გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.09.2019
საქმის ნომერი
330310018002580928
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3/5012-18 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - იბა "ვ--–-"

წარმომადგენლები - გ----------------ია, ა-----------–ი

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------–--ე

მესამე პირი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - გ----------------

მესამე პირი - გ---------–------ე

მესამე პირი - ზ--–-------------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ---------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------–--ის N--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირების პოზიცია

3.1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.

3.2. გ---------–------ე არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

3.3. ზ--–-------------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2001 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურმა ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მდებარე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ვ--–-ს” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება დაამტკიცა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კორექტირებული პროექტი ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2----–-–----------ის N2----- ბრძანებით შეთანხმდა, 2----–-–-------------ერს კი მასზე N--- მშენებლობის ნებართვა გაიცა. მითითებული დოკუმენტების საფუძველზე ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო, თუმცა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და მშენებლებს შორის მიმდინარე დავის გამო მშენებლობა 2006 წელს შეჩერდა.

მტკიცებულება: არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება (ს.ფ. 52-54, 194-196), 2002 წლის საპროექტო დოკუმენტები (ს.ფ. 227-249), სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანება (ს.ფ. 189-192), განცხადებები (ს.ფ. 188, 202), განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 265-267).

 

4.2. 2012 წლის 29 თებერვალს ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე მდებარე N22 ბინაზე (ფართობი - 100 კვ.მ) გ---------–------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა (საკადასტრო კოდი N0-----0--01--0---0--0--0--). ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2----–-–----------ის N2----- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით, გ---------–------ის კუთვნილი ფართი განთავსებული იყო +26.10 ნიშნულზე და ამავე ნიშნულზე მითითებული ფართის გარდა არქიტექტურული პროექტი სხვა საცხოვრებელ ბინას არ ითვალისწინებდა.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40), პროექტი, მე-9 სართულის გეგმა (ს.ფ. 227-249, 244).

 

4.3. 2012 წლის 3 ივლისს ვ--------–----–---–---მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს NAR1----- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მდებარე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ვ--–-ს” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად არქიტექტურის სამსახურს ფოტოები, კორექტირებული პროექტი, შპს ,,კონექსის“ მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს მომზადებული დასკვნა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ვ--–-ს“ წევრთა საერთო კრების 2012 წლის 8 ივნისის ოქმი და სხვა დოკუმენტები წარედგინა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ვ--–-ს“ წევრთა საერთო კრების 2012 წლის 8 ივნისის ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრებმა 100% შემადგენლობით ერთხმად მისცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირების პროცესის დაწყებას. მითითებულ კრებაზე ამხანაგობის თავჯდომარეს ბ-----------------ს დაევალა, უზრუნველყო ამხანაგობის მიერ ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით შეესრულებინა ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, კორექტირებული პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო. ამავე კრების გადაწყვეტილებით ამხანაგობის თავჯდომარეს ამხანაგობამ ნება დართო ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირების პროცესში ერთპიროვნულად მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც აუცილებელი გახდებოდა შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირების, შეთანხმების, რეგისტაციის და სხვა ნებისმიერი ამოცანის მისაღწევად.

მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანება (ს.ფ. 155-158), გენგეგმა (ს.ფ. 193), კორექტირებული პროექტი (ს.ფ. 203-226), ამხანაგობის კრების ოქმი (ს.ფ. 270-172), დასკვნა (ს.ფ. 104-112), ფოტოები (ს.ფ. 197-201, 263).

 

4.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანებით 2012 წლის 3 ივლისის NAR1----- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ ჭ-----–--ის ქუჩა N--–- მდებარე მიწის ნაკვეთზე დამტკიცებულ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის 2----–-–------------–ის N9--- სამშენებლო პასპორტსა და სამშენებლო დოკუმენტაციაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართად 493,32 მ2-ის ნაცვლად 488.00 მ2 დაფიქსირდა, ხოლო საკადასტრო კოდად N0-----0--01--0-- მიეთითა. ამავე ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N--–-, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ვ--–-ს” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადად კი 2012 წლის 7 აგვისტოდან 2013 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.

მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანება (ს.ფ. 155-158), ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38, 275-285).

 

4.5. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტის მიხედვით, გ---------–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი განთავსებულია +26.70 ნიშნულზე (IX სართული), თუმცა მისი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არის სახეცვლილი. კერძოდ, შემცირებულია ტერასის ფართობი და შეცვლილია ღიობების მდებარეობა. ასევე სრულად შეცვლილია ინტერიერი.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40); კორექტიებული პროექტი, მე-9 სართულის გეგმა (ს.ფ. 203-226, 218), პროექტი 2002 წლის მდგომარეობით, მე-9 სართულის გეგმა (ს.ფ. 227-249, 244).

 

4.6. 2013 წლის 13 მაისს ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N--–-, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე გ---------–------ის საკუთრებაში არსებული, N0-----0--01--0---0--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე N23 ბინაზე (ფართობი - 192.20 კვ.მ) ზ--–-------------–---–ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა (საკადასტრო კოდი N0-----0--01--0---0--0--0--).

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 286-287), კორექტირებული პროექტი (ს.ფ. 203-226).

 

4.8. 2018 წლის 3 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გ---------–------ის N1------------------ ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანების ბათილად ცნობა ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ ჭ-----–--ის ქუჩა N--–- (საკადასტრო კოდი N0-----0--01--0--) არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის IX სართულის კორექტირებული პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ნაწილში. საჩივრის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან საპროექტო ობიექტის არქიტექტურული პროექტის კორექტირების შედეგად შეიცვალა გ---------–------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის კონფიგურაცია, რითაც დაირღვა მისი საკუთრების უფლება. ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორმა დამატებით განმარტა, რომ უძრავი ქონების შეძენისას საცხოვრებელ ფართს გააჩნდა მისთვის მისღები კონფიგურაცია და გეგმარება, ხოლო პროექტში ცვლილებების შეტანა მოხდა მისი ნების გამოვლენის გარეშე და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მტკიცებულება: განცხადება (საჩივარი) (ს.ფ. 154).

 

4.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------–--ის N--- ბრძანებით გ---------–------ის 2018 წლის 3 მაისის N1------------------ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისში, ჭ-----–--ის ქუჩა N4/ ჭ-----–--ის ქუჩა N--–-, N0-----0--01--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი IX სართულზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბრძანების თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში უგულებელყო დაინტერესებული პირის - გ---------–------ის უფლებები, არ უზრუნველყო საქმეში მისი ჩართულობა და ხელყო მისი საკუთრების უფლება - შეიცვალა ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების შინაარსი, ვინაიდან მან საპროექტო მშენებარე ობიექტის არქიტექტურული პროექტის კორექტირების შედეგად შესყიდული ფართისაგან თვისობრივად განსხვავებული ქონება მიიღო.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------–--ის N--- ბრძანება (ს.ფ. 20-30).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------–--ის N--- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს.

დასახელებული დადგენილების 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ამ დადგენილების 33-ე, 47-ე, 53-ე, 61-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 77-ე, 83-ე და 941 მუხლებისა.

,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის დროს, 2001 წლის 23 აპრილს მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება არის საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, მის პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს.

ამავე კანონის მიხედვით, არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). არქიტექტურულ პროექტს შეითანხმებს და ობიექტის მშენებლობის ნებართვას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით (მე-5 მუხლის პირველი პუნქტი).

2012 წლის 20 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდილი პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მიხედვით, არქიტექტურის სამსახურს არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთი გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განეხორციელებინა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, რომლითაც არსებითად შეიცვალა გ---------–------ის კუთვნილი მშენებარე ფართის მახასიათებლები - კონფიგურაცია, ტერასის ფართობი, ღიობების მდებარეობა, ინტერიერი, შესაბამისი გადაწვეტილების მიღების პროცესში კი ჩართული არ ყოფილა გ---------–------ე და უგულებელყოფილი იქნა მისი ინტერესი.

საქართველოს კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს საკუთრების ძირითად უფლებას, არამედ ხელშეუხებლად აცხადებს მას და ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და კანონით დადგენილი წესით დაიშვება (მე-19 მუხლი, არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით 21-ე მუხლი). აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება).

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მითითებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო ბრძენების გამოცემისას მართლზომიერად იქნა დადგენილი, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის N2----- ბრძანება გ---------–------ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გამოცემული იყო კანონმდებლობი დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობისა და არქიტექტურის სამსახურისათვის საქმის ხელახლა განხილვის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე (ს.ფ. 113).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ვ--–-ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია