განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/256-19 (№041220219002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ნ----- ხუნწარია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი--- ზუ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ-- ცა------–---–ი
მამის სახელი: ვა------ი
დაბადებული: 12.01.1964 წელი
პირადი ნომერი: N6----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქუთაისი, ნი---–---–-ს ქუჩა, მ--------- N1
ადვოკატი - ინ-ა გი-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე ქუთაისში, ნი---–---–-ს ქუჩა, მ--------- N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-- ცა------–---–მა მარჯვენა ხელის მარჯვენა მხრის არეში დარტყმით იძალადა შვილზე ნ----- ცა------–---–ზე, ძალადობის შედეგად ნ----- ცა------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ-- ცა------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-- ცა------–---–ის ბრალეულობას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ბრალდებულ გ-- ცა------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე გარდა დაზარალებულის ჩვენებებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულმა ნ----- ცა------–---–მა არ მისცა ჩვენება მამის გ-- ცა------–---–ის წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ცი--–ა ცა------–---–ის ჩვენებით, ბრალდებული გ-- ცა------–---–ი არის მის შვილი, ხოლო დაზარალებული ნ----- ცა------–---–ი - შვილიშვილი, ისინი ცხოვრობენ ერთად ქ. ქუთაისში, ნი---–---–-ს ქუჩაზე. მომხდარი ფაქტის ირგვლივ მოწმე ჩვენებაში მიუთითებს, რომ 2019 წლის 22 თებერვალს იმყოფებოდნენ მითითებულ მისამართზე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მისმა შვილმა გ-- ცა------–---–მა უსაყვედურა ნ----- ცა------–---–ს თუ რატომ წამოვიდა სამსახურიდან და რატომ ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას სამუშაოდ. აღნიშნული იყო მხოლოდ სიტყვიერად გ-- ცა------–---–ის მხრიდან და არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ ნ-----მ გამოძიხა პოლიცია და დააკავეს მისი შვილი - გ-- ცა------–---–ი.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი-----ი ტუ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვალს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ნი---–---–-ს მ---------, N1-ში ნ----- ცა------–---–ის მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა მამის გ-- ცა------–---–ის მხრიდან. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე ლ-–- ქუ---------ნ ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა მათ განუმარტა, რომ მამამ გ-- ცა------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მასში, რომ მხარში ძლიერად დაარტყა, აგრეთვე დაზარალებული განმარტავდა, რომ ხშირად ჰქონდა მამის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი. გ-- ცა------–---–ი შვილის ნ----- ცა------–---–ის მიმართ აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ მიერ ადგილზევე მოხდა გ-- ცა------–---–ის დაკავება.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ლ-–- ქუ-----მ ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 22.02.2019 წ. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მამის - გ-- ცა------–---–ის მიერ ნ----- ცა------–---–ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N465956 თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა ნ----- ცა------–---–ის შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მამა გ-- ცა------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
22.02.2019 წლის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ გ-- ვა------ის ძე ცა------–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით 22.02.2019 წელს 11:15 საათზე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქუთაისი, ნი---–---–-ს ქუჩა მ--------- N1-ში;
22.02.2019 წლის სამედიცი--- ექსპერტიზის N001497519 დასკვნის თანახმად ,, 22.02.2019 წ. 15:35 – 15:55 სთ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ: ნ----- ცა------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგ--ნი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ-- ცა------–---–ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში წარმოდგენილია სამედიცი--- ექსპერტიზის N001497519 დასკვნა, რომლის თანახმად ,,22.02.2019 წ. 15:35 – 15:55 სთ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ: ნ----- ცა------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს’’. სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უაროფილია მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებების დროში კავშირი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღთან.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეების ცი--–ა ცა------–---–ის, გი-----ი ტუ-----სა და ლ-–- ქურიძის ჩვენებებს სასამართლო უთითებს, რომ ცი--–ა ცა------–---–მა დაადასტურა გ-- ცა------–---–ის მხრიდან ნ----- ცა------–---–ის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი, ხოლო მოწმეები გი-----ი ტუკვაძე და ლ-–- ქუ----- არიან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ-- ცა------–---–ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-- ცა------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ-- ცა------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-- ცა------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ-- ცა------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით გ-- ცა------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს 1000 (ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას ცი--–ა ცა------–---–ის (პ/ნ 60001084636) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქუთაისი, ნი---–---–-ს ქუჩა მე-7 ჩიხი N1ა (საკადასტრო კოდი 03.04.28.313).
გამართლებულ გ-- ცა------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური