ძალადობის სიხშირეზე, მ. ქ------ს განმარტებით, მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2018 წლის 14 დეკემბერს და 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში. დაზარალებულმა მ----------- ქ------მ დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმზე ნამდვილად მისი ხელმოწერაა.
გ) დაზარალებულის ზეპირ ჩვენებას აბათილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადასტურებს ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს, თ---–--–-- ქ--------–-------–ის გამზირი #4----, ბინა #2--–- ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს. დაზარალებულმა ჩვენებაში დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფაქტი, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დამადასტურებელი ოქმით მტკიცდება, რომ ძალადობა ნამდვილად მითითებულ მისამართზე განხორციელდა და ძალადობის შედეგად ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------მ მ----------- ქ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა დეტალებში აღწერა ძალადობის ვითარება. დაზარალებულის ზეპირ ჩვენებაში გაჟღერებული ვერსია, რომ მას შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ მიუთითებია ძალადობის ადგილზე ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა ექსპერტ-კრიმინალისტის ლ---- ბ-------–---–ის ჩვენებით, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას და იღებდა დაზარალებულის მიერ მითითებულ ადგილებზე ფოტოსურათებს. ექსპერტმა ჩვენებაში განმარტა, თუ როგორ აღწერდა დაზარალებული შემთხვევის ადგილზე ძალადობის ფაქტს და უთითებდა კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა გამომძიებელმა გ------- ი-----–---მა. ამდენად დაზარალებულის ჩვენება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მას არ განუცხადებია ძალადობის ფაქტის შესახებ, ცალსახად გამოირიცხა ექსპერტ-კრიმინალისტის ლ---- ბ-------–---–ის და გამომძიებლის გ------- ი-----–---ის ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათებით.
დ).გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, გამომძიებლის გ------- ი-----–---ის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და პაციენტის სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ ძალადობიდან მოკლე პერიოდში მსხვერპლი ნახა როგორც გამომძიებელმა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. გამომძიებელმა როგორც ზეპირ ჩვენებაში, ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმის მე-3 პარაგრაფში აღნიშნა, რომ მ----------- ქ------ს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები. სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაცინეტი მ----------- ქ------ უჩიოდა ტკივილს, აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მისი გადმოცემით მიაყენა მეუღლემ. დაზარალებული ზეპირ ჩვენებაში ვერ უარყოფს რომ ხელზე მიიღო დაზიანება ნაკაწრის სახით.
ე). დაზარალებულის ემოციური, აფორიაქებული, დაბნეული ქცევა და ხშირ შემთხვევაში პასუხებზე თავის არიდება ობიექტური დამკვირველისთვის ქმნიდა აშკარა და მკაფიო სურათს, რომ მ----------- ქ------ იყო ძალადობის მსხვერპლი. მისი მხრიდან საკუთარი თავის თვითინკრიმინირება (აცხადებს, რომ გამომძიებელს, ასევე ,,112-ს“ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და ცრუდ დაასმინა მეუღლე, რათა მას საზღვარი არ გადაეკვეთა) და საგანგაშო განცხადებები გონივრულად გამოწვეული იყო მოძალადის ან ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების შიშის ფაქტორით ან/და მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულებით. ამონარიდები დაზარალებულის ზეპირი ჩვენებიდან ,,...ყველაფერს გავაკეთებ მისი გათავისუფლებისთვის..., ... მე არსად ვმუშაობ, მეუღლე გვარჩენდა..., ... მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ თუ ს---–----ი არ გამოვიდა, მე მოვიკლავ თავს, იმიტომ, რომ ჩემს გამო ზის ის ციხეში. მე ვცადე თვითმკვლელობა..., ...ს---–----ის ოჯახის წევრებს დავპირდი, რომ გარეთ გამოვიყვანდი..., ...მე თვითონ წამლები დავლიე, მაგრამ ამომაყრევინეს როგორც არის საჭირო ისე და გადავრჩი..., ...მე პირადად თუ რამე მომივიდა, მე წერილი მაქვს დატოვებული, თუ ს---–----ი ვერ გამოვა ციხიდან, იქ წერია ყველაფერი რასაც ახლა მე აქ ვამბობ..., ...ჩემს დანაშაულად მივიჩნევ იმას, რომ საერთოდ არ უნდა დამერეკა პოლიციაში...
2.10. დაზარალებულ მ----------- ქ------ს ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი. 2018 წლის 14 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში მ----------- ქ------ დეტალურად აღწერს ძალადობის ფაქტს, ,,...2018 წლის 14 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 18:30 საათისთვის თ---–--–-- ქ--------–-------–ის გამზირი 4----, ბინა #2-ა ში ვიმყოფებოდით მე, ასევე იმყოფებოდნენ ჩემი 17 წლის და - ვ------- ქ------ და მისი მეგობარი - ნ-----კა ჭ--–---. მანამდე ს---–----ს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ეძინა და გაიღვიძა საღამოს საათებში, გაღვიძების შემდეგ ს---–----მა დაიწყო თავისი ნივთების ჩალაგება, მე მივხვდი, რომ ს---–----ი კვლავ სადღაც აპირებდა წასვლას და როდესაც ვკითხე თუ სად მიდიოდა, მიპასუხა, რომ ჩემი საქმე არ იყო. ამის ნიადაგზე მე და ს---–----ი შევკამათდით და ს---–----ი მიყვიროდა, რომ ჩემი საქმე არ იყო თუ სად წავიდოდა და რას გააკეთებდა. ჩვენი სახლის საძინებელ ოთახში, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვკამათობდით და ს---–----ი მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოულოდნელად ს---–----მა გამარტყა გაშლილი მარჯვენა ხელი სახეში, კერძოდ, კი მარცხენა ლოყაზე, რის შედეგადაც ვიგრძენი ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დავეცი საწოლზე, რის შემდეგაც წამოვდექი ფეხზე და ვცადე ს---–----ისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან კვლავ აგრძელებდა ძალადობას და მიღერებდა მუშტებს დასარტყმელად. იმ დროს, როდესაც მე ვცდილობდი ს---–----ისგან თავის დაცვას, რათა ჩემთვის არ დაერტყა, ს---–----მა დამიჭირა ხელები და მომიჭირა ძლიერად, განსაკუთრებით მარჯვენა ხელზე. ს---–----მა მკრა ხელი, რის გამოც დავვარდი იატაკზე, ხოლო ს---–----ი სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და გავიდა სახლიდან...., ...მისი მხრიდან კამათის და სიტყვიერი შეურაცხყოფების გამო ბოლო პერიოდში ვარ მუდმივად დაძაბული, ფაქტიურად ვცხოვრობ შიშის ქვეშ და განვიცდი სულიერ ტანჯვას..., ...2018 წლის ნოემბრის თვის დასაწყისის რიცხვებში, რამდენადაც მახსოვს 2 ნოემბერს ან 3 ნოემბერს... დაახლოებით 17:00 საათისთვის თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #33-ში მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ გადაადგილებისას ს---–----მა გააჩერა ავტომანქანა შუქნიშანთან. მე ს---–----ს ვუთხარი, რომ ამ ადგილზე გაჩერება არ შეიძლებოდა, რის გამოც ს---–----მა დამიწყო კამათი და მიყვირა შენ ნუ მასწავლიო. მე ვუთხარი ს---–----ს, რომ არაფერს არ ვასწავლიდი და უბრალოდ ვუთხარი, რომ ამ ადგილზე გაჩერება არ შეიძლებოდა, რის გამოც ს---–----ი უფრო გაბრაზდა, მიყვირა, მოულოდნელად გადმოიხარა ჩემსკენ, მარჯვენა ხელი მომკიდა თმებში, მომქაჩა ძლიერად და შემანჯღრია, რის გამოც ვიგრძენი მწვავე ფიზიკური ტკივილი..., ...ბოლო ორი, სამი თვეა სრულიად უმიზეზოდ მეკამათება, მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მომიხსენიებს სალანძღავი სიტყვებით, რის გამოც განვიცდი სულიერ ტანჯვას.’’ გამოკითხვის ოქმი გამოკვლევის შემდეგ წარედგინა დაზარალებულ მ----------- ქ------ს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ოქმზე ხელმოწერა მას ეკუთვნის, მან ასევე გამორიცხა გამომძიებლის მხრიდან რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაადასტურა, რომ გამოკითხვის დროს გამომძიებელს ნამდვილად განუცხადა, რომ მეუღლემ დაარტყა ხელი.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც მ----------- ქ------მ თავად დაუსახელა საგამოძიებო ორგანოს. მოწმე ვ------- ქ------მ, რომელიც არის დაზარალებულის ოჯახის წევრი - და, და 2018 წლის 14 დეკემბერს ნ----- ჭ--–---სთან ერთად იმყოფებოდა მ----------- ქ------ს სახლში იმ დროს, როდესაც ოჯახში მოხდა ფიზიკური ძალადობა, სასამართლოში არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია. მოწმის ჩვენებით, იგი ნ----- ჭ--–---სთან ერთად მისაღებ ოთახში ტელევიზორში ფილმს უყურებდა, ს---–----ის და მ-----------ს საძინებელი ოთახიდან გაიგონა დავარდნის ხმა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია და განაგრძო ფილმის ყურება, ცოტა ხანში ოთახიდან გამოვიდა მ----------- ქ------, რომელსაც ლოყა უმნიშვნელოდ ჰქონდა აწითლებული და თქვა, რომ უბრალოდ იკამათეს. ამის შემდეგ ს---–----ი წავიდა სახლიდან, ხოლო მ----------- ქ------მ დარეკა პოლიციაში. ზეპირი ჩვენების ფარგლებში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა ვ------- ქ------ს გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი 15.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,...ჩემს დასთან მ----------- ქ------სთან სტუმრად დავდივარ ხშირად და ჩემთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ბოლო ორი, სამი თვეა მ-----------ს ქმარი, ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------- გახდა მ-----------ს მიმართ აგრესიული, ხშირად ეკამათება და როგორც მ-----------სგან ვიცი ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში ავტომანქანით მგზავრობისას მათი ორი წლის შვილის ს---- ჰ---------ს თვალწინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ს---–----ს მ-----------სთვის მანქანაშივე მოუქაჩია თმებზე და უჩხუბია. 2018 წლის 14 დეკემბერს ს---–----ს დღის განმავლობაში ეძინა და გაიღვიძა საღამოსკენ. დაიწყო რაღაც ნივთების ჩალაგება, მერე მ----------- რაღაცას ეკითხებოდა და ს---–----ი გაბრაზდა, მ-----------ს დაუწყო ყვირილი. ისინი შევიდნენ თავიანთ საძინებელში და იქედან ისმოდა ყვირილის ხმა. ყვიროდა ძირითადად ს---–----ი. ცოტა ხანში გავიგონე ბრახუნის, დაცემის და ძალადობის ხმა. ამის შემდეგ ოთახიდან გამოვიდა ს---–----ი და სადღაც წავიდა. ოთახიდან ასევე გამოვიდა მ-----------, რომელიც იყო შეშინებული, თმები ჰქონდა აწეწილი, მარცხენა ლოყა გაწითლებული, ეტყობოდა რომ იყო ნაცემი და ამბობდა კიდეც ს---–----მა მცემაო. მარჯვენა ხელზეც ჰქონდა დაზიანებები. ცოტა ხანში მ-----------მ დარეკა 112-ში და წავიდა პოლიციაში.“ გამოკითხვის ოქმი გამოკვლევის შემდეგ წარედგინა მოწმეს ვ------- ქ------ს, მოწმემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის, თუმცა არ დაადასტურა ოქმის შინაარსი. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ვ------- ქ------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, სასამართლო დაეყრდნო გამოკითხვის ოქმს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა). მოწმე ვ------- ქ------ გამოძიებაში გამოკითხვის პროცესში იყო არასრულწლოვანი - 17 წლის, შესაბამისად მის გამოკითხვას სავალდებულო წესით ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი - სოციალური მუშაკი ნ---- მ-----–-–---–ი. მოწმე ნ---- მ-----–-–---–ის ჩვენებით, ვ------- ქ------ გამომძიებელმა გამოკითხა საცხოვრებელ სახლში, გამოკითხვა ჩატარდა სოციალური მუშაკის თანდასწრებით. გამომძიებელმა ვ------- ქ------ს განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები, გამოკითხვა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვ------- ქ------ პასუხობდა კითხვებს. ვ------- ქ------ საუბრობდა დის მ----------- ქ------ს მეუღლის მხრიდან მ-----------ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და ფიზიკური დაზიანების კვალზე. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ვ------- ქ------მ წაიკითხა მისი გამოკითხვის ოქმი, მას ჰქონდა პრეტენზიის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და გამოკითხვის ოქმის წაკითხვის შემდეგ ოქმს მოაწერა ხელი. სოციალური მუშაკის ნ---- მ-----–-–---–ის ჩვენებით, რომელიც წარმოადგენს საქმის შედეგით დაუინტერესებელ პირს განსხვავებით ვ------- ქ------სი, დაადასტურა, რომ ვ------- ქ------მ გამოკითხვის დასრულების შემდეგ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და მისი სისწორე დაადასტურა ოქმზე ხემოწერით. გამოკითხვის ოქმის შინაარსის სისწორეს მოწმობს თავად მოწმე ვ------- ქ------ს მინაწერი გამოკითხვის ოქმზე ,,გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“. მოწმემ ზეპირ ჩვენებაში ვერ უარყო, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა და მინაწერი ოქმის სისწორეზე ნამდვილად მის მიერ არის შესრულებული და არგუმენტი, რომ გამომძიებელს ოქმში ცრუ ინფორმაცია აქვს მითითებული - არის სიცრუე. მოწმე ვ------- ქ------ს ჩვენების სიცრუეზე მოწმობს ის გარემოებაც, რომ იგი ვერ ყალიბდება ხემოწერამდე გაეცნო თუ არა გამოკითხვის ოქმს, ერთ შემთხვევაში აცხადებს, რომ გამოკითხვის ოქმს გადაავლო თვალი, მეორე შემთხვევაში განმარტავს, რომ გამოკითხვის ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა შედგებოდა მხოლოდ 3 - 4 ხაზისგან, გამოკითხვის ოქმის გამოკვლევით კი დადგინდა, რომ ოქმი რეალურად არის გაცილებით ვრცელი და მასში მოწმის მიერ მითითებული ინფორმაცია ბევრად აღემატება 3-4 ხაზიან წინადადებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე დაიკითხა სახლში სოციალური მუშაკის თანდასწრებით, რაც თეორიულადაც გამორიცხავს გამომძიებლის მხრიდან სიყალბეს ოქმის შინაარსთან მიმართებაში, რაც შეეხება ზეწოლას, მოწმე ვ------- ქ------მ თავად გამორიცხა გამომძიებლის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი. მოცემულ მოწმესთან მიმართებაშიც გამოვლინდა დაზარალებულის ეკონომიკური დამოკიდებულება ბრალდებულზე, რაც შესაძლოა გახდა საფუძველი სასამართლოში არასწორი ჩვენების მიცემის. ამონარიდი მოწმე ვ------- ქ------ს ზეპირი ჩვენებიდან ,,ჩემს დას ფინანსურად ამჟამად უჭირს, ქმრის გარეშე ვერც ბავშვს ყიდულობს ვერაფერს“.
2.12. მოწმე ნ----- ჭ--–--- საქმის არსებითი განხილვის პროცესში დისტანციურად დაიკითხა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, შემთხვევის დროს, ნ----- ჭ--–--- იმყოფებოდა სახლში, სადაც განხორციელდა ოჯახური ძალადობა. მოწმემ საწყის ეტაპზე ზეპირი ჩვენების მიცემის დროს უარყო ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ მ----------- ქ------ს საძინებელი ოთახიდან ესმოდა კამათის ხმა, ასევე გაიგონა, რომ რაღაც ნივთი დავარდა, ოთახიდან ცოტა ხანში გამოვიდა მ----------- ქ------, ოდნავ აწითლებული სახით და მისაღებ ოთახში მყოფ ნ----- ჭ--–---ს და ვ------- ქ------ს მათ კითხვაზე თუ რისი დავარდნის ხმა იყო, უპასუხა, რომ დავარდა ლეპტოპი. ჩვენების პროცესში მოწმემ შეცვალა პოზიცია და დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა მისია, გამომძიებლისთვის ცრუ ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც უთხრა გამომძიებელს ამ უკანასკნელმა ის ჩაწერა გამოკითხვის ოქმში. მოწმის ჩვენებით მ----------- ქ------ს ძალადობის კვალი ჰქონდა სახეზე და ხელზე. მ----------- ქ------მ მისაღებ ოთახში მყოფ პირებს უთხრა, რომ ს---–----მა დაარტყა.
2.13. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ლ---- ტ-----–--ე. მოწმის ზეპირი ჩვენებით აშკარად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანი არის დედის გავლენის ქვეშ და არ სურს ამხილოს ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში.
2.14.დაცვის მხარის პოზიციათა ანალ----:
2.14.1. ბრალდებულმა ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------მა ჩვენებაში, ასევე დასკვნით სიტყვაში არ აღიარა დანაშაული. მისი ჩვენება დაეთმო ძირითადად დაზარალებულის დისკრედიტაციას, რომ იგი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი. ბრალდებულის ჩვენებით, 2014 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება მ----------- ქ------სთან, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები. მეუღლე მ----------- ქ------ სისტემატურად სვამდა ალკოჰოლს. არაერთხელ სცადა ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ. რამდენჯერმე გააფრთხილა მ----------- ქ------, რომ თუკი დალევდა ალკოჰოლს, ბრალდებული სახლიდან წავიდოდა. 2018 წლის 14 დეკემბერს სახლში ჰყავდათ სტუმრები, მეუღლის და და მეგობარი. შეატყო, რომ მ----------- ქ------ს ჰქონდა ალკოჰოლის სუნი, თუმცა მ----------- თავად უარჰყოფდა ალკოჰოლის მიღებას, აღნიშნულის გამო იკამათეს, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ სახლიდან წავიდა. ბრალდებულის განმარტებით კონფლიქტი იყო მხოლოდ სიტყვიერი, ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას, მ----------- ქ------სთვის ხელზე დაზიანება არ მიუყენებია, არც სახეზე დაუტყამს ხელი. სახლიდან წასვლამდე მ----------- ქ------ს სახეზე სიწითლე და ხელზე ნაკაწრი არ აღენიშნებოდა.
2.14.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს ბრალეულობა დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლული მტკიცებულებებით.
2.14.3.სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს იმ არსებით საკითხებს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.
2.14.4. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ბრალდებულის ბრალეულობა დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასში ასახული ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს მსხვერპლმა გამომძიებელს და ექსპერტ-კრიმინალისტებს მიუთითა კონკრეტულად იმ ადგილებზე სადაც 14 დეკემბერს ბრალდებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულის ბრალეულობა ასევე დასტურდება პაციენტის - მ----------- ქ------ს სამედიცინო ბარათით, რომლის მიხედვით მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები, უჩიოდა ტკივილს და დაზიანებას უკავშირებდა მეუღლის მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას. ასევე მ----------- ქ------ს მიერ ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინებით მტკიცდება, რომ მეუღლემ ხელი დაარტყა, თავად ის ფაქტიც, რომ შეტყობინების ინიციატორი არის მსხვერპლი არის მნიშვნელოვანი გარემოება. ასევე არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც ასახულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ, შემაკავებელი ორდერის ოქმით მსხვერპლს გარეგნულადაც ეტყობოდა ძალადობის კვალი, რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს ამ კუთხით არსებითია მოწმეების ნ---- მ-----–-–---–ის, გ------- ი-----–---ის, ლ---- ბ-------–---–ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათი თანდასწრებით გამოძიებაში დაზარალებულმა მ----------- ქ------მ და ვ------- ქ------მ დაადასტურეს 2018 წლის 14 დეკემბერს ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა, ასევე არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის მ----------- ქ------ს და მოწმე ვ------- ქ------ს გამოკითხვის ოქმები, რომელთა სისწორეც განსხვავებით აღნიშნულ პირთა ზეპირი ჩვენებებისა, დადასტურდა სასამართლო სხდომაზე.
2.14.5.დაცვის მხარი არგუმენტი, გაზიარებული იქნას დაზარალებულ მ----------- ქ------ს და ვ------- ქ------ს მხოლოდ ზეპირი ჩვენებები და სასამართლო არ დაეყრდნოს მათი გამოკითხვის ოქმებს, - გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის პროცედურას და შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში მ----------- ქ------ს და ვ------- ქ------ს გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა კანონის შესაბამისად, ანუ პროცედურული ნაწილი მტკიცებულების გამოქვეყნების დაცულია, რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ ზეპირი ჩვენება საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე მითითებით და არა გამოკითხვის ოქმი - სამართლებრივად არამართებულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი 24-ე პუნქტში, რაზედაც დაცვა აპელირებდა, აკეთებს მოწმის ჩვენების და არა მტკიცებულების დეფინიციას - ,,მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ და ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან გამოძიებაში მოწმის გამოკითხვა ხდება და არა დაკითხვა. მტკიცებულების არსი და ტერმინი განარტებულია არა მოწმის ჩვენების დეფინიციაში, არამედ 23-ე პუნქტში: ,, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ანუ, მტკიცებულებას წარმოადგენს როგორ მოწმის ზეპირი ჩვენება, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის მოწმის გამოკითხვის ოქმი), რითიც შესაძლოა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. მოწმეების მ----------- ქ------ს და ვ------- ქ------ს გამოკითხვის ოქმები წარმოადგენენ დოკუმენტებს, ვინაიდან თითოეულ მათგანში ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და მ----------- ქ------ და ვ------- ქ------ გამოკითხული არიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, ამავე დროს, გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულია, როგორც მტკიცებულება და დღის წესრიგში არ დამდგარა მათი დაუშვებლობის საკითხი. შესაბამისად, სასამართლომ სრულიად ლეგიტიმურად, მტკიცებულებითი არსიდან გამომდინარე გაიზიარა მ----------- ქ------ს და ვ------- ქ------ს გამოკითხვის ოქმები. რაც შეეხება მ. ქ------ს და ვ. ქ------ს ზეპირ ჩვენებებს - ვერბალურ პასუხებზე და არავერბალურ ჟესტიკულაციებზე დაკვირვებამ, ასევე მათმა განწყობებმა და ჩვენებათა შინაარსმა სასამართლო დაარწმუნა, რომ მ----------- ქ------ და ვ------- ქ------ ურთიერთ შეთანხმებული სტრატეგიით ცდილობდნენ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიწოდებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ზეპირი ჩვენებები გაზიარებული არ იქნა.
2.14.6. დაცვის მხარის მითითება, არ მოხდეს მოწმეების ნ---- მ-----–-–---–ის, ლ---- ბ-------–---–ის, გ------- ი-----–---ის ჩვენებების გაზიარება, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) მართალია, ნ---- მ-----–-–---–ი არ წარმოადგენს ძალადობის თვითმხილველ მოწმეს და ამ ნაწილში იგი სასამართლოს მხრიდან არც განხილულა პირდაპირ მოწმედ, თუმცა იმ ეპიზოდში, რომ ვ------- ქ------მ გამომძიებელს გამოკითხვის დროს მიუთითა ის ინფორმაცია რაც დაფიქსირებულია გამოკითხვის ოქმში, წარმოადგენს ანგარიშგასაწევ მოწმეს, და სწორედ მის ჩვენებაზე დაყრდნობით სასამართლო იზიარებს ვ------- ქ------ს 15.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმს. ბ). ექსპერტ-კრიმინალისტი ლ---- ბ-------–---–ი არის პირი, რომელიც მ----------- ქ------სთან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სწორედ აღნიშნული მოწმის თანდასწრებით, დაზარალებულმა აღწერა და მიუთითა ბინაში იმ ადგილებზე, სადაც ბრალდებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იგივე ინფორმაცია დაადასტურა მოწმე გ------- ი-----–---მა, აღნიშნული პირების ზეპირი ჩვენებების საფუძველზე სასამართლო ეყრდნობა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახულ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებას ძალადობის მატერიალური ფაქტის დადგენაში. გ------- ი-----–---ის ზეპირი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მან უშუალოდ ნახა გარეგნულად მსხვერპლის სხეულზე დაზიანება. გ). მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ნ---- მ-----–-–---–ი, ლ---- ბ-------–---–ი და გ------- ი-----–---ი გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს და არ არიან ერთმნიშვნელოვნად ირიბები, სასამართლო მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს გაკეთდეს განმარტება ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებაზე. გამონაკლის შემთხვევაში ირიბი მოწმის ჩვენების გამოყენებას არ კრძალავს ეროვნული კანონმდებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, ,,თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს“. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე გონივრულად არსებობს ეჭვი, რომ მ----------- ქ------ დაშინებულია მოძალადის ან/და მისის ოჯახის წევრების მიერ ან დაზარალებული არ იძლევა სწორ ჩვენებას მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო (ამონარიდები 2.9.ე) პუნქტი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, Horncastle and Others v. The United Kingdom, ირიბი ჩვენების გამოყენების მინიმალური სტანდარტი დაადგინა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის პროცედურული გარანტიები, რათა მოხდეს დაცვის მხარისთვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირება. განსახილველ შემთხვევაში მოწმეების ნ.მ-----–-–---–ის, ლ. ბ-------–---–ის და გ. ი-----–---ის ჩვენებები არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, ამდენად სასამართლო აღარ მსჯელობს ირიბი მოწმეების საპირწონე ფაქტორებზე.
2.14.7. ბრალდებულის მიერ განსაკუთრებული მცდელობა იქნა გაწეული დაზარალებულის დისკრედიტაციის მიზნით. ბრალდებული შეეცადა მსხვერპლი წარმოეჩინა ალკოჰოლიკად, თუმცა საქმის მასალებით, არაფერი მიუთითებს, რომ მ----------- ქ------ სისტემატურად მოიხმარდა ალკოჰოლს, ასეთის დაშვების შემთხვევაში მკაფიოა ძალადობის მიზეზი და მოტივი, მოძალადის შეუწყნარებლობა მსხვერპლის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო.
2.15.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე მ----------- ქ------ზე. პაციენტის სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მ----------- ქ------ ძალადობის გამო უჩიოდა ტკივილს.
3.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------- და მ----------- ქ------ არიან ცოლ-ქმარი, იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.
3.5. სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.6.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. დანაშაულის ხასიათის, სასჯელის საკმარისობის, პროპორციულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ს---–---- ქ---- ხ--------- ჰ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 დეკემბრიდან.
3.ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა