გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210019003093778
№2/158-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი 2019 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - არმენ ქოსიან
მოსარჩელე - შპს ა---------ი (ს/ნ 4--------);
წარმომადგენელი - ნ------------------;
მოპასუხე - ა-------- მ--------- (პ/ნ 32001024498);
წარმომადგენელი - მ-----–----------;
დავის საგანი - ვალის დაბრუნება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-------- მ---------ს დაეკისროს შპს ა---------ის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 12000 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მოპასუხეს აქვს შპს ა---------ის ვალი 12000 ლარი, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა ეტაპობრივად, კონკრეტულად კი 2016 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად თვეში 500 ლარის ოდენობით, რაზედაც თანახმა იყო მოსარჩელე. თანხის ასეთი პირობით დაბრუნების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელისადმი არსებული ვალი უნდა დაეფარა 24 თვეში, ანუ ორ წელიწადში, კონკრეტულად კი 2018 წლის სექტემბერში. მიუხედავად ამისა მოპასუხემ არ შეასრულა პირობა და საერთოდ არ დაუბრუნა ვალი. შპს ა---------ის დირექტორმა ა----- თ----–--------მა არაერთხელ მოსთხოვა მოპასუხე ა-------- მ---------ს ვალის დაბრუნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე უარს არ ეუბნებოდა ვალის დაბრუნებაზე და პასუხობს, რომ როცა ექნება ამის შესაძლებლობა მაშინ დაუბრუნებს. მოპასუხე აშკარად თავს არიდებს მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას და ცდილობს რამენაირად დრო გაწელოს, რათა შემდეგ ხანდაზმულობის მოტივით საერთოდ უარი თქვას ვალის დაბრუნებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ რადგან მთლიანი თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია, ამიტომაც შესაძლებელია თანხის ნაწილ-ნაწილ პერიოდულად გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს ერთმანეთთან ჰქონდათ ფულადი ურთიერთობა, რამაც გამოიწვია დავალიანება, კერძოდ მოპასუხემ არ უარყო ვალის არსებობა მოსარჩელის წინაშე.
განსახილველ შემთხვევაში ვალის (ვალდებულების) დამადასტურებლად წარმოდგენილია 2016 წლის 14 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხის მიერ გაცემული ვალის აღიარების განცხადება, მასზედ რომ მოპასუხემ აღიარა ვალი 12000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეფარა 2016 წლის სექტემბრიდან.
შესაბამისად დგინდება მოპასუხის ვალი მოსარჩელის წინაშე 12000 ლარის ოდენობით. ამასთან არ დასტურდება, რომ ამ ვალიდან მოპასუხემ რაიმე თანხა დაფარა, ვინაიდან მოსარჩელემ უარყო ვალის დაფარვის ფაქტი, რაც აღიარა მოპასუხემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სანოტარო განცხადება (ს.ფ. .15).
3.1.2. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ა---------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208 -ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. ამასთან სასარჩელო მოთხოვნა განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
შესაბამისად, ვალდებულების ძალით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12000 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, შესაბამისად მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 360 ლარი უნდა დაბრუნდეს მოსარჩელეს.
ადვოკატის მომსახურებისთვის/წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ხელშეკრულება და 800 ლარის საბანკო ქვითარი. თუმცა მოცემული საქმის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი შეადგენს 480 ლარს (12000X4%), შესაბამისად მოპასუხეს ა-------- მ---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის/წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 480 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49.2, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა---------ის“ სარჩელი ა-------- მ---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ა-------- მ---------ს მოსარჩელის შპს „ა---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის გადახდა;
3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 360 ლარი (საგადახდო დავალება #20856032, მიმღების ანგარიში 300603150, ბანკის კოდი TRESGE22, გადახდის თარიღი 08.07.2019წ. გადამხდელი ა------ თ----–--------);
4. მოპასუხეს ა-------- მ---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის/წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 480 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან