განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
330100119002792752
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/11-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - მ------ გ------ია, ბ--- ხ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---------- ს------ს ძე მ---–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1---------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–------------------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–---–-----------------ში

 

ადვოკატები - ა-–---------- ა-–----–---–ი, ს--–---- ჩ-----–---, თ------ გ------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–---------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- მ---–---–მა დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რ----- უ–---–---–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის თანმხლებ პირს, ა-–----------------------ეს იმავე დანით, ასევე მოკვლის განზრახვით, მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე შემავალი ჭრილობა.

 

ა-–---------- მ---–---–ის მიერ მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად, რ----- უ–---–---–ი გარდაიცვალა, ხოლო ა-–----------------------ემ გაქცევით უშველა თავს, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა თ---–--–---------------–------------ში მდებარე „------------ სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში“, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და მისი სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--- ხ---------ის ჩვენებით, არის რ----- უ–---–---–ის დედა. რ.უ–---–---–ს ჰყავდა მეუღლე თ----- კ----–---–ია და ქალიშვილი ე-–--- უ–---–---–ი. მეუღლეებს თავიდან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა თანდათან დაიწყო კონფლიქტები. ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც რ.უ–---–---–ი დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის და 2018 წლის აპრილ-მაისში თ.კ----–---–ია ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ბავშვი კი პერიოდულად იყო ორივე მშობელთან. მკვლელობამდე 5 დღის განმავლობაში რ-----ი იყო აფორიაქებული, აღელვებული და დედას ეუბნებოდა, რომ ჰქონდა პრობლემები. 2018 წლის 16 ნოემბერს, რ----- სახლში იმყოფებოდა შვილთან ერთად. საღამოს რ-----ი სატელეფონო კავშირის შემდეგ გარეთ გავიდა და დაიბარა, რომ ნახევარ საათში დაბრუნდებოდა. ვინაიდან შვილიშვილს ჰქონდა მაღალი სიცხე, მოწმემ რამდენჯერმე დაურეკა შვილს მოსაკითხად, თუმცა რ.უ–---–---–ი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. იმავე დღეს, გვიან, მეგობრებმა და ნათესავებმა მ.ხ---------ს აცნობეს, რომ რ.უ–---–---–ი მოკლა თ.კ----–---–იას მეგობარმა ბიჭმა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან რ-----ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ძალიან ფრთხილობდა და ერიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს, მას არასოდეს უტარებია დანა ან რაიმე იარაღი.

 

დაზარალებულ ა-–----------------------ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ რ----- უ–---–---–ის მეგობარი. რ-----ი იყო კარგი პიროვნება, ჰყავდა მეუღლე და შვილი. ბოლო პერიოდში მეუღლეები დაშორდნენ, თუმცა მათი შვილი - ე-–--- უ–---–---–ი უმეტეს დროს მაინც რ.უ–---–---–თან ატარებდა, ვინაიდან თ----- კ----–---–ია ძირითადად მუშაობდა.

 

2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, რ-----მა და ა-–----------მ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ მცირე ხნით შეიარეს ტოტალიზატორში და გადაწყვიტეს სახლში წასვლა, ვინაიდან გვიან, მეგობრის - ლ----- შ-------ის დაბადების დღეზე აპირებდნენ წასვლას. დაახლოებით 19 საათისათვის, იმყოფებოდნენ მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტეროტორიაზე, რა დროსაც რ-----ი საუბრობდა ტელეფონით და საუბრისას მოძრაობდა, რაღაც მომენტში მოუბრუნდა დაზარალებულს და ჰკითხა, იცოდა თუ არა „31-ე ქარხნის“ მდებარეობა. თუ ვის ელაპარაკებოდა ამ დროისათვის ა.ს----------ისათვის არ იყო ცნობილი. საუბრის დასრულების შემდეგ, მეგობრები მეტროთი გაემართნენ „სამგორის“ მიმართულებით. მეტროში ყოფნისას, რ-----მა დაურეკა ვიღაცას და დააზუსტა შეხვედრის ადგილი. რ.უ–---–---–მა ალ.ს----------ეს გზაში უთხრა, რომ მიდიოდა ნაცნობთან სალაპარაკოდ (შეხვედრამდე ალ.ს----------ე არ იცნობდა ა-–---------- მ---–---–ს). მეტრო სამგორის ზედა ამოსასვლელთან, „სოკარის“ სადგურის მიმდებარედ, მეგობრებს შეხვდათ ა-–---------- მ---–---–ი შავი ფერის „-----ს მარკის ავტომობილით, მისალმების შემდეგ ყველანი ჩასხდნენ ხსენებულ მანქანაში და მივიდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ კორპუსთან. ადგილზე მისვლისას და საუბრის დაწყებისას, რ-----მა ა-–----------ს ჰკითხა, თუ რატომ მივიდა მათთან სასაუბროდ მარტო და მოსთხოვა მოეყვანა მეგობრები. ალ.მ---–---–მა უპასუხა, რომ პრობლემებს მარტო აგვარებდა და ახლაც ასე მოხდებოდა. რ.უ–---–---–ის დაჟინებული მოთხოვნით, ბრალებულმა დაუძახა უბანში მყოფ 3 პირს, თუმცა მას შემდეგ, რაც რ-----მა გამოარკვია, რომ ხსენებულ პირებს არ აკავშირებდათ ახლო ურთიერთობა ბრალდებულთან, სამივე მათგანი წავიდა. ვინაიდან სამნი დარჩნენ, რ.უ–---–---–მა ალ.ს----------ეს მოუბოდიშა, რომ ცალკე სურდა ბრალდებულთან გასაუბრება და ალ.მ---–---–ი და რ.უ–---–---–ი გავიდნენ დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით. ალ.ს----------ე მანქანასთან იდგა და მობილური ტელეფონით ერთობოდა, საუბრის შინაარსი დეტალურად არ ესმოდა, თუმცა გაიგო, რომ ბრალდებული მოითხოვდა რ-----ისგან პასუხს, თუ რატომ აგინებდა თ----- კ----–---–იას ტელეფონით, რ-----ი კი პასუხობდა, რომ მისი ცოლი იყო. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 7 წუთი. ბოლოს რ-----მ აუწია ხმას, რასაც მოჰყვა ბრალდებულის მხრიდანაც ხმის აწევა. რ.უ–---–---–მა ა-–---------- მ---–---–ს უთხრა, რომ იყო საცემი, მაგრამ ვინაიდან ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, ხელს არ აწევდა. აღნიშნულის შემდეგ, მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, გაიგონა მიჯახებისა და ქურთუკების შეხების ხმა, ვინაიდან იყო გვიანი და სიბნელე, მხოლოდ ლამპიონის განათებაზე დეტალურად ვერ დაინახა, თუ რა ხდებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გაიგო მეგობრის დაყვირება „ვაიმე, სანდროო“ და დაინახა, თუ როგორ დაარტყა ბრალდებულმა რ-----ს 2-3-ჯერ მარცხენა ხელით რაღაც საგანი. ალ.ს----------ე მყისიერად მივიდა მათთან, მაგრამ დაპირისპირებული მხარეები უკვე დაცილებული იყვნენ ერთმანეთს. რ.უ–---–---–ი იყო წელში მოხრილი, აგრესიული ბრალდებული კი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის დანახვაზე, ალ.ს----------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულს და ხელიც დაარტყა, რა დროსაც საპასუხოდ ბრალდებულმა 3-ჯერ დაარტყა დანა, მეოთხე დაზიანება კი უბრალოდ გაკაწრული იყო. მოწმემ დაინახა ბრალდებულის მარცხენა ხელში დანა და ვინაიდან ალ.მ---–---–ისაგან კვლავ ელოდა საფრთხე, ამასთან თავადაც მძიმედ დაჭრილი ვერ ახერხებდა რ---–--–---–ის დახმარებას, შემთხვევის ადგილიდან გაქცევით უშველა თავს, დაახლოებით 300-400 მეტრის გავლა შეძლო და შემხვედრი ა/მანქანა გააჩერა, ითხოვდა შველას და დაჭრილი მეგობრის დახმარებას. მოწმის ჩვენებით, ალ.მ---–---–მა მას დანის გამოყენებით დაუზიანა კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი და ფილტვი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ რ.უ–---–---–ს დანა არასოდეს უტარებია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

მოწმე თ----- ო--------–-–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს თბილისში, ო--–---–----------------- კორპუსში. 2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს იმყოფებოდა სახლში. ეზოდან შემოესმა კამათის ხმა, რომლისთვისაც თავიდან განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. გარკვეული დროის შემდეგ განახლდა ხმაური და ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც მალევე მიწყნარდა. თ.ო--------–-–---–მა კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან, მეშვიდე და მერვე კორპუსების ეზოში დაინახა პირი, რომელიც იწვა ძირს და სავარაუდოდ სჭირდებოდა დახმარება. მასთან ახლოს იმყოფებოდა მეორე ადამიანი, რომელიც იყო ჩაცუცქული და თითქოს ცდილობდა ძირს დაგდებული პირის გამოფხიზლებას. მოწმის გამარტებით, ვინაიდან ჩანდა მხოლოდ სილუეტები, ხსენებული ორი პირის ამოცნობა არ შეუძლია.

 

მოწმე თ---–- ა-–----ს ჩვენებით, 2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაბრუნდა სახლში, თბილისში, მ-------–----------------–--აში, ო--–---–-----------–---–-------------ში. ბინა არის კუთხის და მდებარეობს მეშვიდე კორპუსის მეორე სართულზე. დაახლოებით 20:20-20:25 საათზე, ქუჩიდან შემოესმა ხმამაღალი საუბარი - კორპუსის კუთხესთან 2 ან მეტი პირი ესაუბრებოდა ერთს, იყენებდნენ სლენგებს და სავარაუდოდ ვიღაცას ელოდებოდნენ. ვინაიდან იყო გვიანი და ანათებდა ლამპიონები, მოწმე ხედავდა მხოლოდ სილუეტებს. შემდეგ ხსენებულმა პირებმა გადაინაცვლეს აივნის მხარეს და ბოლოს, მკვლელობის ადგილზე. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ხმაური გახდა შემაწუხებელი, აგინებდნენ ერთმანეთს. თ.ა-–----მ აივნიდან დაახლოებით 4-5 მეტრის დაშორებით დაინახა, რომ ერთი პირი ფიზიკურად უსწორდებოდა მეორეს, კერძოდ, ორჯერ საკმაოდ ძლიერად ჩაარტყა წიხლი მუცლის არეში, თუმცა მიწაზე დავარდნილი პირი იყო უგონო მდგომარეობაში და წიხლის დარტყმის დროს არ ჰქონდა არავითარი რეაქცია. მოწმის ჩვენებით, მოძალადე იყო საშუალო სიმაღლის, წვერებით, მოკლედ შეჭრილი თმით, ეცვა მუქი შავი ფერის გახეხილი ჯინსები, რომელსაც ჰქონდა წითელი ფერის ლაქები და სპორტული ფეხსაცმელი. ბრალდებული ძალ-----ბის შემდეგ დადიოდა აქეთ-იქით და საკუთარ თავს ეუბნებოდა, „ეს რა გავაკეთეო“. მან მარცხენა ხელით მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი, წავიდა მანქანისაკენ (რომლის ნომერი იყო სავარაუდოდ y-------- ან y--------), გამოაღო მარჯვენა კარი მგზავრის მხარეს და ცდილობდა მიეთრია გარდაცვლილის სხეული კართან. შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდა უცნობი ქალი ბავშვით, რომელმაც უთხრა ბრალდებულს, რომ დარეკავდა „112“-ში, რაზეც მიიღო მკაცრი უარი. შემდეგ თავად თ---–- ა-–----მ შესთავაზა დახმარება და „112“-ში დარეკვა, რაზეც ბრალდებულმა განუცხადა, რომ უკვე დარეკილი იყო. თ.ა-–----მ ბრალდებულს ბინიდან გადაუგდო წყალი, ყინული და ბალიში, თავად კი მაკრატელი და ნაჭერი ჩაიტანა ეზოში, რადგან სისხლის ლაქებით და შექმნილი ვითარებით ივარაუდა, რომ დაზარალებულს ექნებოდა სისხლდენა და დაეხმარებოდა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულთან ასევე იმყოფებოდნენ ხაკისფერქურთუკიანი მამაკაცი და გოგონა, რომელიც გულის მასაჟს უკეთებდა გარდაცვლილს. მოწმის განმარტებით, ამ პერიოდში ბრალდებული ნერვიულად მოძრაობდა აქეთ-იქით, აკვირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა გამოფხიზლებას. მოწმის ჩვენებით, მოგვიანებით ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა უშუალოდ ბრალდებულის დაკავებას არ შესწრებია.

 

მოწმე ზ---- ზ-------ს ჩვენებით, არის ი----------------------------–--------–-–----------- განყოფილების უფროსი დეტექტივი. 2018 წლის 16 ნოემბერს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თანამშრომელ ბ-------------ესთან ერთად. შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მოწმემ მანქანა გააჩერა მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო აფორიაქებული. მამაკაცმა პოლიციელებს უთხრა, რომ დაჭრილი იყო ორი მამაკაცი და მასაც ესაჭიროებოდა ექიმის დახმარება. საუბრის დროს ხსნებულმა პირმა ჯიბიდან ამოიღო მოზრდილი, ღია ფერის ტარიანი, ფიქსატორიანი დანა და პოლიციების წინ დააგდო ძირს. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომლებს და ექიმებს უამბო, რომ დაიბარა შეყვარებულის ყოფილმა მეუღლემ, რომელთანაც მოუვიდა შელაპარაკება. დაპირისპირების დროს რ.უ–---–---–მა ამოიღო დანა, რომლითაც ცდილობდა ბრალდებულის დაჭრას ან მოკვლას. კამათის დროს ალ.მ---–---–მა წაართვა აღნიშნული დანა და დაჭრა როგორც რ.უ–---–---–ი, ისე მისი თანმხლები პირი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა არ იცოდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კითხულობდა, გადარჩებოდნენ თუ არა. მოწმის განმარტებით, ბრალდებული დააკავა მისმა ხელმძღვანელმა ი---- ჯ----–მა.

 

მოწმე ი---- ჯ----–ის ჩვენებით, არის ი----------------------------–--------–-–----------- განყოფილების უფროსის მოადგილე. 2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს საათებში, მიიღეს შეტყობინება დაჭრის თაობაზე. დაახლოებით 3 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში დახვდა პირი, რომელსაც მარცხენა ხელზე ჰქონდა დაზიანება. იგი პოლიციის თანამშრობლებსა და ექიმებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეგობარი გოგონას ყოფილ მეუღლესთან და მის მეგობართან, კერძოდ, შეყვარებულის ყოფილი მეუღლე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა „სამგორის“ მეტროსთან, შემდეგ სალაპარაკოდ ამოვიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა ინციდენტი და დაჭრა ორი პირი (მოწმისათვის იმ დროისათვის უკვე ცნობილი რადიოსადგურის მეშვეობით, რომ ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა). სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბრალდებულის დაკავება, რისი საფუძველიც იყო მის მიერ დანაშაულის ფაქტობრივი აღიარება.

 

მოწმე ი-----–- ს-----ის ჩვენებით, არის შ--------------–-------–-–-------------------ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 16 ნოემბერს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურ „ცენტრით“ მიიღო შეტყობინება, თბილისში, ო--–---–------------ის მიმდებარედ ჩხუბის თაობაზე. შეტყობინებაში ფიქსირდებოდა, რომ იყვნენ დაჭრილებიც. ადგილზე მისვლისას დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი. ერთ-ერთი მამაკაცი იწვა მიწაზე, რომელიც აღმოჩნდა გარდაცვლილი, მას სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობები. ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც. მოწმის განმარტებით, სამართალდამცავებთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ მან დაჭრა ორი პიროვნება და თავადაც ჰქონდა ხელზე დაზიანება. ხსენებული პირის განმარტებით, კონფლიქტი მოუვიდა გარდაცვლილთან და მის მეგობართან გოგოს გამო და დანით დაჭრა ორივე, თუმცა გარდაცვლილის მეგობარი, დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მოწმის ჩვენებით, მამაკაცს, რომელსაც ხელზე ჰქონდა დაზიანება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გაეწია დახმარება.

 

მოწმე თ----- კ----–---–იას ჩვენებით, 2013 წლის ნოემბერში შექმნა ოჯახი რ----- უ–---–---–თან, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში იყო აგრესიული, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა მის მეგობრებთან, განსაკუთრებით მამრობითი სქესის მეგობრებთან. მოწმის განმარტებით, ალ.მ---–---–თანაც აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა, თავიდანვე ეტყობოდა, რომ თ-----ის მიმართ არ იყო გულგრილი, რაც რ-----ისთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, თ-----სა და ა-–---------- მ---–---–ს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა. 2018 წლის ზაფხულში მეუღლეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა და შემდეგ დასრულდა, რისი მიზეზიც იყო რ.უ–---–---–ის დამოკიდებულება ალკოჰოლურ სასმელებზე, სისტემატური შეურაცხყოფა თ-----ის მიმართ, რამდენიმე დღიანი დაკარგვა სახლიდან და რ.უ–---–---–ის დაკავება ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო.

 

მეუღლესთან საბოლოოდ დაშორების შემდეგ, 2018 წლის 22-23 სექტემბერს, თ.კ----–---–იას დაუკავშირდა ბრალდებული და სთხოვა შეხვედრა, რის შემდეგაც დაიწყო მათ შორის აქტიური ურთიერთობა. სოციალურ ქსელში ალ.მ---–---–ისა და თ.კ----–---–იას ერთობლივი ფოტოს გამოჩენა გახდა რ.უ–---–---–ის გაღიზიანების მიზეზი, რის გამოც ყოფილ მეუღლეს და მასთან საუბარში ბრალდებულსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, რ.უ–---–---–მა გადაწყვიტა პირადად ენახა და დალაპარაკებოდა ალ.მ---–---–ს, მიწერა მას და შეუთანხმდა შეხვედრაზე. ამის შემდეგ საუბარი შედგა თ-----სა და ალ.მ---–---–ს შორის, რომელმაც თ-----ს უთხრა, რომ ნახავდა რ.უ–---–---–ს და მშვიდად დაელაპარაკებოდა, ეტყოდა თავის სათქმელს და მოისმენდა რ.უ–---–---–ის პოზიციასაც. საუბრის დასრულების შემდეგ, რ.უ–---–---–ი მივიდა ყოფილ მეუღლესთან სახლში და დაემუქრა, რომ ალ.მ---–---–თან ერთად ვერ იცხოვრებდა და „ბრალდებულის თავს მიუტანდა.“

 

2018 წლის 16 ნოემბერს, თ-----სა და რ.უ–---–---–ს შორის კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც თ-----მა სთხოვა განქორწინების პროცედურის დასრულება, რაზეც რ.უ–---–---–ი გახდა აგრესიული, სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა თ-----ს და ა-–---------- მ---–---–ს, შემდეგ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა ყოფილ მეუღლეს. ამ საუბრიდან მალევე, თ-----მა დაურეკა ალ.მ---–---–ს და უთხრა, რომ რ-----ი იყო არაადეკვატური, რის გამოც ეშინოდა და მოუწოდა სიფრთხილისაკენ. ბრალდებულმა დაამშვიდა, რომ ყველაფერს საუბრით გადაწყვეტდნენ და მოაგვარებდნენ.

 

2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს განვითარებული მოვლენების შესახებ თ-----მა შეიტყო მეგობრებისა და სამართალამცველებისგან. მოწმის ჩვენებით, ა-–----------------------ემ უამბო, რომ შეხვედრისას რ.უ–---–---–სა და ალ.მ---–---–ს შორის კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაშიც თავად ალ.ს----------ეც ჩაერთო მას შემდეგ, რაც რ-----მა უხმო საშველად. მოწმემ განმარტა, რომ არასდროს უნახავს ბრალდებულის ხელში ცივი იარაღი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა კ--------------–-----–---–მა და თ---------–-----მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნების სისწორე, კერძოდ:

 

· სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „-------------–---------------------------------–-------–------ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა-–---------- მ---–---–ს 2018 წლის 16 ნოემბერს დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა (მარცხენა მტევნის დორზალურ ზედაპირზე (ექსპერტის განმარტებით, მტევნის გარე ზედაპირზე) პირველი ნებ-ფალანგის და პირველი ნების ძვლის დონეზე სწორკიდეებიანი ნაკვეთი ჭრილობა, ზომით დაახლოებით 3.0X0.5სმ. პირველი თითის აქტიური გაშლა შეზღუდულია). დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით (აღნიშნული თვისება გააჩნია დანასაც), მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ექსპერტი კ-–-----–---–ი).

 

· სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, მოქ. რ-----ი უ–---–---–ის სიკვდილის მიზეზია: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად მუცლის აორტის სრული დაზიანება (გადაჭრა) და მისგან გამოწვეული სისხლდენა. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქ. რ-----ი უ–---–---–ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 8 საათი.

 

მოქ. რ-----ი უ–---–---–ის გვამს აღენიშნებოდა: ტერფის ძირიდან 115სმ-ის დაშორებით მარჯვნივ მუცლის წინა ზედაპირზე მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის აორტის სრულშრეობრივი დაზიანებით (გადაჭრით), 2000მლ-მდე ოდენობით თავისუფალი სისხლის და სისხლის კოლტებით მუცლის ღრუში, რეტროპერიტონალური სივრცის რბილ ქსოვილებში დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ. ჭრილობის არხის სიგრძით - 13სმ (პირობითად ჭრილობა №3 – განივად მდებარე, ხაზოვანი ფორმის სწორკიდეებიანი ჭრილობა 1,5X6სმ. ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანისას ქსოვილოვანი დეფექტი არ აღინიშნება და ჭრილობა იღებს ხაზოვან ფორმას და მისი სიგრძეა 1,6სმ. ჭრილობის მარჯვენა ბოლო ბლაგვია, ხოლო მარცხენა ბოლო - მახვილი. ექსპერტის ჩვენებით, ჭრილობის არხის სიგრძეში - 13სმ-ში იგულისხმება, რომ 13 სმ-ზე განივად არის გადაჭრილი მუცლის აორტა).

 

ტერფის ძირიდან 140სმ-ის დაშორებით მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე იღლიის წინა ხაზზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის და მარჯვნივ მკერდის დიდ კუნთის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, ქვემოდან ზემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ. ჭრილობის არხის სიგრძით - 10სმ (პირობითად ჭრილობა №1);

 

ტერფის ძირიდან 113,5სმ-ის დაშორებით მარცხნივ მუცლის წინა ზედაპირზე ლავიწშუა ხაზზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის და მარჯვნივ მუცლის სწორი კუნთის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 7,5სმ (პირობითად ჭრილობა №2);

 

მარჯვენა მუხლის სახსრის წინა გარეთა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 54,5სმ-ის დაშორებით ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით-3,5სმ (პირობითად ჭრილობა №4);

 

ჭრილობების არხების შესაბამისად სისხლჩაქცევებით.

 

ზედაპირული ხასიათის ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე (პირობითად ჭრილობა №5) და დაჟეჟილი ზედაპირული ხასიათის ჭრილობა მარჯვნივ შუბლის მიდამოში (პირობითად ჭრილობა №6) დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

ჭრილობები პირობითად №1,2,3,4 განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელის საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი.

 

პირობითად ჭრილობა №3 იზოლირებულად აღებული ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან, ჭრილობები პირობითად №1,2,4 როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

 

ჭრილობები პირობითად №5 და №6 როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. ჭრილობა პირობითად №5 განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო პირობითად ჭრილობა №6 განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რ----- უ–---–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,88 % ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპიროლონის ნაწარმებიდან - ზოპიკლონი, იმიდაზოპირიდინის ნაწარმებიდან - ზოლპიდემი. პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან - ზალეპლონი. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრ-----ლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი (ექსპერტები: კ-–-----–---–ი, თ.კ--–-----ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ქ------- შ----------ემ დ მ----- ბ------ემ დაადასტურეს მათ მიერ ექსპერტ დ.მაღრაძესთან ერთად გაცემული, სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ა-–---------- მ---–---–ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- მ---–---–ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ა-–---------- მ---–---–ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - F44; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- მ---–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად ა-–---------- მ---–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- მ---–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალ-----ბის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ა-–---------- მ---–---–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა-–---------- მ---–---–მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- მ---–---–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

ა-–---------- მ---–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

 

ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ალ.მ---–---–ის „შინაგანი აგრესიულობა არ არის დაბალანსებული თვითკონტროლით და უმეტესად ვლინდება პროტესტის რეაქციის სახით. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ემოციური ქვეტექსტი ნაკლებად სტაბილურია და შესაძლოა წუთიერი ემოციის ან სხვა რაიმე გარემოებების ზეგავლენით, კონკერტული ადამიანის მიმართ უკიდურესად შეიცვალოს განრისხებით და დესტრუქციული ქცევის გამოვლინებით.“

 

ზ/აღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ:

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 ნოემბერს 21:15 საათზე, ქ. თ---–--–---------–---–------------ის მიმდებარედ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ა-–---------- ს------ს ძე მ---–---–ი. ა.მ---–---–ს დაკავებისას, მარცხენა ხელის მტევნის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა, რომელიც მისივე განმარტებით მიიღო მომხდარი ჩხუბის დროს (ოქმის შემდგენი: გამომძიებელი ი.ჯ----–ი).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 ნოემბერს, დათვალიერდა ქ.თ---–--–---------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდებარეობს ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული იქნა შემდეგი:

- გ.ო--–---–----------- კორპუსიდან 8,60 მტრის მოშორებით მიწიან ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ობიექტი №1.

- ბალიში, რომელიც მდებარეობს გ.ო--–---–----------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ასფალტის ზედაპირზე, სადაც განთავსებულია მწვანე ფერის „---- მარკის ა/მანქანა სახ.ნომრით Y--------, წინა მარჯვენა საბურავიდან 30 სმ. მოშორებით, ხოლო კორპუსიდან 15,01 მეტრის მოშორებით შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ობიექტი №2.

- ბაღის მოხრეშილ მიწიან ზედაპირზე გ.ო--–---–----------- კორპუსიდან 6,10 მეტრის მოშორებით შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, ობიექტი №3.

- ბაღის მოხრეშილ მიწიან ზედაპირზე გ.ო--–---–----------- კორპუსიდან 6,50 მეტრის მოშორებით შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, ობიექტი №4.

- ბაღის მოხრეშილ მიწიან ზედაპირზე გ.ო--–---–----------- კორპუსიდან 6,53 მეტრის მოშორებით შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, ობიექტი №5.

- გ.ო--–---–----------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ბაღში, 5,20 მეტრის მოშორებით, ბაღის მოხრეშილი, მიწიან ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ობიექტი №6.

- გ.ო--–---–----------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ბაღში, კორპუსიდან 6,55 მეტრის მოშორებით მოხრეშილ, მიწიან ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ობიექტი №7.

- გ.ო--–---–----------- კორპუსის, 9,20 მეტრის მოშორებით, ბაღში არსებული ბეტონის ნარჩენზე და ბალიშზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, ობიექტი №8.

- გ.ო--–---–----------- კორპუსის მიმდებარედ, ბაღის მოხრეშილ ზედაპირზე დაგდებულია 0,5 ტევადობის პლასტმასის ბოთლი, შიგნით არსებული უფერული სითხით, ბოთლზე გარედან მიკრულია ეტიკეტი „ნაკადული“, რომელიც დაშორებულია 10,20 მეტრით, ობიექტი №9.

- ბაღში არსებულ მიწიან ზედაპირზე ობიექტი №9-სი გვერდით, გ.ო--–---–----------- კორპ. 10,18 მეტრის მოშორებით აგდია ნაჭრის ბალიში, მასზე არსებული ნახატებით, ობიექტი №10.

- ბაღის მიწიან და მოხრეშილ ზედაპირზე №7 კორპუსიდან 11,45 მეტრის მოშორებით შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ობიექტი №11.

- ბაღის გვერდით არსებულ საავტომობილო გზაზე და ბორდიურთან გაჩერებული ვერცხლისფერი, ორკარიანი „----------ის“ მარკის ავტომობილის სახ.ნომრით C------ შორის, გ.ო--–---–----------- კორპ. 10,05 მეტრის მოშორებით ასფალტიან ზედაპირზე ნანახია დაკეცილ მდგომარეობაში ერთი ცალი ფიქსატორიანი დანა, მოთეთრო ფერის ზედ გამოსახული ორნამენტებით, სავარაუდოდ, პლასტმასის ზედაპირის მქონე ტარით. დანის გაშლის (გახსნის) შემდეგ როგორც დანის პირზე, რომელიც არის ცალლესილი, ისე დანის ტარზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ობიექტი №12.

- გ.ო--–---–----------- მიმდებარედ არსებულ საავტომობილო გზაზე, №12 ობიექტის გვერდით, მეშვიდე კორპუსიდან 15,03 მეტრის მოშორებით შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა ფოთოლთან ერთად, ობიექტი №13.

- ბაღის გვერდით არსებულ საავტომობილო გზაზე და ბორდიურთან გაჩერებული ვერცხლისფერი, ორკარიანი „----------ის“ მარკის ავტომობილის სახ.ნომრით C--------- მარჯვენა კარის ქვედა მხარეს არსებულ ე.წ „კარნიზზე“ და უკანა მარჯვენა ფრთაზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ა/მანქანა გაჩერებულია ო--–---–ის ქუჩაზე მდებარე მეშვიდე კორპუსიდან 15 მეტრის მოშორებით, ობიექტი №14.

- გ.ო--–---–----------- კორპუსიდან 9,75 მეტრის მოშორებით გაჩერებულ მწვანე ფერის „---- მარკის ა/მანქანა სახ.ნომრით Y--------, წინა მარჯვენა კარის მინის გარე ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ობიექტი №15.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვები და ფოთლები მოწითალო ფერის ლაქებით, ანაწმენდები, პლასტმასის ბოთლი, ბალიში და დანა დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც ერთვის სს საქმეს (გამომძიებლები: კ---------ე და ბ.ქ--------ე; ექსპერტები: გ-----–--ე, ლ---------ი, დ---–--------–---–ი; მოწმე: გ-–--------–---–ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 ნოემბერს, „------------ სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის“ ცვლის უფროსის, ი-----–----------ასაგან ამოიღეს ა-–----------------------ის ტანსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებითა და მექანიკური ხასიათის დაზიანებებით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი-–-------ა).

 

რ----- უ–---–---–ის გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, კ----------------–--–------ში მდებარე კლინიკა, „----------------- ეზოში მდგარი სამედიცინო დახმარების მანქანაში, დათვალიერდა მამრობითი სქესის გვამი გულაღმა მდგომარეობაში. გარდაცვლილს აცვია შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ჟილეტი, შავი თეთრზოლიანი ელვაშესაკრავიანი სპორტული ზედა, მოშავო ფერის ჯემპრი, მორუხო მოლურჯო ფერით გაწყობილი ჯემპრი, მოწითალო მოლურჯო ზოლიანი ჯემპრი, მოწითალო ფერის მაისური. მორუხო და რუხი ფერის შარვლები, მოლურჯო ფერის ტრუსი, შავი წინდები და რუხი ფეხსაცმელები. კისერზე უკეთია ხის ძეწკვზე შებმული ხის მედალიონი და შავ თასმაზე შებმული ხის ჯვარი და ხის მედალიონი. წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი იქნა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში, იმეი კოდით 3--------------, 3-------------- რომელშიც გააქტიურებულია „ჯეოსელის“ სიმბარათი. ამავე ჯიბეში ნანახი იქნა შავი ფერის სანთებელა. გვამი ხელის შეხებით ცივია. გვამური გაშეშება განვითარებულია სახეზე და კისრი ჯგუფის კუნთებში. გვამური ლაქები მოლურჯო-მოიისფრო გამოხატულია სხეულის უკანა და გვერდით ზედაპირზე. გვამის კიდურები მოთავსებულია სხეულის გასწვრივ. გვამს მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და მარცხნივ და მარჯვენა მხრის სახსრის წინა გარეთა ზედაპირზე აღენიშნება ჭრილობები. გვამის გარეგნული დათვალიერებით მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ნიშნები ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ნანახი ვერ იქნა (გამომძიებელი ლ-------–---–ი; ექსპერტი: კ-–-----–---–ი; მონაწილე პირები: ნ--–--–---–---–ი, ბ.გობეჩია და ზ-----–--ე).

 

დათვალიერების ოქმის თანახმად (გამომძიებელი ა-–------–---–ი; მონაწილე პირები: თ.კ----–---–ია, რ-----–-–---–ი), 2018 წლის 17 ნოემბერს, დათვალიერდა თ----- კ----–---–იას „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3----------------, მასში მოთავსებული სიმბარათით 5---------. ტელეფონის ფოტო გალერეაში სხვადასხვა ფოტოებთან ერთად ნანახი იქნა თ----- კ----–---–იასა და ა-–---------- მ---–---–ის ერთობლივი სურათი, რომელიც თ.კ----–---–იას განმარტებით, გახდა თავდაპირველად, ყოფილ მეუღლესთან, ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. დათვალიერდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მოკლეტექსტური შეტყობინებების ე.წ. „მესენჯერის“ ფაილი, სადაც ნანახი იქნა საქმისათვის საინტერესო მიმოწერა, რომელიც დათარიღებულია 16 ნოემბრით 16:54 საათით. ტექსტის შინაარსი შემდეგია:

თ-----ი: დრო გავა და გადაიტან.

რ-----ი: აუუუ დამირეკეეე კიდე უნდა გაგინოოოო.

თ-----ი: განქორწინებაც მინდა მრცხვენია ჩემს ქმრად რომ იწოდები.

რ-----ი: ყველგან უნდა გაგინო სადაც შეგხვდები.

თ-----ი: გული არავის გაუხეთქო არ მაქ ტელ დედას დაუტოვე თორე დაგირეკავდი.

რ-----ი: აუუუუ თუ ვინმე გვერდიდან გაგულიანებს მაგის ოჯახის ყველა წევრს ყ.... დავადე პირზეეეე და მნახავს თუ არა შენ გბლოკავ.

თ-----ი: გულის ამრევი ხარ.

რ-----ი: შენიიიიი გამზრდელიიიიიიი მ.......... თუუუუ შენ მწერ მასე.

თ-----ი: მბლოკავ ???? (ღიმილის სმაილები) ვინ უნდა გწერდეს სამსახურში ვარ და მე გწერ რ-----.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 ნოემბერს, თ----- კ----–---–იასაგან ამოღებული იქნა, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3----------------, მასში მოთავსებული სიმბარათით 5---------, რომელიც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა-–------–---–ი).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 ნოემბერს, ა-–---------- მ---–---–ისაგან საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი-–-------ა; ექსპერტები: გ---------ე, ზ---------–---–ი; ადვოკატი: ი----------ე).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 ნოემბერს, ა-–---------- მ---–---–ისაგან ამოღებული იქნა კუთვნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დასვრილი მიწითა და მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც ეცვა 2018 წლის 16 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დროს. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი-–-------ა; მოწმე ა.მ---–---–ი; ადვოკატი ი----------ე).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 ნოემბერს, „-------------–---------------–-------------------------–------ის“ მენეჯერ ნ----- გ-------–---–ისაგან ამოიღეს ა-–---------- მ---–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, სტაციონარის პაციენტის სამედიცინო ბარათი (გამომძიებელი ა-–------–---–ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 ნოემბერს, „-------------–---------------–-------------------------–------ის“ მენეჯერ იოსებ პაპავასაგან ამოიღეს ა-–----------------------ის სტაციონარული სამედიცინო ბარათის ქსეროასლი (გამომძიებელი ა-–------–---–ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 დეკემბერს, „-–------------–--------–-------------------------------–------------ან“ ექსპერტ კ--------------–-----–---–ისაგან ამოიღეს რ.უ–---–---–ის გვამიდან აღებული თმის, ფრჩხილის, სისხლისა და ნაცხის ნიმუშები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი კ---------ე).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 15 დეკემბერს, ა-–----------------------ისაგან საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი: ა-–------–---–ი; ექსპერტები: რ----------–---–ი, ი---------ე).

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შპს „------------ სახ. თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით №--- ჩანაწერებიდან ა-–----------------------ეს კლინიკაში დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლის დიაფრაგმის, წვრილი ნაწლავისა და მისი ჯორჯლის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, პოსტჰემორაგიული ანემია, ტრავმულ ჰემორაგიული შოკი III ხ. მარჯვნივ გულმკერდის ღია ჭრილობა, შემავალი პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანებები (მარჯვნივ ნეკნთა რკალის წრეში, შუა აქსილაურ ხაზზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 3x1სმ-ზე, სიღრმით მიემართება მუცლის ღრუსკენ; მუცლის წინა კედელზე ჭიპის მარცხნივ მამილარულ ხაზზე ჭრილობა ზომით 2x1,5სმ-ზე შემავალი მუცლის ღრუში; ჭრილობა ჭიპის მარჯვნივ მამილარულ ხაზზე ზომით 2x1სმ-ზე) განვითარებულია, რაიმე მჩხვლეტავ, მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ექსპერტი თ------–--ე).

 

შპს „--------------–---ან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, კერძოდ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2018 წლის 16 ნოემბერს 20:05:50 საათზე, ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლთან“ ჩერდება ა/მანქანა „BMW“, რომელსაც მართავს ა-–-------- მ---–---–ი.

· 2018 წლის 16 ნოემბერს 20:06:02 საათზე, ავტომანქანასთან მეტროსადგურის მხრიდან მიდის გარდაცვლილი რ----- უ–---–---–ი, რომელსაც აქცია მუქი ფერის ტანსაცმელი და ქურთუკის სახელოებზე აქვს თეთრი ფერის ზოლები. რ.უ–---–---–ი აღებს მძღოლის გვერდით მარჯვენა წინა კარებს და ესაუბრება ნახევრად მოხრილ მდგომარეობაში მძღოლს. პარალელურად 20:06:15 საათზე იმავე მეტროსადგურის მხრიდან მოდის ა-–----------------------ე, რომელსაც თავზე აფარია ქუდი, უ–---–---–ი ხელით ანიშნებს ს----------ეს და ჯდება მარჯვენა წინა მძღოლის გვერდითა სავარძელზე. ა-–----------------------ე მიდის ავტომანქანასთან და 20:06:22 საათზე აღებს უკანა კარს და ესალმება მძღოლს ა-–---------- მ---–---–ს.

· მძღოლი უკუსვლით ატრიალებს მანქანას და მიემართება უკან, ხიდის ქვეშ.

 

სუპერმარკეტ „----------ან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, კერძოდ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2018 წლის 16 ნოემბერს 20:18:21 საათზე, ო--–---–ის ქუჩაზე სუპერმარკეტის უკანა მხარეს ვიწრო და მეორეხარისხოვან გზაზე მორბის პიროვნება, რომელიც ა.ს----------ის განმარტებით არის თავად. პიროვნება გარბის და თან ერთი ხელი აქვს მუცელზე მიდებული, მეორე ხელით ითხოვს შველას.

· 2018 წლის 16 ნოემბერს 20:14:29 საათზე, პიროვნება გამორბის აღნიშნული ქუჩიდან სუპერმარკეტის წინ და გადის ცენტრალურ გზაზე, რის შემდეგაც იკეცება და მოკეცილ მდგომარეობაში დგას რამდენიმე წამით ა/მანქანების სავალ გზაზე, მასთან მიდის ვერცხლისფერი მანქანა „მაზდა“ და ჩერდება, რის შემდეგაც მოკეცილ მდგომარეობაში მყოფი ა-–----------------------ე მიდის მანქანასთან აღებს მძღოლის გვერდითა მარჯვენა კარებს და ჯდება, რამდენიმე წამით მანქანა არ იძვრის, მანქანასთან მიდის უცხო პიროვნება და ხელით ანიშნებს რაღაცას, რის შემდეგაც მანქანა იძვრება და მიემართება პირდაპირ.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 9 იანვარს, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიის ცენტრ „------- მენეჯერ ქ----------–---ისაგან ამოღებული იქნა ა-–---------- მ---–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია №----, გახსნილი გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიის ცენტრ „-----ში“ 2018 წლის 6 ნოემბერს და დახურული - 2018 წლის 13 ნოემბერს (გამომძიებელი ა-–------–---–ი).

 

კომპიუტერული ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:

· ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №1 ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა, რადგან აღნიშნული მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაში შესასვლელი უსაფრთხოების კოდი ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი არ არის. უსაფრთხოების კოდის გარეშე ავტორიზება - მითითებული ტელეფონის ოპერაციულ სისტემაში ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფებისა და ასევე ფართო სპექტრით გავრცელებული ე.წ. „უტილიტების“ გამოყენებით ვერ განხორციელდა. ტელეფონში მოთავსებული №1 სიმბარათიდან ამოღებული - არსებული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „SIMCARD_№1” (მოცულობა 225,518 ბაიტი);

· №2 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული №2 სიმბარათიდან ამოღებული-არსებული და აღდგენილი სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „PHONE_№2” (მოცულობა 969,993,266 ბაიტი);

· №3 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული №3 სიმბარათიდან ამოღებული-არსებული და აღდგენილი სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „PHONE_№3” (მოცულობა 553,132 ბაიტი);

· ზემოთ აღნიშნული საქაღალდეები დაარქივებული იქნა პროგრამა „winrar”-ის გამოყენებით და ფაილის სახელწოდებით „phones.rar” (მოცულობა 980,486,573 ბაიტი) აღნიშნული შემდგომ ჩაწერილ იქნა „verbatim”ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით „6881547-RED14584“ (ექსპერტი დ.უმანკოშვილი).

 

ს.ს. „სილქნეტიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებით დგინდება შედეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

· 2019 წლის 29 იანვარს დათვალიერდა რ----- უ–---–---–ის სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი 5--------, რომლითაც თ----- კ----–---–იას ჩვენებით სარგებლობდა თავად, სანამ ტელეფონს არ დაკარგავდა. დათვალიერებისას დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა აღნიშნული ნომერი, 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით თ----- კ----–---–იას ზარებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით სატელეფონო კავშირი აქვს 801-ჯერ ბრალდებულ ა-–---------- მ---–---–თან მობილური ტელეფონის ნომერზე 5--------, ხოლო გარდაცვლილ რ----- უ–---–---–თან 5---------ზე თ----- კ----–---–იას ზ/აღნიშნული ნომრით კავშირი აქვს მხოლოდ 24 და 25 ოქტომბერს 19-ჯერ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სატელეფონო ზარებით. რაც შეეხება საქმეში დაზარალებულ ა-–----------------------ეს, მის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 5--------, თ----- კ----–---–იას ნომრით 5-------- კავშირი აქვს მხოლოდ ორჯერ - 3 და 22 ოქტომბერს, სხვა დროს მათ შორის კავშირი არ იკვეთება.

 

· რ----- უ–---–---–ის სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი 5--------, რომლითაც თ----- კ----–---–იას ჩვენებით სარგებლობდა თავად, ზ/აღნიშნული ნომრის დაკარგვამდე. დათვალიერებით დადგინდა, რომ სიმ ბარათი აქტიურდება 2018 წლის 2 ოქტომბერს, აღნიშნული ნომრით თ----- კ----–---–იას კავშირი აქვს ბრალდებულ ა-–----------------------ესთან ნომერზე 5-------- 2018 წლის 26 ოქტომბერს, 16 ნოემბრის 09:55 საათამდე 785-ჯერ სატელეფონო ზარებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. თ----- კ----–---–იას 5-------- ნომრით რ----- უ–---–---–თან 5-------- ნომერზე კავშირი აქვს სატელეფონო ზარებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით 2018 წლის 27 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის 11:09 საათამდე 205-ჯერ, ხოლო დაზარალებულ ა-–----------------------ესთან ნომერზე 5-------- თ----- კ----–---–იასთან ნომერზე 5-------- კავშირი ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ 2018 წლის 16 ნოემბერს 17:42 საათზე. 2018 წლის 16 ნოემბერს თ----- კ----–---–იას ნომრით 5--------- ა-–---------- მ---–---–თან ნომერზე 5--------- კავშირი აქვს მხოლოდ 3-ჯერ დილის საათებში 09:46 საათიდან 09:55 საათის ჩათვლით, ხოლო რ----- უ–---–---–თან ნომერზე 5-------- კავშირი აქვს 16 ნოემბერს 11:09 საათზე.

 

· ა-–----------------------ის სახელზე რეგისტრირებული და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის სიმ ბარათის 5-------- დეტალური ნუსხის დათვალიერებით დგინდება, რომ ა-–----------------------ესა და ა-–---------- მ---–---–ს შორის ნომერზე 5-------- ტელეფონით კავშირი არის 16 ნოემბერს 3-ჯერ, კერძოდ, ალ.ს----------ის ნომრიდან პირველად 16 ნოემბერს 19:23 საათზე ხორციელდება ზარი ალ.მ---–---–ის ნომერზე, რა დროსაც ალ.ს----------ე იმყოფება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“, მეორედ ანალოგიურად ს----------ის ტელეფონიდან ხორციელდება ზარი 19:54 საათზე, რა დროსაც ალ.ს----------ე იმყოფება სატელეფონო ანძით მ------------------ის მიმართულებით, მსგავსად პირველი და მეორე ზარისა, მესამე ზარით ალ.ს----------ის ტელეფონიდან ხორციელდება 20:01 საათზე, რა დროსაც იგი იმყოფება იმავე ტერიტორიაზე მ------------------ის მიმართულებით. რაც შეეხება ა-–----------------------ისა და რ----- უ–---–---–ს შორის სატელეფონო კავშირს, აღნიშნული ხორციელდება 16 ნოემბერს 2-ჯერ 17:03 საათსა და 17:19 საათზე. ალ.ს----------ის ნომრიდან ასევე ფიქსირდება გამავალი ზარი თ----- კ----–---–იასთან ნომერზე 5-------- ერთხელ 17:42 საათზე.

 

· რ----- უ–---–---–ის სარგებლობაში არსებულ სიმ ბარათზე 5-------- შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის დათვალიერებით დგინდება, რომ რ----- უ–---–---–ის სარგებლობაში არსებული სიმ ბარათი რეგისტრირებულია მის უბნელ მეგობარ ედუარდ ასატურიანზე. აღნიშნული ნომრის დათვალიერებისას დადგინდა, რომ რ----- უ–---–---–ის ნომრიდან 5-------- თ----- კ----–---–იას შემთხვევის ჩადენის დროს სარგებლობაში არსებულ ნომერზე 5-------- კავშირი არ დგინდება, ხოლო თ----- კ----–---–იასთან ოქტომბრის თვეში დაკარგულ ნომერზე 5-------- რ----- უ–---–---–ს სატელეფონო ზარებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით კავშირი აქვს მაგრამ არა 16 ნოემბერს, თ----- კ----–---–იას დაკარგული ტელეფონის შემდგომ სარგებლობაში არსებულ ნომერი 5-------- რ----- უ–---–---–ს ურეკავს დანაშაულის ჩადენის დღეს 16 ნოემბერს 11:00 საათზე, ერთხელ. რ----- უ–---–---–ის დანაშაულის ჩადენის დღეს ასევე კავშირი აქვს ა-–----------------------ესთან ნომერზე 5-------- 17:03 საათსა და 17:19 საათზე. 2018 წლის 16 ნოემბერს, დანაშაულის ჩადენის დღეს, 19:12 საათზე რ----- უ–---–---–ს ნომერზე 5--------- ურეკავს ბრალდებული ა-–---------- მ---–---–ი ნომრიდან 5--------- და საუბარი მიმდინარეობს 232 წამი, ამ დროს რ----- უ–---–---–ი იმყოფება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“, ხოლო ა-–---------- მ---–---–ი იმყოფება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარედ. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 იანვარს ა-–---------- მ---–---–თან არც ა-–----------------------ეს და არც რ----- უ–---–---–ს არ აქვთ პირველებს განხორციელებული ზარი, პირიქით, ა-–---------- მ---–---–ი დანაშაულის ჩადენის დღეს თავად ურეკავს 19:12 საათზე რ----- უ–---–---–ს და ესაუბრება 232 წამი, რის შემდეგაც უკვე რ----- უ–---–---–ის და ა-–----------------------ის ნომრებიდან ხორციელდება მასთან ზარები, კერძოდ, რ.უ–---–---–ის ნომრიდან 19:53 საათზე, რა დროსაც უ–---–---–ი იმყოფება მეტრო „სამგორთან“, ხოლო ალ.ს----------ის ნომრიდან 19:23 საათზე, 19:54 საათსა და 20:01 საათზე.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:

 

- პაკეტში, წარწერით: „..ობიექტი №12. ამოღებული 1 (ერთი) ც. დანა მასზე აღნიშნული მოწითალო ფერის ლაქებით №7 კორ. მიმ მანქანის სავალი ნაწილიდან.." მოთავსებული დანის პირსა (ობ. №1,2) და ტარზე (ობ.№3) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლის. ობ. №1,2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის. ა-–---------- მ---–---–ს (ობ, №63; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებულ ა-–---------- ს------ს ძე მ---–---–ის... პირის ღრუდან..."), მინორული წილი ეკუთვნის ა-–----------------------ეს (ობ. №61; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში დაზარალებული ა-–-----------------------ის ძე ს----------ის პირის ღრუდან..."). ობ. №3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ, №63). ამავე დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ, №4) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ, №63), მინორული წილი ეკუთვნის რ----- უ–---–---–ს (ობ. №62; პაკეტი, წარწერით: „„„რ----- უ–---–---–ისგან ნიმუშები, სისხლის...");

 

- პაკეტში, წარწერით: „„ობიექტ. №1,3,4,5,6,7,11 მცირე ზომის ქვები მოწითალო ფერის ლაქებით, ობიექ. 2,8,14,15 ანაწმენდები დოლბანდზე მოწითალო ფერის ლაქებით ობიექ. №13 ფოთოლი მოწითალო ფერის ლაქებით..." მოთავსებულ ქვებზე (ობ. №5,7 13,15), დოლბანდის ფრაგმენტებზე (ოზ. №6,14,17-19) და ფოთლის ფრაგმენტებზე (ობ. №16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63);

 

- პაკეტში, წარწერით: ,, ობიექტი №9. ამოღებულია 1 (ერთი) ც. პოლიეთილენის ბოთლი მასში არსებული სუნით და წარწერით „ნაკადული“ №7 კორ. მიმ მოხრეშილი ნიადაგიდან.“ მოთავსებული ბოთლის პირზე, თავსახურზე (ობ. №20) და ბოთლის ზედაპირზე (ობ. №20ა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. №20-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ, №63), ობ, №20-ის პროფილში, რ----- უ–---–---–ისა (ობ. №62) და ა-–----------------------ის (ობ. №64) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. №20ა-ს გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები... ა/მანქანის წინა და უკანა კარებების შიდა გამღები სახელურებიდან საჭის ზედა შუა ქვედა ნაწილებიდან, ხელის მუხრუჭიდან და სიჩქარის გადამრთველი კოლოფიდან. ა/მანქანა ბმვ. სან, ნომ, Y--------...“ მოთავსებულ:

 

ანაწმენდებზე ავტომანქანის საჭის ქვედა (ობ. №21), შუა (ობ. №22), ზედა (ობ. №23) ნაწილებიდან, სიჩქარის გადამრთველი კოლოფიდან (ობ. №24), ხელის მუხრუჭიდან (ობ. №25). წინა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან (ობ. №26) და უკანა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან (ობ. №28) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. №21,23-ის გენეტიკური პროფილი და ობ. №22,25,26-ის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63), ობ. №22 25,26-ის პროფილებში, რ----- უ–---–---–ისა (ობ. №62) და ა-–----------------------ის (ობ. №64) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. №24,28-ის გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

 

ანაწმენდებზე ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის (ობ. №27) და უკანა მარჯვენა კარის (ობ. №29) შიდა გამღები სახელურებიდან, გენოტიპირებისათვის საჭიროა, ადამიანის ბირთვული დნმ–ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში, წარწერით: „ ანაწმენდები 3 (სამ) ნიმუშად. აღებული ბრალდებულ - ა-–---------- ს------ს ძე მ---–---–ის (დაბ. 1---------) მარცხენა და მარჯვენა ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოებიდან...“ მოთავსებული ანაწმენდები მარჯვენა (ობ. №30) და მარცხენა (ობ. №31) ხელის მტევნებიდან, შეიცავს ადამიანის სისხლს, ობ. №30,31-ის, გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63), მინორული წილი ეკუთვნის რ----- უ–---–---–ს (ობ. №62). ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე, სახის მიდამოებიდან (ობ. №32), სისხლი არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში წარწერით: „.... ბრალდებულ ა-–---------- მ---–---–ის ტანსაცმელი ....“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. №33-35-35ა), ჯემპრზე (ობ. №36), ჯინსის შარვალზე (ობ. № 38,39,39ა,39ბ,40) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №41,42), არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ №33-35, 35ა,36,38,39,40-42-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63). ობ. №39ა,39ბ-ს გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63), მინორული წილი ეკუთვნის რ--------–--–---–ს (ობ. №62).

 

აღნიშნულ ჯემპრზე არსებული ბიომასალის (ობ. №37) გნეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63).

 

- პაკეტში წარწერით: „...ა-–----------------------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. №43,44), მთლიანობა დარღვეულ ჯემპრზე (ობ. №45), მაისურზე (ობ. №46), საცვალზე (ობ. №47), წინდასა (ობ. №48) და პამპერსზე (ობ. №49) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–----------------------ეს (ობ. №64);

 

- პაკეტში, წარწერით: „...რ----- უ–---–---–ის ტანსაცმელი..." მოთავსებულ მუქ მონაცრისფრო სპორტულ შარვალზე (ობ. №50). ღია მონაცრისფრო სპორტულ შარვალზე (ობ. №51), მონაცრისფრო ჯემპრზე (ობ. №52), როლინგზე (ოზ. №53), მოწითალო ფერის ჯემპრზე (ობ. №54), შავი ფერის ჟაკეტზე (ობ. №55), მაისურზე (ობ. №56) და სპორტულ ჟაკეტზე (ობ. №57) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №52-56-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- უ–---–---–ს (ობ. №62). ობ. №51,57-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63). ობ. №50-ზე, გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.

 

ამავე პაკეტში მოთავსებულ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. №58), სისხლი არ აღმოჩნდა, საცვალი, წინდა და ჟილეტი, ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია;

 

- პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი №10. ამოღებულია 1 (ერთი) ც. ბალიში №7...ხრეშიანი ნიადაგის ზედაპირიდან..." მოთავსებულ ბალიშზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №59) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------- მ---–---–ს (ობ. №63).

 

- პაკეტში, წარწერით: „...რ----- უ–---–---–ისგან ნიმუშები... ფრჩხილები.“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №60,61) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №60,61-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- უ–---–---–ს (ობ. №62) (ექსპერტი ნინო კვიწინაძე).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად დადასტურდა ა-–---------- მ---–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დისპოზიცია კი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობის მცდელობას მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

· მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ალ.ს----------ისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და თავად დაცვის მხარის პოზიციით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–---------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- მ---–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები მიაყენა რ----- უ–---–---–სა და ა-–----------------------ეს მუცლისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც რ.უ–---–---–ი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ალ.ს----------ემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევით უშველა თავს და „------------ სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში“ გაწეული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მას შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ზ/აღნიშნული მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, რომელთა თანახმად, ალ.ს----------ისა და რ.უ–---–---–ის სხეულზე არსებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიყენებულია მჭრელი თვისების მქონე საგნის (მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული დანის) გამოყენებით, ამასთან, რ.უ–---–---–ის სხეულზე არსებული 6 დაზიანებიდან ერთ-ერთი დაზიანება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ სიკვდილთან.

 

· სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულსა და რ.უ–---–---–ს შორის არსებული დაძაბულობა და ურთიერშელაპარაკება, რაც დაკავშირებული იყო რ.უ–---–---–ის ყოფილ მეუღლესთან, თ.კ----–---–იასთან ალ.მ---–---–ის სასიყვარულო ურთიერთობით (რაც იწვევდა რ.უ–---–---–ის უკმაყოფილებას), გახდა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიეყენებინა ორი ადამიანისათვის - რ.უ–---–---–ისა და მისი მეგობრის ალ.ს----------ისათვის.

 

· 2018 წლის 16 ნოემბერს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და ალ.მ---–---–ის ქმედებების გეგმაზომიერება, კონფლიქტისა და დაპირსპირების შედეგად, თანნაქონი მჭრელი თვისებების მქონე საგნით - დანით, ალ.ს----------ისა და რ.უ–---–---–ის დაზიანებების მიყენება ალ.მ---–---–ის მიერ, ხსენებული დაზიანებების რაოდენობა, ხარისხი და ლოკალიზაცია (განსაკუთრებით აღსანიშნავია რ.უ–---–---–ისათვის მიყენებული 13 სმ სიგრძის განივად მდებარე ხაზოვანი ჭრილობა ე.ი. ფაქტობრივად მთელი მუცლის გადაჭრა), მთელი სიცხადით ადასტურებს ალ.მ---–---–ის განზრახვას - სიცოცხლე მოესპო ორი მოწინააღმდეგისათვის, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მის ხელთ არსებული დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ორივე მათგანს, რასაც მოჰყვა რ.უ–---–---–ის სიკვდილი, ალ.ს----------ეს კი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ.მ---–---–ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სწორია.

 

დაცვის მხარის პოზიციის ანალიზი

 

· ა-–---------- მ---–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში

 

დაცვის მხარის ვერსიით (რომელიც აგებულია გარდაცვლილ რ.უ–---–---–ის პიროვნების დისკრედიტაციაზე მის წარსულ ნასამართლობაზე, ნარკოდამოკიდებულებასა და ცხოვრების წესზე აპელირებით), აგრესიული რ.უ–---–---–ი პირველი დაესხა თავს ალ.მ---–---–ს დანით, რამაც ბრალდებული ჩააგდო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ/აღნიშნული ვერსია მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და მტკიცებულებით საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო:

· შეხვედრის ინიციატორი იყო ალ.მ---–---–ი და როგორც თ.კ----–---–იამ განმარტა მეგობართან მიმოწერაში, ბრალდებული „არ აპატიებდა არავის, მათ შორის, არც რ.უ–---–---–ს, მათ შეურაცხყოფას, რის გამოც აპირებდა რ-----თან შეხვედრას და პასუხის მოთხოვნას.“ გარდა ამისა, სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხით ირკვევა, რომ 16 ნოემბერს 19:12 სთ-ზე თავად დაუკავშირდა ალ.მ---–---–ი რ.უ–---–---–ს და შეთანხმდნენ შეხვედრის ადგილსა და დროზე.

· დაზარალებულ ალ.ს----------ის ჩვენებით (რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ მიაყენა ბრალდებულმა დანით დაზიანებები მის მეგობარს), რ.უ–---–---–ს შემთხვევის დღეს ცივი იარაღი არ ჰქონია და ზოგადად, არ ატარებდა დანას. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია სხვა მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მყოფი რ.უ–---–---–ი განსაკუთრებულად ფრთხილობდა, რომ თავი აერიდებინა ისეთი სიტუაციებისათვის, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისი სს პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე 2018 წლის 16 ნოემბერს რ.უ–---–---–ის დანით შეიარაღების ვარაუდს ამყარებს არასრულწლოვანი რ.უ–---–---–ის მიერ 2010 წლის 12 ნოემბერს (8 წლის წინ) ცივი იარაღის ტარების ფაქტით (თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენისა), რაც სასამართლოს აზრით, არის უსუსური არგუმენტი და იმავე ლოგიკით და ალბათობის იმავე ხარისხით დასაშვებია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს ალ.მ---–---–საც ჰქონოდა დანა მიუხედავად იმისა, ატარებდა თუ არა წარსულში იგი ცივ იარაღს. დანასთან დაკავშირებით ყურადსაღებია ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, დანის ტარზე დაფიქსირდა მხოლოდ ალ.მ---–---–ის გენეტიკური პროფილი, ხოლო დანის პირსა და სისხლის ლაქებისგან შედარებით თავისუფალ უბნებზე აღნიშნული დანით დაჭრილი ალ.ს----------ისა და რ.უ–---–---–ის გენეტიკური პროფილები (მინორული წილი).

· 2018 წლის 16 ნოემბერს მოვლენების განვითარება ნათლად მიუთითებს, რომ რ.უ–---–---–ს არათუ მოკვლის, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორების განზრახვაც კი არ ამოძრავებდა ალ.მ---–---–ის მიმართ, ვინაიდან თავად დაცვის მხარის ვერსიითა (მათ შორის, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით) და ალ.ს----------ის ჩვენებით დგინდება, რომ რ.უ–---–---–მა ალ.მ---–---–ს შესთავაზა მეგობრების დასწრება საუბრისას, რათა არ ყოფილიყო უთანასწორო პირობებში და მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ვერ/არ უზრუნველყო მეგობრების დასწრება, არათანაბარ პირობებში ყოფნის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა ერთი-ერთზე ესაუბრა ბრალდებულთან, ალ. ს----------ის დასწრების გარეშე.

· იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება რ.უ–---–---–ის მხრიდან არანაირი თავდასხმა ან ფიზიკური შეურაცხყოფა, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის ვერსია, რომ სწორედ რ.უ–---–---–ის ქმედებებმა შექმნა ბრალდებულის სიცოცხლისათვის საფრთხე და ჩააგდო იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;

· აუცილებელი მოგერიების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს თავად დაცვის მხარის ვერსიაც (მათ შორის, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი), რომ ალ.მ---–---–ს დანა არ ჰქონია, რ.უ–---–---–ს წაართვა ჩხუბის დროს და შემდეგ მიაყენა დაზიანებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. იმ პირობებშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას, რომ დანა ჰქონდა რ.უ–---–---–ს და ალ.მ---–---–მა მას წაართვა, წართმევის მომენტიდან ანუ მომენტიდან, როდესაც რ.უ–---–---–ი აღარ იყო შეიარაღებული ცივი იარაღით, მისგან რეალური თავდასხმისა და სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება აღარ არსებობდა და ასეთ პირობებში ალ.მ---–---–ის მიერ რ.უ–---–---–ისათვის დაზიანებების მიყენება (რომ არაფერი ვთქვათ ალ.ს----------ისათვის დაზიანებების მიყენებაზე, რომელიც დაცვის მხარისავე განმარტებით, საერთოდ არ იყო შეიარაღებული) არათუ აუცილებელი მოგერიების, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების პირობებსაც კი არ აკმაყოფილებას.

· სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ალ.მ---–---–ისათვის მიყენებულ დაზიანებასაც - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალ.მ---–---–ს აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა, მიყენებული რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზიანების ლოკალიზაციიდან გამომდინარე (ექსპერტის განმარტებით, მარცხენა მტევნის დორზალურ ანუ გარეთა ზედაპირზე პირველი ნებ-ფალანგის და პირველი ნების ძვლის დონეზე არსებული სწორკიდეებიანი ნაკვეთი ჭრილობა, ზომით დაახლოებით 3.0X0.5სმ), უფრო ლოგიკურია მისი მიღება ბასრი საგნის, ამ შემთხვევაში დანის ხელში დაჭერისა და მრავალჯერადი გამოყენების პირობებში (რაზეც მიუთითებს რ.უ–---–---–ისა და ალ.ს----------ისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ხარისხი, ზომები და ჭრილობის არხის სიგრძე) ვიდრე ვარაუდი იმისა, რომ თითქოსდა შეიარაღებული რ.უ–---–---–ის თავდასხმის მოგერიებისა და დანის წართმევის დროს მიიღო ბრალდებულმა დაზიანება.

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

აუცილებელი მოგერიება გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ხელყოფისა და დაცვის მართლზომიერების პირობებს (ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რეალურობა, იმწუთიერობა და რელევანტურობა), ხელყოფის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფისას გამოყენებული იარაღი და საშუალება, თავდამსხმელის პიროვნება, ხელყოფის ხანგრძლივობა, თავდამსხმელთა რაოდენობა და კონკრეტული ვითარება, კერძოდ: დრო, ადგილი და ა.შ, რა დროსაც განხორციელდა ხელყოფა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება კი ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

იმ პირობებში, როდესაც რ.უ–---–---–ის და მით უფრო, ალ.ს----------ის (რომელიც რ.უ–---–---–ისაგან განსხვავებით, ბრალდებულთან კონფლიქტურ ურთიერთობაშიც კი არ იმყოფებოდა) მხრიდან ადგილი არ ჰქონია რეალურ თავდასხმას და არც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება არსებობდა, სახეზე არაა არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და არც ამ მდგომარეობის ფარგლების გადაცილება. სასამართლო ასევე გამორიცხავს რ.უ–---–---–ისა და ალ.ს----------ის მიერ თუნდაც ხელის გარტყმისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პირობებში, ა-–---------- მ---–---–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაყენებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დაცული აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი მთავარი პირობა - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ მომგერიებლის მოქმედება უნდა იყოს თანაზომიერი, აუცილებლობით განპირობებული თავდაცვითი მოქმედება და არ უნდა წარმოადგენდეს პირის დასჯას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი შეურაცხყოფილი ალ.მ---–---–ის მხრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ კონფლიქტის მიზეზი, მისი განვითარება და ალ.მ---–---–ის აქტიური როლი ამ პროცესში, დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ხარისხი და ლოკალიზაცია, აგრეთვე ბრალდებულის ქცევა (მოწმე თ.ა-–----ს ჩვენებით, აგრესიული ალ.მ---–---–ი უკვე გარდაცვლილი და მიწაზე დაცემული რ.უ–---–---–ის მიმართაც განაგრძობდა ფიზიკურ ძალ-----ბას) ნათლად მიუთითებს ბრალდებულის განზრახვაზე, ურყევ ნებაზე, სიცოცხლე მოესპო რ.უ–---–---–ისა და ალ.ს----------ისათვის, თუმცა ამ უკანასკნელმა თავს გაქცევით უშველა, რის გამოც ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

· ა-–---------- მ---–---–ი იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

 

ფიზიოლოგიური აფექტი არის ძლიერი, ხანმოკლე, ფეთქებადი მდგომარეობა, რომელიც სწრაფად ეუფლება პიროვნებას, მძვინვარედ მიმდინარეობს და ცნობიერების შევიწროვების ფონზე ადგილი აქვს ინტელექტუალურ-ნებითი ფუნქციების მკვეთრ დაქვეითებას, მნესტიკუ-შემეცნებით ვაზო-ვეგეტატურ ცვლილებებს. ფიზიოლოგიური აფექტი, ემოციური გამღიზიანებლობის შედეგად მიღებული აგზნებისაგან განსხვავდება მისი სამფაზიანი, დინამიური მიმდინარეობით. ფიზიოლოგიური აფექტის პირველი ფაზა მოსამზადებელი ეტაპია; მეორე - აფექტის აფეთქება და მესამე - აფექტის დაცემის ფაზა. სამივე ფაზა ხასიათდება მისთვის სპეციფიკური, სტრუქტურული ნიშან-თვისებებით. აფექტი დაკავშირებულია სპეციფიკურ სიტუაციასთან, რომელიც შეიძლება იყოს დროის მოკლე აღმოცენებული ე.წ. მწვავე ფსიქოგენია ან დროში გახანგრძლივებული მოქმედება, გამოთქმები, სოციალური შეფასებები, რომელიც ტრავმულია კონკრეტულ სიტუაციაში სუბიექტისათვის და აფექტოგენურ მნიშვნელობას იძენს. ასეთია ძალ-----ბა და მძიმე შეურაცხყოფა. პირველიდან მორე ფაზაზე გადასვლა ხდება სწრაფად, მკვეთრი ფეთქებადი რეაქციების სახით, რომელიც შეფერილია განრისხების, მძვინვარების, წყენის ემოციური განცდებით. აგრესია წყდება მაშინ, როცა პიროვნება ჩათვლის, რომ მოხდა გაუვნებელყოფა. აგრესიულ ქმედებებს მოყვება დანაშაულის კვალის დაფარვისაკენ მიმართული ქმედებები. ამ დროს შესაძლოა ამნეზირებული იყოს დეტალები, საკუთარი და მსხვერპლის ქმედებები, მიყენებული დარტყმების რაოდენობა, ამასთან მეხსიერებაში შენახულია სიტუაციის ზოგადი შეფასება, მისი განვითარების ხასიათი, საკუთარი ქცევის მიზნების შეფასება. ფიზიოლოგიური აფექტის მესამე ფაზაში გამოხატულია ასთენიური, ვაზო-ვეგეტატიური რეაქციები. ფსიქოგენიის ხასიათის მიხედვით, შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური მდგომარეობის სხვადასხვა ვარიანტები. ფიზიოლოგიური აფექტისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები უნდა მოიპოვებოდეს სს საქმეში არსებულ მასალებში და უნდა შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ, ვინაიდან აფექტი არის ფსიქოლოგიური კატეგორია და მისი დიაგნოსტიკა წარმოადგენს ფსიქოლოგიური მეცნიერების იმ წარმომადგენლების კომპეტენციას, რომლებიც ფლობენ სპეციალურ ცოდნას აფექტური რეაქციის შექმნის, განვითარების და სპეციფიკის თავისებურებების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, ალ.მ---–---–ის მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზითა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩვენებებით დადგენილია, რომ ა-–---------- მ---–---–ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- მ---–---–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–---------- მ---–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

· განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;

· ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა-–---------- მ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ა-–---------- მ---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.

 

კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:

· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.

· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.

· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.

· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

 

მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.

 

დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.

 

სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.

 

ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

 

მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ა-–---------- მ---–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ხასიათს - სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სიცოცხლის უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისგან გადახვევა დაუშვებელია. კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება ფატალური შემთხვევების არსებობისას. უფრო მეტიც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეში - W. V. the United Kingdom and Ireland - განაცხადა, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების პოზიტიური ვალდებულება - დაიცვან სიცოცხლე, რა თქმა უნდა, იმას კი არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს პირადი მცველით, არამედ გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, აღძრან სამართალწარმოება, ჯეროვნად გამოიძიონ კონკრეტული შემთხვევები და მოიძიონ პირი, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, რათა წარუდგინონ იგი მართლმსაჯულებას. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს (B. v. Croatia).

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (იხ. დაცვის მხარის მტკიცებულება - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №5983) ა-–---------- მ---–---–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე და სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის დანიშვნის წესთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის №618აპ-16 გადაწყვეტილება), ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის, დაზარალებულ ა-–----------------------ისათვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის, რ----- უ–---–---–ის ოჯახისათვის გამოწვეული გამოუსწორებელი ზიანის, აგრეთვე სს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ა-–---------- მ---–---–ის საზოგადოებისგან იზოლირება ზ/აღნიშნული ვადით შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს და უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

 

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------- მ---–---–ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---------- მ---–---–ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ა-–---------- მ---–---–ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - F44; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- მ---–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად ა-–---------- მ---–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა-–---------- მ---–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალ-----ბის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ა-–---------- მ---–---–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა-–---------- მ---–---–მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- მ---–---–მა სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი გამოჯანმრთელებამდე უნდა მოიხადოს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

სარ-----ლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- მ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა-–---------- მ---–---–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

მსჯავრდებულ ა-–---------- მ---–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- გასაღებების ასხმა რგოლით, ა/მანქანა BMW და მისი ტექ.პასპორტი, 1 ცალი ქაღალდის ფურცელი, 1 ცალი საფულე, გვამის დათვალიერებისას ამოღებული ხის ჯვარი თასმით, ხის მედალიონი და მობილური ტელეფონი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, თ.კ----–---–იასაგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სიმბარათი, ალ.ს----------ის, ალ.მ---–---–ისა და რ.უ–---–---–ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს (მათ შორის, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს) ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

- 1 ცალი ბალიში, 1 ცალი დანა, 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, ა/მანქანიდან აღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფოთლები, ქვები მოწითალო ფერის ლაქებით და აღნიშნული ლაქებიდან აღებული ანაწმენდები, ალ.მ---–---–ის ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები, ალ.ს----------ის ნერწვის ნიმუში და რ.უ–---–---–ის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- დისკები და მეხსიერების ბარათი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია